ვინც იცნობთ paradox interactive-ს სტრატეგიებს და ვისაც მოსწონს მსგავსი ტიპის სტრატეგიები, მინდ აგაცნობოტ, რომ გამოვიდა საუკეთესო გლობალური სტრატეგია
CRUSADER KINGS II ფეოდალიზმის ეპოქაზე, მეფეებზე, ლორდებზე, ჰერცოგებზე, მთავრებზე, თავადებსა და გრაფებზე... საგვარეულო სახლების აღზევება და დაცემა, დინასტიების გაერთიანება, შუასაუკუნეების ბნელი ინტრიგები, ომები, ისტორიული სიზუსტიტ გადმოცემული მოვლენები და ისტორიული პერსონაჟები, მათ შორის საქართველოს გამოჩენილი მონარქები და სათავადაზნაურო გვარებიც ( ბაგრატიონები, კახაბერისძენი, გელოვანები, ვარდანისძენი, დადიანები და ა.შ. ) .
პირველი რაც ამ თამაშს შეუძლია არის ის, რომ აბსოლიტურად გადმოსცემს ფეოდალურ ატმოსფეროს ყველაფრით, მუსიკით, საუკეთესო გრაფიკით და თვით პერსჯონაჟების ქცევებითაც !
ყველაზე დიდი პლიუსები, ჩემი აზრით:
1. ისტორიულობა
2. დიპლომატია
3. ეკონომიკური სისტემა
4. პირადი ურთიერთობების პროექტირება პერსონაჟებს შორის
5. თამაში იწყება 1066 წლიდან და გრძელდება 1453 წლამდე, სხვადასხვა ეპოქა შეგიძლია აირჩიო ან გადაწიო დროის ,,მანქანა,, და ნებისმიერი დღიდან დაიწყო, შესაბამისად ქვეყნები და მმართველების იცვლებიან ისტორიულობასტან შესაბამისობაში.
მინუსები:
1. ბრძოლის მეთოდები და სამხედრო სისტემა არის დასახვეწი.
99% ბრძოლას იგებს ის, ვისაც რიცხობრივად მეტი ჯარი ყავს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის წინააღმდეგ იბრძვის. მაგალითად 1000 მძიმედ შეჭურვილ რაინდს ადვილად უსწორდება 5000 მეცხვარე ფერმერებისგან შემდგარი ბრბო ! ... შეიძლება მათემატიკურად და ალგორითმული ფორმულებით ეს ბრბო რატომ უგებს 1000 რაინდს, მაგასაც ექნება ახსნა, მაგრამ მაინც არალოგიკურია , ჩემი აზრით.
სხვა მინუსი ჯერ-ჯერობით ვერ აღმოვუჩინე.
მოკლედ, წერა მეზარება ბევრი, არადა ეს თამაში მართლა იმსახურებს საუკეთესო რეცენზიებს და ვისაც მოგწონთ მსგავსი სტრატეგიები, დააჭაშნიკეთ.
ხო კიდევ, ახალი და ახალი სახელმწიფოების შექმნაც შეიძლება, ტუ დამოუკიდებელი ხარ და ვინმეს ვასალი არ ხარ, პროვინციებზე და ქალაქებზე სახელების შეცვლა შეილება .
ოჯახში ბავში რომ იბადება , სახელებსაც შენ არქმევ და მმართველ პერსონაჟთა ნუმერაციაც ზუსტად არის გათვლილი.
მაგალითად თუ შენს პერსონაჟს ბაბუა ყავდა აფხაზეთის ან ქართლის სამთავროს მმართველი და ერქვა ლეონ I , შენს შვილს თუ დაარქმევ ასევე ლეონს და იგი გახდება მმართველი, ის იქნება ლეონ II და ა.შ.
კიდევ შეიძლება მემკვიდრეობითი წესების შეცვლა და მოკლედ, ყველაფერი ფეოდალურია გაცოცხლებული.... გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის
ინტერნეტში იყიდება ოფიციალურ საიტებზე : www.paradoxplaza.com - შედით და იქ ნახავთ შესაბამის ბმულს.
ესეც სქრინები :
Uploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usUploaded with
ImageShack.usქართულ სამეფო-სამტავროებს გერბები, გარდა ერტიანი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშისა ( უფრო სწორედ გერბია დ არა დროშა ) , რომელსაც თამარ მეფის ქვეშ პატარა გერბრზე ხედავთ, მე შევუცვალე ორიგინალი გრაფიკული ფაილები ჩემი გაკეთებული გერბებით.
ერთ-ერთ სქრინზე წვერებიანი კაცი რომ ჩანს მარცხენა ზემოთა კუთხეში, Duke Koba I of Abkhazia, მაგის ქვეშ რომ აფხაზეთის დროში ფერებიანი გერბია, ეგაა აფხაზეთის სამტავროს გერბი. გერბები ავარჩიე აი ამ საიტიდან და ვინც არ მეთანხმება, შეუძლია თავის გემოზე დაახატოს, მაგალითად კატა, ან თაგვი, ან მიკი-მაუსი
ესაა გერბების საიტი :
http://georgianheraldry.blogspot.com/**************************************
* * *
მარა გირჩევთ საქართველოთი თუ თამაშობთ , პირველად ითამაშოთ ძალიან ადვილი სიძნელით, თორემ გაგგუდავენ მეზობელი ურდოები
. სტრატეგიას რომ დაამუღამებთ, მერე თქვენი ნებაა...
ისე ძალიან გააზრებული თამაშია, თუმცა როგროც ზემოთ ვთქვი ომის წარმოება არაა ისეთი დახვეწილი, როგორც მაგალითად VICTORIA II-ში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ განვითარებას და შენი თუნდაც 1000 კაციანი , მაგრამ ტექნოლოგიურად წინ წასული პოლკი არა მარტო მედგარ წინააღმდეგობას უწევს მტრის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ თუნდაც ურდოს, არამედ ამ პოლკით შესაძლებელი იყო მეზობელი ოსმალეთის ან რუსეთის დიდი ტერიტორიების დაპყრობაც. ... ნუ რა თქმა უნდა მარტო მაღალტექნოლოგიური პოლკი არ წყვეტს ომში ყველაფერს, მთავარია დარტყმის სიზუსტე გათვლილი შესაბამის დროში, როდესაც მოწინააღმდეგე მოცემულ მომენტში შენზე სუსტია ( ელემენტარული არითმეტიკაა ) და ინიციატივას შენ ფლობ.
აი ეს ნიუანსები ძალიან კარგადაა დახვეწილი VICTORIA II-ში და ,,კრუსადერ კინგ II,,-შიც რომ ასე იყოს, იდეალური იქნებოდა. თუმცა , ამასაც დამუღამება უნდა თავისებური.
ალბათ შემდგომ პატჩებში და ოფიციალურ ადონებში გამოასწორებენ და დახვეწავენ ამ მიმართულებას.
* * *
აგერ ცხელ-ცხელი სქრინები ჩემი ახალი კამპანიიდან. თამაში დავიწყე ბაგრატ IV-ით, 1066 წელს, მარა დიდი თურქობას ვეღარ გაუძლო საქართველოს მეფემ და მოკლედ, სამეფო დაიშალა 1080-იან წლებში.
საგვარეულო სახლი ბაგრატიონთა შემორჩა მხოლოდ ქართლის სამთავროში. დინასტიის მმართველი სახლის მეთაური გახდა ბაგრატის ძმის შვილი დავითი, ქართლის მთავარი, რომელმაც თურქმანებზე და სელჩუკებზე წინაპრების ბოღმა გულში შეინახა და საფუძველი ჩაუყარა ახალი საქართველოს სამეფოს აღორძინებას. ახალი სამეფო კი ზუსტად 100 წლის შემდეგ აღორძინდება, ამ დავითის შთამომავლის ლუარსაბ აფხაზეთისა და ქართლის მთავრის დროს, რომელიც შემოკრებს ქართულ მიწებს ისევ და მიიღებს საქართველოს მეფის ტიტულს ლუარსაბ I ბაგრატიონის გვარითა და სახელით.
მემკვიდრეობითი წესი აგნატიკურ-გოკნატიური არჩევითი მქონდა და სამეფო სახლიდან და ვსალებიდან ყველზე ღირსეულს ვირჩევდი, რა ტქმა უნდა ბაგრატიონების გვარიდან.
თუკი შენი პერსონაჟის მემკვიდრე სხვა გვარისა იქნება, თამაში მთავრდება !
თავიდან, გარეშე მტრები რომ პაწაწინა სამთავროს ადვილად ვერ დასხმოდნენ თავს, ავირჩიე ნაცადი გეოპოლიტიკური ტაქტიკა , ანუ მივიღე კათოლიკობა და ერის გავაკათოლიკე, ამით კი მომეცა საშუალება მძლავრი სამხედრო-რელიგიური ორდენების დაქირავებისა, რომლებიც არა ფულით, არამედ მმართველის მორწმუნეობის დონიის ქულებით ქირავდება. ამიტომ რომის პაპთან მუდამ კარგი ურთიერტობა უნდა გქონდეს, ასევე კეთილი საქმეები აკეთო და ეკლესიის მოსაწონი გმირობები ჩაიდინო. მოკლედ, კათოლიკობა მძლავრი იარაღია.
თუ მართლმადოდებელი ხარ, უბრალო მოქირავნე ჯარს, როქის სპას ქრიაობ და შუა ომის როს თუ ფული შემოგაკლდა, ან საერთოდ გატრიალდებიან საიდანაც მოვიდნენ, ან კიდევ უარესი, შემოგტიალდებიან და შეიძლება შენი ქვეყანაც დაიპყრონ და სამეფო გაგინადგურონ.
კიდევ, მეორე ნაბიჯი სტაბილურობის განსამტკიცებლად იყო ის, რომ ვიღაც ძლიერი მეფის ვასალი უნდა გავმხადრიყავი, ,,ფორმალურად,, ! მეფე მეფის ვასალი ვერ ხდება, მაგრალ თუ მთავარი ხარ ან გრაფი, მაშინ შეგიძლია შენზე მაღლა მდგომი ფეოდალური სენიორის ვასალი გახდე. ვსალობა ავტომატურ მოკავშირეობას არ ნიშნავს და ქვეყანაში თუ მეფის ხელისუფლება სათანადო სმაღლეზე არ დგას, ერთი მეფის ვსალეი ერთმანეთს თავს ესხმიან კიდეც, რაც ქვეყანას ასუსტებს გარეშე მტრის წინაშე. ამიტომ ყოველი მეფე უნდა ეცადოს მიაღწიოს აბსოლიტურ ძალაუფლებას ! თუმცა აბსოლიტური ძალაუფლების დროსაც ხშირია სამოქალაქო ომები ,,ტირანი,, მეფის წინააღმდეგ, რომელიც თურმე ნებას არ აძლევს ვაასალებს ქვეყანა გააჩანაგონ.
სხვათაშორის საქართველოს სამეფოს დაცემაც ვასალებს შორის ატეხილმა ომმა განაპირობა. იმის მაგივრად რომ ვასელბი მეფეს მიშველებოდნენ ჯარებით, გაგანია თურქობის დროს ქართლის და აფხაზეთის მტავრებმა ერთმანეთს დასხცეს
!
მოკლედ ბიზანტიას არ შევფიცე ვასალობა, რადგან ძნელია მერე ბიზანტიიდან თავის დაღწევა და დამოუკიდებლობის მოპოვება. არც ძალიან შორეული მეფე ვარგა, რომ გაჭირვების დროს ვერ მოგისწროს ჯარებით დასახმარებლად და მოკლედ ავირჩიე უნგრეთი - ესაზრვრება შავ ზღვას, ბიზანტიას აბალანსებს და თუ მოკავშირედ გავიხდიდი უნგრეთის მეფეს, დახმარებაც მომისწრებდა.... თან კიდევ, რაც მთავარია , როცა მოვძლიერდებოდი და გარშემო ქართულ მიწებს შემოვიკრებდი, უნგრეთთან გამკლავება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ისეთ გიგანტთან, როგორიცაა ბიზანტია ან წმინდა რომის იმპერია, ან სელჩუკთა იმპერია.
ასე ნელ-ნელა ავაღორძინე საქართველო, დამრჩა მხოლოდ ქართლისა და დარუბანდის პროვინციები, რომლებიც ისევ ბიზანტიას უპყრია, თუმცა ეს მიწები შედის სომხეთის ვასალური სამთავროს შემადგენლობაში და თუკი სომეხ მთავარსა და დიდ სხვა ვასალებს ავუჯანყებ ბიზანტიის იმპერატორს, რითაც სამოქალაქო ომი ატყდება, მერე მარტო სომხეთს ადვილად გავუმკლავდები
... ზოგჯერ ინტრიგანიც უნდა იყო, როცა შენს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება და კუნთების თამაში ყოველთვის არ ვარგა
Uploaded with
ImageShack.us * * *
Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by tadzreuli on 24 Feb 2012, 03:13