Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პარამეცნიერებები > მზე-მთვარე


Posted by: Tata_Sonne 11 Jan 2011, 01:16
მოკლედ, გადავწყვიტე გამეხსნა თემა მზის და მთვარის ნიშნების კომბინაციაზე, უფრო ვიწრო მიმართულებით რომ შევძლოთ "მუშაობა".

მართალია, არის თემა პირად ჰოროსკოპებზე, მაგრამ ძალიან ზოგადი და ყოვლისმომცველია. ხალხი შემოდის, დებს რუქას და თვითონაც არ იცის რა უნდა biggrin.gif

შესასრულებელი სამუშაო, ძირითადად, 1-2 ადამიანს აწვება და სხვები "ბოროტად" სარგებლობენ.

ეს თემა არ იქნება ასეთი smile.gif

მონაწილეობას მივიღებთ ყველა!!! არ მოგერიდოთ ცოდნის ნაკლებობის.

გავარჩევთ ყველა კომბინაციას, იქნება ეს თანმიმდევრობით თუ უფრო აქტუალური კომბინაციებით.

ვთარგმნით (2 უცხო ენა თითქმის ყველამ ვიცით და პრობლემა არ უნდა იყოს)

დავწერთ ჩვენს გამოცდილებას, დაკვირვებებს, დავეხმარებით ერთმანეთს და ცოდნას გავუზიარებთ smile.gif

იმედია, მხოლოდ გადმოთარგმნილი ინფორმაციის დადებით არ შემოვიფარგლებით...

აქვე განვიხილოთ სახლებიც და მზის/მთვარის ასპექტებიც.

ძალიან მინდა, წარმატებული თემა გამოვიდეს smile.gif

არ მოგერიდოთ კითხვების, მაგრამ მიღებასთან ერთად, გაცემაც ისწავლეთ smile.gif

მზე (იგივე ზოდიაქო) არის ადამიანის ხასიათი, ინდივიდუალიზმი, "ეგო". ( http://forum.ge/?f=8&showtopic=34094031)))

მთვარე ეს არის ადამიანის შინაგანი სამყარო, ემოციები, სურვილები, რომლის გარეგანი გამოხატულება არის მზის ნიშანი. ( http://forum.ge/?f=8&showtopic=34094044 )

მზისა და მთვარის კომბინაციების განხილვა, უფრო კონკრეტულ სურათს გვაძლევს, ვიდრე ცალკე ზოდიაქოს (მზის) მიხედვით მსჯელობა. თუმცა, ესეც მხოლოდ მცირე ნაწილია და პირადი რუქის და სრულყოფილი დახასიათებისგან შორს დგას.


Warning:

ლინკები,საიდანაც თარგმნას შეძლებთ :

http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html
http://astrorok.ru/luna/moon_sun.php

ასევე გუგლიც

თემაში ნებისმიერ უცხო ენაზე დადებული ინფორმაცია  წაიშლება



თემის სარჩევი

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23430722
ვ ე რ ძ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23409406

კ უ რ ო :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23426828
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427353
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427730
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428068
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429128
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429761
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23435230
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23437329
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23440598


ტ ყ უ პ ე ბ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428236
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428681
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429414
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23432182
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23410712
მზე ტყუპეშბი, მთვარე ქალწულში X
მზე ტყუპებში, მთვარე სასწორში X
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23413622

კ ი რ ჩ ხ ი ბ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24074926
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24187064
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28818638

ლ ო მ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28898986
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23404199
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23408892
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=27990609
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23408411

ქ ა ლ წ უ ლ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28941775
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23442148
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28953552

ს ა ს წ ო რ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23415828
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23430528
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28953552

მ ო რ ი ე ლ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23995153
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23422690
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23647558
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28789138
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28804562
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23441518
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28838836
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23421273

მ შ ვ ი ლ დ ო ს ა ნ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23439055
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23455039
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23455464
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23500798
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23487333
მზე მშვილდოსანში, მთვარე ქალწულში X
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=27988856
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23441518
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=26884557
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=32615881
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427778
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23601829
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=26738394
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23522373

თ ხ ი ს რ ქ ა :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=25394250
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=27917861
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23422547
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=27917861
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28781514
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28953114
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28968437
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28968437
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23523588
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=28788341

მ ე რ წ ყ უ ლ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428743
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23438802
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23443021
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23995153
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24074926
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24184419

თ ე ვ ზ ე ბ ი :
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24065700
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24188453
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23415327
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23463629
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23851970
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23543757
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428234
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23462664

Posted by: Qwerty-1 11 Jan 2011, 01:50
მზე - ლომი
მთვარე - სასწორი
ასე მაქვს და ემოციების პონტშიო , როგორც გავიგე
და ტყუილები რო არ მევასება სასწორი მთვარის გავლენააო ეგეც გავიგე და რამდენად მართალია, ასტროლოგო დეიდა-ბიძიებო ?

Posted by: Leo woman 11 Jan 2011, 02:50
მზე -ლომი
მთვარე -მორიელი

ძალიან რთული კომბინაცია.ლომი თავისკენ იქაჩება მორიელი კიდე თAვისას ცდილობს.ლომს სურს იყოს გახსნილი,მხიარული,კომუნიკაბელური და ამ თვისებებს ბლოკავს ბნელი და ჩAკეტილი მორიელი.სრული ქაოსია მოკლედsad.gifპირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მუდმივი კონფლიქტია შინაგანის და გარეგანის.


თუ ვინმეს აქვს იგივე ცომბინაცია დაწერეთ აბა თქვენ როგორ გრძნობთ ამა ყველაფერს

Posted by: Miss_Manette 11 Jan 2011, 12:56
Qwerty-1
http://forum.ge/?showtopic=34117618&view=findpost&p=19767731

შენი პოსტი წაშლილია


თარგმანზე ბოდიში, ზუსტ თარგმანს არ ვაკეთებ და ორიგინალს შეიძლება არ დაემთხვეს.
ზოგადი მიმოხილვის შემდეგ იქნება მზე-მთვარის კომბინაცია .
მზე ვერძი; მთვარე- /ყველა/

http://pix.ge/

Posted by: Tata_Sonne 11 Jan 2011, 13:18
Leo woman
ჩემს უახლოეს ადამიანს აქვს შენნაირი კომბინაცია...
რა შემიძლია აღვნიშნო: გამძაფრებული ცხოველური საწყისები, ძალიან დიდი სექსუალური ენერგია და მიწიერი სიამოვნებების "მონობა". (კარგი გაგებით). დამანგრეველი სიყვარულის უნარი - სიყვარულს აღიქვამს ტანჯვად. ადამიანის სრული დაუფლების სურვილი, მოლეკულებამდე შესწავლა და შთანთქმა. სამართლიანობის მტკივნეული აღქმა. ეჭვიანობა, მესაკუთრეობა. ერთგულება smile.gif საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გასცემს, მაგრამ იმავეს ითხოვს.
გაორმაგებული ენერგიით სვლა მიზნისკენ. თითქოს ბევს ლაპარაკობს, ყველაფერს "ყაჭავს", სინამდვილეში, ზუსტად აკონტროლებს როდის, რა და სად თქვას. ერთი შეხედვით, სულ ის აქტიურობს და ყურადღების ცენტრშია, სინამდვილეში შენ გიწვევს სალაპარაკოდ და ყველაფერი მის მეხსიერებაში ილექება, გადამუშავდება და უტყუარი დასკვნა გამოდის.



OFFTOPIC:
Miss_Manette
QUOTE
ინფორმაციული პოსტიც მოგვაწოდე

გავხსენი თუ არა თემა, შუქი წავიდა და რომ მოვიდა ნეტი არ იყო. აქტიურად ჩავერთვები საქმეში, ისე არ გავხსნიდი თემას...



Posted by: Qwerty-1 11 Jan 2011, 13:42


ეხლა ვთარგმნი და მადლობა არ დაგავიწყდეთ yes.gif
მზე ლომი - მთვარე სასწორი


კომბინაცია შენი მზისა და მთვარისა შედეგში იძლერვა : ძალიან დამოუკიდებელ, იდეალისტ და რომანტიკოს პერსონას. შენ ხარ გულთბილი ადამიანი, ხშირად სენტიმენტალურად უდგები ცხოვრებას. შენ ხარ პატიოსანი ადამიანი და გაქვს გრძნობა ერთიანობის, პატიოსნების. პირობითად და ტრადიციულად, შენ ხარ ტოლერანტული და ლოგიკურად უდგები ცხოვრებას, ჯანსაღ პატივისცემას გამოხატავ საზოგადო გადაწყვეტილებებისადმი. შენ პატიოსანი და გულღია ადამიანი ხარ, მაგრამ არის კიდევ ბევრი რამ , როდესაც შენ ვერ ამჟღავნებ საკუთარ თავს პირველ შეხვედრაზე, შენ ხარ მოუხელთებელი და ძნელია შენი ჩარჩოში ჩასმა ( ანუ ვერ მიგაჯაჭვებენ რამეზეო) (ისე პირველ პირში ხო არ მელაპარაკა, უფრო გამისოწრდებოდა mo.gif , ვაგრძელებ) . შენ უმეტესად იცი რა უნდა ხალხს შენგან , მაგრამ შენ უნდა იცოდე , რომ მეთოდში უნდა ჩადო სიკეთე შენს საქციელში , ამით შეგიძლია გახდე სანდო პერსონა(მგონი ეს ეწერა) . ხალხმა პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებას, რამეთუ ეს არ არის შენს მიერ პირველი მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასე კარგადაა მოფიქრებული . შენ არ შეგიძლია , რომელიმე ექსტემალურ სპორტს გამოეკიდო , გაგიჟდე მასზე . გარდა საღად აზროვნების უნარისა, შენ შეიძლება იყო დაჯილდოებული კრეატიულობით და წარმოსახვითი უნარით ( Imagination) (იფიფ chups.gif რა მოაჯდა ) . ხელოვნებისა და დრამისაკენ ხარ მიდრეკილი. არის ბევრი , რაც უწყობს ხელს შენს არტისტულობასა და დრამატულობას. შენ შეგიძლია უმეტესად იცხოვრო დამოუკიდებლად და შენი ღრმა ემოციურობა, შეიძლება ზოგჯერ წარუმატებელი იყოს ურთიერთობაში. ამ კომპლექსმა ემოციურობისა შენ არ უნდა გაგხადოს მარტოხელა და გულგრილი. შენ ხარ გაუმაძღარი მეთვალყურე ადამიანური ბუნებისა, მაგრამ არავის გამოადგება, თუ შენ ამ თვისებაში შეტოპავ.

ეხლა ფფლ , მისმინეთ
გარანტიაც რა თქმა უნდა ვერ მოგცემთ რო ყველაფერი სწორადაა, ზოგან აზრიცაა შეცვლილ/შეშლილი , მაგრამ საერთო ჯამში ეს წერია.
ნუ გამკიცხავთ .
bis.gif chups.gif


Posted by: radiohead_lover 11 Jan 2011, 14:01
QUOTE
მზე-მთვარე, კომბინაცია


Selfish_kid მოდი givi.gif

ყველაზე მაგარი კომბინაცია შენ გაქვს biggrin.gif


ჩემსას რაც შეეხება...


მზე სასწორი მთვარე -ტყუპები

ლაპარაკის მოყვარული, ლოგიკურად და სწორხაზოვნად მოაზროვნე, ობიექტური, სოციალური bis.gif


ხო კიდევ... ძალიან ჰაეროვანი და მაგნიტური პიროვნება, რომელსაც შეუძლია მართოს აუდიტორია. ექსპრესიული, მოლაპარაკე, (ინგა გრიგოლია ვყოფილვარ)


კარგადაა შერწყმული სასწორის ემოციური ბალანსი, თავაზიანობა, კეთილგანწყობა ტყუპების ინტელექტუალურ მოქნილ აზროვნებასთან. ფართო ინტელექტუალური ინტერესები და თვითგამოხატვის უნარი წარმატების მომტანია. გონება ღრმად ჩაძიების გარეშე ახერხებს სწრაფად აზროვნებას. შესაძლებელია განუწყვეტლივ გონებრივი შრომა, მაგრამ შეუძლებელია მუშაობა წნეხის ქვეშ.

მოუსვენარი და ნერვიული, მუდამ უნდა იყოს დაკავებული. თქვენ ნამდვიალდ მიეკუთვნებით ინტელექტუალთა ჯგუფს. გაქვთ ბალანსის შენარჩუნების და წონასწორობის უნარი სასიამოვნო და ჰარმონიულ გარემოში



ესეც ასე

Posted by: Tata_Sonne 11 Jan 2011, 14:09
მზე-ვერძი, მთვარე-ვერძი

გაორმაგებულ კი არა, გაათმაგებულ ენერგიას ფლობს biggrin.gif ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან ფეთქებადია, არ გააჩნია მოთმინების უნარი, ტოლერანტულობის განცდა, თუმცა უაღრესად სუბიექტურ შეხედულებებზე დაფუძნებული სამართლიანობის გრძნობითაა აღსავსე. გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ აკლია ისეთი საკვანძო თვისებები, როგორიცაა: ტაქტიკა, სტრატეგიულობა, ცივი გონება (biggrin.gif), ჯანსაღ დიალოგში შესვლის უნარი (თუმცა მონოლოგზე გიჟდება), სხვა ადამიანების შეხედულებების და განცდების გათვალისწინება.
ამის მიუხედავად, მგრძნობიარეა და ძალიან დიდი სურვილი აქვს სხვებმა გაუგონ და გაიზიარონ მისი მისწრაფებები, იდეები, მაგრამ ამას ვერ მიაღწევეს იქამდე, სანამ თვითონ არ იწავლის სხვების გაგებას.
დიდ ინფორმაციას ფლობს, ტვინი განუწყვეტლივ მუშაობაშია, უყვარს კითხვა. სწავლის აკადემიური პროცესი არ უყვარს, მაგრამ ინცორმაციის შთანთქმას, დამოუკიდებლად, ცხოვრების ბოლომდე აგრძელებს.
მთელი არსით, საკუთარ ცხოვრებაში, სურვილებში, შეხედულებებში და მიზნებშია ჩაძირული. წარმატებას ყოველთვის აღწევეს, იმდენად ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ.
აწვება რეალისტობას, რის ფონზეც უსულგულო ჩანს. სწრაფად შეუძლია სხვა ადამიანის პრობლემის მოგვარება საღი აზრის კუთხიდან და ამასობაში ვერ ხედავს იმ ემოციურ განცდებს, რომლებიც ნაკლებად ტვინისმიერ, მაგრამ უფრო ემოციურ ადამიანებს აქვთ.
ამ კომბინაციის ადამიანს ურჩევენ სხვის ტყავში ჩასკუპდეს და ისე გაიარ-გამოიაროს, ასე შეძლებს იმ ადამიანების განცდების და გრძნობების გაგებას, რომლებისგანაც თავად ითხოვს გაგებას და აღიარებას.
ისწავლოს თანამშრომლობა, ტაქტი,
მზის და მთვარის ძლიერი კომბინაციაა და შეძლებს თუ არა ეგოს მიწყნარებას უფრო და უფრო მაღლა ავა ცხოვრებაში.

Posted by: vinchenz@ 11 Jan 2011, 14:25
მზე ვერძი მთვარე ვერძი

თქვენი მზის და მთვარის კომბინაცია ფეთქებად, დინამიურ, ძნელად დასამარცხებელ და მაგნეტურ ადამიანდ გაყალიბებთ.
ნებისმიერი იდეა, რომელლიც წინ წამოწია თქვენმა მზემ ურყევ მხარდაჭერას და ინტენსიურობას იძენს მთვარის მხრიდან.
დამოუკიდებლობა და საკუთარ ძალებში რწმენა იმდენად ძლიერია, რომ ეს უკანასკნელნი,თუ ცოტათი არ მოაშინაურეთ,
ხშირად ხელს გიშლით ურთიერთობებში. ძალიან ცოტა მოთმინება გაქვთ სხვებთან ურთიერთობაში, იმდენად ცოტა, რომ ხშირად არა ტოლერანტის სახელს იძენთ. საკუთარ აზრს მკვეთრად და პირდაპირ გამოხატავთ, შესამჩნევი დრამატულობის ელფერით. მეტად მტკივნეულია ფაქტი, რომ გიჭირთ სხვების გასაჭირის მოსმენა და გაგებით მოკიდება. არ ხართ ინტელექტუალები და ხშირ შემთხვევაში დროც არ გქონდათ სათანადო განათლების მისაღებად, შედეგად ინტელექტულური გაგებით პრეტენზიული ხალხი ყველაზე მოსაწყენი საზოგადოებაა თქვენთვის. იდეები არ გაინტერესებთ, მხოლოდ ქმედება და რეალიზაცია. ეს არ ნიშნავს რომ საკუთარ გონებას არ იყენებთ. ის ყოველთვის მოქმედებაშია: კითხულობთ, საუბრობთ, კამათობთ. როცა საქმე ეხება რაღაცის უმალვე გაკეთებას, თქვენი შესაძლებლობები ადვილად შესამჩნევი ხდება გარშემომყოფთათვის.
ეს მდებარეობა გვაძლევს არაჩვეულიბრივად ძლიერი ლიდერობის უნარის მაგალითს, მაგრამ ტაქტის და სხვისი აზრის გაზიარების განვითარებას თუ არ მიხედეთ, არაფერი გამოვა.

Posted by: Tata_Sonne 11 Jan 2011, 14:36
QUOTE
არ ხართ ინტელექტუალები და ხშირ შემთხვევაში დროც არ გქონდათ სათანადო განათლების მისაღებად

თუ დავკონკრეტდებით, "სამაუჩკები" არიან biggrin.gif
რომ არ აითვისონ რაც ინტერესს გამოიწვევს მათში, ვერ გაძლებენ ისე.

Posted by: vinchenz@ 11 Jan 2011, 14:49
Tata_Sonne
QUOTE
თუ დავკონკრეტდებით, "სამაუჩკები" არიან
რომ არ აითვისონ რაც ინტერესს გამოიწვევს მათში, ვერ გაძლებენ ისე.

კარგი ქენი რომ დაკონკრეტდი, თორემ სამამულო ომი მოხდება ვერძებს თუ არ ეპიტნავათ ეგ ფრაზაbiggrin.gif

მზე ვერძი მთავრე კურო
ეს კომბინაცია გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ აქტიურად და ამავე დროს იქონიოთ საკმარისი ტაქტი, რომ აქტიურობა შედეგიანი იყოს. თქვენი შარმის და მომხიბვლელობის უკან რკინის მიზანმიმართულობა იმალება. ვერძის უხეშობა და პირდაპირობა კუროს ნაზი გავლენით შერბილებულია თქვენში. სავსებით შესაძლებელია ზრდილი და ტოლერანტი პიროვნება იყოთ, რომელიც ტაქტიანობას საკმაოდ ყურადღებით აკონტროლებს. თქვენი მიზნის მიღწევის მეთოდი ერთდორულად ტკბილი და ცხარეა. თქვენში შერწყმულია მომხიბვლელი მაგნეტიზმი და დაუშრეტელი მიზანმიმართულობა. ყველა ვერძი ლიდერია ხასიათით, მაგრამ ეს კომბინაცია ვერძის ლიდერობას მყარ საზუძველს და სასიამოვნო ელფერს ჰმატებს. დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, თუმცა ამას არ აფრიალებთ საქვეყნოდ. არ გახასიათებთ შინაგანი კომპლექსებისგან ტანჯვა. დომინანტობის გარეშე უნდა ისწავლოთ მართვა და ისე, რომ სხვებსაც ასიამოვნოთ. რა სქესისაც არ უნდა იყოთ, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში დომინანტი ხართ, ცდილობთ ნებისმიერი სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს.

Posted by: folkman 11 Jan 2011, 17:41
მზე ლომში - მთვარე მერწყულში

საინტერესო კომბინაციაა, გარშემომყოფებისათვის მიმზიდველი პიროვნება ხარ. შენი კომბინაცია აერთიანებს ლომის სიცხოცხლისუნარიანობას, გულთბილობას, ხელაგშლილობას, დიდსულოვნებას და სიამაყეს, მერწყულის ორიგინალურობას, გამჭრიახობასა და მეგობრულობასთან.
რასაც წამოიწყებ ყველაფერში იღებ საყოველთაო მხარდაჭერას. ხარ საზოგადოებრივი, სანდომიანი, კაცთმოყვარე. ხარ საზოგადოებრივი მოღვაწე შემოქმედებითი კუთხით. ხარ ფილოსოფიური, მიდრეკილი გონებრივი განვითარებისკენ და შემოქმედებითი. არ ხარ იმდენად მიზანდასახული რამდენადაც იდეალისტური და რომანტიკული. ბევრი სფეროთი ხარ დაინტერესებული მაგრამ არა ღრმად ჩაფლული. შესაძლოა სწრაფად იხრებოდე ერთი იდეიდან მეორესკენ, და დაკმაყოფილდე მხოლოდ მისი ზედაპირული გაგებით. არ გიყვარს ჩაეფლო ერთ რომელიმე საგანში, რადგან გაქვს მრავალგვარი ინტერესები, და ინტერესი გეკარგება როდესაც ერთ რამეზე დიდ ხანს ხარ ფოკუსირებული.
რომანტიზმი და იდეალიზმი ხელს გიშლის მიზანდასახულობაში და ვალდებულების შეგრძნებაში, შენ გინდა იცოდე ცოტცოტა ყველაფრის შესახებ და ცხოვრებაში ადვილად გადიხარ ამ საჩუქრის წყალობით.

პ.ს. მაინც გული რომ არ გაგიტყდეთ ვითომ საჩუქარიაო. biggrin.gif


Posted by: Miss_Manette 11 Jan 2011, 18:05
<rap-girl>
წინა გვერდს გადახედე და I პოსტი წაიკითხე yes.gif


1. შენ როგორ ფიქრობ, რა პონტია?
2. როგორია მასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი?
3. რა დადებითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს მაგ მდებარეობას?
4. რა უარყოფითი თვისებები?



Posted by: Leo woman 11 Jan 2011, 18:08
მზე ლომი/მთვარე მორიელი კომბინაცია ძლეირი ტემპერამენტით აღსავსე პერსონას ქმნის.ამ მეტისმეტედ დინამიური და მაღალი პოტენციალის მქონე კონფიგურაციის წარმატებულად გამოყენებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო: მათ უნდა ისწავლონ ვნებისა და ტემპერამენტის მართვა. გააჩნიათ მიდრეკილება ღრმად და ემოციურად ჩეაფლონ პრობლემებში თუ დებატებში.აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული სიმპატიები და ანტიპატიები. იშვიათად რომ "ბოდვითი მაღალფარდოვნება" smile.gifშედეგიანი იყოს, ეს მხოლოდ მაშინ როცა ვერ ხერხდება "მტკიცე სახურავით" ბუნებრივი კატაკლიზმებისგან თავის დაცვა. სინამდვილეში წარმატება და ბედნიერება სწორედ რომ მსგავსი ემოციებისა და გრძნობების სრულ კონტროლშია.უნდა ეცადოთ თქვენი ენერგიის კონსტრუქციულ მართვას.
ამ კომბინაციისთვის დამახასიათებელი მაგნეტიზმი ფართო გზას ხსნის ლიდერობისკენ წინსვლაში.თუმცა აქაც ემოციური ფონი ჭარბობს მენტალურ სიღრმეს.არიან ძლიერ სანდო და პოზიტიური ბუნების მ აგრამ ამავე დროს ამაყი ნატურის მქონენი რომელნიც პირველ ადგილძე ყოველთვის საკუთარ თავს აყენებენ.შორიდან ჩანს რომ არ ენდობიან ლოგიკას და ინტუიციას მაგრამ უმეტესად ინსტიქტურად მოქმედებენ.
გააჩნიათ მაღალი მორალურობა და გარშემომყოფებს განიხილავენ მათვის მისაგები სტარდარტებისდა მიხედვით რომელთაც თავად შესაზლოა სულ არ მიყვებოდნენ. საბოლოო ჯამში ყველაფერს პირადი ინტერესის ელფერი დაჰკრავს რაც ობიექტურობის გრძნობას აკნინებს.
ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის კომბინაცია წამყვან ადგილს ქმნის,მიდრეკილია ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვებისკენ.მათი ინტერესისი სფერო ბიზნესი და აღმასრულებილი ორგანოებია, რაშიც აგრესიული ბუნება და სიმტკიცე ეხმარებათ.მოქმედებენ სწრაფად ,ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.მიზანსწრაფულნი და გამჭრიახნი არიან,ძირითადად დრამატულ პერსონებს წარმოადგენენ...მათ ვისაც მთავარი/წამყვანი როლი უკავია ნებისმიერ დრამაში.





Posted by: Miss_Manette 11 Jan 2011, 18:37
მზე-ვერძი, მთვარე-ვერძი
“ვერძი კვადრატში” http://elar.ge/

ამ მდებარეობის მქონე პიროვნება არის საკმაოდ ექსპრესიული, ადვილად გამოხატავს ემოციებს, “შიგნით” და “გარეთ” ერთნაირია. მზე ვერძი,მთვარე ვერძი არის ინდივიდუალისტი წარსულში, აწმყოსა და მომავალში biggrin.gif პიროვნება არის დინამიური, ძლიერი, მოუთმენელი, იმპულსური, სწრაფად ფეთქებადი და მაგნეტიზმით დაჯილდოებული. მას თითქოს ვერაფერი შეაჩერებს.. თუ ასეთი ადამიანი არ ისწავლის საკუთარი ენერგიის კონტროლს, შეიძლება გაუჭირდეს პირადი ურთიერთობების მოწესრიგება.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ნაკლებადაა დაინტერესებული განათლებით და არც დიდი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, რადგან ძირითადად ორიენტირებულია მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებაზე. მათთვის სწავლა და მიზანზე ორიენტირებულობა მოსაწყენ “საქმიანობად” ჩანს და შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ისინი გონების აბსტრაქტულ ნაწილს არ იყენებენ. ერთ წინადადებაში შეიძლება ეს პიროვნებები ასე დავახასიათოთ “ წინ, რა დროს ფიქრია!”.
ისინი არ აზროვნებენ აბსტრაქტულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ აზროვნებენ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თუ იურიდიულ სფეროში აღმოჩნდება, დიდ წარმატებას მიაღწევს. ამ ადამიანებს გააჩნიათ ლიდერობისკენ დიდი მისწრაფება, თუმცა ლიდერობა გაუჭირდებათ თუ არ ისწავლიან ტაქტს და სხვების გრძნობებზე ფიქრს.

დამახასიათებელი თვისებებია:
ეგოცენტრიზმის მაღალი დონე, სწრაფი აზროვნება, მაღალი აგრესიულობის დონე, წინა პლანზე წამოწეული “მე”, დამოუკიდებლობის სურვილი როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ დონეზე, საკუთარ თავში დარწმუნებული, ტოლერანტობა=0 ,


რამდენიმე ცნობილი ადამიანი მსგავსი მდებარეობით:
Marlon Brando
Celine Dion
Lucy Lawless
Gary Oldman
Anthony Perkins



მზე ვერძი, მთვარე- კურო
“წყნარი ვერძი” http://elar.ge/

მზე ვერძი, მთვარე კურო მდებარეობის მქონე ადამიანები საქმით ადასტურებენ თუ როგორ შეიძლება ენერგია და პირდაპირობა შეუთავსდეს ტაქტს. მთვარე კურო ვერძის მანერებს მატებს უფრო მეტ შარმს, მიმზიდველობას. ვერძის იმპულსურობა, აგრესიულობა თვალში შესამჩნევი აღარაა. ამ გავლენით ვიღებთ პიროვნებას, რომელიც უფრო ადვილად დათანხმებადი და მშვიდია, ვიდრე წინა მდებარეობის მქონე პიროვნება.
ეს ადამიანები ტაქტიანები და მშვიდები იქნებიან, სანამ თავის გზას მიყვებიან. მათ ოჯახს “ტკბილი და მწარე” არ აკლიათ biggrin.gif მათი ძლიერი მაგნეტური შარმი და ძლიერი ნება კარგ გავლენას ახდენს მათ მისწრაფებაზე-გახდნენ ლიდერები. ნებისმიერი ვერძი ისწრაფვის ლიდერობისკენ,მაგრამ ცოტას თუ გააჩია სტაბილური თვისებები, რაც ასე აუცილებელია “ხარისხიანი” ლიდერობისთვის.
ერთადერთი , რაც ამ მდებარეობის მქონე ვერძებმა უნდა ისწავლონ, ესაა – ისე მართვა, რომ არ გახდნენ ზედმეტად დომინანტურები და გამოიჩინონ უფრო მეტი სურვილი სხვათა ბედნიერების ხელშეწყობაზე.
მიუხედავად სქესისა, ვერძი მთვარით კურო არის ნებისმიერ პირად ურთიერთობაში დომინანტი/მთავარი და ყოველთვის ეცდება ურთიერთობაში საკონტროლო ბერკეტებს ის ფლობდეს. ამასტანავე ვერძის სიჯიუტე კიდევ უფრო თვალში საცემია- მას ან ყველაფერი უნდა, ან არაფერი.

დამახასიათებელი თვისებები: პრაქტიკულობა, იდეალიზმისა და კონსერვატიული ხედვის მაღალი შეთავსება, ნაკლებად კონფლიქტური, ბიზნესის ალღო

ცნობილი ადამიანები მსგავსი მდებარეობით:
Hans Christian Anderson
Rene Descartes
Elton John
Diana Ross
Quentin Tarantino

მზე ვერძი, მთვარე- ტყუპები
“ვერძი მიკროფონით ხელში” http://www.SmileS.ge

ეს მდებარეობა ერთ-ერთ აქტიური და რაც მთავარია, საუბრის მოყვარული ვერძის მდებარეობაა. ისინი ცდილობენ იყვნენ ნებისმიერი შეკრების ცენტრში, რომელშიც რამეს განიხილავენ და აქტიური კამათი მიმდინარეობს. ვერძი მთვარით ტყუპები ფლობს განსაკუთრებულ უნარს- სწრაფად გადაამუშაოს ინფორმაცია და ასევე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები ( განსაკუთრებით თუ მერკური ვერძი უწყობს ხელს). ისინი ვერ ახერხებენ გაჩუმებას, რაც იციან შეუძლიათ ყველაფერი თქვან გონების საბოლოო გათიშვამდე.
ამ ადამიანისთვის ყველაზე ადვილი გასაკეთებელია კარგად მოკალათდეს და ისაუბროს, ვიდრე ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გადასაწყვეტი გზები ეძებოს. მისთვის დამახასიათებელია ჯერ საუბარი და შემდეგ გადახტომა biggrin.gif
ვერძი მთვარით ტყუპები წარმატებას ადვილად მოიპოვებენ თუ ისწავლიან ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ დაფიქრებას და ისე მოქმედებას. ამ მდებარეობის მქონე ვერძები ადვილად იკეთებენ კარიერას იურისპრუდენციაში საკუთარი სწრაფი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების გამო. ასევე წარმატებას მიაღწევენ ბიზნესისა და ყველა იმ სფეროში, რაც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან.
მათ კარგად შეუძლიათ საუბრის დროს ოპონენტების კუთხეში მიმწყვდევა,ამ ვერძებს ხომ ინტელექტუალური და ემოციური კავშირი აქვთ საკუთარ არაცნობიერსა და ცნობიერს შორის,რაც მთლიანობაში საკუთარ თავთან ჰარმონიულ პიროვნებად აყალიბებს smile.gif

დამახასიათებელი თვისებები:
ინტერესების ხშირი ცვალებადობა, სწრაფი საუბარი, ხშირი ნერვული გაღიზიანება ან “წყობიდან გამოსვლა”, “მწარე” ენა, ადვილად იჩენს მეგობრებს.

ცნობილი ადამიანები მსგავსი მდებარეობით:
Jackie Chan
Bette Davis
Joseph Haydn
Ewan McGregor
Steven Seagal
Omar Sharif

მზე ვერძი, მთვარე-კირჩხიბი
“მგრძნობიარე” http://elar.ge/

ეს მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ პიროვნებას. ესაა “სამეფო” მთვარე, რომელიც უხეშ ვერძს მატებს მგრძნობელობას, ინტუიციას. ამ ადამიანებში იკლებს ვერძისთვის დამახასიათებელი პირდაპირ შეჯახების სურვილი. ვერძი მთვარით კირჩხიბი ბევრს ფიქრობს, სანამ იმოქმედებს. მათ კარგად იციან როგორ მოახდინონ გავლენა ადამიანებზე და სათავისოდ იყენებენ კიდეც. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები სულაც არ არიან ტირანები. მათში ვერძის ბუნება მაინც ჩანს, ასეთ ადამიანებს სულ მცირე რამდენიმე საკუთარ მე-ზე ორიენტირებული მისწრაფება აქვთ, რომელსაც კარგად მალავენ მგრძნობიარობის მიღმა. ეს ვერძი შეიძლება სხვებისთვის ტკივილის მომტანი იყოს, ოღონდ ისე, თვითონაც ვერ ხვდებოდეს საკუთარი ქცევის უარყოფით მხარეს.რაც უფრო სოციალურები იქნებიან ეს ადამიანები, მით უფრო ადვილად მოიპოვებენ წარმატებას. ხშირად შეიძლება თავადვე გაუკვირდეთ საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევა. ერთადერთი , რაც ვერძმა მთვარით კირჩხიბმა უნდა დაიმახსოვროს ესაა- ნაკლებად დრამატულად და (ნაკლებად) სერიოზულად აღიქვას სიტუაცია.

დამახასიათებელი თვისებები:
გაძლიერებული ინტუიცია, მაღალი მგრძნობელობა, ადვილად ბუტიაობა, საკუთარი ოჯახის წინა პლანზე წამოწევა ( მაგრამ არა “მე”-ზე წინ)

ცნობილი ადამიანები:
Louie Anderson
Aretha Franklin
Robert Frost
William Holden
Spencer Tracy


მზე-ვერძი, მთვარე-ლომი
“ამაყი” http://elar.ge/

ვერძს მთვარე ლომი აჯილდოვებს ძლიერი პიროვნული თვისებებითა და უფრო მეტი სითბოს გამოხატვით (ღუნღულა ვერძი) , ასეთი ვერძი აქტიური, შემტევი, მებრძოლი, გახსნილი და თავგადასავლების მოყვარულია. იდეებს აფრქვევს ენთუზიაზმით “ის ყველაფერში სწორია!” . თვითშეფასება და საკუთარ თავზე წარმოდგენა ყველაზე მეტად ამ ვერძისთვისაა მნიშვნელოვანი და საკუთარი თავის შეფასებისკენ აქვთ მიდრეკილება, ხშირად მაღალი თვითშეფასებაც ახასიათებთ.მათთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ღირსებაზე ხაზგასმა და თავადაც ამ პრინციპით აფასებს სხვებს- რამდენად ღირსეულია კონკრეტული ადამიანი მასთან ურთიერთობაში.
ვერძს მთვარით ლომს წყალივით სწყურია პოპულარობა და ლიდერობა, მათ ხომ გამოსადეგი და ღირებული აზრები აქვთ, რომელთაც განხორციელება სჭირდება. ბევრი ადამიანი ექცევა მათი გავლენის ქვეშ და ხშირად ჰყავს მსმენელი.
ეს ვერძი არასდროს გამოხატავს, რომ სხვა ადამიანების მხარდაჭერა ან დახმარება სჭირდება, ის თავად ეცდება მიაღწიოს მიზანს.
დამახასიათებელი თვისებები:
ენერგიული, ამაყი, თავის თავში დარწმუნებული, უყვარს საკუთარი თავით მოწონება

ცნობილი ადამიანები:
Patricia Arquette
Andrew Lloyd Webber
Gloria Steinem
Michael York

მზე ვერძი, მთვარე- ქალწული
“კრიტიკოსი ვერძის ტყავში” http://elar.ge/

მზე ვერძი,მთვარე ქალწული მდებარეობა მიუთითებს ემოციურად ცივ პიროვნებაზე. კრიტიკისკენ მიდრეკილება ცვლის ვერძის ბუნებას. ამ პიროვნებებს ფაქტობრივად მართავს გონება რომელიც მუდმივადაა დაკავშირებული მატერიუალურ საგნებთან,საქმეებთან,სფეროსთან.
ეს ადამიანები “შემნახველები” არიან, ცივი გონებით შეუძლიათ განსაჯონ ნებისმიერი ადამიანის საქციელი,მაგრამ მათ აკლიათ კრეატიულობა და ორიგინალურობა. მიზნის მისაღწევად იყენებენ საკუთარ გონებას. ეს მდებარეობა რთულია იმ მხრივ, რომ ვერძის თვისებები “იჩაგრება” ქალწულის პედანტურობით,დეტალებისადმი კრიტიკით. ხშირად ამ მდებარეობის ვერძს უნდა ერთი და აკეთებს მეორეს.
ეს ადამიანები წარმატებას მოიპოვებენ თუ შეძლებენ ქალწულის კრიტიკულობისა და შინაგანი აგრესიის დავიწყებას ( სწორედ ეს ზედმეტი კრიტიკულობა უჩენთ მტრებს). ვერძი მთვარით ქალწული არაა რომანტიკოსი და სოციალურად გარემოზე ორიენტირებული პიროვნება, ის უფრო “მარტოხელას” მოგვაგონებს

დამახასიათებელი თვისებები:
პრაქტიკული, წვრილმანებზე ორიენტირებული, რეალისტი, პრობლემებისადმი მეთოდოლოგიური,დეტალური მიდგომა/განხილვა

ცნობილი ადამიანები:
Howard Cosell
Marvin Gaye
Nikita Khruschev

მზე-ვერძი, მთვარე-სასწორი
“ვერძი გრაცია” http://elar.ge/

მზე ვერძი, მთვარე სასწორი საკმაოდ რთული მდებარეობაა, რადგან მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობს, რამაც შეიძლება წარმოქმნას შინაგანი კონფლიქტი. ვერძი ბუნებით დამოუკიდებელია, სასწორი კი შინაგანად მოითხოვს ვინმესადმი დამოკიდებულებას, რაც ემოციურ და მენტალურ დონეზე პრობლემებს წარმოქმნის ინდივიდში. მას გააჩნია როგორც თავისუფლების მოთხოვნილება, ასევე სურვილი, რომ სხვა აფასებდეს, მასში დადებითს ხედავდნენ,მხარს უჭერდნენ და ა.შ.
ვერძი მთვარით სასწორი არის ამბიციური და ამავე დროს თავაზიანი,რბილი ადამიანი, ან უნდა რომ მასეთი იყოს. ხირად სარგებლობს სხვების სიმპატიით
ამ ადამიანისთვის რთულია ერთ საგანზე კონცენტრირება, მიდრეკილია ოცნებისკენ, იმ პერიოდშიც კი, როცა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს.წარმატებას რომ მიაღწიოს, პრაქტიკულობა უნდა ისწავლოს და მიწაზე დაეშვას.

დამახასიათებელი თვისებები:
დიპლომატი, მიდრეკილება მოდური სამოსისკენ,აქსესუარებისკენ, სილამაზე- N 1 პრიორიტეტი.

ცნობილი ადამიანები:
Johann Sebastian Bach
Alec Baldwin
Matthew Broderick
Eric Clapton
Tommy Hilfiger


მზე ვერძი, მთვარე მორიელი
“ტრანსფორმაცია” http://elar.ge/

მზე ვერძი მთვარე მორიელის მდებარეობა ადამიანს მატებს დაჟინებულობას/ასერტიულობას , კონტროლის უნარს და აყალიბებს ძლიერ ადამიანად. Aასევე ერთ-ერთი რთული მდებარეობაა, რადგან მორიელი ვერძს მატებს “სიღრმეს”, მგრძნობელობას. ისინი აღმოაჩენენ ახალ “მთებს” და შეეცდებიან მათ დაპყრობას, არ არსებობს მათთვის მიზანი, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებენ. სხვა მზის ზოდიაქოსგან განსხვავებით, აქ მთვარე მორიელი უფრო მეტად მჟღავნდება რევოლუციური იდეების გამოხატვასა და ცვლილებებისკენ მისწრაფებაში.
ვერძი მთვარით მორიელი არც მატერიალისტია, არც ჰუმანური, ის უფრო მართვისკენ და გარდაქმნისკენაა მიდრეკილი. სხვებისთვის ისაა მაგნეტიზმით დაჯილდოვებული და ქარიზმატული, მათ ჰყავთ მხოლოდ რამდენიმე მეგობარი., უჭირთ გარშემომყოფებისგან უპირობო მხარდაჭერისა და სიმპატიის მიღება,რაც შეიძლება მათი უნდობლობითაც იყოს გამოწვეული.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა ისწავლონ, სხვებისთვის ნაკლებად მტკივნეული დარტყმის მიყენება, რადგან პირველ რიგში თვითონ ზარალდებიან.

დამახასიათებელი თვისებები:
აგრესიული, თავის თავში დარწმუნებული, მიზნის მისაღწევად იყენებს ნებისმიერ გზას, ყოველთვის მოქმედებაში -in action, იდუმალებისკენ მიდრეკილება


ცნობილი ადამიანები:
Warren Beatty
Charlie Chaplin
Tracy Chapman
Francis Ford Coppola
Eddie Murphy


მზე ვერძი, მთვარე- მშვილდოსანი
“უტაქტო მოგზაური” http://elar.ge/

მზე ვერძი, მთვარე მშვილდოსნის მდებარეობის მქონე ადამიანს უყვარს დამოუკიდებლობა. ის ფიქრობს, მოქმედებს და საუბრობს დამოუკიდებლად, არ უყვარს როცა სხვები ცდილობენ მასზე გავლენის მოხდენას. ამ ადამიანს გააჩნია გლობალურად აზროვნების უნარი smile.gif შეიძლება გახდეს რაიმე იდეის ფანატიც კი. ეს ვერძი საკმაოდ დაბალანსებულია, ვერძებისთვის დამახასიათებელ ცეცხლს, პირველობის, ბრძოლის სურვილს კი არ აქრობს, არამედ უფრო წინ სწევს მთვარე მშვილდოსანი. მთვარე თავის მხრივ უმატებს ფილოსოფიისკენ, თავგადასავლების მოყვარულობისკენ მიდრეკილებას. ამ ვერძებს შეუძლიათ იყვნენ უტაქტოები მათთან, ვინც არ მოსწონთ და არც დამალავენ საკუთარ უკმაყოფილებას.
ვერძს მთვარით მშვილდოსანს შეუძლია თავისუფლად იყოს ლიდერი და გაუძღვეს ჯგუფს,მაგრამ შეიძლება აკლდეს მგრძნობელობა. ან უნდა ისწავლოს ტაქტის გამოჩენა, რაც მისთვის ყველაზე ძნელია smile.gif

დამახასიათებელი თვისებები:
აქტიური, უტაქტო, იდეალისტი, ახასიათებს სწრაფი მოქმედებები და თავგადასავლებისადმი მიდრეკილება

ცნობილი ადამიანები:
Samuel Beckett
Mariah Carey
Joan Crawford
Vincent Van Gogh
Thomas Jefferson

მზე ვერძი, მთვარე- თხის რქა
“ სერიოზული“ http://elar.ge/

ვერძს მთვარე თხის რქა ყველაზე მეტად ეხმარება ამოაცანების,გეგმების დასახვასა და სიმაღლეების დაპყრობაში. ამ ადამიანებს აქვთ ტალანტი სიტუაციისა და ორგანიზაციის მართვის,წარმატების მიღწევისთვის გააჩნიათ შინაგანი პოტენციალი. ვერძმა მთვარით თხის რქამ იცის როგორ, რა გზებით მიაღწიოს მიზანს და არავის მისცემს უფლებას გზიდან გადაახვევინოს. მათ შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა და მიმართულნი არიან თვითონ პრობლემურ სიტუაციაზე,არა ხალხის განსჯაზე. სხვა მთვარის გავლენის მქონე ვერძებისგან განსხვავებით ამ ვერძებს შეუძლიათ მოითმინონ, მოუცადონ ხელსაყრელ სიტუაციას და სწრაფად არ მოიპოვონ გამარჯვება,არამედ ნელ-ნელა მიდიან მიზნისკენ. ენერგიით სავსე ვერძი მთვარე თხის რქა არ დაკარგავს დროს ფუჭად იმ საქმეზე,რაც მნიშვნელოვნად არ მიაჩნია.
ხშირად ასეთმა ადამიანებმა ინსტინქტურად იციან როგორ მოიქცნენ სხვების დაინტერესების გამოსაწვევად. მათ უყვართ როცა გულწრფელად გამოხატავენ მათდამი სიმპატიას, ამ მთვარის მდებარეობით ხომ სწორედ აღიარებისკენ მიიწევენ .
ამ ადამიანებისთვის შეიძლება ქორწინება არ იყოს ერთადერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი მიზანი,მათ ასევე სჭირდებათ კარიერა და სავარაუდოა, რომ თუ არჩევანი მოუწიათ კარიერას დააყენებენ ოჯახზე წინ.
დამახასიათებელი თვისებები:
საკუთარი შესაძლებლობებზე ამომწურავი ცოდნა, ფრთხილი, პრაქტიკული, დიპლომატიური, ჩაკეტილი

ცნობილი ადამიანები:
Al Gore
Kate Hudson
Ethel Kennedy
Elizabeth Montgomery
Sarah Jessica Parker
Otto Von Bismarck

მზე ვერძი, მთვარე მერწყული
“დიპლომატი” http://elar.ge/

მზე ვერძი, მთვარე მერწყული მდებარეობის მქონე ადამიანი არის სოციალური პიროვნება, რომლისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაგება და საზოგადოებასთან კონტაქტი. Aაქვს სურვილი საზოგადოებრივი აღიარების მოპოვების.მისი აზროვნების სტილი გარშემომყოფებისთვის პროგრესულად აღიქმება. თავად ამ ადამიანისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა ჩათვალონ ის პროგრესულად მოაზროვნედ, სწორედ ასე რეალიზდება მისი შნიაგანი სამყარო. ვერძს მთვარით მერწყულს გააჩნია ლიბერალული შეხედულებები და მიაჩნია, რომ ყველა თანასწორია და შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ. მოკლედ, ესაა “თავისუფალი სული”. მას მიდრეკილება აქვს სხვებისა და სიტუაციის განსჯისკენ. მერწყული მთვარით მართული ვერძი რომანტიკოსი და იდეალისტია ბუნებით რაც ეხმარება მას მატერიალური წარმატების მოტანაში.

დამახასიათებელი თვისებები:
ადამიანებზე დაკვირვების სურვილი, დემოკრატიულობისკენ მიდრეკილება, თავისუფლების სურვილი, ორატორული მონაცემები, ორიგინალური იდეების გამოხატვის სურვილი

ცნობილი ადამიანები:
Victoria Beckham
Russell Crowe
Princess Eugenie of England
Samantha Fox
Ashley Judd
Steve McQueen
Colin Powell


მზე ვერძი, მთვარე თევზები
“მორიდებული” http://elar.ge/
ვერძს მთვარე თევზები აქცევს ინტროვერტ, საკუთარი თავის ანალიზისკენ მიმართულ ადამიანად. ეს ვერძი ყველაზე მეტად არ ჰგავს ვერძებს. მას აქვს მიდრეკილება მიდმივად გადააფასოს საკუთარი შესაძლებლობები. ყველაზე მგრძნობიარე ვერძები არიან, რომლებიც სხვების გრძნობებს ყურადღებას აქცევენ და განიცდიან კიდეც როგორც საკუთარს. ისინი გრძნობებით და გაცდებით “ფიქრობენ” და არა გონებით.

ვერძმა მთვარით თევზებმა თავიდან უნდა აირიდოს ყველაფერზე ფიქრი,წუხილი. ის წარმატებას მიაღწევს ხელოვნების სფეროში.

დამახასიათებელი თვისებები:
სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, ფანტაზიის უნარი, მგრძნობელობა

ცნობილი ადამიანები:
Claudia Cardinale
David Cassidy
Sarah Michelle Gellar
James Woods



Posted by: vinchenz@ 11 Jan 2011, 19:57
მზე ტყუპები, მთვარე ლომი

თქვენი ერთი შეხედვით უდარდელი საქციელის უკან საკმაო რაოდენობის საღი აზრი იმალება, ისევე როგორც სიყვარულში არამდგრადი და ცვალებადი დამოკიდებულების მიღმა- სულში ღრმად ჩამჯდარი ერთგულებაა. სიყვარულში ერთგულების გზაზე უამრავი საყოყმანო საკითხის გადაწყვეტა გიწევთ, უამრავი ეჭვის დაძლევა, რომლებსაც ხშირად ცრემლებამდე მიყავხართ, რადგანაც გიჭირთ არჩევანის გაკეთება. მაგრამ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, ამ ნაბიჯის ერთგული ხართ ბოლომდე.
გამჭრიახი გონება გაქვთ,ინფორმაციას უცბად ითვისებთ, ადვილად გესმით ადამიანების. სიჯიუტე არ გაკლიათ, რაც დასახული მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. ახალგაზრდობაში იმდენად კონტაქტური ხართ, რომ სწავლას დიდ ყურადღებას არ აქცევთ და ცოდნის ზედაპირზე დაფარფატებთ. თქვენი ხსნა გამოცდებზე სხარტი გონება უფროა ვიდრე თავაუღებელი მეცადინეობა.
დროთა განმავლობაში იცვლება თქვენი დამოკიდებულება სწავლასთან მიმართებაში და შემეცნება და სწავლა ხშირად მთელი ცხოვრების მეგზური ხდება თქვენთვის. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, შეგიძლიათ უარი თქვათ ნებისმიერ რაღაცაზე, ოღონდაც თქვენს გარშემო სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია იყოს. არ გიყვართ ჩხუბი და ყოველთვის მაქსიმალურად თავს არიდებთ კონფლიქტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ საშუალებას მისცემთ ვინმეს თავზე წამოგაჯდეთ. ხშირად ძალიან კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი ცდილობთ წყნარი და გაწონასწორებული პოზიცია გქონდეთ.

როდესაც გაღიზიანებული ხართ პირდაპირ იტყვით იმას რასაც ფიქრობთ, ორაზროვანი ფრაზების გარეშე. ცხელი და ექსპანსიური ხართ, საზოგადოებისთვის სასურველი და პოპულარული პიროვნება. ეს შეიძლება დაგეხმაროთ გახდეთ ლიდერი პოლიტიკაში ან თქვენს სოციალურ წრეში, რადგანაც გაქვთ უნარი დიდი პრაქტიკული სარგებელი გამოიღოთ თქვენი პოპულარობიდან.
ძლიერი ხასიათის ადამიანი ხართ, ტვინსაც არ უჩივი, ამიტომაც უნდა დაძლიოთ თქვენთვის არასასურველი თვისებები, რომლების გავლენასაც განიცდით ხშირად. ბედიც გწყალოთ და თუ სწორად წარმართავთ თქვენს ენერგიას, ბევრს მიაღწევთ თქვენი პოპულარობის გამოისობით.

ეს კომბინაცია გაკუთვნებს "ადამიანი- პიროვნების" კლასს. შენი ინტერესები იმდენად მრავაფეროვანია, შენი გემოვნება იმდენს მოიცავს და შენი ქცევა ისეთი ტოლერანტულია, რომ ძალიან ფართო მასებს იზიდავ. ხალხს უჭირს შენი გაგება, არა იმიტომ რომ კომპლექსური და რთული ხარ, არამედ იმიტომ რომ შენი აღწერა ნამეტანი რთულია. როდესაც გონება რაღაცას გადაწყვეტს ძნელია რაიმემ ხელი შეგიშალოს. თქვენი სითბო და "შაყვარლობა" ბევრის ცხოვრების ნაწილი ხდება უნებლიედ. კარგად გაუგებთ თქვენს მსგავს ადამიანს ცხოვრებაში. ხშირად ადამიანები არ ეთანხმებიან იმას რასაც ამბობთ, მაგრამ ეთაყვანებიან იმას, თუ როგორ ამბობთ სათქმელს. უცნაურია მაგრამ სიყვარულში წარუმატებლობას დიდი ტკივილი შეუძლია მოგაყენოთ. ყველაფრის მიხედავად, ხასიათს არაუშავს და ძაღლის ბედი გაქვთ კიდევbiggrin.gif

Posted by: <rap-girl> 11 Jan 2011, 22:07
Miss_Manette
QUOTE
წინა გვერდს გადახედე და I პოსტი წაიკითხე


1. შენ როგორ ფიქრობ, რა პონტია?
2. როგორია მასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი?
3. რა დადებითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს მაგ მდებარეობას?
4. რა უარყოფითი თვისებები?

ხოდა რო არ ვიცი მაგიტო ვიკითხე sad.gif

Posted by: woman_ 11 Jan 2011, 22:38
მზე - ტყუპები
მთვარე - მორიელი
love.gif

მიხვედრილობა და ემოციონალურობა ერთიანდება აქ იმისთვის, რომ გაგხადოთ თქვენ პასუხისმგებლობის მქონე, მიმზიდველ და მრავალი კუთხის მქონე ადამიანად, თუკი თქვენ შეძლებთ ამ თვისებების გამოყენებას უნისონში.
თქვენი ნატურის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ გაქვთ სურვილი შეიგრძნოთ ყველა ამქვეყნიური სიამოვნება და ამას კი შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრებისეული ენერგია შთანთქას. თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ იქცევთ ბომჟად და მოგულავე ტიპად.
თქვენ მგრძნობიარე ხართ იმ შთაბეჭდილებებისადმი, რომლებსაც სხვა ადამიანები განიჭებთ. თქვენ ინტუიციური და მიმზიდველი ხართ. თქვენი ძალაუფლება სხვებზე კი ერთდროულად თქვენი ძალაც არის და სისუსტეც.
თქვენ სხვებს წარუდგებით, როგორც ცივი, განცალკევებული ინტელექტუალი და თქვენ ზეგავლენას ახდენთ სხვებზე თქვენებური დიპლომატიური ძალადობით. მაგრამ როდესაც თქვენ ეძებთ დაკმაყოფილებასა და მგრძნობიარეაობას თქვენით უკვე სხვები იწყებენ მართვას.
თქვენი ბრწყინვალება და მრავლისმომცველი გარეგნობა სხვადასხვა არაკეთილსინდისერ გარემოცვას იკრებს გარშემო, რაც თქვენთვის არც თუ ისე კარგია, რადგან თქვენ ხართ მიდრეკილი მიიღოთ ისეთი იერ-სახე, როგორ გარემოშიც ტრიალებთ. ამიტომაც უნდა ეცადოთ გარშემო კარგი პიროვნებები შემოიკრიბოთ, რათა თქვენზე არასწორად არ იმსჯელონ გარემომცველმა პირებმა. თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ ამ უნარის ქონის გამო, რადგან შესაძლოა დაემსგავსოთ ქამელეონს, რომელიც შოტლანდიურ პლედში გახვევის შემდეგ შეიშალა, რადგან ვერაფრით გადაწყვიტა რა ფერი მიეღო.
სასიყვარულო სფეროებში თქვენ მიდრეკილი ხართ სისატიკისაკენ, რაც პრობლემებს გიქმნით პირად ურთიერთობებში.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Laurie_Anderson 11 Jan 2011, 23:00
მზე - ლომი.. მთვარე - თხის რქა..


მზე სასვე სიყვარულით.. ვნებით.. ყვირილით..
და მთვარე - რომელიც ამ ყველაფერს გარეთ არ უშვებს..
ემოციების სრული კონტროლი ჩემი მთვარის ხელშია.. რომელიც ზოგჯერ ხელს მიშლის.. მაგრამ უფრო ხშირად ძალიან მეხმარება.. :მე მიყვარს ჩემი მთვარე:
ჩემი მზის და მთვარის კომბინაცია ქმნის - სამადავოლნაია, თავისუფალ ადამიანს biggrin.gif და მთვარე პირველს, საჯაროდ არ უშვებს და სწორად ბლოკავს.. მზე კი შიგნით ამაყი ნარცისია.. biggrin.gif

ზოგჯერ ჩემი ლომი ძალიან იჩაგრება - "შენ არავინ გიყვარს" რეპლიკით.. არადა ეს ასე არაა და ვერც ვიმართლებ თავს.. აქაც ჩემი უემოციო, დამბლოკველი მთვარე ჩნდება smile.gif

არცერთს უყვარს შეცდომის დაშვება, მაგრამ მგონია თვითკრიტიკის დროს - მთვარე უფრო მწარედ მტუქსავს, ალბად იმიტომ, რომ რეალისტი და ცივია.. მზე- ემოციურად მაფარჩაკებს.. biggrin.gif

მიყვარს ჩემი მთვარე.. :ჰეარტ:

Posted by: Leo woman 11 Jan 2011, 23:29
Laurie_Anderson
მიუხედავად იმისა რომ მთვარე მორიელია ჩემი და არა თხის რქა, შენი აღწერილობა ესადაგება ჩემს პიროვნულ თვისებებს. rolleyes.gif

Posted by: HAG 11 Jan 2011, 23:55
მზე თევზები მთვარე ტყუპები biggrin.gif
ესეთი არავის გაქვთ biggrin.gif

თევზები მზეში და მთვარე ტყუპებში არის პიროვნება რომელსაც ბუნებამ გაორების უნიკალური საჩუქარი უბოძა. თევზების სიმბოლო წარმოადგენს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მცურავ თევს, ხოლო ტყუპები ორ ტყუპს, რომელიც საპირისპირო მხარეს იყურებიან. ორივე წარმოადგენს გაორების სიმბოლოს.

ის უარეს შემთხვევაში ორ ურთიერთსაპირისპირო გზას აირჩევს და უკეთეს შემთხვევაში გამოიყენებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს რომელიც გააჩნია და პრობლემას თვალს გაუსწორებს.

თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ ერთს და ლოგიკა მეორეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ტყუპები ლოგიკას მოკლებულია, თევზის ინტუიცია ამას იგრძნობს და ეს მხოლოდ ტკივილს მოგანიჭებთ.

ცვალებადი, მაგრამ ადვილად შეგუებადი, მერყევი და ყოველთვის გადაუწყვეტელი, თქვენ გაქვთ უნარი იყოთ ქამელეონი. ყველაზე უცნაური ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ იყოთ შეუპოვარიც, რბილიც, ემოციურიც და მოქნილიც, მაგრამ როცა ყველა ერთად ხართ, ამას კარგი არაფერი მოაქვს.

თქვენ გინდათ იყვიროთ, როცა ხვდებით რომ მიწაზე მყარად დგომა და სიმტკიცეს გთხოვენ, პასუხისმგებლობას, კეთილგონიერებას და სიმამაცეს, ამას მდგომარეობიდან გამოყავხართ. იმედია ოდესმე მიხვდებით რომ ერთი გზა უნდა აირჩიოთ და მხოლოდ მას მიყვეთ და არ მიედ-მოედოთ ყველაფერს რაც გზად გხვდებათ. biggrin.gif

კიდევ უნდა ისწავლოთ რომ არ შეიცვალოთ აზრი ათასჯერ და არ შეცვალოთ გეგმები ასიათასჯერ, სჯობს მიყვეთ იმ გეგმას რომელიც უპირველესად გქონდათ. უნდა ისწავლოთ დაფიქრება სანამ იტყვით. ერთადერთი რაც ჭეშმარიტად არ გინდათისაა რომ ადამიანებს ტკივილი მიაყენოთ და ეს ყოველთვის გამოგდით.

ამ ყველაფრიდნ გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა თუ კარგად მოისურვებთ, თუმცა საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ხართ, გაქვთ გამოხატული ლიდერის თვისებები, თქვენს გუნდის წევრებს უყვარხართ და პატივს გცემენ. მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ თქვენც ასევე კეთილგანწობილი ხართ მათ მიმართ, თქვენი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად შეუპოვარი მოწინააღმდეგე ხდებით მათთვის ვინც არ გეთანხმებათ.

მიუხედავად ამისა თქვენი ცვალებადი ნატურა კარგ სამსახურს გიწევთ, რადგან ყველას და ყველაფერს ადვილად ეჩვევით, მიუხედავად ამისა არ კარგავთ ინდივიდუალურობას და შეგიძლიათ თვალი გაუსწოროთ სირთულეებს და გადალახოთ ისინი, მითუმეტეს რომ ისინი ნამდვილად არ გაკლიათ.

ამ კომბინაციის მთავარი ძალა წარმოადგენს თევზების მგრძნობიარე ნატურისა და ინტუიციური შეცნობის ნარევს, ტყუპების მოქნილობასა და ინტელექტთან, რაც ბასრი ინტელექტუალური იარაღია.

თქვენი ინსტინქტის დონეზე გაქვთ დაჟინებულად განაგრძოთ თქვენს გარშემო არსებული სამყაროს და ადამიანების შეცნობა.

Posted by: starchild 12 Jan 2011, 00:16
HAG
შეგეძლო 2 სიტყვაშიც გეთქვა.
ადამიანი რომელიც მოწყურებული კონტაკტს, მისი შინაგანი სამყარო კომუნიკაბელურია, მაგრამ ამის გარე გამოვლინება ხდება ემოციური კუთხით და ენით, მისი იდენტურობა, მისი ანარეკლი არის წყლის ზედაპირიდან ჩანს რომელიც ხან ღელავს ხან სუფთაა, ნუ ამინდს გააჩნია, მთავარია ქარი არ იყოს smile.gif ამ შემთხვევაში მზე არის მთვარის ანარეკლი და არა პირიქით, და საერთოდაც wink.gif

Posted by: Selfish_kid 12 Jan 2011, 00:21
radiohead_lover
QUOTE
მოდი 

givi.gif
ზუსტად საჩემო თემაა biggrin.gif


მზე სასწორი, მთვარე ვერძი

ლიდერობის მოთხოვნილება. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობს ორგანიზაციულ სფეროში. მუშაობა უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა გუნდურად, სადაც ყველა ერთმანეთს უზიაებს იდეებს. გვევლინება არბიტრის როლში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, შეუძლია დააბალანსოს და მიმართულება მისცეს სიტუაციას.
მაგრამ იმპულსური ხასიათის გამო, შესაძლოა სასწორი არასწორი გზით წავიდეს - გახდეს გაუწონასწორებელი და მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ყოველთვის ესმის კამათის ორივე მხარის, ამიტომ ფიქრებს ძალიან ღრმად მიყვება (რომელი მხარეა მართალი), რასაც მოთმინებიდან გამოყავს.

სიყვარულში ნაზი და ხშირად ვნებიანი. შინაგანი ბუნების გამო, პარტნიორს ყოველთვის კომფორტულად აგრძნობინებს თავს. ცოდნას ინტუიციურად უფრო იყენებს, ვიდრე ინტელექტუალურად. განვითარებული აქვს ექვსი გრძნობა, რაც საშუალებას აძლევს სწორად შეაფასოს სიტუაცია და მივხდეს პრობლემის ნამდვილ არსს.

პიროვნების ჰარმონიზაციის გასაღებია - მოთოკოს იმპულსური და აგრესიული ბუნება და განავითაროს კომუნიკაბელური, კაცთმოყვარე ბუნება და ისწავლოს ფიქრების გაფილტვრა.
მუდმივი სწრაფვით ჰარმონიისა და ბალანსისკენ - შეუძლია სიმშვიდე მოუტანოს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც.

(გაუმართავი თარგმანისთვის ბოდიში; პრეტენზიებს მაინც არ ვიღებ bis.gif)



ახლა პირადი შეხედულება:

ვერძს შეუძლია "დააჩქაროს" სასწორის ფიქრები, მთავარია დროზე შეაკავო და არ გადაუსწროს. biggrin.gif განხილვის პროცესი უფრო სწრაფია. მაგრამ ინტერესთა სხვაობა იწვევს იმას, რომ როცა მართლა სწრაფად მჭირდება სწორი გადაწყვეტილების მიღება - ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სურვილი მაქვს. და მიწევს ავირჩიო ერთი - სასწორისთვის რამდენად ადვილია ეს იცით biggrin.gif

ვერძი მაძლევს უფრო მეტ აგრესიას და ეს ჩემი "გაპრანჭული" და "ბანტებიანი" სასწორი, მთლად დაჩაგრული არ რჩება სხვებისგან.

კარგია იმ მხრივ - რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის პოზიცია მესმის და უფრო მეტის სუსტ წერტილებს ვხვდები თU საჭიროა givi.gif
მოკლედ, შემიძლია ვიყო დიქტატორი - მაქმანებიან კაბაში http://www.SmileS.ge

Posted by: Wakanosato 12 Jan 2011, 00:24
ვერძის გარდა სხვა ხალხი არაა? rolleyes.gif
მაიტათ წყარო, ცოტა გადავთარგმნო იქნება მეც smile.gif http://www.radikal.ru

Posted by: Deresk 12 Jan 2011, 12:08
QUOTE
მზე-ვერძი, მთვარე-სასწორი
“ვერძი გრაცია”

მზე ვერძი, მთვარე სასწორი საკმაოდ რთული მდებარეობაა, რადგან მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობს, რამაც შეიძლება წარმოქმნას შინაგანი კონფლიქტი. ვერძი ბუნებით დამოუკიდებელია, სასწორი კი შინაგანად მოითხოვს ვინმესადმი დამოკიდებულებას, რაც ემოციურ და მენტალურ დონეზე პრობლემებს წარმოქმნის ინდივიდში. მას გააჩნია როგორც თავისუფლების მოთხოვნილება, ასევე სურვილი, რომ სხვა აფასებდეს, მასში დადებითს ხედავდნენ,მხარს უჭერდნენ და ა.შ.
ვერძი მთვარით სასწორი არის ამბიციური და ამავე დროს თავაზიანი,რბილი ადამიანი, ან უნდა რომ მასეთი იყოს. ხირად სარგებლობს სხვების სიმპატიით
ამ ადამიანისთვის რთულია ერთ საგანზე კონცენტრირება, მიდრეკილია ოცნებისკენ, იმ პერიოდშიც კი, როცა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს.წარმატებას რომ მიაღწიოს, პრაქტიკულობა უნდა ისწავლოს და მიწაზე დაეშვას.

დამახასიათებელი თვისებები:
დიპლომატი, მიდრეკილება მოდური სამოსისკენ,აქსესუარებისკენ, სილამაზე- N 1 პრიორიტეტი.

ცნობილი ადამიანები:
Johann Sebastian Bach
Alec Baldwin
Matthew Broderick
Eric Clapton
Tommy Hilfiger

cry.gif

top givi.gif

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 12:42
Wakanosato
QUOTE
მაიტათ წყარო, ცოტა გადავთარგმნო იქნება მეც 

http://astrorok.ru/luna/moon_sun.php
ეს ადრე თათა სონმა დადო ( რუსული)
ოღონდ ვინც შეხვალთ, გადათარგმნეთ ცოტა მიანც და დადეთ თარგმანი, ნუ დაიზარებთ და თქვენსას რომ გაისწორებთ მანდ ნუ გაჩრდებით, სხვებსაც გაუზიარეთ user.gif


Posted by: Scoorp 12 Jan 2011, 13:09
მზე-მორიელი
მთვარე-თევზები

მზისა და მთვარის ასეთი კომბინაცია იძლევა- შემაძრწუნებელ ინტუიციას და ისეთ მგრძნობიარობას(შეგრძნებებს),რაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ ხოლმე. ზედმეტად დრამატული ხარ და პრობლემების გაზვიადება გიყვარს. შენ თავს ესხმი ყველა პრობლემას დაუჯერებელი ენთუზიაზმით და ერთგულებით(?)(რაღაც ვერ ვთარგმნე) აქ არის გაერთიანებული ემოციური ძალით აღჭურვილი მორიელი და მგრძნობიარე,შთამბეჭდავი და შინაგანი ინტუიციურობა თევზებისა. ეს წარმოქმნის ძლიერ ემოციონალურ და რამდენადმე ფსიქიურ(მედიუმ) და შთამბეჭდავ ნატურას.სიბეჯითე და ინტელექტუალურობა გაძლევს საშუალებას იყო წარმატებული,განსაკუთრებით კი ლიტერატურაში ან როგორც მსახიობი. ძალიან კრეატიული ხარ. მეორე მხრივ შენ ხარ ხშირად აღელვებული და შეშფოთებული/შეწუხებული. პოზიტიური ფიქრები შენთვის აუცილებელია,რათა მიაღწიო ბალანსს და სიმშვიდეს.შენს პიროვნებაში იპოვი სიღრმეებს თუ წარმატებით შეძლებ ენერგიის კონცენტრაციას.და ბლა ბლა ბლაო ))


Posted by: Summer_Rain 12 Jan 2011, 14:27
მზე თხისრქა
მთვარე ტყუპები

მზე _ სერიოზული, მოწესრიგებული, დინჯი, მიზანმიმართული, შრომისმოყვარე, სამართლიანი..
არ უყვარს ცინიზმი, ადამიანების დაცაგვრა, უყვარს ბუნება, სიმშვიდე, სიმყუდროვე, სითბო, გამგები და საინტერესო ადამიანები, საზოგადოებაში
ამჯობინებს მსენელის როლში ყოფნას, სხვების აზრების გაგებას მათში ჩაწვდომას და განსჯას. ურთიერთობებში მეგობრულია, თუმცა თავიდან ცოტა ცივი
და უკარება ჩანს.
მთვარე - ჰაეროვანი, მსუბუქი, ხშირად ღრუბლებში მონავარდე (თუმცა მზე უეცრად სვამს ხოლმე მიწაზე), შემოქმედი, ინტელექტუალური.
საზოგადოების მოყვარული, მოსაუბრე, ხალხთან ურთიერთობაზე შეყვარებული. აღმერთებს ფლირტს ))) ცოტათი ზედაპირული, აინტერესებს ყველა და
ყველაფერი.

ვფიქრობ არც თუ ისე ცუდი შეთავსებაა მზის და მთვარის ეს ვარიანტი. მკაცრ და ხშირად უხეშ თხისრქას სჭირდება ტყუპების ჰაეროვნება, დროდადრო ზედაპირული მიდგომები.
* * *
საიდან უნდა ვთარგმნო, იქნებ მეც მითხრათ რუსული საიტი

Posted by: Wakanosato 12 Jan 2011, 14:35
მზე მორიელში - მთვარე კუროში.
თქვენი აზრები, ემოციები, გეგმები და მიზნები - ყველაფერი არის გლობალური მაშტაბის. თქვენ აზროვნებთ ფართო კატეგორიებით, და ყველაფერს რასაც აკეთებთ, გამორჩეულია გრანდიოზულობით. წვრილმანები თქვენ არ გაინტერესებთ - თქვენ უბრალოდ ვერ ხვდებით, რა არის ცოტა ფული, წვრილმანი ემოციები ანდა მოკრძალებული გეგმები. თუ თქვენი გრანდიოზული ჩანაფიქრები შესრულებადია, მაშინ თქვენ იქნებით ცხოვრებაში ბრწყინვალედ უზრუნველყოფილი, რადგან რამდენადაც თქვენ ფლობთ პრაქტიკულ საზრიანობას(გამჭრიახობას) და შეთავსებული ეს ხარისხი მაღალ მიზნებთან, რომლებსც თქვენ საკუთარ თავს უსახავ, მოგცემთ შესაძლებლობას მიაღწიოთ ძალიან ბევრს.

მაგრამ თუ თქვენ ცხოვრებას არ შეხედავთ ფხიზლად, თქვენი განწყობა შეგიყვანთ თქვენ მეტაფიზიკური მსჯელობის ჯუნგლებში, მისტიკაში და ა.შ. თქვენ საკმაოდ ცრუმორწმუნე ხართ. თქვენ გჯერათ თქვენი წარმატების, რაიმე მომასწავებელი ნიშნებით, სიმბოლოებით. თქვენ თითქმის უგუნურად გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, მაგნიტური მიმზიდველობის, და თქვენ შესაძლოა გჯეროდეთ რომ გამორჩეულად გადევთ წარმატების ბეჭედი. ან შეიძლება ფიქრობდეთ რომელიმე ადამიანს მოაქვს თქვენთვის წარმატება. თქვენ გაქვთ უნარი გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე და გადმოიბიროთ ისინი თქვენს მხარეზე,თქვენი შინაგანი მომხიბვლელობის( ქარიზმის) წყალობით, რომლის მიღმა იმალება უხეში მიზნები.

თქვენ პრაგმატული ხართ, ხელიდან არ უშვებთ არანაირ შსაძლებლობას, თქვენი გაგებით ვინც ძლიერია - ის მართალია. თქვენ არ ხართ განსაკუთრებულად დიდსულოვანი. თქვენი აზრები სიდიდე ვრცელდება მარტო მატერიალურ გეგმებზე ცხოვრებაში და მხოლოდ ნაწილობრივ რამე იდეის ან ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით. მაგრამ არა პირადულ ურთიერთობებში, რომლებშიც თქვენ შეგიძლიათ იყოთ მეწვრილმანე, შურისმაძიებელი, ეჭვიანი და შურიანი. თქვენ არ შეგიძლიათ დამარცხება, განსაკუთრებით მაშინ თუ დამარცხება თქვენ მიგაჩნიათ ღირსების დაკარგვა. Если вы решили, что что-то должно произойти, вы рассматриваете как личное оскорбление тот факт, что этого не происходит, даже если виной тому погода.(ეს ვერ გადავთარგმნე biggrin.gif ). თქვენ გაბრაზდებით თუნდაც წვიმაზეც, რომელიც შლის თქვენს გეგმებს, თითქოს ის სპეციალურად მოდიოდეს, რომ თქვენ შეგიშალოს. თქვენ ბოლომდე ამაყი ხართ, სიყვარულში ეჭვიანი და დესპოტური ხართ, თუმცა მუდმივად არა.

სხვებს აფასებთ შესაფერისად, მკაცრად. მეგობრებსაც ყოველთვის არ ეთანხმებით, მაგრამ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა თუ დააყენებთ, გახსოვდეთ სიტყვები წმინდა მარკი: Какой мерой меряете, той же мерой будет и вам отмерено (ვერ ეს გადავთარგმნე sad.gif ). პირად და საქმიან ურთიერთობებში დადგება დრო, როცა სხვისი დაწყევლა თავს დაატყდება თავად.

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 15:23
Summer_Rain
QUOTE
საიდან უნდა ვთარგმნო, იქნებ მეც მითხრათ რუსული საიტი

აგერ ჩემს ზედა პოსტშია ლინკი, მასზე დააკლიკებ, შეხვალ და მოძებნი შენთვის/სხვისთვის საინტერესო თემასsmile.gif

Posted by: Summer_Rain 12 Jan 2011, 16:01
მზე თხისრქა
მთვარე ტყუპები

თქვენი ამბიციები პოულობენ საუკეთესო გამოხატვას ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სამეცნიერო სამუშაოებში. თქვენ გაქვთ გამომძიებლის სული, თქვენი ცნობისმოყვარეობა ყოველთვის საჭიროებს დაკმაყოფილებას. თქვენ ადვილად იპოვით თქვენს მეოთხე შესაძლებლობას, მაშინ როცა სხვებს სჭირდებათ მთელი ძალისხმევის გამოყენება რომ მოგყვეთ ფეხდაფეხ. (??? ) თქვენ არგაქვთ რაიმე განსაკუთრებულის ნიჭი, მაგრამ ასეა თუ ისე ყოველთვის იპყრობთ ყურადღებას რასაც არუნდა აკეთებდეთ და აღწევდეთ. მეგობრები ამბობენ, რომ თქვენ შესძლებდით უფრო მეტი სიმაღლეების მიღწევას თუ მეტად მოინდომებდით და რათქმაუნდა ისინი მართალს გეუბნებიან. მაგრამ ჯერჯერობით სანამ თქვენ გყოფნით ის რაც გაქვთ, არც კი აღიარებთ ამას და შესაძლოა თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე არასდროს გამოიყენოთ.
თქვენ წინააღმდეგობრივი ხართ: კონსერვატორი და სტაბილურობის მოყვარული ხშირად უტიფარ და მოულოდნელ საქციელს ჩადიხართ, იმისათვის რომ მიიღოთ სიამოვნება და დააკვირდეთ გარშემომყოფთა რეაქციებს. თქვენ წარმოუდგენლად გამჭრიახი ხართ და შეგიძლიათ მოიფიქროთ როგორ შემოაბრუნოთ რაიმე საქმე, შეთხზათ ისტორია ან სულაც ვინმე კარგად დააბოლოთ biggrin.gif
არგიყვართ როცა დაგცინიან (ვის უყვარს?) გირჩევნიათ სიცილის ობიექტი იყოს ნებისმიერი თქვენს გარდა.

Posted by: Tropical 12 Jan 2011, 17:40
radiohead_lover
QUOTE
მზე სასწორი მთვარე -ტყუპები

QUOTE
ლაპარაკის მოყვარული, ლოგიკურად და სწორხაზოვნად მოაზროვნე, ობიექტური, სოციალური

smile.gif
QUOTE
მაგნიტური პიროვნება, რომელსაც შეუძლია მართოს აუდიტორია. ექსპრესიული, მოლაპარაკე

ვერა
QUOTE
გონება ღრმად ჩაძიების გარეშე

კი
QUOTE
ახერხებს სწრაფად აზროვნებას

არა

Posted by: folkman 12 Jan 2011, 18:03
anuky
BodySnatcher
ყველა დებს როგორც მინიმუმ თავისას. თუ სინდისი აქვს სხვებსაც. მეც ჯერჯერობით უსინდისო ვარ და აუცილებლად გამოვასწორებ. gigi.gif

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 18:42
კუროჩკების დაგიდებთ, ოღონდ ყველას ვერა ჯერჯერობით, ან არ ვიცი ეგებ მოთხოვნების მიხედვით?
კაეჰ...
კურო მზე, ვერძი მთვარე
ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ,თქვენი ექსპანსიური საქციელის მიღმა შეუდრეკელი მიზანმიმართულობაა. სულ რომ ცა ჩამოიქცეს, ამას ყველას არ აჩვენებთ, მხოლოდ რჩეულებს. თქვენი ინტელექტი და ემოციები თავისთავად ძალიან ძლიერია და ერთმანეთთან კავშირში არ არიან,ამიტომაც ხშირად გამოხატავთ აზრებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს ემოციებთან. თქვნეს ცნობიერებაში აღუქმელი ბევრი რამაა, ამიტომაც შეიძლება ვერც ხვდებოდეთ იმას, რომ თქვენი გაუცნობიერებელი ემოციები და გაცნობიერებულიაზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. შეგიძლიათ მსჯელობისას გამოხატოთ მოთმინება და ფართო აზროვნება, მაგრამ თუ თქვენს ემოციებს შეეხნენ, ხდებით სუბიექტური და ტენდენციური და გაუზარებელი, ისეთივე ფანატიზმით შეპყრობილი, როგორშიც 2 წამის წინ სხვას ადანაშაულებდით.
არაჩვეულებრივი გონება გაქვთ, შეგიძლიათ გაერკვიოთ ურთულეს, გაუგებარ და არარეალურ საკითხებში. მაგრამ თუ გონების სიძლიერეს მხარს არ უჭერს მზის ან მერკურის ძლიერი ასპექტები, თქვენი ინტელექტი კარგს ვერაფერს მოგიტანთ.
კარგი ასპექტების პირობებშიც უნდა იმუშაოთ თქვენს თავზე,რომ დაძლიოთ ყველაზე და ყველაფერზე დომინირების სურვილი, რადგანაც საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომა თქვენც დაგტანჯავთ და სხვასაც.

მაშინაც კი როცა პირდაპირ არ მაბობთ იმას, რაც გინდათ რომ მოხდეს, რაღაც უმნიშვნელო ჟესტით აგებინებთ საინტერესო პირს თქვენს სურვილს და სამწუხაროდ ხშირად გულს სტკენთ. თქვენი დასაბუთება იმდენად დამაჯერებელია, რომ აცამტვერებს ყველა საწინააღმდეგო არგუმენტს. ეს ყველაფერი კარგი მანამ, სანამ ყველòას არ აქცევთ თქვენს დაქვემდებარებულ პირებად. ესაა მთავარი საშიშროება ასეთი მდებარეობის ადამიანსთვის. იმდენად დარწმუნებული ხართ თქვენ სიმართლეში, რომ ვინც ოდნავ ეჭვობს საკუთარ თავში, ეგრევე დავიწყებას ეძლევა თქვენი მხრიდან.
უნდა ისწავლოთ სხვა ადამიანების მიშვება თავის ნებაზე, თავი უნდა დაანებოთ მათ, აცალოთ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და მიმართონ ენერგია იმაზე რაზეც უნდათ. თქვენს საკუთარ თავზე მიმართეთ დომინირების სურვილი.
ეს მდებარეობა საჭიროებს საკუთარ თავში ობიექტურობოს შეგრძნების განვითარებას. დომინირება ყველაფერზე, ბუტიაობა და ქედმაღლულობა, ისაა რაც ხელს შეგიშლით დიდი მიზნების მიღწევაში, თუ მათ არ დაძლევთ.

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 19:17
ისა "დამიდეთ რა" რა პონტია? ლინკი დევს, წაიკითხეთ და თარგმნეთ ცოტა თქვენც, გაივარჯიშებთ, პახოდუ ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებთ და თუ ხალხს გაუზიარებთ, სხვებსაც გაახარებთ :ტყუპებიმულტიტასკერისამილი: ნუ ვინც რუსული არ იცის ეპატიება...
ჰესე იღი: კურიკ მზე კურიკ მთვარე

სიჯიუტე, რომელიც თქვენგან ურთულეს ბავშვს ქმნიდა, მოზრდილ ასაკში გარდაიქმნება გონიერებასა და სიმყარეში, რაც არაჩვეულებრივ ძალაუფლებას და გავლენას განიჭებთ თქვენს გარშემომყოფებზე. თქვენ მზად ხართ ნებისმიერი სიმძიმის, სიდიდის და სიგრძის ტვირთი ატაროთ მხრებზე, ისინი ყველაფერს გაუძლებენ. კარგად ერკვევით ბიზნესში და ხელოვნებაში, ზუსტად იცით საკუთარი თავის ფასი და ეს წარუშლელ შტაბეჭდილებას ახდენს სხვებზე. იცით მითითებების შესრულება, რადგანაც გათვითცნობიერებული გაქვთ აზრი, რომ სანამ სხვებს მისცემ მითითებებს, ჯერ თავად უნდა შეასრულო ისინი.
ძალაუფლებისადმი თაყვანისცემა განსაზღვრულია იმით, რომ საკუთარი თავი მიგაჩნიათ თავად ძალაუფლებად. კარგი დაქვემდებარებული პირი ხართ, ოღონდ თქვენი უფროსი სულ ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც თუ მოადუნებს ყურადღებას, ერთ დღესაც თქვენ დაიკავებთ მის ადგილს. ვერ იტყვის კაცი, რომ არ ხართ ერთგული, უბრალოდ არ განაგრძობთ ურთიერთბას იმ შემთხვევაში, როცა ობიექტი ხელს გიშლით წინსვლაში. ცხელი, ძალაუფლების მოყვარული და ვნებიანი საყვარელი ხართ.
როცა თქვქენს თავმოყვარეობას და ემოციებს ეხებიან ბავშვივით ბრაზდებით., ხოლო ის რაც პირადად არ გეხებათ დისტანციურია თქვენთვის. დისკუსია დიპლომატიურად და ირონიულად მიგყავთ და ეს ართობს ოპონენტებს, მანამ სანამ არ მიხვდებიან რომ ჩიხში შეიყვანეთ, თქვენ კი შეგიძლიათ უსასრულოდ დაელოდით იმას რაც გსურთ. მოთმინების წყალობით თითქმის ყოველთვის აღწევთ იმას, რაც გინდათ.
ბოღმას გულში ნუ ჩაიტოვებთ, ის შიგნიდან გამოგღრღნით. ერიდეთ მტრებს, მაგრამ ნუ შეიძულებთ მათ და ნუ მიმართავთ ენერგიას სხვადასხვა შურისძიების სხვადასხვა საშუალებების ძებნაში. განავითარეთ გულუხვობა, ობიექტურობა და თქვენს ფერხთ ყველა დაეცემაbiggrin.gif

Posted by: Tata_Sonne 12 Jan 2011, 19:27
QUOTE
მზე- კურო  მთვარე- ქალწული



მომხიბვლელი, გაწონასწორებული პიროვნება ხარ, საღი აზრით, თუმცა რამდენად განავითარებ და დახვეწავ ამ თვისებებს, ინტელექტუალური და ფინანსური მოგებისთვის, პირადი ჰოროსკოპის სხვა ასპექტებზეცაა დამოკიდებული. თუ შენს პირად ჰოროსკოპში არაა კვადრატურები მტზე/მთვარესთან, მაშინ წყნარად ივლი ცხოვრების გზაზე.
როგორც წესი მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ან ისეთის, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავი უზრუნველყოს ფინანსურად, რადგან ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობა გაქვს.
ლიდერის/უფროსის მონაცემები არ გაქვს, მაგრამ ინტელექტუალურ დავალებებს არაჩვეულებრივად ასრულებ. თუმცა კუროს დამოუკიდებლობის გამო, გირთულდება დავალებების შესრულება დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ უკეთესია დამოუკიდებელ კარიერას თუ აარჩევ, სადაც არც განკარგულებების გაცემა და არც მიღება მოგიწევს. ღრმა ინტელექტი გაქვს, მაგრამ გვიან ვლინდება, რადგან ემოციები უსწრებს წინ. ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრების მანძილზე აგრძელებ სწავლას. დახვეწილი მანერები გაქვს და დიდი ტაქტი, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება, საზოგადოებაშიც პოპულარული იქნები. მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ზოგადი წარმატების შემდეგ, გაქვს მიდრეკილება დაკმაყოფილდე მიღწეულით. მცირეოდენი წარუმატებლობები კარგი იქნება შენთვის, რადგან ძალიან კეთილსინდისიერი ხარ და თავს უფლებას არ მისცემ არ გაართვა ამ პრობლემებს თავი.

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 19:40
კურიკ მზე, ტყუპჩიკ მთვარე

პირადი წარუმატებლობები გამოგიყვანენ მდგომარეობიდან და თქვენს ცხოვრებას ქაოტურად აქცევს, თუ არ გააკონტროლებთ თქვენს კრიტიკულ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. საკუთარი თავი მიგაჩნიათ ერთგულად, მიზანმიმართულად და მოხერხებულად, სინამდვილეში კი თქვენი გრძნობები გაუთავებლად დახტიან ერთიდან მეორეზე, განსაკუთრებით კი ერთი ადამიანიდან ( შეყვარებული, მეგობარი) მეორეზე. დააპირებთ, რომ წამოიწყოთ გაცეცხლებული და ვნებიანი ურთიერთობა, მაგრამ უცბად აღმოაჩენთ რომ რაღაც ვერაა კარგად თქვენს სიყვარულში. ძირითადად მიდიხართ იმ აზრამდე, რომ ის ( ობიექტი სიყვარულის) არ იმსახურებს თქვენს უდიდეს სიყვარულს, რომლის შეთავაზებაც ძალგიძთ, ან რაიმე უარყოფით თვისებებს პოულობთ მის ხასიათში, საუბრის მანერაში, შამპუნის მარკაში, რომელსაც ის იყენებს...
თქვენ დაუშრეტელი ენერგია გაქვთ, არც საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება გაკლიათ, ამიტომაც დაბორიალობთ და მიედმოედებით ბევრ რამეს. თქვენი ემოციური და საქმიანი სტაბილურობა არასდროს არ იქნება პირაპირ დამოკიდებული თქვენს განათლებაზე. ისწავლეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, თუ ვერ მიიღეთ ის რაც გსურდათ, შეისწავლეთ ფაქტები, ციფრები და ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო დისკუსიებში.
ნახავთ, რომ სწავლისადმი სერიოზული დამოკიდებულება გაგიჩენთ სტაბილურობის შეგრძნებას ნებისმიერ სფეროში ( ეს ვერ გავიგე, ჯერ წერენ არ იქნება დამოკიდებულიო, მერე წერენ სტაბილურობის შეგრძნებას გაგიჩენსო?). იწავლეთ განსაზღვრული კურსებით-17 გაკვეთილი ფორტეპიანოსზე დაკვრის შესასწავლად,ან დახატეთ ხიდის გეგმა და ნახავთ, როგორი ბედნიერი იქნება ყველა იმით, რომ ტვინს რაღაც კონკრეტული მიზნისთვის ამუშავებთ. ამავე დროს ეცადეთ ერთ ადგილას გაჩერება ისწავლოთ და მოეშვათ ჭორების და სხვისი საუბრების ჩუმად მოსმენას. როდესაც გაუგონარ ჭორებს გეიყვებიან მეგორბებზე, ყოველთვის ეჭვი გეპარებათ მათში, რადგანაც მძაფრ შტაბეჭდილებებს გავლენა შეუძლიათ მოახდინონ თქვენზე, მაგრამ გულის სიღრმეში ერთგული ხართ. თუ იმას რაც სულში გაქვთ პრაქტიკულ გამოყენებას არ უპოვით, უნმიშვნელოა ის რაც თქვენს სულშია. ისწავლეთ, იკითხეთ, რაც შეავსებს თქვენს გონებას, ყველაზე უკეთესი საქმიანობა ვაჭრობაა, თავსაც გამოხატავთ და ფულსაც იშოვითsmile.gif

Posted by: radiohead_lover 12 Jan 2011, 19:43
მზე/მთვარე მშვილდოსნებში




ეს კომბინაცია გვაზლევს ფეთქებად და აქტიურ პიროვნებას. გონებრივად და ფიზიკურად ცეცხლოვანი ტიპაჟი. თქვენი ნერვიული ენერგია იმდენად დიდია რომ ხშირად გესაჭიროებათ დასვენება რელაქსაცია, რათა თავიდან აიცილოთ გონებრივი დაღლილობა. შეგიძლიათ პასუხისმგებლობის აღება რადგან არ გიყვართ საქმის სანახევროდ კეთება. თქვენ ფიქრობთ ხანგრძლივ გრძელვადიან პერიოდებში, პესიმისტი ადამიანები კი თქვენ გთიშავენ biggrin.gif თქვენ ხედავთ თქვენს აბსტრაქტულ იდეალებს. ცხოვრობთ საკუტარი წესებით და ელოდებით სხვებს რომ ისინიც თქვები სტანდარტების ქვეშ მოექცევიან biggrin.gif არ ხართ მოკლებული ემოციებს, თუმცა არც მგრძნობიარობით გამოირჩევით. შეხედულებების შერცევის დრამატული გზა გაქვთ. თქვენი მოქმედებები და რეაქციები დამყარებულია საღ აზრზე და იდეალისტურ შეხედულებებზე. როდესაც სხვები არ მიყვებიან თქვენს მითიტებებს , თქვენ სამართლიანად აღშფოთდებით ხოლმე biggrin.gif თქვენი ბუნება მეტად უკავშირდება იდეალებს, ვიდრე კონკრეტულ სიტუაციებს და პრობლემებს

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 20:04
კურო მზე, კირჩხიბი მთვარე

ძალიან მგრძნობიარე ნატურა ხართ თქვენი ტრამვირება ძალიან იოლია და ალბად ძალიან გტკენთ გულს რეალური და წარმოდგენაში არსებული შეურაცხყოფა. ინტენსიურად გიყვართ და ასევე გძულთ, თუმცა თქვენს ანტიპატიას დიპლომატიურად მალავთ, ისე რომ გაუგებარია სხვებისთვის თქვენი რეალური დამოკიდებულება. ეს როგორც სასიყვარულო , ასევე საქმიან სფეროს ეხება. საშიში მტერი, ოპონენტი ხართ, ცვლით ტაქტიკას და პოზიციებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და მოულოდნელად გამოეცხადებით მტერს, როცა სულაც არ გელოდებათ.
თქვენი ამბიციები ღრმად გულში იღებს სათავეს, თქვენთვის დამახასიათებელ ამპარტავნებასთან ერთად, ხოლო სხვებისთვის დასანახი თავდაჯერებულობა, მხოლოდ შირმაა, იმის დასამალად რომ შიგნით იმალება შეშინებული და აღელვებული ბავშვი, რომელიც პირველად ეზიარება ( კათოლიკურ ეკლესიებში პირველი ზიარება 8 თუ 9 წლის ასაკშია, შედეგად ამ დღეს ბავშვი აღელვებული ელის).
მიუხედავად ამისა, თქვენი კონტაქტების გონივრული გამოყენების წყალობით, ნებისმიერ ვარიანტში მიაღწევთ რაიმე ხელმძღვანელ პოზიციას.ისწავლეთ თქვენი პოზიციის თამამად დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი შეხედვით დიდი წარმატება ქვიშაზე აშენებული სასახლესავით დაიშლება.
თქვენთვის აუცილებელია უშიშროების და სტაბილურობის შეგრძნება სახლის პირობებში. ქალებიც და კაცებიც ამ კომბინაციით გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ დაქორწინების შემდგომ, თუნდაც გვიანი ქორწინება იყოს ის. უნდა განავითაროთ გადაწყვეტილების მიღების უნარი უფრო მეტად, ვიდრე მიზანმიმართულობა და პირდაპირობა- ვიდრე დიპლომატია. დიპლომატიის ჭარბი რაოდენობა სისუსტეს მოგიტანთ, ყველაფერზე თანხმობა კი არასტაბილურობას. თამად გამოთქვით თქვენი აზრი და დაე გაგლანძღონ, ეს გჭირდებათ ხანდახან. ნუ დაუთმობთ მოწინააღმდეგეს როცა იცით, რომ მართალი ხართ. იმდენად კარგად გესმით სხვების, რომ თქვენს შეხედულებსბ ანადგურებს ეს სხვისი " გაგება".

Posted by: Scoorp 12 Jan 2011, 20:16
მზე-თევზები
მთვარე-მერწყული

მზის და მთვარის ასეთი კომბინაცია იძლევა
ემოციური მგრძნობიარობა და ინტუიციური აღქმები არეულია მერწყულის თავისუფლებასთან,ორიგინალურობასთან და დამოუკიდებლობასთან. თქვენს კომპანიაში სიამოვნებას იღებენ აადამიანები,რადგან თქვენ შარმიანი და მრავალმხრივი. მეგობრების დიდი წრე გყავთ. ხალხი ხშირად ინტერესდება თქვენით. წარმატების მიღწევა შეგიძლია ბიზნესში,რადგან ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება ადვილად შეგიძლიათ. დრო და დრო შეიძლება აუხსნელი ცვლილებები განწყობაში ან გრძნობებში გაგიჩნდეთ. ორიგინალური აზროვნება გაქვთ,ანუ ამ კომბინაციით გაერთიანებულია ემოცია და ინტელექტი. ძლიერი შინაგანი წარმოსახვა არეული გრძნობებთან,ინტელექტთან,გიცავს იყო ცალსახად ან ძალიან ემოციური ან ცივი ინტელექტუალი.

Posted by: Miss_Manette 12 Jan 2011, 20:16
ნაბიჯი -I >>> წაიკითხეთ თემის პირველი პოსტი
ნაბიჯი II >> არ მოითხოვოთ კონკრეტული მდებარეობა "აუ,დადეთ რაა,....დამიდეთ...რა გაგიხდათ ამის თარგმნა"- კეთილი ინებეთ,მოიძიეთ და დადეთ. არსებობს რუსული და ინგლისური მასალა

ლინკები:

http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html
http://astrorok.ru/luna/moon_sun.php

ასევე გუგლიც

განყოფილებაში,კონკრეტულად ამ თემაში დასრულდა მოთხოვნები.
გინდათ უფრო მეტი გაიგოთ და ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაიდოს?მოიძიეთ,თარგმნეთ, დადეთ და განყოფილების წინსვლაში შეიტანეთ თქვენი წვლილი.



პ.ს. ვიცი, რომ სწერვა, 24/7-ზე PMS-ით შეწუხებული მდედრი მოდერი ვარ. ნუ შეწუხდებით თქმით.


Warning:
თემაში ნებისმიერ უცხო ენაზე დადებული ინფორმაცია მზე -მთვარის მდებარეობაზე დაისჯება პირდაპირ +20% -ით.

ეს გაფრთხილებაა,2 დღეა თემა გახსნილია და გადავაწითლე. უკვე მოქმედების დროა და ჩემი ბრალი არ იქნება თუ I ან ეს პოსტი დაკვირვებით ვერ წაიკითხეთ



==============
მზე ტყუპები, მთვარე-ვერძი
"წიწაკა"

ეს მდებარეობა ადამიანს ხდის მენტალურად სწრაფს, როგორც კატას. ის არის მახვილგონიერი, სწრაფი, მოძრავი, სხარტი, აგრესიული. ესაა "სული" და "სხეული" ერთად. როგორც წესი , ამ მდებარეობის მქონე ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი შეთანხმებულია და შინაგანი კონფლიქტი არ აწუხებს. ის ხასიათდება აგრესიულობითა და დაჟინებულობით, მიუხედავად ცვალებადი ბუნებისა, შეუძლია თუ რამეს დაიჟინებს-მიაღწიოს.

ურთიერთობებში ტყუპები მთვარით ვერძი არის საკმაოდ მხიარული, შეუძლია მოგიწყოთ სურპრიზები და წვეულებები. მას ხომ ენერგია არ ელევა. . . .მაგრამ ამავე დროს არის საშიში მოწინააღმდეგე. ის არცკი დაფიქრდება ისე გაგასწორებთ მიწასთან და ეს ყველაფერი მხოლოდ -საუბრის დონეზე. ეს ტყუპი გამოირჩევა "მწარე" და პირდაპირი გამონათქვამებით. მოტივირებულია მუდმივად მიიღოს და შეაგროვოს ახალი ინფორმაცია.
მისი ერთადერთ პრობლემად და ასევე დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მუდმივად მხიარული განწყობა, რაც "სერიოზულ ფიქრში" უშლის ხელს.ადამიანები მას უსიტყვოდ ენდობიან, რადგან ამ ადამიანმა კარგად იცის სად მიდის, რა მიზნით და რა გზით. საკუთარ თავში დარწმუნებულობა ხელს შეუწყობს მის ლიდერად ჩამოყალიბებას,, ქვეცნობიერად მას ხომ სწორედ ლიდერობა და პირველობა სურს.

შეიძლება ამ ადამიანმა დატოვოს ზედაპირული პიროვნების შთაბეჭდილება,რადგან მას თევზებივით სულაც არ ახასიათებს "ღრმად" ფიქრი და განცდა.

Posted by: ელენ 12 Jan 2011, 20:22
მზე - მორიელი
მთვარე - ლომი

jump.gif

ეს მითხრეს ამაზე.. mo.gif


"მზეს მორიელში, დამატებული მთვარე მორიელში, ძალიან მუდმივია, რთული იქნება ცვლილებების განცდა, ორმაგად ძლიერი იქნება, მითუმეტეს, რომ გაუძნელდება ცხოვრება კვადრატურით, ეს მანამდე, სანამ იმ უარყოფით თვისებებს არ დაძლევს, რასაც მზე–მთვარე თავაზობს. თუმცა ყველანაირი უარყოფითიც ხომ შედარებითია. "


Leo woman
QUOTE
მზე -ლომი
მთვარე -მორიელი


მე პირიქით მაქვს.. biggrin.gif

მზე - მორიელი
მთვარე - ლომი chups.gif

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 20:28
Miss_Manette
QUOTE
მზე ტყუპები, მთვარე-ვერძი

აა გადახვედი ტყუპებზე?smile.gif მერე კუროებს მივამთავრებ, ოღონდ მერეbiggrin.gif მაგრად მაინტერესებს ჩემი კომბინაცია სხვისი წყაროებით

Posted by: Konstantin_Logos 12 Jan 2011, 20:44
Miss_Manette
QUOTE
http://astrorok.ru/luna/moon_sun.php

ეს დახასიათებები არის გრანტ ლევის წიგნიდან: "რა იციან ვარსკვლავებმა"

Posted by: Miss_Manette 12 Jan 2011, 20:47
vinchenz@
ჰო,შენ კუროებზე წერ და... biggrin.gif

მთვარე ლომი ხო? დახასიათებებში რაღაც ნაწილს მეც ვამატებ ხოლმე და თუ სწორად მახსოვს, მაგ მდებარეობას ძალიან ბევრ ინფორმაციას მივუმატებ biggrin.gif დედაჩემია მზე ტყუპები მთვარე ლომი.ჰმ , ქალი ვულკანი,ენერგია,არასდროს იღლება,ამაყი ადამიანი,რომელსაც თუ აწყენინე,ჩათვალე სიტყვიერი ომის შუაგულში აღმოჩნდები მარტო . . . . "ფაფარაშლილ ტყუპთან". მოკლედ,ნელ-ნელა მივყვები, დანარჩენი მერე.

მზე ტყუპები, მთვარე-კურო
ეს მდებარეობა ერთ-ერთი კარგი მდებარეობაა. ტყუპების გონებამახვილობა შერწყმული კუროს სტაბილურობასთან.ასეთი ადამიანი არის სოციალური,მხიარული, ადვილად ითვისებს ნებისმიერ ინფორმაციას. კურო ტყუპებს სტაბილურობას მატებს,მას შეუძლია ადვილად და სწრაფად მიაღწიოს მიზანს და ამავე დროს იყოს სოციალურად მიღებული პიროვნება. ტყუპები მთვარით კურო ადვილად მიაღწევს წარმატებას ბიზნესის სფეროში.შეუძლია სწრაფად გაიაზროს მოსალოდნელი შედეგები, რაც ტყუპებისთვის ზოგადად წარმოუდგენელია.
ასევე ტყუპები ამ მდებარეობით ბევრად უფრო ხშირად ფიქრობს მატერიალურ სფეროზე,ვიდრე დანარჩენი ტყუპები. მას არ ეზარება უკანასკნელი თეთრის დახარჯვაც კი იმ დროისთვის მისთვის საყვარელ საგანზე ( საგანი, რა თქმა უნდა, წიგნია biggrin.gif ან შემეცნებისთვის საჭირო სხვა ნივთი ) /პიროვნებაზე.
ეს ადამიანი ხშირად გამოირჩევა საკუთარ სანაცნობო წრეში მაღალი გონებრივი მონაცემებით, თუმცა ამის აღნიშვნა არ უყვარს-მას არ სურს გარშემომყოფებს გული ატკინოს და დაანახოს, რომ "მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და გასაგები".



პ.ს. logos
თვითონ ეგ წიგნი ხელმისაწვდომია? ელექტრონული არა, ისე.

Posted by: Tata_Sonne 12 Jan 2011, 20:51
მერწყულებს მე ვთარგმნი, მაგრამ ერთიანად ვერა... ვინმეს გული თუ ვერ უთმენს, თავად წაიკითხოს თავისი მდებარეობა... ლინკები დევს ზევით.

მზე – მერწყული, მთვარე – ვერძი

ფლობთ სწრაფ, ენერგიულ და ფართო გაქანების ტვინს. არაჩვეულებრივად იაზრებთ თქვენი ინტელექტის ძალას და ძალიან კრიტიკული ხართ სხვების მიმართ. სხვებზე უპირატესობის გრძნობას, ამიტომ მოერიდეთ იყოთ თვითკმაყოფილი, რადგან ადამიანებს ეს არ უყვართ. საგნებს შეისწავლით მკვლევარის ცივი გონებით, გაკლიათ ემოციურობა. სხვებისგან განცალკევებით დგახართ, მაგრამ ამავდროულად მიისწრაფით იმისკენ, რომ ადამიანები ყურს უგდებდნენ თქვენს აზრს. თქვენი განსჯა გამოირჩევა სიზუსტით და სიფხიზლით, გააზრებული და ჩამოყალიბებულია. თუმცა თქვენი შესაძლებლობები უაზროდ იქნება გაფანტული, სანამ არ გააანალიზებთ, რომ შეუძლებელია მოსიარულე ენციკლოპედია იყოთ.
მოთხოვნილება გაქვთ საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ადამიანებთან ურთიერთობისადმი. თუ შეწყვეტთ ასეთ ქედმაღალ ადამიანად ყოფნას და გარშემომყოფებს დაანახებთ, რომ გჭირდებათ მათი სიმპატია, უფრო თბილი დამოკიდებულება ექნებათ და შეძლებთ საზოგადოებაში წარმატების მოპოვებას. გჭირდებათ სიყვარული და მიჯაჭვულობა, მაგრამ სიცივე და განზე ყოფნა, რომელიც მთელ თქვენ არსს აწვება, ისახება ამ ყველაფრის გამოხატვის მანერაში, ამიტომ ჩანხართ იმაზე გულცივი, ვიდრე ხართ სინამდვილეში.


მზე – მერწყული, მთვარე – კურო love.gif

თქვენი ემოციური და ინტელექტუალური მხარეები არაჩვეულებრივად ავსებენ ერთმანეთს. არაჩვეულებრივად გაქვთ ტვინი მოწყობილი, ყოველთვის ცდილობთ საქმის არსს ბოლომდე ჩაწვდეთ. გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძლიერი ხელმძღვანელი გახდეთ, ერთადერთი რაც გაკლიათ–ამის სურვილია. ცდილობთ სულიერი თვისებები განავითაროთ და არა ის თვისებები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ პუბლიკაში სიმპათია გამოიწვიოთ. არ გინდათ არც ასწავლოთ, არც იბატონოთ, ცხოვრობთ და სხვებსაც აცდით ცხოვრებას (სანამ ცუდად არ შეგეხებიან gigi.gif ) ამის გამო თითქოს საზოგადოებისგან განცალკევებით დგახართ და სნობის ელფერი დაგკრავთ. ადამიანებს აფასებთ არა მატერიალურ–სოციალური კუთხით, არამედ იმით, რამდენად საინტერესოები არიან თქვენთვის. თუ არ გაინტერესებთ ისინი–არ შედიხართ ურთიერთობაში.
ერთდროულად შეიძლება ბევრი ადამიანი შეგიყვარდეთ, მაგრამ ერთგულები და პასუხისმგებლოგის გრძნობით ხართ სავსე. ეს უფრო მეტად გაჩერებთ ვიდრე მოლაპარაკებები/კანონები, რომლებსაც გულის სიღრმეში ვერ იტანთ, მაგრამ საქმეზე იშვიათად არღვევთ. სიმშვიდე და ჰარმონია გიყვართ და ცდილობთ ტაქტის გამოყენებით ჩხუბი აიცილოთ თავიდან (სულ ვიძახი, სხვები მეჩხუბებიან და შემოდიან კამათში, მე უბრალოდ ჯანსაღად ვსაუბრობ–მეთქი). როგორც წესი თქვენსას ყოველთვის აღწევთ ჯიუტად, მაგრამ მშვიდობიანი ხერხებით: მგლებიც დანაყრებულები იყვნენ და ცხვრებიც უსაფრთხოდ. ახალგაზრდობაში ეს ჩანს როგორც სიჯიუტე, ასაკთან ერთად გადადის მიზანდასახულობაში. შეგიძლიათ მოცდა და აანალიზებთ ძალადობრივი ხერხების უშედეგობას.
ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ხართ, მაგრამ უკანასკნელ პერანგს სხვას არ მისცემთ. lol.gif

Posted by: Konstantin_Logos 12 Jan 2011, 21:00
Miss_Manette
QUOTE
თვითონ ეგ წიგნი ხელმისაწვდომია? ელექტრონული არა, ისე.

არ ვიცი ახლა იყიდება თუ არა...
2001 წელს იყო თავისუფლების მოედანთან ბუკინისტებში და შევიძინე...
ამ წიგნში ასევე შესულია ასპექტების განხილვა.
ისე ეს მზის და მთვარის კომბინაციები არაა სრული. წიგნში არის უფრო დეტალური განხილვა, სადაც დანომრილია კონკრეტული ასპექტები.. და ვთქვათ წერია: თუ მზე ვერძში და მთვარე თხის რქიან ადამიანს აქვს 245, მაშინ წარმატება ელის უცხოეთში. თუ 247 ან 248, მაშინ უნდა უფრთხილდეს გადაადგილებას.
არის თემები ცალკე ასპექტებზე, სადაც ასევე წერია მსგავსი დეტალიზაცია, ანუ ვთქვათ თუ გაქვს მზის და მთვარის შეერთება და 240, მაშინ ესა და ისაო...

user posted image


Posted by: Miss_Manette 12 Jan 2011, 21:04
daknakuna
კიდევ დაწერ-წავშლი
დაწერ-წავშლი
დაწერ-წავშლი

არ მეზარება

ამას სჯობს , I პოსტს გადახედო

logos
QUOTE
წიგნში არის უფრო დეტალური განხილვა, სადაც დანომრილია კონკრეტული ასპექტები.. და ვთქვათ წერია: თუ მზე ვერძში და მთვარე თხის რქიან ადამიანს აქვს 245, მაშინ წარმატება ელის უცხოეთში. თუ 247 ან 248

ეგ ციფრები რას ნიშნავს?
ასპექტებია დანომრილიო და რა პრინციპით ეგ ვერ მივხვდი


OFFTOPIC:
პ.ს. სიამოვნებით ვითხოვებდი წიგნს biggrin.gif


Posted by: Konstantin_Logos 12 Jan 2011, 21:11
Miss_Manette
QUOTE
ეგ ციფრები რას ნიშნავს?
ასპექტებია დანომრილიო და რა პრინციპით ეგ ვერ მივხვდი

ეგ ციფრები არის ასპექტების ნომრები.
დანომრვის პრინციპი არ არსებობს. ავტორმა ასე მოინდომა უბრალოდ.
დანარჩენზე სკაიპში biggrin.gif

Posted by: U-0643 12 Jan 2011, 21:11
logos
Za tridzat minut...... smile.gif

შენი ავატარი რას ნიშნავს? smile.gif

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 21:11
Miss_Manette
QUOTE
მთვარე ლომი ხო? დახასიათებებში რაღაც ნაწილს მეც ვამატებ ხოლმე და თუ სწორად მახსოვს, მაგ მდებარეობას ძალიან ბევრ ინფორმაციას მივუმატებ  დედაჩემია მზე ტყუპები მთვარე ლომი.ჰმ , ქალი ვულკანი,ენერგია,არასდროს იღლება,ამაყი ადამიანი,რომელსაც თუ აწყენინე,ჩათვალე სიტყვიერი ომის შუაგულში აღმოჩნდები მარტო . . . . "ფაფარაშლილ ტყუპთან". მოკლედ,ნელ-ნელა მივყვები, დანარჩენი მერე.

მე კიდევ ბებო მყავს ვერძი-თხისრქა love.gif
ერთს რომ გამოგხედავს, ხელის აწევით ლაპარაკის გარდა ვერაფერს გაბედავ, აი იმას დღემდე იმიჯი აქვს მართლა "სწერვის", ხშირად სრულებით სამართლიანადbiggrin.gif მაგრამ მე უაზროდ მანებივრებდა love.gif

მზე კურო მთვარე ლომი
თქვენი ( ეს სიტყვა ყოველთვის(!!!!!!) მეშლება და თ-ს მერე ვ-ს ვწერ ქ-ს მაგივრად და რამე დაავადებასთან გვაქვს საქმე?biggrin.gif)
სახის ყველა ნაკვთი მეტყველია, დიდი ნებისყოფა, კონკრეტული აზრები და მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში განუცხადოთ საზოგადოებას ვინ ვინაა რეალურად, უშიშარ, პირაპირ და გულწრფელ ადამიანდ გხდით. თქვენმსუბუქი უპატივცემულობით და ზედაპირულად ექცევით, მათ ვინც გულზე არ გეხატებათ. თქვენი ანტიპატია არ ეყრდნობა მიანცამაინც ლოგიკურ მსჯელობას, არამედ ინსტინქტურ შეგრძნებას, რომელიც იშვიათად იცვლება. არ გიყვართ ადამიანი? არ გიყვართ და მორჩა. მეროესმხრივ ერთგული ხართ მეგობრების, ხშირად უარყოფით სიტუაციებშიც, თუ რა თქმა უნდა ეს მეგობრები გიღირთ რაიმედ.
მშვენიერი ტვინი გაქვთ, რომელიც გამოდგება როგორც შემოქმედებით სფეროში ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე. თუ შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, რომელიც მშენებლობასთან ან მათემატიკასთანაა კავშირში, ან მუსიკასა და არქიტექტურასთან, უდაოდ წარმატებას მიაღწევთ. ძლიერი ხელმძღვანელი ხართ და წარმატება არაა მიმართული თქვენთვის მატერიალური სიკეთისკენ, თქვენ მუშაობთ ხალხისთვის და არა ფულისთვის. შეგიძლიათ დომინანტური პოზიცია მოიპოვოთ ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ ჯგუფში, პირდაპირი ხართ და ხშირად ამის გამო სხვებისთვის არც თუ ისე საყვარელი. თქვენ გესმით სხვების, მაგრამ არ საჭიროებთ სხვების გაგებას, არის რაღაც თქვენში მარტოსული და დისტანციური რაც, შორ მანძილზე აჩერებს ადამინებს თქვენგან.
ერთგული საყვარელი ხართ, აბსტრაქტულ-რომანტიულ-იდეალისტი და ხშირად იმედგაცრუებული რჩებით პარტნიორის განსხვავებული დამოკიდებულებით, ამიტომ იკეტებით თქვენში, რომ წყნარად დააკვირდეთ საკუთარ ღირსებებს. ხალხი ემოციურ მიზიდულობას არ განიცდის თქვენთან მიმართებაში, თუმცა სიმპატიით და პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. თუ შეძლებთ ჩამოიშოროთ ცერემონიული და დაჭიმული იმიჯი, ბევრად მიმზიდველი გახდებით. მაგრამ ეს რთულია და ხშირად ძალიან თავმოყვარის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაშინაც კი როცა არ გინდათ. მიუხედავად ამისა ფართო სამეგობრო წრე გყავთ, რომელის ემოციურად კიდევ უფრო დაგიახლოვდებათ, თუ მათ ( ემოციებს) ისევე გამოხატავთ როგორც თქვენს მოსაზრებებს.

Posted by: Tata_Sonne 12 Jan 2011, 21:13
მე მომწონს ამ ასტროლოგის განმარტებები. ახლა დედაჩემს წავუკითხე თავის თავზე (მზე მშვილდოსანი, მთვარე თევზები) 100%-ით დაემთხვა, გაგიჟდა ქალი givi.gif
მერე ვთარგმნი, თუ სხვამ არ დამასწრო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: letodiniusi 12 Jan 2011, 21:22
საინტერესო ტემაა...ეხლა არ მცალია და ხვალ ან დღეს გვიან დავდეებ smile.gif

Posted by: Miss_Manette 12 Jan 2011, 21:28
logos
უი,საწყალი ჩემი მთვარე

პ.ს. კარგი biggrin.gif

vinchenz@
ეგ იმიჯია. იცი რა საყვარელი გული აქვს? http://www.SmileS.ge
ძალიან უნდა ამოუყვანო ყელში, რომ . . . სადისტი იყოს biggrin.gif


მზე ტყუპები, მთვარე ტყუპები
სხვადასხვა ტალღაზე

ეს ადამიანი მოგვაგონებს ელექტროსადგურს,სადაც დენმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგარტყას. ემოციურად ცვალებადი ადამიანია, რომელიც აზრს ხშირად და გამუდმებით იცვლის. ენერგიის დახარჯვის ერთი გზა ცვლის მეორეს, მეორე მესამეს და ა.შ. ამ ადამიანისთვის მუდმივი არაფერია, ის ყველგანაა "აქ" და მეორე წუთში "იქ".
ტყუპები კვადრატში არის მოძრავი,სხარტი ადამიანი, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს ერთ საზოგადოებაში და ხშირად იცვლის მეგობრებს.არ შეუძლია 1 ფოკუსით ყურება. მუდმივმა "გადართვებმა" კი შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი (კვადრატში).
ამ ადამიანის ქცევის წამმართველი ყოველთვის კონკრეტული სიტუაციაა და არასდროს იცის წინასწარ 5 წუთის შემდეგ რას მოიმოქმედებს. თავს ცუდად გრძნობს, თუ გვერდით არ ჰყავს ადამიანი, რომელთანაც საუბარს შეძლებს.
ტყუპებს კვადრატში ყველაფერი აინტერესებთ, ყველა სფერო,მაგრამ ღრმა ცოდნა არცერთ სფეროში (არ) აქვთ.
მისთვის უკეთესი იქნება თუ ემოციების მართვას ისწავლის


Posted by: VlV 12 Jan 2011, 21:39
Tata_Sonne
Miss_Manette
vinchenz@
2kiss.gif

logos
QUOTE
ეს დახასიათებები არის გრანტ ლევის წიგნიდან: "რა იციან ვარსკვლავებმა"

და რომელ წელს არის გამოშვებული ეგ წიგნი?
რომ ვეძებდი ამას,ჯერ რუსულად ვნახე და მერე გადავაწყდი ინგლისურად,ჰოდა ვიფიქრე გავაერთიანებ-თქო და ინგლისურად რომ წავიკითხე,როგორც მივხვდი ორიგინალი არის ინგლისური და რუსულად არის მერე გადმოთარგმნილი და განვრცობილი უფრო yes.gif
anyway კარგია up.gif

ორიგინალის ავტორი კი გახლავთ Michael McClain
http://pix.ge/
"Michael McClain has called astrology and numerology a hobby for more than 34 years. His work, all of which has been shared online, entertains thousands around the world every day. Michael lives with his wife Fran, in beautiful Savannah Lakes Village, South Carolina."

შედარებისთვის,დედანი
"2-2 Taurus/Taurus
The combination of your Sun sign and your Moon sign amplifies the determination and purposeful nature of this sign of the Bull. Your concentration and staying power is second to none. Concentration is the base of your renowned tendency toward stubbornness, in that when you apply your mind to a subject, nothing is likely to distract your attention. Accordingly, you can focus with equal tenacity on your work, your domestic life, and your leisure activities. You are never one to jump to conclusions, but once you have made up your mind, you are never likely to modify your views. You are highly conventional, and you have a great regard for the establishment and the status quo. Change is something you prefer to avoid because you are slow to adjust and dislike being required to do so. You make a good friend because you are honest and loyal. You enjoy good friends, good food, good music, and in general, the "good life." You are materialistic, but with a special knack for saving and reinvesting. You are always a hard worker, and you don't mind starting at the bottom and slowly working your way to the top. You can achieve success because the work you do is done well and you are totally dependable. Patient and calm, your "tongue in cheek" diplomacy designed to humor opponents until, in the end, you have your own way. You respect authority simply because you expect someday to have it. "
© Michael McClain 1996-2008

ნუ დავუკარგავთ საავტორო უფლებას biggrin.gif
არამგონია ამას რუსულიდან ინგლისურზე ეთარგმნა biggrin.gif მსგავსება კი აშკარაა yes.gif

Posted by: vinchenz@ 12 Jan 2011, 21:46
Miss_Manette
QUOTE
ეგ იმიჯია. იცი რა საყვარელი გული აქვს?

ვიცი ვიციsmile.gif
მზე კურო, მთვარე ქალწული
თქვენ მომხიბლველი, გაწონასწორებული და საღი აზრის მქონე ადამიანი ხართ, მაგრამ რამდენად შეძლებთ ამ თვისებების განვითარებას და ფინანსურ და ინტელექტუალური სარგებლის მიღებას, დამოკიდებულია თქვენს ასპექტებზე. თუ თქვენს ჰოროსკოპში არ არის მზესთან ან მთვარესთან კვადრატურის შეერთება, ალბად რბილად და წყნარად გაატარებთ თქვენს ცხოვრებას, ზედმეტი დარდის გარეშე ფინასურ სიტუაციებთან დაკავშირებით. თქვენ ყოველთვის ტოვებთ უზრუნვლყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას, ან ასეთიც ხართ რეალურად, რადგანაც ეს კომბინაცია გაძლევთ საშუალებას მატერიალურად წარმატებული იყოთ. თუ შეერთებები და კვადრატურა არის მზესთან, მთვარესთან, ან ორივეს>თან ერთად, თქვენი ულევი ენერგია და ინტელექტი დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
ხელმძღვანელობის ნიჭით არ გამოირჩევით, მაგრამ მითითებული დავალებების შესრულებაში ბადალი არ გყავთ. მაგრამ კუროს არ უყვარს დიდ ხანს სხვისი მითითებების შესრულება, ამიტომაც ყველაზე კარგი ვარიანტი თქვენთვის დამოუკიდებელ სფეროში იქნება კარიერის გაკეთება-ხელოვნების და ლიტერატურის სფეროში მაგალითAდ. სწავლობთ ბევრს და ზედმიწევნით, თითქმის მთელი ცხოვრება, საზოგადოებაშიც პოპულარობით სარგებლობთ, მთავარი საშიშროება იმაშია, რომ ზოგადი წარმატების ფონზე,თქვენი მშვიდი დამოკიდებულება თქვენს განვითარებას აფერხებს, თან თუ ემოციური მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილებულია-გაჩერდებით ერთ ადგილას. პატარა უსიამოვნბები სარგებელს მოგიტანთ და გამოგაღვიძებთ საღათას ძილიდან, რადგანაც კეთილსინდისიერი ხართ და გაფუჭებულ საქმეს გაუკეთებლად არ დატოვებთ.
* * *
კაცო გადავქექე და ვერ ვნახე სხვა საინტერესო ლინკი, ვერც რუსული, ვერც ინგლისური და ვერც იტალიური. ერთი და იგივეა ნაუღლები სხვადასხვა ენაზეbiggrin.gif
მხოლოდ ცალკე მთვარეზე ვიპოვე ძალიან საინტერესო რაღაცეებიsmile.gif
ოღონდ ეხლა ვერა, ძალიან ბევრია.

Posted by: resurgam 12 Jan 2011, 22:04

Miss_Manette
QUOTE
ეგ იმიჯია. იცი რა საყვარელი გული აქვს? 
ძალიან უნდა ამოუყვანო ყელში, რომ . . . სადისტი იყოს

+10000 ჩემი დაქალი მზე ვერძი+მთვარე თხის რქა (პლუს ასც. კურო) გარეგნულად ჩანს "სტერვა" მაგრამ ისეთი გულჩვილია love.gif ერთადერთი ვერძი რომელსაც ვერ ავიტან ალბათ ვერძი+ მთვარე ვერძი pop.gif vis.gif

Posted by: letodiniusi 12 Jan 2011, 22:26
მზე–საწორი ,მთვარე _ კირჩხიბი

ასეთი კომბინაცია ქმნის იდეალურ სწრაფვას რომანტიკული თვგადასავლებისკენ. ხართ მგრძნობიარე და გონიერი პიროვნება.სასწორის ემოციურობა,თავაზიანობა და მეგობრულობა კარგად ერწყმის კირჩხიბის ღრმა მგრძნობელობასა და სიჯიუტეს. ისინი ხშირად ქმნიან თქვენს ცხოვრებაში დომხალსა და არეულობას,რადგან რასაც თქვენ "ფიქრობთ" და რასაც "გრძნობ"_არის განსხვავებული.ეს გიშლით ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. რეალური და არარეალური გამუდმებით იბრძვის თქვენში. თქვენ გსურთ და გჭირდებათ ადამიანური კონტაქტები,ხართ ჰარმონიული...საშიშ ხალხტან ურთიერთობისას უპირატესობა გაქვთ თქვენი დამთმობი მანერების წყალობით. გესმით სხვისი გრძნობები და ხასიათები.შეგიძლიათ კონფლიქტებისა და უთანხმოების ტავიდან არიდება. ხართ გულწრფელი,ტავისუფლების,სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის მოყვარე,ბუნებრივად შრომისმოყვარე და ტაქტიანი. ადვილად ეგუებით გარემოს ცვლილებებს. თქვენგან შორსაა სხვების დამცველობა და სხვებისთვის ბრძოლა,რადგან არ ხართ მტკიცე ბუნების ადამიანი.
დახვეწილი გემივნება და ძლიერი ესთეტიური გრძნობა აღგიძრავთ ხელოვნებისადმი ინტერესს...


პ.ს. ბოდიში არაზუსტი ტარგმანისთვის, ვჩქარობ,უბრალოდ ვერ მოვითმინე ხვალამდე რომ არ გადამეკითხა და ბარემ აქაც მივაპოსტე smile.gif

ხო კიდე, ჩემტან საშინლად ემთხვევა ყველაფერი რაც ზემოთ დავწერეე... smile.gif

Posted by: VlV 12 Jan 2011, 22:37
მზის და მთვარის ასპექტები

შეერთება
მზის და მთვარის შეერთება(ერთსადაიმავე ნიშანში მოხვედრა) გულისხმობს მამაკაცური და ქალური საწყისების შერწყმას,ხანდახან აღრევას. აქედან მომდინარეობს პიროვნების შინაგანი სამყაროს გამთლიანება და ადამიანის სწრაფვა გარდაქმნას სამყარო მისი იდეალის შესაბამისად. ასეთი ადამიანები ვერ აღიქვამენ,ამჩნევენ განსხვავებას საკუთარ თავსა და დანარჩენებს შორის. ფსიქოლოგიურ პლანში,ორივე მშობლის სახება,რომელიც პლანეტარულად ვლინდება მზისა და მთვარის სახით,ერთ მთლიანობად ირწყმება და ვერ აღიქმება,როგორც ორი განსხვავებული პიროვნება. პარტნიორულ ურთიერთობაში ამ ადამიანებს მოუმწიფებელი გრძნობები ახასიათებთ, ცდილობენ სრულად შეერწყან მეუღლეს და არ აღიარებენ მეწყვილის სუვერენულ უფლებებს.
რადგან პიროვნების ცნობიერი და ქვეცნობიერი გაერთიანებულია,ვერ ამჩნევს განსხვავებას საკუთარ სურვილებს და არსებულ რელობას შორის. თუმცა ეს შესაძლოა დიდი ძლის წყაროდ იქცეს.

ტრიგონი/სექსტილი
ესეთი კომბინაცია მაუწყებელია პიროვნების ფსიქოლოგიური გაწონასწორებულობისა. ხასიათდება ადაპტაციის მაღალი უნარით. მისი ცნობიერი და ქვეცნობიერი ჰარმონიულად თანაარსებობენ. თანაბრად გრძნობს და განსჯის. თუმცა მიდრეკილია უარყოს ყველაფერი,რაც მის იდეალს არ შეესაბამება. მგძნობიარეა და მისი წარმოსახვა ეთანხმება გარშემო არსებულ რეალობას.
ახერხებს ჰარმონიული კავშირი დაამყაროს სხვა ადამიანებთან და ასეთი კავშირი მისთვის ბევრად უკეთესია,ვიდრე მარტოობა ან ხალხმრავალ ბრბოში დროსტარება.
გულწრფელად მიაჩნია,რომ ორ სქესს შორის არარსებობს ისეთი სხვაობა,რაც მათ საერთო ენის გამონახვაში და ურთიერთგაგებაში ხელს შეუშლიდა. სურს და როგორც წესი, ახერხებს,თანაბრად წარმატებული იყოს საზოგადოებრივ და საოჯახო მოღვაწეობაში.
ასტროლოგიური ტრადიციების მიხედვით,ასეთი ადამიანების მშობლებს ჰარმონიული სინატრია აქვთ და ბედნიერად თანაცხოვრობენ. თუმცა ჩვენს დროში,უფრო სხვა განმარტება შეიძლება მივცეთ ამ დებულებას:მშობლებს შორის დაპირისპირებაც კი ადამინისთვის მეტი სტიმულია ეძებოს ჰარმონია.

ოპოზიცია/კვადრატი
გონების და გრძნობების განხეთქილება,ცნობიერის და ქვეცნობიერის კონფლიქტი მორალურ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შინაგანად ყოველთვის აფორიაქებულია, გაუწონასწორებელი და კაპრიზული პიროვნებაა. მას შუაზე ხლეჩს საპირისპირო სწრაფვები და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის,რომ სრულყოფილება არარსებობს.
ხშირად არ იცის,როგორ მოიქცეს საპირისპირო სქესთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,ის კაცობრიობას ორ მტრულ ბანაკად ჰყოფს: კაცებად და ქალებად,რომელიც მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებიან ერთმანეთთან.
მზის და მთვარის ეს კომბინაცია,ხშირად მიუთითებს პიროვნების მშობლების სინატრიაში არსებულ კვადრატურებსა და ოპოზიციებზე. ასევე მეტყველებს სირთულეებზე საზოგადოებრივ(მზის) და ოჯახურ(მთვარის) მიღწევებთან დაკავშირებით. იმისდა მიხედვით,რომელი პლანეტა რომელზე დომინირებს,პიროვნება ირჩევს ერთერთს და თითქმის არასდროს გამოსდის ორივე სფეროს წარმატებულად რეალიზება.

დანარჩენი ასპექტები ითვლება ნეიტრალურად smile.gif

Posted by: ელენ 12 Jan 2011, 23:24
მზე - მორიელში
მთვარე - ლომში (გაგრძელება)

თქვენ ძლიერი, გამბედავი, მიზანდასახული ხართ, გამოირჩევით განსხვავებული აზრითა და მგრძნობიალობით და თუ თქვენ მთელი ცხოვრება არ იცხოვრებთ საკუთარი ემოციებით, რომლებიც ასეთი ძლიერია, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ძალაუფლება და გახდეთ ცნობილი ადამიანი. თქვენთვის საფრთხე იმალება იქ რომ მთლიანად ჩაფლული ხართ საკუთარ ემოციებში, თქვენ ძალიან ხართ გატაცებული რომანტიული ოცნებებითა და წარმოდგენებით იდეალურ სიყვარულზე, რომელსაც თქვენი გატაცება შეუძლია საკმაოდ შორს, რეალური ცხოვრებისგან, თუმცაღა სექსს საკმაოდ რეალურად ეკიდებით.. chups.gif

Posted by: Miss_Manette 12 Jan 2011, 23:51
resurgam
ზედმეტად ნუ გამხდით ტანსაცმელს....ზამთარია და ცივა http://www.SmileS.ge


===============
მზე ტყუპები, მთვარე-კირჩხიბი
"გულჩვილი"
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი გამოირჩევა ტყუპისთვის იშვიათი ემოციურობით. მისი ცხოვრება სავსეა უამრავი სტიმულით, რომლებიც მასზე დიდ გავლენას ახდენს. ტყუპები მთვარით კირჩხიბი დაჯილდოვებულია ინტუიციით,ის ადვილად ხვდება ადამიანთა ფარულ ზრახვებს. ამიტომ მისი მოტყუება გაგიჭირდებათ.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ეძებს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც სავსე იქნება მგრძნობელობით, რომანტიკით,რევოლუციური იდეებით.
მთვარე კირჩხიბი ტყუპს ანიჭებს 1 საქმეზე კონცენტრაციის უნარს. თუ ის დიდხანს გაჩერდება რომელიმე საქმეზე და გაანალიზებს მას ბოლომდე, ტყუპებისთვის დამახასიათებელი ნევროზულობა მოიკლებს და საბოლოოდ გაქრება.
ამ ადამიანს აქვს სიმშვიდის, სტაბილურობის და სიყწნარის დიდი მოთხოვნილება, თუმცა პირად ცხოვრებაში და ოჯახში შეიძლება გაუჭირდეს ამ თვისებების გამოჩენა.

Posted by: Slon-he 12 Jan 2011, 23:55
vinchenz@

ეს საიტი ნახე?

http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html

უი ყოფილა, ვერ დავინახე user.gif

Posted by: Konstantin_Logos 13 Jan 2011, 01:12
VlV
QUOTE
რომ ვეძებდი ამას,ჯერ რუსულად ვნახე და მერე გადავაწყდი ინგლისურად,ჰოდა ვიფიქრე გავაერთიანებ-თქო და ინგლისურად რომ წავიკითხე,როგორც მივხვდი ორიგინალი არის ინგლისური და რუსულად არის მერე გადმოთარგმნილი და განვრცობილი უფრო 

ზემოთ მოყვანილი ორი ლინკი დაგვიდო მოდერმა..
QUOTE
http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html
http://astrorok.ru/luna/moon_sun.php

ორი სხვადასხვა წიგნია სხვადასხვა ავტორის...

http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html - ეს არის Michael McClain-ია ავტორობით.

http://astrorok.ru/luna/moon_sun.php - ეს კი Grant Lewi - ის "Heaven knows what"
რომელიც მე რუსულად მაქვს.
user posted imageuser posted image

მერკური სად გყავს? biggrin.gif

Posted by: kristiii777 13 Jan 2011, 01:33
მზე-ლომი
მთავრე - ლომი

მზისა და მთვარის ამგვარი კომბიანციის მქონე ადამიანი არის გულუხვი, დაუძლეველი ამბიციური, ძლიერი, კონცეტრირებული, ნებისყოფიანი, შრომისმოყვარე, ინტუიციური, იმპულსური, ენთუზიაზმით აღსავსე. ასეთი ადამიანები ბუნებით არ არიან ინტორსპექტულები (თვითდაკვირვებულები) და, ბევრი მათი ქმედება დამყარებულია ინსტიქტებზე, ვიდრე გაანალიზებულ პირად მოტივებზე. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ტყუპები და ქალწული მეხმარება ინსტიქტებს "მიჯაჭვული" არ გავხდე და, "რაციო" ჩავრთო საჭირო დროს smile.gif

Posted by: VlV 13 Jan 2011, 01:52
logos
QUOTE
მერკური სად გყავს?

ვერძში chest.gif






არ ვაოფებ no.gif

ჩემი დედ-მამა love.gif
http://pix.ge/

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



Posted by: vinchenz@ 13 Jan 2011, 02:27
მზე კურო მთვარე სასწორი

გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ,მიუხედავათ თქვენი პროფესიის, თქვენი სოციალური სტატუსის, თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა განსაზღვრულია ემოციური ნატურით. თქვენ შეიძლება იყოთ მსახიობი და მიიღოთ სიამოვნება და წარმატება ემოციური იმპულსების ხარჯზე, რომელსაც მაყურებლისგან იღებთ. თქვენ შეიძლება იყოთ პოეტი და გამოხატოთ საკუთარი და სხვების გრძნობები ძალიან მიმზიდევლ ფორმაში. შეიძელბა იყოთ ცოლი, ან ქმარი და უდიდეს სიამოვნებას იღებდეთ თქვენი მეორე ნახევრისგან. მაგრამ ყველა ამ გარემოებეში, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თQვენთვის, არის ის რასაც გული გკარნახობთ. მიუხედავად იმისა რამდენად ინტელექტუალური ბრძანდებით , ან რამდენად დამოუკიდებელი ხართ მსჯელობაში, თქვენ გჭირდებათ თანაგრძნობა და სიყვარული. მთლიანობაში ერთგული ხართ და თვენი გული ეკუთVნის ერთ ადამიანს , ან ოჯახს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კომბინაციის მქონეთათვის დამახასიათებელია დიდი ნერვული დაძაბულობა. დიდ წარმატებას მიაღწევთ საზოგადოებრივ სფეროში და ახალგაზრდებს შორის, რადგანაც ვენერის გაორმაგებული გავლენა გმატებთ მომხიბვლელობას, რომელსაც თქვენი ნერვოზულობაც კი ვერ ფარავს. თუ მამაკაცი ხართ, ქალები გიჟდებიან თქვეწნზე და თქვენც მაყოფილი ხართ, თუ ქალი ხართ არასდროს დაგაკლდებათ თაყვანისმცემელთა ყურადღება. თუმცა თქვენი აბობოქრებული სასიყვარულო ისტორიები დრო და დრო ტკივილს მოგაყენებთ

დამოუკიდებლობა არის ის რისი შეგრძნებაც თქვენთვის აუცილებელია,ეს კი უზრუნველყოფაში გამოხიატება. ერთი ადამიანის ერთგულება თავისთავად კარგია, მაგრამ თქვენ შეიძლება აგაცდინოთ ჭეშმარიტების გზას და არჩევანი თქვენთვის შეუფერებელ ადამაინზე შეაჩეროთ და ამან გამოიწვიოს ურთიერთობის შეწყვეტა. დროთა განმავლობაში მიანც მოგიწევთ საკუთარ ძალებში დარწმუნება, დარაც უფრო მალე ირწმუნებთ საკუთარ თავს,მით ნაკლებად დაიტანჯებით.slon777
QUOTE
ეს საიტი ნახე?

დიახsmile.gif ეგ არის ნათAრგმნი27 ენაზე.
ეს კი შენ ხარ ხო-კურო-სასწორი?smile.gif

Posted by: Slon-he 13 Jan 2011, 02:35
vinchenz@
QUOTE
ეს კი შენ ხარ ხო-კურო-სასწორი?


მე ვარ yes.gif


QUOTE
ამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ,მიუხედავათ თქვენი პროფესიის, თქვენი სოციალური სტატუსის, თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა განსაზღვრულია ემოციური ნატურით. თქვენ შეიძლება იყოთ მსახიობი და მიიღოთ სიამოვნება და წარმატება ემოციური იმპულსების ხარჯზე, რომელსაც მაყურებლისგან იღებთ. თქვენ შეიძლება იყოთ პოეტი და გამოხატოთ საკუთარი და სხვების გრძნობები ძალიან მიმზიდევლ ფორმაში. შეიძელბა იყოთ ცოლი, ან ქმარი და უდიდეს სიამოვნებას იღებდეთ თქვენი მეორე ნახევრისგან. მაგრამ ყველა ამ გარემოებეში, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თQვენთვის, არის ის რასაც გული გკარნახობთ. მიუხედავად იმისა რამდენად ინტელექტუალური ბრძანდებით , ან რამდენად დამოუკიდებელი ხართ მსჯელობაში, თქვენ გჭირდებათ თანაგრძნობა და სიყვარული. მთლიანობაში ერთგული ხართ და თვენი გული ეკუთVნის ერთ ადამიანს , ან ოჯახს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კომბინაციის მქონეთათვის დამახასიათებელია დიდი ნერვული დაძაბულობა. დიდ წარმატებას მიაღწევთ საზოგადოებრივ სფეროში და ახალგაზრდებს შორის, რადგანაც ვენერის გაორმაგებული გავლენა გმატებთ მომხიბვლელობას, რომელსაც თქვენი ნერვოზულობაც კი ვერ ფარავს. თუ მამაკაცი ხართ, ქალები გიჟდებიან თქვეწნზე და თქვენც მაყოფილი ხართ, თუ ქალი ხართ არასდროს დაგაკლდებათ თაყვანისმცემელთა ყურადღება. თუმცა თქვენი აბობოქრებული სასიყვარულო ისტორიები დრო და დრო ტკივილს მოგაყენებთ

დამოუკიდებლობა არის ის რისი შეგრძნებაც თქვენთვის აუცილებელია,ეს კი უზრუნველყოფაში გამოხიატება. ერთი ადამიანის ერთგულება თავისთავად კარგია, მაგრამ თქვენ შეიძლება აგაცდინოთ ჭეშმარიტების გზას და არჩევანი თქვენთვის შეუფერებელ ადამაინზე შეაჩეროთ და ამან გამოიწვიოს ურთიერთობის შეწყვეტა. დროთა განმავლობაში მიანც მოგიწევთ საკუთარ ძალებში დარწმუნება, დარაც უფრო მალე ირწმუნებთ საკუთარ თავს,მით ნაკლებად დაიტანჯებით


ემთხვევა ბევრი რამ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რომანტიზმზე გადამეტებულად წერია.
და კიდე არც ეგეთი მგრძნობიარე ვარ(გარეგნულად). ასც.-ის ბრალია ალბათ, არ მიყვარს ემოციების გადამეტებულად გამოხატვა და არც მეხერხება.

Posted by: fenix_n 13 Jan 2011, 02:48
ეს თარგმნას გაგიადვილებთ smile.gif
http://translate.google.com/#en|ka|

Posted by: Tropical 13 Jan 2011, 11:05
სამ კაცს ვიცნობ, მთვარით კირჩხიბიანებს
ორი მზით ჰაერია
ერთი მიწა
სამივე შემთხვევაში აგრესიულად ავლენენ თავს, ნერვიული, ლამის პანიკური აშლილობებით

Posted by: letodiniusi 13 Jan 2011, 11:08
Tropical
QUOTE
სამ კაცს ვიცნობ, მთვარით კირჩხიბიანებს
ორი მზით ჰაერია

აგერ ვარ სასწორი და მთვარით კირჩხიბი,მაგრამ
QUOTE
აგრესიულად ავლენენ თავს, ნერვიული, ლამის პანიკური აშლილობებით

ესეთი არ ვაარ smile.gif

Posted by: resurgam 13 Jan 2011, 11:10
Tropical
QUOTE
სამივე შემთხვევაში აგრესიულად ავლენენ თავს, ნერვიული, ლამის პანიკური აშლილობებით

ალბათ რაიმე მიზეზით მათ "ტერიტორიას" უხეშად არღვევს ვინმე და ეს საპასუხო რეაქციაა მათგან yes.gif მთვარე კირჩხიბს სტაბილურობა უყვარს და თავს არავის ესხმის როგორც წესი პირველი, მაგრამ აგრესიული თავდაცვა ახასიათებს yes.gif მთვარით თუ ცეცხლი ხარ ან ჰაერი გაგიჭირდება ამ ადამიანების საქციელის გაგება wink.gif

Posted by: Tropical 13 Jan 2011, 11:13
letodiniusi
სასწორი მაინც სასწორია biggrin.gif
ის ჰაერის ნიშნიანები ტყუპებია
ერთს მარსი არ მახსოვს სადა აქვს, მარა ციხეები რომ ააქვს მოვლილი და პოლიციასთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს ვიცი biggrin.gif თან ნერვოზიანია biggrin.gif
არადა ჯერ რუკა ვნახე მისი, სტილისტებივით ნაზი იქნებოდა მეოგონა biggrin.gif თუმცა ისიც ვიცი, იმიჯი დღეს ბევრს ნიშნავს ქართველი კაცისთვის smile.gif
QUOTE
მთვარით თუ ცეცხლი ხარ ან ჰაერი გაგიჭირდება ამ ადამიანების საქციელის გაგება

მე ის ვიცი, რომ მშვიდის ატანა მიჭირს ძალიან და ჩემთვის ყველაზე აუტანელია ჩემზე მშვიდი ადამიანი biggrin.gif

Posted by: letodiniusi 13 Jan 2011, 11:18
Tropical
QUOTE
სასწორი მაინც სასწორია
ის ჰაერის ნიშნიანები ტყუპებია

ხოო ეგ სხვაა.მაშინ არ მიკვიირს...
მე ემოციური ვარ,მაგრაამ ნერვიული აშლილობები არ მჭირს,დაჯე ხანდახან ისეთ რამეზე არ მაქვს ხოლმე რეაქცია ,რომ მეთვითონ მიკვირს...ჩემს ხანდახან უემოციობაზე ეკეტება Dედაჩემ კირჩხიბს biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მე ის ვიცი, რომ მშვიდის ატანა მიჭირს ძალიან და ჩემთვის ყველაზე აუტანელია ჩემზე მშვიდი ადამიანი

მეც ძააან...აი რეაქცია და ემოცია ნული რომ ააქვთ ხოლმე,არაფრის მეტყველი სახეებით რომ დადიან მასეთი ადამიანები მაღიზიანებენbiggrin.gif

Posted by: resurgam 13 Jan 2011, 11:20
Tropical
QUOTE
მე ის ვიცი, რომ მშვიდის ატანა მიჭირს ძალიან და ჩემთვის ყველაზე აუტანელია ჩემზე მშვიდი ადამიანი

მთვარე კირჩხიბი მშვიდი არაა, ანუ თუ გარემო სტაბილური აქვს მხოლოდ მაშინაა მშვიდი wink.gif მაგრამ როცა რამე ხიფათის მოახლოებას გრძნობს ზოგჯერ უმართავი ხდება baby.gif
QUOTE
ის ჰაერის ნიშნიანები ტყუპებია

ჩემი დაქალი, მთვარე კირჩხიბი მზე ტყუპი biggrin.gif ნერვოზული, ცვალებადი და არეულ-დარეული იყო მანამ სანამ საკუთარი ოჯახი არ შექმნა სტაბილურ და გაწონასწორებულ კუროსთან, ჰოდა ეხლა სულ " გამოკუროვდა" biggrin.gif ჩვენ პლასტელინივით ვართ, ისეთ ფორმას ვიღებთ რა გარემოც გვარტყამს გარს და ვისთანაც გვიწევს კონტაქტი wink.gif
QUOTE
ერთს მარსი არ მახსოვს სადა აქვს, მარა ციხეები რომ ააქვს მოვლილი და პოლიციასთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს ვიცი  თან ნერვოზიანია

ამ ადამიანის პრობლემები ბავშვობიდან მოდის, მთვარით კირჩხიბი თუ არასტაბილურ გარემოში იზრდება მერე ძალიან უჭირს საკუთარი ემოციების და შიშების მართვა sad.gif

Posted by: Tropical 13 Jan 2011, 11:22
QUOTE
არაფრის მეტყველი სახეებით რომ დადიან

ემოცია მთლად ნული არ მაქვს, მარა სახის წყობილებას მე ვადგენ ძირითადად biggrin.gif გარეგნული თავშეკავება ჩემი ფარია, განსაკუთრებით ღიმილი smile.gif

Posted by: letodiniusi 13 Jan 2011, 11:26
Tropical
QUOTE
გარეგნული თავშეკავება ჩემი ფარია, განსაკუთრებით ღიმილი

ჩემიც,მაგრამ ხანდახან არ გამომდის და ვფეთქდები ხოლმეbiggrin.gif
მთვარე სად გყაავს?

Posted by: vinchenz@ 13 Jan 2011, 11:35
მზე კურო მთვარე მორიელი
ძლიერი, იმპულსიური და ვნებიანი არსება ბრძანდებით. იცით რა გსურთ და თქვენთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღწევთ მას. თავნება, დამოუკიდებელი და მიზანმიართული ხართ, რომელიც ადრეული ასაკიდან ირჩევს თავის გზას და ნებისმიერ ბარიერს გადალახავთ, როემლიც თქვენს შეჩერებას შეეცდება. თქვენ უცბად დაიხურავთ ქუდს და გაუდგებით თვქენს გზას, ხშირად გაფრთხილების გარეშეც. ვინც თქვენ ბედს დაგიკავშირებთ, გაუჭირდება, რადგანაც სამსახურის მიტოვება მოუწევს. გამოკეტავთ პარტნიორს სახლში, როცა თავად მოივლით ათას ადგილს, ახალი საინტერესო საქმინობის სფეროების ძიებაში.
ტვინის ერთი ნაწილით გრძნობთ, მეორეთი აზროვნებთ, ამიტომაც საღი აზრი და გრძნობები ცალკე სახელმწიფოებია თქვენთვის და თუ გრძნობებმა გადაწონა, მაგალითად სიყვარულმა, ეჭვებმა და სიძულვილმა, საღი აზრის ადგილი იქ აღარ რჩება. დრამატულობისკენ მიდრეკილება საშუალებას მოგცემთ იყოთ კარგი მსახიობი ან ორატორი, რადგანაც თქვენი მომხიბვლელობა უმალ იპყრობს ყურადღებას, მაგრამ აუდიტორიის შერჩევა უნდა ისწავლოთ და ყველას თავი არ გაუყადროთ. ხახლის მოზიდვის ნიჭი, მხოლოდ მაშინ იმუშავებს კარგად თქვენში, თუ საჭირო თავმოყვარეობას მიამატებთ.
პირველობა მოგწონთ, მაგრამ მისკენ სვლა არა, ამიტომაც ხშირად ებრძვით თქვენს თავს, რადგანაც გინდათ რომ ხელები ჩამოუშვათ და წყნარად გაატაროთ ცხოვრება. ერიდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, ისინი მხოლოდ განთვირთვას თუ გაგიადვილებენ და არანაირად მიზნის მიღწევას.
* * *
მზე კურო მთვარე მშვილდოსანი
ძალიან კონტაქტური ხართ, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ნაცნობოაში გამორჩევა იცით ადამიანების ( ანუ ყველას არ დაუმეგობრდებით). გირჩევნიათ დარჩეთ სახლში და საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, ვიდრე ვიღაც შტერებთან მოიწყინოთ და დაკარგოთ დრო მათთან, ვინ არ გაინტერესებთ. ყველა სფეროში გიმართლებთ რადგანაც ყოველთვის საჭირო დროს და ადგილას გამოთქვამთ თქვენს მომსაზრებებს. იქნებით კარგი ხელმძღვანელი, მასწავლებელი, ან ლექტორი. თქვენს აზრს გამოატავთ პირდაპირ და გულწრფელად.
თქვენი ჯიუტი ხასიათი გამოიხატება იმაში, რომ თQვენს აზრზე დგახართ, ილაპარაკებთ სხვა რაღაცეებზე, მაგრამ ნელნელა საუბარს სათავისოდ წაიყვანთ, რომ ბოლოს თქვენი მოსაზრებით დაუსვათ წერტილი. მაღალ მორალურ პრინციპებს ატარებთ, როგორ პირად ასევე საქმიან ცხოვრებაში. სიმართლის სადარაჯოზე ხშირად აკრიტიკებთ მეზობლებს და მეგობრებს, მაგრამ საშუალებას არ აძლევთ გაიგონ თქვენი რეალური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. თვქნეი აზრი თქვენთან რჩება, მაგრამ ვერ აიტანთ მათ, ვინც თქვენს თვალში მორალურ კანონებს, ან კეთილსინდისირი თამაშის წესებს არღვევს.
ცოტათი ჭორიკანა ხართ, ეგრევე მოყვებით ახალ ჭორებს, კარგი მსმენელიც ხართ, განსაკუთრებით სხვა ადამიანებისს "ცოდვებზე" თუა საუბარი.
მამაცი ადამიანი ხართ და თქვენს აზრებს გასაგებად და მყარად დააფქსირებთ ნებისმიერ გარემოებაში. დისკუსიისას კკეთილსინდისიერად იმოქმედებთ და არ უმუხთლებთ ოპონენტს, ლოგიკურად გაუცამტვერებთ არგუმენტებს. სამართლიანობა და მიმზიდველობა ის თვისებებია, რომელბიც წარმატებას მოგიტანთ სასურველი ასპექტების პირობებში მზესთან,მთვარესთან და მერკურთან.
* * *
მზე კურო მთვარე თხისრქა love.gif
ამბიციები გამოძრავებთ და ეს ყოველთვის წარმატების მომტანია. ძნელია თქვენზე გამარჯვება, რადგანაც ზუსტად იცით რა გინდათ, როგორ მიაღწიოთ ამას და ვერაფერი შეგაჩერებთ ამ ყველაფრის გზაზე, მათ შორის ქება დიდება სხვების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოს და თავაზიანის შთაბეჭდილება ტოვებთ და ხშირად ასეთიც ხართ, შიგნიდან კლდე ხართ, რომელიც ვერაფით ვერ შედრკება. კარგი ბიზნესმენი ხართ, შეგიძლიათ ადამიანებით ხელმძღვანელობა, თუ სხვა პოზიციებიც შეუწყობს ხელს თქვენს ჰოროსკოპს, საზოგადოების ყველაზე დიდ მწვერვალებზე აღმოაჩენთ თავს ან უნებლიდ შეათრევთ იქ თავს.
თქვენ შეგიძლიათ თავი მოუყაროთ ერთად ყველა თქვენს დადებით თვისებას ( ენერგიულობა, ენთუზიაზმი, მაგნეტიზმი) და მკაცრი თვითკონტროლის საშუალებით მიაღწიოთ დასახულ მიზანს. აზრს გამოხატავთ ძალიან ლაკონურად და გასაგებად, შეურაცხყოფის გარეშე, ინსტინქტურად იცით სად და როდის რა უნდა თქვათ, დასაწყისში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან, ისევე, როგორც თქვენ დაეხმარებით შემდგომში სხვებს.
თქვენთვის მნიშვნელოვანია აღიარება, ის თქვენი გზამკვლელი ვარსკვლავია. ძალიან მიწიერი ადამიანი ხართ, თქვენი იდეალიზმი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს და წარმატებას ბევრ მსხვერპლს შესწირავთ. ეს კომბინაცია ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებას, თუმცა არ წარმოადგენს ცხოვრების აზრს, არამედ ცხოვრეის ერთ ერთ ეტაპს. ხშირად ამ კომბინაციის ადამიანები გათვლით ქორწინდებიან და არა სიყვარულით, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ კარგი ქმრები ან ცოლები ხართ. თქვენ საღად მოზაროვნე ადამიანი ხართ, რაც ემოციურობის ნაკლებობას უკეთებს კომპენსაციას.
თქვენი გონება ლოგიკურადაა მოწყობილი, რაც გარეთ პრაქტიკულობაში ჰპოვებს გამოხატულებას. აბსტრაქტულ ცოდნას ფასი არ აქვს თქვენთვის, თუმცა მშვენივრად ითვისებთ მასაც. გონებას იყენებთ რეალური მიზნების მისაღწევად. ამის ხარჯზე კარიერის გაკეთება ბევრ სფეროში შეგიძლიათ, ჰოროსკოპის სხვა პოზიციებიდანაც გამომდინარე, ყველა ვარიანტში კარიერა თქვენთვის პირველადი მნიშვნელობისაა, რაზეც ყველა ემოციონალურ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მიმართავთ. ყოველთვის იყენებთ მოცემულ შანსს, ან თავად ქმნით მას. ერთი ან ორივე მშობელი ბევრ ნიშნავს თქვენთვის, როგოც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.





Posted by: Tata_Sonne 13 Jan 2011, 13:28
ასეთი შეუგნებელი და არაადეკვატური ხალხი არ მინახავს რა... biggrin.gif biggrin.gif

\\\\\\\\\\\\\

გაგრძელება...

მზე – მერწყული, მთვარე – ტყუპები

რომანტიკულები ხართ, თუ ამ თვისების რეალიზებას ხელოვნების სფეროში ვერ მოახდენთ ან ვერ გადალახავთ, ემოციები თავიდან ბოლომდე გშთანთქავთ. თქვენი იდეალიზმი შერწყმულია კრიტიკულობასთან და იმედგაცრუება, როცა ადამიანები ისეთი რომანტიკულები არ აღმოჩნდებიან, როგორც გეგონათ. რომანებში თავით ხტებით )) გამოძრავებთ ყველაზე გულწრფელი გრძნობები. საკმარისია ეჭვი შეგეპაროთ ამ ამაღლებულ განცდებში, ეგრევე უკან იხევთ.
ყველაფრის გადაჭარბება გიყვართ და თქვენს ისტორიებს შელამაზებულად ყვებით. თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაზე საუკეთესოა მსოფლიოში და როცა ის თქვენი ცხოვრებიდან ქრება, მაინც აგრძელებთ ამ იდეალზე ჩაბღაუჭებას და გამართლებას უძებნით თქვენს წასვლას. გჯერათ, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს დრამატული დასასრული უნდა ჰქონდეს და თქვენს მაგალითზეც ასეა.
სწრაფი, ინტუიციური და ზედაპირული გონება გაქვთ. გჯერათ, რომ სჯობს იცოდე ყველაფერზე ცოტ – ცოტა, ვიდრე კონკრეტულ საკითხში ერკვეოდე ბოლომდე. ასეთმა მიდგომამ კარიერაში, განსაკუთრებით ბიზნესში, შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფერი სწრაფად გბეზრდებათ და თუ წარმატებული არ ხართ, სამსახურს ხშირ–ხშირად იცვლით. ასევეა სიყვარულშიც. მამაკაცისთვის უფრო რთულია ეს მდებარეობა, რადგან გადაჭარბებული რომანტიზმი ხდის არასანდოს, გადაწყვეტილებების მიღების უუნაროს და სამყაროს მიმართ, თავისი უსუსურობის გრძნობა უჩნდება.
გადალახეთ აქეთ–იქით ხტომიალი პირად ცხოვრებაში და სამსახურეობრივ სფეროში. თქვენი ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვნება დიდი ღირსება იქნება, როცა გადაწყვეტთ რა გსურთ ცხოვრებაში.



მზე – მერწყული, მთვარე – კირჩხიბი

კონტაქტური ხართ, გჭირდებათ მეგობრული ურთიერთობები. ძალიან ფაქიზი ხართ, როგორც საკუთარი ასევე სხვა ადამიანების ემოციებთან და გრძნობებთან მიმართებაში. უცნაურად შეიგრძნობთ ადამიანებ, რის გამოც ისინი დიდი სიმპატიით არიან განწყობილი. ნებისმიერ სოციალურ ჯგუფებთან გულწრფელად ურთიერთობთ, მაშინაც თუ დახვეწილი წრიდან ხართ, რადგან თქვენი ჭეშმარიტად დემოკრატიული ნატურის დამალვა შეუძლებელია.
მოსამსახურეებს და ქვეშევრდომებს უყვარხართ და ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიყვარული დაიმსახუროთ. ეს თვისება მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულებაა: თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის ვინც ხართ და ამავდროულად ადამიანები დადებითად განაწყოთ და „აიძულოთ“ გადაგიხადონ. ამიტომ ფართო საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობთ, საქმიანობთ პოლიტიკაში, ბიზნესში თუ ხელოვნების სფეროებში. დელიკატური, ტაქტიანი ადამიანი ხართ, სხვებს ყოველთვის უწევთ ანგარიშს. ინტუიცია კარგად გადგებათ ტაქტიკაში. თქვენი იდეები შესაძლოა უტოპიური იყოს.
უცრო ზუსტები ხართ გრძნობებში, ვიდრე იდეებში. ხელოვნებაში საქმიანობის ნაყოფი მიმართულია უფრო გრძნობებისკენ, ვიდრე ადამიანების აზრებისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი გონება გაქვთ, აზროვნებაში სწრაფი და მიხვედრილი ხართ, უბრალოდ ემოციები უფრო მაღლა დგას ვიდრე გონება და ამ ემოციებს მიყავხართ იქ, სადაც არასდროს აღმოჩნდებოდით, ტვინით რომ გეხელმძღვანელათ. რომანტიკოსი ხართ და განურჩევლად იმისა, როგორი ცხოვრების წესს მიყვებით, სული თავგადასავლების სურვილით გაქვთ სავსე და ნებისმიერ საქმიანობაში ვლინდება.

Posted by: radiohead_lover 13 Jan 2011, 13:48
მზე მშვილდოსანი / მთვარე ვერძი

ამ ნიშანთა კომბინაცია ქმნის თქვენს ენერგიას და ნოვატორულ სულისკვეთებას, გაქვთ უნარი იმუშაოთ საერთო კეთილდღეობისთვის, მანამ, სანამ ის ხელს უწყობს თქვენს პირად ამბიციებს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილს იყოთ ყურდღების ცენტრში. ხართ უტიფარი ( givi.gif ) და უკიდურესად თვითდაჯერებული. თქვენს დარწმუნებული ხართ თქვენს მოქმედებების სისწორეში. გიყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყველგან შედგამთ ფეხს(ჩაეკვეხებით biggrin.gif ) სადაც მოახერხებთ. კარგად არის შერწყმული მშვილდოსნის გულწრფელობა, მოქმედების სისწორე, ექსპრესიულობა და მრავალფეროვნება , ვერძის მტკიცე ხასიატთან, ამბიციურობასა და ენთუზიაზმთან. მღელვარება, თავგადასავლები, წარმატება, ეს არის რაც თქვენ გსურთ. ზოგჯერ თქვენი აგრესიული ტემპერამენტი გაპოვნინებთ თქვენს გზას. დაუდგრომელი და იმპულსური ქმედებები სარგებლობას მოგიტანთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. თუმცა უნდა იყოთ მეტად მიზანმიმართული რადგან სისწრაფემ არ გამოიწვიოს უყურადღებობა. გამოცადეთ იდეები და გეგმები სანამ განახორციელებთ. თქვენ გაქვთ მაღალი იდეალები და ძლიერი პრინციპები პასუხისმგებლობასთან ერთად. თქვენ გაქვთ მოქნილი აზროვნება და შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ გეგმები. თქვენ ლიდერი ხართ და როცა თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი, მაშინ ყველაფერი სწრაფად ხდება. არ გეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების, თქვებნი წარმატების გასაღები ზომიერებაა




მზე მშვილდოსანი / მთვარე კურო love.gif


ეს კომბინაცია ქმნის თბილ, გულკეთილ და რომანტიულ პიროვნებას. თქვენ იმდენად იდეალისტი ხართ, თქვენი იდეალები ხშირად პრაქტიკულ მიზნებში შთაინთქმება ხოლმე. თქვენ ხართ მიზანსწრაფული მაგრამ არა ამბიციური. თქვენ ყურადღებას აქცევთ არა ცხოვრებისეულ სიამოვნებას, არამედ იდეალებს.თქვენ განსაკუტრებულ ყურადღებას არ იჩენთ ყოველდღიური საკითხების მიმართ. მაგალითად ცხოვრების მოწყობა... თქვენ მუშაობთ იმის მოლოდინით რომ თქვენი სურვილები გათვალისწინებული და შესრულებული იქნება. გაქვთ ძალიან დიდი რწმენა ადამიანების მიმართ, მათი უმეტესობა გიპასუხებთ ისე როგორც თქვენ იმედოვნებდით. გაქვთ ბევრი ოცნება და ილუზია, მაგრამ თქვენ მიწაზე ეშვებით როცა მათ ბოროტებას ხედავთ. თქვენ ხართ დიდი რომანტიკოსი, ერთგული და თავდადებული biggrin.gif

Posted by: resurgam 13 Jan 2011, 14:55
radiohead_lover
QUOTE
მზე მშვილდოსანი / მთვარე ვერძი

QUOTE
ამ ნიშანთა კომბინაცია ქმნის თქვენს ენერგიას და ნოვატორულ სულისკვეთებას, გაქვთ უნარი იმუშაოთ საერთო კეთილდღეობისთვის, მანამ, სანამ ის ხელს უწყობს თქვენს პირად ამბიციებს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილს იყოთ ყურდღების ცენტრში.

ზუსტად biggrin.gif lol.gif
QUOTE
ხართ უტიფარი ( ) და უკიდურესად თვითდაჯერებული. თქვენს დარწმუნებული ხართ თქვენს მოქმედებების სისწორეში. გიყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ყველგან შედგამთ ფეხს(ჩაეკვეხებით  ) სადაც მოახერხებთ

სხვა ფაქტორები თუ თრგუნავენ არა biggrin.gif ისე მართლა ასეთები არიან baby.gif
QUOTE
მზე მშვილდოსანი / მთვარე კურო

ეს მართლა "კამფეტი" იქნება დარწმუნებული ვარ yes.gif chups.gif

Posted by: vinchenz@ 13 Jan 2011, 15:34
კურო მზე მთვარე მერწყული

თქვენი სიკეთე, ნათელი სახე ,სასიამოვნო გარეგნობა და თავაზიანობა ფარავს არაჩვეულებრივ მიზანმიმართულობას, რომელიც გააოგნებდა თქვენს მეგობრებს შეხება რომ ჰქონოდათ მასთან.
თქვენ იხევთ უკან, ტრიალებთ შორი ახლოს, თმობთ, ტაქტიანო ხართ, მაგრამ არასდროს ივიწყებთ მიზანს. იშვიათად შედიხართ ღია კონფლიქტში , რადგანაც ბარიერების გვერდის ავლა გეხერხებათ, იმის მაგივრად რომ მათ შეასკდეთ და ისე გადალახოთ და დიდ დროს არ ხარჯავთ ტაქტიკის მოფიქრებაში, გირჩევნიათ მოხიბლოთ ადამიანი, ვიდრე დააქვემდებაროთ თქვენს ნებას. ეს გაძლევთ დიდი უპირატესობა წარმატების გზაზე ნებისმიერ სფეროში, რადგან მრავალმხრივი ადამიანი ხართ და შეგიძლიათ გააკონტროლოთ ადამიანები როგორც ბიზნესის ასევე პოლიტიკურ სფეროში.
ღრმად რომანტიულმა და სენტიმენტალურმა ადამიანმა, იცით, ემოციური ენერგიის მიმართვა პრაქტიკული მიზნების მისაღწევად. ჭეშმარიტად გაინტერესებთ ადამიანები, თქვენ შეგიძლიათ მათი გაგება, რადგან თავად გესმით საკუთარი თავის, . არასრულფასოვნების კომპლექსი აბსოლუტურად უცხოა თქვენთვის ამიტომ ხართ დამოუკიდებელი, საკუთარი თავის მბრძანებელი , იშვიათად ითხოვთ დახმარებას , თუმცა ბევრი თქვენი გავლენიანი მეგობარი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. თქვენი სიამაყე გკარნახობთ, რომ დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარი შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ წარმატებას.

ალბათ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმენით , რადგან თქვენს ნატურაში შერწყმულია იდეალისტი რომანტიკოსის და ღრმად გამჯდარი ტარდიციების მოყვარულის ხასიათი, თუმცა ადრევე მიხვდებით რომ ყველა ადამიანი არ ფიქრობს ისე, როგორც თქვენ.
ზედმეტად გულწრფელი ხართ და მაშინც კი როცა წყენას გულში იყოვებთ, არ მიმართავთ ბინძურ მეთოდებს ოპონენტის დასამარცხებლად.


* * *
მზე კურო მთვარე თევზები და ჰალილუიაააააააააააააააააააა

თქვენ ჩაფირქებული და სევდიანი ხართ, კაპრიზული და ტემპერამენტიანი,ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ შინაგანად მორცხვი ხართ, გეშინიათ გარემოსი და საკუთარი მიზნებშიც გეპარებათ ეჭვი. ამ შინაგანი შიშების გამო ხშირად გატყუებენ, რაც ძAლიან გტკენთ გულს თQვენი საუბარი სადა და თავისუფალია, რადგანაც ფიქრობთ რომ ბევრის თქმა შეგიძლიათ ადამიანებზე. კასანდრას პოზიციაა, რომელმაც იცის ბევრი სიმართლე, მაგრამ ვერ აჯერებს თავის სიმართლეში.
მიხედავად თქვენი სიცოცხლის უნარიანობისა და გამძლეობისა, ჯანმრთელობაზე ძალიან ნერვიულობთ. ამ ნერვიულობით შეიძლება მართლა დაგემართოთ ის, რასაც ეჭვობთ რომ უკვე დაგემართათ. გარეგნულად ლომივით მამაცს, შინაგანად შიშები გაქვთ, რომ რამე "ისე" არ გააკეთოთ.
დროდადრო მარტოობა გჭირდებათ, რომ აღიდგინოთ ძალები და საკუთარ თავში რწმენა. ხალხმრავლობა გაღიზიანებთ და გიბიძგებთ ცუდ ხასიათზე დადგეთ. გიყვართ საკუთარი თავის შეცოდება და თAვად იქმნით ბევრ პრობლემას. შამბეჭდავი ნატურა ხართ და უცნაური მეგობრები გყავთ. სულელურ სასიყვარულო ურთიერთობებს წამოიწყებთ და თავს მიუძღვნით უღირს ადამიანებს, მერე თავი შეგეცოდებათ იმის მაგივრად რომ სარგებელი გამოიღოთ ამ სიტუაციიდან. კაცის ჰოროსკოპში ავადმყოფ ცოლზე მიანიშნებს, ქალის ჰოროსკოპში საკუთარ ავადმყოფობებზე, აგრეთვე გაფრთხილებაა ცხოვრების მაქსიმუმზე გატარებისგან თAვის შესაკავებლად.

ყველაზე კარგი სფერო თქვენი საქმიანობისთვის არის მუსიკა, ლიტერატურა, პოეზია და ხელოვნება, სადაც თქვენი მიდრეკილება ოცნებებისთ სავსე მსჯელობისა კარგად იქნება რეალიზებული. ბევრ რთულ საკითხში ერკვევით და როდესაც მოძებნით სფეროს სადაც უშიშრად შეძლებთ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, გააკვირვებთ აუდიტორიას და ხალხს. ბიზნესი დიდ ბედნიერებას ვერ მოგიტანთ, თუმცა უნარი ამ სფეროში საქმიანობისა გაქვთ.

Posted by: Summer_Rain 13 Jan 2011, 16:34
მზე და მთვარე მორიელი

თქვენ ფლობთ არაჩვეულებრივ ენერგიას და იპოვის თუარა იგი გამოხატულებას შემოქმედებაში, ბიზნესში ან ხელოვნებაში დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გამოიყენებთ საკუთარ ენერგიასა და მაგნიტიზმს. .
თქვენ ძალიან სექსუალური ხართ და შეგიძლიათ საკუთარი თავი მთლიანად სიყვარულს (შეყვარებულებს) მიუძღვნათ. საჭიროებთ დიდ დისციპლინას, რომ თავი აარიდოთ საკუთარი ძალების გამოცდას ყველასთან ვისთანაც გაქვს კონტაქტი, რადგანაც თქვენში ნაკლებია თანამშრომლობის უნარი და ცდილობთ ყველას სძლიოთ პირად ურთიერთობებში. თქვენ უდგებით ადამიანებს პრინციპით "დაიმორჩილე ან მოკალი" და თუ თქვენ შეეჯახეთ ვინმეს, ვისი დამორჩილებაც ვერ შეძელით - რათქმაუნდა თავიდან იბრძოლებთ, შემდეგ კი შეეშვებით და შეურაწყოფთ (ცუდად ახსენებთ) მას ზურგს უკან.

თუ თქვენ ერთგული ხართ ვინმესი, თქვენ უერთგულებთ მას ბოლომდე. მაგრამ იმისთვის, რომ შეგინარჩუნოთ მან აუცილებელია ძალა და ტაქტი, პირფერობაც კი, რადგანაც თქვენ სულ საჭიროებთ საკუთარი ძალაუფლების აღნიშვნას. (რომელსაც ამ ურთიერთობაშიც კი თქვენ ფლობთ).

თუ თქვენ ქორწინდებით ამაყ ადამიანზე (ვერ იტანთ რა ადამიანების ამ თვისებას), ეს უკვე არის ნიშანი იმისა, რომ თქვენს ურთიერთობაში იქნება კამათი და შესაძლოა დაშორებაც კი. თქვენ გაქვთ ჩვევა დაიმორჩილოთ ადამიანები და შემდეგ შეიძულოთ ისინი იმის გამო, რომ გამოიჩინეს სისუსტე და ვერ შეგეწინააღმდეგნენ. ასე რომ თქვენ "კერკეტი კაკალი" ხართ და თქვენი დაკმაყოფილება სულაც არაა ადვილი რამ.

თქვენი ლიდერობის წყურვილის მიუხედავად, ნაკლებად გიზიდავთ "სცენაზე" გამოჩენა ბიზნესში ან პოლიტიკაში და საკუთარი ამბიციების რეალიზებას უფრო პირად გეგმებში ცდილობთ.
პლანეტების ეს განლაგება სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუ თქვენ არ ხარჯავთ თქვენს ენერგიას და არ ასუსტებთ სასიცოცხლო ძალებს სასიყვარულო თავგადასავლებში და სხვა დანარჩენზე გასცემთ მხოლოდ რისხვასა და ღალატს.
თქვენში არის მისიონერის სული და სულიერი განვითარების უმაღლეს ეტაპზე შეგიძლიათ გახდეთ რეფორმების დიდებული მოქადაგე.

თქვენი ყველაზე საოცარი თვისება ეს ურთიერთგაგებაა საკუთარი თავისა და სხვების. თქვენ ისე გამჭოლად ხედავთ ყველას და ყველაფერს, რომ კარგი იქნება გიჯერებდნენ, ღებულობდნენ თქვენგან რჩევებს, დაგეყრდნონ ან სულაც ეშინოდეთ თქვენი.
* * *
მზე მშVილდოსანი, მთვარე მორიელი

თქვენ ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელი ხართ.
ადრე ვითარდებით და ცდილობთ თვითონვე იპოვოთ საკუთარი გზა ცხოვრებაში. ყოველთვის იცით რა გინდათ და სხვადასხვა საშუალებბებით ყოველთვის ასრულებთ თქვენს სურვილებსsmile.gif ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებთ, ფლობთ მახვილ, ჩქარ აზროვნებას, გამოკვეთილ გრძნობებს არამხოლოდ საკუთარი ღირსებების არამედ სხვების უფლებებისა და თავისუფლების მიმართ.

არასდროს ერევით მეგობრების ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს ხან ამართლებთ ხან კი არა, იცავთ პრინციპს "იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით და სხვას ხელს ნუ შეუშლი". იცით რა არის სწორი და რა არასწორი, არ გჩვევიათ დამრიგებლობა ამიტომაც ადამიანები თამამად გიზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პოულობენ რა თქვენი სახით თანამგრძნობ მსმენელს.
თქვენ მგრძნობიარე, მაგრამ თავშეკავებული ხართ. არ ამჟღავნებთ საკუთარ სიმპათიებს აშკარად, მიმართავთ რა სხვა ხერხებს მათ გამოსახატავად.
რაც შეეხება სწავლას, თქვენ არაჩვეულებრივი სტუდენტი ხართ, დინჯი და ინტუიციური, ადვილად ითვისებთ საგნის არსს. შეგიძლიათ გადმოსცეთ მიღებული ინფორმაცია ისე, რომ მან მიიღოს ახალი და უჩვეულო მნიშვნელობა. თქვენ მხიარული ხართ, ფლობთ არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობას- კამპანიის სული ხართ, თუ არ განიცდით მორიგ ფილოსოფიურ შეტევას ან არხართ უჟმურ ხასიათზე.

სიყვარულში ეფლობით მხურვალედ, თუმცა საღი აზროვნებით, თქვენი რომანები გამოირჩევიან კეთილშობილებით (სხვანაირად ვერ ვთარგმნე) და გარშემორტყმულნი არიან რომანტიული ფილისოფიით. ცოტათი ნერვიულიც ხართ, თუმცა თქვენივე დისციპლინისა და შეზღუდვების წყალობით ახერხებთ საკუთარი მისწრაფებების კალაპოტში ჩასმას და მათთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევი მიმართულების მიცემას.
ცხოვრებას უყურებთ ძალიან სერიოზულად, და მიუხედავად თქვენი იუმორის მოყვარულობისა, არ უდგებით დაუფიქრებლად თქვენს მოვალეობებს.
ასე რომ თქვენ შორს უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში ... (თქვენ იიცით biggrin.gif )
* * *

Posted by: between 3 and 32 13 Jan 2011, 17:12
ქალწული/ვერძი
მზისა და მთვარის კომბინაცია სხვადასხვა სახის კონფლიქტს წარმოშობს შენს ხასიათში რადგან ეს ორი ნიშანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. საერთო მხოლოდ ის აქვთ რომ ორივე ნიშანი მტკიცე და მიზანდასახულია. ჭეშმარიტინ ემოციები შენს ბუნებაში არ ზის. ამ ორ ნიშანს შორის უთანხმოება გაძლევს უნარს იყო გამბედავი, მებრძოლი და კრიტიკული პიროვნება. სოციალურობა მეორე თვისებაა, რომელიც არ გახასიათებს. უფრო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან გარევას ამჯობინებ.ხარ ძალიან მომთხოვნი და ყოველთვის დიდი პერფექციონისტი. ათვისების უნარი უფრო დიდი გაქვს, ვიდრე თავდაჯერებულობა. ახერხებ შენი თავი წარმოაჩინო ენერგიული და ხერლმძღვანელი ადამიანის სახით. დაფიქრებული და ზუსტი ხარ. იჩენ დიდ გამჭრიახობას სიტუაციებში და საერთოდ ადამიანში. არც ისეთი ცუდი განწყობის მქონე არ ხარ რომ შენი უკმაყოფილება გამოხატო სხვების მიმართ ამიტომაც ბევრი შენში დაინახავს განსაკუთრებით მომთხოვნ ლიდერს. განცალკევება და ემოციების ნაკლებობა ხელს უშლის საკუთარი თავის შეფასების უნარს, ამიტომაც ხშირად არ ხარ ობიექტური საკუთარი თავის მიმართ. გრძნობებს მხოლოდ იმ შემთხვევში გამოხატავ თუ გეცოდინება რომ შენს მიზანს წაადგება. სენტიმენტალობას და მოზღვავებულ ემოციებს ხედავ როგორც სუსტ მხარეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა აიცილო თავიდან. ამ თვისებების საქვეყნოდ დემონსტრირება ხშირად არ სიამოვნებთ გარშემო მყოფებს.

ქალწული/კირჩხიბი
შენ ხარ მგრძნობიარე, მაგრამ ჰარმონიული პიროვნება, რომელსაც შეუძლია იფიქროს და იგრძნოს ძალიან ღრმად. ქალწულის ანალიტიკურობა, დისკრიმინაცია და ანალიზის უნარი კარგად 'მიდის' კირჩხიბის მგრძნობიარეობასთან. შენს ტემპერამენტს შეგუების უნარი აქვს , ხშირად ექცევი გარშემომყოფების გავლენის ქვეშ. შინაგანად ძალიან პრაქტიკული და შორსმჭვრეტელი ხარ , მაგრამ გარეგნულად ჩანხარ მერყევი. შენმა გონებამ,გრძნობებთან და ფანტაზიის დიდ უნართან ერთად შეიძლება გაგიადვილოს ნათესავებთან ურთიერთობა.
გაქვს ინტუიცია რაც გხშირად გიმართლებს. შეგიძლია შეაფასო კარგად რაც გიადვილებს გამოიცნო რა რად ღირს. შენ იცნობ ადმაიანის ფსიქოლოგიას კარგად, ანუ იცი რა სურს ხალხს ეს კი ბიზნესში ძალიან დაგეხმარება.მჭიდრო კავშირი გაქვს მათთან ვისაც იცნობ კარგად, მაგრამ მუდად ძალიან მორცხვი ხარ მათთან ვისაც ჯერ არ იცნობ. შენ ხარ ტრადიციების,ჩვეულებების და ადათ-წესების მოყვარული,ცვლილებას ეგუები ნელა.

ქალწული/ლომი
ასეთი მდებარეობები ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთთან.ირევა ქალწულის გონებრივი უნარი,ანალიზის უნარი და დისტკრიმინაცია ლომის სიცოცხლისუნარიანობასთან, ნდობასთან და ავტორიტეტულობასთან. შენს სულში მუდმივი ქაოსია, მაგრამ ქალწულში ყოველთვის მზადაა ის მართოს. არ აკეთებ იმას რაც უნდა გააკეთო, აკეთებ იმას რაც გინდა.ბუნებით ხარ კეთილსინდისიერი,გულღია,მოვალეობისადმი ერთგული,საქმეს ასრულებ კარგად.გაქვს ძალიან საიმედო და პოზიტიური ბუნება,ზოგჯერ აგრესიულიც. შენმა დადებითმა იმპულსებმა შეიძლება გამოიწვიოს ის რომ თავიდან ღელავ, უკვე ბოლოში კი აანალიზებ რა თქვი ან რა გააკეთე. გირჩევნია დაიხიო უკან სანამ არ იქნები დარწმუნებული რომ გზა საითკენაც მიდიხარ სწორია. შენ ხარ ადამიანი ამაღლებული ხასიათით და მყარი პრინციპებით. შენ ენდობი ადამიანებს, ითხოვ მათგან დაინახონ შენი გულწრფელობა რასაც ყოველთვის ღებულობ. შენი ბუნება პრაქტიკული და გამომცნობია. შენი ხასიათის ძალა და მრალი პრინციპები დაგეხმარება იპოვო შენი ცხოვრების პოტენციალი.

ქალწული/თხის რქა
ასეთი ადამიანი კარგად ინტეგრირებულია მაგრამ უფრო კრიტიკულობისაკენ იხრება ვიდრე შემოქმედებითობისაკენ. ქალწულის გონება, ანალიზის უნარი კარგად ეწყობა თხის რქის რეალიზმს,კონსერვატიზმს და ღრმა ამბიციებს.შენ ხარ შენი თავის ძალა და მორალური მხარდამჭერიც.ცოტა თუა ისეთი მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ როგორც შენ. ქალწული/თხის რქა ასტროლოგიაში ქმნის ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ კომბინაციას, ის გაძლევს შენ უამრავ უნარს, ბიზნესში გამჭრიახობას, გამომთვლელ და რეალისტურ გონებას. შენს ჯანმრთელ, ჯანსაღ ამბიციას სჭირდება ქონება და ძალა.შენი გონება არ დაწვრილმანდება და ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ მნიშვნელოვან ფაქტებზე რაც ძალიან კარგია. ხარ პირიანი, ხალხი ამას ხვდება და გენდობა.შენ ყოველთვის იცავ დადგენილ წესებს და მიყვები რეჟიმს. ხარ დამოუკიდებელი და არ გიყვარს სხვების შევიწროვება და კონტროლი.შენთვის ბევრს ნიშნავს როცა ხალხი გიცნობს ან ხარ აღმასრულებლის პოზიციაზე, გჭირდება რაიმე ობიექტი რაზეც იქნები მიმართული,

* * *
ქალწული/ტყუპები
ასეთი კომბინაცია ქმნის უძლეირეს და ძალიან მაღალი შესაძლებლობის გონებას. სწრაფი ხარ ბრწყინვალედ მსჯელობ. ხარ გონიერი,ათვისების უნარი დიდი გაქვს, ვერ ძღები დეტალებით და ჩახლართულობებით :დ მოწოდებული ხარ იცხოვრო რაიმე მიზეზის გამო, შენი ბუნები კი პირიქითაა.ეს არ ნიშნავს რომ არ ხარ მგრძნობიარე ან ემოციური, უბრალოდ ცივი ლოგიკა ხშირად ამ შეხედულებას ტოვებს. უნარი გაქვს გამოააშკარავო ძირითადი მოტივები და გრძნობები ადვილად, რაც შენი სიფრთხილის დამსახურებაა. გიჭირს შენი გრძნობების და გონების ერთმანეთთან შეთავსება. ცოდნას მოწყურებული ხარ , უნივერსალური და ფილოსოფიური ხედვა გაქვს. შეიძლება ჩანდე მერყევი და ცვალებადი, რადგან შენი გონებრივი ინტერესები მრავალფეროვანია. ფიზიკურად, შეიძლება გქონდეს გაკოტრების ტენდენცია, თუ არ შეინარჩუნებ ფორმას. ვერასდროს გასუქდები რადგან ნერვული ენერგია წვავს მიღებულ კალორიებს მაგრამ შეიძლება შენი მუცლის კუნთი გაფუჭდეს, გახდე ფერმკრთალი თუ არ გააკეთებ რეგულარულ ვარჯიშებს . ახალგაზრდობაში გიტაცებს სპორტი მაგრამ დიდი ხნის შემდეგ შეიძება მჯდომიარედ გადაიქცე.ვარჯიში არის საუკეთესო წამალი შენი მოზღვავებული ნერვული ენერგიის ფორმაში მოსაყვანად.

Posted by: Miss_Manette 13 Jan 2011, 17:39
resurgam
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან მარსის თემაში? rolleyes.gif

Posted by: resurgam 13 Jan 2011, 17:42
Miss_Manette
QUOTE
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან მარსის თემაში?

სურვილით კი მინდა მაგრამ ჯერ არ მაქვს დრო, აი იქნებ გამოვნახო შაბათ-კვირას და დავწერ რამეს yes.gif 2kiss.gif

Posted by: Tata_Sonne 13 Jan 2011, 18:12
მზე – მერწყული, მთვარე – ლომი

თქვენს ცნობიერში ინტელექტსა და ემოციებს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ინტელექტუალური წყობის ადამიანი ხართ, აქტიურ წარმოსახვას ფლობთ, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე. გახასიათებთ მერყეობა მეცნიერულ და თეორიულ (გამოუცდელ/დაუდასტურებელ) აზრებს შორის. რაც შეეხება ადამიანებს, თქვენი ექსპანსიური და ვნებიანი ნატურის გაცურებას შეძლებს ყველა, ვინც სხვადასხვა მეთოდით ითამაშებს სიყვარულის და მიჯაჭვულობის თქვენს მოთხოვნილებაზე ან ილუზიას შეგიქმნით, თითქოს ესაჭიროება ეგ თვისებები. იდეალისტი, რომანტიკოსი და ხათრიანი ხართ, ადვილად იხიბლებით, ადამიანებს უშვებთ თქვენს სულში და ყოველთვის უძებნით ამ საქციელს გამართლებას, მაშინაც თუ თქვენი სიყვარულის ღირსნი არ აღმოჩნდებიან.
ამაყი, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თუ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, არ გიყვართ აზრის შეცვლა. ამიტომ სიყვარულსა და მეგობრობაში თვალს ხუჭავთ ბევრ რამეზე და დიდხანს ინარჩუნებთ ურთიერთობას. თუმცა თუ პირდაპირ შელახავენ თქვენს ღირსებას მომენტალურად და სამუდამოდ წყვეტთ ურთიერთობას.
არტისტული ხართ. ჯ(ჟ)ინიანი, მაგრამ თუ მყარად დგახართ მიწაზე და არ დაფრინავთ ღრუბლებში.

* * *
მზე – მერწყული, მთვარე – ქალწული

გონების ძალა და უნარი გვერდით გადადოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები – თქვენი ყველაზე დიდი ღირსება, თქვენი განსჯები გამოირჩევა საღი აზრით, რადგან გაქვთ უნარი მკაცრი კრიტიკული ანალიზის, ამავდროულად გაქვთ უნარი მოთოკოთ ემოციები. თუ კარგი განათლება გაქვთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ ინტელექტუალურ, ხელოვნების ან ფილოსოფიის სფეროებში. მჭერმეტყველი ხართ, ადვილად დაამტკიცებთ, რომ შავი – თეთრია და თეთრი–შავი ))) კამათში საშიში ხართ, პირად ურთიერთობაშიც კი საქმეში შეგყავთ კამათის და ლოგიკური განსჯის უნარი.
ზეპირი და დაბეჭდილი სიტყვის ძალის გწამთ. იგონებთ მიზეზებს თქვენი ემოციების და მიჯაჭვულობის გასამართლებლად და მოელით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. წაგება არ შეგიძლიათ და ძალიან გწყინთ, როცა ადამიანები არ გეთანხმებიან. მიგაჩნიათ, რომ ვისაც უყვარხართ უნდა დაგეთანხმონ, ვინც გეთანხმებიან, უნდა უყვარდეთ მათ. რადგან სხვა ადამიანები ასეთ ლოგიკას არ აღიარებენ, თავს მარტოსულად გრძნობთ. ეს პლანეტარული მდებარეობა გიბიძგებთ საკუთარი თავის სიბრალულისკენ. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღიქვამთ და სხვებისგან თუ იმავეს არ იღებთ გულნატკები რჩებით.
განდეგილის პოზიციას ყველაფერში რაც დაკავშირებულია სიყვარუთან, თქვენთვის იმედგაცრუება მოაქვს, იმის მიუხედავად რომ ახლო ურთიერთობების მოთხოვნილება გაქვთ, არ გამოხატავთ პირდაპირ. მგრძნობიარე ხართ და მძიმედ გადაგაქვთ უარი, იქმნით ილუზიას, თითქოს გაგრიყეს, სინამდვილეში ასე არ არის. ამაყი ხართ, ამიტომ თვითკმაყოფილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, არც ეს არის ასე...

Posted by: Miss_Manette 14 Jan 2011, 12:21
მზე -ტყუპები, მთვარე-ლომი

მზე-მთვარის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი შეუმჩნეველი არასდროს დარჩება. გარშემომყოფებში სარგებლობს პოპულარობით.მისთვის დამახასიათებელი თვისების - ინტერესების,გემოვნების ხშირი ცვლის გამო საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. შეუძლია დაუმეგობრდეს განსხვავებულ ადამიანებს.
ხსირად იცვლის აზრს, რაც უძრავი და მოძრავი ქონების ხშირირ ცვლაში შეიძლება გამოიხატოს. დიდხანს ვერ გუობს 1 მდგომარეობას და უჩნდება სურვილი რაღაც შეცვალოს. ადამიანებს უჭირთ მათი გაგება ხშირი ცვლილებების გამო.
ამ ადამიანს უყვარს წვეულებების ორგანიზება, მოწყობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეუძლია არგუმენტები ამტკიცოს ისე,რომ ნაკლებად გაითვალისწინოს სხვისი არგუმენტები მარტივი მიზეზის გამო - "მან უკეთ იცის საქმის ვითარება". მთვარით ლომი ტყუპის გარშემომყოფებმა არ უნდა დაივიწყონ მისი სიამაყე-თუ რამე დაუშავეს ან ტავმოყვარეობა სეულახეს, მხიარული, მოლაქლაქე ტყუპები ლომად იქცევა და მთავარი იარაღით-ენით გაანადგურებს "მოწინააღმდეგეს".
ყოელთვის ამაყობს მიღწეული შედეგებით, ტყუპი მზის "წყალობით" კი შედეგები ძირითადად ინტელექტუალურ სფეროს ეხება.

Posted by: matusala_5 14 Jan 2011, 12:39
Miss_Manette
ვერძს მთვარე ,ჩემი აზრით ყველაზე მეტად თხის რქაში უხდება,აი პირიქით როცაა უფრო დიდი დომხალია აშკარად 2kiss.gif

Posted by: Miss_Manette 14 Jan 2011, 12:47
matusala_5
ანუ თხის რქა მთვარე ვერძით? რატომ? biggrin.gif
ქალის შემთხვევაში უფროა გამოხატული მთვარეო და შენ უფრო ვერძი ხარ, მე უფრო თხის რქა? biggrin.gif

მთავარია დააბალანსო 2kiss.gif შენი შინაგანი მოთხოვნილებები/მოტხოვნები შეუთავსო გარეგანს ან პირიქით, შინაგანი კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს




QUOTE
ვერძს მთვარე ,ჩემი აზრით ყველაზე მეტად თხის რქაში უხდება

http://elar.ge/
gigi.gif

თხის რქის პოზიციისთვის-კი , მაგრამ ბევრი არ დაგეთანხმება, ხ'აერიანი და ცეცხლიანი ხალხი

Posted by: matusala_5 14 Jan 2011, 13:12
Miss_Manette
ადრე გერმანულ ფორუმზე წავიკითხე და დაახლოებით ასე ეწერა ...
ვერძის -თხის რქის შედარება იყო(მზე-მთვარის კომბინაციებით)
მთვარე ჯობია იყოს მშვიდი ქალისთვის ,ვიდრე ცეცხლოვანი-ვერძივით ,ეს უკანასკნელი სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობაში მეტ სიფრთხილეს საჭიროებს დამუდმივი კონტროლი ჭირდება, რომ არ მოხდეს ურთიერთობის დაძაბვა...აი თხის რქა უფრო მშვიდია და ნაკლებად კონფლიქტურია ვიდრე ვერძი,ასე რომ შენი კომბინაცია უფრო კარგია ამ მხრივ ვიდრე მაგ:ჩემი .

Posted by: Miss_Manette 14 Jan 2011, 13:42
matusala_5
QUOTE
.აი თხის რქა უფრო მშვიდია და ნაკლებად კონფლიქტურია ვიდრე ვერძი,

გამეცინა.ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მასე არაა-პარტიორულ ურთიერთობებში ყველაზე მშვიდსაც კი ვუწამლავ ნერვებს,ხან ისე, რომ შეიძლება არც მინდოდეს biggrin.gif
თუ პარტნიორულ ურთიერთობებს ვგულისხმობთ,მაშინ ქალის შემთხვევაში ვენერა/მარსი+მისი ასპექტებიც მნიშვნელოვანია

თორემ, ზოგადად თხის რქა ფრთხილი,ჩაკეტილი და მშვიდია, რაც სტაბილურ ცეცხლს გვაძლევს და არა აალება/ჩაქრობას

აი,ვერძი თხის რქა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: radiohead_lover 14 Jan 2011, 13:43
მზე მშვილდოსანი/მთვარე ტყუპები


ეს კომბინაცია ქმნის ადამიანს რომელიც არავითარ შემთხვევაში არაა მორცხვი, მორიდებული და უკანდამხევი. თქვენ წინ მიიწევთ როცა ხელმძღვანელობისთვის გიწვევენ. თქვენ ძალიან გაბედული და ყოჩაღი ადამიანი ხართ, როგორც შინაგანად ასევე ფიზიკურად , მაგრამ არასდროს კმაყოფილდებით ამით. რადგან თქვენ იღბლიანი ხართ ფინანსურ საქმეებში, არასდროს ნაღვლობთ უსაფრთხოებაზე. თქვენ იცით როგორც უნდა "გაყიდოთ" საკუთარი თავი და მიაღწიოთ კარგ შედეგს და მოიპოვოთ ავტორიტეტი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ბევრი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტთ სად დასახლდეთ. მრავალფეროვნება, მოგზაურობები, ცვლილებები, გონებრივი სტიმულირება, თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების სპექტრი, საჭიროა რომ დააკმაყოფილოს თქვენი დაუღალავი ბუნება. სტაბილურობა თქვენი გამოწვევაა. სხვა გეგმები, გამოწვევები , ადამიანებიც ზოგჯერ თქვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენენ. თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთი მიმართულებით კონცენტრირება თქვენი სისუსტე შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, თქვენი ინტერესების ფართო სპექტრი და ენთუზიაზმი დაგეხმარებათ ეფექტურად მუშაობაში და განაგრძობთ უწყვეტ პროგრესს. სიფიცხე არის ის რასაც არასდროს აღიარებთ და გაგიჭირდებათ ამის გაგება biggrin.gif ყველაფერი რასაც აკეთებთ გრანდიოზულ იერს იძენს. იშვიათად იჩენთ სიფრთხილეს და არ გეშინიათ რისკის. შეგიძლიათ მოექცეთ სათავეში , ეს კარგად გამოგდით საკუთარი თავის რწმენის, იდეალიზმის, არაჩვეულებრივი და პრაქტიკული გონების ნარევით.

Posted by: resurgam 14 Jan 2011, 13:54
Miss_Manette
QUOTE
აი,ვერძი თხის რქა

კეიტ ჰადსონიც მსგავსი კომბინაციითაა wink.gif პ.ს დავაკვირდი და აღმოვაჩინე რომ ქალ ვერძს, მთვარით თხის რქას ტყუპი მამაკაცები მოსწონს, უფრო სწორად მათთან გრძნობს თავს კარგად

Posted by: matusala_5 14 Jan 2011, 14:00
QUOTE
გამეცინა.ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მასე არაა-პარტიორულ ურთიერთობებში ყველაზე მშვიდსაც კი ვუწამლავ ნერვებს,ხან ისე, რომ შეიძლება არც მინდოდეს

მაგაში ეჭვი არ მეპარება lol.gif მაგრამ შენ ისედაც შენი მზის გავლენეთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უფრო აქტიური,იმულსური ხარ , აი აფქტში შენი შებრუნებული მე უარეს, რომ იზამს ესეც ხო მართალია??????? gigi.gif ,თან როცა ყველა მშვიდ-სათნო ადამიანად იცნობს და აქ უფრო თვალში საცემია შოკისგან გაკვირვებული სახეები,ვაიმეეეეეეე bis.gif

Posted by: radiohead_lover 14 Jan 2011, 14:09
მზე მშვილდოსანი / მთვარე კირჩხიბი

ეს კომბინაცია ქმნის იდეალისტ და რომანტიკოს პიროვნებას. ხართ მეოცნებე და ფანტაზიორი. ეს მრავალმხრივი და მგრძნობიარე კომბინაცია ერთმანეთში ურევს მშვილდოსნის ოპტიმიზმს, გულწრფელობას, ენთუზიაზმს, კირჩხიბის მგრძნობიარობას, ემოციურ სიღრმეს, ინტუიციას.მისი სურვილი ისწავლოს პრაქტიკული მოქმედება , ხელს უწყობს გამოხატვის უნარს. თქვენი ინტუიცია გიცავთ ყოველდღიური უსიამოვნებებისგან. თქვენი ემოციური ცნობიერება გკარნახობთ ადამიანებთან ურთიერთობის გზებს, თქვენ იცით რა უნდათ მათ. საქმეში თქვენ ადვილად გრძნობთ ხალხის ინტერესების ტენდენციას. ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი კვებავს თქვენს გრძნობებს და ემოციებს, ააქტიურებს თქვენს მოქმედებებს. თქვენი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე გახასიათებთ უკიდურესობები. მართეთ საკუთარი მღელვარება. ნუ მისცემთ ემოციებს საშუალებას დაამახინჯონ თქვენი მიზნები. გახასიატებთ გრძნობების იმპულსური გამოხატვა, ფრთხილად და დაკვირვებით აირჩიეთ მეგობრები, ისინი რომლებიც სანდო , პატიოსანი და გონიერი ადამიანები იქნებიან. უკიდურესი მგრძნობიარობა თქვენი პრობლემაა. წარმატებას მიაღწევთ კონცენტრირების უნარის გაუმჯობესებით

Posted by: REIDI 14 Jan 2011, 14:19
resurgam
ნახე ჩემზე რა დაწერეს,აკი გეუბნებოდი დიდი ადამიანი ვარ თქო biggrin.gif მაგრამ მაინც არ მჯერა ჰოროსკოპის lol.gif

Posted by: resurgam 14 Jan 2011, 14:28
REIDI
QUOTE
ნახე ჩემზე რა დაწერეს,აკი გეუბნებოდი დიდი ადამიანი ვარ თქო

biggrin.gif biggrin.gif lol.gif lol.gif ნწ, მთვარე კირჩხიბიანი არჩერი უფრო დამევასა მე, ჩემიანი მთვარე ყავს სხვა თუ არაფერი tongue.gif biggrin.gif

Posted by: folkman 14 Jan 2011, 21:00
მზე თევზებში- მთვარეც თევზებში

ასეთი მზის და მთვარის კომბინაცია აორმაგებს შენს ხასიათს. რომლის გაგებაც ასე რთულია სამყაროსთვის. გახასიათებს ძალიან დიდი თვითანალიზი, თვითდაკვირვება, ხარ იდუმალი, მიუწვდომელი. მიუხედავად ამისა ხარ ძალიან თბილი, ადვილად იხიბლებიან გარშემომყოფები, როგორც კი მისცემ თავს უფლებას გაიხსნა. გაქვს უდიდესი რწმენა. შენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
უმეტესად ორმაგი თევზები არიან დამყოლნი, აქვთ მძაფრი ინტერესი გარშემომყოფებისადმი და არიან სანდო მეგობრები. თავიანთ საქმეში გულმოდგინე მშრომელები არიან, ყურადღებიანი და ზუსტი დეტალების მიმართ. აქვთ მოვალეობის გრძნობა. არის სწრაფი, ამთვისებელი, ინტუიციური. მათი ალღო და კრეატიულობა დიდი ძალაა. მათ აქვთ იდუმალი ხერხი დაინახონ დედაარსი. არიან უნივერსალური მოაზროვნეები.
არტისტული პერFომანსი მათი ძლიერი მხარეა.

რა ლამაზად ეწერა ყველაფერი და საშინლად ვთარგმნე. აღარ ვთარგმნი თქვენ უკეთ გამოგდით. biggrin.gif
აქაც მსხვერპლები აღმოჩნდნენ, "დაარეთრანსლეითეთ". biggrin.gif

Posted by: Tata_Sonne 14 Jan 2011, 21:55
folkman
QUOTE
თქვენ უკეთ გამოგდით

biggrin.gif

მშვენივრადაა ნათარგმნი, არ ვიცი ორიგინალში როგორაა, მაგრამ რაც წავიკითხე კარგია... ამიტომ, არ მოგერიდოს, განაგრძე თარგმნა gigi.gif

/////////

ხოდა... ცოტა ხანი მერწყულებს მივატოვებ და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს კომბინაციას დავდებ...



მზე -თევზები, მთვარე - ქალწული


ინტუიციას კარგად უთავსებთ ლოგიკას. თუ ერთხელ ადამიანზე დადებითი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, ვერაფერი გაიძულებთ ამ აზრის შეცვლას. ადამიანების არსი კარგად გესმით და მიგაჩნიათ, რომ აქვთ უფლება საკუთარი პრობლემები თავისებური ხერხით მოაგვარონ. გესმით, რომ „გაუგო, ნიშნავს აპატიო“, ძალიან მკაცრი მოსამართლე ხართ თუ თვლით ადამიანს უღირსად, ამავდროულად, შემწყნარებლობას იჩენთ თუ ადამიანში ჯანსაღ საწყისებს ხედავთ. თქვენი მოთმინების უნარი უფრო სპეციფიკურია, ვიდრე უნივერსალური, ინტელექტიდან მოდის და არა ემოციებიდან. ინტუიციაში დიდი დოზით დებთ ლოგიკას, ამიტომ თქვენი განსჯა იმსახურებს ნდობას.
ემოციების გავლენით არასდროს აკეთებთ იმას, რასაც არ ამართლებთ, მაგრამ ხშირად აკეთებთ იმას, რასაც სხვები არ ეთანხმებიან, თუმცა ყოველთვის იცით დარწმუნებით ამ ქმედებების ზუსტი მიზეზები, საკუთარ სიმართლეში ღრმად ხართ დარწმუნებული. სინდისი გაქვთ და რადგან მომთმენები ხართ სხვების მიმართ, საკუთარ თავსაც მოთმინებით ექცევით. უპასუხისმგებლოდ იშვიათად იქცევით, მაგრამ თუ აკეთებთ ამას ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად, ბოლომდე გწამთ რომ თქვენივე წესების მიხედვით თამაშობთ, მერე რა, რომ ეს წესები ამ წამს მოიფიქრეთ?!
კარგად აზროვნებთ, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გაქვთ, რომელიც თქვენი ნატურის სიღრმეს და სერიოზულობას არ ესადაგება. მართალია ცხოვრების შავბნელ და ტრაგიკულ მხარეს არაჩვეულებრივად შეიგრძნობთ, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს დატკბეთ მისით.
ინდოვიდუალიზმით აღსავსე რწმენა და ცხოვრებისეული კონცეფცია, მსოფლმხედველობა გაქვთ, რის მეშვეობითაც ცხად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ერთ ფილოსოფიაში აერთიანებთ, რის მიხედვითაც ცხოვრობთ და აფასებთ სამყაროს.
ეს მდებარეობა კარგია ბიზნესისთვის, მაგრამ არა ხელმძღვანელის როლში. ასევე ისეთ საქმიანობისთვის, რაც მოითხოვს აკურატულობას, სიღრმისეულ ხედვას. ამ მდებარეობით წარმატებული იუმორისტები გამოდიან.

Posted by: Slon-he 14 Jan 2011, 23:58
მზე - მორიელი, მთვარე - მორიელი

თქვენ გაგაჩნიათ წარმოუდგენელი შემოქმედებითი ენერგია, თუმცა იპოვნის თუ არა ის გამოხატულებას ამა თუ იმ საქმიანობაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოიყენებთ ამ უზარმაზარ ენერგიასა და მაგნეტიზმს.თქვენ გაქვთ საკმაოდ ძლიერი სექსუალური საწყისი, შეგიძლიათ, მთლიანად დაიმორჩილოთ თქვენზე შეყვარებული ადამიანი.საჭიროა, ურთიერთობაში გაგაჩნდეთ მკაცრი თვითკონტროლის უნარი, რადგან თქვენ არ გაქვთ განვითარებული თანამშრომლობის ნიჭი და უპირატესობას ანიჭებთ ადამიანის დამორჩილებას, როცა საქმე ეხება პიროვნულ ურთიერთობებს.თქვენ ხელმძღვანელობთ პრინციპით: დაიმორჩილე ან გაანადგურე.თუ შეგხვდათ ადამიანი, რომელლის დამორჩილებასაც ვერ შეძლებთ, ჯერ იბრძოლებთ, ხოლო შემდეგ უკან დაიხევთ და შეეცდებით ზურგიდან მიაყენოთ დარტყმა.
თუ თქვენ ვინმეს ერთგული ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთელი ცხოვრება მისი ერთგული იქნებით, მაგრამ თქვენი შენარჩუნებისთვის საჭიროა ძალა, რადგან მორიელისთვის ყოველთვის აუცილებელია, გრძნობდეს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას სინამდვილეში გააჩნია.
თუ თქვენ ცხოვრებას ამაყ ადამიანს დაუკავშირებთ, თქვენს შორის მუდმივად იქნება კომფლიქტი, რადგან თქვენ გიყვართ ადამიანის დამორჩილება და შემდეგ დამცირება, იმის გამო, რომ ის ზედმეტად სუსტი გამოდგა.მზით და მთვარით მორიელი "კერკეტი კაკალია", ძნელია მისი დაკმაყოფილება.
თქვენ გაქვთ სურვილი, სარგებლობდეთ ავტორიტეტით საზოგადოებაში.მიუხედავად იმისა, რომ მორიელი მისწრაფის ლიდერობისაკენ, თქვენ უარს იტყვით შეჯიბრზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში და შემოიფარგლებით ამბიციების დაკმაყოფილებით პირად ცხოვრებაში.ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ თავს ყველაზე უკეთ წარმოაჩენდით შემოქმედებით საქმიანობაში.მაგრამ ამაში ხელს გიშლით დანარჩენი სამყაროსგან უფრო მაღლა მდგომი ადამიანის როლის თამაში და თქვენში ჩაბუდებული რისხვა და სიძულვილი.მზისა და მთვარის ასეთი კომბინაცია ქმნის ძლიერ მისიონერულ სულს, რომლის განვითარების შემთხვევაშიც, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უდიდესი რეფორმატორი.

თარგმანი ცოტა მოიკოჭლებს, ვჩქარობდი user.gif

ვიცნობ ერთ ადამიანს მზით და მთვარით მორიელს და რაც ზემოთ წერია ყველაფერი ემთხვევა, მაგას დამატებული უდიდესი მოხერხებულობა და მოთმინების უნარი.ეგეთი "ხიტრი" და იდუმალი ადამიანი არ შემხვედრია მე, მაგრამ ზოგჯერ მაგარი ბოროტული გამოხდომები აქვს და + ბოღმაა.



Posted by: Miss_Manette 15 Jan 2011, 09:03
fenix_n
იყო,მაგრამ შენი პოსტი თემატური არაა. ისევე როგორც ახლა მაგ პოსტის ზემოთ დაწერილი პოსტები.ვისაც რა უნდა ,იმას თარგმნის+ ყველა ერთდროულად რომ თარგმნოს ერთმა ადამიანმა, დიდი დრო მიაქვს და თუ თქვენც არ მიეხმარებით,მაშინ აიტანეთ ისე, როგორც ითარგმნება შეკვეთების გარეშე (ეს პოსტი ყველას ეხება და მაინცდამაინც შენს თავზე ნუ მიიღებ)


2kiss.gif

Posted by: Summer_Rain 15 Jan 2011, 10:15
slon777

QUOTE
მზე - მორიელი, მთვარე - მორიელი


ეგ მე ვთარგმნე უკვე biggrin.gif

Posted by: fenix_n 15 Jan 2011, 13:57
Miss_Manette
QUOTE
resurgam
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან მარსის თემაში?


ეს თუ თემას ეხება ჩემი არ ეხებოდა? მეც თემასთან დაკავშირებით გამოვთქვი აზრი, როგორი იქნებოდა უკეთესად და დალაგებულულად. შეკვეთებს არ ვიძლევი დიდი მოთბინებით ველოდები თხის რქას როდის მოკიდებს ვინმე ხელს biggrin.gif დიდი მნიშვნელობა არ აქ წაიშლება თუ არა ჩემი პოსტი უბრალოდ უსამაღტლობა ცოტა მაღიძიანებს ხოლმე smile.gif 2kiss.gif

Posted by: Miss_Manette 15 Jan 2011, 16:22
fenix_n
იგივეს გკითხავ, რაც სოფოს ვკითხე.ოღონდ სხვა პლანეტას დავწერ

QUOTE
არ გინდა "რამე" თარგმნო და თემას შემატო ან აქ, ან სატურნის თემაში?

?

მხოლოდ პრეტენზია/რჩევებს არ მივიღებ,გააკეთეთ უფრო მეტი
პრეტენზიებისთვის გვაქვს თემა "ბუდე"


რაც შეეხება თემას-განყოფილებაში ყველა ითხოვს და სამაგიეროდ არ გასცემენ.
ეს უსამართლობაა და განსაკუთრებით ამ თემაშია უსამართლობა, სადაც დახასიათებების 2 ლინკი დევს-ინგლისურად და რუსულად.ხალხი კი მაინც "დამახასიათეთს'' და "რა გახდა ამ პოზიციის თარგმნას" წერს boli.gif


პ.ს. ეტყობა ფრჩხილებში მიწერილს ყურადღება არ მიაქციე. ახლა "პ.ს.''-ს იმედია უფრო ყურადღებით წაიკითხავ >>> კონკრეტულად მხოლოდ შენ არ გგულისხმობ ამ პოსტში, ვიცი რომ შენ ელოდები თხის რქების დახასიათებას . როგორც იტყვიან "ელოდეთ და იქონიეთ იმედი " 2kiss.gif


Posted by: Slon-he 15 Jan 2011, 19:18
Summer_Rain
QUOTE
ეგ მე ვთარგმნე უკვე


უFFFF, რა ტყუილად მიწვალია რა user.gif

Posted by: mia-maria 15 Jan 2011, 23:46
ჩემ პოსტებს ამ თემაში განსაკუთრებით ასე გამალებით რატომ შლით? აღარაფერსაც აღარ დაგიდებთ, იყავით ეგრე tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: VlV 16 Jan 2011, 00:20
fenix_n
QUOTE
დიდი მოთბინებით ველოდები თხის რქას როდის მოკიდებს ვინმე ხელს

რატო ელოდები მერე, რატოოო?
მსწრაფლ აფრინე შიკრიკი ბენისთან და მათუსალასთან,გადაინაწილეთ თხის რქები,4-4 შეგხვდებათ,აი რა უნდა ეხლა ოთხი მოცუცქნული ტექსტის თარგმნას? biggrin.gif
თან მშრომელი და ოჯახის მუჭუჭი ნიშნისთვის,როგორიც თხის რქაა 2kiss.gif






QUOTE
დავწერთ ჩვენს გამოცდილებას, დაკვირვებებს,


მზე კურო მთვარე მორიელი

http://pix.ge/

რუკაში ავი მთვარეა!

შემოდი,შემოდი,ნუ გეშინია,დაბმული მყავს...ოღონდ ჯერ მანდ გაჩერდი ეზოში,მოგეჩვევა და მერე სახლშიც შემოგიშვებ biggrin.gif და შენი ჭირიმე ჩჩჩ გვერდზე გადადე,გრძნობს მაგას და გაგიჟდება,გადამირევს მერე ამ მოზვერს და ჩემი დასამარხი გახდები...

ძირითადად ეგრეა yes.gif


да кому ты врешь, дилетант хренов? я тебя на сквозь вижу wink.gif

http://pix.ge/

Posted by: resurgam 16 Jan 2011, 00:30
VlV
QUOTE
მზე კურო მთვარე მორიელი

ვიცნობ ეგეთ ეგზემპლარს biggrin.gif სამი ქმარი მოინელა

Posted by: VlV 16 Jan 2011, 00:32
resurgam
QUOTE
ვიცნობ ეგეთ ეგზემპლარს  სამი ქმარი მოინელა

lol.gif lol.gif lol.gif
როგორ პოზიტიურად მმუხტავ ხოლმე 2kiss.gif

Posted by: fenix_n 16 Jan 2011, 01:11
Miss_Manette
QUOTE
მხოლოდ პრეტენზია/რჩევებს არ მივიღებ,გააკეთეთ უფრო მეტი

შენ თუ სხვას ეუბნები თემას რამე შემატეო და თვლი რომ ეგ პოსტი ამ თემაში სასარგებლოა ჩემი პოსტიც ასევე სასარგებლო იყო თემისთვის. სად რო შემოვა ადამიანი და 8 გვერძე საფანტით ნასროლს არჩევს მზეს და მთვარეს და სარ ჩამოყალიბებულად და დალაგებულად რომ იქნება დაწყობილი. ასე რომ ჩემი და შენი პოსტი დაახლოებით ერთი და იგივე მიზნის იყო და ჩემი წაიშალა და შენი არა. ეს ყველაფერი არ მაღელვებს, ვიმეორებ არ მაინტერესებს ჩემი პოსტი წაიშლება თუ არა მარა როცა მხოლოდ ჩემი პოსტი იშლება ცოტა არ იყოს მიტყდება. აქ ერთმა მითხრა არ მახსოვს ნიკი მე ჩემ გულს რაც უხარია იმას ვთარგმნიო, მერე ყველა იმას თარგმნის რაც თავის გულს უხარდება და თემის ავტორს რა ევალება გახსნას თემა და აბა ერთობლივი ძალებით ვაცოცხლოთ? კაი ბაზარი არაა მარა ეს ერთობლივი ძალები მაშინ არის საჭირო როცა ფორუმს ჭირდება და როცა არა მაშინ თურმე ფორუმი კერძო საკუთრებაა. არდავინახო უსამართლობა ჩემს მიმართ თორემ დავჯდები, ვისწავლი ზეპირად ფორუმის წესებს და არცერთ მოდერს არ შევარჩენ წესის დარღვევას თუ ეგრე მიდგა წესებზე საქმე.

VlV
QUOTE
რატო ელოდები მერე, რატოოო?

იმიტომ რომ ვერ ვთარგმნი. ვთხოვე ვინმეს მითარგმნეთქო? თუ ჩუმად ლოდინიც არ შეიძლება. ვზივარ ჩემთვის და ველოდები. ნუ ეხლა 2 ენა ყველამ ვიცით და ვთარგმნოთ, მომიტევეთ რო ვარსებობ.

პრავის კაჩავი რო მიდის ეს თემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს http://forum.ge/?f=8&showtopic=34015203 თქვენი წესების თანახმად ინფორმაცია უნდა იდოს ქართულ ენაზე. არაერთხელ მიგიციათ ეს შენიშვნა იუზერებისთვის და ამხელა თემა როგორ გამოგჩათ? შევედი და ქართულად ვერაფერი წავიკითხე. ასე რომ სანამ სხვას ასწავლით და მიუთითებთ მანამდე თქვენი საქმე ისე უნდა აკეთოთ რო წამოსაძახებელი არ გაგიხდეთ.

პ.ს. არაფერი პირადული შენთან თამთა, პიროვნება სხვა არის საქმე სხვა ჩემთვის.

Posted by: Miss_Manette 16 Jan 2011, 01:18
fenix_n
QUOTE
არდავინახო უსამართლობა ჩემს მიმართ თორემ დავჯდები, ვისწავლი ზეპირად ფორუმის წესებს და არცერთ მოდერს არ შევარჩენ წესის დარღვევას თუ ეგრე მიდგა წესებზე საქმე.

მუქარით აპირებ წინ წასვლას? smile.gif)

არ გგონია , რომ ახლა შენი პოსტი+ ჩემი პასუხი+ შენი პასუხი+ .... თემისთვის შეუფერებელია?

ქართულად თარგმანს კი ამ თემში ვითხოვ, არასწორი გზა აირჩიე

თუ შეიძლება დაასრულე ამ თემაში პრეტენზიების გამოთქმა. თუ პრეტენზია გაქვს არსებობს PM ან "ბუდე".

Posted by: VlV 16 Jan 2011, 01:22
fenix_n
QUOTE
პრავის კაჩავი რო მიდის

biggrin.gif ვინ გეკაჩავება?

QUOTE
მაიას ჰოროსკოპი,გამოგზავნილია: 19 Sep 2009,

ეგ ძველია yes.gif
და ხო ცუდია,რომ ქართულად არ არის? smile.gif

QUOTE
იმიტომ რომ ვერ ვთარგმნი

არ ვიცოდი,მაპატიე user.gif

QUOTE
ვზივარ ჩემთვის და ველოდები. ნუ ეხლა 2 ენა ყველამ ვიცით და ვთარგმნოთ, მომიტევეთ რო ვარსებობ.

lol.gif
არ გაგვებუტო ეხლა 2kiss.gif

Posted by: fenix_n 16 Jan 2011, 01:33
VlV
QUOTE
პრავის კაჩავი რო მიდის


ვინ გეკაჩავება?

QUOTE
მაიას ჰოროსკოპი,გამოგზავნილია: 19 Sep 2009,


ეგ ძველია

ესენი შენ არ გეკუთვნოდა,

QUOTE
არ ვიცოდი,მაპატიე

გაპატიებ.

QUOTE

არ გაგვებუტო ეხლა

შნც არ ინერვიულო biggrin.gif

Miss_Manette
QUOTE
მუქარით აპირებ წინ წასვლას?

რომელ წინსვლას? იუზერიდან მოდერის გზაზე? არანაირად wink.gif მუქარა არაა გაფრთხილებაა.

QUOTE
არ გგონია , რომ ახლა შენი პოსტი+ ჩემი პასუხი+ შენი პასუხი+ .... თემისთვის შეუფერებელია?

QUOTE
თუ შეიძლება დაასრულე ამ თემაში პრეტენზიების გამოთქმა. თუ პრეტენზია გაქვს არსებობს PM ან "ბუდე".

თუ შეუფერებელია მაშინ ან PM მოგეწერე ეხლა პასუხი ან ბუდეში და არა აქ დაგეპოსტა. მოდერი ხარ და ჯერ შენ მოგეთხოვება და მერე მე.

QUOTE
ქართულად თარგმანს კი ამ თემში ვითხოვ, არასწორი გზა აირჩიე

სხვა თემებში დასაშვებია გადმოკოპირება? რაღაც მახსოვს სხვა თემებშიც გქონდათ ეგეთი წასები.
ყველა თავის არჩეულ გზას მიაწვეს wink.gif

Posted by: U-0643 16 Jan 2011, 01:33
Sun in Aries, Moon in Scorpio

Well, whatever may happen to you, good or bad, life is never going to be dull. Between your own aggressiveness and vitality, your conviction of your own worth, and the way you are able to make the world believe in it, you will have your ups and downs, but you will never lose that zest for living which fills you with energy and inner drive. Although not by any means always happy (you have a way of brooding over secret matters, real or imagined, of which even those closest to you have little knowledge), you none the less give the impression of competence and ability, of holding the strands of your life firmly in your hands and of doing with them pretty much as you please. Even in adversity, you are undismayed; for a combination of faith in yourself, and in some higher power which you may or may not call God, or Luck, surrounds you with a kind of aura of invulnerability.

You seem so competent and capable that you are likely not to get nearly as much sympathy from the world as others do - and you don't want sympathy; you scorn it. Ready enough to give it to others (though in a rather detached and impersonal manner), you would consider yourself humiliated if sympathy were offered to you. You are able to take care of yourself, and do, and are proud of it, and resent any implication that you can't. This justifies your pride both to yourself and to the world.

You have a turbulent nature, and in many ways lead a turbulent life. If you are born low, you go high; if you're born high and secure, you're likely to go low and jump back again. There's a steel spring in you that stays wound up, waiting for the emergencies of life, for you are not really ambitious in a worldly sense. You want security, comfort, activity, excitement, perhaps, but you are content with these. You like recognition, but for its own sake rather than for wealth.

Your rewards in life are deeply intimate and personal, and the conviction of your own worth, is of more value to you than all the money or property in the world. Thus, as an artist, though you may, through your vitality and your ability to magnetize the public, achieve some degree of fame and recognition, you pursue your art from a truly inner sense of well-being in a task well done, in a Self properly realized and expressed. But at the same time that you are expressing yourself in this or in some other way, there are deep wells of secret things that you do not express at all - ideas, ideals, dreams, imaginings, that never come to the surface and would surprise your friends if they knew of them if they were not prepared never to be surprised by anything you may do. This great fund of secret ideology provides inspiration if you are an artist of any kind, and magnetic force to your personality, either in business or in social matters.

You are pretty set in your ways, very inflexible when your mind is made up - determined without the appearance of being stubborn (though of course you are stubborn!), and able to convince people peaceably even against their wills. You are exceptionally loyal and devoted in matters of love and stick to your friends through years and years.

You are capable of demanding little and giving much; but you won't be imposed on, and you have a sure instinct for the chiseler, the sycophant, or the fawner who may seek your friendship merely to be helped by your money or your influence. Him you detect and scorn. But you will give the shirt off your back for a worthy person, though you have in general little interest in causes. You will help individuals and let the causes take care of themselves. sa.gif

Posted by: Miss_Manette 16 Jan 2011, 01:36
VlV
სიტყვიერი გაფრთხილება გაოფებისთვის


fenix_n
ვორნი +20%.
ამის შემდეგ განაგრძე
QUOTE
თუ შეიძლება დაასრულე ამ თემაში პრეტენზიების გამოთქმა. თუ პრეტენზია გაქვს არსებობს PM ან "ბუდე".



U-0643
ვორნი +20% თემის I პოსტის გამო -სადაც წერია, რომ მსგავსი ქმედება დასჯადია

Posted by: radiohead_lover 16 Jan 2011, 12:05
U-0643

მასე ადვილი რო იყოს ჩამოვაწიკწიკებდით ეგრევე biggrin.gif



რაღაც პასიურობს ხალხი yawn.gif

Posted by: resurgam 16 Jan 2011, 12:08
VlV
QUOTE
როგორ პოზიტიურად მმუხტავ ხოლმე

biggrin.gif ვაიი, შენ გაქვს ეგეთი განლაგებები? punch.gif punch.gif 2kiss.gif

Posted by: radiohead_lover 16 Jan 2011, 12:29
ეხლა მშვილდოსან/ლომს დავდებ


ეს კომბინაცია ქმნის გულუხვ, პატიოსან და გახსნილ ადამიანს. მშვილდოსნის მიზანდასახულობა, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი კარგად ერწყმის ლომის, ავტორიტეტს, სიამაყეს, სიკეთეს. თქვენ ძალიან კაცთმოყვარე ხართ, კარგი აზროვნება კომბინირებულია ტოლერანტულ დამოკიდებულებასთან. ეს კომბინაცია იძლევა პრესტიჟს, პატივისცემას, მიზენის მიღწევას. მიზენების მისაღწევად არ იტყუებით, არ თაღლითობთ რათა მოიპოვოთ უპირატესობები. პატიოსნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ცეცხლოვან კომბინაციას არ სჭირდება უსამართლობა წარმატებისთვის. რადგან საკმარისზე მეტი ენერგია და ენთუზიაზმი აქვს წარმატების მისაღწევად. რა დაბრკოლებასაც წააწყდებით ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა იქნება. ეს კომბინაცია ძალიან პოზიტიურია და მიანიშნებს წარმატებასა და ბედნიერებაზე. თუ თავიდან აიცილებთ ენერგიის ფლანგვას თქვენ მთებს გაააადგილებთ (ოჰო biggrin.gif )მიდრეკილი ხართ საზოგადოებრივი მომსახურებისთვის, იქნება ეს სამართალი, განათლება თუ სახელმწიფოს მმართველობა. თქვენთვის შემოსავალზე მნიშვნელოვანი პრესტიჟია. ეს არის მოაზროვნე ადამიანი იდეებით და იდეალებით სავსე. chups.gif თქვენ შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები პატარა ადამიანებთან მიმართებაში, რათა განავითაროთ ისინი. თქვენ ინტელექტუალურად ხართ ფილოსოფოსი, დიდი მოაზროვნე და შემოქმედებითად კრეატიული.





bis.gif

Posted by: folkman 17 Jan 2011, 01:40
მზე თევზები-მთვარე კირჩხიბი

თქვენ დრამატურგი ხართ და პიესა, რომელიც გაინტერესებთ ყველაზე ძალიან, ეს დრამაა თქვენი ცხოვრების. მგრძნობიარე ხართ, გაინტერესებთ გარშემომყოფთა აზრი. მე-6 გრძნობის წყალობით, იცით რას ელიან თქვენგან ადამიანები. სანამ ისინი მიხვდებიან თუ რა უნდათ, თქვენ უკვე აწვდით მას გამზადებულს. ხართ კეთილი, ყურადღებიანი, გულღია, მოწყალე, ეხმარებით ღარიბებს და გაჭირვებულებს თუნდაც დაზარალდეთ ამის გამო. ხართ მკაცრად დისციპლინირებული, რომ დამალოთ თქვენი სიმორცხვე, თქვენ არ შეგიძლიათ დიდი აუდიტორიის წინაშე დგომა.
შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ პროფესიებში როგორიცაა: მსახიობობა, ექიმობა, ექთნობა, დიპლომატობა ან დეტექტივობა. შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ბიზნესშიც მაგრამ ხელოვნება უფრო ახლოსაა თქვენთან.
თქვენ გატაცებული ხართ, თქვენი ცხოვრება სავსეა რომანებით, რომლებიც ძალიან ცვალებადია, აღმაფრენებითა და დაცემებით. ხართ ჭირვეული, ტემპერამენტიანი, ბუტი. შეგიძლიათ გადარიოთ ყველა უმნიშვნელო წვრილმანის გამო.
კარგი კომბინაციაა მატერიალური კეთილდღეობისთვის.

Posted by: diaz_niasamidze 18 Jan 2011, 01:20
მაგარი თემაა

პირველივე პოსტი გრანდიოზული ვორნით იწყება lol.gif


მზე - სწორხაზოვანი
მთვარე - ბოღმა

მოკლედ თარგმნა მეზარება და რაც წავიკითხე მამეწონა biggrin.gif

მშვენიერი ბალანსია yes.gif

თან თუ 2ივე პირველ სახლშია მაშინ ხო საერთოდ bis.gif

Posted by: geto772 18 Jan 2011, 11:24
მზე მორიელი
მთვარე კურო?.........

Posted by: Wakanosato 18 Jan 2011, 13:42
QUOTE
მზე მორიელი
მთვარე კურო?.........

ვინაა მასეთი? მეც ეგრე მაქვს მზედამთვარე biggrin.gif
წინათ გადავთარგმნე ეგ ადრე, მეორე გვერდზე დევს, აქაც დავდებ ))

მზე მორიელში
მთვარე კუროში
თქვენი აზრები, ემოციები, გეგმები და მიზნები - ყველაფერი არის გლობალური მაშტაბის. თქვენ აზროვნებთ ფართო კატეგორიებით, და ყველაფერს რასაც აკეთებთ, გამორჩეულია გრანდიოზულობით. წვრილმანები თქვენ არ გაინტერესებთ - თქვენ უბრალოდ ვერ ხვდებით, რა არის ცოტა ფული, წვრილმანი ემოციები ანდა მოკრძალებული გეგმები. თუ თქვენი გრანდიოზული ჩანაფიქრები შესრულებადია, მაშინ თქვენ იქნებით ცხოვრებაში ბრწყინვალედ უზრუნველყოფილი, რადგან რამდენადაც თქვენ ფლობთ პრაქტიკულ საზრიანობას(გამჭრიახობას) და შეთავსებული ეს ხარისხი მაღალ მიზნებთან, რომლებსც თქვენ საკუთარ თავს უსახავ, მოგცემთ შესაძლებლობას მიაღწიოთ ძალიან ბევრს.

მაგრამ თუ თქვენ ცხოვრებას არ შეხედავთ ფხიზლად, თქვენი განწყობა შეგიყვანთ თქვენ მეტაფიზიკური მსჯელობის ჯუნგლებში, მისტიკაში და ა.შ. თქვენ საკმაოდ ცრუმორწმუნე ხართ. თქვენ გჯერათ თქვენი წარმატების, რაიმე მომასწავებელი ნიშნებით, სიმბოლოებით. თქვენ თითქმის უგუნურად გჯერათ თქვენი შესაძლებლობების, მაგნიტური მიმზიდველობის, და თქვენ შესაძლოა გჯეროდეთ რომ გამორჩეულად გადევთ წარმატების ბეჭედი. ან შეიძლება ფიქრობდეთ რომელიმე ადამიანს მოაქვს თქვენთვის წარმატება. თქვენ გაქვთ უნარი გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე და გადმოიბიროთ ისინი თქვენს მხარეზე,თქვენი შინაგანი მომხიბვლელობის( ქარიზმის) წყალობით, რომლის მიღმა იმალება უხეში მიზნები.

თქვენ პრაგმატული ხართ, ხელიდან არ უშვებთ არანაირ შსაძლებლობას, თქვენი გაგებით ვინც ძლიერია - ის მართალია. თქვენ არ ხართ განსაკუთრებულად დიდსულოვანი. თქვენი აზრები სიდიდე ვრცელდება მარტო მატერიალურ გეგმებზე ცხოვრებაში და მხოლოდ ნაწილობრივ რამე იდეის ან ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით. მაგრამ არა პირადულ ურთიერთობებში, რომლებშიც თქვენ შეგიძლიათ იყოთ მეწვრილმანე, შურისმაძიებელი, ეჭვიანი და შურიანი. თქვენ არ შეგიძლიათ დამარცხება, განსაკუთრებით მაშინ თუ დამარცხება თქვენ მიგაჩნიათ ღირსების დაკარგვა. Если вы решили, что что-то должно произойти, вы рассматриваете как личное оскорбление тот факт, что этого не происходит, даже если виной тому погода.(ეს ვერ გადავთარგმნე ). თქვენ გაბრაზდებით თუნდაც წვიმაზეც, რომელიც შლის თქვენს გეგმებს, თითქოს ის სპეციალურად მოდიოდეს, რომ თქვენ შეგიშალოს. თქვენ ბოლომდე ამაყი ხართ, სიყვარულში ეჭვიანი და დესპოტური ხართ, თუმცა მუდმივად არა.

სხვებს აფასებთ შესაფერისად, მკაცრად. მეგობრებსაც ყოველთვის არ ეთანხმებით, მაგრამ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა თუ დააყენებთ, გახსოვდეთ სიტყვები წმინდა მარკი: Какой мерой меряете, той же мерой будет и вам отмерено (ვერ ეს გადავთარგმნე ). პირად და საქმიან ურთიერთობებში დადგება დრო, როცა სხვისი დაწყევლა თავს დაატყდება თავად.

Posted by: Tata_Sonne 18 Jan 2011, 13:43
diaz_niasamidze
QUOTE
პირველივე პოსტი გრანდიოზული ვორნით იწყება

no.gif
ეგ ჩამატებულია სხვა იუზერებისთვის... მაგრამ მაინც არ შესდით ტვინში ზოგს, სამწუხაროდ.
////////////////////////

მზე მშვილდოსანი
მთვარე თევზები


ჩემი დაკვირვება:

ნამდვილი ფილოსოფოსი, ჰუმანური, თავგანწირული. მთელი სამყარო, თითოეული ადამიანი უყვარს, სანამ მწარე გამოცდილებას არ შეიძენს და იმედგაცრუებული დარჩება. ამ შემთხვევაში მთელს კაცობრიობაზეა განაწყენებული, მაგრამ საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს არასდროს იცვლის, საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების ერთგულია.
ბოღმა არაა, ცუდს არასდროს გაგიკეთებს, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრება, რომ ჩაისვარე და კარგი დამოკიდებულება შენს მიმართ აღარასდროს აღუდგება. თუმცა რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ნაგავი იყო, როცა გაგიჭირდება პირველი მორბის დასახმარებლად.
ვერ აფასებენ, ან აფასებენ მხოლოდ უაღრესად შეგნებული ადამიანები.

დედაჩემია love.gif

Posted by: geto772 18 Jan 2011, 14:11
Wakanosato
მე ვარ მასე და იმიტომ ვიკითხე......

არადა მართალა ასეა რა.......მთვარე კუროში უფრო ძლიერია ამ ტექსტის შემდეგ რომ ვაკვირდები ჩემს შემთხვევაში smile.gif

Posted by: resurgam 18 Jan 2011, 14:24
Tata_Sonne
QUOTE
მზე მშვილდოსანი
მთვარე თევზები

ყველაზე, ყველაზეეე არჩერი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Scoorp 18 Jan 2011, 14:52
მზე-თხის რქა
მთვარე-მერწყული

პრაგმატული,ტრადიციული ან კონსერვატული,ლოგიკური,გონიერი,რეალისტი,ორგანიზატორი

მზის და მთვარის ასეთი კომბინაცია იძლევა გულწრფელ,დაფიქრებულ, პასუხისმგებელ და ასევე მეგობრულ შინაგან ბუნებას.შენი გულწრფელობა და სინამდვილე ხალხში პოპულარობას გმატებს და შენ გსიამოვნებს საზოგადოებაში აქტიურობა.მთვარე მერწყული გაძლევს ორიგინალურობის ძარღვს(მარინე ბერიძეეე vis.gif ) და ხანდახან გრძნობებს რაც გაშორებს თხის რქისგან.:/ შენ უფრო პროგრესული ხარ და გიზიდავს სიახლეები,მოულოდნელი ცვლილებები.სანამ შენ დაიჯერებ ტრადიციონალურ ღირებულებებს და გამოცდილ მეთოდებს,შენ მანამდე არ გეშინია მომავლის. გაგაჩნია შინაგანი ჰუმანურობა, და გეხერხება რომ სწორად აირჩიო მეგობრები და კომპანიონები.შენ გჭირდება დრო მოსაფიქრებლად.ძალიან ამაყი ხარ და სტატუსი მნიშვნელოვანია შენთვის.შენ აკონტროლებ ემოციებს.შენი სიმშვიდისა და ინტელექტის წყალობით ხარ კარგი კომპანიონი,მაგრამ არც თუ ვნებიანი პარტნიორი.რამდენადაც ვნების ნაკლებობას განიცდი,იმდენად სტაბილური ხარ. :დ
საოცარი თარგმანია :დ
მომიტევეთ,იმედია აზრს გამოიტანთ
თუ არადა გოოგლი და მოედანი თქვენია

ყველაზე ყველაზებეეე ძერსკებეე :/
ესეთი პოსტები ოფი არ არის???
თან არა ერთი,არც ორი : )

Posted by: diaz_niasamidze 18 Jan 2011, 16:15
QUOTE
მთვარე თევზები


love.gif

თევზების ყველაზე კაი მდებარეობაა biggrin.gif

QUOTE
ყველაზე ყველაზებეეე ძერსკებეე :/ ესეთი პოსტები ოფი არ არის???


არა, არ არის no.gif

აი

QUOTE
მზე მშვილდოსანი მთვარე თევზები

ყველაზე, ყველაზეეე არჩერი



lol.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: woman_ 19 Jan 2011, 16:56
მზე - თევზები
მთვარე - მშვილდოსანი

http://www.radikal.ru


თქვენ პროგრესული მოაზროვნე ხართ, რომელიც პირდაპირ და ავანგარდულად აზროვნებს დროსთან შეფარდებაში და ხანდახან მომავალშიც კი გაიჭრება ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ დიდი გავლენა მოახდინოთ გარშემომყოფებზე თქვენი განჭვრეტილობით, გამჭრიახობითა და უნარით -ხმამაღლა გამოხატოთ თქვენი აზრები. მეცნიერებისა და სოციალურ საკითხებზე თქვენ აზროვნებთ მეტად მაღალ და ფართო კატეგორიებში. აბსტრაქტული აზროვნება იმდენად ბუნებრივია თქვენთვის, რომ თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო განათლება, თქვენ რისკის ქვეშ ვარდებით, რომ გახდეთ უბრალო ფანტაზიორი.
თქვენი მეტად გაფართოებული ხედვა საგნების და ღრმა სიბრძე განჭვრეტის, თუ იქნება გამყარებული ცოდნის მიღებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ დიად და ცნობილ ფილოსოფოსთა შორის და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელ განხრას აირჩევთ, - მეცნიერებას, სოციალურ ცხოვრებას თუ ლიტერატურას, თქვენ ყველგან ავტორიტეტი იქნებით.
თქვენ ხშირად თქვენს დაუშრეტელ ენერგიას ახმართ სხვადასხვა საგნების შესწავლას ან საქმიანობას. სასურველია ეს დიდძალი ენერგია მოხმარდეს მხოლოდ ერთი საგნის შესწავლას, რათა მოხდეს მისი სრულყოფილი დაუფლება.
თქვენ ძალიან თავდაჯერებული ხართ და სულ არ გაღელვებთ ის ფაქტი შეძლებთ თუ არა მთელი მსოფლიო გააოცოთ თუ დარჩებით უბრალოდ გასაოცარი მხოლოდ ახლობელთა წრეში.
თქვენ თავად ქმნით სასურველ სიტუაციებს და თქვენს წინ ყველა კარი იღება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ როცა პირისპირ ეჯახებით რეალობას, თქვენ შესაძლოა არც ისეთი მტკიცე აღმოჩნდეთ.
თქვენს გონებაში ელვისებური სისწრაფით დაჰქრის დიადი იდეები, სხვადასხვა ხასიათის პორტრეტები და თქვენი ფანტაზია განუზომელია. გრანდიოზულობა და სიღრმე თქვენი ფანტაზიების ყველა თქვენს კონკურენტს აყენებს ჩრდილქვეშ და ამარცხებს, თუმცა მათ უფრო მეტი მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭა შეუძლიათ, ვიდრე თქვენ.
თქვენ ნამდვილად არ ხართ მატერიალისტი და თუკი იმდენი გაქვთ, რომ იცხოვროთ, მაშინ იმითი კმაყოფილდებით, რაც გაგაჩნიათ. თქვენ ძვლის ტვინამდე იდეალისტი ხართ და მიუხედავად თქვენი ინტუიციური სიბრძნისა, ისეთი გულუბრყვილო ხართ, როგორც ყველა იდეალისტი.
თქვენ უნდა ეცადოთ იყოთ უფრო გონებამოკრებილი, ეცადოთ გააღვივოთ თქვენი ინტელექტი, რათა უკეთ გადმოსცეთ ის გენიალური და აბსტრაქტული აზრები, რომლებიც ყოველ წუთს გებადებათ გონებაში.



Posted by: radiohead_lover 19 Jan 2011, 19:54
diaz_niasamidze


QUOTE
არა ყველაზე არჩერი რას ნიშნავს მაინც ვერ გავიგე



არჩერი რომ ზედსართავი სახელია და დაესმის კითხვა როგორი? _ არ იცი ხო? givi.gif

Posted by: ingfar 19 Jan 2011, 20:32
მზე ქალწულში,მთვარე სასწორში biggrin.gif
აბა როგორ დამახასიათებთ? smile.gif

Posted by: resurgam 20 Jan 2011, 00:27
diaz_niasamidze
QUOTE
არა ყველაზე არჩერი რას ნიშნავს მაინც ვერ გავიგე

ეგ შენზე რომ არ იყო ნათქვამი იმიტომაც "ვერ გაიგე" აბა ერთი დამეწერა მთვარე მორიელიან არჩერზე მსგავსი კომპლომენტი spy.gif spy.gif ზოგიერთები კიდე ალბათ მალე "ბუჰ"-ს დაიძახებენ და გასკდებიან აქ ბოღმისგან biggrin.gif რას ვიზამთ, "დიდი საჩუქარია" პირადი რუკა როცა მორიელებით გაქვს სავსე biggrin.gif tongue.gif

Posted by: radiohead_lover 20 Jan 2011, 01:28
-----------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: diaz_niasamidze 20 Jan 2011, 01:30
QUOTE
აბა ერთი დამეწერა მთვარე მორიელიან არჩერზე მსგავსი კომპლომენტი


სიმართლე რომ გითხრა კომლიმენტი მანდ ვერასად ვერ დავინახე ასე რომ იგივე რეაქცია მექნებოდა yes.gif

Posted by: datoo 20 Jan 2011, 01:30
მზე ქალწული
მთვარე კირჩხიბი

რა ბანძი დახასიათება აქ არ ვარ ეგეთი :/

Posted by: resurgam 20 Jan 2011, 12:03
diaz_niasamidze
QUOTE
სიმართლე რომ გითხრა კომლიმენტი მანდ ვერასად ვერ დავინახე ასე რომ იგივე რეაქცია მექნებოდა

ცნობისთვის, ყველაზე საუკეთესო მეთქი ვთქვი !!! შენ თუ რამის გაგება "არ" გინდა ეგ სხვა საქმეა! offtopic.gif

მზე მშვილდოსანი და მთვარე თევზები ყველაზე გულმოწყალე და "რბილი" არჩერია. ჩემი მოსაზრებით და გამოცდილებით ასეა.

Posted by: Girl from Ipanema 22 Jan 2011, 22:07
რომ არ გადავთარგმნო და ისე დავდო??

მზე - მშვილდოსანი
მთვარე - თხის რქა

დიადი მოაზროვნე, შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და გავლენიან მდგომარეობას გონების ძალისა და ორიგინალურობის და მჭევრმეტყველების წყალობით

ფლობს განვითარებულ იუმორის გრძნობას, რომელიც თუნდაც რომ არ გამოიხატებოდეს ნათლად, წარმოთქმულს ანიჭებს ექსპრესიას და შარმს.
კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იცის, როგორ მიმართოს ხალხთა დიდ ჯგუფს. იდეალიზმისა და ფართო მსოფლმხედველობის შერწყმა და ლიდერობის ჭეშმარიტი სული - ანგარიშსგასაწევი ადამიანის მახასიათებელი თვისებები.

და ასე შემდეგ დახასიათება ეხებოდა შთამბეჭდავ ორატორულ თვისებებს smile.gif)

ხასიათის ემოციურ მხარეს რაც შეეხება, იდეალისტია, ხანდახან არათანმიმდევრული ემოციებით და უფრო თვითონ მოახდენს სხვაზე შთაბეჭდილებას, ვიდრე თავად მოექცევა რაიმეს შთაბეჭდილების ქვეშ.
სერიოხულად აღიქვამს თავის თავს და სხვებიც ასევე მოიქცევიან. ყურადღებას ითხოვს როგორც საყვარელი ადამიანისაგან, ასევე თავისი ხელქვეითებისაგან. აზროვნებს ფართო კატეგორიებით, აინტერესებს ზოგადი, ვიდრე კერძო. ფიქრის ასეთი ფართო არე სასიყვარულო ურთიერთობებს ოდნავ სიუცხოვის ელფერს აძლევს, თუმცა ეს არ ვრცელდება სიყვარულის ფიზიკურ გამოხატულებაზე.




აჰა, გადავთარგმნე, უFF smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Slon-he 22 Jan 2011, 22:14
Girl from Ipanema

სასწრაფოდ გადათარგმნე, თორემ ვორნს მოგცემენ biggrin.gif

მიდი სანამ მოდერმა ნახა biggrin.gif

Posted by: Girl from Ipanema 22 Jan 2011, 22:20
slon777

კარგი, თუ რამეა, უთხარი რომ თარგმნის და მალე მოვა შესწორებული პოსტითთქო smile.gif)



2kiss.gif

Posted by: თაიკო 25 Jan 2011, 16:28
მზე მორიელში, მთვარე ჰაერში:

ტყუპებში

ადამიანი უზომოდ ნერვოზულია. მორიელის მძაფრ სურვილს რომ ჩავარდეს ფსკერში, ტყუპების სურვილი ენაცვლება, რომელიც სიახლისკენ მოუწოდებს. ადამიანი საკუთარი თავითაც თამაშობს. ხშირად იცვლის აზრს და არასდროსაა არსებულით დაკმაყოფილებული. ტყუპები ჰაერის ნიშანია, ზედაპირულია და ფარფატა, მორიელი წყლის ნიშანია, ცხოვრობს სიკვდილის საუფლოში, მათი შეხამეტა სიკვდილთან ფარფატს გვაძლებს. ინტერესი თავგადასავლებისა გამოიხატება ოკულტიზმით, მისტიური ნივთებისადმი სიყვარულით, სიკვდილთან თამაშით. მთვარეს ტყუპებში მზე წყალში შემოქმედებითობას აძლეევს. ასეთი ადამიანი, ბავშვური ემოციების მიუხედავად, სქესის მიუხედავადაც სიბავშვესაც ქალურად წარმოაჩენს.დაცვითი მექანიზმი სარკასტული ენა, ცინიზმია. შენი ხუმრობები უცნაური და სულელურია. ცინიკურია ხშირად იმის გამო, რომ ჭკვიანი გამოჩნდეს. მის გონებრივ შესაძლებლობებს რომ გასცდე, ნამიოკები უნდა გაიარო. წარმოიდგინეთ ვერძის ან მშვილდოსნის სახე ამ დროს. ტყუპების მრავალმხრივობა და მერყეობა მორიელ მზესთან დაფიქსირებულია და შენელებულად ჩანს. კრიტიკულ და ანალიტიკურ სფეროში წარმატებას მიაღწევს. მისი გულახდილად საუბრების სურვილი ხშირად დათრგუნულია.




სასწორში
ასეთ ადამიანს ემატება სითბო, ენთუზიაზმი. იღწვის ადამიანთა დასახმარებლად ბოლომდე, მთელი არსებით. მისი მეგობრები უნდა ცხოვრობდნენ სწორი გზის მხარეს. შეგრძნებაა, რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა, ვერ გადაწყვიტა საკითხი, ეს იმის გამო, რომ შეუძლია ღრმად დაინახოს მედლის ორივე მხარე და ეს სიღრმეში ჩანს. იცის სად დასვას თითოეული, სტუმარ-მასპინძელს მიუჩინოს ადგილი. ყავს ბევრი მეგობრები. მათგან სიმშვიდეს ითხოვს. სასიყვარულო ურთიერთობაში შეწყობილია პარტნიორთან და ტოლერანტულად უდგება მის სურვილებს.




მერწყულში
ასეთი ადამიანები გამოხატვისკენ ისწრაფვიან, ეს მათი ძირითადი შეგრძნებითაა. შიგნიდან ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ყურადღებით ეპყრობა სხვათა ინტერესებს. მის არსებაში ჰუმანიზმი და ეგოიზმი თანაარსებობენ. ეს სახიფათო ბრძოლაა და სულიერ გახლეჩვას იწვევს. მერწყულის სურვილი, იყოს გამორჩეული, მორიელის იდუმალებით გამოიხატება. ადამიანი საკუთარი იდეების ტყვეა, ზოგჯერ ფიქრობს, რომ მეგობრების ტყვეც. თავისუფლების ტყვეა. ზრდილობიანი, ცივილურია. ემოციებს არ ამჟღავნებს, ცივია. დისკრიმინაციას არ აღიარებს, მალავს ინტოლერანტობას, თუმცა მას გრძნობს. კრეატიული გონების პატრონია. უყვარს გარეთ ყოფნა და იქ ითვისებს სახიფათო თავგადასავლებს.





==============
კითხვა მაქვს. როგორც ამბობენ, ქალის ჰოროსკოპში მთვარე მზის ფუნქციას ასრულებს და პირიქით. ეს რა მხრიდან უნდა იყოს გაგებული, რა შემთხვევაში: ჩემი მზე, დავუშვათ, ყოველთვის მორიელ მთვარეს უდრის და მთვარე ზოდიაქოთი ტყუპების ტოლია?




Posted by: Present> 25 Jan 2011, 16:48
აუ ვინმემ მზე-ლომში,მთვარე-ტყუპებში დადეთ რა
ასეთი არ არის საერთოდ გადავხედე მთლიან თემას http://www.SmileS.ge

Posted by: Leo woman 25 Jan 2011, 17:12
Tata_Sonne
QUOTE
Leo woman
ჩემს უახლოეს ადამიანს აქვს შენნაირი კომბინაცია...
რა შემიძლია აღვნიშნო: გამძაფრებული ცხოველური საწყისები, ძალიან დიდი სექსუალური ენერგია და მიწიერი სიამოვნებების "მონობა". (კარგი გაგებით). დამანგრეველი სიყვარულის უნარი - სიყვარულს აღიქვამს ტანჯვად. ადამიანის სრული დაუფლების სურვილი, მოლეკულებამდე შესწავლა და შთანთქმა. სამართლიანობის მტკივნეული აღქმა. ეჭვიანობა, მესაკუთრეობა. ერთგულება  საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გასცემს, მაგრამ იმავეს ითხოვს.
გაორმაგებული ენერგიით სვლა მიზნისკენ. თითქოს ბევს ლაპარაკობს, ყველაფერს "ყაჭავს", სინამდვილეში, ზუსტად აკონტროლებს როდის, რა და სად თქვას. ერთი შეხედვით, სულ ის აქტიურობს და ყურადღების ცენტრშია, სინამდვილეში შენ გიწვევს სალაპარაკოდ და ყველაფერი მის მეხსიერებაში ილექება, გადამუშავდება და უტყუარი დასკვნა გამოდის.

მომეწონა შენი დაკვირვების შედეგად მიღებული ცოდნა....ზუსტად არის აღწერილი და ძალიან მკაფიოდ გამოხატავს ჩEმს თAვს (მზე ლომი,მთვარე მორიელი)

Posted by: plebe 26 Jan 2011, 00:24
ათივე გვერდი დავათვალიერე და მზე კირჩხიბში და მთვარე თხის რქაში არ იყო. იქნებ დამიწეროთთ

Posted by: HAG 26 Jan 2011, 15:47
Present>
plebe

გუგლის შესახებ რამე გსმენიათ? მოიძიეთ და დადეთ თავად, თუ არადა ეს თემა დისკუსიებისა და განხილვებისთვისაა, დახმარებისთვისთვის არსებობს სხვა თემები smile.gif

Posted by: Leo woman 26 Jan 2011, 17:06
თაიკო
QUOTE
კითხვა მაქვს. როგორც ამბობენ, ქალის ჰოროსკოპში მთვარე მზის ფუნქციას ასრულებს და პირიქით. ეს რა მხრიდან უნდა იყოს გაგებული

ამაზე კარგად აქვს ახსნილი ლოგოსს

აი ამ გვერდზე ნახე http://forum.ge/?f=8&showtopic=34094044&st=435

Posted by: plebe 28 Jan 2011, 00:34
QUOTE
გუგლის შესახებ რამე გსმენიათ? მოიძიეთ და დადეთ თავად, თუ არადა ეს თემა დისკუსიებისა და განხილვებისთვისაა, დახმარებისთვისთვის არსებობს სხვა თემები

მერე იქნებ ლინკი მოგეწოდებინა. გუგლში ვნახე და არ იყო არაფერი

Posted by: davit_arsenal 30 Jan 2011, 01:03
მზე თევზები მთვარე ტყუპები


თევზები მზეში და მთვარე ტყუპებში არის პიროვნება რომელსაც ბუნებამ გაორების უნიკალური საჩუქარი უბოძა. თევზების სიმბოლო წარმოადგენს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მცურავ თევს, ხოლო ტყუპები ორ ტყუპს, რომელიც საპირისპირო მხარეს იყურებიან. ორივე წარმოადგენს გაორების სიმბოლოს.

ის უარეს შემთხვევაში ორ ურთიერთსაპირისპირო გზას აირჩევს და უკეთეს შემთხვევაში გამოიყენებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს რომელიც გააჩნია და პრობლემას თვალს გაუსწორებს.

თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ ერთს და ლოგიკა მეორეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ტყუპები ლოგიკას მოკლებულია, თევზის ინტუიცია ამას იგრძნობს და ეს მხოლოდ ტკივილს მოგანიჭებთ.

ცვალებადი, მაგრამ ადვილად შეგუებადი, მერყევი და ყოველთვის გადაუწყვეტელი, თქვენ გაქვთ უნარი იყოთ ქამელეონი. ყველაზე უცნაური ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ იყოთ შეუპოვარიც, რბილიც, ემოციურიც და მოქნილიც, მაგრამ როცა ყველა ერთად ხართ, ამას კარგი არაფერი მოაქვს.

თქვენ გინდათ იყვიროთ, როცა ხვდებით რომ მიწაზე მყარად დგომა და სიმტკიცეს გთხოვენ, პასუხისმგებლობას, კეთილგონიერებას და სიმამაცეს, ამას მდგომარეობიდან გამოყავხართ. იმედია ოდესმე მიხვდებით რომ ერთი გზა უნდა აირჩიოთ და მხოლოდ მას მიყვეთ და არ მიედ-მოედოთ ყველაფერს რაც გზად გხვდებათ.

კიდევ უნდა ისწავლოთ რომ არ შეიცვალოთ აზრი ათასჯერ და არ შეცვალოთ გეგმები ასიათასჯერ, სჯობს მიყვეთ იმ გეგმას რომელიც უპირველესად გქონდათ. უნდა ისწავლოთ დაფიქრება სანამ იტყვით. ერთადერთი რაც ჭეშმარიტად არ გინდათისაა რომ ადამიანებს ტკივილი მიაყენოთ და ეს ყოველთვის გამოგდით.

ამ ყველაფრიდნ გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა თუ კარგად მოისურვებთ, თუმცა საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ხართ, გაქვთ გამოხატული ლიდერის თვისებები, თქვენს გუნდის წევრებს უყვარხართ და პატივს გცემენ. მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ თქვენც ასევე კეთილგანწობილი ხართ მათ მიმართ, თქვენი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე ხშირად შეუპოვარი მოწინააღმდეგე ხდებით მათთვის ვინც არ გეთანხმებათ.

მიუხედავად ამისა თქვენი ცვალებადი ნატურა კარგ სამსახურს გიწევთ, რადგან ყველას და ყველაფერს ადვილად ეჩვევით, მიუხედავად ამისა არ კარგავთ ინდივიდუალურობას და შეგიძლიათ თვალი გაუსწოროთ სირთულეებს და გადალახოთ ისინი, მითუმეტეს რომ ისინი ნამდვილად არ გაკლიათ.

ამ კომბინაციის მთავარი ძალა წარმოადგენს თევზების მგრძნობიარე ნატურისა და ინტუიციური შეცნობის ნარევს, ტყუპების მოქნილობასა და ინტელექტთან, რაც ბასრი ინტელექტუალური იარაღია.

თქვენი ინსტინქტის დონეზე გაქვთ დაჟინებულად განაგრძოთ თქვენს გარშემო არსებული სამყაროს და ადამიანების შეცნობა.

Posted by: letodiniusi 3 Feb 2011, 02:17
plebe
QUOTE
ათივე გვერდი დავათვალიერე და მზე კირჩხიბში და მთვარე თხის რქაში არ იყო. იქნებ დამიწეროთთ

დადებული მაქვს ეგ საწყის გვერდებზეეე და კარგად ნახეე smile.gif

Posted by: diaz_niasamidze 3 Feb 2011, 02:31
თაიკო

მთვარე მორიელში დადე აბა

+ მზე ცეცხლში

Posted by: letodiniusi 3 Feb 2011, 02:37
diaz_niasamidze
QUOTE
მთვარე მორიელში დადე აბა

+ მზე ცეცხლში

აქ შეკვეთებიც მოსულა??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: diaz_niasamidze 3 Feb 2011, 02:48
QUOTE
აქ შეკვეთებიც მოსულა?


დამსახურების მიხედვით.

უფრო სწორად ვენუსი რომელ ნიშანშიც გყავს იმას შეგიძლია რომ სცე პატივი yes.gif

Posted by: letodiniusi 3 Feb 2011, 02:51
diaz_niasamidze
QUOTE
დამსახურების მიხედვით.

ჩემზე მეტი გააქვს????

პ.ს. აუ შარზე ვარ და გავედი ეხლა biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
უფრო სწორად ვენუსი რომელ ნიშანშიც გყავს იმას შეგიძლია რომ სცე პატივი

ლომეეეეეე

Posted by: Benisio 3 Feb 2011, 02:52
letodiniusi
QUOTE
ლომეეეეეე

ფოლკმენს სთხოვე yes.gif

Posted by: letodiniusi 3 Feb 2011, 02:54
Benisio
QUOTE
ფოლკმენს სთხოვე

ააქვს აზრი??

Posted by: Benisio 3 Feb 2011, 02:57
letodiniusi
QUOTE
ააქვს აზრი??

yes.gif
ლომი ხომ ყველაზე დიდსულოვანი ნიშანია. up.gif

პ.ს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: diaz_niasamidze 3 Feb 2011, 03:03
QUOTE
ჯერ შეაქე ტექნიკურად და მერე უთხარი. უარს ვეღარ გეტყვის


lol.gif

letodiniusi

ლომი ჰო მაგრამ შენ უნდა სცე პატივი ანუ biggrin.gif

იმისი უკეთილშობილეს ნიშანშია და იმიტომ ვთხოვე მე yes.gif

Posted by: თაიკო 3 Feb 2011, 16:42

diaz_niasamidze, მთვარე მორიელში, მოტივირებულიაო შეგრძნებებზე, მაგრამ მალავს შეგრძნებებსო biggrin.gif ადამიანს ძლიერებას მატებს. აქვს თვისება, რომ არ გამოაჩენს თავის ნამდვილ გრძნობას და გამოაჩენს სხვა გრძნობას, რომელიც არ აქვს. ეს საიდუმლოების მთვარეა. ხოლო ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ანიჭებს მას მთლიანი პერსონის, ენერგიულობის გაუმჯობესებას. მიმართვას რამე კონკრეტულისკენაო. ხოო?

Posted by: anuky 5 Feb 2011, 18:53
ეს თემა მოკვდა ხო rolleyes.gif

პ.ს არავინ დაწერს მთვარით მორიელებზე,მაგალითად თევზებზე? biggrin.gif user.gif

Posted by: diaz_niasamidze 5 Feb 2011, 21:23
QUOTE
მთვარე მორიელში, მოტივირებულიაო შეგრძნებებზე, მაგრამ მალავს შეგრძნებებსო ,ადამიანს ძლიერებას მატებს. აქვს თვისება, რომ არ გამოაჩენს თავის ნამდვილ გრძნობას და გამოაჩენს სხვა გრძნობას, რომელიც არ აქვს. ეს საიდუმლოების მთვარეა


biggrin.gif

ჰო საიდუმლოა სანამ რეჟისორის სავარძელს არ მიუჯდება, მერე კი გადახედეთ : ლუი მალი, ბერტოლუჩი, ჟან-ჟაკ ანო ( ძირითადი თემა რაც აქვთ )


QUOTE
ხოლო ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ანიჭებს მას მთლიანი პერსონის, ენერგიულობის გაუმჯობესებას. მიმართვას რამე კონკრეტულისკენ


ჩაპლინი, სპილბერგი


Posted by: Tata_Sonne 5 Feb 2011, 21:27
diaz_niasamidze
კუბრიკი, ჰიჩკოკი user.gif ჩემი ფავორიტები. ორივე ლომია.

Posted by: Tropical 5 Feb 2011, 21:31
anuky
მთვარით მორიელი ხარ, მზით თევზები? rolleyes.gif

ცოტა ხმამაღლა უნდა თქვა

Posted by: anuky 5 Feb 2011, 21:42
Tropical
კი ეგავარ biggrin.gif

QUOTE
ცოტა ხმამაღლა უნდა თქვა

მეთი ხმა არ მაქვს გაციებული ვარ givi.gif

Posted by: Tropical 5 Feb 2011, 21:48
anuky
QUOTE
გაციებული ვარ

ისედაც არ გექნება biggrin.gif

შენ აქ ყურადღებას მიიპყრობ და დაგიწერენ რამეს yes.gif მარა გული ნუ გეტკინება yes.gif

Posted by: Tata_Sonne 5 Feb 2011, 21:50
anuky
მევასები, ამიტომ გითარგმნი :მიკერძოებული: givi.gif

მზე თევზები, მთვარე მორიელი

თქვენ კოლორიტული პერსონა ხართ, გამჭრიახი და ინტიუციური პიროვნება. აზრების წარმოქმნის წარმოუდგენელი სისწრაფე გახასიათებთ და სხვადასხვა საკითხებიდან უჩვეულო კომბინაციებს ქმნით. კარგ იუმორს ფლობთ, შეგიძლიათ სასაცილო მოვლენაზე გაამახვილოთ ყურადღება როგორც ცხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართებაში. თუმცა არსით სერიოზული პიროვნება ხართ, მიდრეკილება გაქვთ გაუკუღმართებული ფილოსოფიური სიცილის მიმართ: მაშინაც კი როცა ჩანს რომ ხუმრობთ, თქვენს საუბარში სერიოზულობის ნოტა იგრძნობა. არის მომენტები, როცა ბნელი აზრები გაწვებათ და ღრმა დეპრესიაში ვარდებით.
მდიდარ წარმოსახვას ფლობთ, თუ ფრთხილად არ იქნებით, შესაძლოა ცრუმორწმუნე ადამიანად ჩამოყალიბდეთ. მტკივნეული ინტერესი გაქვთ სიკვდილის მიმართ, ხშირად აანალიზებთ თქვენს იმქვეყნიურ ცხოვრებას სიკვდილის მერე. გჯერათ, რომ სხეულის სიკვდილის მერე სული ცოცხლობს და თვლით რომ ეს დამტკიცებული ფაქტია.
ბიზნესში წარმატებული იქნებით, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი და მოთხოვნილება გაქვთ თვითგამოხატვის, რომ საუკეთესო ვარიანტია თუ მუსიკას ან ზოგადად ხელოვნებას მოკიდებთ ხელს.
პირად ურთიერთობაში თვითგამოხატვა გიყვართ, საწინააღმდეგო სქესის კეთილგანწყობით და სიყვარულით სარგებლობთ. საპასუხოდაც გასცემთ სიყვარულს.
პლანეტების ამ კომბინაციით უფრო მრავალფეროვანი ხართ ურთიერთობებში, ვიდრე ერთგული givi.gif (გასათვალისწინებელია, რომ ვენერა თხის რქაში გაქვს biggrin.gif)

Posted by: NNina 5 Feb 2011, 21:54
მზე კურო მთვარე ქალწული .
კი ბატონო .ვნახოთ რას მეტყვით ახალს.

Posted by: Tropical 5 Feb 2011, 21:58
QUOTE
ვნახოთ რას მეტყვი ახალს

რას გეტყვის ბატონი გუგლი biggrin.gif

Posted by: NNina 5 Feb 2011, 22:03
Tropical
შენ ნამდვილი მე გო ბა რი ხარ.
)
გუგლის ცავეხუტო?tongue.gif

Posted by: Tropical 5 Feb 2011, 22:05
NNina
QUOTE
გუგლის ცავეხუტო?

გუგლს არა

მე user.gif

Posted by: Slon-he 5 Feb 2011, 22:07
NNina
QUOTE
მზე კურო, მთვარე ქალწული
თქვენ მომხიბლველი, გაწონასწორებული და საღი აზრის მქონე ადამიანი ხართ, მაგრამ რამდენად შეძლებთ ამ თვისებების განვითარებას და ფინანსურ და ინტელექტუალური სარგებლის მიღებას, დამოკიდებულია თქვენს ასპექტებზე. თუ თქვენს ჰოროსკოპში არ არის მზესთან ან მთვარესთან კვადრატურის შეერთება, ალბად რბილად და წყნარად გაატარებთ თქვენს ცხოვრებას, ზედმეტი დარდის გარეშე ფინასურ სიტუაციებთან დაკავშირებით. თქვენ ყოველთვის ტოვებთ უზრუნვლყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას, ან ასეთიც ხართ რეალურად, რადგანაც ეს კომბინაცია გაძლევთ საშუალებას მატერიალურად წარმატებული იყოთ. თუ შეერთებები და კვადრატურა არის მზესთან, მთვარესთან, ან ორივეს>თან ერთად, თქვენი ულევი ენერგია და ინტელექტი დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
ხელმძღვანელობის ნიჭით არ გამოირჩევით, მაგრამ მითითებული დავალებების შესრულებაში ბადალი არ გყავთ. მაგრამ კუროს არ უყვარს დიდ ხანს სხვისი მითითებების შესრულება, ამიტომაც ყველაზე კარგი ვარიანტი თქვენთვის დამოუკიდებელ სფეროში იქნება კარიერის გაკეთება-ხელოვნების და ლიტერატურის სფეროში მაგალითAდ. სწავლობთ ბევრს და ზედმიწევნით, თითქმის მთელი ცხოვრება, საზოგადოებაშიც პოპულარობით სარგებლობთ, მთავარი საშიშროება იმაშია, რომ ზოგადი წარმატების ფონზე,თქვენი მშვიდი დამოკიდებულება თქვენს განვითარებას აფერხებს, თან თუ ემოციური მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილებულია-გაჩერდებით ერთ ადგილას. პატარა უსიამოვნბები სარგებელს მოგიტანთ და გამოგაღვიძებთ საღათას ძილიდან, რადგანაც კეთილსინდისიერი ხართ და გაფუჭებულ საქმეს გაუკეთებლად არ დატოვებთ.

Posted by: NNina 5 Feb 2011, 22:12
აუფ ვერაფერი დამიწერია რომ არ ცჰამეკვეხოს ეს ბორდი ,.

QUOTE
გუგლს არა

კარგი კარგი.რიგში ჩადექი .

Posted by: diaz_niasamidze 5 Feb 2011, 22:22
QUOTE
კუბრიკი, ჰიჩკოკი


ვიცოდი რომ გამომრჩებოდა ხალხი user.gif

+ 2ივეს სატურნი მშვილდოსანში

QUOTE
მეთი ხმა არ მაქვს გაციებული ვარ


lol.gif 2kiss.gif

QUOTE
მზე თევზები, მთვარე მორიელი


+ ასც.მშვილდოსანში

მორიელებს უფრთხილდი, ერთი თუ ჩაიციკლე მერე შეიძლება 5ჯერაც კი გაჰყვე ცოლად yes.gif

QUOTE
გასათვალისწინებელია, რომ ვენერა თხის რქაში გაქვს


ჰო მაშინ გადარჩა, ეგ ყველაზე კარიერისტი ვენერაა მგონი biggrin.gif

აბა სიყვარულის თავი არ აქვს და სადღაც ხომ უნდა დაიხარჯოს ))

Posted by: anuky 5 Feb 2011, 23:36
Tata_Sonne
QUOTE
მევასები, ამიტომ გითარგმნი :მიკერძოებული:

2kiss.gif

ყვეალფეი ეგრეა რაც ეწერა მომწონს yes.gif

QUOTE
გასათვალისწინებელია, რომ ვენერა თხის რქაში გაქვს

და ამიტომაც უფრო ერგული ვარ
QUOTE
საწინააღმდეგო სქესის კეთილგანწყობით და სიყვარულით სარგებლობთ.

yes.gif biggrin.gif


* * *
diaz_niasamidze
QUOTE
მორიელებს უფრთხილდი, ერთი თუ ჩაიციკლე მერე შეიძლება 5ჯერაც კი გაჰყვე ცოლად

lol.gif

QUOTE
ჰო მაშინ გადარჩა, ეგ ყველაზე კარიერისტი ვენერაა მგონი

აბა სიყვარულის თავი არ აქვს და სადღაც ხომ უნდა დაიხარჯოს ))

ნწ ჩემ ვენერას შეუძლია სიყვარულიც და კარიერაც მაგარი ტიპია რა biggrin.gif

Posted by: arioli 6 Feb 2011, 00:02
მზე მორიელში და მთვარე ვერძში როგორია?

Posted by: Tata_Sonne 14 Feb 2011, 17:04
arioli
QUOTE
მზე მორიელში და მთვარე ვერძში

თქვენ ხართ რეალისტი! თქვენი მატერიალური სამყაროს ცენტრი თქვენ ხართ, პირველ, მოერე, მეხუთე და მეათე რიგში! givi.gif
არ გაინტერესებთ აბსტრაქციები. თქვენი მიზნები უაღრესად კონკრეტულია და ერთმნიშვნელოვნად პირად ინტერესებს ეფუძნება. ერთგული ხართ უფრო ადამიანების მიმართ, ვიდრე იდეების. სიყვარულის, სიძულვილის გრძნობა კონკრეტული პიროვნებების მიმართ უფრო გაქვთ, ვიდრე მასების.
ფილოსოფიურ ან მეტაფიზიკურ იდეებს, სწორს და არასწორს, სამართლიანობას და უსამართლობას, არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა აბსტრაქტული გაგებით. მაგრამ თუ აქედან რომელიმე შეგეხებათ თქვენ ან ადამიანს, რომლის მიმართაც გაქვთ ინტერესი, ამ საკითხების მიმართ ძალიან დაძაბულ ინტერესს განიცდით.
ჩხუბს შეუძლია ბოლომდე გშთანთქოთ და სხვა დანარჩენს თქვენში თიშავს. გიყვართ კარგი ჩხუბი, უბრალოდ, ვერ იცხოვრებთ ამის გარეშე.
გამჭრიახი ადამიანი ხართ. კარგ თავდაცვის ინსტინქტს ფლობთ. პუნქტუალური, კრიტიკული გონებით, შეგიძლიათ შეასრულოთ რთული სამუშაო და ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევებს მოკიდოთ ხელი. ერთადერთი აბსტრაქტული "საკითხი" რაც კარგად გესმით და იღებთ თქვენში ეს არის - ამბიცია! რეალიზაციის საშუალება, რომელშიც სტაბილურობას ეძებთ. სიყვარულში მგზნებარე ხართ, მაგრამ თქვენი სიყვარული ადვილი არ არის. კაპრიზული და გაბერილი ხართ biggrin.gif მოითხოვთ აბსოლუტურ ერთგულებას, რომელსაც არ თვლით აუცილებელ შესასრულებელს თქვენი მხრიდან biggrin.gif
ვერასდროს ვერ გახდებით ბოლომდე ობიექტური ადამიანი. მაგრამ რაც უფრო შეეცდებით თქვენს აზროვნებაში ობიექტურობის შტრიხების შეტანას მით უფრო ბედნიერი იქნებით თავად და თქვენი გარემოცვაც.
ფეთქებადი ხართ და აგრესიის საშიში გამოვლინებები გაქვთ. იმდენად იძირებით საკუთარ თავსა და საქმეებში, რომ სავარაუდოდ, ძალიან ცუდად ერკვევით ადამიანებში და ცხოვრების გზაზე ხშირად შეგხვდებათ ისეთი ადამიანები, რომლებისგანაც არაფერ კარგს არ უნდა ელოდოთ. მიმოიხედეთ გვერდით და ხანდახან ყურადღება გადაიტანეთ საკუთარი საქმეებისდან, სურვილებისა და ემოციებიდან. ეს წარმატებას მოგიტანთ საკუთარი ენერგიულობის და ადამიანებზე მაგნიტური გავლენის შერწყმის ხარჯზე.


\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\


მზე - მერწყული, მთვარე - სასწორი

უაღრესად აქტიური და რომანტიკული პიროვნება ხართ, გიყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა. სიყვარულში ხშირად განიცდით ცვალებადობას. ძალიან მტკივნეულად აღიქვამთ ორპირობას და ღალატს საყვარელი ადამიანებისგან. მიჯაჭვულობა გახასიათებთ ძალიან შეუფერებელი ადამიანების მიმართ და შემდეგ გიკვირთ, როცა ისინი გტოვებენ. მეორეს მხრივ, არც თქვნ ხართ საჩუქარი - ადამიანი, რომელსაც უყვარს მანამდე, სანამ ის უყვართ და სწრაფად იღლება ამით.
შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს ერთგულების განსახიერება ხართ, მაგრამ პირველივე მოხერხებულ შემთხვევაში პოულობთ გაქცევის მიზეზს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იყოთ ერთგული, მაგრამ ძალიან, ძააალიან, თქვენებურად )))
მომხიბვლელი, ნათელი და მიმზიდველი პიროვნება ხართ. გულწრფელობა გახასიათებთ და ქორწინების დიდი მოთხოვნილება გაქვთ.
ადამიანების გესმით, კარგად ხედავთ მათ ნაკლებს და ითმენთ, დიდ თანაგრძნობას იჩენთ. სანდო პიროვნება ხართ.
თქვენგან კარგი მსახიობი დადგება, ამ საქმეში კარგად გამოავლენთ იდეალიზმს (რაც თქვენი ნატურის მნიშვნელოვანი ნაწილია). ასევე წარმატებული იქნებით ბიზნესში: კარგი გამყიდველი ხართ, ადამიანების დაყოლიების უნარს ფლობთ, მიმწოლი, მაგრამ არა შემაწუხებელი.
იცით, როგორ მიაწოდოთ საკუთარი თავი და თქვენი შრომის პროდუქტი სარფიანად "გაასაღოთ".
სამწუხაროდ მიზანსწრაფულობა გაკლიათ და თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ საქმე, მიაგდებთ და სხვა რამეზე გადაერთვებით.

Posted by: Swan:) 16 Feb 2011, 19:32
QUOTE
მზე ვერძი, მთვარე- თხის რქა
“ სერიოზული“

ვეთანხმები .. სერიოზული ვარ ...boli.gif

QUOTE
ვერძს მთვარე თხის რქა ყველაზე მეტად ეხმარება ამოაცანების,გეგმების დასახვასა და სიმაღლეების დაპყრობაში. ამ ადამიანებს აქვთ ტალანტი სიტუაციისა და ორგანიზაციის მართვის,წარმატების მიღწევისთვის გააჩნიათ შინაგანი პოტენციალი. ვერძმა მთვარით თხის რქამ იცის როგორ, რა გზებით მიაღწიოს მიზანს და არავის მისცემს უფლებას გზიდან გადაახვევინოს. 

პრინციპში ესეც მართალია.

QUOTE
მათ შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა და მიმართულნი არიან თვითონ პრობლემურ სიტუაციაზე,არა ხალხის განსჯაზე.


ესეეს მართალია... არასოდეს განვსჯი ხოლმე ხალხს.. არასოდეს..
QUOTE
სხვა მთვარის გავლენის მქონე ვერძებისგან განსხვავებით ამ ვერძებს შეუძლიათ მოითმინონ, მოუცადონ ხელსაყრელ სიტუაციას და სწრაფად არ მოიპოვონ გამარჯვება,არამედ ნელ-ნელა მიდიან მიზნისკენ. 

მოთმენის უნარი მაააქ სასწაული.. biggrin.gif მაგრამ ძალიან იმპულსურიც ვარ ...ცოტა ეწინააღმდეგება ერთმანეთს მარა, ეგრეა...
QUOTE
ენერგიით სავსე ვერძი მთვარე თხის რქა არ დაკარგავს დროს ფუჭად იმ საქმეზე,რაც მნიშვნელოვნად არ მიაჩნია.

ამას არ ვეთანხმები biggrin.gif ენერგიის ფუჭად ხარჯვა მიყვარს ყველაზე მეტად
QUOTE
მათ უყვართ როცა გულწრფელად გამოხატავენ მათდამი სიმპატიას, ამ მთვარის მდებარეობით ხომ სწორედ აღიარებისკენ მიიწევენ . 


დიახ, დიახ
QUOTE
ამ ადამიანებისთვის შეიძლება ქორწინება არ იყოს ერთადერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი მიზანი,მათ ასევე სჭირდებათ კარიერა და სავარაუდოა, რომ თუ არჩევანი მოუწიათ კარიერას დააყენებენ ოჯახზე წინ.


იმედია ასეთი არჩევანის გაკეთება არ მომიწევს.. დიიიდი იმედი მაქ..
მარა, მე ოჯახს დავაყენებ ალბათ უფრო წინ ვიდრე კარიერას.. მარა დეპრესია დამეწყება biggrin.gif


Posted by: hendry 16 Feb 2011, 21:04
დავიჯერო მზეზე რომ აფეთქებები მოხდა აპოკალიპსის ნიშნებია???




http://geonews.ge/interresting/7535-mzeze-mzlavri-afetqeba-moxda.html

Posted by: mia-maria 17 Feb 2011, 01:02
hendry

ანუ დღეიდან გვერხევა?
rolleyes.gif

Posted by: hendry 17 Feb 2011, 01:41
mia-maria


ღმერთმა არ ქნას, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის

Posted by: folkman 17 Feb 2011, 17:55
ასეთი ვითარებაა:


http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23430722
-------------------
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23409406
----------------------
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23426828
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427353
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427730
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428068
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429128
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429761
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23435230
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23437329
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23440598

-----------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428236
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428681
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23429414
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23432182
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23410712
მზე ტყუპეშბი, მთვარე ქალწულში X
მზე ტყუპებში, მთვარე სასწორში X
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23413622

-----------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23404199
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23408892
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23408411

-------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23415828
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23430528

----------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23442148

--------------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23995153
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23422690
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23647558
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23441518
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23421273

----------------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23439055
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23455039
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23455464
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23500798
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23487333
მზე მშვილდოსანში, მთვარე ქალწულში X
მზე მშვილდოსანში მთვარე სასწორში X
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23441518
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23427778
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23601829
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23522373

------------------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23422547
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23523588

-------------------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428743
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23438802
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23443021
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23995153

--------------------------------------------

http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23415327
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23463629
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23851970
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23543757
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23428234
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=23462664



კირჩხიბები პასიურობენ. ასევე სასწორები, ლომები და თხისრქები.

მოკლედ ეს იმისთვის რაც უკვე არის, ხელახლა რომ არ ითარგმნოს და მის ნაცვლად ახალი კომბინაციაა შეემატოს თემას.

Posted by: resurgam 17 Feb 2011, 19:08
QUOTE
მზე ვერძი, მთვარე-კირჩხიბი

QUOTE
ეს მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ პიროვნებას

სადააა დიაზი წაიკითხოს ერთი მისი "დასაფსები" თვალებით vik.gif
QUOTE
ასეთ ადამიანებს სულ მცირე რამდენიმე საკუთარ მე-ზე ორიენტირებული მისწრაფება აქვთ, რომელსაც კარგად მალავენ მგრძნობიარობის მიღმა

უზუსტესია!! bis.gif

Posted by: diaz_niasamidze 17 Feb 2011, 19:45
QUOTE
იცით რა არის სწორი და რა არასწორი, არ გჩვევიათ დამრიგებლობა ამიტომაც ადამიანები თამამად გიზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პოულობენ რა თქვენი სახით თანამგრძნობ მსმენელს


დამრიგებლობა როგორ არ მჩვევია, განსაკუთერბით როცა ბოთეობით ნერვებს მიშლიან biggrin.gif მიზიარებენ, კი ))


QUOTE
. თქვენ მხიარული ხართ, ფლობთ არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობას- კამპანიის სული ხართ, თუ არ განიცდით მორიგ ფილოსოფიურ შეტევას ან არ ხართ უჟმურ ხასიათზე.


ხანდახან 2ივე ერთად ხდება ხოლმე gigi.gif

QUOTE
ცხოვრებას უყურებთ ძალიან სერიოზულად, და მიუხედავად თქვენი იუმორის მოყვარულობისა, არ უდგებით დაუფიქრებლად თქვენს მოვალეობებს


კი, ძალიან

QUOTE
ასე რომ თქვენ შორს უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში


http://www.SmileS.ge

Posted by: Wakanosato 17 Feb 2011, 19:54
QUOTE
ასეთი ვითარებაა:

კირჩხიბების სიძუნწე გაიასნდა? user posted image
weep.gif

Posted by: axx 17 Feb 2011, 23:47
Tata_Sonne
QUOTE
anuky
მევასები, ამიტომ გითარგმნი :მიკერძოებული:





ეს რატომ თარგმნე ?
QUOTE
მზე მორიელში და მთვარე ვერძში
მეც გევასები ხო ?
rolleyes.gif
QUOTE
იმდენად იძირებით საკუთარ თავსა და საქმეებში, რომ სავარაუდოდ, ძალიან ცუდად ერკვევით ადამიანებში

ისე ამის გარდა ვფიქრობ ყველაფერი ჯდება , ალბათ კიდევ ბევრი ფიქრობს ასე! biggrin.gif

Posted by: arioli 18 Feb 2011, 04:51
მზე თევზებში და მთვარე ვერძში როგორია? არის ზვიგენი? smile.gif

Posted by: Tata_Sonne 18 Feb 2011, 17:10
arioli
QUOTE
არის ზვიგენი?

no.gif

QUOTE
მზე თევზებში და მთვარე ვერძში


საკუთარი ცხოვრებისეული ცოდნის საფუძველზე გამოიმუშავებს საკუთარ პრინციპებსა და კონცეპციებს. ბუნებით თავშეკავებულია, მაგრამ ძალიან ენერგიული მანეტები აქვს, რის ფონზეც გაცილებით თავშეუკავებელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ექსპანსიურობის მიუხედავად, არავის აძლევს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარევის. გამუდმებით აფასებს ადამიანებსა და მოვლენებს. ურჩევნია ისე იმოქმედოს ადამიანებზე, რომ თავად განდეგილი და მიუწვდომელი დარჩეს მათთვის. საკუთარი ღირსების ძალიან დიდი შეგრძნება აქვს, ამას ემატება დამოუკიდებელი სული და ეს ორი განსაკუთრებული თვისება ატარებს მას ცხოვრებაში.
ხალხი მას ენდობა, სიყვარულში ცეცხლოვანია, ამასთან მგრძნობიარე და მისი წყენა ძალიან ადვილია. მომენტებში ცოტა შემაწუხებელია. დიდ ტემპერამენტს ფლობს და მისი ფეთქებადობა მისთვისვეა უფრო საზიანო, ვიდრე მოწინააღმდეგესთვის. ესაჭიროება სიმშვიდე და არ უნდა მისცეს თავის აგრესიულ მხარეს გამოვლენა და ამ სიმშვიდის მოსპობა. ადამიანის გარეგნობა აქვს, რომელიც დაჯილდოებულია მბრძანებლის უფლებებით, რაც აფრთხობს ნაკლებად მიმწოლ ადამიანებს, ისინი შვებით ამოისუნთქებენ-ხოლმე, როცა აღმოაჩენენ, რომ არც ისე რთულია მზე თევზები, მთვარე ვერძისგან კომპრომისების მიღება. თანაგრძნობით სავსე ნატურაა და მისი მოჩვენებითი სიმტკიცე სხვა არაფერია თუ არა ფარი უფრო მგრძნობიარე შუაგულის დასაცავად.
კარგი მდებარეობაა ბიზნესისთვის. მისი ენერგიული ხასიათის გამო, სჯობს ადამიანებთან ჰქონდეს საქმე, ვიდრე აბსტრაქტულ იდეებთან. მისი მიმზიდველობა, ორგანიზებულობა და მმართველის მონაცემები დაეხმარება ფინანსურ წინსვლაში.

ცნობილი ადამიანები:
აკუტაგავა
რენუარი
გალილეო გალილეი
გაბრიელ გარსია მარკესი


Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 17:21
QUOTE
არავის აძლევს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარევის

არადა აძლევს user.gif

QUOTE
ურჩევნია ისე იმოქმედოს ადამიანებზე, რომ თავად განდეგილი და მიუწვდომელი დარჩეს მათთვის

მე დაგეხმარებით, მაგრამ არ მინდა თქვენი დახმარება biggrin.gif

QUOTE
მისი ფეთქებადობა მისთვისვეა უფრო საზიანო

სისულელეს + სისულელე

QUOTE
თანაგრძნობით სავსე ნატურაა და მისი მოჩვენებითი სიმტკიცე სხვა არაფერია თუ არა ფარი უფრო მგრძნობიარე შუაგულის დასაცავად

ვითომ რომ მკაცრობს და ამ დროს ერთი სული აქვს თხოვნა შეგისრულოს givi.gif

QUOTE
მისი ენერგიული ხასიათის გამო, სჯობს ადამიანებთან ჰქონდეს საქმე

თუ გინდა რომ გააგიჟო - ხალხი უნდა მოაშორო biggrin.gif biggrin.gif



ოღონდ აიი ამ ლიდერობას და მმართველობას მოვაშორებდი
იქითაა ყოველთვის დასაცავი user.gif

Posted by: Tata_Sonne 18 Feb 2011, 17:28
QUOTE
ლიდერობას და მმართველობას მოვაშორებდი

QUOTE
იქითაა ყოველთვის დასაცავი

მანდ საქმიანობა იგულისხმება.
ანუ კარგი ორგანიზატორია
სწრაფი გონება აქვს (ნუ აქ მერკურისაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ არ ვთარგმნე მაინც ეს წინადადება იმ ტექსტში) და სამსახურში კარგად გაართმევს თავს ასეთ პოსტს ))


QUOTE
არადა აძლევს

მეგობრებს და და მიახლოებულ პირებს თუ just ნაცნობებს?

Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 17:33
QUOTE
მეგობრებს და და მიახლოებულ პირებს

უფრო მეტად ოჯახის წევრებს

ნუ ჩემთვის ოჯახის წევრიც ვერ ჩაყოფს პირადად ჩემს საქმეში ცხვირს
მაგის საქმეში ჩაყოფენ წარმატებით - არ აუკრძალავს
არ ესიამოვნება, მაგრამ წინააღმდეგობა 0


QUOTE
მანდ საქმიანობა იგულისხმება

განყოფილების უფროსად დანიშნეს და თავისი ნებით გადააბარა სხვას
და ის სხვა ახლა თავზე აზის givi.gif (მორიელია ის)

QUOTE
სწრაფი გონება აქვს

ნუ ამ კონკრეტულ შემთვევაში მერწყულ მერკურიზე მაქვს საუბარი და სწრაფი და მუშა გონება აქვს (ხანდახან გაჭედვებს თუ არ ჩავთვლით biggrin.gif) მაგრამ ნუ ეს გონებრივი შესაძლებლობები თევზობისთვის არ მიმიწერია biggrin.gif



Posted by: Tata_Sonne 18 Feb 2011, 17:36
Selfish_kid
ასეთ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ტექსტიდან მივხვდი, იგულისხმება, რომ კონტაქტური და ღიაა, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანებს ახლოს არ უშვებს საკუთარ პირადთან )) ოჯახის წევრები არ იგულისხმება user.gif

QUOTE
განყოფილების უფროსად დანიშნეს და თავისი ნებით გადააბარა სხვას

:| biggrin.gif
მისმა რბილმა ნატურამ სძლია ))))


Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 17:44
Tata_Sonne
QUOTE
კონტაქტური და ღიაა

yes.gif

"დაგეხმარებით რაა jump.gif" ტიპია biggrin.gif biggrin.gif


QUOTE
მისმა რბილმა ნატურამ სძლია

ხოდა მერე მაგ რბილი ნატურის გამოა სულ რომ გული ტკივა user.gif

აიი ვერძმა თუ გამოყო თავი - გაუაზრებელი ქცევები - ვერ გააგებინებ რომ ასე არ უნდა ქნას, მაინც იზამს biggrin.gif
და მერე - რატომ არ მითხარით? user.gif

საქციელი აქვს კიდევ სწრაფი - ცუხცუხებს სწრაფ-სწრაფად biggrin.gif

Posted by: Swan:) 18 Feb 2011, 19:13
Selfish_kid


QUOTE
აიი ვერძმა თუ გამოყო თავი - [...] - ვერ გააგებინებ რომ ასე არ უნდა ქნას, მაინც იზამს 


მეგობრებში- მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რომ ვერძი ვარ და არც არავინ აქცევს ზოდიაქოს ყურადღებას და საერთოდ ვინმემ თუ იცის არ ვიცი... მაგრამ მე როცა მახასიათებენ, ამბობენ "რამდენჯერაც არ უნდა უთხრა ეს არ გააკეთო, მაინც გააკეთებსო და აზრი არ აქო biggrin.gif

პ.ს ვერძი ვარ.. ეს ისე სურვილი დამებადა და დავაფიქსირე აზრი .. პრიჩომ მარა მაინც biggrin.gif

Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 19:23
Swan:)


აიი მეც მაქვს მთვარე ვერძი
და თუ რაღაცამ მომიარა - რამდენადაც არ უნდა ვხვდებოდე რომ სულელური აზრია ან უბრალოდ ამის გაკეთება არ შეიძლება - ვერ მოვისვენებ უბრალოდ თუ არ გავაკეთე mo.gif
სასწორი უბრალოდ გადავადებას აკეთებს - მაგრამ რამდენადაც ცნობიერი არბილებს ამ ჩემს სურვილებს, მით უფრო უკმაყოფილოა ქვეცნობიერი mo.gif

ამიტომ მახასიათებს ხოლმე "გამოსვლები" givi.gif


QUOTE
სურვილი დამებადა და

აიი ეგ სურვილის დაბადებებია ყველაფერში დამნაშავე givi.gif

Posted by: diaz_niasamidze 18 Feb 2011, 19:37
QUOTE
რამდენჯერაც არ უნდა უთხრა ეს არ გააკეთო, მაინც გააკეთებსო


მერე შენი აზრით ეგ როგორი თვისებაა?

Posted by: Swan:) 18 Feb 2011, 19:41
Selfish_kid
QUOTE
და თუ რაღაცამ მომიარა - რამდენადაც არ უნდა ვხვდებოდე რომ სულელური აზრია ან უბრალოდ ამის გაკეთება არ შეიძლება - ვერ მოვისვენებ უბრალოდ თუ არ გავაკეთე


მეც biggrin.gif ეგ მღუპავს.. მარა რა ვქნა

QUOTE
აიი ეგ სურვილის დაბადებებია ყველაფერში დამნაშავე


ლოოლ... კი,კი biggrin.gif სურვილი თუ მაქ რაღაცის- წინ "ხრამიც" რომ მელოდებოდეს მაინც გავაკეთებ biggrin.gif

diaz_niasamidze

QUOTE
მერე შენი აზრით ეგ როგორი თვისებაა? 

ზოგადად ცუდი biggrin.gif მარა ჩემი.. და მაინც კარგი




Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 19:44
Swan:)
QUOTE
სურვილი თუ მაქ რაღაცის- წინ "ხრამიც" რომ მელოდებოდეს მაინც გავაკეთებ


ხრამს მოუწევს გვერდით გაიჩოჩოს
თორემ ამოვავსებ boli.gif

ერთი ეგაა, იმდენად უამბიციო მზე მაქვს - ხრამებიც კარგად არიან და მეც biggrin.gif

QUOTE
მარა რა ვქნა

ვმუშაობ მაგ საკითხზე, თუ რამე დავადგინე - გეტყვი biggrin.gif

Posted by: diaz_niasamidze 18 Feb 2011, 19:51
QUOTE
ზოგადად ცუდი მარა ჩემი.. და მაინც კარგი


ესეც პატივმოყვარეობის კიდევ ერთი მინუსი biggrin.gif

QUOTE
ხრამს მოუწევს გვერდით გაიჩოჩოს თორემ ამოვავსებ


ნეტა რისი თავსი გაქვს givi.gif

Posted by: Swan:) 18 Feb 2011, 19:52
Selfish_kid
QUOTE
ერთი ეგაა, იმდენად უამბიციო მზე მაქვს - ხრამებიც კარგად არიან და მეც 


მე მთვარე თხის რქაში მყავს... ცოტა ამბიციურია.. მარა ობიექტურად თუ ვიმსჯელებ, მე მგონი არ უნდა ვიყო მთლად ამბიციური biggrin.gif ან ვერ ვხვდები მე თვითOნ ამას biggrin.gif

QUOTE
ვმუშაობ მაგ საკითხზე, თუ რამე დავადგინე - გეტყვი  

შეეშვი biggrin.gif რაც უფრო წინააღმდეგობას გაუწევ საკუთარ თავს , მით უფრო ვერ მოიცილებ მაგ თვისებას biggrin.gif

პ.ს. აუ, რამდენი "მე" დავწერე biggrin.gif

diaz_niasamidze
QUOTE

ესეც პატივმოყვარეობის კიდევ ერთი მინუსი


არადა არ ვარ დასაშვებ ზღვარს გადაცილებული პატივმოყვარე givi.gif

Posted by: Selfish_kid 18 Feb 2011, 19:58
diaz_niasamidze
QUOTE
ნეტა რისი თავსი გაქვს


მართალი ჩემი მარსი ქალიშვილია, მაგრამ მზესთანაა შეერთებული + IV სახლშია და ნამეტანი კარგი მახსოვრობით და ბოღმიანობით გამოირჩევა რიგ შემთვევებში givi.gif

ამიტომ მართლა მოუწევს გაიჩოჩოს - ისევ თავისთვის, მე რაა ... givi.gif


P.S. როგორ მოხდა ნიკს ხელი რომ დააჭირე givi.gif
ამ განყოფილებაში დაფლუდვის ეშინიათ მგონი biggrin.gif

Swan:)

QUOTE
რამდენი "მე" დავწერე

მაგას ლაპარკის დროსაც ვამჩნევ - მე, მე, მე, ჩემი ... mo.gif
მერე ვამბობ "ჩვენი" და მზეც და მთვარეც კმაყოფილია givi.gif


QUOTE
მთვარე თხის რქაში

მთვარე არ ვიცი და მზე თხის რქები მომწონს chups.gif


QUOTE
ვერ მოიცილებ მაგ თვისებას

i can mad.gif
კი არადა დავხვეწ და სხვა კუთხით გავუშვებ, ხო შეიძლება ეგ მაინც user.gif

Posted by: Future> 19 Feb 2011, 00:19
მზე - კიბო
მთვარე - ლომი

ამაზე ხომ არავის გავთ რამე ნათარგმნი , ვერ ვნახე და რამე თუ იცით ვინმემ გთხოვთ დაწერეთ user.gif

Posted by: Scoorp 19 Feb 2011, 00:51
Future>

პირიქით მაინც იყოს
ვიზიარებ
:დ

Posted by: Lilian 19 Feb 2011, 00:56
vinchenz@
შენ გყავს მზე ტყუპები მთვარე ლომი? რომელ რიცხვში ხარ დაბადებული? მერკური სად გყავს?
ჩემი კომბინაცია არ დევს არსად.
QUOTE
ინებე ^^

მადლობა ჩემო კარგოო 2kiss.gif
ეს სიტყვა "ჩემი" არ მშორდება რაააა vik.gif

Posted by: diaz_niasamidze 19 Feb 2011, 01:10
QUOTE
არადა არ ვარ დასაშვებ ზღვარს გადაცილებული პატივმოყვარე


შე ზომიერო biggrin.gif


QUOTE
მართალი ჩემი მარსი ქალიშვილია, მაგრამ მზესთანაა შეერთებული + IV სახლშია და ნამეტანი კარგი მახსოვრობით და ბოღმიანობით გამოირჩევა რიგ შემთვევებში


რაღა გიჭირს givi.gif

QUOTE
რამდენი "მე" დავწერე


რამდენი ვერძი გიზის სულ?

Posted by: Future> 19 Feb 2011, 01:13
Scoorp
QUOTE
პირიქით მაინც იყოს
ვიზიარებ

რატოომ ? :შ

არადა ძალიან მაგარი ბავშვია user.gif

სად ვნახო , რამე არ გაქვს?

გამიგეთ რა

მზე - კიბო
მთვარე - ლომი

ამაზე ხომ არავის გავთ რამე ნათარგმნი , ვერ ვნახე და რამე თუ იცით ვინმემ გთხოვთ დაწერეთ



Posted by: Tata_Sonne 19 Feb 2011, 01:33
Lilian
QUOTE
ჩემი კომბინაცია არ დევს არსად.

ინებე ^^

მზე მერწყული, მთვარე მერწყული

მოთხოვნილება გაქვთ მეცნიერებით დაკავდეთ. ანალიტიკოსი, ორგანიზატორი ხართ, განუწყვეტლივ ეძებთ ინფორმაციას და ახალ ცოდნას, განსაკუთრებით ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. თქვენი გონება უფრო კრიტიკულობისკენაა მიდრეკლი, ვიდრე ხელოვნებისკენ (ეს კარგად ვერ ვთარგმნე, იგულისხმება, რომ კრიტიკული წყობის ტვინი გაქვს). ადვილად გიყვარდებათ და რომანტიკული ხართ, მაგრამ სიყვარულში მიდრეკილება გაქვთ განვრცობებისკენ და თეორიულობისკენ, რის გამოც სიყვარულში უფრო პლატონური ხართ, ვიდრე ნამდვილი საყვარელი.

თუ ვენერა მერწყულში გაქვთ იდეალისტი და რომანტიკოსი ხართ.
თუ თევზებში-თქვენი გამოყენება ძალიან ადვილია.
თუ თხის რქაში-შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე, სიყვარულსა და ფულს შორის არჩევანში გარკვეულ კომპრომისებზე წახვალთ. იზიარებთ ამ ფრაზას: "უნდა დაქორწინდეთ სიყვარულით, მაგრამ იმის შეყვარება, ვისაც ფული აქვს, გაცილებით ადვილია". ადამიანების მიმართ კარგად ხართ განწყობილი, მაგრამ ამორჩევითობა მაინც გახასიათებთ, დახვეწილ გემოვნებას ფლობთ და ბედს არ დაუკავშირებთ ადამიანს, რომელიც სოციალური საფეხურით თქვენზე დაბლა დგას.
(სამწუხაროდ ვენერა-მშვილდოსანზე არაფერი წერია sad.gif)

ძალიან გიყვართ კითხვა და სწავლა. ხანდახან გიყვართ განმარტოება, მაგრამ შიგადაშიგ ეძებთ ადამიანების კომპანიას და ამ დროს ნებისმიერი შეჯგუფება გირჩევნიათ მარტოობას.
გარშემო ძალიან უცნაური სუბიექტები გყავთ, მათ შორის შესაძლოა უსახლკაროებიც და მათხოვრებიც გამოერიონ, რომლებიც მაინც გიზიდავენ რაღაცით, მიუხედავად თქვენი სნობიზმისა.

პ.ს. ძალიან მწირი ინფორმაციაა და ერთი და იგივე მეორდება :| სხვა მდებარეობებზე უფრო ვრცლად წერია.



Future>

მზე - კიბო, მთვარე - ლომი


კარგად შეიგრძნობთ სხვა ადამიანებს და მალავთ საკუთარ დამოუკიდებლობას, ავლენთ კორპორატიულობის სულს, რაც სინამდვილეში ნიღაბია, სინამდვილეში გაქანებული ინდივიდუალისტი ხართ. თუ საქმე იდეების ღია გაცვლამდე მივიდა, თქვენსას მთელი შემართებით დაიცავთ და ისე გააკათებთ, რომ სხვებმა ის მიიღონ. მაგრამ კარგად იცით, რომ ბუზები თაფლზე მიფრინავენ და არა ძმარზე, ამიტომ თავს ხშირად იკატუნებთ, თითქოს უმრავლესობას ეთანხმებით. მიდიხართ კომპრომისზე და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს ხვდებით რა უნდა მეორე ადამიანს, მაგრამ ბოლოს მაინც თქვენებურად იქცევით. უფროსებისგან ბრძანებების მიღება და შესრულება შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანია ასეთივე პოსტის დაკავება, სადაც თავად შეძლებთ განკარგულებების გაცემას. საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ. ადამიანების არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ, რომ ყველაზე კარგად შეგიძლიათ მათგან სასურველის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ, ადამიანები თავიანთი ნატურით მოღალატეები და მარტყუარები არიან, გჯერათ, რომ თქვენს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. ამაში, როგორც აღმოჩნდება, მართალი ხართ. რადგან თამაშის წესებს იცავთ და სამართლიანი ხართ, ამით ადამიანებს იზიდავთ და ისინიც კი, ვინც ჭეშმარიტსა და მცდარს ვერ არჩევენ, თქვენი დახმარებით სწორად მოიქცევიან.
საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამთ და სხვებიც გეთანხმებიან ამ შეფასებაში.
კარგად ართმევთ თავს ისეთ საქმეს, რაც ანალიზთანაა კავშირში. კარგი ორგანიზატორი ხართ.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ თქვენებურად. ანუ ერთგული ხართ, მაგრამ არა მუდმივი. სხვა ადამიანების ნაკლბის მიმართ მოთმინებას იჩენთ, არც საკუთარია გამონაკლისი. სიყვარულში ამ ფრაზას ემხრობით: "მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვიქცევი".

Posted by: Future> 19 Feb 2011, 01:54
Tata_Sonne
მადლობა დიდი .

Posted by: folkman 19 Feb 2011, 02:00
Future>
თემა უფრო საინტერესო რომ გამოდგეს, კარგი იქნება თუ დაწერ შენს კომბინაციაზე რა ემთხვევა და რა არა. ცოტა მსჯელობები მოუხდება.

QUOTE
მზე - კიბო, მთვარე - ლომი

ლომის როლი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი ამ კომბინაციაში.

Posted by: Future> 19 Feb 2011, 02:09
folkman
QUOTE
თემა უფრო საინტერესო რომ გამოდგეს, კარგი იქნება თუ დაწერ შენს კომბინაციაზე რა ემთხვევა და რა არა. ცოტა მსჯელობები მოუხდება.

მადლობა დიდი გამოხმაურებისთვის

ჩემი ასეთია

მზე - მშვილდოსანი
მთვარე - მორიელი
__________________________________________________________________
არ ვიცი ამ თემასთან კავშირშია თUა რა მაგრამ biggrin.gif
როდესაც დაახლოებით ერთი "მიმართულება" გაქვთ ეს უინტერესოს ხდის ?


Posted by: anuky 19 Feb 2011, 02:10
Future>
QUOTE
მთვარე - მორიელი

უფ რამდენნი ვართ რა შესანიშნავია smile.gif

Posted by: Tata_Sonne 19 Feb 2011, 02:20
folkman
QUOTE
ლომის როლი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი ამ კომბინაციაში.

ნაკლებს რატო ელოდი?

Posted by: diaz_niasamidze 19 Feb 2011, 02:23
QUOTE
მთვარე - მორიელი

უფ რამდენნი ვართ რა შესანიშნავია



გადასარევი biggrin.gif


Posted by: რუსა 19 Feb 2011, 02:26
diaz_niasamidze
QUOTE
გადასარევი

არც ისე biggrin.gif
თუმცა ზოგიერთს არაუშავს .... tongue.gif

Posted by: folkman 19 Feb 2011, 02:28
QUOTE
ნაკლებს რატო ელოდი?

მთვარე ლომში იგივე ძალისაა რაც მზე კიბოში.

ისე კი ვიცნობ ეგეთ ადამიანს და სანამ მთვარეს გავიგებდი, სულ მიკვირდა მისი ასეთი მოთხოვნილება ყურადღების ცენტრში ყოფნის.
უფრო სწორად აქტიურობა ამისთვის.

Posted by: lalako 19 Feb 2011, 05:43
მეც ქე მიყვარს ისედა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ალბათ უფრო კუროსეული მოფერება და ყურადღება მიყვარს? biggrin.gif

Posted by: vinchenz@ 19 Feb 2011, 11:18
Lilian
QUOTE
შენ გყავს მზე ტყუპები მთვარე ლომი? რომელ რიცხვში ხარ დაბადებული? მერკური სად გყავს?

16 ივნისი, მერკური კირჩხიბშიsmile.gif

Posted by: Future> 19 Feb 2011, 13:14
anuky
QUOTE
უფ რამდენნი ვართ რა შესანიშნავია

jump.gif

mo.gif

Posted by: anuky 19 Feb 2011, 13:19
diaz_niasamidze
QUOTE
გადასარევი

yes.gif

Future>
კარგი აბა რა biggrin.gif

Posted by: Swan:) 19 Feb 2011, 14:03
Selfish_kid
QUOTE
მთვარე არ ვიცი და მზე თხის რქები მომწონს


მე არ მომწონს მზე თხის რქები... no.gif
QUOTE
კი არადა დავხვეწ და სხვა კუთხით გავუშვებ, ხო შეიძლება ეგ მაინც


უნდა მოინდომო სერიოზულად biggrin.gif კიარადა, უკვე უნდა მოგენდომებინა biggrin.gif
diaz_niasamidze

QUOTE
რამდენი ვერძი გიზის სულ?


5 smile.gif მეტი არა[

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 16:03
მზე - მერწყული, მთვარე - მორიელი

თქვენი კარგი აზრი საკუთარ თავზე - თქვენი გზის მაჩვენებელი ვარსკვლავია. ვერავინ იქნება თქვენთვის ისე ერთგული, როგორც თქვენივე თავი და თქვენი ამბიციები. ძალიან სუბიექტური მიდგომა გაქვთ ცხოვრების მიმართ და ეს თქვენს ყველაზე ობიექტურ მსჯელობებშიც კი იგრძნობა, ასევე ისიც, თუ რამდენად მკვეთრად აცნობიერებთ საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვანებას. სანაცნობო წრეში ძალიან შესამჩნევი პიროვნება ხართ და გავლენას ახდენთ ყველაფერზე, რასაც ეხებით (კარგ გავლენას თუ ცუდს, უკვე სხვა საკითხია).
ბრწყინვალე გონებას ფლობთ, მიზიდულობას და ენერგიას, გაქვთ უნარი ადამიანები საკუთარ მნიშვნელოვანობაში დაარწმუნოთ. თქვენი მომხიბვლელობა გარშემომყოფებს თქვენს უცოდვილობასა და დაუმარცხებლობაში არწმუნებს, მაგრამ ამ მომხიბვლელობას პიროვნული ხასიათი აქვს და დამოკიდებულია თქვენს შინაგან ენერგიაზე, საკმარისია მოდუნდეთ და ის ქრება. თქვენ იცით ამის შესახებ და არ ცდილობთ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას, როცა ფორმაში არ ხართ. ადამიანებს ხიბლავთ თქვენი პიროვნება და არა საქციელი და მაშინ როცა დაცვა გესაჭიროებათ, არც ისე ბევრი ადამიანი დაგიდგებათ გვერდში. პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ ცხოვრებაზე და თვითონ აშენებთ მას. არაფერი გეძლევათ უფასოდ.
თუ შეძლებთ თქვენი აზრები და გრძნობები მოაცილოთ ყველაფრის მშთანთქმელი "მე"-დან, მაშინ გაცილებით ობიექტურად შეაფასებთ სამყაროს და ეგ გარანტიას მოგცემთ გქონდეთ გაცილებით ძლიერ ცხოვრებისეული საყრდენი. მაგრამ თქვენ მიდრეკილი ხართ ცხოვრება საკუთარი ცხოვრებისეულ ძალაზე დაყრდნობით ააწყოთ, და უფრო დაიბყრობთ, ვიდრე მოიპოვებთ აღიარებას და სიყვარულს. შედეგად, როცა უკვე აღარ შეგეძლებათ მოითხოვოთ, აღმოჩნდება, რომ ეს არ არის სანდო ხერხი.
ღრმა და ძლიერი პიროვნება ხართ, მაგრამ თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ჩანხართ ზედაპირული. თუ არ ფლობთ საკმარის ენერგიასა და მიზანსწრაფულობას აღიარების მოსაპოვებლად, თქვენში შესაძლოა ინერტულობა გამოვლინდეს.



მზე - მერწყული, მთვარე - მშვილდოსანი

დამოუკიდებლობა შეხედულებებსა და ქმედებებში, აზრებსა და სიტყვებში - აი თქვენი კრედო. თქვენ ინტელექტუალი ხართ, გაქვთ უნარი თქვენს ემოციურ და მგზნებარე ნატურას კონცენტრირება გაუკეთოთ ინტელექტუალურ კონცეფციებზე და მიუახლოვოთ ობიექტურობის ფილოსოფიურ იდეალს. ეს არ არის თქვენი ცხოვრების დასაწყისში, როცა თქვენში ემოციები დუღს და არის საშიშროება მთლიანად დათრგუნოს თქვენი პიროვნება. ფართო შეხედულებებს ფლობთ და ბოლომდე რჩებით საკუთარ აზრზე, ინტელექტუალურ საკითხებში უკომპრომისო გულწრფელობა გახასიათებთ.
თქვენი ინტერესების დიდმა დიაპაზონმა, შესაძლოა, არაპრაქტიკულ და ღრუბლებში მოფარფატე ადამიანად გაქციოთ.
ბუნებით მმართველი ხართ და დიდხანს ვერ აიტანთ დაბლა მდგარ პოზიციებს. კარიერაში წინ წაიწევთ შრომისმოყვარეობით, სინდისიერებით, გულწრფელობით და მიხვედრილობით.
გამოთქმებში არ გახასიათებთ მორიდებულობა )))
შეეცადეთ მოარჯულოთ მიდრეკილება გადაჭარბებული დამოუკიდებლობისადმი, ისწავლოთ ადამიანებთან თანაცხოვრება და აღიქვათ სამყარო, ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. შეეცადეთ ადამიანებთან კომპრომისებზე წასვლა ისწავლოთ. გიყვართ ხელოვნება და ლიტერატურა, აფასებთ ყველაფერ მშვენიერს. ჯონ კიტსის სიტყვები: "სილამაზე - სიმართლეა და სიმართლე - სილამაზე" ძალიან ახლოა თქვენთვის. ამასთან მეტ სიამოვნებას განიჭებთ გეომეტრიული ფიგურების და ლოგიკური კავშირების სილამაზე და არა მხატვრული სახის მგრძნობიარე აღქმა.
რაც შეეხება ემოციებს, ამ მდებარეობის ადამიანებს ახასიათებთ მგზნებარე სასიყვარული რომანები და არის ალბათობა ერთზე მეტი ქორწინებისა. სიბერემდე შეინარჩუნებთ მაგნეტიზმს, თითქოს უკვდავების და მარადიული ახალგაზრდობის წყაროდან სვამთ.
თქვენი ხასიათის და ძალაუფლების მქონე მეგობრების წყალობით, ცხოვრებაში იღბლიანი იქნებით.



მზე - მერწყული, მთვარე - თხის რქა ოჰოჰოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!

ასპროცენტიანი ამერიკელი ხართ, დაწესებული კანონების და საზოგადოებრივი წესრიგის მომხრე, გაქანებული ინდივიდუალისტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მდებარეობით ძალიან ბევრი გამოჩენილი ამერიკელია დაბადებული, ვიდრე სხვა მზე-მთვარის კომბინაციით. ეს მდებარეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ, ასევე ნებისმიერ საქმიანობაში რაც დაკავშირებულია ემერიკელ პუბლიკასთან. გაქვთ უნარი ავტომატურად მიიბყროთ გარშემომყოფთა ყურადღება, რადგან თქვენში არის როგორც სითბო და ადამიანურობა ასევე მყარი კავშირი ფაქტებისადმი - თითქოს ეს კომბინაცია სპეციალურად იმისთვისაა გათვლილი, რომ ადამიანების სიმპათია მოიპოვოთ. ასე რომ, იქნებით თქვენ პრეზიდენტი (ლინკოლნი), გამომგონებელი (ედისონი), მსახიობი (კეტრინ კორნელი), კრიტიკოსი (ჯორჯ ჯენ ნატანი), პოეტი (უილიამ ელერი, ლეონარდ და იულიამ როუზ ბენეტი) ან რომანისტი (დოროტი კენფილდ ფიშერი) ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი საქმე ატარებს ექსკლუზიურობას და დაკავშირებულია ფართო პუბლიკასთან.
თვისებები, რომლებიც წარმატების გარანტიას გაძლევენ - კარგი ფანტაზია, გამჭრიახობა, სიმამაცე, საკუთარი თავის რწმენა და მიზნის კეთილშობილება, რომელიც ყველა თქვენი საქმიანობის საფუძველია და რომლის შესახებაც არასდროს ივიწყებთ. ამბიციები მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. და თუ საქმე არჩევაზე მიდგება, გასწირავთ ამბიციებს, მაგრამ არასდროს - ღირსებას. ზუსტად თქვენი ნატურის ეს სიჯანსაღე იზიდავს გარშემომყოფებს. ამასთან გაცილებით კეთილი, გულთბილი, მოლაპარაკე, მკვეთრი ადამიანები, ვიდრე ხართ თქვენ, - ითვლებიან უბრალოდ არც ისე ცუდებად; თქვენ კი, თქვენი სიმკაცრით, სიამაყით, თქვენი სერიოზული განსჯებით იმაზე, რა არის კარგი და რა ცუდი - უყვართ გაცილებით მეტად.
არავის შურს თქვენი წარმატების: ადამიანები აღიარებენ, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, იმიტომ რომ ქმნიდით თქვენი ხელებით და არასდროს უარყოფდით სიმართლეს და თქვენს შეხედულებებს. ნებისმიერ საზოგადოებრივ წყობაში თქვენ ყველას მიერ პატივცემული და საყვარელი პიროვნება იქნებით, რადგან გაქვთ უნარი ხელში აიღოთ მართვის სადავეები და ღირსებით ატაროთ.
ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი ჩაიფიქროს და რეალიზებაში მოიყვანოს სერიუზული და მასშტაბური პროექტები და დარჩეს ასეთივე მთელ პიროვნებად, გულგრილი აპლოდისმენტების მიმართ, მაშინაც კი როცა ავა წარმატების და აღიარების სიმაღლეზე.



მზე - მერწყული, მთვარე - თევზები

ინტიუციური ხართ, მიდრეკილი მისტიკისადმი. ეყრდნობით თქვენს მიხვედრილობას და ინტიუციურ გამონათებებს და თქვენი აზროვნების სისწრაფეს კი შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით წაგიყვანოთ - სიმართლისკენ ან შეცდომისკენ. გრძნობთ პოეზიას, როგორც მეცნიერებას და პოულობთ პოეზიას მეცნიერებაში. რეალურის და აბსტრაქტულის ერთობა, ნამდვილის და წარმოსახვითის, მისტიკურის და მიწიერის, საშუალებას გაძლევთ ცოდნის უამრავ სფეროში გაერკვეთ. გესაჭიროებათ კარგი განათლება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პატივისცემა სიზუსტეებისა და ფაქტების მიმართ. ასეთი ინტელექტუალური მომზადების გარეშე, შეგიძლიათ იქცეთ უმაღლესი დონის ფანტაზიორად, მედიუმად ან ნათელმხილველად, რომელსაც სჯერა მოჩვენებების, ელფების და ფერიების. ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრებაში მაინც აღგაფრთოვანებთ ის რაც ცოდნის მიღმაა, იდუმალი და უცნაური. ის, რაც გაიძულებთ მიყვენთ უცნაურ ცრუმორწმუნეობას ერთ საკითხში და ამ დროს გამოიჩინოთ სრული ლოგიკურობა და რაციონალურობა მეორეში.
არ არის ადვილი თქვენს პირად ცხოვრებაში შეღწევა. შეიძლება გქონდეთ განდიდების მანია ან თვალთვალის, დაიჯეროთ ჯადოქრების და კუდიანების, ალქიმიის ან იმის, რომ დედამიწა ბრტყელია.
ყველაფერში რასაც აკეთებთ და გჯერათ, ერთმანეთში გადაჯაჭვულია რეალური და ირაციონალური, მაგრამ თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ რეალობასთან, იმისთვის, რომ ამ უცნაურობებს რამე ცუდი შედეგი მოყვეს, ისინი მხოლოდ მატებენ კოლორიტს და იდუმალებას თქვენს პიროვნებას. სიყვარულში იდეალისტი ხართ, ერთგული და მგრძნობიარე, ადვილად ტყუვდებით და უფრო გეწყინებათ, ვიდრე გაბრაზდებით, თუ გაგასულელებენ.

Posted by: თაიკო 25 Feb 2011, 18:32
მზე კირჩხიბში, მთვარე თევზებში
ადამიანი ძალიან ემოციურია. შენი ადგილი არის სერიალების მაყურებლად და მის მომყოლად. ხშირად იგონებ ადამიანებს და ისინი გიყვარს, გამოგონილები ხომ გაციელებით რომანტიკოსები არიან. გიყვარს ოჯახის საქმე და შენს შვილებს არასდროს აკლდებათ გემრიელი სუპები და ნამცხვრები. არ ხარ საჭმელებში წუნია. გწყინს, თუ სხვები იწუნებენ შენს გაკეთებულს. ზოგადადაც ბუტია ხარ და ყველაფერი გწყინს. ბავშვსაც შეუძლია აგატიროს. ხშირად იძახი, რომ შენი სიკვდილი მოახლოვდა და უნდა დაგკრძალონ ახლობელ ადამიანებთან ახლოს, თანაც ისეთ ადგილას, რომ შვილებმა და შვილიშვილებმა გინახულონ. გაქვს განვითარებული ინტუიცია და ზედმეტად გაგაჩნია თბილი, ცხელი გრძნობები. გიკვირს და გაღიზიანებს, რომ სხვა ვერ გრძნობს იგივეს.

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 18:54
თაიკო
QUOTE
მზე კირჩხიბში, მთვარე თევზებში

გული ამიჩუყდა givi.gif
ისე მაგარი ინტუიციის პატრონი იქნება ამ კომბინაციის ადამიანი boli.gif

Posted by: resurgam 25 Feb 2011, 18:58
Tata_Sonne
QUOTE
ისე მაგარი ინტუიციის პატრონი იქნება ამ კომბინაციის ადამიანი

მე მყავს ნათლია, ამ კომბინაციის შებრუნებული ვარიანტი, ანუ მზე თევზები-მთვარე კირჩხიბი და მერკურიც თევზებში chups.gif ზე-ინტუიციის პატრონია, არის უმაგრესი ფსიქოლოგი და საერთოდ ძალიან მაგარი ადამიანი, უზომოდ კეთილი, გულმოწყალე chups.gif თან ტაქტიანიც, ნებისმიერის ალაპარაკება შეუძლია იმ თემაზე რაც მას აინტერესებს თან ამას ისე აკეთებს ვერც ხვდები რამ გაიძულა რომ გაიხსნა მასთან biggrin.gif ძალიან კარგი და ძლიერი კომბინაციაა ჩემი აზრით.
თაიკო
ცოტა ირონიით დაწერილი მომეჩვენა boli.gif მე მაპატიე თუ ვცდები user.gif

Posted by: diaz_niasamidze 25 Feb 2011, 19:01
QUOTE
მზე - მერწყული, მთვარე - თევზები


რეები წერია რა არი biggrin.gif

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 19:04
resurgam
QUOTE
ძალიან კარგი და ძლიერი კომბინაციაა

მე საერთოდ მომწონს წყლის ნიშნების კომბინაცია boli.gif

diaz_niasamidze
QUOTE
რეები წერია რა არი

რაც არის ეგ არის biggrin.gif biggrin.gif
ჯერ მერწყულის "შენძრეულობა" რა არის და ახლა დამატებული თევზების "ზამაშკები" givi.gif

Posted by: resurgam 25 Feb 2011, 19:07
Tata_Sonne
QUOTE
მე საერთოდ მომწონს წყლის ნიშნების კომბინაცია

ჰო, მეც მომწონს უბრალოდ ასეთ ხალხს ცხოვრება უჭირს ძალიან, თვითიზოლაციას ეძებს ბევრი იმიტომ რომ ყველაფერს ზედმეტად მძაფრად აღიქვამენ user.gif
პ. ს ეხლა ვკითხულობდი სახელგანთქმული ვანგა ორმაგი მერწყული ყოფილა (მზითაც და მთვარითაც) იქნებ ეს კომბინაციაც დადოთ ვინმემ chups.gif

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 19:11
resurgam
QUOTE
ჰო, მეც მომწონს უბრალოდ ასეთ ხალხს ცხოვრება უჭირს ძალიან, თვითიზოლაციას ეძებს ბევრი იმიტომ რომ ყველაფერს ზედმეტად მძაფრად აღიქვამენ

ეგ მართალია, მაგრამ მე ჩემი გადასახედიდან მომწონს, თორემ იმათ ადგილზე არ ვისურვებდი ყოფნას biggrin.gif და არც ძალიან ახლო ურთიერთობას biggrin.gif

QUOTE
იქნებ ეს კომბინაციაც დადოთ ვინმემ

საიდანაც მე ვთარგმნი, ყველა კომბინაცია კარგადაა აღწერილი, ამის გარდა. წინა გვერდებზე დავდე და უკმაყოფილო დავრჩი. სადმე სხვაგან მოვძებნი.

Posted by: resurgam 25 Feb 2011, 19:15
Tata_Sonne
QUOTE
ეგ მართალია, მაგრამ მე ჩემი გადასახედიდან მომწონს, თორემ იმათ ადგილზე არ ვისურვებდი ყოფნას

არც მე biggrin.gif ეგოისტივერძისსმაილი biggrin.gif ჩემი ერთი წყალწაღებული მთვარეც მყოფნის baby.gif
QUOTE
და არც ძალიან ახლო ურთიერთობას

ამ მხრივ შემოგედავები, როგორც ადამიანის აღელვება შეუძლია ასეთ ხალხს ისე შეუძლია დამშვიდებაც, გააჩნია რამდენად არის განვითარებული ინტელექტუალურად ასეთი კომბინაციის მქონე პიროვნება, ნათლიაჩემს "გუბკის" ფუნქცია აქვს ძალიან ბევრი ადამიანისთვის, გეგონება "იწოვს" ცუდ განწყობას ვინმე როცა "დაგრუზული" მიდის მასთან და როცა იქედან მოდიხარ გგონია რაღაც ძალიან მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდი. მაგრამ ეს დიდი ხნის საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია wink.gif
QUOTE
საიდანაც მე ვთარგმნი, ყველა კომბინაცია კარგადაა აღწერილი, ამის გარდა. წინა გვერდებზე დავდე და უკმაყოფილო დავრჩი. სადმე სხვაგან მოვძებნი.

ჰო, ძალიან საინტერესო კომბინაცია იქნება თან თუ სახლებიც უწყობს ხელს, ასეთი ადამიანი "თეთრი ყვავი"-ს იმიჯს ატარებს საზოგადოებაში

Posted by: diaz_niasamidze 25 Feb 2011, 19:21
QUOTE
ჯერ მერწყულის "შენძრეულობა" რა არის და ახლა დამატებული თევზების "ზამაშკები"


არა უშავს, აიტანს კაცი , სახლში არა ოღონდ biggrin.gif

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 19:28
resurgam
QUOTE
ამ მხრივ შემოგედავები

QUOTE
ეს დიდი ხნის საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია

სად ველოდო ამდენი ხანი biggrin.gif

მეთვითონაც დისკომფორტს განვიცდი, როცა ამას ვხედავ:
QUOTE
"გუბკის" ფუნქცია აქვს ძალიან ბევრი ადამიანისთვის, გეგონება "იწოვს" ცუდ განწყობას ვინმე როცა "დაგრუზული" მიდის მასთან და როცა იქედან მოდიხარ გგონია რაღაც ძალიან მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდი

ასეთი ეგოისტიც არ ვარ, რომ საკუთარი უგანწყობობა სხვაზე გადავატარო biggrin.gif იმიტომ რომ მერე უკვე იმ ადამიანს უწევს ამ ყველაფრის განცდა და დაცლა ამისგან. შეიძლება სხვებისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ...



პ.ს. ამ დღეებში თხის რქაზე დავიწყებ თარგმნას.

Posted by: resurgam 25 Feb 2011, 19:32
Tata_Sonne
QUOTE
ასეთი ეგოისტიც არ ვარ, რომ საკუთარი უგანწყობობა სხვაზე გადავატარო  იმიტომ რომ მერე უკვე იმ ადამიანს უწევს ამ ყველაფრის განცდა და დაცლა ამისგან. შეიძლება სხვებისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ...

სულაც არა, ასეთი ადამიანი სწორედ ამ საქმიანობით "იჭერს მუღამს" wink.gif

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 19:35
resurgam
QUOTE
"იჭერს მუღამს"

მე პირიქითაც მინახავს.
სხვისი უარყოფითი შთანთქო ამდენი დოზით და თავად არ მოიწამლო... ან შეუძლებელია ან ერთეულების ხვედრია )))

Posted by: resurgam 25 Feb 2011, 19:40
Tata_Sonne
QUOTE
ან შეუძლებელია ან ერთეულების ხვედრია )))

მე მყავს ამის რეალური მაგალითი და ალბათ ზოგიერთებს გამოსდით wink.gif პ.ს ასცედენტი აქვს თან მერწყულში

Posted by: Tata_Sonne 25 Feb 2011, 20:05
QUOTE
ასცედენტი აქვს თან მერწყულში

კარგად მოერგება როლს მაშინ)))


ხოდა ეძღვნება demna_ -ს boli.gif

მზე - თევზები, მთვარე - კურო

უაღრესად კომუნიკაბელური და ტაქტიანი ადამიანი ხართ. მტკივნეულად მგრძნობიარე, ამასთან სხვების გრძნობებსაც ანგარიშს უწევთ და ცდილობთ არ ატკინოთ/აწყენინოთ. ამიტომ თქვენთან ადვილია თანაცხოვრება/ურთიერთობა, გიყვართ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. თავაზიანი ხართ, იქამდე სანამ ხელს არ შეგიშლიან და წინ არ გადაგეღობებიან, ამ დროს სიჯიუტეს იჩენთ. თქვენი მოტყუება ძალიან რთულია და თავადაც არ გიყვართ სხვების მოტყუება, არც საკუთარ ინტერესებში გამოყენება. ყოველდღიურობაში ცდილობთ ფორმალურობა შეინარჩუნოთ და თვალ-ყურს ადევნებთ იმას, რომ არავის ჰქონდეს თქვენი ვალი, თავადაც ყოველთვის აბრუნებთ ვალს. აფასებთ მშვენიერებას, ხელოვანი ხართ და მიუხედავათ იმისა რომ დაბადებიდან კარგი საქმიანი ყნოსვა გაქვთ, ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. გაცილებით ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე კომერციული მოლაპარაკებები. წარმატებული და იღბლიანი ხართ, ფული თავისით მოცურავს თქვენს ხელებში, ამიტომ ამაზე ზრუნვა დიდად არ დაგჭირდებათ და არ მოგიწევთ არსებობისთვის ბრძოლა.
ძალიან ახლოა თქვენთვის მუსიკა, შეიძლება თვითონ არ იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული, მაგრამ კონცერტებზე ხშირად და სიამოვნებით ივლით. სიტყვით გიყვართ სხვების მოხიბვლა და ასევე გსიამოვნებთ თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენდები და დადებითი შეფასებები. ღირსების შეგრძნება ძალიან გაქვთ გამოხატული და გსიამოვნებთ, როცა სხვები გაფასებენ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად თქვენი გამოხატული გაწონასწორებულობისა, მომენტებში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ გსიამოვნებთ, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ასეთ შეფასებებზე ჭეშმარიტ მადლიერებას ამჟღავნებთ.
ერთგული მეგობარი ხართ და ასევე ერთგული მეგობრებით ხართ დაჯილდოვებული.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ მგრძნობიარე ნატურამ, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კონტროლი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, არავითარ შემთხვევაში ძალადობით ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ხერხით, ასეთ შემთხვევაში თქვენ აჯანყდებით და წყვეტთ ურთიერთობას. არავის აძლევთ უფლებას გამოგიყენოთ და იმანუპულიროს თქვენით.

Posted by: demna_ 25 Feb 2011, 20:10
QUOTE (Tata_Sonne @ 25 Feb 2011, 20:05 )
QUOTE
ასცედენტი აქვს თან მერწყულში

კარგად მოერგება როლს მაშინ)))


ხოდა ეძღვნება demna_ -ს boli.gif

მზე - თევზები, მთვარე - კურო

უაღრესად კომუნიკაბელური და ტაქტიანი ადამიანი ხართ. მტკივნეულად მგრძნობიარე, ამასთან სხვების გრძნობებსაც ანგარიშს უწევთ და ცდილობთ არ ატკინოთ/აწყენინოთ. ამიტომ თქვენთან ადვილია თანაცხოვრება/ურთიერთობა, გიყვართ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. თავაზიანი ხართ, იქამდე სანამ ხელს არ შეგიშლიან და წინ არ გადაგეღობებიან, ამ დროს სიჯიუტეს იჩენთ. თქვენი მოტყუება ძალიან რთულია და თავადაც არ გიყვართ სხვების მოტყუება, არც საკუთარ ინტერესებში გამოყენება. ყოველდღიურობაში ცდილობთ ფორმალურობა შეინარჩუნოთ და თვალ-ყურს ადევნებთ იმას, რომ არავის ჰქონდეს თქვენი ვალი, თავადაც ყოველთვის აბრუნებთ ვალს. აფასებთ მშვენიერებას, ხელოვანი ხართ და მიუხედავათ იმისა რომ დაბადებიდან კარგი საქმიანი ყნოსვა გაქვთ, ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. გაცილებით ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე კომერციული მოლაპარაკებები. წარმატებული და იღბლიანი ხართ, ფული თავისით მოცურავს თქვენს ხელებში, ამიტომ ამაზე ზრუნვა დიდად არ დაგჭირდებათ და არ მოგიწევთ არსებობისთვის ბრძოლა.
ძალიან ახლოა თქვენთვის მუსიკა, შეიძლება თვითონ არ იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული, მაგრამ კონცერტებზე ხშირად და სიამოვნებით ივლით. სიტყვით გიყვართ სხვების მოხიბვლა და ასევე გსიამოვნებთ თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენდები და დადებითი შეფასებები. ღირსების შეგრძნება ძალიან გაქვთ გამოხატული და გსიამოვნებთ, როცა სხვები გაფასებენ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად თქვენი გამოხატული გაწონასწორებულობისა, მომენტებში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ გსიამოვნებთ, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ასეთ შეფასებებზე ჭეშმარიტ მადლიერებას ამჟღავნებთ.
ერთგული მეგობარი ხართ და ასევე ერთგული მეგობრებით ხართ დაჯილდოვებული.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ მგრძნობიარე ნატურამ, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კონტროლი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, არავითარ შემთხვევაში ძალადობით ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ხერხით, ასეთ შემთხვევაში თქვენ აჯანყდებით და წყვეტთ ურთიერთობას. არავის აძლევთ უფლებას გამოგიყენოთ და იმანუპულიროს თქვენით.

2kiss.gif გაგუშ ვერცხლი ხარ რა

fig.gif ერთი ერთში ეგაა

სასიგნაჩეა რა user.gif
აუ რა კარგი ვარ ე

Posted by: Lilian 25 Feb 2011, 22:28
QUOTE
ასეთი ადამიანი "თეთრი ყვავი"-ს იმიჯს ატარებს საზოგადოებაში

lol.gif თან მიხარია, თან ვცოფდები ხოლმე როდის როგორ. ნეტა იმ ყველას თავში ჩამახედა ვინც მიყურებს biggrin.gif ცოტა დეფორმაციას მივცემდი მათ ძვირფას ტვინებს biggrin.gif

Posted by: რუსა 25 Feb 2011, 22:43
Lilian
QUOTE
ნეტა იმ ყველას თავში ჩამახედა ვინც მიყურებს

მოდიჰ boli.gif
QUOTE
ცოტა დეფორმაციას მივცემდი მათ ძვირფას ტვინებს

biggrin.gif

Posted by: *WTF* 17 Apr 2011, 13:17
folkman
QUOTE
მზე თხისრქაში, მთვარე ტყუპებში
მზე თხისრქაში, მთვარე მერწყულში

მზე თხის რქა, მთვარე ვერძი არ დევს არსად? rolleyes.gif

ან იქნებ გააკეთოთ
chups.gif

Tata_Sonne
QUOTE
პ.ს. ამ დღეებში თხის რქაზე დავიწყებ თარგმნას.

აბა, სად არის? user.gif

Posted by: Tata_Sonne 20 Apr 2011, 18:47
*WTF*

QUOTE
აბა, სად არის?

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მთარგმნელობით მოღვაწეობას შევეშვი biggrin.gif

რუსული კარგად იცი?
QUOTE
მზე თხის რქა, მთვარე ვერძი

http://astrorok.ru/luna/kozerog-oven.php

Posted by: *WTF* 20 Apr 2011, 19:27
Tata_Sonne
QUOTE
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მთარგმნელობით მოღვაწეობას შევეშვი

ალბათ უფრო საბედნიეროდ wink.gif

ინგლისური მირჩევნია chups.gif

Posted by: თაიკო 21 Apr 2011, 11:05
QUOTE
სხვისი უარყოფითი შთანთქო ამდენი დოზით და თავად არ მოიწამლო... ან შეუძლებელია ან ერთეულების ხვედრია )))

შთანთქვას რაც შეეხება, მგონია მე მაქვს ეს ფუნქცია, ოღონდ საკუთარი მოწამვლის გარეშე. აქ ალბათ ენერგეტიკა მოქმედებს. სამაგიეროდ, მე როცა მტკივა, სხვებს მეტად უნდა ეტკინოთ, ვიდრე – მე და მაშინ გავჩერდები, სანამ არ გამივლის. ეს ერთგვარი ენერგო ვამპირის (იმპორტ-ექსპორტის) ფუნქციაა. biggrin.gif არის სხვა ვარიანტიც. რასაც მერკური მარსის შეერთება აკეთებს სასწორში. დამბალანსებელის ფუნქციაზე მაქვს საუბარი. სიმშვიდის გამნაწილებელია, თანაც ისე, რომ თავად არც ისე დაიზარალებს თავს სიღრმით.

Posted by: Benisio 21 Apr 2011, 15:01
QUOTE
მზე – მერწყული, მთვარე – კურო

დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარის მქონეები user.gif

პროსტა ხანდახან ხელის წაკვრა სჭირდებათ ხოლმე user.gif

Posted by: *WTF* 10 May 2011, 19:29
QUOTE
მზე თხის რქა, მთვარე ვერძი

ვიპოვე და თუ სხვებსაც აინტერესებს, დავდებ აქაც smile.gif

უხეში თარგმანისთვის ბოდიში მომიხდია biggrin.gif



შენი მზის და მთვარის ნიშნების კომბინაცია ქმნის ძალიან ძლიერ და მიზანდასახულ ხასიათს. გაქვს მძლავრი მოტო მიაღწიო წარმატებას და მზად ხარ იმუშაო ძალიან ბევრი, რათა უზრუნველყო ამ წარმატების რეალობად ქცევა. პრესტიჟი არის შენი ბედნიერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის. იცი, როგორ მოახდინო შთაბეჭდილება/მოხიბლო ხალხი, მაგრამ დაჟინებით ამბობ უარს თავი მოაჩვენო თითქოს ვინმეს რევერანსებს უკეთებ ან ‘ეტენები’ (სლენგისთვის უკაცრავად :დ). მიგიჩნევენ ტაქტიანად სასიამოვნო პიროვნებად იმ დროს, როცა გაჭირვებით ახერხებ თავი შეიკავო შენი ძალიან განსხვავებული პირადი აზრების/დამოკიდებულებების გამჟღავნებისგან. რაღაც გამოცდილებასთან ერთად შენ შეიძლება როგორც მინიმუმ ისწავლო როგორ დააჭირო ენას კბილი და გამოიმუშავო მინიმალური დოზის მოთმინება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომელთაც არ აქვთ შენნაირი უნარი აქციონ ფიქრები მოქმედებებად. ასეთი კომბინაცია მეტყველებს შენი ბუნების სხარტ/ღრმა (მოკლედ კარგი პონტია რაა :დ shrewd) ხარისხზე და შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ ძალიან კარგად გესმის როგორ მუშაობს მსოფლიო/ცხოვრება და იცი, როგორ გაუმკლავდე მას ეფექტურად. შენი ტაქტის ბრენდი/მთავარი მახასიათებელი არის ტკბილად საუბარი და ამავდროულად ხელში წკეპლის ქონა (:დ) - დიპლომატია კომბინირებული ძლიერ თავდაცვით მექანიზმთან. შენი ტვინი კარგად არის მოწყობილი მოიფიქროს ბევრი სხვადასხვა სახეობის პრობლემის გადაჭრის გზები. შენ ხალხთან ურთიერთობ პატივისცემით გამსჭვალული, ზოგჯერ უხეშადაც (ეს უკანაკნელი უზრდელობა/უპატივცემულობას არ გულისხმობს. უფრო სიუხეშეში გადასული პირდაპირობა. @ მთარგმნელის შენიშვნა :დ). შენ არ ხარ ის, ვინც სხვას თვალში ნაცარს შეაყრის, თუმცა თუ საჭირო გახდა, შენი არგუმენტის/კამათის მოსაგებად შეიძლება გამოიყენო სწრაფი ან შეცდომაში შემყვანი საუბრის მანერას. შენ იცი, როგორ გადააქციო პროექტი რეალურ ქმედებებად, გამოიმუშაო ენთუზიაზმი და გრძელვადიან გეგმებს ფრთები შეასხა. შენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნები, ვინც იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ შეიძლება ნერვული შეტევა დაგემართოს, თუ ფრთხილად არ იქნები. უნდა ისწავლო ზომიერება მუშაობაში, აზრებში/დამოკიდებულებებში და ზოგადად შენი ხასიათის სიძლიერეში.

Posted by: matusala_5 10 May 2011, 20:03
QUOTE
ზოგჯერ უხეშადაც (ეს უკანაკნელი უზრდელობა/უპატივცემულობას არ გულისხმობს. უფრო სიუხეშეში გადასული პირდაპირობა

უი უიიიიიიიიი chups.gif
* * *
QUOTE
შენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნები, ვინც იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ შეიძლება ნერვული შეტევა დაგემართოს,

lol.gif vis.gif

Posted by: თათკა 10 May 2011, 20:22
matusala_5
უნაკლო არავინაა givi.gif

Posted by: matusala_5 10 May 2011, 20:31
თათკა
QUOTE
უნაკლო არავინაა
yes.gif
QUOTE
ასეთი კომბინაცია მეტყველებს შენი ბუნების სხარტ/ღრმა  ხარისხზე და შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ ძალიან კარგად გესმის როგორ მუშაობს მსოფლიო/ცხოვრება და იცი, როგორ გაუმკლავდე მას ეფექტურად. შენი ტაქტის ბრენდი/მთავარი მახასიათებელი არის ტკბილად საუბარი და ამავდროულად ხელში წკეპლის ქონა (:დ) - დიპლომატია კომბინირებული ძლიერ თავდაცვით მექანიზმთან. შენი ტვინი კარგად არის მოწყობილი მოიფიქროს ბევრი სხვადასხვა სახეობის პრობლემის გადაჭრის გზები. შენ ხალხთან ურთიერთობ პატივისცემით გამსჭვალული,

კაცისთვის კარგი კომბინაციაა,ქალისთვის მაინც რთულია

Posted by: თათკა 10 May 2011, 20:39
matusala_5
თუმცა ჩვენს საუკენეში მე მომწონს ეს მთვარე, რას იტყვი?
თან თხისრქისთვის, მისი ემოციები უფრო ღიაა და არ თრგუნავს, ამ შემთხვევაში თხი სრქა იცვლება უკეთესობისკენ ასევე ნაკლებად დეპრესიულია, თუმცა ამავე დროს ძალზედ სასტიკი შეიძლება გახდეს, ფარული ამბციები უკვე აღარ ახასიათებს...

Posted by: matusala_5 10 May 2011, 20:51
თათკა
მზე-მთვარე
თხის რქა -ვერძი,ან პირიქით ,თუ მითუმეტეს არ არის ოპოზიციური ასპექტი ძალიან კარგად აბალანსირებენ ერთმანეთს,მაგრამ ასეთი ადამიანი უეჭველი ძლიერი პიროვნებაა ,ასეთ ქალს აქვს თავისი პლიუსები,მაგრამ მამაკაცების 99% რამდენად უნდა მასზე ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა ხო ვიცით არა????

Posted by: თათკა 10 May 2011, 21:01
matusala_5
QUOTE
მაგრამ მამაკაცების 99% რამდენად უნდა მასზე ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა ხო ვიცით არა????

ეს უკვე მათი პრობლემაა გახდნენ უფრო ძლიერები ვიდრე არიან, ეს სტიმული იქნება მათთვის... გაუმარჯოს მატრიარქატს biggrin.gif

Posted by: *WTF* 10 May 2011, 21:14
matusala_5
QUOTE
ასეთი კომბინაცია მეტყველებს შენი ბუნების სხარტ/ღრმა  ხარისხზე და შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ ძალიან კარგად გესმის როგორ მუშაობს მსოფლიო/ცხოვრება და იცი, როგორ გაუმკლავდე მას ეფექტურად. შენი ტაქტის ბრენდი/მთავარი მახასიათებელი არის ტკბილად საუბარი და ამავდროულად ხელში წკეპლის ქონა (:დ) - დიპლომატია კომბინირებული ძლიერ თავდაცვით მექანიზმთან. შენი ტვინი კარგად არის მოწყობილი მოიფიქროს ბევრი სხვადასხვა სახეობის პრობლემის გადაჭრის გზები. შენ ხალხთან ურთიერთობ პატივისცემით გამსჭვალული,

კაცისთვის კარგი კომბინაციაა,ქალისთვის მაინც რთულია

მე პირიქით მგონია smile.gif გენდერულად დისბალანსირებულ საზოგადოებაში კი არა და მსოფლიოში სწორედაც რომ საჭიროა თხის რქისეული ამბიციების დასაკმაყოფილებლად biggrin.gif

QUOTE
შენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნები, ვინც იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ შეიძლება ნერვული შეტევა დაგემართოს,

ეს მართალია ჩემს შემთხვევაშI, თანაც ძალიან

ზოგადადაც უმეტესწილად დაემთხვა მზე-მთვარის კომბინაციის ეს დახასიათება yes.gif

Posted by: matusala_5 10 May 2011, 21:15
QUOTE
ეს უკვე მათი პრობლემაა გახდნენ უფრო ძლიერები ვიდრე არიან, ეს სტიმული იქნება მათთვის... გაუმარჯოს მატრიარქატს 

gigi.gif
არც მატრიარქატის მომხრე ვარ და არც პატრიარქატის,არც განკაცებული ქალი მომწონს და არც გაქალიშვილებული მამრები...აი ბუნებრივად ყველა თავის სიმაღლეზე რომაა ისაა კარგი love.gif
* * *
*WTF*
ყველა წინადადებაში დავინახე თითქმის თავი რაც დაწერე ....
QUOTE
მე პირიქით მგონია  გენდერულად დისბალანსირებულ საზოგადოებაში კი არა და მსოფლიოში სწორედაც რომ საჭიროა თხის რქისეული ამბიციების დასაკმაყოფილებლად

gigi.gif

Posted by: starchild 10 May 2011, 23:41
ყოველთვის მაინტერესებდა, როგორც საპირისპირო პლანეტები და ასევე ერთმანეთის შემავსებელი, მზე და მთვარე. იგივე ცნობიერი და ქვეცნობიერი, რატომ არ მართავენ საპირისპირო ნიშნებს. როცა ერთის ნიშანია ლომი, მეორესი კიდე კირჩხიბი, არადა მთვარის საპირისპირო ნიშანია თხის რქა, ხოლო მზის ნიშნის საპირისპირო კიდევ მერწყული. რატომ არ ემთხვევა პლანეტარული პოლარულობა ნიშნის პოლარულობას..

ან კი რომლებია მზის და მთვარის გარდა, საპირისპირო იგივე პოლარული პლანეტები. ან კი არიან ასეთები????????????????

Posted by: Nartson 11 May 2011, 15:12
თათკა
QUOTE
გაუმარჯოს მატრიარქატს

spy.gif დაგიჭერთ სუყველას

Posted by: progress 31 Jul 2011, 18:17
მზე-ქალწული
მთვარე-მორიელი

ეს კომბინაცია გამოგრჩენიათ, იქნებ ვინმემ დაწეროთ რამე...
პ.ს. მადლობ! kiss.gif

Posted by: AnEeEeE=]] 31 Jul 2011, 22:47
მზე თევზები მთვარე ლომი მინდაა რაააა rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: resurgam 31 Jul 2011, 23:04
AnEeEeE=]]
QUOTE
მზე თევზები მთვარე ლომი მინდაა რაააა

სახლში მყავს, გათხოვებ თუ გინდა biggrin.gif biggrin.gif jump.gif jump.gif

Posted by: woman_111 31 Jul 2011, 23:35
მზე ლომი, მთვარე ვერძი - სად შეიძლება წავიკითხო? wink.gif

Posted by: resurgam 31 Jul 2011, 23:48
woman_111
QUOTE
მზე ლომი, მთვარე ვერძი - სად შეიძლება წავიკითხო?

ჰო, ეგ ნამდვილად არ მყავს სახლში კიდე კაი biggrin.gif ისე კაი როჟა იქნება, გამაცანი რა chups.gif გაგიცვლი ლომისმთვარიან თევზში

Posted by: HAG 31 Jul 2011, 23:58
თევზი მზე და ტყუპი მთავრეზე მძიმე არაფერია no.gif

Posted by: woman_111 1 Aug 2011, 00:09
resurgam
მე ვარ და ცუდია? არ დამიმალო smile.gif

Posted by: resurgam 1 Aug 2011, 00:12
woman_111
QUOTE
მე ვარ და ცუდია? არ დამიმალო

არა, ნუ მე მომეწონები და სხვების რა ვიცი biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif ვისაც არ მოეწონები გაატარე tongue.gif wink.gif

Posted by: woman_111 1 Aug 2011, 00:14
resurgam
მადლობ. მეც უკვე მომწონხარ 2kiss.gif

Posted by: resurgam 1 Aug 2011, 00:20
woman_111
QUOTE
მადლობ. მეც უკვე მომწონხარ

ჰეჰე ჩემი მთვარე გყავს, მზეებითაც ვუგებთ რატომ ბიჭი არ ხარ ჰა? biggrin.gif lol.gif 2kiss.gif ვხუმრობ, მყავს მე ჩემი ვერძმთვარიანი ცეცხლი chups.gif

Posted by: woman_111 1 Aug 2011, 00:25
ჰოო? გილოცაავ biggrin.gif 2kiss.gif
მაგრამ დახასიათება სად უნდა ვიპოვო, მაინტერესებს ძალიან smile.gif

Posted by: resurgam 1 Aug 2011, 00:26
woman_111
QUOTE
ჰოო? გილოცაავ   
მაგრამ დახასიათება სად უნდა ვიპოვო, მაინტერესებს ძალიან

არ ვიცი, ამ თემაში მგონი თარგმნა ვიღაცამ და მოძებნე, ისე დიდი ცეცხლოვანი ლომი იქნები შენ biggrin.gif მაგარი ”გაჩმახებისტი” tongue.gif

Posted by: Utopian 1 Aug 2011, 00:30
QUOTE
მზე - კიბო, მთვარე - ლომი


კარგად შეიგრძნობთ სხვა ადამიანებს და მალავთ საკუთარ დამოუკიდებლობას, ავლენთ კორპორატიულობის სულს, რაც სინამდვილეში ნიღაბია, სინამდვილეში გაქანებული ინდივიდუალისტი ხართ. თუ საქმე იდეების ღია გაცვლამდე მივიდა, თქვენსას მთელი შემართებით დაიცავთ და ისე გააკათებთ, რომ სხვებმა ის მიიღონ. მაგრამ კარგად იცით, რომ ბუზები თაფლზე მიფრინავენ და არა ძმარზე, ამიტომ თავს ხშირად იკატუნებთ, თითქოს უმრავლესობას ეთანხმებით. მიდიხართ კომპრომისზე და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს ხვდებით რა უნდა მეორე ადამიანს, მაგრამ ბოლოს მაინც თქვენებურად იქცევით. უფროსებისგან ბრძანებების მიღება და შესრულება შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანია ასეთივე პოსტის დაკავება, სადაც თავად შეძლებთ განკარგულებების გაცემას. საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ. ადამიანების არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ, რომ ყველაზე კარგად შეგიძლიათ მათგან სასურველის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ, ადამიანები თავიანთი ნატურით მოღალატეები და მარტყუარები არიან, გჯერათ, რომ თქვენს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. ამაში, როგორც აღმოჩნდება, მართალი ხართ. რადგან თამაშის წესებს იცავთ და სამართლიანი ხართ, ამით ადამიანებს იზიდავთ და ისინიც კი, ვინც ჭეშმარიტსა და მცდარს ვერ არჩევენ, თქვენი დახმარებით სწორად მოიქცევიან.
საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამთ და სხვებიც გეთანხმებიან ამ შეფასებაში.
კარგად ართმევთ თავს ისეთ საქმეს, რაც ანალიზთანაა კავშირში. კარგი ორგანიზატორი ხართ.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ თქვენებურად. ანუ ერთგული ხართ, მაგრამ არა მუდმივი. სხვა ადამიანების ნაკლბის მიმართ მოთმინებას იჩენთ, არც საკუთარია გამონაკლისი. სიყვარულში ამ ფრაზას ემხრობით: "მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვიქცევი".


chups.gif

Posted by: woman_111 1 Aug 2011, 00:32
კიი, ცეცხლოვანი ვარ ძალიან და ემოციური.. და რაღა ჩემი ნიშნები არ თარგმნეს მაინცდამაინც? kiss.gif user.gif

Posted by: aca baca banci bunca 1 Aug 2011, 01:34
QUOTE
მზე ლომი, მთვარე ვერძი

წოწ, აქეთ პირიქით მყავს ერთი. biggrin.gif
უცბათ დამკრა თავში...

Posted by: AnEeEeE=]] 1 Aug 2011, 09:55
resurgam
QUOTE
სახლში მყავს, გათხოვებ თუ გინდა

როგორი ტიპია ისე biggrin.gif:D

Posted by: resurgam 1 Aug 2011, 11:17
AnEeEeE=]]
QUOTE
როგორი ტიპია ისე

ამბიციური თებზი, წიპა ინგა გრიგოლია biggrin.gif

Posted by: aca baca banci bunca 1 Aug 2011, 11:34
resurgam
შენ არ ამბობდი ცეცხლს რო მთვარე ცეცხლში ყავსო საშინელებააო ისაო ესაო. biggrin.gif ვაი ვაი როგორ გინდოდა ჩემი გაბრაზება მაშინ... biggrin.gif

Posted by: Selfish_kid 1 Aug 2011, 21:18
user posted image

Posted by: aca baca banci bunca 2 Aug 2011, 12:14
მზე მშვილდოსანი მთვარე მერწყული არ არსებობს ამ თემაში?

Posted by: Papillon 2 Aug 2011, 12:53
woman_111
"მამამ პეტერბურგში წამიყვანა, ქართული სულ დამავიწყდა?" mo.gif

PM-ში მომწერე მზე ვერძი/მთვარე თხის რქა, ვთარგმნი+ მივამატებ სხვა ინფოებსაც და დავდებ მერე smile.gif


ზოგადად- რა კომბინაციებიც თემას აკლია,გაოფებას აჯობებს ვთარგმნოთ და შემდეგ ვაწეროთ "ეს დაემთხვა...ეს არა....". თქვენც კმაყოფილი იქნებით და სხვებიც

Selfish_kid
up.gif

მზე+მთვარე= მე+იდი =ნება+ემოცია=გარეგანი+შინაგანი გამოვლინება= მთლიანობა=ადამიანი


user posted image


user posted image

Posted by: რუსა 2 Aug 2011, 13:07
aca baca banci bunca

თარგმნა არავის ევასება "გააბოლებენ" "+1"-ს დაუწერენ ან "ლოლ:" სმაილიკს ეგ უფრო იოლია biggrin.gif რამე განიხილონ მაინც , დაადასტურონ უარყონ არგუმენტირებულად biggrin.gif


მზე მშვილდოსანი მთვარე მერწყული

თქვენ იდეალისტი ხართ, რომანტიული და ექსპანსიური. წინასწარ ემზადებით თქვენი შეხედულებების გამოსათქმელად . შეგიძლიათ იყოთ ადამიანი რომელსაც შეუძლია მოახდინოთ გავლენა სხვა ადამიანების აზროვნებაზე. ან უბრალოდ გახდეთ ყბედი.
თქვენი პრინციპები მნიშვნელოვანია თქვენთვის და მედგრად დაიცავთ მათ, რადგან გაგაძნიეთ დიდი მორალური სიმამაცე. როცა მას დებთ ბრალს ვინც არ იმსახურებს , ან წვრილმანებზე ბრაზობთ არ გაუშვებთ შემთხვევას ჭკუა დაარიგოთ სხვას. (ბუნცა რა საშინელი ჰოროსკოპი გაქვს და როგორ ზუსტად გხატავენ biggrin.gif )
თქვენ გიყვართ დრამატიზირება და ეს სერიოზული ადამიანის იმიჯს გიქმნით . თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ სერიოზული კამპანია ნებისმიერი იდეის დასაცავად რომელიც თქვენთვის ახლოა. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა.
თქვენ შეგიძლიათ იფილოსოფოსოთ და ისაუბროთ ზოგადად რომ გაამართლოთ საკუთარი ბრაზი, შეყვარებულობა ან წყენა . თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ძალა არის იმაში რომ თქვენ შეგიძლიათ საზოგადოდან პირადისკენ სვლა (სავარაუდოდ საზოგადოს დაკონკრეტება ალბათ ) ფაქტების მოყვანა და ასევე ნებისმიერი იდეის დაშლა ცალკეულ ნაწილაკებად.

თქვენ რომანტიული და იდეალისტი ხართ. გაქვთ ისეთი გრძნობა თითქოს თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე რომ ადამიანები დარჩნენ თავისი შეხედულებების ერთგული .. ეს საკმაოდ დიდი საქმე თუ გავითვალისწინებთ რას წარმოადგენს დრევანდელი მსოფლიო. თქვენში არის რაღაც მხატვრის მაგავარი, თქვენ "იდეის მხატვარი " ხართ . გხიბლავთ მუსიკალური გამოხატვის შესაძლებლობები თუ იშრომებდით თქვენგან კარგი შემსრულებებლი გამოვიდოდა . მაგრამ თქვენი სპეციფიური სფეროა _ იდეები. უნარი მკაფიოდ და ნათლად გამოხატოთ ისინი. შეგიძლიათ თქვენს "სიტყვაში" ჩადოთ თქვენი პიროვნების ძალა , მისცეთ მას დრამატიზმი და კოლორიტი რასზეც თქვენი მტერბიც კი ჩათვლიან რომ გულწრფელია .

თქვენ გგონიათ რომ ყველაზე ღირსეული ადამიანი ხართ (გამოირჩევით სხვებისგან) , იდეების საკითხში თქვენ სნობი ხართ და თვლით რომ მხოლოდ ის იდეაა სწორი რომელიც თქვენ ქადაგებთ ( biggrin.gif ) ეს ძალიან აუტანელი იქნებოდა რომ ხშირად არ გქონდეთ "ჯანსაღი" იდეები , მაგრამ ისინი უმეტესად ასეა. იმიტომ რომ თქვენ თავად ხართ ჯანსარად მოაზროვნე. , თქვენ შეგიძლიათ იყოთ რეფორმატორი, მისიონერი , სამართალდამცავი და თავსიუფლად შეგიძლიათ დაიცავთ მივიწყებული ან არაპოპულარული იდეები. თქვენ ტქვენი იდეეის ფანატიკოსი ხართ. , სიყვარულში იდეალისტი ხართ , მაგრამ აქაც ყოველთვის ფხიზლად ხართ და პრაქტიკული მხარეც არ რჩება თქვენი ყურადღების მიღმა.
მიზანად დაისახეთ რეალიზმი ცხოვრებაში. გადაიყვანეთ თქვენი იდეალიზმი პარაქტიკულ და აღქმად ფორმაში. ისწავლეთ ტაქტიანობა და თანამშრომლობა . თავშეკავება გამოხატვის დროს დაგეხმარებათ უფრო სწორი გზით იაროთ. იფიქრეთ და გამოარჩიეთ რაც უფრო მეტად მოგწონთ.

Posted by: რუსა 2 Aug 2011, 22:54
Benisio
QUOTE
ჩემიც დაწერე.
ოღონდ არ გადათარგმნო.


QUOTE
შენებურად დამიწერე, თავისი სექსუალურობებით და სასწაულობებით


ეგ უჟმური და აგრესიულად სექსუალური ჩუმჩუმელა , გარყვნილი და საინტერესო კაცი ეგაო .. მაგას ცოლი გაექცავა , თუ რამე ეწყინა ცოცხლად შემოეჭმებაო .

Posted by: Selfish_kid 2 Aug 2011, 22:54
Papillon
QUOTE
მზე+მთვარე= მე+იდი



ისე ID-ს მზე ირჩევს თუ მთვარე?

ჩემი აშკარად მთვარის "ნახელავია" biggrin.gif

Posted by: Lilian 2 Aug 2011, 23:00
QUOTE
ჩემი აშკარად მთვარის "ნახელავია"

საინტერესო საკითხი წამოჭერი, ვაფრენდი ჩემს ძველ ნიკზე michelle, რომლის პაროლიც დამავიწყდა. es gavukeTe Cems daqals saswors da darCa es. ეს არ მიყვარს, ის მინდაა mo.gif ისიც არ მახსოვს რატომ დავირქვი ის, მაგრამ რაღაცნაირად ჩემი iyo. ალბათ ვინმე ცნობილი პიროვნებიდან, მაგრამ არ მახსენდება ვის შეიძლება რქმეოდა ეს სახელი, რომელიც ჩემს სიმპათიას გამოიწვევდა.
რაღა ის პაროლი დამავიწყდა არვიცი, დეიდაშვილის და ვიღაცეების პაროლებსაც მე ვიმახსოვრებ. მე ხო 20 პაროლი მექნება ალბათ ყვლაფრის და 20ვე ჩაწერის გარეშე მახსოვს. givi.gif აქაური პაროლი ყოველ შემოსვლაზე მახსენებს რაღაცას user.gif

Posted by: Benisio 2 Aug 2011, 23:25
რუსა
QUOTE
ეგ უჟმური და აგრესიულად სექსუალური ჩუმჩუმელა , გარყვნილი და საინტერესო კაცი ეგაო .. მაგას ცოლი გაექცავა , თუ რამე ეწყინა ცოცხლად შემოეჭმებაო .

down1.gif

მეტს ველოდი, მეგონა პროგრესირებდი, მაგრამ როგორც ჩანს შევმცდარვარ user.gif

Posted by: Selfish_kid 3 Aug 2011, 00:34
ისევ მზეს და მთვარეს რაც შეეხება

მე უფრო მეტად ვარ "I am" ვიდრე "I balance"

mo.gif


მაგრამ მთვარეს ნაკლებად ვავლენ რეალურად - თუ თვალებში არ ჩავხედე ვინმეს givi.gif

Posted by: diaz_niasamidze 3 Aug 2011, 01:10
QUOTE
მე უფრო მეტად ვარ "I am" ვიდრე "I balance"


პავაროტიც ეგრე იყო givi.gif

Posted by: HAG 3 Aug 2011, 01:16
QUOTE
მე უფრო მეტად ვარ "I am" ვიდრე "I balance"


მმმ... მე ახლა დავფიქრდი რომ შუაზე ვარ გაყოფილი, ანუ ძალიან ვყოფ საქმეს და პირად ურთიერთობებს

საქმეში ვარ I think და პირადში ერთმნიშვნელოვნად I believe Selfish_kid

Posted by: Selfish_kid 3 Aug 2011, 09:44
HAG
QUOTE
საქმეში ვარ I think და პირადში ერთმნიშვნელოვნად I believe



ანუ შენთან მზეს და მთვარეს ფუნქციები შეცვლილი აქვს? biggrin.gif



diaz_niasamidze
ტომ იორკიც ეგრეა yes.gif

Posted by: თაიკო 3 Aug 2011, 11:14

მე მზე უფრო ვარ, მაგრამ მთვარეს მეტად ვავლენ. მორიელი თავისთვის არის და არ ჩანს :დ
და ”მე მსურს” ვარ თავიდან ბოლომდე . უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი: მე ვფიქრობ სურვილებზე. და კიდევ სულ მგონია, რომ ”მე ვაბალანსებ” არის ცხოვრების მიზანი. აქ სასწორები უნდა დავმეტკო.

Posted by: HAG 3 Aug 2011, 11:23
Selfish_kid
QUOTE
ანუ შენთან მზეს და მთვარეს ფუნქციები შეცვლილი აქვს?


ასე გამოდის, თუმცა არც მიკვირს, იმიტომ რომ ჩემს ჰაერ მთვარეს თხის რქა ამიწებს კარგად, და ასპექტებიც ჰო გასათვალსწინებელია wink.gif

ასევე მზის ასპექტები და გამოდის რომ ფუნქციები იცვლება yes.gif

Posted by: The Finаl Cut 13 Aug 2011, 03:12
Sun in Sagittarius, Moon in Scorpio

ეს ასტროლოგიური კომბინაცია ანიჭებს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და სამუშაო ძალას. თქვენი ნატურა არის თვითდაჯერებული, ტემპერამენტიანი და მგრძნობიარე, გაქვთ უნარი გამოძიებისა და კვლევების ჩატარების, ძირითადად იდუმალი მასალების შესახებ, სადაც შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებებს. თქვენი გრძნობები არის ძლიერი და გრძელვადიანი. სიყვარულში ხართ ვნებიანი. ცხოვრების განმავლობაში დაამყარებთ მავალ განსხვავებულ ურთიერთობას ადამიანებთან. ხართ თავისუფალი არსება, სულგრძელი. თქვენი ძლიერი ძალა წარმოსახვისა - დაგეხმარებათ ურთიერთობების კვებაში, და წარმართვაში. ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი შეუპოვრობა და თავისუფლები წყურვილი (სულიერი , ფიზიკური თუ ფინანსური) დაგეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ მატერიალურად. მთავარი იარაღი მდგომარეობს იმაში რომ მორიელი ხელს უწყობს დააწყნაროს ფეთქებადობა, ხშირი უკან დახევა შენს პერსონაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფიქსირებული მიზნის მიღწევაში, რაც უფრო მეტ გამოცდილებას და სიბრძნეს მოგიტანთ

Posted by: Tata_Sonne 19 Oct 2011, 16:11
მზე თხის რქა, მთვარე კურო

ურთიერთობების გენიოსი ხართ. ადამიანების მასებთან გადასარევ კომუნიკაციას ამყარებთ და მოუთმენლად მიიწევთ ამისკენ. სუფთად პრაქტიკულ, მიწიერ მიზნებს მიყვებით. თქვენ ხართ პირივნება ხალხიდან და რა ეშელონებსაც არ უნდა მიაღწიოთ, კარგად აჩვენებთ, რომ არ დაგივიწყიათ საიდან მოდიხართ. იღბლიანი ადამიანი ხართ და იყენებთ ამას, მაგრამ არ ხართ ენერგიული და მიმწოლი, ამიტომ როცა იღბალი გტოვებთ, არ იცით რა გააკეთოთ და ბრაზობთ. შეიძლება ბრაზობდეთ და ვერ იტანდეთ კიდეც, მაგრამ არ ხართ აგრესიული, აცნობიერებთ, რომ აგრესიული სიძულვილი, თქვენს ენერგიას ფანტავს. საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენთ, როცა გიყვართ და უყვარხართ და არა პირიქით. იღბლიანი, მომხიბვლელი, შორსმჭვრეტელი და გულწრფელი ხართ. ამ თვისებებით ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში.
მაგრამ სჯობს, რომ საკუთარ თავზე დაყრდნობას ისწავლიდეთ და არა იღბალზე. ნამდვილად ადამიანური და ერთგული ხართ, არა მარტო კონკრეტული ადამიენების მიმართ, არამედ ადამიანების ჯგუფების მიმართ, ამიტომ რითაც არ უნდა იყოთ ცხოვრებაში დაკავებული, ყოველთვის მზად ხართ დახმარებისთვის. გიყვართ ფუფუნება და კომფორტი, ის პატარ-პატარა დეტალები, რაც ცხოვრებას უფრო "გემრიელს" ხდის. თქვენს ვალდებულებად აღიქვამთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ, რათა თქვენ და თქვენმა ახლობლებმა, რაც შეიძლება კარგად იცხოვროთ.
ერთგული მეუღლე და პასუხისმგებლობით სავსე მშობელი ხართ. დისციპლინა გიყვართ, მაგრამ ისე სჯით, რომ აგრესიას, სიბრაზეს არ ავლენთ. თქვენ უფრო კიცხავთ, მაგრამ მშვიდად. შეიძლება გაუბრაზდეთ ბავშვს ან ადამიანების მთელს ჯგუფს, ორივე შემთხვევაში ინარჩუნებთ სიმშვიდეს. საზოგადოების საძირკველი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა აქტიური სამსახური გაქვთ თუ განმარტოვებულ ცხოვრებას ეწევით, ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული მოქალაქე ხართ, გარშემომყოფების სიყვარულით და აღფრთოვანებით ხართ დაჯილდოვებული.



მზე თხის რქა, მთვარე კირჩხიბი

მგრძნობიარე ხართ და სხვა ადამიანების ინტუიციურად გესმით. საკუთარ თავს უღრმავდებით, გადაჭარბებულადაც კი, იმდენად ღრმად რომ, შესაძლოა, მავნებელიც კი იყოს თქვენთვის. თუ მოახერხებთ თქვენი მგრძნობიარე ნატურა პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოიყენოთ, ალბათ, ადამიანების მართვას შეძლებთ. თქვენთვის წარმატებული იქნებით ბიზნესში წამყვან პოზიციაზე ან მწერლობაში ხელოვნების სფეროში. ძალიან გიყვართ სახლი, გადასარევი მეუღლე და მშობელი ხართ, დამყოლი და მზად ხართ კომპრომისებზე წასასვლელად, რადგან საშინლად ვერ იტანთ ჩხუბს, კომფლიქტებს, მთელი ძალებით ცდილობთ თავი აარიდოთ ამ ყველაფერს. თუ უბედური ხართ, მიდრეკილება გაქვთ დამალოთ ეს.
არ გიყვართ საკუთარ იდეებზე ხმამაღლა ლაპარაკი, გეგმებს დიდი ხნის მანძილზე ჩუმად სახავთ, არავის ახედებთ მათში.ძალიან ამაყი ხართ და გარკვეული თავდაცვითი გარსი გაქვთ, ჩქარობთ ამოეფაროთ მას, როცა გტკენენ. ვერავინ იტყვის რომ გულღია ხართ, არსებობს საშიშროება, რომ ჩაკეტილობის გამო, საკუთარ თავზე ზედმეტად ორიენტირებულ პორივნებად იქცეთ.


Posted by: Galahad 23 Oct 2011, 23:06
მზე-მთვარის ოპოზიციის ნიშნები თუ დაემთხვა მთვარის კვანძების ნიშნებს, რა ხდება მაშინ? biggrin.gif

Posted by: davita32 24 Oct 2011, 02:21
Tata_Sonne
QUOTE
ნამდვილი ფილოსოფოსი, ჰუმანური, თავგანწირული. მთელი სამყარო, თითოეული ადამიანი უყვარს, სანამ მწარე გამოცდილებას არ შეიძენს და იმედგაცრუებული დარჩება. ამ შემთხვევაში მთელს კაცობრიობაზეა განაწყენებული, მაგრამ საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს არასდროს იცვლის, საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების ერთგულია.
ბოღმა არაა, ცუდს არასდროს გაგიკეთებს, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრება, რომ ჩაისვარე და კარგი დამოკიდებულება შენს მიმართ აღარასდროს აღუდგება. თუმცა რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ნაგავი იყო, როცა გაგიჭირდება პირველი მორბის დასახმარებლად.
ვერ აფასებენ, ან აფასებენ მხოლოდ უაღრესად შეგნებული ადამიანები.

დედაჩემია

ზუსტად ეგრე, დედაჩემიც love.gif

Posted by: Qwerty-1 24 Oct 2011, 04:31
QUOTE (Qwerty-1 @ 11 Jan 2011, 13:42 )
ეხლა ვთარგმნი და მადლობა არ დაგავიწყდეთ yes.gif
მზე ლომი - მთვარე სასწორი


კომბინაცია შენი მზისა და მთვარისა შედეგში იძლერვა : ძალიან დამოუკიდებელ, იდეალისტ და რომანტიკოს პერსონას. შენ ხარ გულთბილი ადამიანი, ხშირად სენტიმენტალურად უდგები ცხოვრებას. შენ ხარ პატიოსანი ადამიანი და გაქვს გრძნობა ერთიანობის, პატიოსნების. პირობითად და ტრადიციულად, შენ ხარ ტოლერანტული და ლოგიკურად უდგები ცხოვრებას, ჯანსაღ პატივისცემას გამოხატავ საზოგადო გადაწყვეტილებებისადმი. შენ პატიოსანი და გულღია ადამიანი ხარ, მაგრამ არის კიდევ ბევრი რამ , როდესაც შენ ვერ ამჟღავნებ საკუთარ თავს პირველ შეხვედრაზე, შენ ხარ მოუხელთებელი და ძნელია შენი ჩარჩოში ჩასმა ( ანუ ვერ მიგაჯაჭვებენ რამეზეო) (ისე პირველ პირში ხო არ მელაპარაკა, უფრო გამისოწრდებოდა mo.gif , ვაგრძელებ) . შენ უმეტესად იცი რა უნდა ხალხს შენგან , მაგრამ შენ უნდა იცოდე , რომ მეთოდში უნდა ჩადო სიკეთე შენს საქციელში , ამით შეგიძლია გახდე სანდო პერსონა(მგონი ეს ეწერა) . ხალხმა პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებას, რამეთუ ეს არ არის შენს მიერ პირველი მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასე კარგადაა მოფიქრებული . შენ არ შეგიძლია , რომელიმე ექსტემალურ სპორტს გამოეკიდო , გაგიჟდე მასზე . გარდა საღად აზროვნების უნარისა, შენ შეიძლება იყო დაჯილდოებული კრეატიულობით და წარმოსახვითი უნარით ( Imagination) (იფიფ chups.gif რა მოაჯდა ) . ხელოვნებისა და დრამისაკენ ხარ მიდრეკილი. არის ბევრი , რაც უწყობს ხელს შენს არტისტულობასა და დრამატულობას. შენ შეგიძლია უმეტესად იცხოვრო დამოუკიდებლად და შენი ღრმა ემოციურობა, შეიძლება ზოგჯერ წარუმატებელი იყოს ურთიერთობაში. ამ კომპლექსმა ემოციურობისა შენ არ უნდა გაგხადოს მარტოხელა და გულგრილი. შენ ხარ გაუმაძღარი მეთვალყურე ადამიანური ბუნებისა, მაგრამ არავის გამოადგება, თუ შენ ამ თვისებაში შეტოპავ.

ეხლა ფფლ , მისმინეთ
გარანტიაც რა თქმა უნდა ვერ მოგცემთ რო ყველაფერი სწორადაა, ზოგან აზრიცაა შეცვლილ/შეშლილი , მაგრამ საერთო ჯამში ეს წერია.
ნუ გამკიცხავთ .
bis.gif chups.gif

user.gif რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, პირველად ვკითხულობ მზე ლომი მთვარე სასწორის დახასიათებას, დაჟე ესეც წინადადებებით ვთარგმნე, ტექსტი არც მახსოვდა და აღარც გადამიხედავს user.gif

Posted by: fanko 24 Oct 2011, 05:37
მზე – მერწყული, მთვარე – ლომი

QUOTE
თქვენს ცნობიერში ინტელექტსა და ემოციებს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ინტელექტუალური წყობის ადამიანი ხართ, აქტიურ წარმოსახვას ფლობთ, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე. გახასიათებთ მერყეობა მეცნიერულ და თეორიულ (გამოუცდელ/დაუდასტურებელ) აზრებს შორის. რაც შეეხება ადამიანებს, თქვენი ექსპანსიური და ვნებიანი ნატურის გაცურებას შეძლებს ყველა, ვინც სხვადასხვა მეთოდით ითამაშებს სიყვარულის და მიჯაჭვულობის თქვენს მოთხოვნილებაზე ან ილუზიას შეგიქმნით, თითქოს ესაჭიროება ეგ თვისებები. იდეალისტი, რომანტიკოსი და ხათრიანი ხართ, ადვილად იხიბლებით, ადამიანებს უშვებთ თქვენს სულში და ყოველთვის უძებნით ამ საქციელს გამართლებას, მაშინაც თუ თქვენი სიყვარულის ღირსნი არ აღმოჩნდებიან.
ამაყი, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თუ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, არ გიყვართ აზრის შეცვლა. ამიტომ სიყვარულსა და მეგობრობაში თვალს ხუჭავთ ბევრ რამეზე და დიდხანს ინარჩუნებთ ურთიერთობას. თუმცა თუ პირდაპირ შელახავენ თქვენს ღირსებას მომენტალურად და სამუდამოდ წყვეტთ ურთიერთობას.
არტისტული ხართ. ჯ(ჟ)ინიანი, მაგრამ თუ მყარად დგახართ მიწაზე და არ დაფრინავთ ღრუბლებში.


რამე დამატებითი იმფორმაცი ხომ არ მოგეპოვეათ?
წინასწარ გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: Konstantin_Logos 24 Oct 2011, 09:26
მზე მშვილდოსანში - მთვარე სასწორში

დამოუკიდებელი, თავაზიანი. ყურადღება გარშემომყოფების რეაქციების მიმართ. მეგობრული .
სასიამოვნო გარეგნობა, მიმზიდველობა. ენთუზიაზმი იმართება საღი და გაანალიზებული გამჭრიახი მსჯელობებით და აზროვნებით. შედარების უნარი. უკიდურესობებისგან თავის დაღწევის უნარი, კარგი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი. საზოგადოებრივი აქტიურობა. ხალხის სიყვარული, სიმყუდროვე, ჰარმონია. კონტაქტურობა და რომანტიზმი. გარეგნული ხელგაშლილობა, თუმცა შინაგანად ადამიანი ცივად და ფხიზლად აზროვნებს. ყველაფერს უყურებს ფილოსოფიურად, არა ემოციონალურად. მუსიკალური და მხატვრული უნარები. სიმართლის და სამართლიანობის სიყვარული. ტრადიციების პატივისცემა. ეს ადამიანი ერიდება მოწყენილობას, რუტინას და რთულად იტანს მარტოობას.

user posted imageuser posted image

user posted imageuser posted image

Posted by: diaz_niasamidze 24 Oct 2011, 10:38
QUOTE
მზე მშვილდოსანში - მთვარე მორიელში


დადეთ რა :ანგელოზისმაილი:

Posted by: Papillon 24 Oct 2011, 12:36
diaz_niasamidze
არაა ეგ შენი მთვარე no.gif

http://forum.ge/?showtopic=34206539&f=&st=75&#entry23441518
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=26884557

Posted by: demna_ 24 Oct 2011, 12:39
QUOTE (Tata_Sonne @ 25 Feb 2011, 20:05 )
QUOTE
ასცედენტი აქვს თან მერწყულში

კარგად მოერგება როლს მაშინ)))


ხოდა ეძღვნება demna_ -ს boli.gif

მზე - თევზები, მთვარე - კურო

უაღრესად კომუნიკაბელური და ტაქტიანი ადამიანი ხართ. მტკივნეულად მგრძნობიარე, ამასთან სხვების გრძნობებსაც ანგარიშს უწევთ და ცდილობთ არ ატკინოთ/აწყენინოთ. ამიტომ თქვენთან ადვილია თანაცხოვრება/ურთიერთობა, გიყვართ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. თავაზიანი ხართ, იქამდე სანამ ხელს არ შეგიშლიან და წინ არ გადაგეღობებიან, ამ დროს სიჯიუტეს იჩენთ. თქვენი მოტყუება ძალიან რთულია და თავადაც არ გიყვართ სხვების მოტყუება, არც საკუთარ ინტერესებში გამოყენება. ყოველდღიურობაში ცდილობთ ფორმალურობა შეინარჩუნოთ და თვალ-ყურს ადევნებთ იმას, რომ არავის ჰქონდეს თქვენი ვალი, თავადაც ყოველთვის აბრუნებთ ვალს. აფასებთ მშვენიერებას, ხელოვანი ხართ და მიუხედავათ იმისა რომ დაბადებიდან კარგი საქმიანი ყნოსვა გაქვთ, ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. გაცილებით ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე კომერციული მოლაპარაკებები. წარმატებული და იღბლიანი ხართ, ფული თავისით მოცურავს თქვენს ხელებში, ამიტომ ამაზე ზრუნვა დიდად არ დაგჭირდებათ და არ მოგიწევთ არსებობისთვის ბრძოლა.
ძალიან ახლოა თქვენთვის მუსიკა, შეიძლება თვითონ არ იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული, მაგრამ კონცერტებზე ხშირად და სიამოვნებით ივლით. სიტყვით გიყვართ სხვების მოხიბვლა და ასევე გსიამოვნებთ თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენდები და დადებითი შეფასებები. ღირსების შეგრძნება ძალიან გაქვთ გამოხატული და გსიამოვნებთ, როცა სხვები გაფასებენ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად თქვენი გამოხატული გაწონასწორებულობისა, მომენტებში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ გსიამოვნებთ, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ასეთ შეფასებებზე ჭეშმარიტ მადლიერებას ამჟღავნებთ.
ერთგული მეგობარი ხართ და ასევე ერთგული მეგობრებით ხართ დაჯილდოვებული.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ მგრძნობიარე ნატურამ, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კონტროლი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, არავითარ შემთხვევაში ძალადობით ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ხერხით, ასეთ შემთხვევაში თქვენ აჯანყდებით და წყვეტთ ურთიერთობას. არავის აძლევთ უფლებას გამოგიყენოთ და იმანუპულიროს თქვენით.

user.gif კიდევ ერთხელ წავიკითხე და
ომგ აი ემ სო ჰეფიი
cry.gif

Posted by: davita32 24 Oct 2011, 13:03
ყველა თავისას თარგმნის? biggrin.gif ჩემი არავინ გადათარგმნა ასე რომ თავად გადავთარგმნი.

მზე ლომი, მთვარე მშვილდოსანი

მზისა და მთვარის ასეთი კომბინაცია წარმოშობს მუდმივ მიდრეკილებას მოგზაურობისადმი, თავგადასავლებისადმი და მღელვარებისადმი. ის მუდმივად ეძებ მთას რომელზეც ავა და ქვას რომელთანაც შემობრუნდება, მისი ცხოვრება ჰგავს ჯაჭვს უსასრულო თამაშებისა რომლებიც უნდა მოიგოს და თავგადასავლებისა რომლებიც უნდა აღმოაჩინოს. აქ ერთმანეთში ერევა ლომის სიცოცხლისუნარიანობა, ავტორიტეტი, მაგნეტიზმი და სითბო მშვილდოსნის პატიოსნებას, პირდაპირობას, ცვალებადობას, გულწრფელობას, რის შედეგადაც ასეთ ადამიანს ძალიან ოპტიმისტური და ენთუზიაზმით აღსავსე ტემპერამენტი აქვს. ასეთ ადამიანს მოუსვენარი მაგრამ ყოველთვის პოზიტიური და ფხიზელი გონება აქვს. ასეთი ადამიანისთვის ამოცანაა რომ შეუნარჩუნოს მოგიზგიზე ალი იმ ცეცხლისა რომელსაც ეს ორი ცეცხლის ნიშანი ანთებს, და ერიდოს ტენდენციებს რომლებსაც შეუძლიათ მისი ენრგია უაზროდ დაწვან და დახარჯონ, ცოცხალ მაგრამ არაპროდუქტიულ საქმიანობაზე. შენ უფრო დიდ საფრთხეში ხარ რომ გადაიწვები ვიდრე სხვები. თქვენი ცეცხლოვანი, ემოციური ბუნების საშუალებით და კონსტუქციული მიზნების დასახვით ძალიან ცოტა რამე იქნება რის მიღწევასაც ვერ შეძლებთ. ისინი ხიბლავენ ადამიანებს თავისი ენერგიით და ენთუზიაზმით. მათი უსაზღვრო ენერგია და წარმოსახვითი უნარები არწმუნებთ რომ აქვთ შესაძლებლობა წავიდნენ შორს ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მოახდენს თავისი ენერგიისათვის მიმართულების მიცემას და დასახული მიზნის ერთგულად დარჩენას შეძლებ. მათთვის რთულია რომ ხელი მოკიდონ სამუშაოს, სერიოზულ ურთიერთობებს ან ნებისმიერი სახის მკვეთრად ფოკუსირებულ საქმიანობას. მეწვრილმანეობა და ბანალურობა ააფთრებთ და სიფაქიზე მათი სტილი არ არის. მათ შეიძლბა პრობლემები შეექმნათ იმის გამო რომ ამბობენ იმას რასაც გრძნობენ, არასდროს ალამაზებენ სიტყვებს და არ ზოგავენ ემოციებს. როცა მობილური და თავისუფალია თავს კარგად გრძნობს, მაგრამ როცა იზოლაციაში და დამწყვდეულმა შეიძლება თავი ძალიან უბედურად და გულგატეხილად იგრძნოს.

Posted by: diaz_niasamidze 24 Oct 2011, 13:19
Papillon

რა არაა? აბა რა არის?

QUOTE
ეს ასტროლოგიური კომბინაცია ანიჭებს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და სამუშაო ძალას. თქვენი ნატურა არის თვითდაჯერებული, ტემპერამენტიანი და მგრძნობიარე, გაქვთ უნარი გამოძიებისა და კვლევების ჩატარების, ძირითადად იდუმალი მასალების შესახებ, სადაც შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებებს. თქვენი გრძნობები არის ძლიერი და გრძელვადიანი. სიყვარულში ხართ ვნებიანი. ცხოვრების განმავლობაში დაამყარებთ მავალ განსხვავებულ ურთიერთობას ადამიანებთან. ხართ თავისუფალი არსება, სულგრძელი. თქვენი ძლიერი ძალა წარმოსახვისა - დაგეხმარებათ ურთიერთობების კვებაში, და წარმართვაში. ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი შეუპოვრობა და თავისუფლები წყურვილი (სულიერი , ფიზიკური თუ ფინანსური) დაგეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ მატერიალურად. მთავარი იარაღი მდგომარეობს იმაში რომ მორიელი ხელს უწყობს დააწყნაროს ფეთქებადობა, ხშირი უკან დახევა შენს პერსონაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფიქსირებული მიზნის მიღწევაში, რაც უფრო მეტ გამოცდილებას და სიბრძნეს მოგიტანთ



Posted by: cucqira7 31 Oct 2011, 16:43
QUOTE
მზე -თევზები, მთვარე - ქალწული


ინტუიციას კარგად უთავსებთ ლოგიკას. თუ ერთხელ ადამიანზე დადებითი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, ვერაფერი გაიძულებთ ამ აზრის შეცვლას. ადამიანების არსი კარგად გესმით და მიგაჩნიათ, რომ აქვთ უფლება საკუთარი პრობლემები თავისებური ხერხით მოაგვარონ. გესმით, რომ „გაუგო, ნიშნავს აპატიო“, ძალიან მკაცრი მოსამართლე ხართ თუ თვლით ადამიანს უღირსად, ამავდროულად, შემწყნარებლობას იჩენთ თუ ადამიანში ჯანსაღ საწყისებს ხედავთ. თქვენი მოთმინების უნარი უფრო სპეციფიკურია, ვიდრე უნივერსალური, ინტელექტიდან მოდის და არა ემოციებიდან. ინტუიციაში დიდი დოზით დებთ ლოგიკას, ამიტომ თქვენი განსჯა იმსახურებს ნდობას.
ემოციების გავლენით არასდროს აკეთებთ იმას, რასაც არ ამართლებთ, მაგრამ ხშირად აკეთებთ იმას, რასაც სხვები არ ეთანხმებიან, თუმცა ყოველთვის იცით დარწმუნებით ამ ქმედებების ზუსტი მიზეზები, საკუთარ სიმართლეში ღრმად ხართ დარწმუნებული. სინდისი გაქვთ და რადგან მომთმენები ხართ სხვების მიმართ, საკუთარ თავსაც მოთმინებით ექცევით. უპასუხისმგებლოდ იშვიათად იქცევით, მაგრამ თუ აკეთებთ ამას ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად, ბოლომდე გწამთ რომ თქვენივე წესების მიხედვით თამაშობთ, მერე რა, რომ ეს წესები ამ წამს მოიფიქრეთ?!
კარგად აზროვნებთ, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გაქვთ, რომელიც თქვენი ნატურის სიღრმეს და სერიოზულობას არ ესადაგება. მართალია ცხოვრების შავბნელ და ტრაგიკულ მხარეს არაჩვეულებრივად შეიგრძნობთ, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს დატკბეთ მისით.
ინდოვიდუალიზმით აღსავსე რწმენა და ცხოვრებისეული კონცეფცია, მსოფლმხედველობა გაქვთ, რის მეშვეობითაც ცხად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ერთ ფილოსოფიაში აერთიანებთ, რის მიხედვითაც ცხოვრობთ და აფასებთ სამყაროს.
ეს მდებარეობა კარგია ბიზნესისთვის, მაგრამ არა ხელმძღვანელის როლში. ასევე ისეთ საქმიანობისთვის, რაც მოითხოვს აკურატულობას, სიღრმისეულ ხედვას. ამ მდებარეობით წარმატებული იუმორისტები გამოდიან.


მიყვარს ჩემი მოგონილი წესების დაცვა biggrin.gif სხვისი მოგონილს რატო უნდა დავემორჩილო? biggrin.gif

Posted by: Papillon 15 Nov 2011, 13:07
ყურადღება,ყურადღება
თქვენი დახმარებაა საჭირო

ვინც თარგმნის sun in cancer, moon in aries-ს, დაიმსახურებს კოცნას დოდიკასგან chups.gif

დახმარება კი ნამდვილად გვინდა smile.gif

Posted by: Silverlight 15 Nov 2011, 13:36
QUOTE
შენი მზის და მთვარის ნიშნების კომბინაცია ქმნის ძალიან ძლიერ და მიზანდასახულ ხასიათს. გაქვს მძლავრი მოტო მიაღწიო წარმატებას და მზად ხარ იმუშაო ძალიან ბევრი, რათა უზრუნველყო ამ წარმატების რეალობად ქცევა. პრესტიჟი არის შენი ბედნიერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის. იცი, როგორ მოახდინო შთაბეჭდილება/მოხიბლო ხალხი, მაგრამ დაჟინებით ამბობ უარს თავი მოაჩვენო თითქოს ვინმეს რევერანსებს უკეთებ ან ‘ეტენები’ (სლენგისთვის უკაცრავად :დ). მიგიჩნევენ ტაქტიანად სასიამოვნო პიროვნებად იმ დროს, როცა გაჭირვებით ახერხებ თავი შეიკავო შენი ძალიან განსხვავებული პირადი აზრების/დამოკიდებულებების გამჟღავნებისგან. რაღაც გამოცდილებასთან ერთად შენ შეიძლება როგორც მინიმუმ ისწავლო როგორ დააჭირო ენას კბილი და გამოიმუშავო მინიმალური დოზის მოთმინება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომელთაც არ აქვთ შენნაირი უნარი აქციონ ფიქრები მოქმედებებად. ასეთი კომბინაცია მეტყველებს შენი ბუნების სხარტ/ღრმა (მოკლედ კარგი პონტია რაა :დ shrewd) ხარისხზე და შესაბამისად, ეს ცხადყოფს, რომ ძალიან კარგად გესმის როგორ მუშაობს მსოფლიო/ცხოვრება და იცი, როგორ გაუმკლავდე მას ეფექტურად. შენი ტაქტის ბრენდი/მთავარი მახასიათებელი არის ტკბილად საუბარი და ამავდროულად ხელში წკეპლის ქონა (:დ) - დიპლომატია კომბინირებული ძლიერ თავდაცვით მექანიზმთან. შენი ტვინი კარგად არის მოწყობილი მოიფიქროს ბევრი სხვადასხვა სახეობის პრობლემის გადაჭრის გზები. შენ ხალხთან ურთიერთობ პატივისცემით გამსჭვალული, ზოგჯერ უხეშადაც (ეს უკანაკნელი უზრდელობა/უპატივცემულობას არ გულისხმობს. უფრო სიუხეშეში გადასული პირდაპირობა. @ მთარგმნელის შენიშვნა :დ). შენ არ ხარ ის, ვინც სხვას თვალში ნაცარს შეაყრის, თუმცა თუ საჭირო გახდა, შენი არგუმენტის/კამათის მოსაგებად შეიძლება გამოიყენო სწრაფი ან შეცდომაში შემყვანი საუბრის მანერას. შენ იცი, როგორ გადააქციო პროექტი რეალურ ქმედებებად, გამოიმუშაო ენთუზიაზმი და გრძელვადიან გეგმებს ფრთები შეასხა. შენ იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნები, ვინც იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ შეიძლება ნერვული შეტევა დაგემართოს, თუ ფრთხილად არ იქნები. უნდა ისწავლო ზომიერება მუშაობაში, აზრებში/დამოკიდებულებებში და ზოგადად შენი ხასიათის სიძლიერეში.

აუ რა მაგარია ქვენ კიდე ამბობდით რო მთვარე ვერძი ისაო და ესაო biggrin.gif
ზუსტათ დაჯდა

Posted by: Tata_Sonne 16 Dec 2011, 09:25
მზე თხის რქა, მთვარე ლომი


ერთ-ერთი იმ კომბინაციათაგანია, რომელიც საშუალებას აძლევს "პატრონს" დიდი ძალაუფლება მოიპოვოს ცხოვრებაში. თავისი ენერგიულობის წყალობოთ პოპულარობით სარგებლობს, ეს ხელს უწყობს ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
მისი პიროვნების სიძლიერე და უნარი დაუმეგობრდეს როგორც გავლენიან ადამიანებს ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, ეხმარება თავადვე დაიკავოს გავლენიანი პოზიცია. დიდი ნებისყოფის წყალობით შესწევთ უნარი ენერგია მიზნების მიღწევისკენ მიმართონ და მოთოკონ თავიანთი სულსწრაფობა კეთილგონიერებისა და საღი აზრის წყალობით.
კარგად იცით, როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში, როდის უნდა გამოავლინოთ სიჯიუტე და როდის - დიპლომატიურობა. მნიშვნელოვანი და დისტანციური ადამიანის იმიჯს იქმნით, ამით მანამდე იღებთ მნიშვნელოვანი ადამიანის სტატუსს, სანამ ამას რეალურად დაიმსახურებდეთ. საკუთარი თავის რწმენა გაქვთ და სხვებშიც თესავთ ამ რწმენას. საკუთარ ქმედებებს ახსნა-განმარტებებს არ უძებნით, ცდილობთ თქვენი პიროვნება გამოავლინოთ. რაკი ძალაუფლება თქვენთვის ბევრს ნიშნავს, ამ "სფეროში" ახდენთ რეალიზაციას.
მატერიალისტი ხართ. ფილოსოფიური აბსტრაქციები და საერთოდ ყველაფერი რაც რეალურ სამყაროს არ ეხება, არ გაინტერესებთ. უფრო ადამიანების ერთგული ხართ, ვიდრე იდეების და პირველ რიგში საკუთარი თავის. გულწრფელი ხართ, მაგრამ შეგიძლიათ თავი აარიდოთ პირდაპირ პასუხს, თუ ამას თქვენი პოლიტიკა მოითხოვს. ემოციურად ვნებიანი ხართ, მაგრამ ისეთი შეხედულება იქმნება, თითქოს თქვენი ყველაზე ვნებიანი ემოციებიც კი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, თქვენგან ცალკე და შეგიძლიათ სურვილისამებრ ჩართოთ და გამორთოთ.
ნერვული და ფიზიკური ენერგიის გამო, მუდმივ მოქმედებაში იმყოფებით. ფსიქოლოგიურად ძლიერი ხართ და როცა ენერგია გამოგელევათ, შეგიძლიათ "ცარიელ ნერვებზე" იარსებოთ. უფრო მეტი უნდა იძინოთ, ემოციურად დაწყნარდეთ, ნაკლები ინერვიულოთ და ისწავლოთ განტვირთვა. ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ, იგრძნობთ თუ როგორ იღვიძებს თქვენს სულში გულწრფელი ადამიანური კეთილშობილება და თანაგრძნობა, რომელიც ასე გაკლიათ. მანქანასავით ზუსტი-ადამიანებში იწვევთ აღფრთოვანებას. თუ თანაგრძნობას და კეთილშობილებას გამოავლენთ მათ მიმართ, არა მხოლოდ აღფრთოვანებას, არამედ სიყვარულსაც დაიმსახურებთ. ეს კიდე თავის მხრივ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, რომ თქვენი პრესტიჟი სიყვარულზე იყოს დაფუძნებული და არა ძალაუფლებასა და შიშზე და თქვენ დაინახავთ როგორი პერსპექტივები გადაიშლება თქვენს წინაშე.


Posted by: T1ko 16 Dec 2011, 12:24
Tata_Sonne
QUOTE
მზე თხის რქა, მთვარე ლომი

ვაიმე რა კარგი გოგო ხარ 2kiss.gif
რამდენიხანია ველოდი love.gif

Posted by: demna_ 16 Dec 2011, 12:46
Tata_Sonne
მზე მორიელი მთვარე ლომი სადმე კუნჭულში ხომ არ გაქვს გადანახული? mo.gif mo.gif

Posted by: Tata_Sonne 16 Dec 2011, 14:44
T1ko
2kiss.gif

demna_
აქადე არ მქონდა, მაგრამ მექნება chest.gif

Posted by: demna_ 16 Dec 2011, 14:46
Tata_Sonne
ჩემი ძმა.. მარტო ჩემი bis.gif love.gif

Posted by: progress 16 Dec 2011, 14:57
Virgo/Scorpio
QUOTE
The combination of your Sun sign and your Moon sign produces one that looks and acts like an intellectual, but with an emotional nature that is truly the driving force. This is perhaps the most emotional of the quiet Virgo breed. The quick mind and common sense that is so notable in all with Virgo Sun, is charged with an intense rashness and impulsiveness common to Scorpio. Your ability to reason and rationalize is well developed, but you often seem almost incapable of believing what is foreign to your internal emotional bias. Thus, you become very partisan in whatever causes or ideas light you fire. These you may rationalize and try to give intellectual status, but you usually color judgments with intuition rather than logic. You are facile at thinking up reasons why your ideas are right and always persuasive at putting them across. At times you appear near genius, and at other times, way off base. You are often to be found among the theoretical and radical thinkers, able to prove nearly anything on paper with diagrams to show how it should work. Whether it really will or not in real life may be another thing. Your intellectual powers are strong, but you're often less than realistic. You have a certain zeal that makes it hard for you to remain still and listen to what others have to say, and you can be dominating in your approach to group endeavors. Underneath, you have a somewhat brooding personality that is forever probing, turning over stones and delving for ideas with which you can either feel affinity or enmity. In business you are likely to be successful and valuable to your employer because you do possess powerful leadership qualities. In this environment you seem to become more objective and less emotional. Nonetheless, learning to restrain the natural tendencies of this configuration will make life and relationships much easier.


Warning:
I პოსტი წაიკითხე, თემაში მხოლოდ ქართულად ვდებთ ინფორმაციას smile.gif მოგვიანებით წავშლი



Posted by: serapiti 16 Dec 2011, 18:41
მზე თხის რქა, მთვარე თევზები
ამ მზისა და მთვარის მდებარეობის მქონენი მორალისტები და ჰუმანისტები არიან. აზროვნებენ ფართო საზოგადოებრივი კატეგორიებით. თანაუგრძნობენ უპოვრებს. ამ თვისების გამო ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებენ.იმისთვის რომ დაეხმარონ ადამიანებს ძალაუფლებისაკენ არ მიისწრაფვიან. მათ ურჩევნიათ ანონიმურად აკეთონ კეთილი საქმეები. ვინაიდან იციან თუ რა არის ნამდვილი ღირებულებები ცხოვრებაში, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე და კმაყოფილება ვიდრე საზოგადების აღიარება და მისი ფიქტიური აპლოდისმენტები. ამ მზისა და მთვარის კომბინაციის მქონე ადამიანები კარგად სწავლობენ და ინტელექტუალური შრომის მეშვეობით დიდ წამატებას აღწევენ. მათგან კარგი მეცნიერები, მასწავლებლები, დეტექტივები გამოდიან.
ადამიანურ ურთიერთობებში მომხრენი არიან სამათლიანობისა და თანასწორობის. მათი მგრძნობიარობა გამოხატვას ჰპოვებს არა საკუთარი თავისადმი სიბრალულში, არამედ სხვების გაგებასა და თანაგრძნობაში.ყოველთვის მზად არიან პასუხისმგებლობისა და მოვალეობების საკუთარ თავზე ასაღებად. რის გამოც ბევრი ცდილობს მათ გამოყენებას.არ უნდა დაქორწინდნენ ადმიანზე,მისდამი სიბრალულისა და უკეთესობისაკენ გარდაქმნის იმედით.ასეთი მცდელობა კრახით მთავრდება ხოლმე.

Posted by: rock in rose 16 Dec 2011, 18:45
მზე თევზები-მთვარე მორიელი არ მოიპოვება? თუნდაც რუსულად ან ინგლისურად

Posted by: serapiti 16 Dec 2011, 18:48
rock in rose
http://forum.ge/?showtopic=34206539&f=&st=150&#entry23851970

Posted by: rock in rose 16 Dec 2011, 18:51
serapiti

დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Tata_Sonne 16 Dec 2011, 19:34
მზე მორიელი, მთვარე ლომი

ძლიერი, მიზანსწრაფული ადამიანია. გამოირჩევა შეხედულებებსა და გრძნობებში სტაბილურობით და თუ მხოლოდ თავისი ემოციებით არ ცხოვრობს-რომელიც საკმაოდ ძლიერია-შეძლებს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას და მნიშვნელოვან/საჭირო პიროვნებად ჩამოყალიბებას. საშიშროება იმაში იმალება, რომ ემოციები მთლიანად შთანთქავს, ზედმეტად არის გატაცებული რომანტიკული ოცნებებითა და შეხედულებებით, მაგალითად, იდეალურ სიყვარულზე, რომელსაც შეუძლია რეალობისგან ძალიან შორს გაიტაცოს. რაც შეეხება სიყვარულს, ამ საკითხში იდეალისტია, მაგრამ სექსის ამბავში-სრული რეალისტი. ვერ იტყვი, რომ მკაცრი შეხედულებების ადამიანია, თუმცა როცა სიყვარულს გასცემს, მოელის რომ ასეთივე სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებენ.
შეხედულებები ცხოვრებაზე ადრევე ჩამოუყალიბდა. მის მსოფლმხედველობაში რეალისტული საწყისი არ სჭარბობდა, რადგან ემოციური იმედგაცრუებების გამო უყალიბდებოდა ისეთი იდეალები და ფილოსოფიური კონცეფციები, როგორიც რეალისტული წყობის ადამიანისთვის ბუნდოვანია. ამის მიუხედავად, თავის ოცნებებში დიდ დაკმაყოფილებას განიცდის და ერთადერთი საშიშროება იმაშია, რომ მთლიანად შეიძლება შთაინთქას მათში. ერთეულები თუ შეძლებენ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანებს უყენებს. მაშინაც კი როცა სრულიად მოცულია სიძულვილით, მრისხანებით, შურისძიების სურვილით, დაჰფოფინებს იმ აზრს, რომ ის იდეალისტია და ეს კი შემთხვევითი კრახია... საერთოდ კი ასეთი აფეთქებები მისთვის ხშირი არ არის და კარგი იქნება თუ ჩვეულებაში არ გადაუვა, ამისთვის თავის მოთოკვა სჭირდება. მგრძნობელობამ შეიძლება მთლიანად აიღოს კონტროლი პიროვნებაზე, თუ ფრთხილად არ იქნება. რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა გადალახოს მიდრეკილება (რომელსაც შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს) იმის ფიქრის, რომ თავადვე შექმნა მისი რთული ღირებულებების სისტემა.

Posted by: diaz_niasamidze 16 Dec 2011, 22:36
QUOTE
მზე მორიელი, მთვარე ლომი


ტეტუ ტეტუ

Posted by: salamander_r 17 Dec 2011, 04:03
მზე მორიელი-მთვარე ქალწული არ დევს სადმე აქ?

Posted by: Tata_Sonne 17 Dec 2011, 04:34
salamander_r
ხვალ უფრო სწორად დღეს დავდებ ^^

Posted by: fanko 17 Dec 2011, 16:54
Tata_Sonne
progress
საიდან თარგმნით? რუსულად არ დევს?
ლინკი მომწერეთ

smile.gif

Posted by: resurgam 17 Dec 2011, 19:23
diaz_niasamidze
QUOTE
მზე მორიელი, მთვარე ლომი

QUOTE
ტეტუ ტეტუ

ტეტუ კი არა ძაან მაგარი ვინმეა chups.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Benisio 17 Dec 2011, 19:25
ყველაზე ძერსკი კომბინაციები თხის რქა და მორიელი მთვარეებით დგება

Posted by: demna_ 17 Dec 2011, 19:37
QUOTE (resurgam @ 17 Dec 2011, 19:23 )
diaz_niasamidze
QUOTE
მზე მორიელი, მთვარე ლომი

QUOTE
ტეტუ ტეტუ

ტეტუ კი არა ძაან მაგარი ვინმეა chups.gif love.gif love.gif love.gif

love.gif love.gif love.gif აჰაა


Tata_Sonne მეღსი ბოკუუ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Tata_Sonne 17 Dec 2011, 21:18
salamander_r


მზე მორიელი-მთვარე ქალწული

თქვენი პოზიციები ყოველთვის მკვეთრადაა ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი. გამოირჩევით გულწრფელი აზრებით და მზად ხართ გამოხატოთ ყველაფერი რასაც გრძნობთ და ფიქრობთ. კამათისას შეიძლება გაჩუმდეთ, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე რჩებით. სხვების გასულელება შეგიძლიათ, მაგრამ არასდროს დაუშვებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და თქვენი შეხედულებები ატარებს თქვენი პიროვნების მკვეთრ ანაბეჭდს. ამბიციებს რაც შეეხება, ცდილობთ თვითგამოხატვის საშუალებას, უზრუნველყოფას, აღიარებას მიაღწიოთ და ნაკლებად იბრძვით ძალაუფლებისთვის. რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოთ უფრო ადამიანების გონებას "დაეპატრონებით", ვიდრე მათ ცხოვრებას და თავისუფლებას. ერკვევით პოლიტიკაში და სიამოვნებით გამოხატავთ თქვენს შეხედულებას. რეფორმატორი ხართ, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ საკითხში და არა სოციალურ. გსურთ ადამიანებს აზროვნება აიძულოთ, ხოლო მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე და მათი მართვის აუცილებლობაზე სხვებმა იზრუნონ.
ემოციურ საკითხში ვნებიანი და მიმზიდველი ნატურა ხართ. ერთგულებაზე უცნაური შეხედულება გაქვთ: არ გამორიცხავთ სხვებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდებით. ვერ იტანთ როცა თქვენს პირად ცხოვრებაში და საქმეებში ერევიან. მეორეს მხრივ კი სხვებზე წაჭორავების წინააღმდეგი არ ხართ. სარკაზმის დიდი უნარი გაქვთ და ერთნაირად შეგიძლიათ გიყვარდეთ და გძულდეთ. ისეთი განურჩეველი გამომეტყველებით "სწერვობთ" რომ ეს უფრო მტკივნეულია ვიდრე თავად სიტყვები, თითქოს თქვენი მსხვერპლი თქვენთვის ამაზრზენია და არა აუტანელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის გაკრიტიკება გიყვართ: ადამიანები, ხელოვნება, იდეები, ლიტერატურა. გიყვართ მიწიერი სიამოვნებები და იღებთ კიდეც მას თავისუფლების იმ დონით, რომელიც არასდროს სცილდება დახვეწილ გემოვნებას და არ გადადის ვულგარულობაში. კარგად ვერ იაზრებთ თუ რა არის ცოდვა, მაგრამ კარგად იცით რა არის საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი შეგიძლიათ კარგი სახელის შენარჩუნება, ამიტომ დაუსჯელი რჩებით ხოლმე.





OFFTOPIC:
fanko
პირველ პოსტშია რუსული საიტის ლინკი.

demna_
2kiss.gif


Posted by: woman_ 18 Dec 2011, 01:04
მზე ტყუპები
მთვარე მშვილდი
არ დევს sad.gif

Posted by: Tata_Sonne 18 Dec 2011, 01:49
woman_
QUOTE
არ დევს

ყველას ვერ ვეყოფი...
კაი mo.gif
დავდებ ხვალ.

Posted by: salamander_r 18 Dec 2011, 03:25
Tata_Sonne
QUOTE
მზე მორიელი-მთვარე ქალწული

თქვენი პოზიციები ყოველთვის მკვეთრადაა ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი. გამოირჩევით გულწრფელი აზრებით და მზად ხართ გამოხატოთ ყველაფერი რასაც გრძნობთ და ფიქრობთ. კამათისას შეიძლება გაჩუმდეთ, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე რჩებით. სხვების გასულელება შეგიძლიათ, მაგრამ არასდროს დაუშვებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და თქვენი შეხედულებები ატარებს თქვენი პიროვნების მკვეთრ ანაბეჭდს. ამბიციებს რაც შეეხება, ცდილობთ თვითგამოხატვის საშუალებას, უზრუნველყოფას, აღიარებას მიაღწიოთ და ნაკლებად იბრძვით ძალაუფლებისთვის. რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოთ უფრო ადამიანების გონებას "დაეპატრონებით", ვიდრე მათ ცხოვრებას და თავისუფლებას. ერკვევით პოლიტიკაში და სიამოვნებით გამოხატავთ თქვენს შეხედულებას. რეფორმატორი ხართ, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ საკითხში და არა სოციალურ. გსურთ ადამიანებს აზროვნება აიძულოთ, ხოლო მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე და მათი მართვის აუცილებლობაზე სხვებმა იზრუნონ.
ემოციურ საკითხში ვნებიანი და მიმზიდველი ნატურა ხართ. ერთგულებაზე უცნაური შეხედულება გაქვთ: არ გამორიცხავთ სხვებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდებით. ვერ იტანთ როცა თქვენს პირად ცხოვრებაში და საქმეებში ერევიან. მეორეს მხრივ კი სხვებზე წაჭორავების წინააღმდეგი არ ხართ. სარკაზმის დიდი უნარი გაქვთ და ერთნაირად შეგიძლიათ გიყვარდეთ და გძულდეთ. ისეთი განურჩეველი გამომეტყველებით "სწერვობთ" რომ ეს უფრო მტკივნეულია ვიდრე თავად სიტყვები, თითქოს თქვენი მსხვერპლი თქვენთვის ამაზრზენია და არა აუტანელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის გაკრიტიკება გიყვართ: ადამიანები, ხელოვნება, იდეები, ლიტერატურა. გიყვართ მიწიერი სიამოვნებები და იღებთ კიდეც მას თავისუფლების იმ დონით, რომელიც არასდროს სცილდება დახვეწილ გემოვნებას და არ გადადის ვულგარულობაში. კარგად ვერ იაზრებთ თუ რა არის ცოდვა, მაგრამ კარგად იცით რა არის საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი შეგიძლიათ კარგი სახელის შენარჩუნება, ამიტომ დაუსჯელი რჩებით ხოლმე.




უდიდესი მადლობა.2kiss.gif

ყველა წინადადება დაემთხვა.up.gif

Posted by: Papillon 18 Dec 2011, 12:40
woman_
შეგიძლია თათას შეუერთდე,თარგმნო და თემის განვითარებაში დაეხმარო smile.gif

Tata_Sonne
up.gif მომწონს ეს მერწყული

Posted by: woman_ 18 Dec 2011, 17:11
Tata_Sonne
არა, გადავხედავ რუსულს, არ არის პრობლემა 2kiss.gif



Papillon
უკვე ვთარგმნე რამდენიმე (თუ ზუსტად მახსოვს 2)
და საკმარისია ჩემთვის ამ თემაში ეს

Posted by: monchita 18 Dec 2011, 17:13
იქნებ დაწეროთ საიდან თარგმნითsmile.gif კირჩხიბი- სასწორი მაინტერესებს jump.gif

Posted by: sting 18 Dec 2011, 17:19
QUOTE (თაიკო @ 25 Feb 2011, 18:32 )
მზე კირჩხიბში, მთვარე თევზებში
ადამიანი ძალიან ემოციურია. შენი ადგილი არის სერიალების მაყურებლად და მის მომყოლად. ხშირად იგონებ ადამიანებს და ისინი გიყვარს, გამოგონილები ხომ  გაციელებით რომანტიკოსები არიან. გიყვარს ოჯახის საქმე და შენს შვილებს არასდროს აკლდებათ გემრიელი სუპები და ნამცხვრები. არ ხარ საჭმელებში წუნია. გწყინს, თუ სხვები იწუნებენ შენს გაკეთებულს. ზოგადადაც ბუტია ხარ და ყველაფერი გწყინს. ბავშვსაც შეუძლია აგატიროს. ხშირად იძახი, რომ შენი სიკვდილი მოახლოვდა და უნდა დაგკრძალონ ახლობელ ადამიანებთან ახლოს, თანაც ისეთ ადგილას, რომ შვილებმა და შვილიშვილებმა გინახულონ. გაქვს განვითარებული ინტუიცია და ზედმეტად გაგაჩნია თბილი, ცხელი გრძნობები. გიკვირს და გაღიზიანებს, რომ სხვა ვერ გრძნობს იგივეს.

სრული სისულელეა help.gif

Posted by: progress 18 Dec 2011, 18:07
ვერსად ვერ ვნახე სრულყოფილად მზე ქალწული მთვარე მორიელზე rolleyes.gif

Posted by: Tata_Sonne 18 Dec 2011, 20:55
sting
აბა, ეს ნახე

მზე კირჩხიბი, მთვარე თევზები (2)

თქვენი პიროვნება აფრიან გემს გაქვს, თავისუფლად ლავირებთ ქარის მიმართულების მიუხედავად. ადგილიდან ადგილზე გადაგაქვთ ბალასტი, ცვლით გაჩერების ადგილს და ყურადღებით უსმენთ ამინდს. ეს გეხმარებათ ცხოვრებისეულ ზღვაში წარმატებით გადაადგილეთ წინ. თვქენ დიპლომატი ხართ და წახვალთ არა იქ, სადაც ბრძოლა ყველაზე მეტადაა გაჩაღებული, არამედ სადაც პოზიცია ყველაზე მეტადაა გამაგრებული. კამათისას არასდროს იყენებთ დაუშვებელ არგუმენტებს. იმდენად კეთილგანწყობილი, ამხანაგური და თავაზიანი ხართ, რომ რთულია გაგება რომელ პოზიციას ემხრობით სინამდვილეში და დიდხანს იქნებით თუ არა ამ აზრზე. მაგრამ თქვენი საღი აზრი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი რომელიც გადაწყვეტს მოგბაძოთ, სავარაუდოდ - გასულელდება, თქვენ კი არაფერს დაკარგავთ.
ეჭვიანი ხართ და ადამიანების ნდობა გიჭირთ. მოქმედებისას ყოველთვის ინტუიციას ენდობით და თითქმის არასდროს აგებთ. ადვილად შეგიძლიათ უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება, ამიტომ კარიერული წინსვლა არ არის რთული მისაღწევი. კარგი ბიზნესმენი ხართ, შეგიძლიათ ვაჭრობა, საქმეების მართვის გზებში ერკვევით. ფრთხილი და წინდახედული ხართ, მიიჩნევთ, რომ დიდი ქონება გროვდება წვრილმანებზე ეკონომიით და გონიერი მართვით. იშვიათად იმყოფებით მატერიალურ სიდუხჭირეში.
შეგიძლიათ ადამიანის მასებში პოპულარობის მოპოვება, მაგრამ პირად კონტაქტში ეჭვიანი ხართ და მიუხედავად სიყვარულის დიდი წყურვილისა, თავი დისტანციაზე გიჭირავთ, იმის შიშით რომ მოგატყუებენ და გამოგიყენებენ. როცა გადალახავთ ამ შიშს ან ვინმე მოიპოვებს თქვენს ნდობას, აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ადამიანი ხართ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თქვენი ეჭვიანობა არ დაბრუნდეს და სიყვარული არ მოწამლოს. ისწავლეთ, ნაკლებად ჩაკეტილი და ფრთხილი იყოთ, ცოტა გაიხსენით გარშემომყოფთა მიმართ (იქნება ეს პირად ურთიერთობაში, საქმიან თუ საზოგადო).

Posted by: sting 19 Dec 2011, 02:41
Tata_Sonne


ხო, საერთოდ ლავირების უნარი ჩემი ერთერთი საუკეთესო თვისებაა
საყვარელის სპორტის სახეობა შარში ყოფნა და მშრალად გამოძრომა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეჭვიანი არ ვარ, დანარჩენი ემთხვევა ასე თუ ისე smile.gif

Posted by: viegel 20 Dec 2011, 04:08
ჩემი ნიშნები ვთარგმნე, ეგოისტური მოსაზრებებიდან გამოდინარე რასაკვირველია user.gif

მზე მორიელში, მთვარე მშვილდოსანში

მზის და მთვარის ნიშნების ეს კომბინაცია წარმოქმნის მტკიცე, გამტანი ხასიათის ექსპრესიულ პიროვნებას. მორიელის ემოციური ძალა, მიზანდასახულობა და სიმტკიცე განსაკუთრებით იჩენს თავს, როდესაც მას თან ერწყმის მშვილდოსნის პირდაპირობა და გულწრფელობა. თქვენ იდეალისტი ხართ, სხვებისგან განსხვავებული მსოფლმხედველობა გაქვთ და თქვენივე ფილოსოფიურ სამყაროში ცხოვრობთ. თქვენ სოციუმზე ორიენტირებული ხართ და სურვილი გაქვთ დაეხმაროთ სხვებს, თუმცა კი პირველი ნაბიჯის გადადგმა შესაძლოა ძალიან გაგიჭირდეთ. მოსიყვარულეც ბრძნდებით, ერთგული და ზედმეტად გულწრფელიც კი. რაც შეეხება წარმატებას, მისი მიღწევა მედიცინის, რელიგიის, ან საჯარო სამსახურის სფეროში გაგიადვილდებათ. ზედმეტად იდეალისტი და კრიტიკული ხართ ბიზნესისთვის და ყველა იმ პროფესიისთვის, რომელიც გაქნილობასა და მოხერხებულობას მოითხოვს. თქვენეული ეთიკა უფრო მნიშნველოვნად მიგაჩნიათ ვიდრე სტატუსი და ფული. მიუხედავად იმისა რომ ბუნებით ენთუზიასტი ხართ, წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ სანამ საკუთარი ხასიათიდან მომდინარე იმპულსების კონტროლს არ ისწავლით და საკუთარ თავს უკმეხად მოქცევასა და უტაქტო შენიშვნების კეთებას არ დაუშლით. თქვენ სწრაფად რეაგირებთ ყველაფერზე, წინასწარი განსჯისა და დაფიქრების გარეშე. ასაკის მომატებასთან ერთად უნდა მიხვდეთ თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქვენს სიტყვებს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადამიანებზე და ისწავლოთ როგორ აიცილოთ თავიდან დაპირისპირება და გაუგებრობა. თუ თქვენ გამოიყენებთ თქვენს ძლიერ ემოციურ ენერგიებს, თქვენი მაღალზნეობრივი პრინციპებისა და ღირსების შეგრძნების გათვალისწინებით, წინ დიდი გზა მოგელით.

Posted by: teoj 21 Dec 2011, 13:53
QUOTE

მზე-თხის რქა
მთვარე-მერწყული

პრაგმატული,ტრადიციული ან კონსერვატული,ლოგიკური,გონიერი,რეალისტი,ორგანიზატორი

მზის და მთვარის ასეთი კომბინაცია იძლევა გულწრფელ,დაფიქრებულ, პასუხისმგებელ და ასევე მეგობრულ შინაგან ბუნებას.შენი გულწრფელობა და სინამდვილე ხალხში პოპულარობას გმატებს და შენ გსიამოვნებს საზოგადოებაში აქტიურობა.მთვარე მერწყული გაძლევს ორიგინალურობის ძარღვს(მარინე ბერიძეეე) და ხანდახან გრძნობებს რაც გაშორებს თხის რქისგან.:/ შენ უფრო პროგრესული ხარ და გიზიდავს სიახლეები,მოულოდნელი ცვლილებები.სანამ შენ დაიჯერებ ტრადიციონალურ ღირებულებებს და გამოცდილ მეთოდებს,შენ მანამდე არ გეშინია მომავლის. გაგაჩნია შინაგანი ჰუმანურობა, და გეხერხება რომ სწორად აირჩიო მეგობრები და კომპანიონები.შენ გჭირდება დრო მოსაფიქრებლად.ძალიან ამაყი ხარ და სტატუსი მნიშვნელოვანია შენთვის.შენ აკონტროლებ ემოციებს.შენი სიმშვიდისა და ინტელექტის წყალობით ხარ კარგი კომპანიონი,მაგრამ არც თუ ვნებიანი პარტნიორი.რამდენადაც ვნების ნაკლებობას განიცდი,იმდენად სტაბილური ხარ. :დ

რომ არა გარკვეული ნიუანსები, მშვენიერი ტექსტია biggrin.gif ვნებიანობას მარსი არ განსაზღვრავს? რა შუაშია მზე და მთვარე
იმჰო და + სხვა პლანეტები


Posted by: Papillon 21 Dec 2011, 14:09
teoj
QUOTE
ვნებიანობას მარსი არ განსაზღვრავს? რა შუაშია მზე და მთვარე
იმჰო და + სხვა პლანეტები

გამოცალკევებული ვნება არსებობს? მარსი,ვენერა,მზეც და მთვარეც IMHO, მთვარეა სწორედ ის,ვისაც უყვარს,ვინც განიცდის smile.gif
შეყვარებაა ვენერა,პროცესი ასე ვთქვათ.მარსი ენერგია,ემოციები/განცდები სიყვარულისგან გამოწვეული მთვარეს უკავშირდება. მზე კი... "მე"-ა და მე-ს გარეშე არსებობს რამე? რა ვიცი,ჩემთვის ერთიანობას ნიშნავს smile.gif

პ.ს. სინასტრიაში დავდებ ერთ საინტერესო სურათს პლანეტების მიხედვით შედარება-შეწყობაზე და იქ კარგად ჩანს რასაც ახლა ვგულისხმობ

Posted by: teoj 21 Dec 2011, 14:20
Papillon მოდი, კითხვას შეგიბრუნებ , გამოცალკევებული მზე და მთვარე არსებობს პიროვნების დახასიათებისას? ( მითუმეტეს როცა ვნებას ეხება ჩემი კითხვა.. თუ დააკვირდები შენ მე მეთანხმები smile.gif სინთეზში მოგყავს მთელი ეგ სისტემა და არა მხოლოდ მზე და მთვარეში)
მაშინ როცა მარსის ფუნქცია ენერგია, სექსი და ვნებაა.. ვენერა განსაზღვრავს სიყვარულს, და/ძმა გიყვარს ვნების გარეშე ( ვენერა) სექსი ვნების გარეშე არსებობს? ( მარსი) გიყვარს ადამიანი და გაქვს ვნება ( ვენერა მარსი)
მთვარე შინაგანი ბუნება , სტრუქტურა და არა გრძნობები, მექანიზმია რომელიც ამუშავებს .. სხვადასხვა პროდუქცია სხვადასხვაგვარად გადამუშავდება ერთ სისტემაში.. და რას მიკეტებს მარსი ამ დროს? მივანდოთ ყველაფერი მზეს და მთვარეს ? სხვა პლანეტები ასპექტები და სახლები რას მიკეთებენ? მხარ თეძოზე წვანან?

QUOTE
გამოცალკევებული ვნება არსებობს?

არსებობს , როგორ არა.. ტიპი დავინახე მომეწონა გამიჩნდა ვნება - სულ არ ვიცნობ და მიცნობს
ხასიათი ანუ მზე მაშინ იჩენს თავს როცა ვიცნობ და პიროვნულად მიბათილებს ამ ვნებას (იმიტომ რომ არ მომწონს მისი პიროვნება - დავუშვათ )

Posted by: Papillon 21 Dec 2011, 14:24
teoj
საკმაოდ შეზღუდულ ფუნქციებს უტოვებ მთვარეს,არადა ის ბევრად მეტია ვიდრე თუნდაც სტრუქტურა smile.gif

Posted by: teoj 21 Dec 2011, 14:29
Papillon წინა პოსტში ცავამატე ვნება არსებობს თუ არა გამოცაკავებულად..
ჰოდა ნუ მთვარეს არ ვზღუდავ, იქ ემოციებში კარგად არ დავაკონკრეტე ის ვიგულისხმე რას ვენერა მარსს უფრო ეკუთვნის და არა ყველაფერი რაც ემოციის სფეროს ეხება ...
და მაინც სტრუქტურას რას ერჩი ? biggrin.gif მშვენიერი მძლავრი მექანიზმია

Posted by: child_in_time 24 Dec 2011, 01:21
მზე ლომში, მთვარე ვერძში - ამაზე არ გიწერიათ არაფერი / ?! თუ მე ვერ მივაგენი

Posted by: Tata_Sonne 24 Dec 2011, 01:22
child_in_time
დავდებ ამ დღეებში smile.gif

Posted by: child_in_time 24 Dec 2011, 01:31
Tata_Sonne
კარგი, დაველოდები : )

Posted by: Tata_Sonne 24 Dec 2011, 05:37
child_in_time
დიდხანს არ მოგიწია ))


მზე ლომში, მთვარე ვერძში

ეს მდებარეობა მიუთითებს განსაკუთრებულ სიმამაცეზე. მოვლენები თქვენს ცხოვრებაში საოცარი სისწრაფით ვითარდება, სამყაროში არ არსებობს არაფერი, რამაც შეიძლება შეგაშინოთ. თითქოს შიგნით დიდი ემოციური და ფიზიკური სიმძლავრის "მოტორი" გიდგათ, რომელიც, მცირე ასაკიდან, სხვადასხვა თავგადასავლებისკენ, ახალი სიყვარულისკენ და ცხოვრებისეულ გამოცდილებისკენ მიგაქანებთ. ეს ძლიერი ლიდერის მონაცემებია, როგორც სიტყვებზე, ასევე - საქმეზე. ძალაუფლების მოპოვების ყველანაირი მონაცემები გაქვთ, კეთილსინდისიერების და გულახდილობის/პატიოსნების წყალობით, ადვილად აღწევთ მწვერვალებს.
ენერგია და უშიშარი ხასიათი ხშირად გამოხატვას სასიყვარულო ცხოვრებაშიც პოულობს, რომელშიც ვერ იტანთ პირობითობას და ყველაფერზე მზად ხართ სიყვარულისთვის. ცხოვრების პირველ ნახევარში საკუთარ თავზე ხართ ორიენტირებული. გამორჩეულად პირადული, ეგოისტური მოტივები, ხელს უშლიან, ცხოვრების საწყის ეტაპზე, ამ მდებარეობის უნარების/შესაძლებლობების გამომჟღავნებას.
უნდა ისწავლოთ ობიექტურობა და ინტელექტუალური მიდგომა, როცა ამ ყველაფერს მიაღწევთ, თქვენი ღირსებები აღიარებული და დაფასებული იქნება.
გაქვთ ლიდერის თვისებები, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ბევჯერ წამოკრავთ ფეხს, კუმირების თაყვანისცემის გამო. გყავთ გარმოჩეული ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემთ და მიგაჩნიათ, რომ მისგან უნდა გადმოიღოთ მაგალითი და ისე იცხოვროთ.
შეგიძლიათ ერთდროულად გიყვარდეთ ადამიანი და გაშმაგებულად ეკამათებოდეთ მას. მტკიცედ გწამთ ისეთი ცნებების, როგორიცაა: ვალდებულება, სამართლიანობა, სიმართლე და მზად ხართ ამ ღირებულებების გამო სიცოცხლე გასწიროთ. მებრძოლი ხართ, კამათში დაიჭერთ ერთ კონკრეტულ პოზიციას და არასდროს დაეშვებით წვრილმანების და დემაგოგიური არგუმენტების დონეზე. თქვენი ენერგიულობა ისეთ მაგნიტიზმს განიჭებთ, რომ სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, შეუმჩნეველი არ რჩებით. ერთგული მეგობარი, საყვარელი, გამგები და თანამგრძნობი უფროსი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი.

Posted by: Legally blonde 24 Dec 2011, 14:27
Tata_Sonne
აუ მზე ქალწულ მთვარე ვერძიანს დიდი ხანი მომიწევს ხო ცდა?

აი ჩემი მზე და მთვარეც biggrin.gif


Posted by: child_in_time 24 Dec 2011, 15:11
Tata_Sonne
მადლობა ))
ისეთი დახასიათებაა, უფრო დიდი წარმოდგენა შეგექმნება თავზე )))))

QUOTE
გყავთ გარმოჩეული ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემთ და მიგაჩნიათ, რომ მისგან უნდა გადმოიღოთ მაგალითი და ისე იცხოვროთ.

სადღაც ესეც მართალია, ცხოვრების მაგალითი ნაკლებად, მაგრამ მათ რჩევებს ძალიან ვითვალისწინებ, ( მერწყული, სასწორი )

Posted by: Tata_Sonne 24 Dec 2011, 17:04
child_in_time
QUOTE
ისეთი დახასიათებაა, უფრო დიდი წარმოდგენა შეგექმნება თავზე )))))

biggrin.gif
თან მაგ მზე-მთვარეს "ხელში" კი გაქვს "მიდრეკილება" )))

Legally blonde
არა, მოთხოვნილების მიხედვით ვთარგმნი უკვე
დავდებ მალე ^^

Posted by: Tata_Sonne 27 Dec 2011, 12:22
\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\

Legally blonde


მზე ქალწული, მთვარე ვერძი (2)

სინამდვილეში არც ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგოროც გინდათ გამოჩნდეთ. რადგანაც მიუხედავად თქვენი დანიამიურობისა და საქმიანი ბუნებისა, შინაგანად საკმაოდ გულჩვილი ხართ. თუ სამსახურში მმართველ პოზიციაზე აღმოჩნდებით, არ არის გარანტია, რომ თავს გაართმევთ, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებთ. ურთიერთგამომრიცხავი ბუნება გაქვთ, ამიტომ ის დიდი მორალური სიმამაცე, რაც გაქვთ, ყოველთვის პრაქტიკულ გამოვლინებას ვერ პოულობს. მაღალმორალური და ღირსეული იდეების ასრულება, რომლებსაც სიტყვიერად გამოხატავთ, პრაქტიკაზე გიჭირთ. თუ საქმეს სხვანაირად მიუდგებით, ანუ ჯერ შეასრულებთ და მერე ილაპარაკებთ, მეტს მიაღწევთ და გაცილებით მყარ საფუძველზე დადგებით.
გადასარევი გონება გაქვთ, უფრო კრიტიკულ-ანალიტიკური და ნაკლებად გაქვთ ხელოვნებაში მოღვაწეობის მონაცემები.
ადამიანების დარწმუნების უნარი, მხოლოდ თქვენი პიროვნული ძალის წყალობით გაქვთ. ძალიან პატივმოყვარე ხართ და მიილტვით, თქვენს წრეში, ლიდერის ადგილის დამკვიდრებისკენ. მთელი თქვენი არსი მოითხოვს პიროვნულ აღიარებას, ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობისას, ცოტათი ცივი ჩანხართ.
სიყვარულში თქვენთვის გონება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ურთიერთობაში შეიძლება სიმკაცრეს ავლენდეთ, რაც ძალიან ტკენს საყვარელ ადამიანს.
იდეები-აი რა არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თქვენს ნატურას მიუკერძოებლობას, თავდაჭერილობას და იმ არაჩვეულებრივ ენერგეტიკას მატებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი საქმიანობის სფეროში წამყვანი პოზიცია დაიჭიროთ და ყოველთვის შეეცდებით თქვენი უფლებების და მოვალეობების სფეროს გაფართოვებას.

Posted by: hermion granger 27 Dec 2011, 15:02
Tata_Sonne

მზე თევზები
მთვარე ვერძი

როცა მოიცლი დაწერე რააა smile.gif

Posted by: Tata_Sonne 27 Dec 2011, 15:11
hermion granger
წერია
http://forum.ge/?showtopic=34206539&view=findpost&p=24065700



პ.ს. სარჩევია პირველ პოსტში და იქ ნახეთ-ხოლმე smile.gif

Posted by: hermion granger 27 Dec 2011, 15:14
Tata_Sonne

აჰა, ვნახე მადლობაsmile.gif

Posted by: Tata_Sonne 28 Dec 2011, 01:44
ვინმეს რომელიმე კომბინაცია თუ "ეჩქარება", არ მოერიდოს, მომწეროს )))

***

მზე თხის რქა, მთვარე ქალწული


საკმაოდ დამაჯერებელი იმიჯის ქვეშ, გულჩვილი პიროვნება იმალება. საბოლოოდ, მართალია, წამყვანი პოზიციის მოპოვება შეგიძლიათ, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, როდესაც ბრძანებებს იღებთ. საუკეთესო ვარიანტია შუალედური პოზიციის დაკავება. სიკეთესა და სამართლიანობას ქადაგებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, თავდაჯერებულობა გღალატობთ და ხშირად არ გყოფნით ძალა თქვენი "მრწამსის" და შეხედულებების მიხედვით იმოქმედოთ. ისეთ საქმიანობაში ხართ წარმატებული, სადაც დადგენილი წესების ასრულება გიწევთ. ბიზნესში, რომელშიც სწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, არაფერი გესაქმებათ. ასეთ საქმეში მხოლოდ უსიამოვნება და იმედგაცრუება გელოდებათ: სანამ გამოთვლით, როგორ მოიქცეთ, შანსი დაგეკარგებათ. ამ შანს კიდე გამოიყენებენ, შეიძლება, ნაკლებად ღირსეული, სამაგიეროდ უფრო მოხერხებული და რისკიანი ადამიანები და კარიერული საფეხურებით ქვემოთ ჩამოგიტოვებენ. წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაგრამ როცა თქვენი ბედი თქვენსავე ხელებშია, არაფერს აკეთებთ, გარდა ჟონგლიორობისა, თოთქოს ცხელი კარტოფილი გეჭიროთ.
რაც შეეხება ემოციებს, საკმაოდ მგრძნობიარე და ნერვიული ხართ, მოითხოვთ სურვილების დაკმაყოფილებას. საწინააღმდეგო სქესს მოსწონხართ და არ უნდა განიცდიდეთ პარტნიორების ნაკლებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავთ. ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ცივი ინტელექტუალი ჩანხართ. პარტნიორში ეძებთ როგორც სიყვარულს, ასევე-ჭკუას. ვერასდროს შეძლებთ, დაბალი ინტელექტის ადამიანის ვნებიანად შეყვარებას. სნობი ხართ (არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სოციალური გაგებითაც), ამიტომ ინსტინქტურად ეძებ ადამიანს, თქვენი სოციალური წრიდან. რაც არ უნდა დამოუკიდებელი და უმართავი ჩანდეთ, სინამდვილეში, აღაიარებულ წესებს ექვემდებარებით.

Posted by: Kandinskaia 28 Dec 2011, 01:48
Tata_Sonne

QUOTE
ვინმეს რომელიმე კომბინაცია თუ "ეჩქარება", არ მოერიდოს, მომწეროს )))

არ მეჩქარება მაგრამ biggrin.gif მზე სასწორი, მთვარე მერწყული

თუ გინდა დაგეხმარები თარგმნაში ლინკებიი მომეცი smile.gif

Posted by: progress 28 Dec 2011, 02:22
Tata_Sonne
მზე ქალწული, მთვარე მორიელი ..
მადლობა

Posted by: Tata_Sonne 28 Dec 2011, 02:33
Kandinskaia
ან შენ ხარ ტელეპატი, ან - მე biggrin.gif
სიას რომ გადავხედე, რაც აკლდა, ზუსტად მაგ კომბინაციაზე გავიფიქრე, ერთი ვთარგმნო-მეთქი biggrin.gif (ჯონ ლენონს ჰქონდა ეგ განლაგება :3)

QUOTE
თუ გინდა დაგეხმარები თარგმნაში ლინკებიი მომეცი

ვთარგმნი, არ მეზარება, მაგრამ შენ თუ მეტის წაკითხვა მოგინდება დასერჩე ^_^

ე.ი.


მზე სასწორი, მთვარე მერწყული

რომანტიკოსი რომანტიკოსთა შორის. სიყვარული უბრალოდ ფიზიკური მოთხოვნილება კი არ არის არამედ - ფილოსოფია, ცხოვრების კრედო, რწმენა. სათუთ მიმზიდველობას ასხივებთ, რაც ძალიან იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. გრძნობები თქვენთვის ამაღლებული და ღირსეულია. დახვეწილი მანერების და გემოვნების წყალობით, გარშემომყოფთა თვალში, თქვენი ყველაზე წარმოუდგენელი სასიყვარულო ქმედებებიც კი გამართლებულია. ერთი შეხედვით ზედაპირული და ჰაეროვანი ჩანხართ, ამის მიღმა კი ცხოვრების ღრმა და სერიოზული აღქმა იმალება. მოვლენების დრამატიზირება გჩვევიათ და ცარიელ ადგილზე საკუთარი თავისთვისაც და მეგობრებისთვისაც პრობლემებს ქმნით. ბუნებით დრამატული ხართ, ამიტომ ძალიან გიყვართ ისტორიების მოგონება დაღუპულ სიყვარულზე, უპასუხოდ დატოვებულ გრძნობაზე, დაკარგულ ნათესავებზე და ა.შ. ამ დროს კი ისტორიის მთავარი გმირი, შესაძლოა, სრულიად ნორმალურად ცხოვრობდეს და აზრზეც კი არ მოდიოდეს იმ უბედურებების შესახებ, რომელშიც "გახვიეთ". ამგვარად, თქვენი წარმოსახვა ხშირად ჩარჩოებს სცილდება და კონტროლს არ ექვემდებარება, ფანტაზიების ფრენა რეალურ მოვლენებს ამახინჯებს.
სულით მხატვარი ხართ და თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგად გაქვთ განვითარებული, თქვენი ფანტაზიის პატრონი კარგი მწერალი დადგება ან ხელოვნების ნებისმიერ სხვა სფეროში ჰპოვებს გამოვლინებას.


მე აქედან ვთარგმნე: http://astrorok.ru/luna/vesi-vodolei.php
პირველ პოსტში ინგლისურენოვანი საიტის ლინკი დევს
და უბრალოდ შეგიძლია google-ით დასერჩო sun libra, moon aquarius.


progress

მზე ქალწული, მთვარე მორიელი

ჩანხართ და თავსაც აღიქვამთ ინტელექტუალად, მაგრამ თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ემოციურ ბუნებაში იმალება. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს ფაქტორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს აზროვნებაზე/განსჯის უნარზე. არ შეგიძლიათ დაიჯეროთ ის, რაც თქვენს შინაგან ემოციურ მიდრეკილებებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, შეიძლება, ნებისმიერი თეორიის მხურვალე მიმდევარი აღმოჩნდეთ, თი ის ძალიან მიგიზიდავთ ინტუიციურ/ემოციურ დონეზე. ფლობთ უნარს, თქვენი შეხედულება ანალიზის "მანტიაში" გამოაწყოთ, სინამდვილეში, ამ იდეებამდე მიხვედით არა ინტელექტუალურად, არამედ ინტუიციურად. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თქვენგან იდეა ამოგლიჯონ. გგონიათ, რომ თუ მტკიცედ იდგებით თქვენზე, არ მიიღებთ არანაირ არგუმენტს, ეს ამტკიცებს თქვენი ნატურის სისრულეს. ადვილად მოგყავთ მიზეზები შეხედულებების/იდეების გასამართლებლად, ადვილად არწმუნებთ სხვებს მათ მნიშვნელოვნებაში. შეგიძლიათ ეშმაკობით "გადაუჯოკროთ" ოპონენტს კამათისას, თქვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და არა ჭეშმარიტება. ჯერ-ჯერობით არ იცით, რომ კამათი შეიძლება რამის დამტკიცების მცდელობის გარეშეც მოიგოთ.
შეიძლება, იმ რადიკალთა სიაში აღმოჩნდეთ, რომლებიც ამტკიცებენ ნებისმიერი რეფორმის აუცილებლობას ფურცელზე, ხაზავენ დამაჯერებელ დიაგრამებს და სქემებს, მიუხედავად ომისა, რომ გარკვევით ჩანს, ამ გეგმის წარუმატებლობა. მისიონერი ხართ, გჭირდებათ ადამიანები საკუთარი შეხედულებების სიმართლეში დაარწმუნოთ, თან მიგაჩნიათ, რომ თუ გაიაზრებენ და მიიღებენ ამ იდეას სულ მისი ერთგულნი იქნებიან. ჭკვიანი ხართ, მაგრამ არა რეალისტი. წარმატებული იქნებით როგორც მხატვრული ლიტერატურის, ბელეტრისტიკის მწერალი, მაგრამ თავად საკუთარი თავი იდეების გამტარებელად წარმოგიდგენიათ. თუ გონება დასძლევს ემოციებს - დაუმარცხებელი იქნებით. როცა "გული" მართავს გონებას (რაც თქვენს შემთხვევაში ხშირადაა ასე) საკუთარი თავის მტერი ხართ. გამოიმუშავეთ ცხოვრების მიმართ ობიექტური მიდგომა და ბევრს მიაღწევთ. განიხილოთ მოვლენები მხოლოდ თქვენი პერსპექტივიდან - ნიშნავს თქვენი შესაძლებლობების დაკნინებას.

Posted by: Kandinskaia 28 Dec 2011, 16:24
Tata_Sonne
მადლობა smile.gif



______

Posted by: Tata_Sonne 29 Dec 2011, 08:16
მზე თხის რქა, მთვარე სასწორი

საკუთარი უცედველობის რწმენა გაქვთ, ამან დოგმატიკოსად შეიძლება გაქციოთ, მკაცრ და ხისტ ადამიანად ან მიგიყვანოთ წარმატების მწვერვალისკენ თუ თავდაჯერებულობას და ქმედებას გააერთიანებთ. მეომარი ხართ, უნდა გადალახოთ გაღიზიანებადობისკენ, ბუტიაობისკენ და მეწვრილმანეობისკენ მიდრეკილება. თქვენი ფანტაზიები და წარმოსახვითი აზროვნება ცუდ როლს ითამაშებს ცხოვრებაში, რადგანაც ადამიანები ჩათვლიან, რომ უბრალოდ უცნაურობებით სავსე პიროვნება ხართ, თუ არ აღმოგაჩნდებათ საკმარისი ენერგია და ძალისხმევა, რათა იმოქმედოთ და არა მარტო განსაჯოთ.
ფრთხილად იყავით, რომ უბრალოდ ექსცენტრიულ ადამიანად არ იქცეთ, თქვენი მსოფლმხედველობა დიდი ორიგინალურობით გამოირჩევა, ხოლო მოუთმენლობა ხელს გიშლით ის ყველაზე სასარგებლო და საჭირო კუთხით წარმოაჩინოთ.
დიდი რომანტიკოსი არ ხართ. ადამიანებისგან თავი შორს გიჭირავთ, ეს ეწინააღმდეგება თქვენს შინაგან მოთხოვნილებას იყოთ სოციალური. საქმე იმაშია, რომ ადამიანებთან დაახლოვება გიჭირთ, ბუნებით ამაყი და ეჭვიანი ხართ. ემოციები ხელს გიშლით ფხიზლად იაზროვნოთ. გჯერათ, რომ ისინი (ემოციები) გკარნახობენ და ერევით უსარგებლო საქმეებსა და ურთიერთობებში, როცა ეჭვიანობა გღალატობთ.
საკმაოდ რთული განლაგებაა, მთავარია ისწავლოთ დათმობა, გარკვეულ იდეებზე უარის თქმა და კომპრომისებზე წასვლა ადამიანებთან და სამყაროსთან ურთიერთობისას, მიიღო ის ისეთი როგორიცაა. ზუსტად კომპრომისზე წასვლის უნარით მიაღწევთ წარმატებას და რაც უფრო კარგად დაეუფლებით თანამშრომლობის ხელოვნებას, მით უფრო დიდი იქნება ეს წარმატება.



მზე თხის რქა, მთვარე მორიელი

უზარმაზარი შეინაგანი ენერგია და მტკიცე ხასიათი გაქვთ. დამოუკიდებელი. გრძნობთ თქვენი პიროვნების მნიშვნელოვნებას. არასდროს კარგავთ ამ განცდას, თავმოყვარეობა ყოველთვის გინარჩუნებთ ღირსების გრძნობას. ასაკთან ერთად იაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია და გჭირდებათ ადამიანებთან თანამშრომლობა, ხვდებით, რომ სხვებსაც აქვთ იგივე უფლებები, რაც თქვენ. ბუნებით მიდრეკილი ხართ სიმკაცრისკენ და სხვების განსჯისკენ, ამიტომ ყოველთვის გაქვთ თქვენი აზრი სხვა ადამიანების ქმედებებთან დაკავშირებით, მკაცრი მოსამართლე ხართ. მაგრამ თავშეკავებულობის წყალობით იშვიათად გამოხატავთ ამ ყველაფერს ღიად, თუმცა სიტყვების გარეშეც შეგიძლიათ ბევრი რამის გამოვლენა. დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთის სახელითაც შეგიძლიათ განსაჯოთ. თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ცდებით რთულია, მოუდრეკელი ხართ, თავს იკატუნებთ, თოთქოს არ გესმით მეორე ადამიანის აზრი (სინამდვილეში, ყველაფერი გადასარევად გესმით), ოღონდ არ დაეთანხმოთ მას.
მადლიერების გრძნობა გაქვთ, ადამიანების მიმართ ერთგული ხართ, საღად უყურებთ ცხოვრებას. ხვდებით, რომ აღებული მოვალეობები უნდა შეასრულოთ. შეგიძლიათ სხვების პრობლემების გააზრება, მაშინაც კი, როცა არაფერს გეუბნებიან, როცა ურჩევნიათ, არაფერი იცოდეთ მათზე. ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას ენდობით. აღმოჩნდება სწორი თუ არა საბოლოოდ, მაშინაც ერთგული ხართ ამ შთაბეჭდილების, განსაკუთრებით თუ უარყოფითი იყო ის. მომთმენი ჩანხართ არადა ასე არ არის, რაც არ უნდა ტაქტიანად იქცეოდეთ, გულში მკაცრი მსაჯული ხართ. შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც მკაცრად განსჯით, მაგრამ მისი პრობლემა, რეალურად, არ შეგაწუხებთ. კარგად ყოფთ ერთმანეთისგან გრძნობებს და აზრებს, ემოციები საერთოდ არ გიშლიან ხელს საღად აზროვნებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან ხართ ვინმეზე მიჯაჭვული. მაგრამ თვითდისციპლინის წყალობით ინარჩუნებთ საღ აზრს, სიმშვიდეს და სიფხიზლეს.

Posted by: Mathilda 29 Dec 2011, 19:41
მზე ლომი
მთვარე ქალწული დადეთ რა

mo.gif

Posted by: Qwerty-1 29 Dec 2011, 19:52
Mathilda
სასწორში მყავს მე yes.gif


ისე vis.gif
რა მთვარე ქალწული
რატორატორატო user.gif

Posted by: Mathilda 29 Dec 2011, 19:59
Qwerty-1

QUOTE
სასწორში მყავს მე

:დ

ოკ

QUOTE
რა მთვარე ქალწული
რატორატორატო


როგორ არ დაგეთანხმო
mad.gif

ხო, მზე ლომი მთვარე ლომიც მინდა რა , ჩემი დაა და მაინტერესებს mo.gif mo.gif

Posted by: progress 30 Dec 2011, 00:31
Tata_Sonne
მადლობ.
QUOTE
შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც მკაცრად განსჯით, მაგრამ მისი პრობლემა, რეალურად, არ შეგაწუხებთ. კარგად ყოფთ ერთმანეთისგან გრძნობებს და აზრებს, ემოციები საერთოდ არ გიშლიან ხელს საღად აზროვნებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან ხართ ვინმეზე მიჯაჭვული. მაგრამ თვითდისციპლინის წყალობით ინარჩუნებთ საღ აზრს, სიმშვიდეს და სიფხიზლეს.

ეს ნაღდია, დანარჩენი ისეე რააააა, ალბად ასპექტები ცვლიან რაღაცეებს gigi.gif

Posted by: muchacha818 4 Aug 2012, 02:04
მზე თხის რქა, მთვარე ქალწული


საკმაოდ დამაჯერებელი იმიჯის ქვეშ, გულჩვილი პიროვნება იმალება. საბოლოოდ, მართალია, წამყვანი პოზიციის მოპოვება შეგიძლიათ, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, როდესაც ბრძანებებს იღებთ. საუკეთესო ვარიანტია შუალედური პოზიციის დაკავება. სიკეთესა და სამართლიანობას ქადაგებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, თავდაჯერებულობა გღალატობთ და ხშირად არ გყოფნით ძალა თქვენი "მრწამსის" და შეხედულებების მიხედვით იმოქმედოთ. ისეთ საქმიანობაში ხართ წარმატებული, სადაც დადგენილი წესების ასრულება გიწევთ. ბიზნესში, რომელშიც სწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, არაფერი გესაქმებათ. ასეთ საქმეში მხოლოდ უსიამოვნება და იმედგაცრუება გელოდებათ: სანამ გამოთვლით, როგორ მოიქცეთ, შანსი დაგეკარგებათ. ამ შანს კიდე გამოიყენებენ, შეიძლება, ნაკლებად ღირსეული, სამაგიეროდ უფრო მოხერხებული და რისკიანი ადამიანები და კარიერული საფეხურებით ქვემოთ ჩამოგიტოვებენ. წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაგრამ როცა თქვენი ბედი თქვენსავე ხელებშია, არაფერს აკეთებთ, გარდა ჟონგლიორობისა, თოთქოს ცხელი კარტოფილი გეჭიროთ.
რაც შეეხება ემოციებს, საკმაოდ მგრძნობიარე და ნერვიული ხართ, მოითხოვთ სურვილების დაკმაყოფილებას. საწინააღმდეგო სქესს მოსწონხართ და არ უნდა განიცდიდეთ პარტნიორების ნაკლებობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავთ. ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ცივი ინტელექტუალი ჩანხართ. პარტნიორში ეძებთ როგორც სიყვარულს, ასევე-ჭკუას. ვერასდროს შეძლებთ, დაბალი ინტელექტის ადამიანის ვნებიანად შეყვარებას. სნობი ხართ (არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სოციალური გაგებითაც), ამიტომ ინსტინქტურად ეძებ ადამიანს, თქვენი სოციალური წრიდან. რაც არ უნდა დამოუკიდებელი და უმართავი ჩანდეთ, სინამდვილეში, აღაიარებულ წესებს ექვემდებარებით.

ეგრე. მართალია . სიმართლეა და ა.შ

განსაკუთრებით ეს
QUOTE
მაგრამ როცა თქვენი ბედი თქვენსავე ხელებშია, არაფერს აკეთებთ, გარდა ჟონგლიორობისა, თოთქოს ცხელი კარტოფილი გეჭიროთ.


sad.gif

Posted by: Christopher Robin 4 Aug 2012, 14:53
ეს როდინდელი თემა ამოტივტივებულა...

მზე ტყუპები - მთვარე სასწორი არ არის? wink.gif

Posted by: HAG 10 Aug 2012, 13:34
ჩემი ახლადაღმოჩენილი მთვარე კურო მეორე სახლში

QUOTE
მზე - თევზები, მთვარე - კურო

უაღრესად კომუნიკაბელური და ტაქტიანი ადამიანი ხართ. მტკივნეულად მგრძნობიარე, ამასთან სხვების გრძნობებსაც ანგარიშს უწევთ და ცდილობთ არ ატკინოთ/აწყენინოთ. ამიტომ თქვენთან ადვილია თანაცხოვრება/ურთიერთობა, გიყვართ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება. თავაზიანი ხართ, იქამდე სანამ ხელს არ შეგიშლიან და წინ არ გადაგეღობებიან, ამ დროს სიჯიუტეს იჩენთ. თქვენი მოტყუება ძალიან რთულია და თავადაც არ გიყვართ სხვების მოტყუება, არც საკუთარ ინტერესებში გამოყენება. ყოველდღიურობაში ცდილობთ ფორმალურობა შეინარჩუნოთ და თვალ-ყურს ადევნებთ იმას, რომ არავის ჰქონდეს თქვენი ვალი, თავადაც ყოველთვის აბრუნებთ ვალს. აფასებთ მშვენიერებას, ხელოვანი ხართ და მიუხედავათ იმისა რომ დაბადებიდან კარგი საქმიანი ყნოსვა გაქვთ, ისეთი საქმიანობა, როგორიცაა მედიცინა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ. გაცილებით ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე კომერციული მოლაპარაკებები. წარმატებული და იღბლიანი ხართ, ფული თავისით მოცურავს თქვენს ხელებში, ამიტომ ამაზე ზრუნვა დიდად არ დაგჭირდებათ და არ მოგიწევთ არსებობისთვის ბრძოლა.
ძალიან ახლოა თქვენთვის მუსიკა, შეიძლება თვითონ არ იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული, მაგრამ კონცერტებზე ხშირად და სიამოვნებით ივლით. სიტყვით გიყვართ სხვების მოხიბვლა და ასევე გსიამოვნებთ თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენდები და დადებითი შეფასებები. ღირსების შეგრძნება ძალიან გაქვთ გამოხატული და გსიამოვნებთ, როცა სხვები გაფასებენ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად თქვენი გამოხატული გაწონასწორებულობისა, მომენტებში საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ გსიამოვნებთ, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან. ასეთ შეფასებებზე ჭეშმარიტ მადლიერებას ამჟღავნებთ.
ერთგული მეგობარი ხართ და ასევე ერთგული მეგობრებით ხართ დაჯილდოვებული.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ მგრძნობიარე ნატურამ, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კონტროლი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, არავითარ შემთხვევაში ძალადობით ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ხერხით, ასეთ შემთხვევაში თქვენ აჯანყდებით და წყვეტთ ურთიერთობას. არავის აძლევთ უფლებას გამოგიყენოთ და იმანუპულიროს თქვენით.


Posted by: ta petite amie 12 Aug 2012, 15:59
QUOTE
მზე - მერწყული, მთვარე - თევზები

ინტიუციური ხართ, მიდრეკილი მისტიკისადმი. ეყრდნობით თქვენს მიხვედრილობას და ინტიუციურ გამონათებებს და თქვენი აზროვნების სისწრაფეს კი შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით წაგიყვანოთ - სიმართლისკენ ან შეცდომისკენ. გრძნობთ პოეზიას, როგორც მეცნიერებას და პოულობთ პოეზიას მეცნიერებაში. რეალურის და აბსტრაქტულის ერთობა, ნამდვილის და წარმოსახვითის, მისტიკურის და მიწიერის, საშუალებას გაძლევთ ცოდნის უამრავ სფეროში გაერკვეთ. გესაჭიროებათ კარგი განათლება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პატივისცემა სიზუსტეებისა და ფაქტების მიმართ. ასეთი ინტელექტუალური მომზადების გარეშე, შეგიძლიათ იქცეთ უმაღლესი დონის ფანტაზიორად, მედიუმად ან ნათელმხილველად, რომელსაც სჯერა მოჩვენებების, ელფების და ფერიების. ნებისმიერ შემთხვევაში ცხოვრებაში მაინც აღგაფრთოვანებთ ის რაც ცოდნის მიღმაა, იდუმალი და უცნაური. ის, რაც გაიძულებთ მიყვენთ უცნაურ ცრუმორწმუნეობას ერთ საკითხში და ამ დროს გამოიჩინოთ სრული ლოგიკურობა და რაციონალურობა მეორეში.
არ არის ადვილი თქვენს პირად ცხოვრებაში შეღწევა. შეიძლება გქონდეთ განდიდების მანია ან თვალთვალის, დაიჯეროთ ჯადოქრების და კუდიანების, ალქიმიის ან იმის, რომ დედამიწა ბრტყელია.
ყველაფერში რასაც აკეთებთ და გჯერათ, ერთმანეთში გადაჯაჭვულია რეალური და ირაციონალური, მაგრამ თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ რეალობასთან, იმისთვის, რომ ამ უცნაურობებს რამე ცუდი შედეგი მოყვეს, ისინი მხოლოდ მატებენ კოლორიტს და იდუმალებას თქვენს პიროვნებას. სიყვარულში იდეალისტი ხართ, ერთგული და მგრძნობიარე, ადვილად ტყუვდებით და უფრო გეწყინებათ, ვიდრე გაბრაზდებით, თუ გაგასულელებენ.

რა ბანძი ჰოროსკოპი მქონია vis.gif

Posted by: AnEeEeE=]] 15 Aug 2012, 17:32
(მზე)თევზები-(მთვარე)ლომი მიამატეთ რაა rolleyes.gif

Posted by: tamunia891 16 Aug 2012, 10:48
QUOTE
მზე კირჩხიბში, მთვარე თევზებში


მე მაქვს ეს კომბინაცია smile.gif

ჩემს შვილს მზე და მთვარე ყავს ლომში. ხოდა როგორი კომბინაციაა?

Posted by: resurgam 16 Aug 2012, 11:05
tamunia891
QUOTE
ჩემს შვილს მზე და მთვარე ყავს ლომში. ხოდა როგორი კომბინაციაა?

შესანიშნავი კომბინაციაა, თავს არავის დააჩაგვრინებს ცხოვრებაში wink.gif რასაც ვერ ვიტყვი შენზე. შენ ძალიან სათუთი ბუნება გაქვს yes.gif ყველას მამიდა ხარ და ყველა გეცოდება. საპირისპირო კომბინაცია ანუ მზე თევზი-მთვარე კიბო ჯობია, ის უფრო "გამძლეა", თუმცა ინტუიცია გექნება ძაან მაგარი, ისეთი რომ "ქვას გახეთქავს" biggrin.gif

Posted by: tamunia891 16 Aug 2012, 11:10
resurgam
QUOTE
შესანიშნავი კომბინაციაა, თავს არავის დააჩაგვრინებს ცხოვრებაში  რასაც ვერ ვიტყვი შენზე. შენ ძალიან სათუთი ბუნება გაქვს  ყველას მამიდა ხარ და ყველა გეცოდება. საპირისპირო კომბინაცია ანუ მზე თევზი-მთვარე კიბო ჯობია, ის უფრო "გამძლეა", თუმცა ინტუიცია გექნება ძაან მაგარი, ისეთი რომ "ქვას გახეთქავს"


ეს ყველას მამიდობა ასაკთან ერთად მცირდება მინდა გითხრა. კი მეცოდება ბაზარი არაა ვუთანაგრძნობ და ვცდილობ არავინ დამრჩეს უყურადღებოდ. თუმცა არ ვიცი რომელი ნიშნის გავლენაა ისიც მაქვს თუ რა მინდა მე და ჩემს პირადსაც არ ვივიწყებ. ინტუიცია კი მაქვს საკმაოდ კარგი. ზოგს უკვირს ხოლმე რაღაც საკითხზე რომ არ ვღელავ და დარწმუნებით ვიცი რომ წარმატებით გამოვა.

Posted by: _SisterofNight_ 17 Aug 2012, 20:15
მზე თხის რქა მთვარე მშვილდოსანი ვერ ვიპოვე აქ. ჩემი შვილია და მაინტერესებს.

Posted by: kanian_U 17 Aug 2012, 20:46
მზე ქალწულში მთვარე მშვილდში არ წერია cry.gif
ინგლისურად სად ვნახო?

Posted by: Future> 19 Aug 2012, 17:12
ეს ძველი ნათარგმნი ვნახე ჩემი
მივუმატებ

აბა თქვენ იცით
გავიპარე ისევ yes.gif

Sun in Sagittarius, Moon in Scorpio
მზე მშვილდოსანი, მთვარე მორიელი



მზისა და მთვარის ასეთი ეს კომბინაცია გამოირჩევა თვითდაჯერებულობით საკუთარ თავში. პიროვნება ვითარდებით ძალიან სწრაფად და დამოუკიდებლად, რაც თქვენს ადრეულ წლებშივე შეიმჩნევა. იცით რა გინდათ და როგორ უნდა მიაღწიოთ თქვენს მთავარ მიზანს. განვითარებულია თქვენში სამართლიანობა, სიბრძნე, გონიერება და გამჭრიახობა. ასევე მორიელი განიჭებთ ცოდნას და ძალას რომ ბრძოლა, სურვილები და მიზნები ბოლომდე მიიყვანო. ასეთი კომბინაცია ნათელს ხდის თუ რატომ შეგიძლია გააკეთო ძალიან ბევრი რამ, კონკრეტული მიზნისათვის. ოპტიმიზმი და ზუსტი გათვლები გხდით ძნელად დასამარცხებელ პიროვნებას. თქვენი ნატურა ფრთხილი და ჭკვიანია, რაც გხდით კარგ სტრატეგსა და საქმის მმართველს, როგორც ბიზნესში ასევე სხვა პროფესიებში. შეგიძლიათ მოიქცეთ ტაქტიანად და გამართოთ მოლაპარაკებები ასევე მართოთ თქვენი ტემპერამენტი და საბოლოოდ თავი აარიდოთ პირდაპირ და სულელურ გადაწყვეტილებებს. ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს, წარმატებისთვის. თქვენი გონება სწრაფია და გაქვთ უნარი გათვალოთ თქვენი ნაბიჯები , მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუკი მოიქცევით იმპულსურად და ფიცხად.
თქვენ ძალიან ბევრი ემოციური ენერგია გაქვთ, რომელიც კონტროლირებას ექვემდებარება თქვენი ჭკუის და გონების მიერ, რაც გაძლევთ საშუალებას მიაღწიოთ მაღალ სიმაღლეებს თქვენს ცხოვრებაში. თვალს მიღმა, სინამდვილეში თქვენში ღრმად, ძალიან მგრძნობიარე ნატურაა და თქვენი აგრესიულობა მხოლოდ ინსტინქტური დაცვითი სისტემაა. თქვენი შეტევები ხორციელდება ყველაზე დაუცველ და მტკივნეულ ადგილას რაც გამოიხატება კონკრეტულ საქციელში ან სიტყვებში. გჭირდება კონცენტრირება და სხვისი მოსაზრებების მოსმენა, ასევე უნდა აკონტროლო ემოციური რეაქციები, რაც ძალიან მოქმედებს თქვენზე.
ამ კომბინაციის ადამიანებს ჭირდებათ რაიმე "გრანდიოზული" და "ყოვლის მომცველი" რომელისთვისაც მისი ყველა ენერგია იხარჯება. მორიელი უზრუნველყოფს შინაგან ძალას, მოტივს და გამძლეობას წარმატების მისაღწევად, როდესაც მშვილდოსანი ინარჩუნებს მოვლენების აღქმის უნარს და ოპტიმიზმს ყველაზე რთულ და დამღლელ მომენტებში.
როგორც მშვილდოსანი ასევე მორიელი ძლიერ შეიარაღებულია . მშვილდი ცეცხლოვანი ისრებით, მორიელი, სიკვდილთან მოვაჭრე კი ნესტარით, გველის შხამით და მარწუხებით.
თქვენ ძალიან დამოუკიდებელი ხართ და გირჩევნიათ თქვენი ბილიკი გაიყვანოთ. სულით თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ამარაგებთ თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებით და ახალი განცდებით. თქვენი მეამბოხე ნატურა იბრძვის თქვენს შიგნით, და ადვილად უერთდება ახალ „ჯვაროსნულ ლაშქრობებს.“
თქვენ გაქვთ ამთვისებელი და შემცნობი გონება, ძლიერ ინტელექტუალურ მიდრეკილებებთან ერთად. შეგიძლიათ იყოთ ნოვატორი და მსწავლული. არაჩვეულებრივი, ამოუცნობი და აღმოუჩენელი მოვლენები გიზიდავთ. გიყვართ ეგზოტიკური საგნები და ღრმად თხრა საძირკველამდე. ასევე გიყვართ მოგზაურობა , გიტყუებთ მაგიური და შორეული ადგილები.
+

თქვენ ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელი ხართ.
ადრე ვითარდებით და ცდილობთ თვითონვე იპოვოთ საკუთარი გზა ცხოვრებაში. ყოველთვის იცით რა გინდათ და სხვადასხვა საშუალებბებით ყოველთვის ასრულებთ თქვენს სურვილებს ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებთ, ფლობთ მახვილ, ჩქარ აზროვნებას, გამოკვეთილ გრძნობებს არამხოლოდ საკუთარი ღირსებების არამედ სხვების უფლებებისა და თავისუფლების მიმართ.

არასდროს ერევით მეგობრების ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს ხან ამართლებთ ხან კი არა, იცავთ პრინციპს "იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით და სხვას ხელს ნუ შეუშლი". იცით რა არის სწორი და რა არასწორი, არ გჩვევიათ დამრიგებლობა ამიტომაც ადამიანები თამამად გიზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პოულობენ რა თქვენი სახით თანამგრძნობ მსმენელს.
თქვენ მგრძნობიარე, მაგრამ თავშეკავებული ხართ. არ ამჟღავნებთ საკუთარ სიმპათიებს აშკარად, მიმართავთ რა სხვა ხერხებს მათ გამოსახატავად.
რაც შეეხება სწავლას, თქვენ არაჩვეულებრივი სტუდენტი ხართ, დინჯი და ინტუიციური, ადვილად ითვისებთ საგნის არსს. შეგიძლიათ გადმოსცეთ მიღებული ინფორმაცია ისე, რომ მან მიიღოს ახალი და უჩვეულო მნიშვნელობა. თქვენ მხიარული ხართ, ფლობთ არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობას- კამპანიის სული ხართ, თუ არ განიცდით მორიგ ფილოსოფიურ შეტევას ან არხართ უჟმურ ხასიათზე.

სიყვარულში ეფლობით მხურვალედ, თუმცა საღი აზროვნებით, თქვენი რომანები გამოირჩევიან კეთილშობილებით (სხვანაირად ვერ ვთარგმნე) და გარშემორტყმულნი არიან რომანტიული ფილისოფიით. ცოტათი ნერვიულიც ხართ, თუმცა თქვენივე დისციპლინისა და შეზღუდვების წყალობით ახერხებთ საკუთარი მისწრაფებების კალაპოტში ჩასმას და მათთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევი მიმართულების მიცემას.
ცხოვრებას უყურებთ ძალიან სერიოზულად, და მიუხედავად თქვენი იუმორის მოყვარულობისა, არ უდგებით დაუფიქრებლად თქვენს მოვალეობებს.
ასე რომ თქვენ შორს უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში ... (თქვენ იიცით ) © Summer_Rain

+
ეს ასტროლოგიური კომბინაცია ანიჭებს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და სამუშაო ძალას. თქვენი ნატურა არის თვითდაჯერებული, ტემპერამენტიანი და მგრძნობიარე, გაქვთ უნარი გამოძიებისა და კვლევების ჩატარების, ძირითადად იდუმალი მასალების შესახებ, სადაც შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებებს. თქვენი გრძნობები არის ძლიერი და გრძელვადიანი. სიყვარულში ხართ ვნებიანი. ცხოვრების განმავლობაში დაამყარებთ მავალ განსხვავებულ ურთიერთობას ადამიანებთან. ხართ თავისუფალი არსება, სულგრძელი. თქვენი ძლიერი ძალა წარმოსახვისა - დაგეხმარებათ ურთიერთობების კვებაში, და წარმართვაში. ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი შეუპოვრობა და თავისუფლები წყურვილი (სულიერი , ფიზიკური თუ ფინანსური) დაგეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ მატერიალურად. მთავარი იარაღი მდგომარეობს იმაში რომ მორიელი ხელს უწყობს დააწყნაროს ფეთქებადობა, ხშირი უკან დახევა შენს პერსონაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფიქსირებული მიზნის მიღწევაში, რაც უფრო მეტ გამოცდილებას და სიბრძნეს მოგიტანთ ©The Finаl Cut

იმედია , იმედია

კარგი დასამშვიდებელი ზღაპრებია ძილის წინ gigi.gif

fig.gif

Posted by: ემპეწრი 30 Aug 2012, 19:53
მზე ტყუპები მტვარე თევზები დადეთ რა sad.gif

Posted by: კახა251 30 Aug 2012, 20:27
რომ იცოდეთ მთვარე ტყუპი, მზე მორიელს როგორ მიასმაგებს.

არმიასავით(აი თითქოს მორიელების ჯარით ივსება გონება) ქმნის და ხშირად მზად ვარ(და ვაკეთებ კიდეც) სამიზნეში ვისაც ამოღიგებ, სიკვდილამდე "ვჭამო".
ვერ ვკმაყოფილდები ხოლმე, არ გამომდის. მინდა ხოლმე რომ მეხვეწონ რომ შევეშვა.

smile.gif

ყოველდღიურობაა ეს.

ვისაც არ გამოუცდია, ვერაფერსაც ვერ გამიგებს.

ძლიერი კომბინაციაა(ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი). smile.gif

Posted by: resurgam 30 Aug 2012, 20:35
კახა251
QUOTE
რომ იცოდეთ მთვარე ტყუპი, მზე მორიელს როგორ მიასმაგებს.

არმიასავით(აი თითქოს მორიელების ჯარით ივსება გონება) ქმნის და ხშირად მზად ვარ(და ვაკეთებ კიდეც) სამიზნეში ვისაც ამოღიგებ, სიკვდილამდე "ვჭამო".



ყოველდღიურობაა ეს.

ვისაც არ გამოუცდია, ვერაფერსაც ვერ გამიგებს.

ძლიერი კომბინაციაა(ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი). 

კაქი რა biggrin.gif lol.gif შენი გაორებული მთვარე რომელიც გაზვიადებისკენაა მიდრეკილი გაიძულებს ასეთი ბლატნოი პოსტები წერო biggrin.gif რეალურად ყველაზე ძლერი კომბინაცია მზე მორიელის შემთხვევაში არის მზე მორიელი მთვარე ვერძი, ორმაგი მარსი facepalm.gif თუ სიძლიერეზეა საქმე ამაზე ძლიერი (პირდაპირი და ირიბი გაგებით) არ არსებობს no.gif

Posted by: კახა251 30 Aug 2012, 20:46
resurgam
QUOTE
კაქი რა biggrin.gif lol.gif შენი გაორებული მთვარე რომელიც გაზვიადებისკენაა მიდრეკილი გაიძულებს ასეთი ბლატნოი პოსტები წერო

ვინ გითხრა რომ ამით "ვბლატაობ"? :/
რაც რეალურად არის იმას ვწერ და ფეხებზე მკიდია ახლა ეს შენი "ძალით" ნაწერი რაღაცები.
პირადად ხდება რაღაც ყოველდღიურად და ნუ მასწავლი ჩემთან რა ხდება. no.gif

რა ზანუდები ხართ ეს ვერძები :/

QUOTE
რეალურად ყველაზე ძლერი კომბინაცია მზე მორიელის შემთხვევაში არის მზე მორიელი მთვარე ვერძი

აქაც იმას ამტკიცებს რომ "ვერძი უძლიერესია". არ დაიღალე მაგის მტკიცებით? facepalm.gif



QUOTE
თუ სიძლიერეზეა საქმე ამაზე ძლიერი (პირდაპირი და ირიბი გაგებით) არ არსებობს

facepalm.gif

ძლიერო! :დ

Posted by: resurgam 30 Aug 2012, 20:51
კახა251
QUOTE
რაც რეალურად არის იმას ვწერ და ფეხებზე მკიდია ახლა ეს შენი "ძალით" ნაწერი რაღაცები.

არაფერს ვწერ ძალით, ლოგკურად იმსჯელე, სად ორმაგი მარსის (პლუს პლუტონის) ძალა და სად მერკურის? biggrin.gif მესმის რომ თავი ყველაზე ძლიერად გინდა წარმოაჩინო მაგრამ არსებობს უფრო ძლიერი კომბინაციები და ეხლა ამტკიცე რამდენიც გინდა რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ biggrin.gif

QUOTE
აქაც იმას ამტკიცებს რომ ვერძი უძლიერესია

არაფერს არ ვამტკიცებ, მორიელზე იყო აქ საუბარი და მე ვთქვი ყველაზე ძლიერი კომბინაცია რა იქნებოდა, ასევე ძლიერია მორიელი-ლომი, მორიელი-თხის რქა yes.gif და ორმაგი მორიელიც, ტყუპმთვარიანი მორიელი არ გეწყინოს და ვერ იქნება ამ კომბინაციებზე ძლიერი givi.gif

Posted by: კახა251 30 Aug 2012, 20:58
resurgam
QUOTE
არაფერს ვწერ ძალით, ლოგკურად იმსჯელე

არ უნდა იმსჯელო ასე ლოგიკით. არ ხდება ეს ასე. no.gif .
მე რაც ჩემს თავს ხდება ის დავწერე yes.gif

QUOTE
მესმის რომ თავი ყველაზე ძლიერად გინდა წარმოაჩინო

წარმოჩენა არ მჭირდება ამის, მე ვიცი ჩემი ძალა და დამიჯერე ნურც დაფიქრდები "რამდენად ძლიერი ვარ", ვერ ჩახვალ მანდ შენ tongue.gif no.gif

QUOTE
არსებობს უფრო ძლიერი კომბინაციები და ეხლა ამტკიცე რამდენიც გინდა რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ

facepalm.gif რა უაზრობაა "არსებობს უფრო ძლიერი კომბინაციები" - ყველა კომბინაცია თავისებურად ძლიერია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც ხდება ის დავწერე და დამიჯერე წარმოდგენა არ გაქვს საერთოდ რა ხდება!
tongue.gif

ან ამას რატომ გიხსნი; რიგითი ვერძი ხარ, ვერასდროს ვერ გაიგებ მსგავს რამეს no.gif ...


biggrin.gif როგორ ფიქრობ ახლა ამით ამტკიცებ რომ სუსტი ვარ? biggrin.gif

მდაქს..

განაგრძე! biggrin.gif

Posted by: resurgam 30 Aug 2012, 21:00
კახა251
QUOTE
ან ამას რატომ გიხსნი; რიგითი ვერძი ხარ, ვერასდროს ვერ გაიგებ მსგავს რამეს  ...

დამიჯერე შენზე ცოტა მეტი გამეგება ასტროლოგიაში biggrin.gif
QUOTE

წარმოჩენა არ მჭირდება ამის, მე ვიცი ჩემი ძალა და დამიჯერე ნურც დაფიქრდები "რამდენად ძლიერი ვარ", ვერ ჩახვალ მანდ შენ  

facepalm.gif facepalm.gif givi.gif კაი givi.gif

QUOTE
როგორ ფიქრობ ახლა ამით ამტკიცებ რომ სუსტი ვარ? 

მდაქს..

განაგრძე! 

ნწ, მეზარება შენთან შპილკაობა, თან არც ხასიათზე ვარ რომ გეკამათო.. თან აზრიც არ აქვს. მოკლედ ჰა ბურთი და ჰა მოედანი შენ tongue.gif biggrin.gif

Posted by: კახა251 30 Aug 2012, 21:18
resurgam
QUOTE
დამიჯერე შენზე ცოტა მეტი გამეგება ასტროლოგიაში

facepalm.gif

ასტროლოგიაზე არ მითქვამს არადა, მაგრამ ამასაც გაგების უნარი უნდა yes.gif .

facepalm.gif



QUOTE
ნწ, მეზარება შენთან შპილკაობა, თან არც ხასიათზე ვარ რომ გეკამათო..

შენ კამათობ კიდეც?

ისე "შპილკაობა" განმიმარტე აბა, დიადო ვერძო :/
eek.gif

QUOTE
თან აზრიც არ აქვს. მოკლედ ჰა ბურთი და ჰა მოედანი შენ

ვსო, დამთავრდა?
sad.gif

კაი კაი გაიძურწე მიდი wink.gif.


ასე იცით ხოლმე, ავარდებით და გარბიხართ მერე smile.gif


პ.ს Stupid people are STUPID უდაოდ ასეა, დამტკიცებაც არ უნდა yes.gif

Posted by: Cecy Elliott 30 Aug 2012, 21:21
_SisterofNight_
QUOTE
მზე თხის რქა მთვარე მშვილდოსანი ვერ ვიპოვე

მეუღლე მყავს მაგ კომბინაციით smile.gif love.gif

Posted by: resurgam 30 Aug 2012, 21:22
კახა251
QUOTE
ვსო, დამთავრდა?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რაო, მოწყენილი ხარ?

QUOTE
ასე იცით ხოლმე, ავარდებით და გარბიხართ მერე

არსად გავრბივარ, მეზარება უბრალოდ შენთან შპილკაობათქო, აზრი არ აქვს

QUOTE
პ.ს Stupid people are STUPID უდაოდ ასეა, დამტკიცებაც არ უნდა 

და თუ ჯანსაღი კამათის უნარი გაქვს ეგრევე შეურაცხოფაზე კი არ უნდა გადადიოდე wink.gif ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და ისწავლი 2kiss.gif

Posted by: კახა251 30 Aug 2012, 21:35
resurgam
QUOTE
რაო, მოწყენილი ხარ?

ჰო, შენს გამო მოვიწყენ ზუსტად facepalm.gif

QUOTE
არსად გავრბივარ, მეზარება უბრალოდ შენთან შპილკაობათქო, აზრი არ აქვს

ისევ შპილკაობა.

განმანათლე აბა wink.gif

QUOTE
და თუ ჯანსაღი კამათის უნარი გაქვს ეგრევე შეურაცხოფაზე კი არ უნდა გადადიოდე

აი თუ მართლა შენ არ გეხება ეგ რაღაც, არ უნდა მიგეღო შენზე facepalm.gif

QUOTE
ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და ისწავლი

როგორც ყოველთვის, ახლაც წარმოდგენა არ გაქვს მე რამხელა ვარ.

პ.ს იყო წლოვანებით ასაკოვანი, არ ნიშნავს საერთოდ რამეს წარმოადგენდე no.gif

Posted by: Qwerty-1 30 Aug 2012, 21:37
კახა251
resurgam

რაზე კამათობთ მეგობრებო pop.gif

მზე მორიელი
მთვარე ვერძზე

რთული
მზე ვერძი
მთვარე მორიელია

yes.gif
მერკური თევზში

ოპა
yes.gif


Posted by: _SisterofNight_ 1 Sep 2012, 22:51
sesi-eliot

ვაა რა კარგია, არ არის აქ აღწერა? ვერ ვნახე, მემგონი იდეალური კომბინაციაა კაცისთვის არა? თხის რქა კაცები ზოგადად მიყვარს, ნუ სამეგობროდ კარგები არიან, პარტნიორულად არ ვიცი.

Posted by: Cecy Elliott 3 Sep 2012, 09:30
_SisterofNight_
ხო მემგონი არ წერია აქ...
ბიჭი გყავს ანუ ჰო? ჩემთვის ძალიან კარგი კომბინაციაა, არა მარტო პარტნიორული თვალსაზრისით... ზოგადად მეგობრების მხრივადაც მშვილდოსანთანაც ყოველთVის კარგად ვიყავი და თხის რქასთანაც, ხოდა ორივეს ნაზავი შემხვდა biggrin.gif

ზოგადად ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, არ უყვარს ხალხმრავალი ადგილები, მაინც ოჯახური სიმყუდროვე ურჩევნია ყველაფერს, ბუნება, სიწყნარე.. თუმცა საკმაოდ ფიცხია, თუ მაგისთვის ფაქიზ თემას შეეხები ცეცხლი ხდება მომენტალურად gigi.gif (მთვარის ამბავში ალბათ biggrin.gif) თავისი მყარად ჩამოყალიბებული ღირებულებები აქვს, ჯობია არ შეეხო მაგას... ჰეჰე wink.gif
ასეთია მოკლეე დახასიათება ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე... smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 3 Sep 2012, 15:42
sesi-eliot

მდას საინტერესოა, ჩემი მეუღლე ვერძ-ლომია და სასტიკაც იცის მაგანაც აფეთქება, თუმცა სულ ვკინკლაობთ, შეყვარებულები რომ ვიყავით მაშინ უფრო არ ვკინკლაობდით ვიდრე ეხლა, ეხლა რაღაც ორივე აგრესიას ვაფრქვევთ ბოლო პერიოდია, ალბათ იმის გამო რომ გადავიღალეთ.

თხის რქა მამაკაცები ზოგადად წარმატებულები არიან და მიწაზე მყარად დგანან, ვიცნობ რამდენიმეს და კარგი ურთიერთობა მაქვს. ვთვლი რომ მამაკაცისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნიშანია თხის რქა.

Posted by: vita brevis 3 Sep 2012, 15:48
მზე_მთვარე და ვარსკვლავები givi.gif givi.gif

Posted by: aca baca banci bunca 1 Oct 2012, 11:44
მზე ტყუპი მთვარე მშვილდოსანი არსებობს ასეტი პოსტი აქ? biggrin.gif

Posted by: kemo92 4 Oct 2012, 15:28
იქნებ ლომზე დაწეროთ ყველა კომბინაცია

Posted by: felmina 4 Oct 2012, 15:49
ისადა, მზე კირჩხიბები და მთვარე ვერძი .. იქნებ ინფო დამიდოთ smile.gif

Posted by: darkvision 6 Oct 2012, 15:54
მზე ქალწული და მთვარე სტრელეცი დადეთ ვინმემ ..

Posted by: Present> 7 Oct 2012, 15:04
QUOTE (kemo92 @ 4 Oct 2012, 15:28 )
იქნებ ლომზე დაწეროთ ყველა კომბინაცია

+1

ტყუპები-მთვარე მინდა user.gif

Posted by: Beroname 24 Sep 2013, 11:11
QUOTE
მზე მორიელი-მთვარე ქალწული

თქვენი პოზიციები ყოველთვის მკვეთრადაა ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი. გამოირჩევით გულწრფელი აზრებით და მზად ხართ გამოხატოთ ყველაფერი რასაც გრძნობთ და ფიქრობთ. კამათისას შეიძლება გაჩუმდეთ, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე რჩებით. სხვების გასულელება შეგიძლიათ, მაგრამ არასდროს დაუშვებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და თქვენი შეხედულებები ატარებს თქვენი პიროვნების მკვეთრ ანაბეჭდს. ამბიციებს რაც შეეხება, ცდილობთ თვითგამოხატვის საშუალებას, უზრუნველყოფას, აღიარებას მიაღწიოთ და ნაკლებად იბრძვით ძალაუფლებისთვის. რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოთ უფრო ადამიანების გონებას "დაეპატრონებით", ვიდრე მათ ცხოვრებას და თავისუფლებას. ერკვევით პოლიტიკაში და სიამოვნებით გამოხატავთ თქვენს შეხედულებას. რეფორმატორი ხართ, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ საკითხში და არა სოციალურ. გსურთ ადამიანებს აზროვნება აიძულოთ, ხოლო მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე და მათი მართვის აუცილებლობაზე სხვებმა იზრუნონ.
ემოციურ საკითხში ვნებიანი და მიმზიდველი ნატურა ხართ. ერთგულებაზე უცნაური შეხედულება გაქვთ: არ გამორიცხავთ სხვებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდებით. ვერ იტანთ როცა თქვენს პირად ცხოვრებაში და საქმეებში ერევიან. მეორეს მხრივ კი სხვებზე წაჭორავების წინააღმდეგი არ ხართ. სარკაზმის დიდი უნარი გაქვთ და ერთნაირად შეგიძლიათ გიყვარდეთ და გძულდეთ. ისეთი განურჩეველი გამომეტყველებით "სწერვობთ" რომ ეს უფრო მტკივნეულია ვიდრე თავად სიტყვები, თითქოს თქვენი მსხვერპლი თქვენთვის ამაზრზენია და არა აუტანელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის გაკრიტიკება გიყვართ: ადამიანები, ხელოვნება, იდეები, ლიტერატურა. გიყვართ მიწიერი სიამოვნებები და იღებთ კიდეც მას თავისუფლების იმ დონით, რომელიც არასდროს სცილდება დახვეწილ გემოვნებას და არ გადადის ვულგარულობაში. კარგად ვერ იაზრებთ თუ რა არის ცოდვა, მაგრამ კარგად იცით რა არის საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი შეგიძლიათ კარგი სახელის შენარჩუნება, ამიტომ დაუსჯელი რჩებით ხოლმე.



ჰოო...არის აამაში რაღაც...

boli.gif

Posted by: Delirium 24 Sep 2013, 19:54
მზე მერწყული მთვარე ლომი დაწერეთ რა bis.gif

Posted by: Nelke 25 Sep 2013, 19:54
Delirium
QUOTE
მზე – მერწყული, მთვარე – ლომი

თქვენს ცნობიერში ინტელექტსა და ემოციებს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ინტელექტუალური წყობის ადამიანი ხართ, აქტიურ წარმოსახვას ფლობთ, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე. გახასიათებთ მერყეობა მეცნიერულ და თეორიულ (გამოუცდელ/დაუდასტურებელ) აზრებს შორის. რაც შეეხება ადამიანებს, თქვენი ექსპანსიური და ვნებიანი ნატურის გაცურებას შეძლებს ყველა, ვინც სხვადასხვა მეთოდით ითამაშებს სიყვარულის და მიჯაჭვულობის თქვენს მოთხოვნილებაზე ან ილუზიას შეგიქმნით, თითქოს ესაჭიროება ეგ თვისებები. იდეალისტი, რომანტიკოსი და ხათრიანი ხართ, ადვილად იხიბლებით, ადამიანებს უშვებთ თქვენს სულში და ყოველთვის უძებნით ამ საქციელს გამართლებას, მაშინაც თუ თქვენი სიყვარულის ღირსნი არ აღმოჩნდებიან.
ამაყი, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თუ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, არ გიყვართ აზრის შეცვლა. ამიტომ სიყვარულსა და მეგობრობაში თვალს ხუჭავთ ბევრ რამეზე და დიდხანს ინარჩუნებთ ურთიერთობას. თუმცა თუ პირდაპირ შელახავენ თქვენს ღირსებას მომენტალურად და სამუდამოდ წყვეტთ ურთიერთობას.
არტისტული ხართ. ჯ(ჟ)ინიანი, მაგრამ თუ მყარად დგახართ მიწაზე და არ დაფრინავთ ღრუბლებში.


პ.ს.
ოოო, მე:
მზე ტყუპები, მთვარე ტყუპები

'ძაან'.. 'ძაან'... :დ

უბრალოდ,
QUOTE

თავს ცუდად გრძნობს, თუ გვერდით არ ჰყავს ადამიანი, რომელთანაც საუბარს შეძლებს.


თუ ამ "ადამიანში" ტყუპის მეორე "მეც" მოიაზრება, მაშინ კი... შეიძლება ცოტათი დავეთანხმო კიდეც.
ზოგადად კი, სხვების გარეშეც გადასარევად ვგრძნობ ხოლმე თავს. ( ხშირად უკეთესადაც).



Posted by: anaana123 27 Jan 2014, 16:45
ეს მთვარე მორიელში როგორ დავაკლინო, აღარ შემიძლია მანადგურებს შიგნიდან ბოლომდეეეე

Posted by: Lutz Euler 27 Jan 2014, 17:22
მზე მორიელი მთვარე თხის რქა სადაა??

ვერ ვიპოვე

Posted by: beka331 27 Jan 2014, 18:34
QUOTE
მზე მორიელი მთვარე თხის რქა სადაა??

biggrin.gif

იუ ველქამ

Posted by: Marco Materazzi 27 Jan 2014, 22:59
მზე კირჩხიბი - მთვარე თხის რქა biggrin.gif


Posted by: ninc_lfc 27 Jan 2014, 23:33
QUOTE
კურიკ მზე კურიკ მთვარე

სიჯიუტე, რომელიც თქვენგან ურთულეს ბავშვს ქმნიდა, მოზრდილ ასაკში გარდაიქმნება გონიერებასა და სიმყარეში, რაც არაჩვეულებრივ ძალაუფლებას და გავლენას განიჭებთ თქვენს გარშემომყოფებზე. თქვენ მზად ხართ ნებისმიერი სიმძიმის, სიდიდის და სიგრძის ტვირთი ატაროთ მხრებზე, ისინი ყველაფერს გაუძლებენ. კარგად ერკვევით ბიზნესში და ხელოვნებაში, ზუსტად იცით საკუთარი თავის ფასი და ეს წარუშლელ შტაბეჭდილებას ახდენს სხვებზე.

rolleyes.gif
წარუშლელ შთაბეჭდილებას..
QUOTE
თქვენი უფროსი სულ ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც თუ მოადუნებს ყურადღებას, ერთ დღესაც თქვენ დაიკავებთ მის ადგილს.

boli.gif
QUOTE
ვერ იტყვის კაცი, რომ არ ხართ ერთგული, უბრალოდ არ განაგრძობთ ურთიერთბას იმ შემთხვევაში, როცა ობიექტი ხელს გიშლით წინსვლაში.

Ja genau
QUOTE
. ცხელი, ძალაუფლების მოყვარული და ვნებიანი საყვარელი ხართ.

rolleyes.gif
QUOTE
როცა თქვქენს თავმოყვარეობას და ემოციებს ეხებიან ბავშვივით ბრაზდებით., ხოლო ის რაც პირადად არ გეხებათ დისტანციურია თქვენთვის. დისკუსია დიპლომატიურად და ირონიულად მიგყავთ და ეს ართობს ოპონენტებს, მანამ სანამ არ მიხვდებიან რომ ჩიხში შეიყვანეთ, თქვენ კი შეგიძლიათ უსასრულოდ დაელოდით იმას რაც გსურთ.

დიპლომატიური და ირონიული ერთდროულად როგორ boli.gif რაცხა აურიეთ თქვენ
QUOTE
ყოველთვის აღწევთ იმას, რაც გინდათ.

ჰო რა.

QUOTE
და თქვენს ფერხთ ყველა დაეცემა

QUOTE
და თქვენს ფერხთ ყველა დაეცემა

QUOTE
და თქვენს ფერხთ ყველა დაეცემა

QUOTE
და თქვენს ფერხთ ყველა დაეცემა

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
biggrin.gif

Posted by: sun-dance:) 28 Jan 2014, 16:57
მზე ქალწული მთვარე მშვილდი არ ვიცცი წერია თუ არაsmile.gif პირველივე დაგუგლულიდან გითარგმნეთ ახლა smile.gif

ასეთ დროს, არსებობს დიდი წინააღმდეგობა ადამიანის ნატურის ემოციურსა და ინტელექტუალურ მხარეებს შორის. რისკებისკენ, აღზგზნებადობისკენ მიდრეკილი ხასიათის გამო, თქვენ შეიძლება მზად იყოთ ჩაიდინოთ ისეთი საქციელები რომელსაც თავადვე აკრიტიკებთ. თქვენ ლოიალური, კეთილშობილი, გონიერი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენთვის რთულია შერიგება იმაზე, რომ უარს გეუბნებიან, თქვენ გიჩნდებათ ეჭვი, რომ არასწორად გაგიგეს, შესაძლებელია იმიტომ, რომ თქვენ თავადვე რთულად ერკვევით საკუთარ თავში საიმისოდ, რომ ნათლად გამოხატოთ საკუთარი იდეები. თქვენ აზროვნებთ ფართედ და თქვენი აზრები საერთოდ არ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან, და ყველა ელემენტარული საქმის ქვეშ ფილოსოფიურ საფუძველს დებთ
თქვენ უფრო სენტიმენტალური ხართ, გიყვარდებათ იდეალი, და არა კონკრეტული ადამიანი და ბრაზდებით როცა ადამიანი არ გავს თქვენს იდეალს/ თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება ოცნებებში გაატაროთ, ასევე შეგიძლიათ გაართიანოთ თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები და იდეალებ, რომ შექმნათ რაღაც ახალი. როცა თქვენ გადალახავთ თქვენს მიდრეკილებებს ფილოსოფოსობის მიმართ, და ისწავლით გააერთიანოთ თქვენში თქვენი შეხედულებები და რეალური ცხოვრება, თქვენგან კარგი საქმიანი ადამიანი გამოვა.
თქვენ ფართე ინტერესები გაქვთ: რელიგია, ფილოსოფია, პოეზია, მუსიკა, შესაძლებელია მეტაფიზიკაც – თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი საგნის წყაროებამდე და გაიგოთ ის ბოლომდე. თქვენ გაქვთ როგორც წარმოდგენის უნარი ასევე მოთმინება – ორი ფანტასტიური თვისება სტუდენტისა და შემოქმედისთვის. თქვენ გიყვართ მოგზაურობა, და თუკი თქვენ გაქვთ საშუალება ისიამოვნოთ ამით, დროთა განმავლობაში ეს „ვნებები“ გადაგივლით და თქვენ თქვენ თავს მიუძღვნით ინტელექტუაალურ ან შემოქმედებით საქმიანობას. ბიზნესში უმჯობესია საორგანიზაციო საქმიანობით დაკავდეთ ვიდრე კონკრეტულად ვაჭრობით.

ამნაირი გრძნობიარე ქალწული რომ ვარ თურმე რისი ბრალი ყოფილა )) ^_^

Posted by: Down_Shooter 6 Feb 2014, 04:44
მზე სასწწწწორი და მთვარე მორიელი არ იღება აქ ?

Posted by: ილონენ 6 Feb 2014, 12:24
QUOTE
ს ა ს წ ო რ ი :
მზე სასწორში, მთვარე ვერძში
მზე სასწორში, მთვარე კირჩხიბში
მზე სასწორი-მთვარე მერწყული

როგორ უნდა გავიგო აქედან რომელი ვარ?

Posted by: Cecy Elliott 6 Feb 2014, 12:39
miss_ylonen
QUOTE
როგორ უნდა გავიგო აქედან რომელი ვარ?

ეგ ჩამონათვალი რა შუაშია, მანდ განმარტებები წერია, ჯერ რუკა გააკეთე და ნახე მთვარე რომელ ნიშანშია... smile.gif
http://astrology.org.ua/aweb.htm აქ ჩაწერე მონაცემები

Posted by: Down_Shooter 28 Feb 2014, 01:59
QUOTE
მზე სასწწწწორი და მთვარე მორიელი არ იღება აქ ?



მაოცებს ამ განყოფილების აქტიურობა

Posted by: salamander_r 28 Feb 2014, 13:53
Down_Shooter

Keine leichte Kombination. Einerseits Harmoniestreben (Waage) und andererseits das Bedürfnis in den Tiefen der Seele zu forschen (Mond in Skorpion).

Natürlich schließt das Heitere der Waage das Konzentrierte des Skorpionmondes nicht aus. Aber das Gefühl, seinen ureigenen Weg gehen zu wollen (Mond in Skorpion) und die grundsätzliche Veranlagung, sich einem Partner anzuschließen, bringen schon besondere Eigenheiten hervor. Im Extremfall kann es zu Handlungen kommen, die entweder kein Gefühl oder keinen Verstand haben.

Mit den eigenen Leistungen willst du dich ins rechte Licht rücken. Du bist klug, manchmal verschlagen und man weiß nicht immer, woran man mit dir ist, auch wenn du dich selbst, als sehr klar empfinden magst. Du wirkst verständnisvoll, doch wenn dich jemand verletzt, wirst du dich auf die eine oder andere Weise rächen.

Du suchst nach der perfekten Harmonie in einer leidenschaftlichen Partnerschaft, dabei gehen deine Vorstellungen leicht zu weit. Die richtige Partnerschaft wirst du daher vielleicht erst in reiferen Jahren erreichen. In der Liebe bist du engelhaft-verführerisch und sehr aktiv. Hast du die nötigen Lebenserfahrungen gemacht, wirst du zu einem höchst charmanten Partner, der Gefühl und Verstand miteinander zu vereinen weiß.


---------------------

Sonne in Waage und Mond in Skorpion
Mit Sonne in Waage und Mond in Skorpion sind Sie klug und gewitzt. Sie neigen zur Aggression und sind oftmals überheblich und sarkastisch. Wenn man Sie kränkt, rächen Sie sich. Sie glänzen gerne mit Ihren Erfolgen, womit Sie sich aber nicht gerade beliebt machen. Mit Ihrem unabhängigen Willen lösen Sie Ihre Probleme ganz allein.
Sie fühlen sich zu den Schattenseiten des Lebens hingezogen, und Ihre Phantasie kann morbide sein. Mysteriöse und unheilvolle Kräfte im Universum faszinieren Sie.
Sie verschwenden viel Lebensenergie, denn Sie befassen sich mit Dingen, die nicht immer gut für Sie sind. Sie stecken in einem inneren Konflikt; Sie sehnen sich nach innerer Harmonie, aber das Leben, das Sie führen, verwehrt Ihnen diesen Luxus. Sie zeigen sich oft listig und geheimnisvoll.
Entwickeln Sie mehr Optimismus und sehen Sie das Schöne und Gute in dieser Welt.

Posted by: Down_Shooter 1 Mar 2014, 19:15
salamander_r


Danke süße, hätt ich dierekt dich gefragt ))))))


Posted by: Moor 1 Mar 2014, 19:52
QUOTE (Tata_Sonne @ 18 Feb 2011, 22:33 )
Lilian
QUOTE
ჩემი კომბინაცია არ დევს არსად.

ინებე ^^

მზე მერწყული, მთვარე მერწყული

მოთხოვნილება გაქვთ მეცნიერებით დაკავდეთ. ანალიტიკოსი, ორგანიზატორი ხართ, განუწყვეტლივ ეძებთ ინფორმაციას და ახალ ცოდნას, განსაკუთრებით ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. თქვენი გონება უფრო კრიტიკულობისკენაა მიდრეკლი, ვიდრე ხელოვნებისკენ (ეს კარგად ვერ ვთარგმნე, იგულისხმება, რომ კრიტიკული წყობის ტვინი გაქვს). ადვილად გიყვარდებათ და რომანტიკული ხართ, მაგრამ სიყვარულში მიდრეკილება გაქვთ განვრცობებისკენ და თეორიულობისკენ, რის გამოც სიყვარულში უფრო პლატონური ხართ, ვიდრე ნამდვილი საყვარელი.

თუ თხის რქაში-შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე, სიყვარულსა და ფულს შორის არჩევანში გარკვეულ კომპრომისებზე წახვალთ. იზიარებთ ამ ფრაზას: "უნდა დაქორწინდეთ სიყვარულით, მაგრამ იმის შეყვარება, ვისაც ფული აქვს, გაცილებით ადვილია". ადამიანების მიმართ კარგად ხართ განწყობილი, მაგრამ ამორჩევითობა მაინც გახასიათებთ, დახვეწილ გემოვნებას ფლობთ და ბედს არ დაუკავშირებთ ადამიანს, რომელიც სოციალური საფეხურით თქვენზე დაბლა დგას.
(სამწუხაროდ ვენერა-მშვილდოსანზე არაფერი წერია sad.gif)

ძალიან გიყვართ კითხვა და სწავლა. ხანდახან გიყვართ განმარტოება, მაგრამ შიგადაშიგ ეძებთ ადამიანების კომპანიას და ამ დროს ნებისმიერი შეჯგუფება გირჩევნიათ მარტოობას.
გარშემო ძალიან უცნაური სუბიექტები გყავთ, მათ შორის შესაძლოა უსახლკაროებიც და მათხოვრებიც გამოერიონ, რომლებიც მაინც გიზიდავენ რაღაცით, მიუხედავად თქვენი სნობიზმისა.

პ.ს. ძალიან მწირი ინფორმაციაა და ერთი და იგივე მეორდება :| სხვა მდებარეობებზე უფრო ვრცლად წერია.



გამშიფრეს ^^







--------------------

Posted by: Christopher Robin 1 Mar 2014, 19:54
მზე -ტყუპები
მთვარე-სასწორი
დადეთ რა cry.gif

Posted by: ADA 1 Mar 2014, 21:26
მზე-მერწყული
მთვარე-თევზები

chups.gif

Posted by: *Artless* 1 Mar 2014, 23:20
მზე ტყუპები, მთვარე ტყუპები
QUOTE
ამ ადამიანის ქცევის წამმართველი ყოველთვის კონკრეტული სიტუაციაა და არასდროს იცის წინასწარ 5 წუთის შემდეგ რას მოიმოქმედებს.


ყოველთვის, არასოდეს, 5 წუთის შემდეგ -- ეს გაზვიადებულია.
თუმცა დახასიათებას საერთო ჯამში ვეთანხმები.

QUOTE
მისთვის უკეთესი იქნება თუ ემოციების მართვას ისწავლის

mo.gif
ვადგავარ ამ გზას. ნელ-ნელა ვცდილობ.
არადა ამ მხრივ თავის კონტროლი არ მიყვარს. მინდა ხოლმე, რომ რასაც ვგრძნობ, პირდაპირ ვუთხრა ადამიანს. მით უმეტეს, ემოცია თბილი დაპოზოტიური თუა.

Posted by: Present> 17 Mar 2014, 22:41
QUOTE (Present> @ 7 Oct 2012, 15:04 )
QUOTE (kemo92 @ 4 Oct 2012, 15:28 )
იქნებ ლომზე დაწეროთ ყველა კომბინაცია

+1

ტყუპები-მთვარე მინდა user.gif

აუ დადეტ რა ვნმემ sad.gif

მზე ლომი,მთვარე ტყუპები user.gif

Posted by: Cecy Elliott 17 Mar 2014, 23:40
Present>
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Elbereth_Gilthoniel
ემთხვევა ბევრი.. არა..?

Posted by: Elbereth_Gilthoniel 17 Mar 2014, 23:58
sesi-eliot
QUOTE
ემთხვევა ბევრი.. არა..?

კი, არის რაღაცეები საკმაოდ... და ვ ცელომ რა... smile.gif
თუმცა
QUOTE
Вы романтичны и не особенно постоянны в любви.

რომანტიული ვარ, კი! ეს შენც იცი wink.gif не особенно постоянны უაზრო წინადადებაა და რეალობასაც არ შეესაბამება, რა იგულისხმება постоянны -ში ერთხელ რომ შეგიყვარდა თუ დაშორდით მაინც უნდა გიყვარდეს დიდი ხანი და ამ სიყვარულს არ უნდა უღალატო? თუ რა? ვერ ვხვდები...

Posted by: Cecy Elliott 18 Mar 2014, 00:13
Elbereth_Gilthoniel
QUOTE
не особенно постоянны

ნუ აქ ალბათ იგულისხმება, საბავშვო ბაღში რო ვიღაც შეგიყვარდება და ცხოვრების ბოლომდე რომ არ გიყვარს რა.. biggrin.gif biggrin.gif რავიი აბა.. მეც დიდად არ მესმის ეს წინადადება...

Posted by: Present> 18 Mar 2014, 07:50
sesi-eliot
მადლობა 2kiss.gif

მართალია რუსულს ბევრს ვერ გადავთარგმნი :დ მაგრამ მაგასაც ვიმყოფინებ gigi.gif

Posted by: Cecy Elliott 31 Jul 2014, 11:11
K. Logos

მზე-მთვარის ოპოზიცია რატომ მიიჩნევა ცუდ, დაზიანებულ ასპექტად..? ოპოზიციური ნიშნები ცნობიერსა და არაცნობიერში რომ ერთიანდება, რატომაა ცუდი..? არ მოდის წინააღმდეგობაში ჩემი აზრით... ის რაც გაკლია მზით, შეივსებ მთვარით... მზე-მთვარის შეერთება კიდევ დადებითი ასპექტიაო და ვითოომ..? პრაქტიკაშია მთავარი როგორ მუშაობს ეს ორივე...
ასევე რა მაინტერესებს, მზე-მთვარე ერთ ნიშანში ვინც ვიცი, საერთოდ არაა იმ ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი, პირიქიტ არ გავს და რა ხდება მაგ დროს...?

Posted by: Nasus 31 Jul 2014, 16:06
აბა რას იტყვით,

მზე - მერწყული
მთვარე - მორიელი

Posted by: positive 31 Jul 2014, 16:18
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



კარგი გოგო ხარო ^_^თან მეოცნებ და თან პრაგმატული )) ვოტ ტაკ ) ფილოსოფოსი მიწიერი ნატურით smile.gif

Posted by: Scoorp 31 Jul 2014, 16:45
Nasus

ფრიად მძიმე შემთხვევა
gigi.gif

კაი ხო გააჩნია სახლებს
სხვა მდებაორებებსაც ))

ზოგადად გადადით პირველ გვერდზე,იქაა ჩამონათვალი უკვე კომბინაციების smile.gif

Posted by: Nasus 31 Jul 2014, 21:50
Scoorp

ნაღდიაsmile.gif)

და არც ისე ცუდია.

Posted by: Konstantin_Logos 31 Jul 2014, 22:59
Cecy Elliott
QUOTE
მზე-მთვარის ოპოზიცია რატომ მიიჩნევა ცუდ, დაზიანებულ ასპექტად..? ოპოზიციური ნიშნები ცნობიერსა და არაცნობიერში რომ ერთიანდება, რატომაა ცუდი..?

ოპოზიცია არის სწრაფვა ერთიანობისკენ, მაგრამ ეს ერთიანობა რთულად მიიღწევა, იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავი თვისობრიობების შეთავსებას მოითხოვს. იქმნება შინაგანი კონფლიქტი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა (თუ მთვარე დაიჩაგრა), არაადექვატური თვითგამოხატვა (თუ მზე დაიჩაგრა)..

QUOTE
მზე-მთვარის შეერთება კიდევ დადებითი ასპექტიაო და ვითოომ..?

ვერ ჩაითვლება მაინცდამაინც დადებითად. ჯანმრთელობაში იწვევს პრობლემებს.(თუ მთვარე მზეზე სუსტია).. აქ ქალური და მამაკაცური როლების აღქმა ხდება, რაც ვერ ჩაითვლება დადებით მოვლენად.

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 17:24
მზე ტყუპში მთვარე თევზში რატო არ დევს mad.gif mad.gif


Sun in Gemini, Moon in Pisces

The combination of your Sun sign and your Moon sign provides a high degree of what would be called a sixth sense that always helps you get along in the world. This blending is one of the most versatile and adaptable, but one in which frequent change and inconstancy can be a problem, at times. Learning the difficult lesson of concentration can be an early life challenge. You are highly receptive and sensitive to the intangible vibrations around you, and these will at least guide you along a path of survival. This receptivity of mind encourages assimilation of knowledge, making it possible for you to be well-informed on a variety of subjects, while not really becoming an expert on any of them. Sometimes you have trouble seeing things in true perspective because you are anything but a realist. Even when your senses are wrong, it's hard to convince you of the mistake. You have an illusory quality about you which keeps you somewhat remote from the world. Your goals and ambitions are never really high, but your creative and inventive abilities are considerable. You are happiest when in a harmonious environment where you can escape the various pressures and stresses of general business life, for which you are temperamentally unsuited. Your best talents center on the intellectual, literary, aesthetic or artistic, although your versatility may open up opportunities for you in any number of other areas. Your many talents notwithstanding, you may lack self-confidence. You try to justify the motives for all your actions, even when it's not necessary that you do so. You have an innate feeling that you are often misunderstood. You're very introspective, often holding fixed ideas about yourself that may be at complete variance with the facts. You have a quick perceptive mind when you aren't too busy daydreaming. You have an instinctive hospitable nature, and this nature has a good deal of sympathy and understanding for fellow humans. - See more at: http://www.astrology-numerology.com/sun-moon.html#sun_gemini

Posted by: teoj 10 Aug 2014, 18:51
ემპეწრი საინტერესოდ მეჩვენა ეგ განლაგება, აგერ მოვიძიე კიდეც http://astroblogi.com/მზე-ტყუ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 18:59
teoj
რა ვქნა? შევიფერო? fig.gif


ჰო ეგ თარგმანია up.gif


ჰმ ცუდი თარგმანია




იქ ეწერა რეალისტიაო, აქ ამააგზე ერთი სიტყვაც არაა maxati.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 19:14
ემპეწრი მე იმაზე ავჩუყდი, გარშემომყოფებისგან სითბოს და ყურადღებას ელიანო :დდდ ( ნუ , აბრუნებენ კიდეცო)
და პარტნიორად ეძებენ ადამიანს,რომელიც ინტელექტუალიც იქნება და მგრძნობიარეცო :დდ ტყუპის და თევზის ნაზავია რა :დდ

QUOTE
იქ ეწერა რეალისტიაო, აქ ამააგზე ერთი სიტყვაც არაა

მანდ შემოვლით გზით წერია, "თუ უარყოფითად განვითარდა,რეალობას წყდება"- ო,
ჰოდა დასკვნა : ესე იგი მეორე მხარე რეალობაში ყოფნა აქვს , რომელიც დადებითად განვითარებისას გვხვდება :დ
QUOTE
რა ვქნა? შევიფერო?

შეიფარკლე :დ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 19:32
teoj
QUOTE
მე იმაზე ავჩუყდი, გარშემომყოფებისგან სითბოს და ყურადღებას ელიანო :დდდ ( ნუ , აბრუნებენ კიდეცო)

biggrin.gif ეს უფრო თევზის ამბავია, ნუ მთვარეშია,მით უმეტეს, თორე სადაა ტყუპი მასეთი თბილი user.gif
QUOTE
ესე იგი მეორე მხარე რეალობაში ყოფნა აქვს , რომელიც დადებითად განვითარებისას გვხვდება :დ

ეგ უფრო მზის დამსახურებით დამსახურებით :დ

Posted by: teoj 10 Aug 2014, 19:38
ემპეწრი ჰო :დ

QUOTE
დამსახურებით დამსახურებით

აღნიშნა ორივე ტყუპმა :დდ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 19:44
teoj
QUOTE
QUOTE
დამსახურებით დამსახურებით

აღნიშნა ორივე ტყუპმა :დდ

biggrin.gif biggrin.gif
მთვარეც ცართული იყო, მაგას რო ვწერდი user.gif
ვახ, მართლა ეგეტი გაფანტული ვარ
თავში მაგარი ქაოსი მაქვს
მაგის ბრალია sleep.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 19:50
ემპეწრი ხდება ხოლმე, თან ცხელა:დ მე რომ ვწერ, მერე ვარედაქტირებ ორთოგრაფიულ შეცდომებს, მითუმეტეს როცა კლავიატურა გამოსაცვლელი ხდება, მაგ დროს იმატებს :დდდ
ზოგადად სასაცილო სიტუაციები მემართება, უბრალოდ მე ვამჩნევ ამას ძირითადად :დდდ
ისე, ინტერნეტსივრცეში მთვარე ირთვება ხოლმე , თუ მყუდრო დაშინაური გარემოდან შეხვალ მიტუმეტეს smile.gif))) ( აქსიომა არაა, მოსაზრებაა :დდ )

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 19:54
teoj
მე ვაბშე არ ვარედაქტირებ, ყუარდღებას არ ვაქცევ biggrin.gif
QUOTE
ისე, ინტერნეტსივრცეში მთვარე ირთვება ხოლმე , თუ მყუდრო დაშინაური გარემოდან შეხვალ მიტუმეტეს

ხო მგონიმართალი ხარ
მთვარე თან ხო ისედაც ძირითადად სახლში ვლინდება
ნეტით უფრო ემოციური და რაღაცნაირი ვჩანვარ ხოლმე
გარეთ მზე ტყუპი და ასცენდენტი მშვილდი მერთვება და ვაბსე სხვა შთაბეჭდილებას ვტოვებ :დ
მაგიტომ ზოგჯერ არ მომწონს ნეტით ურთიერთობა mo.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:01
ემპეწრი :დ თან, ნეტში რომ ხარ შენს თავთან რჩები თითქოს და შინაგან ბუნებას ამჟღავნებ , აი როცა უცებ სამსახურიდან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან შემოიხედავ,მასინ ხომ სხვანაირი პოსტებია. ამის განსხვავებასაც ვახერხებ ხოლმე , ხანდახან თავსით მხვდება თვალში ,ადამიანი როგორი გარემოდან წერს და რა ტალღაზეა :დ
ერთ ტყუპს ვიცნობ, მასაც არ მოსწონს ნეტში ღრმა ურთიერთობები,და მიზეზიც ვიცი :დ
ჰო, აქ რბილი ჩანხარ, შეიძლება სხვა ტერმინი უფრო შეგესაბამება მაგრამ ახლა ეს მომაფიქრდა. თუმცა ის სტერეოტიპული 'რბილი' არ მიგულისხმია :დ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 20:05
teoj
QUOTE
თან, ნეტში რომ ხარ შენს თავთან რჩები თითქოს და შინაგან ბუნებას ამჟღავნებ , აი როცა უცებ სამსახურიდან ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან შემოიხედავ,მასინ ხომ სხვანაირი პოსტებია. ამის განსხვავებასაც ვახერხებ ხოლმე , ხანდახან თავსით მხვდება თვალში ,ადამიანი როგორი გარემოდან წერს და რა ტალღაზეა

lol.gif ეგ მაფიაა
სტუმრები როცა მყავს მაშინ ზოგჯერ უხეში ღადაობით ვპასუხობ ხოლმე ჩატშიც biggrin.gif ასცენდენტი ანუ
teoj
QUOTE
ჰო, ნეტში რბილი ჩანხარ, შეიძლება სხვა ტერმინი უფროსეგესაბამება მაგრამ ახლაესმომაფიქრდა.ტუმცაისსტერეოტიპული 'რბილი' არ მიგულისხმია :დ

ძირითადად კი, მაგრამ მშვილდოსნური მწარე-მწარე ფლოსტებიც მაქვს biggrin.gif
QUOTE
ნეტსი ღრმა ურთიერთობები,და მიზეზიც ვიცი :დ

მიზეზი დაიდოს აბა, საინეტერსოა უბრალოდ user.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:11
ემპეწრი :დდდ

ჰოდა ,
QUOTE
მიზეზი დაიდოს აბა, საინეტერსოა უბრალოდ

ვიცოდი რომ მკითხავდი :დდდდ უფრო ვრცლადაც დავწერდი მაგრამ ახლა მოკლედ ვეცდები - ურთიერთობები არასწორად აღიქმება ხოლმეო , რეალურად უყურებ ადამიანს და ხედავ რას როგორ გეუბნება,რა ინტონაციით,როგორი ტემბრით, მიმიკით, პაუზებით და ა.შ. ანუ რეალისტურია ისო და ხელს არ უშლის რომ სწორად იქნას მიწოდებული და გაგებული ორივე მხრიდან ეს ყველაფერიო ( ჩემი ინტერპრეტაციით დავწერე :დ )
ჰოდა მე მესმი მისი , იმიტომ რომ უბრალოდ მესმის :დდ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 20:13
teoj
biggrin.gif აი მაგ ხმას და მიმიკებს მეც ვასახელებ ხოლმე მიზეზად
კრისტალს ბაზრობს up.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:20
ემპეწრი ტყუპებს სჭირდება რეალურად ხედავდნენ , ტყუპს ხომ შესწავლილი აქვს მიმიკები და მთელი ეს ვიზუალური მხარე,კომუნიკაციას ამის მეშვეობით ამყარებს, აღიქვამს და ა.შ> როცა ისედაც არაა მარტივი გამოიცნო მონიტოს იქით მყოფი ადამიანის მდგომარეობა , მითუმეტეს ტყუპისთვის იქნება არასასიამოვნო, დადგესრა იმარციელოს, იფიქროს იის იქითრახდება - ეს არაამისი ამპლუა . ურჩევნია რეალიზმი , რეალში ხდებოდეს ყველაფერი , ნიშანი ასეთია :დ ნეტიც რეალობა , განა არა,მაგრამ შექმნილი რეალობაა რომელიც უახლოვდება და შორდება ყოფით რეალობას სხვადასხვა ასპექტში , ჩვენ კი ამ რეალური სამყაროდან ვურთიერთობთ და ეს ყველაფერი - ინფორმაციის გადატანა გადმოტანა, შეტანა გამოტანა - იწვევს ნაკლოვანებებს :დდ
გავალ აწი :დ მომეწონა შენთან საუბარი chups.gif

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 20:25
teoj
ეგ მაფიაა ზუსტად :დდდ ზუსტად ჩამოაყალიბე :დ
ხო და სულ ვმარჩიელობ და ეგ მიშლის ნერვებს რა
ჰო, სასიამოვნო იყო ჩემთვისაც
მზე, მთვარე ასცენდენტი დაიდოს და ისე გადი mad.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:38
ემპეწრი biggrin.gif რეალური კონტაქტი მაინც სულ სხვაა
მზე -თხის რქა, მთვარე -მერწყული, ასცენდენტს როგორც მივაკვლიე - ქალწული , და მარსი გამოდის მაგის ფონზე მესამე სახლში , ანუ ტყუპის სახლში :დ

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 20:40
teoj
კაგრი მთვარე და მარსი გყოლია
იგრძნობა მარსი მესამეში biggrin.gif

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:46
ემპეწრი კი არის მორიელში მაგრამ თავის ელფერს აძლევს მესამე სახლი, მართლა ერტყობა :დდ და ბავშვურად რომ ვერთობი ხოლმე ეგ უნდა განახა რა სასაცილოა, აი ის ტყუპი მეგობარი იცინის ამაზე ,ჩემს მაიმუნობებზე smile.gif))))))))

Posted by: ემპეწრი 10 Aug 2014, 20:54
teoj
ბოლოში მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი :დ

Posted by: teoj 10 Aug 2014, 20:57
ემპეწრი მსუბუქი ინტრიგის ელემენტებით :დ

Posted by: auu 30 Apr 2015, 01:24
QUOTE (vinchenz@ @ 12 Jan 2011, 20:04 )
კურო მზე, კირჩხიბი მთვარე

ძალიან მგრძნობიარე ნატურა ხართ თქვენი ტრამვირება ძალიან იოლია და ალბად ძალიან გტკენთ გულს რეალური და წარმოდგენაში არსებული შეურაცხყოფა. ინტენსიურად გიყვართ და ასევე გძულთ, თუმცა თქვენს ანტიპატიას დიპლომატიურად მალავთ, ისე რომ გაუგებარია სხვებისთვის თქვენი რეალური დამოკიდებულება. ეს როგორც სასიყვარულო , ასევე საქმიან სფეროს ეხება. საშიში მტერი, ოპონენტი  ხართ, ცვლით ტაქტიკას და პოზიციებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და მოულოდნელად გამოეცხადებით მტერს, როცა სულაც არ გელოდებათ.
თქვენი ამბიციები ღრმად გულში იღებს სათავეს, თქვენთვის დამახასიათებელ ამპარტავნებასთან ერთად, ხოლო სხვებისთვის დასანახი თავდაჯერებულობა, მხოლოდ შირმაა, იმის დასამალად რომ შიგნით იმალება შეშინებული და აღელვებული ბავშვი, რომელიც პირველად ეზიარება ( კათოლიკურ ეკლესიებში პირველი ზიარება 8 თუ 9 წლის ასაკშია, შედეგად ამ დღეს ბავშვი აღელვებული ელის).
  მიუხედავად ამისა, თქვენი კონტაქტების გონივრული გამოყენების წყალობით, ნებისმიერ ვარიანტში მიაღწევთ რაიმე ხელმძღვანელ პოზიციას.ისწავლეთ თქვენი პოზიციის თამამად დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი შეხედვით დიდი წარმატება ქვიშაზე აშენებული სასახლესავით დაიშლება.
თქვენთვის აუცილებელია უშიშროების და  სტაბილურობის შეგრძნება სახლის პირობებში. ქალებიც და კაცებიც ამ კომბინაციით გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ დაქორწინების შემდგომ, თუნდაც გვიანი ქორწინება იყოს ის.  უნდა განავითაროთ გადაწყვეტილების მიღების უნარი უფრო მეტად, ვიდრე მიზანმიმართულობა და პირდაპირობა- ვიდრე დიპლომატია. დიპლომატიის ჭარბი რაოდენობა სისუსტეს მოგიტანთ, ყველაფერზე თანხმობა კი არასტაბილურობას. თამად გამოთქვით თქვენი აზრი და დაე გაგლანძღონ, ეს გჭირდებათ ხანდახან. ნუ დაუთმობთ მოწინააღმდეგეს როცა იცით, რომ მართალი ხართ. იმდენად კარგად გესმით სხვების, რომ თქვენს შეხედულებსბ ანადგურებს ეს სხვისი " გაგება".

drug.gif ამას მეორეჯერ ვეღარ წავიკითხავ...

Posted by: ვივიანა 30 Apr 2015, 01:30
QUOTE
მზე – მერწყული, მთვარე – ქალწული

გონების ძალა და უნარი გვერდით გადადოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები – თქვენი ყველაზე დიდი ღირსება, თქვენი განსჯები გამოირჩევა საღი აზრით, რადგან გაქვთ უნარი მკაცრი კრიტიკული ანალიზის, ამავდროულად გაქვთ უნარი მოთოკოთ ემოციები. თუ კარგი განათლება გაქვთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ ინტელექტუალურ, ხელოვნების ან ფილოსოფიის სფეროებში. მჭერმეტყველი ხართ, ადვილად დაამტკიცებთ, რომ შავი – თეთრია და თეთრი–შავი ))) კამათში საშიში ხართ, პირად ურთიერთობაშიც კი საქმეში შეგყავთ კამათის და ლოგიკური განსჯის უნარი.
ზეპირი და დაბეჭდილი სიტყვის ძალის გწამთ. იგონებთ მიზეზებს თქვენი ემოციების და მიჯაჭვულობის გასამართლებლად და მოელით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან. წაგება არ შეგიძლიათ და ძალიან გწყინთ, როცა ადამიანები არ გეთანხმებიან. მიგაჩნიათ, რომ ვისაც უყვარხართ უნდა დაგეთანხმონ, ვინც გეთანხმებიან, უნდა უყვარდეთ მათ. რადგან სხვა ადამიანები ასეთ ლოგიკას არ აღიარებენ, თავს მარტოსულად გრძნობთ. ეს პლანეტარული მდებარეობა გიბიძგებთ საკუთარი თავის სიბრალულისკენ. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღიქვამთ და სხვებისგან თუ იმავეს არ იღებთ გულნატკები რჩებით.
განდეგილის პოზიციას ყველაფერში რაც დაკავშირებულია სიყვარუთან, თქვენთვის იმედგაცრუება მოაქვს, იმის მიუხედავად რომ ახლო ურთიერთობების მოთხოვნილება გაქვთ, არ გამოხატავთ პირდაპირ. მგრძნობიარე ხართ და მძიმედ გადაგაქვთ უარი, იქმნით ილუზიას, თითქოს გაგრიყეს, სინამდვილეში ასე არ არის. ამაყი ხართ, ამიტომ თვითკმაყოფილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, არც ეს არის ასე...


არადა არ მგავს..

auu
რა ტიპი ხარ biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: შენიანი 30 Apr 2015, 12:19
მზე ქალწული-მთვარე თევზები ხართ ვინმე აქ?

ზემოთ ინფო ვერ ვიპოვე ამ კობინაციაზე user.gif

Posted by: Jordan23 30 Apr 2015, 19:37
ტყუპი-თხის რქაც ბარემ, ვერ ვიპოვე

Posted by: J-Time 30 Apr 2015, 20:49
QUOTE
საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების ერთგულია.

სად გამომადგა ჩემი მთვარე,
კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ mad.gif

Posted by: pharaon 1 May 2015, 10:15
მზე მორიელი,მთვარე ვერძი??
...........

Posted by: Christopher Robin 16 May 2015, 09:25
მზე-ტყუპები
მთვარე-სასწორი
არ არის ჩამატებული?

Posted by: shansman 25 Aug 2015, 17:31
QUOTE (Tata_Sonne @ 18 Jan 2011, 13:43 )
diaz_niasamidze
QUOTE
პირველივე პოსტი გრანდიოზული ვორნით იწყება

no.gif
ეგ ჩამატებულია სხვა იუზერებისთვის... მაგრამ მაინც არ შესდით ტვინში ზოგს, სამწუხაროდ.
////////////////////////

მზე მშვილდოსანი
მთვარე თევზები


ჩემი დაკვირვება:

ნამდვილი ფილოსოფოსი, ჰუმანური, თავგანწირული. მთელი სამყარო, თითოეული ადამიანი უყვარს, სანამ მწარე გამოცდილებას არ შეიძენს და იმედგაცრუებული დარჩება. ამ შემთხვევაში მთელს კაცობრიობაზეა განაწყენებული, მაგრამ საკუთარ პრინციპებს და შეხედულებებს არასდროს იცვლის, საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების ერთგულია.
ბოღმა არაა, ცუდს არასდროს გაგიკეთებს, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრება, რომ ჩაისვარე და კარგი დამოკიდებულება შენს მიმართ აღარასდროს აღუდგება. თუმცა რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ნაგავი იყო, როცა გაგიჭირდება პირველი მორბის დასახმარებლად.
ვერ აფასებენ, ან აფასებენ მხოლოდ უაღრესად შეგნებული ადამიანები.

დედაჩემია love.gif

მზე მშვილდოსანი, მთვარე თევზებში --- ზუსტად ასეთი ვარ smile.gif

Posted by: Tom Creo 25 Aug 2015, 19:50
http://astroblogi.com/category/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94/

ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ აქ ნახოთ მზის და მთვარის ყველა კომბინაცია


http://astroblogi.com/category/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94/

ესეც ასც+მზე

Posted by: marimari11 19 Nov 2015, 01:53
მზე ტყუპები მთვარე სასწორი არ დევს? mo.gif ვერ ვიპოვე

Posted by: Cecy Elliott 19 Nov 2015, 12:15
marimari11
http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C/

Posted by: Onyx′ 19 Nov 2015, 12:32
მე მაქვს მზე-მთვარის ტრინი (თხის რქა-კურო) და არ მომწონს user.gif
მოსაწყენია, ზედმეტად კონფორტული

Posted by: marimari11 19 Nov 2015, 12:47
Cecy Elliott
მადლობა smile.gif

.................

Posted by: cameti13 19 Nov 2015, 13:11
QUOTE
მზე - მერწყული, მთვარე - მშვილდოსანი

დამოუკიდებლობა შეხედულებებსა და ქმედებებში, აზრებსა და სიტყვებში - აი თქვენი კრედო. თქვენ ინტელექტუალი ხართ, გაქვთ უნარი თქვენს ემოციურ და მგზნებარე ნატურას კონცენტრირება გაუკეთოთ ინტელექტუალურ კონცეფციებზე და მიუახლოვოთ ობიექტურობის ფილოსოფიურ იდეალს. ეს არ არის თქვენი ცხოვრების დასაწყისში, როცა თქვენში ემოციები დუღს და არის საშიშროება მთლიანად დათრგუნოს თქვენი პიროვნება. ფართო შეხედულებებს ფლობთ და ბოლომდე რჩებით საკუთარ აზრზე, ინტელექტუალურ საკითხებში უკომპრომისო გულწრფელობა გახასიათებთ.
თქვენი ინტერესების დიდმა დიაპაზონმა, შესაძლოა, არაპრაქტიკულ და ღრუბლებში მოფარფატე ადამიანად გაქციოთ.
ბუნებით მმართველი ხართ და დიდხანს ვერ აიტანთ დაბლა მდგარ პოზიციებს. კარიერაში წინ წაიწევთ შრომისმოყვარეობით, სინდისიერებით, გულწრფელობით და მიხვედრილობით.
გამოთქმებში არ გახასიათებთ მორიდებულობა )))
შეეცადეთ მოარჯულოთ მიდრეკილება გადაჭარბებული დამოუკიდებლობისადმი, ისწავლოთ ადამიანებთან თანაცხოვრება და აღიქვათ სამყარო, ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. შეეცადეთ ადამიანებთან კომპრომისებზე წასვლა ისწავლოთ. გიყვართ ხელოვნება და ლიტერატურა, აფასებთ ყველაფერ მშვენიერს. ჯონ კიტსის სიტყვები: "სილამაზე - სიმართლეა და სიმართლე - სილამაზე" ძალიან ახლოა თქვენთვის. ამასთან მეტ სიამოვნებას განიჭებთ გეომეტრიული ფიგურების და ლოგიკური კავშირების სილამაზე და არა მხატვრული სახის მგრძნობიარე აღქმა.
რაც შეეხება ემოციებს, ამ მდებარეობის ადამიანებს ახასიათებთ მგზნებარე სასიყვარული რომანები და არის ალბათობა ერთზე მეტი ქორწინებისა. სიბერემდე შეინარჩუნებთ მაგნეტიზმს, თითქოს უკვდავების და მარადიული ახალგაზრდობის წყაროდან სვამთ.
თქვენი ხასიათის და ძალაუფლების მქონე მეგობრების წყალობით, ცხოვრებაში იღბლიანი იქნებით.

ვაუ biggrin.gif რა მაგარი ტიპი ვყოფილვარ givi.gif ყოველთვის ვფიქრობდი რომ Вечно Молодой Вечно Пянный ვარ აი თურმე რატომ ? givi.gif
ეს მე ვარ ? givi.gif იტყუებიან რაღაცას lol.gif მზე -მერწყული ასცენდენტი მშვილდოსანში: პიროვნება-წინამძღოლი , ცხოვრებისეული ბირთვი-ზეშთაგონებული (მადლმოსილი,გასულიერებული) lol.gif ხასიათზე მოსაყვანად გამოდგება gigi.gif
P.შ.
ყველა ლოლ ვერ დავტიე

Posted by: E madame 19 Nov 2015, 14:10
მზე სასწორი მთვარე კურო არის სადმე? cry.gif
* * *
მმმმმ.... ვიპოვე

http://radikal.ru/big/3ad5cc66ab56453285fd714f5c7806b2

http://radikal.ru/big/9649dae6f02b44ac8101125109d1a12f

user.gif

Posted by: K1CK3R 27 Jun 2021, 21:48
მზე სასწორი , მთვარე თევზები

ხართ ვინმე აქაური ? ))

Posted by: E madame 1 Jul 2021, 12:55
რაც უფრო გადის დრო მით უფრო მომწონს ეს ჩემი მზე და მთვარე ერთად.... chups.gif
მზე სასწორი - მთვარე კურო.
და ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ჩვენს ვენერა მორიელსაც გავუგეთ მივიღეთ და ვეხმარებით რომ არ აგვაყირავოს biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)