ჩრდილო კორეას დავემსგავსებით, მაგრამ მე უფრო კადიროვის ან თურქმენეთ ავღანეღის ვარიანტი მგონია. ერთი იმიტომ როკ კორეაში რკინის წესრიგი და დისციპლინაა, რაც ქართველებს არ გვაქვს, მეორეს ერთი ქოცები არიან რეტროგრადი ბნელები და მათმენტალობას ეს ქვეყნები უფრო შეესაბამება ვიდრე ათეისტური ჩრდილოეთ კორეა.
* * *
ადრე გავხსენი თემა და მგონი ეს ვარუანტი ვიქნებით, თუ ამ შმპანზეს სათანადოდ არ დავსჯით.
სალობიე2040.. თქვენ იღადავეთ, * * *
"
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Warn: (0%)
#57656441 · 17 Mar 2021, 21:40 · ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სმოგით გაბიდნულ თბილის-სოფელში (დედაქალაქი ჭორვილაა უკვე დიდი ხანია) დილის მზის ფერმკრთალმა სხივებმა ჩამოაღწია..... დილის 8 საათი დადგა
-ნახირი სდექ! - დაიღრიალა მთაწმინდაზე დამონტაჟებულმა პინგვინის ფალოსის ფორმის საათმა და ბოტანიკურისკენ გამოექანა. (ანძის ადგილას აღმართული მამამზის ძეგლის სამკუთხა თავიდან ახალგაღვიძებულმა მეფე ბერამ ჯერ სოლოლაკის მამისეულ მუზეუმს, ხოლო შემდეგ თბილისს გადმოხედა და ვანკა-სტანკასავით გამოჭიმულ ანტუნის მკვახედ მიუგო - ხომ გითხარით ფანჯრები გაწმინდეთ, ვერ ვხედავ ჩემს სამფლობელოს. პასუხი - სმოგია თქვენო უდიდებულელობავ, ხალხს რომ სუნთქვა გაუჭირდეს და შენს გინებაზე ვეღარ იფიქრონო).
გაიღო ყველა სადგომის კარი (კალაძემ პირობა შეასრულა და ყველა ხრუშჩოვკა ახალი ევროპული სტანდარტის ბოსლით ჩაანაცვლა, ახლა მისი ძეგლი წყნეთის გზაზე ამაყად დგას). გაისმა შეძახილი - პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ... და ყველა გაუდგა რუტინულ გზას საძოვარზე (ეს ახალი ტერმინი, სამსახურის აღსანიშნავად ბერამ მამის ანდერძის თანახმად დანერგა, ვინაიდან ეს ხალხი არა საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ მოსაწველად მუშაობს). მდორედ მიედინება ქაოსური ნაცრისფერი მასა სადგომიდან საძოვარზე, ზოგი მანქანით (ოპელ ასტრა, ფოლკსვაგენ ვენტო, ანტიკვარი გვიყვარს ქართველებს), ზოგი გადაძეძგილი კარტოფილმზიდებით (მერე რა, რომ ორი მილიონი დავრჩით, ყველას უნდა ეგონოს, რომ 50 მილიონიანი ქვეყნის ერთერთ სოფელში ვართ), ზოგი ფეხით მიიკვლევს გზას გამონაბლოქვში, ჟეშტისა და ბეტონის ჯუნგლებს შორის, აბა კარგ ჰაერს ხომ არ ვისუნთქებთ, მერე მეტიც მოგვინდება... (დღეს სამეფო ოჯახის მეწილემ, ბენზინის იმპორტიორმა კომპანიამ, რომელიც სალობიეში მანქანების სიმრავლეს ლობირებს, ოფიციალურად დაგმო თანამშრომლების უპასუხისმგებლობა და ხშირი დაგვიანება სამსახურში, აბა 200 ლარს ტყუილა ხომ არ უხდის)
დღის სამ საათზე ყველა სამსახური წყვეტს მუშაობას, ყველა გარეთ გამოდის და იძახის - პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ!
ასევე 6 საათზე და 9 საათზეც, სანამ კარანტინი დაიწყება და ნახირს ისევ უკან შერეკავენ, სადგომებში. ყველა მოსახვევსი შოლტიანი პოლიციელი დგას, რომელიც ამ ნახირს მიერეკება:
- საღამოს ცხრა საათზე ყველანი სახლში! - რით ვერ გაიგეთ, სულ რაღაც 19 წელია, რაც კორონა დამთავრდა, 41-ე წელს ვაუქმებთ კარანტინს!
- რას ამბობთ ბატონო, როგორ ვერ გავიგეთ, გავიგეთ და მორჩილებაში ბადალი არ გვყავს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით, ეკატერინბურგის (ყოფილი ლუბლიანას) ქუჩაზე სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ გამოშვებას აპირებდნენ, მაგრამ ისევ ბერას დაჟინებული მოთხოვნით, ციხეში შეაბრუნეს - როგორ გაბედეს და დიდ მეფე პუტინს (თუ ვინ იცის მის მერამდენე ორეულს) აწყენინესო. რუსებს არ უნდოდათ სამი ქართველი თავის ხარჯზე ეცხოვრებინათ, მაგრამ როცა გაიგეს ბერას მუქარა - თუ გამოუშვებთ, დავხვრეტთო, ნიშნისმოგების ტონით შეატყობინეს ეს პატიმრებს და მუქარით აიძულეს, მათთვის უფასო მუშებად ემუშავათ.
მომდევნო კვირას, ბერას გამეფების მეათე წლისთავზე იგეგმება დიდი აღლუმი, სადაც ყველა ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა. რიგით მოქალაქეებს დაურიგებენ ცხვრებისა და ბოჩოლების, ხოლო პოლიციელებსა და ჯარისკაცებს - მგლებისა და ძაღლების ნიღბებს. ასევე იქნება ბერიკაობაც, სადაც ქათმისნიღბიანი მსახიობები ზოგიერთ ვაიჟურნალისტს დასცინებენ. აღლუმი ჩატარდება გავრილოვის ორღობეში (ყოფილი რუსთაველის გამზირი), ხოლო კონცერტი ბიძინას კალოზე (ყოფილი თავისუფლების მოედანი), სადაც ახალი კარტოფილის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ცერემონიაც გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება პანამის, მექსიკისა და პაკისტანის ლიდერები, ასევე არაბი შეიხები.
საქართველოს ეკონომიკა ზანიბარისას ჩამორჩა, ხოლო დემოკრატიის ინდექსი თურქმენეთისას. გილოცავთ, ჩვენ კიდევ უფრო ვშორდებით, ევროპულ კულტურასა და ცხოვრების დონეს, სადაც ადამიანი მარტოსული და უბედურია, ხოლო საზოგადოება - გარყვნილი. შემდეგი სამიზნე ჩრდილოეთ კორეაა (თუმცა ქვეყანაში ბევრ ოპტიმისტს ჯერა, რომ მათაც გადავასწარით). ნიგერიის ელჩმა აღნიშნა, რომ აზიურ-აფრიკული კავშირისკენ საქართველომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა, და როგორც არასდროს ისე დაუახლოვდა მის წევრობას. ერთადერთი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია, მაგრამ არაუშავს - ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ქვეყნები ხომ მივიღეთ ანალოგიური პრობლემებით, ერთ დღეს თქვენც მიგიღებთო. ამ მოლოდინით ცემს გული უკვე მეოცე წელია და ყველა ჭეშმარიტ ქართველს ჯერა, რომ ერთ დღეს ეს ოცნება ახდება. ბოლობოლო ვაღიარებთ გლდანს და ნახალოვკას და ისე შევალთ!
ბორჯომისა და საბადურის ტყეების გაჩეხვა წარმატებით დასრულდა (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დანაპირებზე ადრეც) და მალე ჩინელი ბიზნესმენები იქვე, რუსული სამხედრო ბაზის მიდამოებში, დიდ სასტუმროს ააშენებენ. მშენებლობაზე ადგილობრივ მუშახელს დაესაქმება. ეს არაფერი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მალე საქართველო გამწვანებით ბოლო ადგილზე გავა მსოფლიოში და ყველას მოიზიდავს თავისი უნიკალური არიდული ლანდშაფტებით.
ნამახვანჰესი დაზიანდა და ქუთაისი დატბორა, ერთერთი დაღუპული სიკვდილის წინ ამბობდა - რა ტკბილია ივანიშვილების ოჯახის ფინანსური ინტერესების გამო სიკვდილიო.
ჯარმა ახალი, მოღუნული ავტომატები შეიძინა, ომის შემთხვევაში მტრის ტყვიები რომ დავზოგოთ და მათი გასაკეთებელი ჩვენვე რომ გავაკეთოთ, აბა წინაარმდეგობას ხომ არ გავუწევთ და გავაბრაზებთ, მითუმეტეს როდესაც ბერას და მის ოჯახს ხელს არავინ არ ახლებს.
გუშინ ბერას მაგინებლები სიკვდილით დასაჯეს. ერთი უბანში ყველას თვალწინ დაჩეხეს, მეორე ოცსართულიანი დაუმთავრებელი შენობის თავზე აიყვანეს და გადმოაგდეს, ხოლო მესამეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. აბა როგორ, ჩვენ ჩვენს ვაჟკაცობას ვუფრთხილდებით.
სისხლიანი ცხრა წლის მუზეუმში (ყოფილი პრეზიდენტის სასახლე) ჩატარდა გამოფენა - ჩვენი ხელისუფლების როლი ქართველი ხალხის ტირანიისგან ხსნაში. იქვე ოც მეტრში მავტულხლართებიდან რუსი ჯარისკაცების ტაშის ხმები ისმოდა.
ხელისუფლების ერთგულ ყველა კომპანიას მიეცა უფლება, დასაქმებულებს ისე მოექცნენ, როგორც საგნებს და პირველი ღამის უფლებაც მიანიჭეს.
სამშენებლო კომპანია "ყველას ზემოდან ვუყურებთ" მთავარ ოფისში აუდიტის სამსახური მოვიდა, დაზვერა იქაურობა, კომპანიაში დასაქმებული ყველა ლამაზი ქალის სია მოითხოვა და უფროსს უბრძანა, მომდევნო სამუშაო დღის ბოლოს ყველა ერთ მინივენში შეეყარა და ბერასთან გაეგზავნა "კასტინგზე". ვისაც გაუმართლებს, ცოლად მოიყვანს და ვისაც უფრო გაუმართლებს, არაბ შეიხებს საზეიმოდ გააყოლებენ მომდევნო კვირაში მათი სალობიეში ვიზიტის დროსო.
პირველი ღამის უფლება და გათხოვების მაქსიმალური ასაკი, 22 წელი ხომ უკვე დიდი ხანია დაწესებულია.
არც ერთსქესიან ურთიერთობებს თაკილობს სალობიეს ხელისუფლების წევრები ანალოგიური მეთოდებით. ეს ყველამ იცის, მაგრამ მთავარია მიშა არ დაბრუნდეს, აღარ გვინდა იმ სისხლიან ცხრა წელში დაბრუნება, ისინი კაცებს აუპატიურებდნენ, ქართველობას გვართმევდნენ, ხოლო ამათთან სექსი სხვა მადლიაო - წივიან 20-25 წლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი კაცუნები და იხსენებენ მიშასდროინდელ საშინელებებს.
ქვეყნის დასახელებაზე დიდი კამათი ატყდა, ზოგს ბანანების რესპუბლიკა, ზოგს ბაბაჯნა, ზოგს მზიანეთი, ზოგს საგიჟეთი უნდოდა, მაგრამ შეჯერდნენ, სომ სალობიე უფრო მშობლიურია. ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, ციხე 41 წელი.
სალობიე საბოლოოა!"
This post has been edited by დიდიმინდორი on 19 Apr 2024, 18:27