forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვეძებ მონას, არაა აუცილებელი შავი ფერის იყოს
tozi777
არა ბრაკონიერობას!!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3999
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 31 Mar 2019, 15:24  #54445124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
trendygirl.me

მასე არ მეთანხმებოდა ერთი გოგონა იურიდიულის მეორად ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი. რას ამბობო, ჩემს ირგვლივ ყველა დასაქმებულია, სად არ არის სამUშაო ადგილებიო, ზოგი სტუდენტი და ზოგიც კიდევ ახალდამთავრებულიო (გეუბნები 2002-2003 წლებზე), ცოტა რომ გამოვიკვლიე მისი გარემოცვა, მისი მეგობრები აღმოჩნდნენ: პარლამენტარის შვილები და ძმისშვილები, ბობოლა ბიზმესმენების შვილები, გატელევიზორებული და გაპიარებული ხალხი, ნუ მოკლედ მაშინდელი ბომონძღი. თურმე ტიპშა გამარჯობას არ ეუბნებოდა ხალხს , სანამ არ გამოიკვლევდა ვის რა "ბეგრაუნდი" ქონდა და ვინ რა გავლენებში ბანაობდა. ახლა მაგის საახლობლო ყველა კარგად იქნებოდა თუნდაც იმ შევარდნაძის პერიოდში, რა გასაკვირია. biggrin.gif drug.gif

ეგრე ხომ არ ხართ თქვენც? Правовед

თუ არა და, თქვენი გარემოცვის სტატისტიკა ვერანაირად შეცვლის საქართველოს შრომის ბაზრის ჩაოხრებულ სიტუაციას, რომელიც ძალიან ობიექტური სტატისტიკის გარდა , პირადი დაკვირვებებითაც არის გამყარებული .
yes.gif

თემა მქონდა გახსნილი პოლიტგანყში, როგორ მოვიდა ჩემთან სტაჟირებაზე აშშ-ში ნასწავლი, ახლადჩამოსული ბიჭი. შარშან მაისის მერე ვეძებ სამსახურსო და უფასო (!) სტაჟირებაზე მოვიდა.
ვეღარ ვიპოვნე ეგ თემა, შეიძება წაშალეს.
კარგად მიწერია მანდ ყველაფერი.


--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი

თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე

ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 31 Mar 2019, 15:32  #54445167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tozi777
მე თადარიგში გასული პენსიონერი ვარ biggrin.gif
თუმცაღა ვმუშაობ, და დარწმუნებით შეიძლება ვთქვა, თვითონ "მომძებნა" საქმემ
- სამართლის - იურიდიული კონსულტაციაშიც აქტიური ბლოგიც მიმყავს ...

This post has been edited by Правовед on 31 Mar 2019, 15:34
Hiksos
Pain Express


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1931
წევრი No.: 208393
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 31 Mar 2019, 15:47  #54445255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
QUOTE
ეს არის საფასური, ხარკი, რომელიც გადასახდელი აქვს რევოლუციებით, ომებით, დამპალი იდეოლოგიით გატაცებულ ხალხს, რომელთა რიგებშიც ჩვენ აქტიურად ჩავდეგით. აქედან არიან ეს გაუნათლებელი, ჩლუნგი "მაქინაციებით გამილიონერებული ფულის ტომარა ბიძები", რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ პროგრესთან, ცივილიზაციასთან ...


ანუ ახალმა თაობამ, რომელიც იმ დროს დაბადებულიც არ იყო, უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი? ის თაობა რომელიც ახლა ჭკუას გვასწავლის და გვარიგებს ყოველ ნაბიჯზე და თავის დროზე კი სულ განზე რომ გადგა და მშვიდობით რომ უყურებდა გამსახურდიას დამხობას, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კატასტროფულ ომებს, ისინი არ არიან დამნაშავეები?! რატომ უნდა გადაიხადოს 23 წლის განათლებულმა ახალგაზრდამ ეს ხარკი, როდესაც თვითონ იმ დროს დაბადებულიც კი არ იყო?

QUOTE
სამწუხაროდ, სამი უცხო ენის მცოდნე, გერმანიასა თუ ბრიტანეთში ნასწავლი "კადრები" არსად შემხვედრია,


მე ვიცნობ ბევრს. მაგალითისათვის ერთ გოგოს მოვიყვან, ძალიან ნიჭიერია, მაგისტრი, სამი უცხო ენა იცის და თან კარგად, სტატიას სტატიაზე აქვეყნებს, გერმანიაში სწავლობდა ერთი წელი სტიპენდიით, იქ ისე მოეწონათ რომ კიდევ რამდენიმე თვე დაუფინანსეს დამატებით, აქ ჩამოვიდა და კინაღამ გაგიჟდა, სტაჟიორადაც არ აჰყავდათ, რაღაც პერიოდი ეგონა რომ მწარედ ეხუმრებოდნენ, რადგან მისნაირი CV საქართველოში ალბათ 1%-საც არ ექნება. დარბოდა აქეთ-იქით ეს საწყალი ინტერვიუებზე სანამ ბოლოს ისევ უნივერსიტეტში არ იპოვა ადგილი, მისი განათლებისა და ნიჭის კვალობაზე საკმაოდ დაბალანაზღაურებადი.

და მასეთი ისტორიები რამდენია კაცმა არ იცის. აქ კიდევ ხალხს რომ უსმინო სულ 3000-5000 ლარიან ადგილებს მიაქვს ქვეყანა.
facepalm.gif

QUOTE
მაგრამ მყავს ნათესავი, ჰოლანდიაში ნასწავლი (თუ არ ვცდები NVAO-ს ფლანდრიის აკრედიტაციით ისწავლა) ახალგაზრდა და უმალვე მოძებნა სამსახური. არ ჩავძიებივარ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი 3 000 ლარს უსწორდება მისი ხელფასი, თანაც ამას ემატება სხვადასხვა ბონუსები - მუშაობს სოფლის მეურნეობაში, ძღვენის სახით კიტრი-პამიდორები ყოველთვის მოაქვს სტუმრობისას.


კი ბატონო, ცალკეული გამონაკლისი ყოველთვის და ყველგან იარსებებს,ამაზე მე არ ვდავობ, მაგრამ ზოგადად კვალიფიციურ კადრს რომ აქ არაადამიანურ და პირდაპირ რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელ პირობებს სთავაზობენ, ამის მოწმე თვითონ ეს თემაა თუ გადახედავ.

ისე სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდისათვის ფულის შოვნა მარტივი არაა და თუ საიდუმლო არაა, რომელი განხრით მუშაობს შენი ნათესავი? ან უცხოეთში სტიპენდიით ისწავლა და თავისი ფულით? ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ თავისი ფულით იყო იქ ან მისმა მშობლებმა თუ დააფინანსეს სწავლა-ცხოვრება, ესე იგი შენ ნათესავს ფული აქვს, რადგან დასავლეთ ევროპაში სწავლის დაფინანსების საშუალება ქართული ოჯახების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს, ფაქტობრივად ელიტას, თუ აქვს. და თუ ფული აქვს, დიდი ალბათობით კავშირებიც ექნება.

trendygirl.me
QUOTE
tozi777

ვერ დაგეთანხმები.

ჩემს გარშემო ყველა, ვინც რეალურად კარგი მცოდნეა, 2000 ლარი და ზემოთ აქვს ხელფასები, ყოველგვარი ჩაწყობების, ახლობლობის და ნათესაობების გარეშე.
ეხლა მარკეტის 400 ლარიან კონსულტანტს რო დიდი ამბიციები აქვს და თავი კიტრი ჰგონია, ეგ მხოლოდ მისი პირადი პრობლემებია….


სასწაულია პირდაპირ. ყველა ყოველთვის გეუბნება რომ თუ "რეალურად კარგი მცოდნე იქნები" ყველაფერი გექნება, რომ ცხოვრება მშვენიერია, ყველგან 2000, 3000 ან 5000 ლარი ხელფასები ყრია ოხრად.

ამ დროს შედიხარ jobs.ge-ზე ან hr.ge-ზე და აღმოაჩენ, რომ ვაკანსიების უმრავლესობას ხელფასები საერთოდ არც უწერია და რომელსაც უწერია, 1500 ლარი და მეტი ანაზღაურება (ხელზე) თითზე ჩამოსათვლელ ადგილებზეა, სადაც ლამის ჰარვარდის დიპლომს გთხოვენ.

არ მინდა რომ ცუდად გამიგო, არ ვამბობ, რომ 2000 ლარი და ზემოთ საქართველოში არ შეიძლება გქონდეს "ყოველგვარი ჩაწყობების, ახლობლობის და ნათესაობების გარეშე" - მაგარი პროგრამისტი, ბუღალტერი ან ფინანსისტი აქაც იპოვის სამუშაოს, ევროპაშიც და უგანდაშიც.

მაგრამ ნუთუ სხვები იტყუებიან როდესაც ამბობენ, რომ ლამის დამლაგებლობასა და ოფიციანტობაზე ითხოვენ უკვე საოფისე პროგრამებისა და ინგლისურის ცოდნას და თან შესაბამისი ვაკანსიების ლინკებს დებენ? ნუთუ ჩვენ გვეჩვენება ის ადგილები, სადაც C1 ინგლისურის მცოდნე ბიოლოგს ნახევარ განაკვეთში ხელზე 250 ლარს სთავაზობენ? დაგვესიზმრა საქართველოს ფოსტის ის მართლაც-და ლეგენდარული ვაკანსია, სადაც ოპერატორს ხელზე 230 ლარს უხდიდნენ და შერჩევა ოთხეტაპიანი(!)იყო (რა თქმა უნდა ორი უცხო ენის ცოდნით, აბა სხვანაირად როგორ?!)

ქოლცენტრის ოპერატორი - თვეში 230 ლარი

ამიტომ ძალიან მარტივია დასცინო ყველა იმას, ვინც შენც ასეთ ზეპოზიტიურ შეფასებას არ ეთანხმება უწოდო მარკეტის 400 ლარიანი კონსულტანტები, რომლებსაც თურმე დიდი ამბიციები აქვთ (ანუ არ უნდა ჰქონდეთ? როგორც ფეოდალიზმში იყო ადრე, მათი კარიერა, მომავალი და ზოგადად ბედი უკვე გადაწყვეტილია თუ რას ამბობ მაგით საერთოდ?), მაგრამ დღეს "ყოველგვარი ჩაწყობების, ახლობლობის და ნათესაობების გარეშე" მაღალანაზღაურებადი (2000+ ლარი ხელზე მინიმუმ) ადგილის მოძიება არის გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს და არა პირიქით. დავწერე კიდეც ზევით მაგარი პროგრამისტი ყველგან იპოვის სამუშაოს.

facepalm.gif facepalm.gif


tozi777
QUOTE
მისი მეგობრები აღმოჩნდნენ: პარლამენტარის შვილები და ძმისშვილები, ბობოლა ბიზმესმენების შვილები, გატელევიზორებული და გაპიარებული ხალხი, ნუ მოკლედ მაშინდელი ბომონძღი. თურმე ტიპშა გამარჯობას არ ეუბნებოდა ხალხს , სანამ არ გამოიკვლევდა ვის რა "ბეგრაუნდი" ქონდა და ვინ რა გავლენებში ბანაობდა. ახლა მაგის საახლობლო ყველა კარგად იქნებოდა თუნდაც იმ შევარდნაძის პერიოდში, რა გასაკვირია.   


მეც ვამჩნევ, რომ ხალხი რომელიც იძახის, რომ ქართული შრომის ბაზარი თურმე ნამდვილი სამოთხეა, რომ მთავარია იშრომო და რამდენიმე ათასი ლარი ხელფასი გარანტირებულად გექნება, აი მასეთ ხალხს აქვს ხოლმე სერიოზული კავშირები და ძირითადად მაგ კავშირებითა და ნათესაობით უფრო იქაჩება ვიდრე ცოდნით, განათკლებითა თუ უნარებით (გამონაკლისები ვიმეორებ არის და იქნება! ის კი არადა მასე შევარდნაძის დროსაც იქნებოდნენ მასეთი გამონაკლისები, მაგრამ მერე რა?).

მასე მე ვიცნობ ჩემს ფაკულტეტზე გოგოს, რომელიც ბრიტანეთის ისეთ უნივერსიტეტში სწავლობდა, თვით ლონდონის ნაღები საზოგადოებაც რომ ძლივს გაწვდება, იმხელა გადასახადია, თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვო. აქ ჩამოვიდა და მაგარ კერძო ფირმაში მოეწყო მაღალანაზღაურებად ვაკანსიაზე. სულელიაო ენა ვერ მომიბრუნდება, მაგრამ გენიოსიაო მაგასაც ვერ ვიტყვი და ბევრი მასზე უფრო ჭკვიან ახალგაზრდასაც ვიცნობ. დიდი ალბათობით აქაც ნათესავების ფულმა და გავლენამ უფრო გაჭრა, ვიდრე მისმა განათლებამ.


tozi777
QUOTE
თემა მქონდა გახსნილი პოლიტგანყში, როგორ მოვიდა ჩემთან სტაჟირებაზე აშშ-ში ნასწავლი, ახლადჩამოსული ბიჭი. შარშან მაისის მერე ვეძებ სამსახურსო და უფასო (!) სტაჟირებაზე მოვიდა.
ვეღარ ვიპოვნე ეგ თემა, შეიძება წაშალეს.
კარგად მიწერია მანდ ყველაფერი.


მეც ვეძებ და ვერ ვპოულობ. რატომ წაშალეს? ან რატომ შლიან ხოლმე თემებს, რა უბედურებაა?
facepalm.gif


This post has been edited by Hiksos on 31 Mar 2019, 16:14
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

  გამოგზავნილია: 31 Mar 2019, 20:51  #54446964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hiksos
თქვენ დასვით შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს ...
დამნაშავე კიდევ მსუბუქი შეფასებაა, რითაც ჩვენმა თაობამ თავისივე მომავალი გაწირა ...
არც მაშინ გამოვირჩეოდით დიდი ინტელექტით, და დღეს ხომ საერთოდ ...
უბედურებაც ეს არის, რომ აზრზე არა ვართ, როგორ, რა მექანიზმებით შეიძლება იბრძოლო (მე ნამდვილად არ ვიცი). პირადად, მე, ავირჩიე კონფორმირზმი - სიტყვაც კი მოვძებნე ვითომ თავისმართლებითი, ნეიტრალური - იმ დროს გამოჩენილ სულმოკლეობაში და უმეცრებაში თავის მხილება იმდენად მიჭირს ... არადა, ვიცოდი რაც დაგვემართებოდა, მაგრამ ვიმუხთლე და გავექეცი ... ასეა უმრავლესობა. ზოგმა გამოიყენა კიდეც - შედეგიც სახეზეა ...

სტიპენდიაზეც მივუთითე, რომ დააფინანსა ფლანდრიის პროგრამამ .. აღარ გავჩერდები, რა მიზნებით აკეთებენ ამას - რეზიდენტები და გავლენის აგენტები, ისეთ სფეროში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება ...

ვიმეორებ, არ არის ცუდი ახალგაზრდობა საქართველოს გარეთ რომ ნახულობს შესაფერის რეალიზაციას - არც დაცინვა და ქედმაღლობა არ გამივლია გულში ... ვგულშემატკივრობ ახალგაზრდობას და მხოლოდ იმის წამოძახებას ვცდილობ, რაშიც მე სიმხდალე გამოვიჩინე და რასაც შევეგუე-დავეთრგუნე, არ შეეგუონ თუ გადაწყვიტეს ამ ქვეყანაში დარჩენა ... გამოიყენონ ამბიციები არა მარტო ფეისბუქისა და სხვადასხვა ფორუმების გვერდებზე, არამედ რეალობაში, სინამდვილეში. ეს "არასამთავრობო-საგრანტო" წუწუნი-და ინტრიგანობა კი არა, ნამდვილი, ძლიერი და ქმედითი ბრძოლა გამოაცხადონ. მოძებნონ გზები, გამოამჟღავნონ ლიდერები ...

This post has been edited by Правовед on 31 Mar 2019, 20:53
ხინკალს-შეუხვრიპავდი?
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 249699
რეგისტრ.: 2-April 19

გამოგზავნილია: 2 Apr 2019, 15:09  #54455042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
https://www.myjobs.ge/ka/vacancy?vac_id=95018
3 თვის შემდეგ ან გამოგისვრიან ან ხელფასს გაგიორმაგებენ ანუ 350 ლარს მოგცემენ biggrin.gif biggrin.gif
user posted image

ფუტერში რა რეკლამებია biggrin.gif biggrin.gif

user posted image
FeelsBadMan
Meine Ehre heißt Treue!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 216865
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 4 Apr 2019, 20:09  #54465856      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.hr.ge/announcement/58219/რე...ატორი

ბომჟ კომპანია ისევ smile.gif
400ლარი და ისიც გამომუშAვებით თან 12საათი
შაბათს სულ რაღაც 10სთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ხინკალს-შეუხვრიპავდი?
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 249699
რეგისტრ.: 2-April 19

გამოგზავნილია: 6 Apr 2019, 14:02  #54472665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საიინტერესოა აქ რა იგულისმება? კარიერული განვითარების შესაძლებლობა biggrin.gif ანუ დღეს თუ საწვავს ასხავ მანქანაში 320 ლარად ხვალ და ზეგ რა განვითარება გექნება ისევ საწვავს ჩაასხავ ისევ იგივე ადგილას ან სხვა ბენზინგასამართ სადგურზე თან 320 ლარიო იმენა მათხოვრები

ლინკი

user posted image

This post has been edited by ხინკალს-შეუხვრიპავდი? on 6 Apr 2019, 14:04
аnderson
(Re)tired Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 66423
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2019, 23:32  #54484087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...186434928091701



მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
55.JPG


--------------------
My middle finger won't go down, how do I wave?

თიბონდრყეიმ უნ

ყ*ეზე მაღლა ნურავინ ნუ დაფრინავთ (C) DEMEDA
MILANELI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 520
წევრი No.: 43199
რეგისტრ.: 3-October 07

გამოგზავნილია: 15 Apr 2019, 19:51  #54514997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tozi777
არა ბრაკონიერობას!!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3999
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 14:51  #54529577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რავიცი ვაკანსიები ყრიაო..ყრია მარა რად გინდა..

მონათმპყრობელობა ინ ექშენ. help.gif

This post has been edited by tozi777 on 18 Apr 2019, 16:45

მიმაგრებული სურათი
Screenshot_1.png
kalisto
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 437
წევრი No.: 246384
რეგისტრ.: 1-November 18

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 16:50  #54530260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ხინკალს-შეუხვრიპავდი? @ 6 Apr 2019, 14:02 )
საიინტერესოა აქ რა იგულისმება? კარიერული განვითარების შესაძლებლობა biggrin.gif ანუ დღეს თუ საწვავს ასხავ მანქანაში 320 ლარად ხვალ და ზეგ რა განვითარება გექნება ისევ საწვავს ჩაასხავ ისევ იგივე ადგილას ან სხვა ბენზინგასამართ სადგურზე თან 320 ლარიო იმენა მათხოვრები

ლინკი

user posted image

facepalm.gif აი ეს რა უბედურებაა ტო! 8 სუტა მიშაობ ანუ.
AnotherGirl
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1048
წევრი No.: 165094
რეგისტრ.: 8-April 13

გამოგზავნილია: 20 Apr 2019, 19:38  #54540345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მჭირდება ადამიანი, რომელიც 2 ათას ადამიანს დაამატებს ფეისბუქ ჯგუფში. ანაზღაურება 50 ლარი.
წევრები შემოწმდება, ბოტები არ უნდა იყვნენ. მსურველებმა PM-ში მომწერეთ


--------------------
Знаешь, каждую ночь я вижу во сне море
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0408 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]