Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > წითელა და წითურა |
Posted by: Trulala 5 May 2003, 23:23 |
რომელიღაცა მათგანი ავიკიდე სადღაც გუშინწინ სუსტად ვიყავი და სიცხემ მომცა. გუშინ საერთოდ ვკვდებოდი, თავი მისკდებოდა და დამაყარა სახეზეც და ტანზეც, დღეს სიცხემ დამიწია და უკეთ ვგრძნობ თავს მაგრამ ღრძილები შემიშუპდა და ექიმმა მითხრა რომ ან წითელაა ან წითურა, სახლში გამომკეტა გაგანია გამოცდების დროს. კიდევ ჯირყვლები მაქვს კისერზე და მხრებზე გამობერილი... |
Posted by: devil 5 May 2003, 23:31 |
განსხვავება დიდი არ არსი, თუ წითურა დაგემართა წითელა აღარ დაგემართება...თუ წითელა აიკიდე მაშინ დიდი შანსია, რომ წითურაც დაგემართოს...ხო მემგონი ასეა |
Posted by: Trulala 6 May 2003, 00:28 |
გამომწვევი რა არის და როგორ გადადის? |
Posted by: კატო 6 May 2003, 00:35 |
Trulala მგონი წითელაა,ჩემს შვილს ქონდა ერთი თვის წინ,მაგრამ ის პატარაა და ძალიან იოლად გადაიტანა |
Posted by: Doct0rIN 6 May 2003, 00:42 |
Trulala ნუ გეშინია გაგივლის სამაგიეროდ ისეთი მაგარი იმუნიტეტი ჩამოგიყალიბდება რომ აღარასოდეს არ დაავადდები * * * გამომწვევი არის The Herpes virus varicella-zoster, იგივე გამომწვევია რაც ჰერპეს ზოსტერის დროს(სარტყლისებური ჰერპესი) |
Posted by: Tenno 6 May 2003, 17:12 |
წითურას უფრო, გავს... დამახაიათებელია (წითელასაგან განსხვავებით) მსუბუქი მიმდინარეობა ლიმფური ჯიკვლების გადიდება კისრის და კეფის მიდამოში. გამონაყარი ვითარდება ერთდროულად , სახეზე (ლოყებზე), კიდურების გამშლელ ზედაპირებზე. (წითელას დროს ეტაპობრივად, ჯერ გამოგაყრის სახეზე მეორე დღეს კისერზე, მესამე დღეს ხელებზე და ასე შემდეგ... მთელ ტანზე.) ყველა ვარიატში მალე მორჩები გისურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას |
Posted by: Trulala 6 May 2003, 23:47 |
Tenno გმადლობ ინფორმაციისთვის. ისე კიდევ ღრძილების შეშუპება მაქვს, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეგ მაწვალევს, ვერ ვღეჭავ კიდევ წოტა არ იყოს კუჭიც გამიღიზიანდა ისე სახლში რამდენხანს მომიწევს ჯდომა? სიცხე აღარ მაქვს, სახეზე სიწითლე ჩამიცხრა, ავად შაბათს ღამე გავხდი. რამდენი ხანი ვარ კიდევ საშიში? |
Posted by: Tenno 7 May 2003, 00:07 |
გამონაყრის უცბად ჩაცხრომაც მაგისთვისაა დამახასიათებელი (2-3 დღის მერე). წითელას დროს საშიშა 10 დღე. წითურას დაახლოებით 5 დღე, მარა 20 დღის განმავლობაში უნდა მოერიდო ორსულ ქალებთან ყოველგვარ კონტაქტს ! ემანდ არ გადადო... ნაყოფისთვის ძაააააააან საშიშია თურმე. |
Posted by: Trulala 7 May 2003, 00:38 |
Tenno ოოო ჯგუფში კი ერთი ორსული გვყავს... მართალია ერთ თვეში უკვე აჩენს... ისე ოთახში თუ სხედან 20 ადამიანი და ერთს აქვს წითურა, მაშინ რა ალბათობაა გადადების? |
Posted by: მიჩინიო 7 May 2003, 06:21 |
გააჩნია რას აკეთებენ იმ ოთახში ისე, ალბათობა უსაშველოდ დიდი არაა, მაგრამ საშიშია მაინც. იმ შენ ჯგუფელ გოგოს კი მოერიდე აუცილებლად!!!! |
Posted by: Trulala 7 May 2003, 22:52 |
MichiniO მოვერიდები... რა ვქნა აბა... რესპირატორები (ჩინელებს რომ უკეთიათ) აქ აფთიაქებში იყიდება? |
Posted by: Doct0rIN 8 May 2003, 00:47 |
Trulala მაგას პირბადე/ნიღაბი ქვია:) ძააააალიან ბევრია აფთიაქებში, განსაკუთრებით რომლებიც საავადმყოფოებთან ახლოსაა ტერიტორიულად |
Posted by: djindjidrinji 27 Jun 2003, 16:56 |
გამაგებინეთ ხალხნო, რომელია Корь და რომელია Краснуха ქართულად? |
Posted by: Doct0rIN 27 Jun 2003, 17:23 |
djindjidrinji Корь - წითელა Краснух - წითურა |
Posted by: Lexo 28 Jun 2003, 20:00 | ||
წითელაზე აცრა პოლისით უფასოა, წითურაზე კი 17 ლარი ღირს |
Posted by: N.G. 10 May 2004, 16:37 |
ინკუბაციის პერიოდი მაინტერესებს ფრიჯაილ, ჰა? საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს, თავისი პირის ღრუს დასიებიან, თვალების ტკივილიან, საშინელ ხველებიან და მაღალ სიცხიანად |
Posted by: Natosha 10 May 2004, 22:27 |
აუ და ბარემ ამიხსენით რით განსხვავდება წითურა წითელასგან და რომელია წითელა Краснуха თუ Корь? |
Posted by: N.G. 11 May 2004, 09:25 |
ვიფიქრე ხვალ მივალ და პასუხი დამხვდება-თქო სად ხართ ხალხოო |
Posted by: sharlot 11 May 2004, 10:05 | ||
N.G.
კვირის ბოლომდე გამოცდები აქვს ფრიჯაილს და სხვები არ ვიცი |
Posted by: N.G. 11 May 2004, 10:09 |
ხოო, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ლამაზ გოგოს |
Posted by: Berlioz 11 May 2004, 10:55 |
N.G. http://flower-s.narod.ru/html/frame-baby.html?http://flower-s.narod.ru/html/baby/aibolit/syp.html |
Posted by: N.G. 11 May 2004, 10:59 |
Berlioz გაიხარე |
Posted by: Doct0rIN 15 May 2004, 15:01 |
N.G. ალბათ ნახავდი უკვე მაგ საიტზე. წითელას ინკ. პერიოდია 8-12 დღე. წითურას პერიოდი კი კონტაქტიდან 14-21 დღე. Natosha Краснуха - წითურა Корь - წითელა |
Posted by: Natosha 18 May 2004, 21:35 |
Doct0rIN გეიხარე თორე ვერ ვარჩევდი ჩემს ჯგუფში სამ კაცს წითელა ჭირს, 2-ს წითურა დაგინახე, დაგინახე |
Posted by: asiko 18 May 2004, 23:07 |
რა არის მაქსიმალური სირთულე რაც წიტელას და წითურას შეიძლება მოყვეს? და რატომ არ აცხადებენ რომ ეპიდემიაა? * * * რა გზებით გადადის წითელა და თუ შეიძლება წითელათი დაავადებული ადამიანის მონახულება? |
Posted by: Doct0rIN 20 May 2004, 00:52 |
Natosha მე ვცდილობ დაგინახო, გადინახო მაგრამ უშედეგოდ... Краснуха - წითურა - Rubella Корь - წითელა - Mumps asiko წითელა გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ცხვირ-ხახის ლოწროთი რა. ან სხვა უშუალო კონტაქტით. ძლიერ კონტაგიოზურია(ადვილად გადადის რა). შეიძლება გართულდეს: კრუპი, ბრონქიტი, კერატიტი, ჰეპატიტი, სიბრმავე, მიოკარდიტი, მწვავე გლომერულონეფრიტი, ბაქტერიული პნევმონია, ენცეფალომიელიტი. სიკვდილიანობა 10%-ია. ეპიდემიას რატო არ აცხადებენ და ეგ ჭიპაშვილს კითხე რა დაავადებაც ვერ გაივე დაწერე და იმას განგიმარტავ. |
Posted by: N.G. 20 May 2004, 15:00 | ||
((( ასეთი საშიში თუ იყო არ ვიცოდი |
Posted by: L&L 2 Dec 2007, 20:07 |
TORCH ინფექციების გამოკვლევისას როგორც წესი გულისხმობენ ქლამიდია, ციტომეგალოვირუსს, ჰერპესსა და ტოქსოპლაზმას. ამავე დროს აბრევიატურაში TORCH–სიმბოლო R სწორედ Rubella-ს ნიშნავს და მასზე გამოკვლევა ორსულისათვის ან ორსულობისათვის მზადების პროცესში მყოფი ქალისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ერთთვიანი აქცია ეწყობა მათთვის, ვინც წითურას საშიშად არ თვლის. ერთი თვის განმავლობაში 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, მათთვის ვინც ზემოაღნიშნულ ინფექციებს გამოიკვლევს ჩვენს კლინიკაში, მათთვის Rubella IgG გამოკვლევა იქნება უფასო დამატებით ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე: http://www.medea.ge/Rubela_Free.htm |
Posted by: irapir 3 Dec 2007, 22:30 |
აუ არა მაქვს მოხდილი არაფერი ბავშვობაში იმუნიტეტი მქონდა ხარივით . . . . არც ვცივდებოდი. . . . ხოდა ეხლა საშიშროება მაქვს რომ დამემარტოს. . . ეგ მაწუხებს. . . |
Posted by: donvaso 4 Jan 2008, 12:20 |
მაინტერესებს რამდენი %-ია იმისა რომ ტესტის პასუხი შეიზლება ცრუ იყოს? ანუ 100%-იანია ტესტი თუ 99%? |
Posted by: L&L 12 Jan 2008, 10:57 |
donvaso ცრუ უარყოფითი პასუხის ალბათობა პრაქტიკულად ნულია. ცრუ დადებითი პასუხის ალბათობა 10%-ს არ აღემატება წითურას გამოკვლევაზე აქცია 31 იანვრამდე გრძელდება იხ. ჩვენს საიტზე |
Posted by: ბაკო 12 Jan 2008, 23:17 |
არ მახსოვს წითურა მაქვს თუ არა მოხდილი. აცრა მინდა გავიკეთო და შეიძლება? ანუ შეიძლება მოხდილი მაქვს და თუ აცრა მაინც გავიკეთე საშიში ხომ არ იქნება? |
Posted by: bubu1234 22 Jan 2008, 13:35 |
მაინტერესებს გამონაყარს თუ თავებიანი გამონაყარი (ბუსტებივით თავები) აქვს რომელია?ჩუტყვავილა,ბატონები,წითელა თუ წითურა?ესენი სართოდ სხვადასხვაა?და თუ ერთხელ ააქვს გადატანილი არის შანსი კიდევ რომ შეხვდეს? |
Posted by: vano_t 22 Jan 2008, 20:40 | ||||
bubu1234
ბატონები და წითელა არის მემგონი ერთიდაიგივე (წითელა ბატონებიო ეგრე არ ამბობენ?). ბუშტუკოვანი გამონაყარი დამახასიათებელია ჩუტყვავილასათვის.
წითელა და წითურასათვის თითქმის არ არის შანსი (თუმცა შესაძლებელია ალბათ იშვიათ შემთხვევებში). რაც შეეხება ჩუტყვავილას, მისი გადატანის შემდეგ ვირუსი ორგანიზმში რჩება და ზოსტერის სახით გამოვლინდება ზოგჯერ (განსაკუთრებით მოხუცებში). ლულა-ქაბაბიც შემისწორებს იმედია, თუ რამე მოვიტყუე. |
Posted by: n_elo 22 Jan 2008, 21:37 |
მე არ ვიცი რომელი მქონდა როგორ გავიგო?ისე მარტო გამონაყარი მქონდა არანაირი ჯირკვლების დასიება.ანუ რომელი მაქვს მოხდილი? |
Posted by: vano_t 22 Jan 2008, 23:58 | ||
ანტისხეულებზე უნდა შეამოწმებინო, კერძოდ IG G ანტისხეულიები სისხლში და გეტყვიან იმუნური ხარ თუ არა ამა თუ იმ დაავადების მიმართ (დაავადება გადაიტანე თუ აცრა გაიკეთე ამას ვერ გაარჩევს ეგ ტესტი ოღონდ). |
Posted by: margusha 23 Jan 2008, 00:17 |
bubu1234 "ბატონები" ქვია ხალხში საერთოდ ნებისმიერ სახადს ჩუტყვავილასაც, წითურასაც, წითელასაც და ყბაყურასაც. წითელა აქედან ყველაზე რთული მიმდინარეობით ხასიათდება, მაღალი სიცხეებით და ავადმყოფს აქვს გავარვარებული წითელი ფერი მთლიანად. ჩუტყვავილას ბუშტუკოვანი გამონაყარი, ბავშვებში იოლად მიმდინარეობს, ქავილი იცის. გამონაყარმა ნაკვალევი როიმ არ დატოვოს არ უნდა მოიქავოთ. წითურაც მსუბუქად მიმდინარეობს წვრილი წითელი გამონაყარი ახასიათებს, მაგრამ ძალიან საშიშია ორსულებში, ნაყოფის პათოლოგიებს იწვევს. ყბაყურა არ უნდა გართულდეს ორქიტში (სათესლე ჯირკვლების ანთება), თორემ მერე უნაყოფობას იწვევს კაცებში. ბაკო არც მე მახსოვდა მქონდა თუ არა გადატანილი, მაგრამ დაორსულებამდე ავიცერი, თავი დავიზღვიე. წითელა- წითურა -ყბაყურა კომბინირებული აცრაა ერთ ინექციაში. |
Posted by: bubu1234 23 Jan 2008, 21:07 |
vano_t margusha დიდი მადლობა |
Posted by: baby-bobo 17 Jul 2009, 21:45 |
ასეთი რამ მაინტერესებს. ბავშვს ქონდა წითურა. დღეს არის მეშვიდე დღე გამონაყარიდან. გამონაყარი 3 დღეა უკვე რაც ალაგდა და ბავშვიც მშვენივრად გრძნობს თავს. მაინტერესებს კიდევ რამდენ ხანს არის საშიში რომ სხვა ბავშვებს არ გადასდოს ეს ინფექცია? |
Posted by: liziko 7 Sep 2009, 15:30 |
გამარჯობათ, გადატანილი მაქვს ბავშვობაში წითელა, და 4-5 წლის წინ წითურაც. ეხლა ვარ ორსულად და არის თუ არა შანსი განმეორებით რომ შემხვდეს წითელა. (სახლში ბავშვს დაუდგინეს, და ცოტა არ იყოს მეშინია მაინც) რომელს აქვს მყარი იმუნიტეტი?... |
Posted by: irusha 20 Feb 2011, 12:24 |
წითურა მოხდილი მაქვს და ე.ი წითელა აღარ დამემართება?? (( მუცელზე, მკლავებზე და ყურთან რაღაც წითელი ლაქები გამიჩნდა... (( |
Posted by: K_rati 20 Feb 2011, 14:39 | ||
irusha წითურა თუ მოხდილი გაქვს ეს არ ნიშნავს, რომ წითელა აღარ დაგემართება
როგორც წესი,წითელას დროს, გამონაყარს რამდენიმე დგით ადრე წინ უძღვის ცხელება და ზედა სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის ნიშნები(ხველა,გამონადენი ცხვირიდან,კონიუქტივიტი).2-3 დღეში ვითარდება გამონაყარი,რომელიც იწყება თავზე და ვრცელდება სხეულის უმეტეს ნაწილზე. |
Posted by: irusha 20 Feb 2011, 15:06 | ||
K_rati აქ წავიკითხე და იმედი მომეცა... ((
მადლობა დიდი პასუხისთვის, ჩემები სახლში არ იყვნენ და ძალიან ავნერვიულდი... |
Posted by: K_rati 20 Feb 2011, 15:27 | ||
irusha არაფრის
სულ სხვადასხვა ვირუსი იწვევს,ამიტომ არასწორია შეგიძლია დამშვიდდემაინც ტემპერატურა გაიზომე და დააკვირდი გამონაყარი ფერს თუ შეიცვლის ან დამატებით რაიმე სიმპტომი თუ გამოვლინდება |
Posted by: deadeadea 16 Sep 2012, 20:02 |
ორი დღის წინ შევამჩნიე რომ გამონაყარი მქონდა ოღონდ ერთი ორი და ახლა მესამე დღეა და უკვე ბევრი დამაყარა, მხოლოდ სიცხის დამწევს ვსვამ და კიდე რამე უნდა მივიღო? (გუგლში ვნახე და მივხვდი რო წითურა მაქვს) და რამდენი ხანი გაგრძელდება? |
Posted by: WiSpEr 24 Feb 2013, 21:52 |
ჩემ დას ჭირს დღეს სახეზე სუ დააყარა 40 სიცხეები ხველება წამლებს ვასმევთ ყველაფერს მაინტერესებს რამდენი ხანი გრძელდება |
Posted by: patiii88 2 Nov 2013, 11:11 |
აუ სასწრაფოდ მიპასუხეთ რაა, გაციებული ვარ ცოტათი და შეიძლება წითურაზე რო ავიცრა? |
Posted by: ikaaikaa 15 Sep 2018, 16:20 |
ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, ამბობს, რომ ეს ბავშვთა ინფექციაა, მაგრამ იგი მოზრდილებში მეტი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, ამიტომაც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ ვირუსი. როგორია წითელას სიმპტომები? წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში. გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში რის შემდეგაც შეწითლებული ადგილები კარგავს ფერს, იღებს ღია ყავისფერ, ყვითელ ფერს და საბოლოოდ ქრება 5-7 დღეში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით: სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.  წითელას განაყარი წყარო: www.cdc.gov ვინ წარმოადგენს წითელას რისკჯგუფს? წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, თითქმის 98-100%, შესაბამისად რისკჯგუფს წარმოადგენენ არაიმუნური ადამიანები, ანუ ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი არ აქვთ წითელას მიმართ. წითელას მიმართ იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად ან წითელას გადატანის შემდეგ. ვაქცინაციას ექვემდებარებიან ბავშვები ერთი წლის ასაკიდან, შემდეგ რე-ვაქცინაცია ხდება 5 წლის ასაკში. თუ ვაქცინაცია ნორმალურად არის გაკეთებული, ბავშვს იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება დაავადებისაგან. ასევე დაცულები არიან წითელაგადატანილი ადამიანები. წითელას განმეორება არ ახასიათებს. რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი? პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს აცრა, ეს არის მართვადი ინფექცია და აცრები წარმოადგენს მისი მართვის მთავარ ბერკეტს. ეპიდსიტუაციის დროს ვაქცინაცია ინიშნება მოზრდილებშიც. ამჟამად, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოზრდილების აცრებიც. თუ მოზრდილებს კონტაქტი ჰქონდათ წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ოჯახში, სამსახურში, ან სხვაგან მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პოლიკლინიკებში უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო აცრები. როგორია მკურნალობა? ის მითი, რომ წითელას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე ნაკლებად არსებობს მოსახლეობაში. წითელას აქვს გამოხატული კლინიკური მიმდინარეობა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, განსაკუთრებით გართულებების შემთხვევაში, როცა საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას. |
Posted by: Natuka NGN 16 Sep 2018, 23:58 |
https://forum.ge/?f=43&showtopic=33558795 ეს ტემაც არის. სანამ ტემას გახსნიდეთ, ნახეთ კატალოგი. ----- ვაქცინაციას ბოლომდე არ იცავს წითელას შეხვედრისგან და ამის უამრავი მაგალითი მაქვს. |