Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მწვავე დიარეა ("კუჭის აშლილობა")


Posted by: მ.დ.უ 30 Aug 2005, 20:56
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ერთი თვის წინ ექიმმა დამინიშნა პრეპარატი დალაცინ ც (ანტიბიოტიკი). მიღებიდან სამი დღის მერე დამეწყო დიარეა. ვიფიქრე მოწამვლის ბრალი იყო და ამ დროს არ გამიგრძელებია ამ პრეპარატის მიღება. არ მიშველა არანაირმა წამალმა დიარეის საწინააღმდეგოდ, რა აღარ ვსვი. არც დიეტამ.. მოვრჩი თავისით, დაახლოებით ათი დღის მერე

ეხლა ისევ გავაგრძელე ამ დალაცინ ც-ს მიღება ორი დღეა და კვლავ იგივე დამეწყო sad.gif დავრწმუნდი რომ ყველაფერი ამ წამლის ბრალია. რა ვქნა, იქნებ მირჩიოთ, კიდევ ათი დღე რომ გაგრძელდეს, ცუდად იქნება ჩემი საქმე, სპოცმენი ვარ და საგრძნობლად დავიკლებ წონაში, უკვე 3 კილო დავიკალე მეორე დღეა sad.gif
რამე მირჩიეთ help.gif help.gif help.gif

Posted by: paranoidis_dzma 30 Aug 2005, 20:59
mxolod_debilebs_ukvardebat
ამ პოსტის წერისას რამდენჯერ გახვედი კუჭში ? gigi.gif

Posted by: მ.დ.უ 30 Aug 2005, 21:06
paranoidis_dzma
ეგრეც ვიცოდი ვინმე რომ შემოვიდოდა და დამცინებდა biggrin.gif მეც სხვებივით ახალ ნიკს ხომ არ გავხსნი sad.gif

Posted by: TimeRider 30 Aug 2005, 21:07
QUOTE
უკვე 3 კილო დავიკალე მეორე დღეა

ვა რა კაი წამალი ყოფილა

















lol.gif
ფტალაზოლი არ გშველის? smile.gif

Posted by: მ.დ.უ 30 Aug 2005, 21:09
TimeRider
ეგ არ დამილევია. კარგია?
დავლიე რეგიდრონი, ენტეროლი და ლევომიცეტინი

Posted by: TimeRider 30 Aug 2005, 21:12
mxolod_debilebs_ukvardebat
კი ეგ ძაან კარგია. ორი აბი ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე და 2 დღე ტუალეტი დაივიწყე lol.gif
QUOTE
ლევომიცეტინი

აუ ამაზე ისეთი ალერგია მაქ მტეეეერს! biggrin.gif მაგის დალევას მირჩევნია ისევ მწვავე დიარეა მჭირდეს lol.gif

Posted by: მ.დ.უ 30 Aug 2005, 21:17
QUOTE (TimeRider @ 30 Aug 2005, 21:12 )
mxolod_debilebs_ukvardebat
კი ეგ ძაან კარგია. ორი აბი ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე და 2 დღე ტუალეტი დაივიწყე lol.gif

ვა, რა სარეკლამო სლოგანივით გამოგივიდა biggrin.gif
მადლობთ ინფოსთვის, ხვალ ვიყიდი და მოგახსნებ შედეგს biggrin.gif

Posted by: W6W 30 Aug 2005, 21:18
მაგას არაფერი არ უშველის,სანამ მაგ ანტიბიოტიკს იღებ,დიარეაც გექნება და უნდა შეეგუო.გოგო რომ ყოფილიყავი სახლიდან გასვლის დროს პამპერსს გირჩევდი,მაგრამ შენ... biggrin.gif

Posted by: Solveig 30 Aug 2005, 21:18
mxolod_debilebs_ukvardebat

მაგ მკითხაობას სჯობს, ექიმთან მიხვიდეsmile.gif ისე, შეიძლება ალერგიას გაძლევს ეგ ანტიბიოტიკი. რატომ დაგინიშნეს?

Posted by: მ.დ.უ 30 Aug 2005, 21:20
Solveig
სტაფილოკოკის სამკურნალოდ
W6W
შევწყვიტე ანტიბიოტიკის მიღება

Posted by: W6W 30 Aug 2005, 21:38
mxolod_debilebs_ukvardebat
ბოლო ვიპუსკის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკების მიღებას გვერდითი მოვლენები აქვს,მათ შორის დიარეა და ეს ნორმალურია.ანტიბიოტიკის შეწყვეტას კი არ გირჩევ.ინფექციას ნუ ეხუმრები,დამიჯერე ერთხელ განგრენას ძლივს გადავურჩი.მიდი ექიმთან.

Posted by: Solveig 30 Aug 2005, 21:43
QUOTE
სტაფილოკოკის სამკურნალოდ

სტაფილოკოკის საწინააღმდეგო სხვა ანტიბიოტიკებიც არსებობს. სხვათა შორის, ფაგებიც კარგად მოქმედებს. წამალი უნდა გამოცვალო, მოკლედ. ეს კი უექიმოდ შეუძელბელია

Posted by: W6W 30 Aug 2005, 21:55
QUOTE
სტაფილოკოკის საწინააღმდეგო სხვა ანტიბიოტიკებიც არსებობს.

მე ანატოქსინს ვიკეთებდი,მაგრამ საშინელი ალერგენია და ბევრი ექიმი მაგის გაკეთებას ხელს არ კიდებს.

Posted by: ancho 30 Aug 2005, 22:02
დისბაქტერიოზს იწვევს ეგ შენი ანტიბიოტიკი, სასარგებლო ფლორასაც ანადგურებს სტაფილოკოკთან ერთად და ეგ იწვევს დიარეას. სტაფილოკოკი გარკვეული რაოდენობით ყველას აქვს და მაშინ მრავლდება, თუ სხვა სასარგებლო ფლორა შემცირებულია და ხელს ვეღარ უშლის სტაფილოკოკის გამრავლებას. არსებობს წამლები, რომელიც ლაქტობაქტერიებს შეიცავენ. კითხე ექიმს და ყველაფერი გაგივლის.

Posted by: Solveig 30 Aug 2005, 22:11
QUOTE
მე ანატოქსინს ვიკეთებდი

ანატოქსინი ანტიბიოტიკი არ არის smile.gif
QUOTE
დისბაქტერიოზს იწვევს ეგ შენი ანტიბიოტიკი,

კი, მაგრამ ამ კაცის შემთხვევაში ძალიან სწრაფად გამოვლინდა უარყოფითი თანამოვლენა..დისბაქტერიოზი უფრო ხანგრძლივი მიღების შემდეგ ჩნდება.

Posted by: W6W 30 Aug 2005, 22:25
QUOTE
ანატოქსინი ანტიბიოტიკი არ არის

მე არც დამიწერია რომ ანტიბიოტიკია smile.gif სწორედ იმიტომ დავწერე რომ ანტიბიოტიკს არ ვიკეთებდი მეთქი.ანატოქსინი არის მიკრობთა ტოქსინი,ანუ ნახევრად ცოცხალი კულტურა.ალკალოიდია რამდენადაც მახსოვს.
QUOTE
კი, მაგრამ ამ კაცის შემთხვევაში ძალიან სწრაფად გამოვლინდა უარყოფითი თანამოვლენა..დისბაქტერიოზი უფრო ხანგრძლივი მიღების შემდეგ ჩნდება.

მეც ასე ვფიქრობ,თუმცა დარწმუნებული არ ვარ.მემგონი დიარეა ალერგიული გამოვლინებაა ამ შემთხვევაში,არ ვიცი შეიძლება ვცდები.

Posted by: Solveig 30 Aug 2005, 23:49
QUOTE
ალკალოიდია რამდენადაც მახსოვს.


QUOTE
ანატოქსინი არის მიკრობთა ტოქსინი,ანუ ნახევრად ცოცხალი კულტურა


ვაი, ვაიsad.gif

ანატოქსინი არის გაუვნებელყოფილი ტოქსინი, ანუ მას შეუძლია იმუნური პასუხის გამოწვევა, მაგრამ ტოქსიკური ეფექტი არ აქვს. ანატოქსინი ბევრი ვაქცინის საფუძველია. სტაფილოკოკური ინფექციის შემთხვევაში კი ხმარობენ ანრისტაფილოკოკურ იმუნოგლობულინს-ცხენის შრატისაგან გამოყოფილ მზა ანტისტაფილოკოკურ ანტისხეულებს.
ოღონდ ეგ ცოტა არ იყოს, საშიშია. ალერგიულია და იმიტომ.

ალკალოიდები არის აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებები, გამოიყოფა მცენარეული მასალიდან. მომწამლავია.

Posted by: W6W 31 Aug 2005, 00:00
Solveig
ამ საიტის introduction-ის პირველი წინადადება ნახე,იქ წერია რომ მძლავრი ალკალოიდია
http://www.chm.bris.ac.uk/motm/antx/antxh.htm
ესეც ნახე განმარტება
http://www.google.com/search?hl=en&hs=RWB&lr=&client=firefox-a&rls=org.mozilla:en-US:official&oi=defmore&q=define:anatoxin
ვერ დაგეთანხმები რომ გაუვნებელყოფილი ტოქსინია,ის ნახევრად გაუვნებელყოფილია,ანუ ანუ ნახევრად ცოცხალ species იგივე კულტურას შეიცავს.სულ გაუვნებელყოფილი იმუნურ რეაქციას ვერ გამოიწვევდა.smile.gif

Posted by: Solveig 31 Aug 2005, 01:11
W6W
ჯერ ალკალოიდის განმარტება ვნახოთ:
QUOTE
Алкалоиды - группа азотсодержащих циклических соединений (растительного происхождения). Алкалоиды различаются по азотистому основанию или в зависимости от источника выделения.
У животных и человека алкалоиды оказывают физиологическое действие на нервную систему.
У растений алкалоиды служат защитой от поедания животными и формой хранения органического азота в тканях.


http://www.glossary.ru/cgi-bin/gl_sch2.cgi?RArqgruok:

QUOTE
ვერ დაგეთანხმები რომ გაუვნებელყოფილი ტოქსინია,ის ნახევრად გაუვნებელყოფილია,ანუ ანუ ნახევრად ცოცხალ species იგივე კულტურას შეიცავს.სულ გაუვნებელყოფილი იმუნურ რეაქციას ვერ გამოიწვევდა

გაუვნებელყოფილი ტოქსინი ნიშნავს, რომ მას ტოქსინური აქტივობა აღარ გააჩნია, მაგრამ სტრუქტურა შენარჩუნებული აქვს, ე. ი. შენარჩუნებული აქვს იმუნოგენობაც და აღძრავს სრულფასოვან იმუნურ პასუხს, მაგრამ არ გააჩნია ტოქსიკური მოქმედება.
QUOTE
ნახევრად ცოცხალ species იგივე კულტურას შეიცავს

ტოქსინი არის ცილა და არავითარ შემთხვევაში კულტურა. კულტურა არის ერთი სახის უფრედების (იგივე, ბაქტერიების) "ნაკრები".

Posted by: W6W 31 Aug 2005, 01:26
QUOTE
გაუვნებელყოფილი ტოქსინი ნიშნავს, რომ მას ტოქსინური აქტივობა აღარ გააჩნია, მაგრამ სტრუქტურა შენარჩუნებული აქვს, ე. ი. შენარჩუნებული აქვს იმუნოგენობაც და აღძრავს სრულფასოვან იმუნურ პასუხს, მაგრამ არ გააჩნია ტოქსიკური მოქმედება.

ასეთი ფორმულირებაც სწორია,შეიძლება უფრო სწორიც კი.
QUOTE
ტოქსინი არის ცილა და არავითარ შემთხვევაში კულტურა. კულტურა არის ერთი სახის უფრედების (იგივე, ბაქტერიების) "ნაკრები".

ასე ვთქვათ,ვიცი რაც არის კულტურა,გეთანხმები ეგ არის,მეც ეგ ვიგულისხმე.ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ასეა:ანატოქსინი არის ნახევრად ცოცხალი ერთი სახეობის ბაქტერიების კულტურისაგან მიღებული ტოქსინი,რომელსაც ტოქსიური თვისებები დაკარგული აქვს,მაგრამ შეუძლია ალერგიული რეაქციის განვითარება,მართალია სტრუქტურა შენარჩუნებული აქვს,მაგრამ მარტო ბაქტერიათა ტოქსინია?მე ვიცი ბაქტერიები+ტოქსინი.ტოქსინისაგან ბაქტერიათა განცალკევება ძაან რთულია და ტანაც მარტო ტოქსინი არ უნდა იყოს,იმიტომ რომ თუ ადამიანს დავუშვათ სტაფილოკოკური ინფექცია აქვს,ორგანიზმის სენსიბილიზაცია ხდება არა მარტო ამ ბაქტერიათა ტოქსინებით,არამედ თვითონ ამ ბაქტერიებითაც ეს ვიცი დანამდვილებით.ასე რომ თუ ანატოქსინი მარტო ტოქსინია და ბაქტერიებს არ შეიცავს,მაშინ ორგანიზმმა როგორ უნდა გამოიმუშავოს დამცველობითი რეაქცია თვით ბაქტერიებზე?ნუ ტოქსინზე რა თქმა უნდა გამოიმუშავებს.სტომატოლოგიაში პერიოდონტიტის დროს ანთებითი პროცესის განვითარებას ყოფენ ტოქსიურ და ექსუდაციურ ფაზად.ტოქსიურის დროს ხდება ქსოვილის სენსიბილიზაცია ექსუდატის გარეშე,ანუ მაკროფაგების მონაწილეობის გარეშე და ექსუდაციური ფაზის დროს თვითონ მიკროორგანიზმებით ხდება სენსიბილიზაცია და შედეგად ექსუდაცია,ნუ მაკროფაგების მონაწილეობით,ჩირქის გამოყოფით და ასე შემდეგ.

Posted by: Solveig 31 Aug 2005, 21:43
W6W
რაზე ვდავობთ, ვერ გავიგეsmile.gif ბოლო წერილს სავსებით ვეთანხმები, უბრალოდ ზედა წერილი ცოტა გაუგებრად იყო დაწერილი smile.gif
QUOTE
ბაქტერიები+ტოქსინი.ტოქსინისაგან ბაქტერიათა განცალკევება ძაან რთულია და ტანაც მარტო ტოქსინი არ უნდა იყოს


ლაბორატორიაში ძალიან მარტივიაsmile.gif
QUOTE
თუ ადამიანს დავუშვათ სტაფილოკოკური ინფექცია აქვს,ორგანიზმის სენსიბილიზაცია ხდება არა მარტო ამ ბაქტერიათა ტოქსინებით,არამედ თვითონ ამ ბაქტერიებითაც

საერთოდ, გააჩნია: ზოგ ბაქტერიაში მხოლოდ ტოქსინია ვირულენტობის ფაქტორი (ტეტანუსის ჩხირში), ზოგში კი მხოლოდ სომატური ანტიგენი (დიზენტერიის ჩხირში). სტაფილოკოკის ვირულენტობას ქმნის როგორც ტოქსინი, ისე სომატური ანტიგენებიც. ამიტომ სტაფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ ანატოქსინი არაა საკმარისი. საერთოდ მზა იმუნოგლობულინს უფრო ხმარობენ.

Posted by: W6W 31 Aug 2005, 22:21
ოკ smile.gif.........................................30

Posted by: Dido 1 Sep 2005, 10:54
დისბაქტერიოზის დროს ლინექსი არის ძაან კარგი წამალი

Posted by: dadguna 1 Sep 2005, 11:15
mxolod_debilebs_ukvardebat
იმოდიუმი დალიე გისჰველის 100%

Posted by: მ.დ.უ 2 Sep 2005, 08:09
dadguna
არ მშველის არაფერი, არც იმოდიუმი sad.gif

Posted by: tukula 2 Sep 2005, 09:41
mxolod_debilebs_ukvardebat
1. იმოდიუმს 2 დღის შემდეგ აქვს კარგი ეფექტი, ძალიან თუ მიეტანები შესაძლოა მეორე უკიდურესობაში გადავარდე.
2. აუცილებლად გჭირდება ნაწლავური ფლორის აღმდგენი საშუალება. კერძოდ, ენტენორმს გირჩევდი 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
3. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ანტიბიოტიკის ჯგუფი. სჯობს ისევ ექიმთან მიხვიდე. სტაფილოკოკთან ხუმრობა არ შეიძლება.

Posted by: Doct0rIN 6 Sep 2005, 12:17
mxolod_debilebs_ukvardebat
შენ ამ თემაში ორი კორიგეს ტვინთა ჭიდილს არ უყურო. ეგ შენი ატიბიოტიკი იწვევს დისბაქტერიოზს. ანუ შენს ნაწლავებში არის ბაქტერიები რომელბი ბინებრივად არსებობენ და უნდა იარსებონ რადგან საჭმლის მონელებაში დაგეხმარონ. ხოლო შენი ანტიბიოტიკი იმ "ცუდ ინფექციასთან" ერთად სპობს "კეთილ ბაქტერიებსაც" ამიტომ ნაწლავები ვეღარ ინელებს საკვებს და დარბიხარ წინ და უკან gigi.gif
მიდი ისევ შენს ექიმთან და შეარჩიეთ სწორი მკურნალობა smile.gif

Posted by: მ.დ.უ 6 Sep 2005, 19:17
დიდი მადლობა ყველას, პატრულს და იმოდიუმს smile.gif

Posted by: TimeRider 7 Sep 2005, 00:27
QUOTE
სპობს "კეთილ ბაქტერიებსაც"

lol.gif lol.gif
აბა კაცო, სულ "სიკეთე ჰქმენ ქვაზე დადე რომ გაივლი წინ დაგხვდება" პრინციპით ცხოვრობენ lol.gif
როგორ ქვიათ მაგათ? Enterococcus faecalis თუ რაღაც მასე არა? lol.gif

Posted by: papashage 7 Sep 2005, 13:55
და იმ ექიმს რო უტხრა ეგ ამბავი არ გიცდია? ვინც ეგ წამალი მოგცა

Posted by: levanichi 29 Jul 2008, 22:49
აუF, 2 კვირაა რაც კაი ამბავი არ მჭირს sad.gif
მოკლედ დავლიე ლაქტოჯი, ცოტა მიშველა, ერთი ლისტი რო გავათავე მერე შევწყვიტე მიღება, ისევ დამეწყო ფღრთი, ეხლა ვიღებ ენტენორმს მარა მგონი უარესს მიშვრება sad.gif რა ვქნა უკვე 3-4 კილო დავიკელი, საჭმელი ვერ შემიჭამია ნორმალურად უკვე ორი კვირაა sad.gif((((((

Posted by: mtvareuli 29 Jul 2008, 23:05
levanichi
ლაქტო ჯი და ენტენორმი შეიცავენ ლაქტობაქტერიებს და დისბაქტერიოზის სამკურნალოდ გამოიყენება... შენ საიდან დაასკვენი რომ დისბაქერიოზი გჭირს?
გირჩევ ექიმთან მიხვიდე და გამოიკვლიო რატომ გაქვს დიარეა და შესაბამისად იმკურნალო, და არა რეკლამებიდან გაგებული პრეპარატებით.
დიარეის დროს ორგანიზმი ბევრ წყალს კარგავს და ორგანიზმის დეჰიდრატაცია რომ არ მოხდეს, მითუმეტეს ამ ზაფხულში, წყალიც დიდი რაოდენობით უნდა მიიღო.
ექიმთან მიდი აუცილებლად, ორი კვირის განმავლობაში დიარეა სერიოზული ამბავია და მისახედია yes.gif

Posted by: levanichi 29 Jul 2008, 23:52
mtvareuli
მივალ მარა მცხვენია smile.gif

Posted by: mtvareuli 30 Jul 2008, 00:01
levanichi
QUOTE
მივალ მარა მცხვენია

რა არის სასირცხვილო, არ გადამრიო eek.gif ექიმებს გაცილებით უარესები უნახავთ, ნუ გეშინია biggrin.gif

Posted by: donvaso 30 Jul 2008, 10:33
QUOTE (levanichi @ 29 Jul 2008, 22:49 )
აუF, 2 კვირაა რაც კაი ამბავი არ მჭირს sad.gif
მოკლედ დავლიე ლაქტოჯი, ცოტა მიშველა, ერთი ლისტი რო გავათავე მერე შევწყვიტე მიღება, ისევ დამეწყო ფღრთი, ეხლა ვიღებ ენტენორმს მარა მგონი უარესს მიშვრება sad.gif რა ვქნა უკვე 3-4 კილო დავიკელი, საჭმელი ვერ შემიჭამია ნორმალურად უკვე ორი კვირაა sad.gif((((((

ექიმთან მიდი აუცილებლად!
თუ ექიმთან არ/ვერ მიხვედი მიიღე ინტესტი ბაქტერიოფაგი .



Posted by: nedved_11 23 Aug 2017, 19:06
ვინმეს დაგმართნიათ გუშინ საღამოდან მოყოლებული ტვალეტში დავრბივარ გული არ მერევა ოღონდ კუჭში ვარ გახსნილი გუშინ არაფერი მიჭამია ისეთი, სიცხე არ მაქვს მაგრამ სულ თითქმის ტვალეტში მინდა, რეგიდრონს ვიღებ, 2 ტაბლეტი იმოდიომიც დავლიე დილა შუა დღეს და ეხა ცოტა არამიშავს შეიძლება ვითომ ენტეროვირუსი იყვეს?

Posted by: sanfol 23 Aug 2017, 19:11
nedved_11
იყვეს რა ქართულია მეგობარო? no.gif

Posted by: nedved_11 23 Aug 2017, 20:11
ეს მოდებული რამე ვირუსია თუ რა ჯანდაბაა ტო, მშვენივრად ვიყავი და გუშინ უცებ დამეწყო ეგეთი რამ

Posted by: Hmdy 23 Aug 2017, 21:05
nedved_11

ენტეროვირუსია ბევრს ჭირს.
ჩემს ძმასაც მათ შორისsmile.gif

გაგივლის მაქს 1 კვირაში
თუ არადა დალშე მიმართე ექიმს.

Posted by: პრისტავი 24 Aug 2017, 10:29
paranoidis_dzma
QUOTE
ამ პოსტის წერისას რამდენჯერ გახვედი კუჭში ?

biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)