ჩემი ობიექტურთან ახლოს მდგარი აზრით, ხელოვნების ნებისმიერი დარგი, დროში რეგრესს განიცდის
ყველა საუკეთესო წიგნი უკვე დაწერილია, ყველა საუკეთესო ფილმი გადაღებული, ყველა საუკეთესო ნახატი დახატული და ა.შ.
ერთადერთი გამონაკლისია სტენდაპი, რომელიც დროში პროგრესირებს
2000 ანების სტენდაპი უფრო ხარისხიანია ვიდრე 80 იანების, 80 იანების უფრო ხარისხიანი ვიდრე 60 იანების
ეს გამოწვეულია იმით რომ ეს ჟანრი არაა მოქცეული კლიშეებში და არ ითვალისწინებს წინა გამოცდილებას
ყველა სტენდაპერი არის უნიკალური და მხოლოდ საკუთარ დაკვირვებებს და სამყაროს პირად, ინდივიდუალურ აღქმას გადმოგვცემს
მე 20 საუკუნის 50 იანი წლებიდან მოყოლებული, უამრავი სტეენდაპერია რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ და კომედიის ჟანრის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით
აგრეთვე არსებობენ უამრავი თანამედროვე სტენდაპერები, რომელთა სფეშლის ნახვა გაცილებით მეტ სიამოვნებას და და სასარგებლოს აძლევს ადამიანს, ვიდრე რაიმე თანამედროვე რიგითი კომედიური ფილმის ნახვა
მგონი ვიმსახურებთ სტენდაპის მოყვარულები ცალკე ქვეგანყოფილებას ფორუმზე