forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (73) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კინო დღიური Vol. 52, კაი, კაი ფილმების მოლოდინში
 
სად უყურებთ უმეტესად ფილმებს ?
user posted image [ 164 ]  [66.40%]
user posted image + user posted image [ 62 ]  [25.10%]
user posted image [ 6 ]  [2.43%]
user posted image [ 15 ]  [6.07%]
Total Votes: 247
Guests cannot vote 
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2921
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 20:14  #51006300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კინოს ისტორია

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს.
კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

user posted image
კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში” და პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა ზუსტად ამ კაფეში გაიმართა.
ლუმიერებს მართლაც რომ გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს.მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი ტრაკი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება.
ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.
ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, კ.ბენზემამ თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე.
კინოხელოვნება თავდაპირველად უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას უწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმვალობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო.
მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. კინოს დაბადების (1895 წ) შემდეგ დიდმა დრომ გავლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, დ. გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში.
1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერტობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს.
საინტერესოა, რომ აპარატი, როომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი.ლოსტმა გამოიყენა, თუმცა ვერ ხდებოდა მისი გამოყენება, რადგან ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. ამიტომ, ხმამ ცოტა დააგვიანდა და ,,დიდი მუნჯი” 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას.


კინო გიგანტები:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


კინო საიტები:
ონლაინში ყურება:
http://www.imovies.ge/index.php
http://myhit.ge/
http://kinohit.ge/
http://www.allmovies.ge/ge/#index
http://nowfilms.ru/
http://filmix.net/
http://kinogo.net/
http://www.kino-live.org/
http://megogo.net/ru
http://kinobanda.net/

კინო საიტები:
ტორენტები:
http://rutracker.org/forum/tracker.php
http://kinozal.tv/
http://bluebird-hd.org/
http://tracker.hdclub.com.ua/
http://tracker.0day.kiev.ua/browse.php
http://uniongang.tv/browse.php
http://x-torrents.org/torrents.html
http://freerutor.com/lastnews/
http://hqclub.net/
http://cinemania.cc/browse.php

ინფორმაცია ფილმების შესახებ:
http://www.imdb.com/
http://www.rottentomatoes.com/
http://www.kinopoisk.ru/

წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

user posted image

This post has been edited by donlego on 21 Jul 2017, 20:20
გაგუშა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12346
წევრი No.: 155512
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 20:46  #51006456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას

კაგრი ფილმები არ მოგვკლებოდეს

user posted image

ძვალში და რბილში რო გაატანს ისეთი ფილმია
ეხლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ
სამწუხაროდ ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში ხდება facepalm.gif


--------------------
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"
Vikus
I won't


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3257
წევრი No.: 187653
რეგისტრ.: 17-June 14

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 20:53  #51006489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ახალ თემას love.gif
ისე მივეჩვიე, თითქმის ყველა ფილმს რასაც ვნახულობ, აქ ვპოსტავ :დ

მალე დიუნქირქის პოსტერი დამეგდოს up.gif


--------------------
იუგოსლავიის აღდგენა

Pathetic tough guy
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14961
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 21:39  #51006730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოთხშაბათს დანკირკს დავლაშქრავ კავეაში sa.gif


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
SR-71
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3617
წევრი No.: 209935
რეგისტრ.: 8-November 15

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 23:09  #51007269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეროვნულობის დაბრალებისათვის 9/10
ქვეყნის რომ ეწეროს მაშინ იმ დროის გათვალისწინებით 10/10

მიმაგრებული სურათი
MOV_9b8d593b_b.jpg
hellboy13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1098
წევრი No.: 143835
რეგისტრ.: 2-March 12

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 23:29  #51007412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას

QUOTE
კაგრი ფილმები არ მოგვკლებოდეს

love.gif
თოვლი_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4384
წევრი No.: 210964
რეგისტრ.: 3-December 15

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 23:33  #51007442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
http://www.imdb.com/title/tt1262981/?ref_=nv_sr_2

4.5/10

This post has been edited by თოვლი_ on 21 Jul 2017, 23:38

მიმაგრებული სურათი
2017_07_21_233051.png
გაგუშა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12346
წევრი No.: 155512
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 23:45  #51007513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Harrison Stafford

რატო მაქვს ეჭვი რო ჰაქსოს გმირობას ვერ გცდება ეგ ფილმი?
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17378
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 23:58  #51007603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გენიალური ფილმია. ^^
user posted image

ეს იყო რაღაც. გინდა პერსონაჟების განვითარება, გინდა კადრები და ოპერატორის ღვაწლი, გინდა მსახიობების თამაში, გინდა სცენარი და სიუჟეტი ზოგადად.

რეკომენდაციას ვუწევ yes.gif

ამ სტილში ვეძებ ფილმებს და ჯერ ვერ ვპოულობ user.gif


--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.

People don't understand People like me

Leo Moon

Stay a child while you can be a child

ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14961
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 00:15  #51007680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგუშა
არამგონია, მაგრამ მაინც ვნახოთ . ვიმედოვნებ კარგი გამოვა
ნოლანს ეგეთი შეცდომა მოუვიდეს იავიცი user.gif
გიფსონმა ეტყობა არასწორად გაყნოსა და რეალური ისტორიიდან შეძლო აფსურდის გადაღება drug.gif


ნოლანიც თუ ეგრე ჩა&*ვდა, დახურონ ჰოლივუდი და სალობიედ გადაკეთდნენ biggrin.gif

This post has been edited by Harrison Stafford on 22 Jul 2017, 00:16
გაგუშა
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12346
წევრი No.: 155512
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 00:37  #51007789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Harrison Stafford

ზოგჯერ მოლოდინი ვერ აჭარბებს ისეთ მოლოდინს ჩვენ რო გვინდა ხოლმე

მეც დიდი ინტერესით ველოდები მაგრამ რატომღაც მგონია რო იმედები უნდა გამიცრუვდეს

არ ვიცი შეიძლება ვცდები შეიძლება არა smile.gif

ვნახოთ რა გამოვა



donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2921
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 01:37  #51008088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Harrison Stafford @ 21 Jul 2017, 21:39 )
ოთხშაბათს დანკირკს დავლაშქრავ კავეაში sa.gif

მეც yes.gif popcorn.gif popcorn.gif up.gif
lamasia88
"THE BEST OR NOTHING" © Gottlieb Daimler


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5957
წევრი No.: 196245
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 04:24  #51008422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.imdb.com/title/tt1972591/

ეტყობა გაი ))

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
MV5BMjM3ODY3Njc5Ml5BMl5BanBnXkFtZTgwMjQ5NjM5MTI_._V1_SY1000_CR0_0_674_1000_AL_.jpg


--------------------
არაფერს ელოდე არაფრისგან.
© უილიამ შექსპირი

HTC-エド
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2647
წევრი No.: 193148
რეგისტრ.: 28-October 14

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 07:10  #51008488      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

http://www.imdb.com/title/tt0086200/?ref_=nv_sr_1
მაგარი იყო up.gif biggrin.gif

7.5/10





გაგუშა
QUOTE
რატო მაქვს ეჭვი რო ჰაქსოს გმირობას ვერ გცდება ეგ ფილმი?

ჯერ არ მინახავს და უკვე მირჩევნია biggrin.gif , რა ჰაქსოუს გმირი, Apocalypse Now და Saving Private Ryan-ს აჯობებსთქო ეგ მგონია და ჰაქსოუს გმირს თუ ვერ აჯობა, მაგრად გამიტყდება, მაგრამ მეეჭვება რაც ნოლანმა გადაიღო, საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ საუკეთესოთ მიიჩნევა თავის ჟანრში:
ბეტმენი გადაიღო, საუკეთესო გამოვიდა
Mind Twisting გადაიღო, საუკეთესო
გალაქტიკაზე გადაიღო, ერთ-ერთი საუკეთესო
დეტექტივიც ერთ-ერთი საუკეთესო
ხოდა ამათ შემდეგ როგორ გგონია რომ ჰაქსოუს გმირ-ზე უკეთესს ვერ გადაიღებს ? თუ მაგ ჟანრში იქნა საერთოდ biggrin.gif

This post has been edited by HTC-<3 on 22 Jul 2017, 08:50


--------------------
ეს ვიდეო კადრებად დაშლილი შუმერებმა ამოტვიფრეს ქვებზე და ჩქარა რო ჩაირბენდი ვიდეოს უყურებდი
© Internet_Contraband

......................................................
https://youtu.be/zOsjwc860To
MasterJC
♐+♑


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20930
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 09:37  #51008673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE (Unico @ 21 Jul 2017, 23:58 )
გენიალური ფილმია. ^^
user posted image

ეს იყო რაღაც. გინდა პერსონაჟების განვითარება, გინდა კადრები და ოპერატორის ღვაწლი, გინდა მსახიობების თამაში, გინდა სცენარი და სიუჟეტი ზოგადად.

რეკომენდაციას ვუწევ yes.gif

ამ სტილში ვეძებ ფილმებს და ჯერ ვერ ვპოულობ user.gif

ეს ფილმი ვერა და ვერ ვნახე..

სამაგიეროდ ვნახე თეატრალური დადგმა თავისუფალ თეატრში
აუცილებლად წადი და ნახე
საოცრება იყო
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Desert
Topic Options Pages: (73) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.4737 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]