Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > კვების პრობლემა,ასუსის თუ ელექტროენერგიის ?!


Posted by: Cisfertvaleba-Miki 20 Jul 2017, 16:33
მოკლედ 1 კვირის წინ დაეწყო პრობლემა კომპიუტერს , გარკვეულ თამაშებზე რომლებზეც კომპიუტერი დიდ დატვირთვაზეა ქვრება და მერე მიწერს Asus anti-surge was triggered to protect system from unstable power supply , შემდეგ ვარესტარტებ ჩვეულებრივად და აღარ ითიშება მის მერე ან თუ გაითიშა იგივეს ვაკეთებ და მთელი დღე უპრობლემოდ მუშაობს , 1ხელ საერთოდ არც მქონდა ჩართული არაფერი და ისე გაითიშა , საინტერესო ისაა რომ ბოლო 3 დღე დავტესტე ყველაფერზე და აღარ ემართება თუმცა მგონია ისევ დაბრუნდება პრობლემა ხოდა რისი ბრალი შეიძლება იყოს ? კვების ბრალი თუ არის ახლა როგორ მუშაობს 3 დღე ან მაშინ როგორ მუშაობდა 1 შემთხვევის მერე , ელექტროენეერგის ბრალი თუ არის იგივე არგუმენტებია , ასუსის დაცვა რომ ურევს ხშირად ეგ მეც გამიგია მაგრამ ახლა სად გაქრა , არის შანსი დაბრუნდეს და რისი ბრალი შეიძლება იყოს იქნებ მითხრათ , მადლობა წინასწარ sad.gif

Posted by: ten10 20 Jul 2017, 20:25
Cisfertvaleba-Miki
QUOTE
კვების ბრალი თუ არის ახლა როგორ მუშაობს 3 დღე

კების ბრალი შეიძლება იყოს როდესაც აქვს პერიოდული ძაბვის ვარდნა, anti-surge-ს Fუნქცია სწორედ ეს არის დაიცვას სისტემა რომელიმე ძაბვის ვარდნისას.
QUOTE
ასუსის დაცვა რომ ურევს ხშირად ეგ მეც გამიგია მაგრამ ახლა სად გაქრა

პასუხი თვითონ გაეცი smile.gif ზოგი anti-surge-ს ბიოსიდან თიშავს მაგრამ პრობლემა რჩება, ითიშება კომპი...
QUOTE
რისი ბრალი შეიძლება იყოს იქნებ მითხრათ

►ხომ არ გაქვს კომპიუტერი ძაბის ფილტრზე ან სტაბილიზატორზე მიერთებული... ხშირად მათგანაა პრობლემა.
►ნახე ძაბვები Aida 64-თ, დაუტვირთავზე და (მერე დატვირთულზე Stress CPU + Stress GPU მონიშნე...). გააკეთე სქრინები და ვნახოთ.
უკეთესია თუ ტესტერით გაზომავ ძაბვებს მოლექსის ფეხებზე, დაუტვირთავზე და მერე დატვირთულზე.
►კარგი იქნებოდა გვცოდნოდა რა სიტემაა, რა კვებაა.
QUOTE
საინტერესო ისაა რომ ბოლო 3 დღე დავტესტე ყველაფერზე და აღარ ემართება

კი, ასეც ხდება და მერე პრობლემა ისევ იჩენს თავს...
მე მაინც კვება მგონია მიზეზი.

Posted by: Cisfertvaleba-Miki 21 Jul 2017, 13:55
QUOTE (ten10 @ 20 Jul 2017, 20:25 )

►ხომ არ გაქვს კომპიუტერი ძაბის ფილტრზე ან სტაბილიზატორზე მიერთებული... ხშირად მათგანაა პრობლემა.
►ნახე ძაბვები Aida 64-თ, დაუტვირთავზე და (მერე დატვირთულზე Stress CPU + Stress GPU მონიშნე...). გააკეთე სქრინები და ვნახოთ.
უკეთესია თუ ტესტერით გაზომავ ძაბვებს მოლექსის ფეხებზე, დაუტვირთავზე და მერე დატვირთულზე.
►კარგი იქნებოდა გვცოდნოდა რა სიტემაა, რა კვებაა.

არ მაქვს არაფერზე მარტო upsზე მაქვს

gtx 1060 , i7 3770, FSPs 650w



დატვირთულზეც და დაუტვირთავზეც იგივეა დაახლოებით

Posted by: stinky 21 Jul 2017, 18:16
შუქი რო წავიდა ეგრე მიქნა ორჯერ ასუსის დედაპლატაზე. ჩართვის მერე დაეწერა ეგ. დედაპლატის ბრალი არაა. ეგ არი კვება ან ძაბვა არ არი სტაბილური.

ისე შეიძლება უპს ბრალიც იყოს.

უპს გარეშე ამუშავე ითამაშე ან რამე მიარენდერე ნახე რას იზამს

Posted by: Cisfertvaleba-Miki 21 Jul 2017, 22:51
QUOTE (stinky @ 21 Jul 2017, 18:16 )
შუქი რო წავიდა ეგრე მიქნა ორჯერ ასუსის დედაპლატაზე. ჩართვის მერე დაეწერა ეგ. დედაპლატის ბრალი არაა. ეგ არი კვება ან ძაბვა არ არი სტაბილური.

ისე შეიძლება უპს ბრალიც იყოს.

უპს გარეშე ამუშავე ითამაშე ან რამე მიარენდერე ნახე რას იზამს

ძაბვა როცა ძალიან ეცემა უპს ირთვებასავით თავისით ანუ თუ საკმარისზე დაბლა ჩამოდის და არამგონია ეგ იყოს პრობლემა .. კვება გამოდის

უპს ნახევარი წლის წინ ჩავუყენე საერთოდ ახალი ელემენტი არამგონია მაგის ბრალი იყოს , მაგრამ ვცდი მაგის გარეშეც

ახალი კვება ვიყიდე seasonic-ის და ამაზეც თუ იგივე ჭირდა ესეიგი მართლა დენის ბრალია ან უპს-სი (ნაკლებად სავარაუდოა)

Posted by: stinky 21 Jul 2017, 23:27
Cisfertvaleba-Miki

გააჩნია უპს რა სიმძლავრისაა, სისტემა როცა დატვირთულია და კვებამ მოთხოვა იმდენი სიმძლავრე რაც უპსმა ვერ მიაწოდა

Posted by: Cisfertvaleba-Miki 22 Jul 2017, 01:19
QUOTE (stinky @ 21 Jul 2017, 23:27 )
Cisfertvaleba-Miki

გააჩნია უპს რა სიმძლავრისაა, სისტემა როცა დატვირთულია და კვებამ მოთხოვა იმდენი სიმძლავრე რაც უპსმა ვერ მიაწოდა

ამ უპსზე ეს კომპი მქონია ჩართული 30 წუთი და თუ არ ყოფნის წესით ვერ უნდა გაეძლო მაგდენი მითუმეტეს უბრალოდ უპსს ხარჯზე და ცოტა ისედაც დენია წესით უფრო არ უნდა იყოს პრობლემა , ვნახოთ ახალ კვებაზე რას იზავს ბარემ

Posted by: ten10 22 Jul 2017, 13:52
Cisfertvaleba-Miki
უპს-ი ორი სახისაა... არ ვიცი შენი როგორია...
► off-line სადაც კომპი მუშაობს ქსელზე და ძაბვის გათიშვისას გადადის ინვერტორზე. ანუ აკუმულატორის ძაბვა გარდაიქმნება 220 ვოლტად.
აქ მხოლოდ რელეს ცუდი (მომწვარი) კონტაქტი შეიძლება გახდეს პრობლემა, წყვეტები გამოიწვიოს...
► online ორმაგი გარდაქმნით, სადაც ძაბვა 220V ჯერ გარდაიქმნება მუდმივ დენში და შემდეგ ხდება მისი ეტალონურ/სინუსოიდალურ 220-ში გარდაქმნა.
მეორე უკთესია, თუმცა როცა აურევს (მოკლე წყვეტები გაუჩნდება) სერიოზული პრობლემაა სისტემისთვის.

მიზეზის დასადგენათ ყველაზე კარგი ვარიანტია, გარანტირებულათ ჯანსაღი კვებით გატესტვა, უპს-ის გარეშე!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)