iloilo603როგორც ასეთი ასე პირდაპირ და გადაწყვეტით რომ ის ცუდია და ეს კარგია არავინ არ უნდა თქვას.
პირველი არის საქმის აზრი, რა არის გასაკეთებელი რა სირთულეა, რა სურს ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს...
მერე ამას მოყვება ჩემის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაცვა/უსაფრთხოება..
მზა ძრავებში უსაფრთხოება უფრო სავალალოა ვიდრე საკუთარ ძრავში (ესეც თუ რეალურად ნაფიქრია როცა იწერება)
+ მიშვნელოვანი ფაქტორია სერვერი სადაც განთავსებულია ეს ყველაფერი..
მაგალითად ვორდპრესი: ერთ ერთი საუკეთესო და მოწინავე ძრავია რაზეც წლები ვმუშაობდი, მაგრამ დღეს ვერ ვიტან უკვე მაგის აგებულებას, უამრავი პლაგინი (ჩანართი) შეიძლება დაგჭირდეს (თუნდაც იმიტომ რომ გვერდი სწრაფად ჩაიტვირთოს), რომელიც დაწერილია ვიღაც ტიპის მიერ სადღაც სარდაფში ვთქვათ.., საიდან ვიცით რომ ეს ჩანართი არ მოიპარავს ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციას? ეს ძალიან სუსტი და ელემენტარული მაგალითი დავწერე ..
ჩაწერე იუთუბიზე როგორ გატეხო ვორდპრესი და უამრავ შედეგს ნახავ, (დაცულიცაა, მთლად ასეც არ არის საქმე მაგრამ ესეც უნდა იცოდე როგორ დაიცვა)
ხოლო როცა შენია ძრავი და როცა სათითაოდ არის ის საკითხები გაწერილი როდის რას აკეთებს კოდი, სად დევს კონფიგები და ზუსტად ისაა რაც შენ გინდა რომ იყოს ეს გაცილებით მაგარია ვიდრე მზა ძრავი.. ასევე ზუსტადაა მორგებული იმაზე რაც დაისახა დამკვეთმა. (ამიტომაც უნდა ღირდეს კიდეც და უნდა ქონდეს ფასი იმ ხალხის შრომას)
მეორე ვარიანტი, საკუთარი ძრავი შესაძლებელია ჩვეულებრივი ნაგავი იყოს და ჯობდეს რომ ისევ ვორდპრესი გაიმართოს
შენ გაიგე ეხლა რა ხდება