#52706941 · 13 May 2018, 21:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
სათაურიდანაც მიხვდებოდით ალბათ რაშიც არის საქმე. საიტის გაკეთება მაქვს გადაწყვეტილი და პირობების დაწესება მინდა რამე განუკითხაობა რომ არ მოხდეს შემდეგში.
სამწუხაროდ აქამდე შეხება არ მქონია და ზუსტად არ ვიცი რამე თანხა თუ არის გადასახდელი იურიდიულ პირს რომ შევადგენინო წესები და ამიტომ ვხსნი წინასწარ ამ თემას აქ რომ თქვენგან მივიღო ზუსტი პასუხი.
სხვა საიტიდან რომ გადმოვიტანო ეს წესები ჩემს საიტზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი პირველია თავის კატეგორიაში და რომელსაც ეს წესები ასევე სხვა საიტიდან აქვს გადმოტანილი რამე დარღვევას ექნება ადგილი?
ანუ რეალურად მე რამე კონტენტს არ ვიპარავ ხო უბრალოდ წესები გადმომაქვს ჩემ საიტზე, რომელიც არის ზოგადი და სხვა საიტზეც შემხვედრია ზუსტად იგივენაირად შედგენილი და მემგონი რამე დარღვევას არ უნდა ქონდეს ადგილი ხო?
კარგად ვერ ჩამოვაყალიბე და იმედია მიმიხვდებით რაშიც არის საქმე.
|