არა კაი ხანია grub-ს და საერთოდ bootloader-ს არ ვიყენებ. linux kernel EFI executable-ა და ამიტომ EFISTUB მაქვს. Thinkpad-ებს ძველებს ყოველშემთხვევაში მშვენიერი UEFI იმპლემენტაცია აქვთ და არ აქვთ პრობლემები.
* * *
IONx64არჩზე აუცილებლად ის უნდა იცოდე რომ პაკეტები დიდხანს არ უნდა დატოვო განუახლებლად. თუ რაიმე კონკრეტული სამუშაოს ნაწილი არაა და უმნიშვნელო პაკეტი, რომელიც არაფერს არ გააფუჭებს. მე მაქვს ეგეთი და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს.
აქ წერენ ხოლმე მნიშვნელოვან ინფორმაციას grub-ს მსგავსს, ადრეც იყო qemu რომ გაიყო, ssh-ზე იყო და ა.შ. უნდა აკონტროლო რამე არ გაგეპაროს.
https://archlinux.org/მანჯაროზე მომივიდა (ჩემ კომპზე არა) ადრე რომ სწორი ლოგინითაც კი ვერ შედიოდი PAM-ში რაღაცის ცვლილების გამო, თუ არ გაითვალისწინებდი და ისე დააფდეითებდი სისტემას.
AUR დაგჭირდება ადრე თუ გვიან აუცილებლად და მე პირადად paru helper-ს გირჩევ დააყენო. paru მხოლოდ ამ ბრძანებით შეძლებ მთელ სისტემაში დააფდეითო ყველა პაკეტი.
ასევე გირჩევ რომ pacman hook დაწერო და cache-დან შალო ხოლმე პაკეტების საინსტალაციოები, თორემ თუ ჩემსავით ხშირად ააფდეითებ კომპს, მალევე ათეულობით GB დაიკარგება და ვერ მიხვდები სად გაქრა
LTS kernel გქონდეს მუდამ ხოდზე, რამე რომ იყოს fallback-სთვის. ან საინსტალაციო ფლეშკა რომ chroot-თ მარტივად მოაგვარო ხოლმე პრობლემა. ასევე გქონდეს backup ეს ისედაც უნდა გქონდეს, მაგრამ arch-ს მოხოდვაში რომ კვირებს დახარჯავ და მერე შეიძლება კონფიგები დაკარგო ძაან დაგწყდება გული. მე სულ რამდენიმე წუთში შემიძლია ჩემი სისტემა აღვადგინო, ვინახავ ყველაფერს რასაც კი default system-ში ვცვლი. ასევე ვინახავ სერვისების სტატუსს, explicitly დაყენებულებს და dependency-ებს ცალ-ცალკე, kernel command line parameter-ებს რაც EFISTUB-ში მაქ და მოკლედ ყველაფერს. browser-ს კონფიგს და ტერმინალის history-საც კი.
P.S. პრობლემის გამო არ გადააყენო ხოლმე სისტემა, მაგ პრობლემის მოგვარებით იმაზე გაცილებით მეტს ისწავლი, ვიდრე ახლის ინსტალაციით. თუ რათქმაუნდა Distro-Hopping-თ არ ხარ დაკავებული
This post has been edited by matemana on 9 Sep 2022, 23:23