უფრო ბოღმები არიან, ვიდრე ამბიციურები
არასოდეს დამავიწყდება 2006 წელი, მსოფლიოზე გასასვლელად რო შევასკდით, აქ მოვუგეთ 17:3
და იქ ჭირდებოდათ 15 ქულით მოგება და პირველად გადიოდნენ მსოფლიოზე
და ლისაბონში რო ჩავედით, აი ყველაფერში უკიდურესად იპროჭეს
ჩემი თვალით რო არ მენახა არ დავიჯერებდი ისეთები იკადრეს
ჯერ შეგვიშვეს რაღაცა მოკლე საბავშვო მოედანზე სავარჯიშოდ, სხვა დაკავებულიაო
მერე ხან ავტობუსს გვიგვიანებდნენ, ხან სან საკმარისი ბურთი არ გვხდებოდა სავარჯიშოდ
ნუ, თამაშზე უელსელი მსაჯი იმენა მაგათ მხარეს იყო, წარმოუდგენლად იმსაჯა..მაჩხანელი და მეორე არ მახსოვს ვინ იყო, გაგვიგდო, სულ ჯარიმას სტვენდა
მოკლედ, ძაან მძიმე თამაში იყო, არ ჰყავდათ ცუდი გუნდი, მარა ლაბაძის ლელოთი და პალიკოს საჯარიმოებით 11:11 მორჩა
და წარმოუდგენელი სიხარული იყო
როგორ შევარდი მოედანზე და რას ვაკეთებდი აღარ მახსოვს, იმხელა ემოცია მოიტანა
და ბოლოში როგორ მოგვხშხამეს, ეგ არასოდეს ცხოვრებაში არ დამავიწყდება
მოკლედ, პორტუგალიის ფედერაციის პრეს-სამსახურისგან ვიცოდი რო მატჩის მერე იქნებოდა დიდი ბანკეტი ოკეანეს პირას, თუ არ ვცდები წმინდა გიორგის ციხეში
ანუ ისე იყვნენ დარწმუნებულები რო გადიოდნენ მსოფლიოზე რო ექსკლუზიური, სუპერ ბანკეტი შეუკვეთეს!
თან დიდი ისტორიის მქონე ციხეში, რომელიც აქეთ ლისაბონს დაჰყურებს, იქეთ ოკეანეს
და რო ვხდებოდით მატჩამდე და მატჩის დღესაც სულ ამას გვიმეორებდნენ რო აი მოგიგებთ და ძაან მაგარ სუფრაზე ავღნიშნავთო..
ხოდა მორჩა თამაში, ჩვენ გავედით, და ეს პროჭები ნელ-ნელა ყველა გაიძურწა..
ქართველებს, მორაგბეებს, ჟურნალისტებს, ფანებს, ყველას გვეგონა, მათ შორის ჩვენს რაგბის კავშირის ხალხს, რო ვინმე მოვიდოდა უეჭველი
თან დაგვაყოვნეს, ჩვენი რამდენიმე მორაგბე მგონი დოპინგზე შესამოწმებლად გაიყვანეს
20 წუთის მერე გამოვიდნენ ბიჭები, წავედით ჯერ სასტუმროში და ეხლა ყველა ველოდებით ბანკეტს..
შენც არ მომიკვდე
ავედით, ავტობუსში და იქ მარტო პორტუგალიელი მძღოლია, სხვა იმათგან არავინ!
და დაიძრა ეს ავტობუსი, და გზაში ვიგებთ რომ იმ "სუპერ ბანკეტზე" ოკეანეს პირას აღარ მივდივართ, იმიტო რო გააუქმეს პორტებმაო
და სად წაგვიყვანეს?..აი სადღაც ნახევარი საათი გვატარეს, ლისაბონიდან და სადღაც ეშტორილთან რაღაც პატარა რესტორანში მიგვიყვანეს
რო მივედით მაშინ აწყობდნენ თეფშებს...არავინ არ იყო ჩვენს და რესტორნის 3-4 მომსახურე პერსონალის გარდა...
ძაან მწირი მენიუ, თევზის რესტორნის და ნუ ლუდი იყო...მაგან ცოტა გამოგვიკეთა ხასიათი
აი ასე იპროჭეს, ყველანაირად ეცადნენ რო ჩვენი სიხარული, მეორედ რო გავედით მსოფლიოზე ჩაეშხამებინათ
ხოდა მაგათ რო ვამყნობთ, სულ 2006 წლის ამბავი მახსენდება და ძაან მიხარია