#55346344 · 9 Oct 2019, 01:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენ რაც აღწერე უნდა იყოს სესხის ხელშეკრულება, როდესაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იტვირთება კრედიტორის, მსესხებელის ქონება. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი არღვევს ხელშეკრულების პირობებს, არ იხდის დაწესებულ ყოველთვიურ სესხის თანხას, საბოლოოდ არ ფარავს სესხის თანხას, შენ შეგიძლია მოითხოვო და ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად მიაქციო ხსენებული ქონება, ანუ გასაგებად რომ ვთქვა მისი ნება სურვილის მიუხედავად გააყიდინო ქონება და ამოღებული თანხით მოხდება კრედიტორის მიერ შენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აქ მნიშვნელოვანია, თუ სესხის ხელშეკრულებაში, როგორ არის გაწერილი ორივე მხარის ვალდებულებები, უფრო სიღრმისეულად მსჯელობა ხელშეკრულები პირობების ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
|