დღეს კიკბოქსინგში „კოლხეთის თასის“ მე-6 ივენთი გაიმართება
დღეს , ქალაქ ზუგდიდში კიკბოქსინგში K-1 ის წესებით „კოლხეთის თასის“ რიგით მე-6 ღონისძიება გაიმართება. ბრძოლები სულ 4 წონაში ჩატარდება.
საჩემპიონო ბრძოლები 72 და 80 კგ წონითი კატეგორიები გაიმართება. ამ წონებში გამარჯვებული მებრძოლები გავლენ შემდეგ ეტაპზე და იბრძოლებენ „კოლხეთის თასის“ მოსაპოვებლად.
ბრძოლები გაიმართება ზუგდიდის ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 10 000 ლარი გახლავთ.
ბრძოლები 19:00 საათზე დაიწყებ, ხოლო ბილეთის ფასი 10 ლარია. ბილეთები გაიყიდება ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში. ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას 15 ნომერი.
შეგახსენებთ, რომ “კოლხეთის თასის“ მე-5 ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართა თბილისში, სადაც 65 კგ წონით კატეგორიაში „კოლხეთის თასის“ მფლობელი გახდა გიორგი ხუფენია, ხოლო 70კგ წონით კატეგორიაში ოთარ გოგობერიშილი, რომლებსაც ფულად პრიზებთან ერთად სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიებიც გადაეცათ.
კოლხეთის თასის FB გვერდი