გამარჯობა, მოკლედ აქ ადრეც დავდე თემა და იმის მერე უშედეგოდ ვცდილობ რაიმე შედეგამდე მისვლას.
ანუ რა ამბავია.
მაქვს სახლი ბადიაურში და ვერ ვიჭერ ინტერნეტს.
ვერც მაგთის და ვერც ჯეოსელს, ვერ ვიჭერ ქვია იმიტო რო 5-10 კილობაიტით რო მოდის ამას დაჭერას არ ვეძახი
)
მეუბნებიან რომ არაა ჩვენი დაფარვის ზონაო, არადა გარშემო ყველა სოფელშია თითქმის.
რა ჯანდაბა შემიძლია გავაკეთო, ან სილქნეტს მოვთხოვო ან მაგთის რომ დაფარვის ზონაში შეიყვანონ აღნიშნული ტერიტორია.
პრობლემა ისაა, რომ გარშემო მოხუცებულები ცხოვრობენ და სულ შაშა კოლაზე კიდიათ ინტერნეტი ექნებათ თუ არა.
მე კიდე ონლაინ მიწევს მუშაობა და ძააან პრიორიტეტულია ჩემთვის...
იქნებ ვინმე იყოთ გამოცდილი მსგავს სიტუაციებში და მირჩიოთ როგორ მოვიქცე... დავიტანჯე.. 21-ე საუკუნეში რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არაა თბილისიდან 70 კილომეტრში მინიმუმ ძალიან მაგრად ტეხავს და მაქსიმუმ ყ ასოზე იწყება
))
ყველანი სიცოცხლეს ებღაუჭებიან და ეშინიათ, აღიარონ ყველაზე უარესი, ის, რომ მათი სიკვდილი ახლოვდება და რომ პირში იარაღის ლულით ცხოვრობენ.