დაბადების თარიღი - 2001 წლის 12 თებერვალი.
ასაკი - 22 წლის.
პოზიცია - ჯერ-ჯერობით - მარცხენა გარემარბი.
სათამაშო ფეხი - ყველა.
გუნდი - ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია).
ინდივიდუალური ტიტულები - წლის ფეხბურთელი (საქართველო) - 2020, 2022.
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი (რუსეთის პრემიერ-ლიგა) - 2020/21.
რუსეთის თასი (ლოკომოტივის შემადგენლობაში).
იტალიის სერია ა-ს 2022 წლის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
იტალიის სერია ა-ს 2023 წლის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
მეტსახელები - კვარადონა, კვარავაჯო.
სატრანსფერო თანხა - დღეიდან 85 მილიონი ევრო.
2022 წლის აპრილის თვეში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბ ნაპოლისთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც 2027 წლის 30 ივნისს ეწურება ვადა.
სტატისტიკა:
საკლუბო კარიერა ნაპოლიში30 ჩატარებული მატჩი - 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა, მათ შორის:
სერია ა23 ჩატარებული მატჩი - 12 გოლი და 10 (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით - 12) საგოლე გადაცემა.
ჩემპიონთა ლიგა7 ჩატარებული მატჩი - 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
საქართველოს ნაკრები19 ჩატარებული მატჩი (მათ შორის 2 ამხანაგური) - 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.
ხვიჩა დღევანდელი მდგომარეობით ნაპოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერია და 11 ტურით ადრე, ნაპოლი 19 ქულით ლიდერობს სერია ა-ს (თუ იუვეს ქულები დაუბრუნეს, მაშინ 15 ქულა იქნება სხვაობა) და თუ რამე სასწაული არ მოხდა წელს სკუდეტოს მოიგებენ, რაც ნაპოლიმ მხოლოდ ორჯერ შეძლო 1987 და 1990 წლებში, მარადონას პერიოდში.
ჩემპიონთა ლიგაზე, ნაპოლიმ ისტორიაში პირველად შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, სადაც მილანს დაუპირისპირდებიან, ხოლო მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში - ინტერსა და ბენფიკას შორის გამარჯვებულს.
ნაპოლის დარჩენილი თამაშების ცხრილი
გამოკითხვაში დასახელებული გოლების შესახებ ვიდეოები >>> » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხვიჩას პირველი და მეორე გოლი მონცას წინააღმდეგ
ხვიჩას გოლი ტორინოს წინააღმდეგ
ხვიჩას გოლი კრემონეზეს წინააღმდეგ
ხვიჩას გოლი სასუოლოს წინააღმდეგ
ხვიჩას გოლი ატალანტას წინააღმდეგ
ამ ეტაპისთვის, ხვიჩას გატანილი ყველა გოლი და გაკეთებული საგოლე გადაცემა, 2022/2023 წლების სეზონში
წინა თემის ლინკი
✔ ხვიჩა კვარაცხელია ✔ This post has been edited by Pepper_Crowley on 21 Mar 2023, 21:10