ამ წერილის წაშლა დაუმთავრებლად რამოდენიმეჯერ მოვინდომე.
რარდგან კითხულობთ ე.ი. საბოლოოდ არ წამიშლია.
შეუჩერებლივ 12 საათი. (გამოვაკლოთ მარტო საპირფარეშო და ბარში რაიმის აღება) თან არავითარი ვალსი ან რაიმე ''ჩახუტუნებული'', მხოლოდ ელექტრონული საცეკვაო მუსიკა House და მისი დაჩქარებული ვარიანტი Hard.
ამის ახსნა ძალიან გამიძნელდება, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს.
- მუსიკის ძლიერი სიყვარული.
- ფანტაზიის განსაკუთრებული უნარი.
- პიროვნული თავისებურებანი.
რაც შეეხება ნარკოტიკებს... Houseparty-ს (12 სთ. ამ ჟანრის მუსიკის თანხლებით დროს ტარება) აუცილებელი ატრიბუტია ნარკოტიკი, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული სახეობები. უმეტეს წილად გამოიტენება ახალგაზრდობის ფავორიტები XTC, SPEED, შესასუნთქი გაზი და რა თქმა უნდა მარიჰუანა.
პირადად მე არასოდეს არ მქონია მოთხოვნილება რომ რაიმე განსაკუთრებული მიმეღო.
ეს ქართველ ემოციურ ახალგაზრდას არ სჭირდება
ჩემი ფანტაზია - ძირითადი ჩემი ნარკოტიკია.
ვისთანაც ერთად არ უნდა მივიდე ასეთ საღამოზე და მიუხედავად იმისა რომ იქაც უამრავი ნაცნობები დამხვდებიან - პრინციპი უცვლელია - იქ ჩემთვის ყველა ერთნაირად ახლობელია (თუნდაც 4000 კაცი არის 7000 მდეც, მაგრამ ეს უკვე დიდი ''სხადნიაკებია'') მაგრამ, ყველაზე დიდი ახლობელი - მუსიკაა.
შესვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ''მსუბუქი დამხმარებლების'' შედეგად საჭირო კონდიცია მიღწეულია. ამის შემდეგ ვიწყებ ტრადიციულ ''მედიტაციას'', შთაგონებას...:
''მე ძალიან მიყვარს ეს მუსიკა! მე დიდი მანძილი გამოვიარე რომ მოვსულიყავი აქ! მე დიდი მანძილი უნდა გავიარო რომ უკან დავბრუნდე! მე გადავიხადე დიდი თანხა ბილეთში! მთელი ღამე მე უნდა დავხარჯო ასევე დიდი თანხა და არა მარტო ჩემზე! ასე რომ არავითარი ''ტეხავს''! არავითარი სირცხვილი!
რისთვის მოხვედი აქ? ხოდა დაივიწყე საკუთარი თავი და აბსოლიტურად ყველანი!
სადაც შენ დგახარ ეს შენი ადგილია! (წინასწარ კარგ ადგილს შევარჩევ ხოლმე, ასევე ''მედიპაციის'' დროს ვიტენებ ჟესტებსაც
ანუ ხელებით მივუთითებ - ეს ჩემი ადგილია) ეს DJ პირადად ჩემთვისაა მოსული! და ეს საღამო პირად ჩემთვისაა შემდგარი! ასე რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართ! ეს ღამე მე აქ უნდა ''ვიკაიფო"! არავინ არ შემიშალოს! და მეც არავის არ შევუშლი ხელს. ყველამ თავის მამიდას მიხედოს!!! და წავიდა.............
აი მერე რა ხდება ამის აღწერას ნამდვილად ვერ შევძლებ. შემიძლია განახოთ, მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია (საკუთარი თავს ვერ ვცნობ მაგ სურათებში)
* * *
ამ გვერდზე ცისფრად დაწერილიც ამ თემას ეხება
http://forum.ge/index.php?act=ST&f=21&t=33562151&st=0