Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > წურბელებით მკურნალობა


Posted by: naia 10 Apr 2007, 23:28
ჩემს ახლობელს სისხძარღვებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ნაცნობმა ურჩია წურბელების დასმა, თურმე ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

ვინმეს თუ გამოგიცდიათ წურბელებით მკურნალობა და რა იცით ამის შესახებ? მეც დავინტერესდი და მინდა გავიგო რაიმე უარყოფითი გვერდითი მოვლენები ხომ არ ახასიათებს?

Posted by: Solveig 10 Apr 2007, 23:32
როგორი ქანდაკება გნებავთ, ბატონო-ხმლით, ფარით თუ წურბელებით კისერზე?
QUOTE
ნაცნობმა ურჩია 

ჯობს ექიმთან მივიდეს..


Posted by: ancho 10 Apr 2007, 23:43
აუ ჩემი მეგობარი ”მკურნალობდა” წურბელებით.. შედეგზე რა მოგახსენოთ, დიდი შრამი კი დარჩა მუცელზე...

Posted by: naia 10 Apr 2007, 23:45
ancho
QUOTE
შედეგზე რა მოგახსენოთ, დიდი შრამი კი დარჩა მუცელზე...

ნაიარევს ტოვებს? მაშინ გადავიფიქრე smile.gif

Posted by: revolucioneri 11 Apr 2007, 00:06
სისხძარღვებთან დაკავშირებით პრობლემები არ ვიცი, მაგრამ წურბელებით მკურნალობა არის ძველი მეთოდი, რომელიც დღეს მედიცინაში გამოიყენება ისევ! მაგალიტად, ამერიკის ბევრ კლინიკებში, დოკუმენტური ვნახე! წურბელას გამოაქვს ცუდი სისხლი და კარგს არ ეკარებაო, ანუ, თუ მისი საქმე არ არის, არ ეკარება.
შრამი არა ის კიდევ, წურბელამ რა შრამი უნდა დატოვოს არ გადამრიო?

Posted by: Solveig 11 Apr 2007, 00:51
QUOTE
წურბელას გამოაქვს ცუდი სისხლი და კარგს არ ეკარებაო, ანუ, თუ მისი საქმე არ არის, არ ეკარება.

biggrin.gif

წურბელა გამოიმუშავებს ჰირუდინს, რომელის სისხლის შედედებას უშლის ხელს. კარგი-ცუდი რა იცის წურბელამ?

Posted by: ancho 11 Apr 2007, 00:51
QUOTE
შრამი არა ის კიდევ, წურბელამ რა შრამი უნდა დატოვოს არ გადამრიო?

ნუ გადაირევი biggrin.gif ერთს დარჩა ნამდვილად. ასე რომ გაიკვირვე, ბევრი ნაწურბელარი გინახავს ცხოვრებაში? ტოჟე მნე დურემარ. biggrin.gif

ცუდი სისხლი და კარგი სისხლიც მაგარი იყო. biggrin.gif

Posted by: anakatrin 11 Apr 2007, 01:33
ჩემს ბებოს ქონდა ვენების გაგანიერება და ფეხებზე წურბელებს ისვამდა ხოლმე,შრამები ნამდვილად არ დაუტოვია.არ მახსოვს მარა ალბათ ექიმმის დანიშნულებით აკეთებდა ამ პროცედურას

Posted by: margusha 11 Apr 2007, 09:47
წურბელას ხსენებაზეც კი მაჟრიალებს, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ღრძილებზე როგორ ისვავენ., თან მერე ნელ ნელა რომ იბერება სისხლით და გოჭივით რომ ხდება. ღამის კოშმარი

Posted by: ლაბუ 11 Apr 2007, 12:02
გუშინ ვნახე ტატიშვილის ცენტრში აკეთებს ვიღაც, შეიძლება გაგება rolleyes.gif

Posted by: revolucioneri 11 Apr 2007, 13:36
Solveig
ancho

თქვენ თუ არ იციტ მე ვიცი, ზუსტად რომ მასეა, წურბელა მარტო ეგრეთ წოდებულ 'ცუდ' სისხლს ეკარება, და ვიცი, მიტომ რომ ჯერ ერტი დედაჩემი მკურნალობდა მაგიტ(და არანაირი შრამი არ დაუტოვებია კიდევ), მეორეც, მასე რომ არ იყოს და მას რომ გარჩევა არ შეეზლოს და ნებისმიერ სისხლს რომ წოვდეს, მაშინ ვინ სულელი გამოიყენებდა? ლოღიკურია! უძველესი ტერაპიაა ეს და ენდეტ! მესამეც, დოკუმენტური ვნახე ბბს-ზე. წურბელებს დღესდრეობიტ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კლინიკაში იყენებენ!
და აგერ იხილეთ თავად http://www.pbs.org/wnet/nature/bloodysuckers/leech.html
თავად აარჩიეთ რისი წაკიტხვა გნებავთ მასზე http://www.google.com/search?q=leech+therapy&revid=1414765951&sa=X&oi=revisions_inline&ct=revision&cd=1


* * *
Solveig
აი, თუ არ იცის, ცუდი და კარგი სისხლი: The medicinal leech, as its name suggests, has historically been used for medicinal purposes, mainly to remove "bad blood" from the diseased.
http://animaldiversity.ummz.umich.edu/site/accounts/information/Hirudo_medicinalis.html

Posted by: naia 11 Apr 2007, 14:01
ლაბუ
QUOTE
გუშინ ვნახე ტატიშვილის ცენტრში აკეთებს ვიღაც, შეიძლება გაგება

უკვე დავრეკე. სეანსი 30 ლარიო და პროფილაქტიკისთვის 5 სეანსი გეყოფაო.
პს. გავიკითხე და ჩემს გარშემო თურმე ყველა წურბელებს ეძებს smile.gif ზოგი სახის კანის გადასაჭიმად საფეთქლებთან ისვამს და ზოგი კიდევ რას არ შვება. ნეტშიც დავძებნე და მგონი უკურეაქციები არ უნდა ჰქონდეს. მოკლედ, შეიძლება გავრისკო და ტატიშვილის ცენტრს მივაკითხო.

Posted by: revolucioneri 11 Apr 2007, 14:26
naia
ბოდიში და შენ რისტვის გინდა? ეგ ხომ მხოლოდ აუცილებელი თერაპიაა და სახის გადაჭიმვაო???!!! eek.gif რას აღარ გაიგებს ისე კაცი?! არა, ტქვი რა, რას იკეტებ, ეგებ, ჩვენც გვინდა, თუ კარგ საქმეზე მიდიხარ ჩვენც წაგვიყვანეეეე yes.gif
მართლა მაინტერესებს რისტვის იყენებენ მანდ გარდა აუცილებლობისა.

Posted by: naia 11 Apr 2007, 23:15
revolucioneri
ზოგადად, პროფილაქტიკისთვის. წელიწადში ერთხელ სისხლის გამოშვება ძალიან სასარგებლო ყოფილა ჯანმრთელობისთვის. ტატიშვილის კლინიკაში ლიფლეტი მომცეს და აღმოჩნდა, რომ ბევრი რამისთვის ყოფილა სასარგებლო. თან ბოლო რამდენიმე თვეა უმიზეზოდ ხელ-ფეხი მიბუჟდება (ანალიზებით ყველაფერი წესრიგში მაქვს). იქნებ ამან მაინც მიშველოს რამე...
პს. ნაიარევს რაც შეეხება, დღეს აღმოვაჩინე რომ ჩემს თანამშრომელს ჩაუტარებია წურბელებით მკურნალობის კურსი და არავითარი ნაიარევი არ ემჩნევა.

ინტერნეტში მაგათი საიტი ვერ ვიპოვე. ვეცდები დავასკანერო და ავტვირთო. მართლა საინტერესო გამოყენება აქვს...

Posted by: anakatrin 12 Apr 2007, 21:30
naia
QUOTE
თან ბოლო რამდენიმე თვეა უმიზეზოდ ხელ-ფეხი მიბუჟდება (ანალიზებით ყველაფერი წესრიგში მაქვს).

მეც ეგა მჭირს,თუ გიშველიან წურბელები დაპოსტე რა? smile.gif

Posted by: GROCK 13 Apr 2007, 00:23
რეპლანტაციების დროს ნამდვილად გამოიყენება. yes.gif

Posted by: kopa 13 Apr 2007, 01:45
მახსოვს ჩემი მეზობელი მკურნალობდა წურბელებით, თვითთონ ყიდულობდა სადღაც, წნევას არეგულირებსო იძახდა

Posted by: Int3lig3nt 21 May 2007, 09:37
kopa
სად ყიდულობდა, ვერ გამიგებ smile.gif?

Posted by: karaoke 21 May 2007, 10:15
კაცო ნახმარ ნემსებზე ამდენი ამბავია ატეხილი და ნახმარ წყ=ურბელაზე რა აზრის ხართ ?
ვთქვათ ბებიაჩემიც აქტიურად იყენებდა მაგ წურბელას და სხვა ბებიებტან ერთად საერთუო წურბელით იდედებდა სისხლს .
რამოდენიმეჯერ მეც მომასვა მახსოვს . მე რო ცე ჰეპატიტი მქონდა მაგასაც ხო არ უნდა ვუმადლოდე?

Posted by: dr-david 15 Feb 2008, 19:57
Int3lig3nt
QUOTE
kopa
სად ყიდულობდა, ვერ გამიგებ smile.gif?

შემიძლია გავყიდო N რაოდენობის ხარისხიანი წურბელები მაისის 1 რიცხვიდან,1 ცალის ფასი 9 ლარი,20 ცალიანი ან მეტი შეკვეთისას ეღთი ცალის ფასი 5 ლარი,მსურველებმა დაწერეთ აქვე და გამოგეხმაურებით givi.gif

Posted by: Anie 15 Feb 2008, 21:11
QUOTE
სად ყიდულობდა, ვერ გამიგებ ?



ადრე იყიდებოდა მერიის პირველ სართულზე მაგრამ ეხლა მგონი გადაიტანეს. ესე გავიგე სადგურზე იყიდებაო მაგრამ კონკრეტნო სად არ ვიცი


rolleyes.gif
* * *
QUOTE
ვინმეს თუ გამოგიცდიათ წურბელებით მკურნალობა და რა იცით ამის შესახებ? მეც დავინტერესდი და მინდა გავიგო რაიმე უარყოფითი გვერდითი მოვლენები ხომ არ ახასიათებს?



არანაირ შრამს არ ტოვებს არავის დაუჯერო. წურბელამ ბევრი ადამიანი გადაარჩინა თითის მოჭრას და ათას უბედურებას და არავისგან გამიგია და არავისზე მინახავს წურბელისგან დატოვებული შრამი yes.gif ასე რომ ........................

Posted by: Neno_ 20 Jan 2009, 16:49
ვინმემ იმკურნალა ამ წურბელებით, რომ მიჩუმდით? ჰა დაპოსტეთ ეხლა! მე წავიკითხე ვირუსების გადადება შეუძლიათ "ნახმარ" წურბელებსო.. არადა ადრე მეგონა ერთჯერადები იყვნენ ეგენი, ანუ ერთხელ გაიბერებოდნენ სისხლით და მერე კვდებოდნენ.. spy.gif
სხვა ხომ არაფერი იცის ვინმემ გვერდით ეფექტებზე? ღირს 21 საუკუნეში ამ მეთოდით პროფილაქტიკა ნეტავ?biggrin.gif

Posted by: Solveig 20 Jan 2009, 21:33
Neno_
QUOTE
ადრე მეგონა ერთჯერადები იყვნენ ეგენი, ანუ ერთხელ გაიბერებოდნენ სისხლით და მერე კვდებოდნენ

არა, არ კვდებიან..უბრალოდ, ერთ ავადმყოფზე გამოყენებულ წურბელებს უშვებდნენ ბუნებაში (წესი ეგრე იყო, ყოველ შემთხვევაში).)



karaoke
QUOTE
სხვა ბებიებტან ერთად საერთო წურბელით იდედებდა სისხლს .

პასუხი უკვე წერია ზემოთ..ისე, წურბელა სისხლს კი არ ადედებს, პირიქით-"ათხელებს"-შედედებას ხელს უშლის.

Posted by: basa-ttt 20 Jan 2009, 21:37
წურბელებით მკურნალობას ჰქვია ჰირუდოთერაპია -
ვისაც აინტერესებს -
შეუძლია გაეცნოს -
http://www.google.ge/search?hl=ka&q=%D0%B3%D0%B8%D1%80%D1%83%D0%B4%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B0%D0%BF%D0%B8%D1%8F&meta=

მეთოდი - მეთოდია-
მას აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები -

მთავარია იცოდე როდის რა უნდა გამოიყენო...


Posted by: blblbl 20 Jan 2009, 21:42
QUOTE
ნაიარევს ტოვებს? მაშინ გადავიფიქრე

არანაირ ნაირაევს არ ტოვებს რა სისულელეა პატარა წერტილზე გკბენს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და არანაირი უკუცვენება არ აქვს.
QUOTE
არა, არ კვდებიან..უბრალოდ, ერთ ავადმყოფზე გამოყენებულ წურბელებს უშვებდნენ ბუნებაში (წესი ეგრე იყო, ყოველ შემთხვევაში).)

კვდებიან როცა გამოწობვს სისხლს იმ რაოდენობიტ რაც საჭიროა ტიტონვე ძვრება და მაშინვე კვდება,საკუთAრი თვალიტ მაქვს ნანახი არსადც არ უშვებენ .

Posted by: Solveig 20 Jan 2009, 23:09
blblbl
კამათს არ დაგიწყებ, აზრი არ აქვს..ისე, ჯანმედში დასმულ ყველა კითხვაზე როგორ გაქვს პასუხი მომზადებული-ან თვალით გინახავს თურმე, ან სხვისაგან გაგიგონია smile.gif

აგერ, ესეც გენახა ბარემ:


http://en.wikipedia.org/wiki/Hirudo_medicinalis

Large adults can consume up to ten times their body weight in a single meal, with 5-15 ml being the average volume taken.[1] These leeches can live for up to a year between feeding.


http://uk.wikipedia.org/wiki/
Великі дорослі особини споживають до 15 мл. крові за один раз.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%8F%D0%B2%D0%BA%D0%B8

В кишечнике пиявки кровь переваривается медленно, и поэтому, насосавшись, пиявка может долго оставаться без пищи.


ახლა გამახსენდა, რომ წურბელა შემხვდა გამოცდაზე biggrin.gif და ლეიშმანია.

Posted by: Neno_ 21 Jan 2009, 11:27
Solveig

და რა მაინტერესებს, ბუნებაში გაშვებული "მეორადი" წურბელა ხომ შეიძლება ისევ შეხვდეს ვინმეს (მილიონში ერთი, მაგრამ მიანც შანსია). ანუ ერთმა მეწურბლემ (მკურნალმა) თქვა მტკვარში ვუშვებთ ნახმარებსო, და იქნებ ვინმე მტკვრიდან იჭერს და ყიდის? spy.gif ხოდა როგორც ინეტში წავიკითხე მგონი 5 თვეო (?) თუ რაღაც დიდ პერიოდზე იყო ლაპარაკი, რომ წურბელა ატარებს მიღებულ ვირუსებს/ბაქტერიებს. და მაინტერესებს რა არის იმის შანსი რომ წურბელებით მკურნალობისას რამე ვირუსი შეგეყაროს?sad.gif

და კიდევ რახან გამოცდაზე შეგხვდა და დაწერე (?) ზნაჩიტ იცი და პირადად შენ თუ ჩაიტარებდი წურბელებით მკურნალობას მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით? ისე პროტრომბინიც მაღალი მაქვს და მგონია რომ ჩემთვის კაი იქნება!

მადლობა რეაგირებისთვის 2kiss.gif

Posted by: basa-ttt 21 Jan 2009, 11:32
წესით ერთ ადამიანზე გამოყენებული წურბელა სხვაზე აღარ უნდა გამოიყენებოდეს -
ჩემი ერთი ნაცნობი გამოყენებულ წურბელას ან ანადგურებდა
ან იმ ადამიანს ატანდა სახლში - ვისზეც გამოიყენა (თან მოვლას ასწავლიდა)
- რომ მეორე კურსისათვის იმას კვლავ გამოეყენებინა.

Posted by: karaoke 21 Jan 2009, 11:56
Neno_
QUOTE
რა არის იმის შანსი რომ წურბელებით მკურნალობისას რამე ვირუსი შეგეყაროს?

დროის გასვლის შემდეგ ალბათ შანსი 0ამდე დადის .
პრობლემა ისაა თუ მაშინვე გამოიყენებ ნახმარ წურბელას. ისე კი მთლად ნემსის ეფექტი არც ექნება . სისხლი მიდის პირდაპირ მომნელებელ სისტემაში და იქ სისხლის მონელება ხდება . დიდი შანსია რომ ასეთ სისხლში თუნდაც მცირე დროის გასვლის შემდეგ ყველა ცოცხალი ორგანიზმი უკვე მკვდარი იყოს.

Posted by: Neno_ 21 Jan 2009, 12:04
karaoke
აჰა ოკ, გავს სიმართლეს.. ისე ინტერნეტში ეწერა თვითონვე აქვს დაჟე პირველად წურბელას რაღაც ბაქტერიები პირშიო (კბილშიო) და შEიძლება გადმოგდოს მაგრამ იშვიათად ადამიანს რამე დაუშავდესო, იავიც.. მაინც გული მეთანაღრება რა ასეთი არქაული წესით პროფილაქტიკაზე და ვნახოთbiggrin.gif

Posted by: just_bero 21 Jan 2009, 12:11
გუშინ ისეთ ადგილას ვიყავი რომ ამ თემაზე საუბრობდნენ, და ჰოი საოცრებავ, თემა დამხვდა წამოწეული smile.gif

მოკლოდ სადღაც ვაჟას ძეგლთან არის აფთიაქი და იქ ყიდიან, ან იქვე დაგასვამენ, ცალი ღირს 90 თეთრი და 5 ცალი მაინც უნდა დაისვა თურმე.

5-ჯერ მაინც უნდა ჩაიტარო...
ერთი პედიატრი ქალი, რომელიც ექიმების უმეტესობა(ალტერნატიულ მკურნალობებს ალმაცერად უყურებდა) ის საუბრობდა, რომ მე პირადად მაგან მომარჩინა იმ საშინელი წნევებისგან და თავის ტკივილებისგანო, ახლა ელოდება 22 მარტს, თურმე ამ დღეს რაღაც ფერმენტს გამოიმუშვებს წურბელა და ძაან კარგი ყოფილა მაგ დღეს თუ დაისვამ... მოკლედ მე არაფერი ისეთი არ მჭირს მაგრამ, პროფილაქტიკის სახით დავისვამ ალბათ, ელემენტარულად ცუდ სისხლს მაინც გაიტანს....

P.S. მეორად გამოყენებას რაც შეეხება, კიბატონო თურმე იყენებენ, ოღინდ მოვლა უნდა იცოდე თურმე.... მაგრამ გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი მეორადი გამოყენება(ნუ რასაც პრაქტიკულად არავინ არ აკეთებს მაგრამ მაინც) გადამდებს რაც შეეხება(დადგენილია თურმე რომ არანაირად არ გადაედება მეორე ადამიანს თუ მანამდე თუნდაც ც ჰეპატიტიანს ჰყავდა დასმული თურმე.... ასე რომ გადამდები არ არის....

და საერთოდ უნიკალური რამ არისო ეს წურბელა!!! მე გიყვებით სერიოზული ექიმის ნაამბობს რომელიც გუშინ მოვისმინე!!!

ჩემი აზრები გამოთქმული არ იყო smile.gif

Posted by: karaoke 21 Jan 2009, 12:33
QUOTE
რაც შეეხება(დადგენილია თურმე რომ არანაირად არ გადაედება მეორე ადამიანს თუ მანამდე თუნდაც ც ჰეპატიტიანს ჰყავდა დასმული თურმე....

ც ჰეპატიტი გადამდებია სისხლით და ც ჰეპატიტიანმა რომ მიისვას და ეგრევე მეორემ აუცილებლად გადავა. სისულელეების წერას კიდ თავი დაანებეთ.
ც ჰეპატიტის მკურნალობა ძალიან ძვირია და რაც მთავარია ყველას არ შველის. აგდებულად ნუ ლაპარაკობთ ასეთ თემებზე.

თუადამიანის დაინფიცირებუი სისხლი მოხვდა მეორე ადამიანის სისხლში რა გზითაც არ უნდა მოხდეს ეს ინგფექცია განვითარდება.

Posted by: ნაპირელი 21 Jan 2009, 12:47
just_bero
QUOTE
ახლა ელოდება 22 მარტს, თურმე ამ დღეს რაღაც ფერმენტს გამოიმუშვებს წურბელა და ძაან კარგი ყოფილა მაგ დღეს თუ დაისვამ...

რას არ გაიგებbiggrin.gif - Страна чудес без тормозов...

naia
QUOTE
ბოლო რამდენიმე თვეა უმიზეზოდ ხელ-ფეხი მიბუჟდება (ანალიზებით ყველაფერი წესრიგში მაქვს).

anakatrin
მეც იგივე პრობლემა მაქვს და მეც ყველაფერი წესრიგში მაქვს. (რა ვიცი ანალიზები რომ გავიკეთე ასე თქვეს).
განსაკუთრებით მარცხენა ხელი.
საინტერესოა მოვისმინოთ ფორუმელი მედიკების აზრი ამაზე.

Posted by: just_bero 21 Jan 2009, 14:16
karaoke
QUOTE
ც ჰეპატიტი გადამდებია სისხლით და ც ჰეპატიტიანმა რომ მიისვას და ეგრევე მეორემ აუცილებლად გადავა.


QUOTE
სისულელეების წერას კიდ თავი დაანებეთ.


QUOTE
აგდებულად ნუ ლაპარაკობთ ასეთ თემებზე.



ცოტა დაამუხრუჭე და ახედე ჩემს ნაწერს.....
QUOTE
მაგრამ გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი მეორადი გამოყენება


რასაც არავინ არ აკეთებსთქო..... და რომ გააკეთოს მაინც არ გადადის....



Posted by: karaoke 21 Jan 2009, 14:27
just_bero
QUOTE

ცოტა დაამუხრუჭე და ახედე ჩემს ნაწერს.....

QUOTE
მაგრამ გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი მეორადი გამოყენება
რასაც არავინ არ აკეთებსთქო..... და რომ გააკეთოს მაინც არ გადადის....


და ვინ იღებს პასუხისმნგებლობას რო საკმარი დრო გასულია რაც არ გამოყენებულა წურბელა?
საეთ თემებზე არ ხუმრობენ.
რაც არ უნდა ნემსების გაცვლის სისტემა გვქონდეს და სისხლის შემოწმებას ვახდენდეთ სისხლის ბანკებში , თუ აფთიაქებში წუბელები ეყოლებათ რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს?

27 000 ევროს წამლები მაქვს იღებული საჩუქრად ბერძნებისგან რო ც ჰეპატიტი მომეცილებინა. 7-8% ს აქვს ეს დაავადება საქართველოში.

Posted by: just_bero 21 Jan 2009, 14:36
karaoke
QUOTE
და ვინ იღებს პასუხისმნგებლობას რო საკმარი დრო გასულია რაც არ გამოყენებულა წურბელა?
საეთ თემებზე არ ხუმრობენ.


მისმინე, ამ თემაზე როგორ შეიძლება იხუმროს კაცმა. მე ვამბობ რასაც ვამბობ, შენ ამბობ რასაც ამბობ.

ადამიანი სანამ გადაწყვეტს ასეთი ტიპით მკურნალობას, ის არ გავარდება კუსტბაზე და ძებნას არ დაუწყებს წურბელებს,
იასნია მივა იქ სადაც ამის სპეციალისტები არიან, ან ტატიშვილის კლინიკაში ან სადმე სხვაგან... ხოდა იქ მიიღებენ კომპეტენტურ პასუხს...
მერე თვითონ გადაწყვეტს რა ურჩევნია და როგორ....
მე და შენი კონსულტაციები არ ჰყოფნის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს!


Posted by: blblbl 21 Jan 2009, 15:25
QUOTE
ისე, ჯანმედში დასმულ ყველა კითხვაზე როგორ გაქვს პასუხი მომზადებული-ან თვალით გინახავს თურმე, ან სხვისაგან გაგიგონია smile.gif

იმიტომ რომ მხოლოდ იმას ვამბობ დადასტურებიტ რაც ნანხი მაქვს სხვანაირად არ დავიწყებდი დამტკიცებას,რაც საკუთარი თვალიტ არ მინახავს იმას არასდროს დავუწყებ მტკიცებას.წურბელბს რაც შეეხება მამაჩემს და ჩემ მამიდაშვილს მკურნალობდნენ მაგიტ და ვუყურებდი ამ ყველაფერს ამიტომ ვიძახი რომ ნანახი მაქვს ის წურბელები მეპორეთ არ გამოიყენებოდა იხოცებოდნენ ,მარტლა ვამბობ იმას რაც ჩემს თვალჭინ ჩემს სახლში ხდებოდა .

Posted by: karaoke 21 Jan 2009, 20:20
QUOTE
მივა იქ სადაც ამის სპეციალისტები არიან, ან ტატიშვილის კლინიკაში ან სადმე სხვაგან

QUOTE
ის არ გავარდება კუსტბაზე და ძებნას არ დაუწყებს წურბელებს,

ამ დროს კი კუს ტბაზე ნანახ წურბელას გაცილებით ნაკლები აქვს შანსი ვიდრე სპეციალისტების წურბელებს..

ყველა წურბელით მომკურნალე სპეციალისტისაც,,,,, სცის ხელში ნაჭერ წურბელას რავა მივისვამ სისხლის ამოსაწოვად....
თვიტონ ფელცატკების გარეშე არ შეგეხებიან.
მე იმ ექიმის დედაც ვარტირე ერთჯერადი ნემსის ან სტერილიზებული იარაღის გარდა კანს დააზიანებს

Posted by: shkinoo 2 Jun 2009, 22:06
წურბელა რომ სჰესანისჰნავია ყველაფრისტვის,ამასჰი დარცმუნებული ავარ და არავიტარი გვერდიტი მოვლენები არა აქვს,ვაგზალზე არის აფტიაქი ნუციკო იქ იყიდება,ერტი ცალი 1 ლარი გირს,მაგრამ საუბედუროდ არ მიკბინა,მაინტერესებს რატომ ეს ტუ იცის ვინმემ,ან რა ადგილზე უნდა დაისვა? ამაზე მადლობას მოგიხდიდით.
* * *
შედითსაიტზე მკურნალი,ჩაწერეთ წურბელა,ცაიკითხეთ ყველაფერი გარკვევით წერია,საკამათო რომ არ იყოს ესთემა.
* * *
ახლა ველაპარაკე ადამიანს ვინც დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი,ახლა მე თვითონ დავისვავ,გმადლობთ მაგარია ძაან

Posted by: macaco-fast65 6 Jun 2009, 19:33
წურბელით მკურნალობა ძალიან სასრგებლოა და ბევრი იყენებს წურბელებს.მაგრამ გამიგია რომ მეორედ გამოყენება აღარ შეიძლება.წურბელას ორგანიზმიდან გამოაქვს რაც ცუდია,სისხლს წოვს ,იბერება და კვდება.

Posted by: baby-bobo 6 Jun 2009, 20:57
macaco-fast65
QUOTE
წურბელით მკურნალობა ძალიან სასრგებლოა და ბევრი იყენებს წურბელებს.მაგრამ გამიგია რომ მეორედ გამოყენება აღარ შეიძლება.წურბელას ორგანიზმიდან გამოაქვს რაც ცუდია,სისხლს წოვს ,იბერება და კვდება.

ხო მეც ასე ვიცოდი რომ მეორედ არ იყენებენ.





მაგრამ მე მაინც არ მჯერა ამ წურბელებით რამის მორჩენა და მომკალი!

Posted by: jellyboss 6 Jun 2009, 21:05
ჩემმა ქმარმა ჩაიტარა წურბელებით მკურნალობა შარშან და თვითონ კმაყოფილი იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან უჟასია ...
ერთი კაცი მოდიოდა სახლში და ის ასვამდა და მოკლედ "წურბოლოლოგს" ვეძახდი მე და თუ გინდათ ნომერს მოგწერთ .... ჩემმა დედამთილმა გაჩითა

Posted by: მაი111 30 Jun 2010, 18:47
jellyboss
რისი მკურნალობა ჩაიტარა? და ვინმემ თუ იცით, ლიმფედემის დროს, ანუ ფეხში რომ ლიმფაა შეგუბებული. არ უშველის ნეტა წურბელები? მაინტერესებს ძალიან.

Posted by: gast 16 Jul 2010, 19:09
just_bero
QUOTE
მოკლოდ სადღაც ვაჟას ძეგლთან არის აფთიაქი და იქ ყიდიან, ან იქვე დაგასვამენ, ცალი ღირს 90 თეთრი და 5 ცალი მაინც უნდა დაისვა თურმე.

რა დარწუმებული ვარ რომ მანდ მეორადს არ ყიდიან და ხმარობენ, ეხლა აქ იმდენმა დაწერა მეორად წურბელებზე , აღარ მჯერა ისეტს ვნახავ მეორადს რომ არ გამოიყენებს რა ვიცი.



არავინ იცით ვინმე ისეთი ვინც სანდოა და მეორადს არ გამოიყნებს? უარესი რომ დამართოს კაცს მიტომ ხომ არ დავისვავთ. ჩემს დას მაღალი წნევები აქვს (300 მდე) , არაფერი შველის და მაგის იმედიღა მაქვს


* * *
აქ მართლა წერია რომ ანადგურებენ
მარა რომ წაიყვანოს გამოწუროს და მეორად იხმაროს ეკონომიის მიზნიტ, მე არ ვენდობი ამატ

http://dvanca.ucoz.com/news/2009-04-09-265



ჰირუდოთერაპია - წურბელებით მკურნალობა
14:13
ჩვენს დრომდე მოღწეული მანუსკრიპტების მიხედვით, ამ მეთოდით მკურნალობის პიონერად ძველი ბერძენი ექიმი ნიკანდრო კოლოფონელი (200-130 წ.წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) ითვლება, თუმცა გაცილებით ადრინდელ ძველეგვიპტურ ფრესკებზე (ძვ. წ. XVII-XV საუკუნეები) გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ადამიანს კისერზე წურბელას ასვამს. მეთოდის ასაკიდან გამომდინარე, მკურნალობის ეფექტურობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

სამკურნალო ეფექტი ამ შეუხედავი, მაგრამ მეტად სასარგებლო არსების ნერწყვს აქვს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს შინაგანი ჰომეოსტაზის (ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების) ნორმა-ლიზებას. ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს წურბელებით მკურნალობის როგორც დამატებითი მეთოდის ეფექტიანობას მედიცინის ყველა სფეროში. ჰირუდინი - ასე ჰქვია წურბელას ნერწყვის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ ნივთიერებას. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღდგება სისხლის მიკროცირკულაცია, ირთვება დამცავი მექანიზმები, ხდება იმუნიტეტის სტიმუ-ლირება. ცნობილია ჰირუდოთერაპიის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც.

წურბელებით მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობასა და პრომლემის სირთულეზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სეანსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო თუ საკითხს რეალურად მივუდგებით, უნდა ითქვას, რომ წურბელა თავად განსაზღვრავს, რამდენ ხანს "იმუშაოს" ამა თუ იმ "პაციენტთან".
მკურნალობა, როგორც წესი, 7-10 სეანსს მოიცავს. კვირაში ორი-სამი სეანსი ტარდება.
ჰირუდოთერაპიის დროს პაციენტის ინფიცირება გამორიცხულია.
თითოეულ წურბელას მხოლოდ ერთხელ იყენებენ, სეანსის დამთავრების შემდეგ კი ანადგურებენ.
წურბელას მოკიდებისას კანი სუფთა და გაპარსული უნდა იყოს. სეანსის წინ არ შეიძლება მძაფრსუნიანი ნივთიერებების (საპნის, სუნამოს) გამოყენება -წურბელას , ცოტა არ იყოს, ჭირვეულია და შესაძლოა, "მკურნალობაზე" უარი თქვას.
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა რეზინის ჩექმებში, ფართოფარფლებიან ქუდსა და კაპიუშონიან ლაბადაში გამოწყობილი ადამიანები ჭაობებში დააბოტებდნენ და წურბელებს სპეციალური ბადეებით იჭერდნენ. სამკურნალო წურბელებს დღეს სპეციალურ ბიოფაბრიკებში ამრავლებენ. მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სერტიფიკატი.
პაციენტების 80%-ს თავდაპირველად წურბელებისა ეშინია. შიშის გრძნობა პირველივე სეანსის შემდეგ ქრება. ის კი არა, ბევრს ამ "ცოცხალი აფთიაქის" მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი უჩნდება.
წურბელას კბენა კოღოს კბენას ან ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. საინტერესოა, რომ წურბელას ადამიანს მხოლოდ რეფლექსოგენურ (ბიოლოგიურად აქტიურ) წერტილებში კბენს. ეს ის წერტილებია, რომლებიც ნემსოთერაპიის დროსაც გამოიყენება.
წურბელას მოშორების შემდეგ ნაკბენიდან წამოსული სისხლის შეჩერება რეკომენდებული არ არის. ნორმალურად ითვლება სისხლდენის ოცდაოთხ საათამდე გაგრძელება. ამ დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება, - ჭრილობიდან უმთავრესად ლიმფა (უფერული სითხე) მოედინება. მისი დაკარგვა იმუნიტეტის სტიმულაციას იწვევს და შეშუპებასაც ხსნის.
ჰირუდოთერაპია ეფექტიანია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჰომეოპათიასთან, ფიტოთერაპიასა და ფიზიოთერაპიასთან ერთად.
ჰირუდოთერაპიის ჩვენებები

წურბელებით მკურნალობა მედიცინის ყველა დარგში გამოიყენება. ჩამოვთვლით დაავადებებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

რევმატოლოგია: ართრიტები, ოსტეოართროზი, სახსრის მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები;
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები: არითმია, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკები - შეძენილი და თანდაყოლილი, ფილტვისმიერი გული, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, გულის უკმარისობა და სხვა;
სასუნთქი ორგანოები: ბრონქული ასთმა, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, პნე-ვმონია, ფილტვების ემფიზემა;
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტრიტი, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი, შეკრულობა, ქრონი-კული ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა;
ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, თირეოიდიტი.
წურბელებით მკურნალობას მიმართავენ ასევე უროლოგიაში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში, ნერვული და კანის დაავადებების, სექსუალური დარღვევების, თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს. ჰირუდოთერაპიას აქვს უკუჩვენებებიც, კერძოდ, ჰემო-ფილია, ანემიის მძიმე ფორმა, ჰემორაგიული დიათეზი, მდგრადი ჰიპოტონია (დაბალი წნევა), ორსულობა, ინდივიდუალური აუტანლობა.

* * *
წურბელის დაკიდება ნეტავ ყვეალს ტუ შეუზლია, თუ აიცლებლად სპეციალისტი უნდა იყო ეგ რომ გააკეტო

QUOTE
სადღაც ვაჟას ძეგლთან არის აფთიაქი და იქ ყიდიან, ან იქვე დაგასვამენ, ცალი ღირს 90 თეთრი და 5 ცალი მაინც უნდა დაისვა თურმე

აფტიაქში თუ იყიდება გამოდის რომ ყველას შუძლია იყიდოს და დაისვას
* * *
shkinoo
QUOTE
ვაგზალზე არის აფტიაქი ნუციკო იქ იყიდება,ერტი ცალი 1 ლარი გირს,მაგრამ საუბედუროდ არ მიკბინა,მაინტერესებს რატომ ეს ტუ იცის ვინმემ,ან რა ადგილზე უნდა დაისვა? ამაზე მადლობას მოგიხდიდით.

არ გიკბინა მიტომ რომ
QUOTE
წურბელას მოკიდებისას კანი სუფთა და გაპარსული უნდა იყოს. სეანსის წინ არ შეიძლება მძაფრსუნიანი ნივთიერებების (საპნის, სუნამოს) გამოყენება -წურბელას , ცოტა არ იყოს, ჭირვეულია და შესაძლოა, "მკურნალობაზე" უარი თქვას.


Posted by: gast 18 Jul 2010, 02:22
http://celebrities.gearlive.com/vip/article/q108-demi-moore-opens-up-about-leech-therapy/

Posted by: gast 24 Sep 2010, 21:28
naia
QUOTE
უკვე დავრეკე. სეანსი 30 ლარიო და პროფილაქტიკისთვის 5 სეანსი გეყოფაო.
პს. გავიკითხე და ჩემს გარშემო თურმე ყველა წურბელებს ეძებს  ზოგი სახის კანის გადასაჭიმად საფეთქლებთან ისვამს და ზოგი კიდევ რას არ შვება. ნეტშიც დავძებნე და მგონი უკურეაქციები არ უნდა ჰქონდეს. მოკლედ, შეიძლება გავრისკო და ტატიშვილის ცენტრს მივაკითხო.

რა ქენი დაისვი?
* * *
მოკლედ,მე დავისვი წურბელები
ჯერ ეგრეთ წოდებულ წურბელოლოგებს დავასმევინე biggrin.gif მერე კი ტავად.

Posted by: buburatino 11 Nov 2011, 21:06
ნეტავ ეს წურბელოლოგები სად ნახეს?

gast როგორ ხართ? გიშველათ?

Posted by: gast 11 Nov 2011, 21:22
buburatino
QUOTE
ნეტავ ეს წურბელოლოგები სად ნახეს?

gast როგორ ხართ? გიშველათ?

ახლა არც არაფერი მჭირდა მარტალი გიტხრა biggrin.gif
მარა თრუმე დროს აქვს მნიშველობა, ყველა დროს არ შეიძლებაო.
ხოდა ცუდ დროს დავისვი ტანაც მხოლოდ 3-4 ჯერ?

ვიცი ზოგი რომ ავად იყო ის უკეტესად გრძნობს ტავს ვინ დაისვა. ასე რომ ტუ დაისვავ წურბელოლოგს biggrin.gif ანუ მას ვიცნ გასვავს ტავიდან კიტხე მარტალია ყველა დროს არ სეიძლებაო დასმა ტუ გიტხრა არაო, მაშინ მაგას არ დაასმევინო, არ იცის ბევრი. და ოღონდ ფული გააკეტოს ფეხებზე კიდია.

Posted by: Mrs Raycher 13 Nov 2011, 18:07
naia
QUOTE
 წურბელებით მკურნალობა, ვინ რა იცით ამაზე?



გასულ კვირას, ჩემთან სახლში ჩატარდა წურბელებით მკურნალობა...

ჩემი დედამთილის დაქალები მოვიდნენ და წურბელებიც მოიყვანეს. წნევა გვაწუხებსო განაცხადეს და გვინდა დასმაო. თურმე ჩემს დედამთილს სცოდნია, როგორ უნდა დაისვა წურბელა, ხოდა ჩატარდა ეს რიტუალი... კისერზე 2 წურბელა მიასვა, ოღონდ ისე უნდა მიასვა რომ მოეჭიდოს რა კანს, თორე საშინლად იწელებიან ( ისე საშინელი სანახავია). ხოდა რომ მიასვამ, ესე უნდა იყოს, მანამ სანამ ეს წურბელა სისხლით არ გაიბერება და თვითონ არ მოძვრება კანს. მერე ეს ჩვენი გაბერილი წურბელა უნდა ჩააგდო ნაცარში და როგორც მითხრეს ეს წურბელა სისხლს "ამოანთხევს". (რა საშინელებაა ღმერთო ჩემო, რომ ვწერ მაშინაც კი მაჟრჟოლებს). ხოდა ესე უნდა გააგრძელო რაღაც პერიოდის განმავლობაში და წნევა აღარ შეგაწუხებს თურმე... yes.gif

ხო კიდე, თურმე წურბელაა როდესაც სისხლს წოვს, ამავდროულად ორგანიზმში უშვებს რაღაც სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა...

აი, ეს არის სულ, რაც ვიცოდი...

რამდენად მართალია და რამდენად აქვს შედეგი ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრეამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ხალხი ამ მეთოდს XXI საუკუნეშიც მიმართავს, ახლა, როცა ამდენი საშუალებაა რომ იმკურნალო და ის საშინელი არსებები არ დაისვა კისერზე... smile.gif

Posted by: kobaxa555 14 Nov 2011, 13:28
არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს ზალიან სასარგებლოა და სწრაფი ეფექტი აქვს, უბრალოდ იმ ადგილზე უნდა დაისვა სადაც პრობლემა გავს და თვითონ ჩამოვარდება როცა გააკეთებს ტავის საქმეს

Posted by: avatar11 14 Nov 2011, 13:38
არანაირი პრობლემა ჩემი ნაცნობი მამაო ისვავს ძალიან ხშირად და კმაყოფილია უშველა!!!!!! ნაიარევს არ ტოვებს უბრალოდ იმ ადგილზე 1-2 დგე რჩება ნაკვალევივით რა!!!!!

Posted by: eka-eka- 14 Nov 2011, 17:35
ბებიაჩემს წნევები ქონდა და შველიდა დანარჩენი არ ვიცი, რაღაცეებს ამბობენ რომ ცუდ სისხლით იკვებებაო.

Posted by: 1717 2 Jan 2012, 12:05
რუსეთში (მოსკოვთან ახლოს) წურბელების "ფაბრიკაა"
http://www.youtube.com/watch?v=IninPWNQNi0&feature=related
აქ გამოყვანილ წურბელებს კიდევ შეიძლება "ენდო", რომ არაფერს "აგკიდებენ".

საქართველოში კი არის ასეთი "სტერილური" წურბელები გაყიდვაში?
არ მსმენია.

Posted by: lexa 28 Jun 2012, 15:18
მინდა წურბელების დასმა და თურმე ყველა დროს არ სეიძლება, ვინმემ იციტ როდის შეიძლება? ახალ მტვარეზე არაო ასე მახსოვს.

1717
QUOTE
საქართველოში კი არის ასეთი "სტერილური" წურბელები გაყიდვაში?
არ მსმენია

სადგურთან რომ აფტიაქია იქ იყყიდება, ალბატ სტერილურია? წავიტიკტხე სერთიფიკატი უნდა მოითხოვოტო

Posted by: Maiko274 25 Oct 2014, 16:23
ძალიან სასარგებლოა
ჩაიტარეთ მკურნალობა და ნახავთ
ერთადერთი გემოგლობინი არ უნდა გქონდეს ძალიან დაბალი
რაც შეეხება მეორადად წურბელების გამოყენებას, 3-10 (ზუსტად არ მახსოვს რამდენი დღეში) დღის შემდეგ წურბელა თვითონ სუფთავდება

Posted by: Tornike Alashvili 25 Oct 2014, 23:23
წურბელა არა მარტო ჰირუდინს გამოყოფს,არამედ სხვა მრავალ ნივთიერებებს,რომლებიც ქსოვილების აღდგენას,რეგენერირებას უწყობს ხელს.უბრალოდ მათ გამოყენებას აქვს თავისი დრო. უმეტესად შუა გაზაფხული და მთვარის ფაზები სათანადო და რა თქმა უნდა არც ისე იოლი სანახავია, ან რა გარანტიაა, რომ ინფექციას არ გვაჩუქებს.

Posted by: Blue October 28 Jul 2015, 21:06
გაიზ, გამოყენებული წურბელა ისევ იგივე ადამიანმა რომ დაისვას შესაძლებელიაო წავიკითხე, 10 დღეში ისუფთავებენ თავსო.
მყავს ახლა ბოთლში და წყალს ვუცვლი ხოლმე, 3 დღე გავიდა მაგრამ ისევ დაბერილები არიან biggrin.gif

10 დღე რომ გავა რამე დაეტყობათ ნეტავ? :/

თამარ მეფეზე რომ აფთიაქებია იქ ვიყიდე, სერთიფიკატი რომ მოვითხოვე ლამის მცემეს.

ზოგმა არ მიკბინა (როგორი დაჰიგიენებული კანიც სჭირდებათ ვიცი)

როგორ მოვუარო ხომ არ იცით? : )
იმათ, ვინც უკვე მიკბინა და მეორედ რომ მინდა გამოვიყენო ისევ...

Posted by: bigmummy 29 Jul 2015, 14:14
Blue October
10 დღე კი არა, 5-6 თვე უნდათ, რომ ისევ მშივრები და გამოყენებისათვის გამოსადეგარი გახდნენ, ამიტომაა რომ თანამედროვე ჰირუდოლოგიაში წურბელებს ერთჯერადად იყენებენ და შემდეგ უტილიზაციას ახდენენ(ანადგურებენ).

Posted by: Blue October 30 Jul 2015, 23:54
bigmummy
ჰო, მერე მეც წავიკითხე რომ 6 თვეა საჭირო. წყალს ვუცვლი ხოლმე და კიდევ როგორი მოვლა/შენახვის პირობები სჭირდებათ ხომ არ იცი?
კონკრეტული ინფო ვერ ვნახე.

Posted by: Solveig 4 Oct 2015, 17:32
wurbelebit_mkurnaloba


სარეკლამო პოსტი წაიშალა.

გამეორების შემთხვევაში ვორნი იქნება.

Posted by: wurbelebit_mkurnaloba 4 Oct 2015, 20:02
Warning:
რეკლამა წაიშალა და +20%. განმეორების შემტხვევაში ხანგრძლივი ბანი იქნება.

Posted by: wurbelebit_mkurnaloba 6 Oct 2015, 14:37
Warning:
ბმული ჩასწორებულია


---------------------------------

Posted by: Solveig 8 Oct 2015, 01:13
wurbelebit_mkurnaloba


ბანი 10 დღით.

Posted by: xuzain 12 Apr 2018, 11:46
კონკრეტულად რომელ აფთიაქში იყიდება წურბელა ვერ მეტყვით? tongue.gif tongue.gif

Posted by: hopla123 12 Apr 2018, 12:56
წურბელებით მკურნალობა ყველასთვის კარგია თუ როგორაა ეგ

Posted by: chelo-chelo 8 Jul 2018, 17:51
მოგესალმებით, შეგილია როგორ გავიგო რომელია სამკურნალო წურბელა? და სად შეილება ვიშოვო??? მადლობა წინასწარ

Posted by: MePilmene 8 Jul 2018, 18:54
ვერაზეა კლინიკა სადაც ყავთ ეგ წურბელები, საკმაოდ ხელმისაწვდომია ზოგადად

Posted by: chelo-chelo 8 Jul 2018, 19:26
QUOTE (MePilmene @ 8 Jul 2018, 18:54 )
ვერაზეა კლინიკა სადაც ყავთ ეგ წურბელები, საკმაოდ ხელმისაწვდომია ზოგადად

იკნებ მითხრა კლინის სახელწოდებაა???რომ დავეკონტაკტო და ხელმისაწვდომია თუა სად შეილება ვიშოვო?? ზოგადად ყველა წურბელა სამკურნალოა? თუ როგორ უნდა გავიGო რომელი წურბელაა სამკურნალო და რომელი არა???

Posted by: MePilmene 8 Jul 2018, 19:41
chelo-chelo

მაგას სპეციალისტი გეტყვის მეგობარო, ყველა წურბელა სამკურნალო არ არის ნაღდად.

ხოდა მაგ მკურნალობასაც სპეციალისტი ჩაგიტარებს წურბელებით, სხვანაირად რთულია ძალიან

იმ კლინიკის სახელი არ მახსოვს რა მარა აგერ ფბზე არის რა რამოდენიმე ვარიანტი
https://www.facebook.com/HIRUDAMEDI/
https://www.facebook.com/Hirudotherapy%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97Leech-Therapy-1471231113159368/

Posted by: chelo-chelo 8 Jul 2018, 22:51
QUOTE (MePilmene @ 8 Jul 2018, 19:41 )
chelo-chelo

მაგას სპეციალისტი გეტყვის მეგობარო, ყველა წურბელა სამკურნალო არ არის ნაღდად.

ხოდა მაგ მკურნალობასაც სპეციალისტი ჩაგიტარებს წურბელებით, სხვანაირად რთულია ძალიან

იმ კლინიკის სახელი არ მახსოვს რა მარა აგერ ფბზე არის რა რამოდენიმე ვარიანტი
https://www.facebook.com/HIRUDAMEDI/
https://www.facebook.com/Hirudotherapy%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97Leech-Therapy-1471231113159368/

გაიხარეთ მადლობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: knuca 12 Sep 2018, 01:33
წურბელებით მკურნალობა ეფექტურია?

Posted by: knuca 15 Sep 2018, 03:51
აბა რას მირჩევთ,გამოვიყენო ეს მეთოდი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)