Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > უსათაურო > 100კ რო გქონდეთ


Posted by: sanfol 20 Feb 2020, 22:09
რომელ ქვეყანაში გადასახლდებოდით და რას გააკეთებდით?

Posted by: პადჟიგაწელი 20 Feb 2020, 22:10
ცოტა დაამატე popcorn.gif popcorn.gif

Posted by: sanfol 20 Feb 2020, 22:14
გერმანიასა და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადავხედე ფასებს და ყველაზე მიყრუებულ სოფელში იყიდი ორ სართულიან სახლს და ერთი წელი გაქაჩავ მარა მერე რა უნდა აკეთო?
აფრიკაში ალბათ ბილ გეითსი გაიჩითები თუ კანიბალებმა არ შეგჭამეს დარჩენილი ცხოვრება მეფესავით იცხოვრებ

Posted by: suxumski7 20 Feb 2020, 22:38
sanfol
5$ airdropi vici dzaan magari dzmao Shen fuli gevadeba davtu ginda dagiwer aq

Posted by: პითონი 20 Feb 2020, 22:40
არ გადავსახლდებოდი.

უძრავ ქონებაში ჩავდებდი yes.gif

Posted by: public_enemy 20 Feb 2020, 22:48
100k დოლარი ალბათ აბა ლარი რა ჩემი კლეა... :dow: down1.gif

75000 ლარად ლისთან თეფშის გზაზე ვნახე ამას წინად ნაკვეთი 600მ2 კომუნიკაციები იქვეა ხალხი ცხოვრობს გარშემო.
25კ დოლარდ მაგ ნაკვეთს ვიყიდიდი და ზედ 3 სართულიან სახლს ავაშენებდი 5-6 ბინიანს. მერე გავაქირავებდი up.gif

თუ მაინც წასვლა გინდა 100კ ევროდ ბარსაში შეიძლება კაცმა ბინა იყიდოს სამ საძინებლიანი. ერთ საძინებელში შენ იცხოვრებ დანარჩენ 2 გააქირავებ 300-300 ევროდ და საჭმლის-კომუნალურების ფულიც გექნება up.gif down1.gif

მარა პირველი ვარიანტი ჯობს.

აი ეს ნაკვეთია
600მ2-ის სზ2-ის კ2 არის 480მ2 160მ2 გამოდის თითო სართული. სართულზე ორი ბინა კიბის უჯრედს რომ გამოაკლებ 70-75 კვადრატი კედლებიანად. საკაიფო ორ ოთახიანები გამოვა. თითოს 250-300$ ხო მაინც გააქირავებ. ეგეც შენი 1500$ თვეში. wink.gif

user posted image

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 22:54
უძრავი ქონებისათვის ცოტაა. იდეები ბევრი მაქვს.

ისეთ ქვეყანაში გადავსახლდებოდი სადაც თავისუფალი სავაჭრო ზონაა ან ისეთში სადაც გადასახადებს ადვილად ავარიდებდი თავს და 1 წელიწადში მინიმუმ გავაორმაგებდი ამ 100K.

მაგდენი რო აქ ბინაში ჩადო ისეთი უნდა იყიდო რო მინიმუმ 1000 დოლარად გააქირავო თვეში 1000 დოლარით კიდე როდის ამოაგდებ 100000კს ხუიოვოზნაეტ. ერთ ბინაში კიდე მაგხელა ფულის გადაყრა სისულელეა თუ ორი მაგდენი არ გიდევს ბანკში.

Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 22:58
QUOTE (პითონი @ 20 Feb 2020, 22:40 )
არ გადავსახლდებოდი.

უძრავ ქონებაში ჩავდებდი yes.gif

საქართველოში სარისკოა დიდი ფულის დაბანდება. ვინმეს ცუდად მოხვდები თვალში და დაგიწვავს მაგალითად facepalm.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 Feb 2020, 22:59
რა ვიცი, 100 000ით წყნარად დავრჩებოდი ჩემს ქვეყანაში up.gif

Posted by: sanfol 20 Feb 2020, 23:01
Luka251
QUOTE
ისეთ ქვეყანაში გადავსახლდებოდი სადაც თავისუფალი სავაჭრო ზონაა ან ისეთში სადაც გადასახადებს ადვილად ავარიდებდი თავს და 1 წელიწადში მინიმუმ გავაორმაგებდი ამ 100K.

ხოდა სად იცხოვრებდი? ქირას ისევ ყიდვა არ ჯობს?

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:02
HARLEY1

არ უნდა იმარიაჟო და არც მოხვდები. ქართველების 90% ორ კაპიკს იშოვის და თავი კაცი გონია დადიან გაბღენძილები, მე ვარ და ჩემი ნაბადიო ვინც ფულის ყადრი იცის წყანარდ და მშვიდადაა, არავის ხვდება თვალში.

Posted by: <casablanca> 20 Feb 2020, 23:02
sanfol
QUOTE
გერმანიასა და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადავხედე ფასებს და ყველაზე მიყრუებულ სოფელში იყიდი ორ სართულიან სახლს და ერთი წელი გაქაჩავ მარა მერე რა უნდა აკეთო?
აფრიკაში ალბათ ბილ გეითსი გაიჩითები თუ კანიბალებმა არ შეგჭამეს დარჩენილი ცხოვრება მეფესავით იცხოვრებ

აფრიკაში მეფობას ჯობია გერმანიის მიყრუებულ სოფელში კარტოფილი და სიმინდი მოგყავდეს. yes.gif

Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 23:03
QUOTE (Luka251 @ 20 Feb 2020, 23:02 )
არ უნდა იმარიაჟო  და არც მოხვდები. ქართველების 90% ორ კაპიკს იშოვის და თავი კაცი გონია დადიან გაბღენძილები, მე ვარ და ჩემი ნაბადიო ვინც ფულის ყადრი იცის წყანარდ და მშვიდადაა, არავის ხვდება თვალში.

up.gif up.gif up.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 Feb 2020, 23:04
QUOTE (<casablanca> @ 20 Feb 2020, 23:02 )
sanfol
QUOTE
გერმანიასა და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადავხედე ფასებს და ყველაზე მიყრუებულ სოფელში იყიდი ორ სართულიან სახლს და ერთი წელი გაქაჩავ მარა მერე რა უნდა აკეთო?
აფრიკაში ალბათ ბილ გეითსი გაიჩითები თუ კანიბალებმა არ შეგჭამეს დარჩენილი ცხოვრება მეფესავით იცხოვრებ

აფრიკაში მეფობას ჯობია გერმანიის მიყრუებულ სოფელში კარტოფილი და სიმინდი მოგყავდეს. yes.gif

აფრიკაში საკმაოდ ფასობს თეთრი ხორცი yes.gif

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:05
sanfol


ემირატებშია თავისუფალი სავაჭრო ზონა, ევროპის რამოდენიმე ქვეყანაა სადაც რამე ბიზნესს წამოიწყებ და გადასახადებსაც კარგად დაუძვრები იურისტი და ბუღალტერი გინდა უბრალოდ საქმის მცოდნე. ყიდვას რაც შეეხება, უძრავი ქონება კარგია მაგრამ 3-4 წელიწადში მაქსიმუმ ორმაგად თუ არ გაყიდე ეგ ფული წყალში გადაყრილია. ჩვენთან დღემდე არასტაბილური სიტუაციაა მაგ მხრივ ვინც უძრავ ქონებას ყიდულობს უცხოელი მაქვს მხედველობაში, 99% ფულს ათეთრებს და არ ადარდებს მის ქონებას ფასი მოემატება თუ დააკლდება.

ქირას რაც შეეხება კიდე ჩვენთან ხო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე სუფთა უნდა გრჩებოდეს 3000$ ქირიდან რო ყველაფერში გეყოს ერთ ადამიანს, ოჯახზე არ მაქვს საუბარი. ნუ ეს უფრო ჩემი აზრია მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეგრეა.

ყოველდღიურად იმატებს ფასები და ეს 1000-1500 ან გეყოფა ანა არა.

Posted by: sanfol 20 Feb 2020, 23:14
ხალხო ვერ მიმიხვდით რო წერთ დავრჩებოდიო იქ ბიზნესის საკეთებლად კი არ მიდიხართ, გადასაცხოვრებლად სამუდამოდ
აქ რაც გაქვთ დავიჯერო არ გაცვლიდით გერმანიის ან ნორვეგიაში ცხოვრებას თუნდაც

QUOTE
გერმანიის მიყრუებულ სოფელში კარტოფილი და სიმინდი მოგყავდეს.

?

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 Feb 2020, 23:15
QUOTE (sanfol)
აქ რაც გაქვთ დავიჯერო არ გაცვლიდით გერმანიის ან ნორვეგიაში ცხოვრებას თუნდაც

არა? spy.gif

მედიუმ რეჟიმზეა ცხოვრების თამაში

ჰარდის შესაძლებლობით jump.gif

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:18
sanfol


მერე ეგ 100კ რამდენ ხანს გეყოფოდა არ დაფიქრებულხარ? შენ თუ არაფრის კეთება გინდა და პროსტა იმოძრაო, დრო ატარო მაგაში ისე შემოგეხარჯება ეგ თანხა რო აზრზე ვერ მოხვალ. თუ ეგრე გინდა შეიტანე ანაბარზე ბანკში და გამოიტანე ყოველდღიურად , ყოველთვიურად რამდენიც გინდა და ხარჯე, პროსტა როდემდე გეყოფა ეგაა საკითხავი. რაღა შორს გარბიხარ biggrin.gif

Posted by: sanfol 20 Feb 2020, 23:29
Luka251
ვთქვათ 50კ-ს დახარჯავ სახლში

50 ხო გექნება ერთი წელი მაინც გეყოფა მინიმუმ, მანამდე ენას დაამუღამებ ხალხს გაიცნობ იქაურ ცოლს მოიყვან და რამეს იშოვი ისე როგორ იქნება რო ვერ იმუშაო?

ერთ 10 წელში მოქალაქეობასაც მიიღებ და შენი შვილი გერმანიის მოქალაქე მაინც იქნება და არა საქართველოს

Posted by: Asklipiodotaa 20 Feb 2020, 23:32
100 K მაქვს და სამშენებლო ბიზნესში ჩავდებ... lol.gif
რა მარტივი გგონიათ თანხის ჩადება, სადაც შეიძლება ისე აგაკაპოტონ, როგორც არაფერი.
ელემენტარული - ლისი , რომელიც შეიძლება მშენებლობის უფლებით მოგყიდონ და რეკრეაცოულ ზონად გამოაცხადონ შემდეგ .

Posted by: JORJ1 20 Feb 2020, 23:33
sanfol

ყლეობაა გერმანია, არაერთ ადამიანს ვიცნობ, დამიჯერე რამოდენიმე ხანში გაქცევა მოგინდება, ძალიან ცუდია საცხოვრებლად...

ისე უცხოეთში ბინის ყიდვაზე შეზღუდვა არაა ? ანუ ასე რომ რამე ავდგები და ვიყიდი ? :დ

150 კ მაქ და დამაფიქრა მაგ აზრმა biggrin.gif

Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 23:33
კვალიფიკაცია თუ არ გექნება, ნორმალურ სამუშაოს ვერ იშოვი.

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:35
sanfol


იყიდი რო მაგ ფასად? აი პოლონეთში და უნგრეთში კიდე მოჟნა ისიც ვიღაცის ნაცხოვრები ბინა.ისე მაგ მიმართულებით რო იმსჯელო შენ რაც თქვი ურიგო ნაღდად არაა.
* * *
JORJ1


ყველა ქვეყანას თავის კრიტერიუმები აქვს. ძალიან რთულიც არ უნდა იყოს. ჯერ ამათი აშენებული რა ვთქვი და მაგ ფასად ევროპის რომელიმე ქალაქში მოგივა საკაიფო ბინა.

Posted by: sanfol 20 Feb 2020, 23:40
QUOTE
ისე უცხოეთში ბინის ყიდვაზე შეზღუდვა არაა ? ანუ ასე რომ რამე ავდგები და ვიყიდი ? :დ

150 კ მაქ და დამაფიქრა მაგ აზრმა

ზოგ ქვეყანაში (მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი) პირდაპირ რაღაც თანხაა დასახელებული ვთქვათ ნახევარი მილიონის ქონება თუ გაქ მოქალაქეობა შეგიძლია აიღო, ნუ რა თქმა უნდა კვოტა აქვთ რამდენ ადამიანზე ხდება გაცემა წელიწადში და მაგათ შორის უნდა მოხვდე

კონკრეტულად გერმანიაზე არ ვიცი, მაგრამ რატო იქნება პრობლემა ვერ ვხვდები სახლი ვიყიდო და არ მაცხოვრონ იქ? რავიცი აბა

Luka251
ორი სახლი ვნახე ინტერნეტში რაინისპირა პროვინციებში 50 და 70 კ-ებში ორივე სოფელია, მარა ისეთი ლამაზი სოფლებია აქაური სოფლის გაგებით ნუ წარმოიდგენთ

70კ-იანი საერთოდ ისეთ ადგილსაა ძაან ლამაზი ბუნებაა მთა, ტბა


Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 23:41
QUOTE
ენას დაამუღამებ ხალხს გაიცნობ იქაურ ცოლს მოიყვან

კიი, შორეული ჯორჯიიდან ჩამოთრეულ, ფულიან მამრებზე გიჟდებიან ევროპელი ქალები biggrin.gif

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:44
sanfol

ეზო რამხელაა და სახლის კვადრატულობა ან რამდენი ოთახია? თორე ეგრე აქაცაა მაგ ფასად შეუკვეთავ და აგიშენებენ ან აშენებულსაც გამოკრავ ხელს. მალტა არ ვიცი, კვიპროსი იმენა საპენსიო ქვეყანაა, საბერძნეთი ვაბშე დაქცეულია.

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 Feb 2020, 23:45
QUOTE (HARLEY1 @ 20 Feb 2020, 23:41 )
QUOTE
ენას დაამუღამებ ხალხს გაიცნობ იქაურ ცოლს მოიყვან

კიი, შორეული ჯორჯიიდან ჩამოთრეულ, ფულიან მამრებზე გიჟდებიან ევროპელი ქალები biggrin.gif

მასეა მასე

შტატიდან წამოსული ეგონები

თან მაშინვე რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგია გაახსენდებათ და შენია იქაური გოგოები




Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:46
HARLEY1


სადაც თურქებზე და არაბებზე გიჟდებიან, ქართველებმა რა დააშავეს biggrin.gif

Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 23:47
QUOTE (ღამის_რაფსოდია @ 20 Feb 2020, 23:45 )
QUOTE (HARLEY1 @ 20 Feb 2020, 23:41 )
QUOTE
ენას დაამუღამებ ხალხს გაიცნობ იქაურ ცოლს მოიყვან

კიი, შორეული ჯორჯიიდან ჩამოთრეულ, ფულიან მამრებზე გიჟდებიან ევროპელი ქალები biggrin.gif

მასეა მასე

შტატიდან წამოსული ეგონები

ღიპს თუ მოიჭრი კი gigi.gif

Luka251
რომელ ერებთან უფრო გვაქვს შანსი? biggrin.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 Feb 2020, 23:49
QUOTE (HARLEY1 @ 20 Feb 2020, 23:47 )
QUOTE (ღამის_რაფსოდია @ 20 Feb 2020, 23:45 )
QUOTE (HARLEY1 @ 20 Feb 2020, 23:41 )
QUOTE
ენას დაამუღამებ ხალხს გაიცნობ იქაურ ცოლს მოიყვან

კიი, შორეული ჯორჯიიდან ჩამოთრეულ, ფულიან მამრებზე გიჟდებიან ევროპელი ქალები biggrin.gif

მასეა მასე

შტატიდან წამოსული ეგონები

ღიპს თუ მოიჭრი კი gigi.gif

ჰეჰეე

ასთენიკი ვარ bis.gif

Posted by: Luka251 20 Feb 2020, 23:51
HARLEY1


მარიფათია მთავარი თორე შეიძლება რადიკალი ჩადრიანიც წამოიხიო biggrin.gif

Posted by: პითონი 20 Feb 2020, 23:52
HARLEY1
100 000 K დიდი არაფერია და არც არავინ შეგაწუხებს

Posted by: HARLEY1 20 Feb 2020, 23:53
QUOTE (ღამის_რაფსოდია @ 20 Feb 2020, 23:49 )
ჰეჰეე

ასთენიკი ვარ bis.gif                       

spy.gif

Luka251
ხოო boli.gif

პითონი
ეგეც მართალია yes.gif

Posted by: kurozu84 21 Feb 2020, 00:14
100K რომ მქონდეს,პირველ რიგში არ წავიდოდი სამოგზაუროდ
რადგანაც მაგ ფულს ისეთ რაღაცეებში გამოვიყენებდი
რაც ბევრ პრობლემას მომიგვარებდა
ოღონდ არა ძალიან ძვირიანს
ცოტ-ცოტა ყველანაირს
+ რაღაც ნაწილს თანხისას, გამოვყოფდი
ფიზიკურად თუ სოცილაურად გაჭირვებულებისთვის

ამის შემდეგ თუ რაიმე დამრჩებოდა
თქვენ დაგასვენებდითsmile.gif





Posted by: marrriam 21 Feb 2020, 00:21
ძალიან ცუდია მაგრამ ის რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ფულია down1.gif
იმედია არასდროს მოვხვდები ისეთ სიტუაციაში რომ ვინანო ეს ამბავი

Posted by: უბათქუნე 21 Feb 2020, 00:24
QUOTE
100კ

ანუ? 100 კამაზი 100 კატლეტი თუ როგორ lol.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 21 Feb 2020, 00:44
HARLEY1
ანუ გამხდარი რა...

უღიპო up.gif down1.gif

ამერიკელად მოვაჩვენებ თავს mo.gif

მაგრამ წასვლას არ ვგეგმავ

Posted by: public_enemy 21 Feb 2020, 02:13
QUOTE
რა მარტივი გგონიათ თანხის ჩადება, სადაც შეიძლება ისე აგაკაპოტონ, როგორც არაფერი.
ელემენტარული - ლისი , რომელიც შეიძლება მშენებლობის უფლებით მოგყიდონ და რეკრეაცოულ ზონად გამოაცხადონ შემდეგ .


არც ეგრე საშინლად არაა საქმე. მე მაქვს მიწა, ახალი გენგეგმით 2018ში სარეკრეაციო ზონაში მოხვდა ეგ და მიმდებარე ნაკვეთები. მე არც ვიცი რა ქნეს მეზობლებმა დაწერეს განცხადება და დაგვაბრუნეს საცხოვრებელ ზონად.
არსად არ აგაკაპოტებენ ჭკვინურად თუ იზამ ნორმალურ სამშენებლო კომპანიას ან რამე კერძო ბრიგადას თუ აიყვან. დეიდაშვილი იშენებს მესამე სართულს რჩებიან უკვე არაფერი განსაკუთრებული არაა. გამოყლევებული თუ არაა კაცი შეძლებს

Posted by: ღამის_რაფსოდია 21 Feb 2020, 02:17
public_enemy
ავატარზე ვინც გყავს

ეგ ითხოვდა დაფინანსებას სტარტაპში



თუ სწორად მახსოვს, დაუფინანსებლობის შემთხვევაში მეორე სკაინეტით იმუქრებოდა vis.gif

Posted by: vOn3Cic4 21 Feb 2020, 02:22
10-15K სწავლაში 2 წლიანი ინვესტიციით.
დანარჩენი თანხა კომერციულ ფართში ან ჭამა-სმის ბიზნესში

Posted by: public_enemy 21 Feb 2020, 02:33
ღამის_რაფსოდია
ხო ვნახე 1000 ლარზე 400% მოგებას რომ იძლეოდა 6 თვეში თუ რაღაც biggrin.gif თუ არადა ჩემი კომპიუტერი დაგრჩებათო user.gif sad.gif

Posted by: თოვლი_ 21 Feb 2020, 02:55
გაჭირვებულებს დავეხმარებოდი

Posted by: HARLEY1 21 Feb 2020, 10:58
ღამის_რაფსოდია
მთლად მასეც არ გამოგადგება, უნდა ივარჯიშო და პრესი დაიჯინო old.gif

Posted by: RexxaR 21 Feb 2020, 11:24
და სხვაგან რა ჩემ ფეხებს გააკეთებ 100კ-დ? ვერაფერს. მაგ ფასად 2 ოთახინი თუ მოგივა. დალშე მერე ვირივით უნდა იმუშაო. არა ახლა ბინას იყიდი და კიდე ბიზნეს ააწყობ მაგ ფულით ჰოლანდიაში biggrin.gif

საღორეს ავაშენებდი. 10კ ად კაპიტალურ და ყველა დანადგარით აღჭურვილ საღორეს, ერთი 10კ გოჭები. 40კ საჭმელი.

მინიმუმ 50% სუფთა მოგებას ტოვებს ეს საქმე

Posted by: cosmia 21 Feb 2020, 11:30
QUOTE
 100კ რო გქონდეთ


lol.gif

ცოტაა

და არსადაც არ ვაპირებ წასვლას მეტიც რომ მექნება, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ მებანძება აქ ცხოვრება love.gif

Posted by: UMTS 21 Feb 2020, 12:21
QUOTE
მინიმუმ 50% სუფთა მოგებას ტოვებს ეს საქმე

რა ტოვებს 50% სუფთას რომ მაგან დატოვოს biggrin.gif

Posted by: RexxaR 21 Feb 2020, 12:23
UMTS
QUOTE
რა ტოვებს 50% სუფთას რომ მაგან დატოვოს

ღორების ნიძნესი
თუ შენ თვითონ გაზდი და ცოცხალ ხორცს გაყიდი



Posted by: UMTS 21 Feb 2020, 12:26
RexxaR
ხორცის გამყიდველს რომ ბლომად რჩება გამიგია,
მაგრამ გაზრდაზე არ მეგონა მაგდენი თუ რჩებოდათ

Posted by: RexxaR 21 Feb 2020, 12:27
UMTS
რამდენი გაქ ხელფასი ? 2000 ზე მეტი?

Posted by: UMTS 21 Feb 2020, 12:28
RexxaR
რა მნიშვნელობა აქვს?

Posted by: HCl 21 Feb 2020, 12:30
100კ ძაან ცოტაა. თუ განვითარებულ ქვეყანაში გინდა.

თბილისში 50კ-ად ბინას დავითრევდი და 50კ რამე ბიზნესს, ალბათ უფრო გაქირავების ბიზნესს. 1000 ლარამდე რომ მქონოდა თვეში.
დანარჩენს ჩემით ვიმუშავებდი და ვიმყოფინებდი.

Posted by: nor-test 21 Feb 2020, 12:57
cosmia
QUOTE
არსადაც არ ვაპირებ წასვლას მეტიც რომ მექნება, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ მებანძება აქ ცხოვრება
2kiss.gif
არც მე წავიდოდი სამუდამოდ. მესმის გაჭირვების გამო რომ წახვიდე (თუმცა ფული აქაც იშოვება, უბრალოდ გზას ვერ ხედავს ბევრი), მაგრამ 100 კ თუ ვიშოვე რაღა მიზეზი მექნება?


sanfol
QUOTE
აქ რაც გაქვთ დავიჯერო არ გაცვლიდით გერმანიის ან ნორვეგიაში ცხოვრებას თუნდაც
არ მიზიდავს მაძღარი და დავარცხნილი ქვეყნები. ნორვეგიის რომელიმე უკაცრიელ ფიორდში შეიძლება ჩავდგა პატარა სახლუკა და ხანდახან ჩავიდე ხოლმე ბუნების ხათრით.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, ოკეანიის, აფრიკისა, და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები უფრო მიზიდავს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც.


HARLEY1
QUOTE
ღიპს თუ მოიჭრი კი
ღიპი შტატებში რომ აქვთ, ისეთი უნდა https://www.google.com/search?q=overweight+population+in+us&rlz=1C1CHBF_enRU824RU824&oq=overweight+populatio&aqs=chrome.1.0l2j69i57j0l5.16607j1j7&sourceid=chrome&ie=UTF-8

Posted by: RexxaR 21 Feb 2020, 13:02
UMTS
ძააან მაინტერესებს. კაი ხანი ფორუმზე ხარ . დიდი ხანია კომპიუტერი გაქვს biggrin.gif

Posted by: cosmia 21 Feb 2020, 13:38
nor-test

რა თქმა უნდა. რა ვქნა ეს სალი კლდეები მირჩევნია ნებისმიერ სხვა სამოთხეს, არაა მოდური დღეს საკუთარი ქვეყნის სიყვარული მაგრამ მკიდია love.gif

Posted by: HARLEY1 21 Feb 2020, 14:27
QUOTE (nor-test @ 21 Feb 2020, 12:57 )
QUOTE
ღიპს თუ მოიჭრი კი
ღიპი შტატებში რომ აქვთ, ისეთი უნდა https://www.google.com/search?q=overweight+population+in+us&rlz=1C1CHBF_enRU824RU824&oq=overweight+populatio&aqs=chrome.1.0l2j69i57j0l5.16607j1j7&sourceid=chrome&ie=UTF-8

ქართული ღიპი სხვა ფენომენია yes.gif

Posted by: Ersoy 21 Feb 2020, 14:30
საიდან რო გქონდეს დაწერე, როგორ იშოვე ეგ 100 კ biggrin.gif

Posted by: sanfol 21 Feb 2020, 17:10
თქვენი არ ვიცი და ერთი მშობლების გამო ვერ მივდივარ

რო გარდაიცვლებიან ეგრევე გავყიდი ყველაფერს არც დამენანება 200 წლის სახლი ისე თან , ოღონდ ამ საგიჟეთს მოვწყდე და ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში მოვხვდე

ვინც წერთ აქ დავრჩებოდიო და ესაო ისაო ალბათ ერთი წუთით არ გიტარებიათ მანქანა ქართულ გზაზე ან გარეთ არ გასულხართ და მთელ ცხოვრებას კომპიუტერთან ატარებთ

მეცოდებით

Posted by: cosmia 21 Feb 2020, 18:41
sanfol
QUOTE
ვინც წერთ აქ დავრჩებოდიო და ესაო ისაო ალბათ ერთი წუთით არ გიტარებიათ მანქანა ქართულ გზაზე ან გარეთ არ გასულხართ და მთელ ცხოვრებას კომპიუტერთან ატარებთ

მართალი ხარ, მმართვის მოწმობაც არ მაქვს და არც ვაპირებ ავიღო, ჩემი საქმე არაა მანქანის ტარება მაგრამ მანქანაში უკან ჯდომა კომფორტულად ძალიანაც მომწონს, გზებზე მეც ვიგინები ხოლმე დაკვანწული ქართულით მაგრამ კომპიუტერთან მთელ ცხოვრებას ნამდვილად არ ვატარებ და არც რამე მჭირს შესაცოდებელი ამის გამო რომ ეს ქვეყანა რომელიც ძალიანაც მაღიზინებს და ნერვებს მიშლის ხშირად, რომ არ მინდება დავტოვო და დავახვიო, მართლა მიყვარს ქვეყანა და ხალხი, მე მომწონს ჩემი უბანი და ჭორიკანა მეზობლებიც, საღამოობით უბანში რომ შევდივარ ხოლმე და მეზობლები კისკისებენ ჭიშკრებთან და მხიარულად მეძახიან აუ მოდი რა მოგიყვეთ შენ ჯერ არ გეცოდინებაო და თუნდაც სისულელეებს ვისმენდე მეც მათთან ერთად ვხალისობ, კი აქვს ამ ყველაფერს გვერდითი მოვლენებიც მაგრამ საერთო ჯამში სამხრეთული ტემპერამენტის ადამიანი ვარ, ხმაურიანი და ფერადი, ასეთი საზოგადოებაც მომწონს თუ ამის გამო საცოდავები ვართ, ვიყოთ, შენი მოსაზრებაა და აქვს მას არსებობის უფლება, საერთოდ არ ტეხავს ეროვნული იდენტობის განცდა ქონდეს ადამიანს, ვისაც მორღვეული გაქვთ ეგ საყრდენი თქვენი პრობლემაა ან არაა საერთოდ პრობლემა, როგორც გინდათ მოკლედ wink.gif


Posted by: Sucess 21 Feb 2020, 18:43
რეზოსთან ჩავიდოდი და კანადაში ვიცხოვრებდი
+ბანჯოს ტურისტულით დავპატიჟებდი რეზოსთან

Posted by: nor-test 21 Feb 2020, 19:32
sanfol
QUOTE
ვინც წერთ აქ დავრჩებოდიო და ესაო ისაო ალბათ ერთი წუთით არ გიტარებიათ მანქანა ქართულ გზაზე
ეგ მართალია, არსად არ მიტარებია მანქანა.

QUOTE
ან გარეთ არ გასულხართ და მთელ ცხოვრებას კომპიუტერთან ატარებთ
ეგ არაა მართალი smile.gif სახლის გარეთაც ბევრგან მივლია და ქალაქგარეთაც.

QUOTE
მეცოდებით
გასაქცევად შენ გაქვს საქმე და ჩვენ გეცოდებით? spy.gif

Posted by: neo> 21 Feb 2020, 20:00

არ მინდა არც მილიონერობა აქ, და არც ბრაბუსი შმაბუსი ვილები.
ნორვეგიაში დავბადებულიყავი.. ამ პატარა სამოთხეში. ეს უკვე შეუძლებელია და ღმერთო ისე ნუ მოკლავ ვიზა მაინც არ ჩამირტყან ერთხელ. ტურისტული მაინც

ვისაც დიდი მაყუთი და ამ საგიჟეთში აპირებს დარჩენილი ცხოვრების გატარებას.. არ სცოდნია ცხოვრების გემო მართლა.

Posted by: Luka251 21 Feb 2020, 22:41
ინდივიდუალურია რა. მაგრამ ერთერთმა იუზერმა დაწერა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწავლა და მერე ფულის კეთება. აი საქართველოში 100კს უძრავ ქონებაში არასდროს ჩავდებ. 50 კ ბინაში გავისროლო და თვის ბოლოს 1000 ლარს ველოდო? biggrin.gif ხუმრობთ ალბათ biggrin.gif ფულმა ფული უნდა გაშოვნინოს !
* * *
neo>
100 კ არც ისე დიდია მაგრამ როცა მაგხელა ფული გაქვს ეს საგიჟეთიც წყნარ ადგილად გეჩვენება biggrin.gif მთავარია უნახავ ქართველებთან არ დაიჭირო ურთიერთობა და ხოშიანად იქნები biggrin.gif

Posted by: neo> 22 Feb 2020, 01:55
QUOTE (Luka251 @ 21 Feb 2020, 22:41 )

* * *
neo>
  100 კ არც ისე დიდია მაგრამ როცა მაგხელა ფული გაქვს ეს საგიჟეთიც წყნარ ადგილად გეჩვენება biggrin.gif  მთავარია უნახავ ქართველებთან არ დაიჭირო  ურთიერთობა და  ხოშიანად იქნები biggrin.gif

მაინც ღლეობაა აქაურობა.. აი წარმოიდგინე რომ შენთვის წყნარად ზიხარ და სამუშაო დღის მერე გოგოჩოებთან აფუილებ მარიხუანას და ამ დროს ყლიშვილი პარლამენტარის გამო, რომელიც ბალახს კოკიანთან აიგივებს, და კანონში ჩასწორება ეზარება, გიჭერენ დ აგსვავენ 5 წლით 5 გრამი ბალახის გამო. sad.gif

და ამის გარდა რამდენი ღლეობა ხდება, რომ.ვუყირებ ვიგრუზები. მე შეილება პირდაპირ არ მეხება მაგრამ მგრუზავს ეს ფონი. user.gif

Posted by: Luka251 22 Feb 2020, 12:04
neo>


აფუილე მერე სახლში, დაჩაზე, ბუნებაში biggrin.gif ამას დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გეუბნები თორე მეც მინდა რო იყოს კოფიშოპები მაგრამ ჯერ არა ლი biggrin.gif ნებისმიერი სიტუაცია საშენოდ უნდა გამოიყენო. ფონი ყოველთვის მძიმე იქნება სანამ ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება ან განვითარდება უმაღლეს დონეზე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)