ვიკიპედიაში პატარა გამოძიება ჩავატარე და დავადგინე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის ოცდაათი წლის თავზე, ქვეყანაში კიდევ გვაქვს კომუნისტური ტოპონიმიკა. ეს იმ დასახლებათა სიაა, რომელიც ვიკიპედიაში ვიპოვე:
აბაშის მუნიციპალიტეტი - სოფ.პირველი მაისი - ისტ.საჭილაო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - სოფ.კიროვი - ისტ.მერე, სოფ.ოქტომბერი - ისტ.ცაიშიშ კახათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი - სოფ.წითელხევი - ისტ.სადემეტრაო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი - სოფ.ოქტომბერი - ისტ.მაცხოვარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - სოფ.ტელმანი - ისტ.შრომისუბანი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - სოფ.სტალინისუბანი - ისტ.განახლება
ქედის მუნიციპალიტეტი - სოფ.ოქტომბერი - ისტ.ალიქოღლები, სოფ.პირველი მაისი - ისტ.საღორეთი
ქარელის მუნიციპალიტეტი - სოფ.წითელსოფელი - ისტ.შავსოფელი
გორის მუნიციპალიტეტი - სოფ.წითელწყარო - ისტ.ნათლისმცემელი
გარდაბნის მინუციპალიტეტი - სოფ.კალინინო - ისტ.საფურცლე
თეთრი წყაროს მინიციპალიტეტი - სოფ.ჯორჯიაშვილი - ისტ.დიდი ენაგეთი
მარნეულის მუნიციპალიტეტი - სოფ.კიროვკა - ისტ.მამაი, დაბა შაუმიანი - ისტ.შულავერი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - სოფ.კიროვაკანი და სოფ.მიასნიკიანი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - სოფ.ჟდანოვაკანი
ასევე არის სოფლები, რომლებსაც ერთი შეხედვით კომუნისტური დასახელებები აქვთ, მარა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ისტორიულადაც მასე ერქვათ.
მაგალითად გურიაში გვხდება - წითელმთა და წითელგორა, გორთან არის წითელუბანი, ხოლო დუშეთთან კი წითელსოფელი.
გურიის გვერდი რომ გავხსენი, მეთქი ეხლა მთელი კომუნისტური პანთეონი დამხვდებათქო და არა
რევოლუციის აკვანი უფრო მოკძალებული აღმოჩნდა
ერთადერთ კახეთი არის ბოლომდე გაწმენდილი მაგ ტოპონიმებისგან.
ასევე ცხოვრებაში რამოდენიმე ახალი მიზანი გამიჩნდა, აუცილებლად უნდა მოვინახულო სოფლები რომანეთი, მტერჩვეული, უსახელო და ღუ
ამ ბოლომ საერთოდ მომცელა
მაგაზე მაგარი სახელის დდშვც