Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > არსენა ოძელაშვილი


Posted by: Human 12 Mar 2007, 22:28
გამარჯობათ,
გარდა იმისა რაც მხატვრულ ლიტერატურაში არის ცნობილი ხომ არ იცით რაიმე არსენა ოძელაშვილის შესახებ? ან რაიმე ისტორული ლიტერატურას ხომ ვერ მიმასწვლით, სადაც იქნება მის შესახე ინფორმაცია?
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

HUMAN

პ.ს. ვიკიპედიაში რაც წერია ვიცი.
ანუ იყო მარაბდიდან. დაიბადა 1797 მოკლეს მცხეთასთან 1842-ში, კიდევ მდიდრებს ძარცვავდა ღარიბებს აძლევდა.... მერე.... ???

Posted by: eloiza 12 Mar 2007, 22:35
Human
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "არსენა მარაბდელი" არ გაწყობს?
http://www.lib.ge/body_text.php?199
აი ტექსტიც ბევრი რომ არც ეძებოsmile.gif

Posted by: Human 12 Mar 2007, 22:37
დიდი მადლობა smile.gif მაგრამ

რამდენად სიმართლე წერია? მხატვრული ნაწარმოები არ არის?

Posted by: eloiza 12 Mar 2007, 22:39
Human
კი მარა, სიმართლე მაშინ იმ ლექსში წერია და ეგ არის, სხვა ინფორმაცია რა ვიცი აბაsmile.gif

Posted by: Human 12 Mar 2007, 22:44
eloiza,
მაინც მადლობა,
უბრალოდ ვეძებ ინფორმაციას, მინ გაძარცვა? როდის? კიდევ რამე ჩაიდინა თუ არა? ვის ეხმარებოდა კონკრეტულად? სად ხდებოდა ეს ყველაფერი,? თუ მიიღო რაიმე აჯანყებაში მონაწილეობა ... ხომ გესმის, აი ამდაგვარი ინფორმაცია მჭირდება.... smile.gif

Posted by: eloiza 12 Mar 2007, 22:45
Human
კი გასაგებია, იმედია ვინმე მოგაწვდის საჭირო ინგორმაციასsmile.gif

Posted by: Solveig 12 Mar 2007, 22:50
QUOTE
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "არსენა მარაბდელი


რომანია wink.gif

და შიგ ბევრი რამ არის გადასხვაფერებული.


არსენას შესახებ ყველაზე მეტი "არსენას ლექსში" წერია.

მე-19 საუკუნეში იყო ერთი ჟურნალისტი, დავით კეზელი (იგივე ზოილი)-არსენას დიდი პატივისმცემელი, საფლავის ქვაც მაგან გააკეთებინა. იქნებ მის ნაწერებში იყოს რამე? ზოილი წერდა ივერიაშიც, დროებაშიც..თუმცა ეგ ნაკლებად რეალურია ალბათ..

Posted by: Human 12 Mar 2007, 22:52
მადლობ პასუხისთვის smile.gif , მაგრამ რომანი მხატვრული ნაწარმოები არ არის wink.gif , ეხლა არ მითხრა ისტორიული ნაშრომიაო wink.gif

Posted by: ვეშაპო 12 Mar 2007, 23:58
Human

ა ბატონო!

http://www.link.ge/file/90727/161-14-arsenas-leqsi--gudastvirze-.mp3.html

სოფელ მისაქციელშია ჩაწერილი 1964 წელს.
"კაკრაზ" შაირ-სიტყვითა მესტვირე ასრულებს. gigi.gif

ბოლომდე თუ გინდა ჩანაწერი, კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრას მიაკითხე და ასე უთხარი 161-14 ფირის მოსმენა მინდათქო.

ისე, ყველაზე მეტი მართალი, მაინც ხალხურ ლექსშია და იქედან ისარგებლე.

Posted by: Human 13 Mar 2007, 14:59
Solveig,
სად არის დასაფლავებული ხომ არ იცი არსენა?
ხომ არ იცი ზოილი რომელ წლებში წერდა?

Posted by: არწივი9 13 Mar 2007, 15:24
ყველაზე მეტად ის მაინტერესებს-კასპში არსენას რომ 700 თუმანი შეუნახავს, ის გამოქვაბული (როგორც მახსოვს გამოქვაბულში შეინახა მან ფული) სად მდებარეობს? wink.gif

Posted by: achiko1972 13 Mar 2007, 15:45
თუ შეგიძლია აკა მორჩილაძეს დაუკავშირდი, მაგას აქვს საინტერესო ისტორიული ცნობები არსენაზე, გადაცემაც იყო იმედზე არსენას შესახებ, "უცნობი საქართველო", ერთი რაც მახსოვს, ძალიან გამიკვირდა ცნობა არსენას კათოლიკობაზე, თუმცა ეგ არცაა გასაკვირი, ზავახიშვილთანაცაა მისი და მიხეილ თამარაშვილის ურთიერთობებზე საუბარი

Posted by: Human 13 Mar 2007, 18:46
achiko1972,
ხომ არ იცი ეს გადაცემა არსენაზე დაახლოებით როდის გავიდა ეთერში?

არწივი9,
700 თუმანი კარგია, თან ალბათ ოქროთი შეინახავდა, დასაძებნია კასპის გამოქვაბულები... wink.gif, ყველანი კასპში... smile.gif, თუმცა ყველანი არა wink.gif

Solveig,
პასუხს რატომ არ მცემ? ან კარგი მითხარი ან ცუდი smile.gif
რაც გითხარი "მოთხრობასა" და "რომანის" შესახებ, საწყენად ხომ არ მიიღე?

Posted by: Solveig 13 Mar 2007, 22:25
Human
QUOTE
რაც გითხარი "მოთხრობასა" და "რომანის" შესახებ, საწყენად ხომ არ მიიღე?

არა, რას ამბობ smile.gif უბრალოდ, დღის განმავლობაში ვერ ვახერხები აქ შემოსვლას და ახლაღა ვნახე.

კეზელი მოღვაწეობდა 1870-1907 წლებში, მაგრამ კონკრეტულად რომელ წელს დაადო ქვა არსენას საფლავს, ან როდის წერდა მასზე, არ ვიცი..არსენა მარხია მცხეთაში, რამდენადაც ვიცი, საფლავი დაკარგულია ახლა.

ა. ხინთიბიძის წიგნი ყოფილა: "ფოლკლორული მასალები არსენა ოძელაშვილზე". მანდაც უნდა იყოს რაიმე საინტერესო ინფორმაცია.

Posted by: Human 13 Mar 2007, 22:52
Solveig,
დიდი მადლობა smile.gif


------------------------------------------------------------

Posted by: achiko1972 14 Mar 2007, 10:10
Human
QUOTE
ხომ არ იცი ეს გადაცემა არსენაზე დაახლოებით როდის გავიდა ეთერში?


მაგ გადაცემების (უცნობი საქართველო) ციკლის დასაწყისში იყო სადღაცმ 1,5-2 წლის უკან

Posted by: zuraini 28 Jun 2009, 13:47
არსენას მამას რა ერქვა ხომ არ გახსოვთ?

Posted by: Anarchisti 28 Jun 2009, 20:28
zuraini
QUOTE
არსენას მამას რა ერქვა ხომ არ გახსოვთ?

ღვთისავარი მგონი.

Posted by: Kobalty 3 Jul 2009, 01:59
არსენას ლექსი

შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა:
ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.

ქეიფი იმას უყვარდა, გზებზე სუფრის გადაფენა,
შვიდ წელიწადს ტყვეთ იარა, მთა და ბარი შეაჯერა.

რომ შეიქნა თექვსმეტი წლის, ულვაშები დაიმშვენა,
შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე, გააჭენ-გამოაჭენა.

ბარათაშვილი ზაალი ძალიან გაგვინაწყენა.
ბატონს რომ ერთი გოგო ჰყავს, არსენას მოეწონება.

- გოგო მე მომე, ბატონო, შენ კი არა წაგიხდება!
რა რომ შინიდან გავიდა, ბარათაშვილს გადემტერა.

- ეს არსენა რა გამიხდა, რა არის მაგისთანაო?
ბიჭო არსენავ, რა მიყავ, ყმა იყავ მაგისთანაო!

- მოგიტან თორმეტ თუმანსა, მოგითვლი ჩქარა-ჩქარაო.
ეს რომ ზაალმა გაიგო, წარბი არ შეიხარაო:

- თორმეტი აღარ მიგდია, ბიჭები შენისთანაო?!
- აბა თუ თორმეტი გყავსა, ადექ და მამყევ თანაო!

ეს რომ ზაალმა გაიგო, ქოში უკუღმა ჰყარაო.
კარიდან ვეღარ გაასწრო, ფანჯრიდან გადიპარაო.

მოსტაცა ბატონს მოახლე, ახალციხეს გაუყენა,
ჩითის კაბები გახადა, სხვა ფარჩები შაუკერა,

იმის ქვეით შეიდიში კოჭებამდის დაუმშვენა.
მობრუნდა ჩვენი არსენა, ცოლ-შვილით გააცამტვერა.

ეს რომ გაიგო ზაალმა, ორთავ თვალით შექმნა ცრემლა.
ქალაქში გამოაცხადა, ღუბერნატორს მოახსენა:

- გამივარდა ერთი ბიჭი, დამაქცია, დამანელა!
ერთი კარგი გოგო მყავდა, წამართვა და გადმიყენა,

წამახდინა არსენამა... თუ რასმე მიშველით თქვენა!
თუ თქვენ იმას ვერ დაიჭერთ, ძნელია ჩემი დარჩენა!

ათი-თორმეტი ყაზახი გასწევს თრიალეთისკენა.
კოდაზე რომ შემოვიდნენ, წინ იქ დაუხვდათ არსენა:

- დრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს, კუდა იდიოშ, საითკენა?
ჩვენ შენი ჯავრი არა გვაქვს, მივდივართ მარაბდისკენა.

ერთი ბიჭი გამოგვექცა, სახელად ჰქვია არსენა,
თუ ვისმე კი გაგეგონოთ, - გვინდა იმისი დაჭერა.

ეს რომ არსენამ გაიგო, ჩაიცინა ნელა-ნელა,
ნაბადი გვერდზე იქცია, თოფი ფეხზე შეაყენა;

ჯერ რომ თოფი დაახალა, მერე ხმალი შეაშველა,
ათი-თორმეტი ყაზახი სულ ცხვარივით გადმოდენა,

თელეთის ბოლომდის მოჰყვა, სომხითში არ გააჩერა,
იმ საწყალსა ყაზახებსა ზურგზე ბოლი ააყენა.

„ნას კაკოიც“ მიაძახა, - თავად გახლავართ არსენა!
სულ უკან იხედებოდნენ, „აღარ მოგვდევდეს არსენა“.

ქალაქში რომ ჩამოვიდნენ, ყველამ უფროსს მოახსენა:
- უზარბაზნოდ არ იქნება თქვენი არსენას დაჭერა,

ან არის მდევი ლომ-გმირი, ან არის რკინის მკვნეტელა,
თუ ჩვენგან არ დაიჯერებ, ნეტავი მარტო გაჩვენა!

რომელსაც ხელი მოგვკიდა, ფეხზე აღარ დაგვაყენა,
ექვსაა თოფები წაგვართო და სულ მიწით დაგვიტენა.

ეს რომ ზაალმა გაიგო, ორთავ თვალით შექმნა ცრემლა:
- ნეტავი კაცი მაჩვენა ამ არსენას დამჭერელა,

ოქრო და ვერცხლი ვაჩუქო, რა ფულები ამოტელა!
ალმასის წყალზე ურიებს აწყევლინა ბედისწერა,

გამოართვა ხახამს ადლი, ოთხს კისერში ჩაადებსა:
- თუ კარგს ადათს არ დაიჭერთ, გაგწყრომიათ ხვნა და თესვა.

ძალად გაჭმევთ ღორის ხორცსა, კეფაზე დაგასხამთ წვენსა,
თუ იმას არ დამჯერდებით, ქართულად დაგპარსავთ წვერსა.

ჩამოხვიდოდით ქალაქში, ყიდულობდით ფარჩას ჭრელსა,
ჩამოხვიდოდით სოფლებში ლამაზათა ჰკაზმავთ ცხენსა,

ქვრივსა და საწყალს გვიტყუებთ, ნამეტნავად პატარძლებსა!
მათი ადლი რომა ნახა, არსენას არ დაუჯდესა,

გატეხა და გადააგდო, - ფუ, გამჭედი გაუწყრესა!
შინდის ჯოხი გამოუჭრა, რომელიც რომ გრძელი თქვესა.

შვიდი მტკავლით გაუზომა: - მისხალი არ დააკლდესა!
თუ ამითი არ გაჰყიდით, ვაი, დედითქვენის ღმერთსა!

საცა რომ შემოგეყრებით, სუყველას გამოგჭრით ყელსა!
იმ საწყალმა ვაჭრუკებმა სულ კანკალი დაიწყესა:

- ჩვენ რომ ამითი გავყიდოთ, რაღა დახლი დაგვიდგესა?
ისევე ჩვენი ფართალი იმ ჩვენ დუქნებსა დალპესა.

არსენა რომ დაიბადა, ჩვენი საქმენი წახდესა!
- საახალუხე მომყიდეთ, იმ თქვენი დედ-მამის მზესა!

არა ღირდა ორ მანეთად, ერთ თუმნად დაუფასესა.
მაშინ ჩვენი არსენაი თითო მუშტსაც წაადებსა.

დახედე, საახალუხეს სულ ტყუილად წაართმევსა.
კიდევ იმას ეუბნება, - თქვენს ჯიბეში ფული ძევსა!

ურიავ, ფულები მამე, ვიცი საგზლად მამინდესა!
ი საწყალი ურიები დაეკითხნენ ერთმანეთსა:

- ვაჟო, ე ფულიც ვაჩუქოთ, ეგე ცოცხალს გაგვიშვებსა.
ამოიღეს და გადუგდეს, თხუთმეტი თუმნის ოდენა.

ხუთი თუმანი აიღო, ათი უკან გაადევნა.
- ოღონდ დაგვეხსენ, არსენავ, გამოვაცხობთ სეფისკვერსა,

ქართულად დავინათლებით, კარგა დავიპარსავთ წვერსა,
ძალათი ვჭამთ ღორის ხორცსა, ზედ თავზე დავისხამთ წვენსა!

გზად სომეხი მოდიოდა, არხეინად, ნელა-ნელა,
არსენამ რომ დაინახა, თავქვე ცხენი დააჭენა.

წინიდან წამოუარა: - საით მიბრძანდებით თქვენა?
ეგ ქულაჯა გაიხადეთ, ეს თექა ჩაიცვით თქვენა.

ის ქულაჯა წამოისხა და ბეჭები დაიმშვენა.
ცხენი გრილოში დააბა, თავად იქვე მოისვენა.

ბრძანება შემოეთვალათ თბილისიდან უფროსებსა:
- ერთი კაცი აგრე ჩადის, ათასი რას შეიძლებსა?!

ასი ოქრო გაუჩინეთ, ვინც არსენას დაიჭერსა.
კარანტინები შეუკრეს; - ლეკში არსად გადვიდესა,

თუ რომ ეს ლეკში გადვიდეს, ყაჩაღობას დაიწყებსა.
ყაჩაღობას ვინ დაეძებს, თბილის-ქალაქს წაგვიხდენსა!

გაუწყრა მაღალი ღმერთი ფარსადან ბოდბისხეველსა.
ნათლიმამად მოიკიდა, მაგრამ ის უღალატებსა.

როცა შიქარში დაცხება, თრიალეთს აასხამს ცხვრებსა.
თაფარავანის ტბაზედა წინ არსენას დაუხვდესა:

- არსენავ, გეთაყვანები, რატომ არ მოდიხარ ჩვენსა?
- მიღალატებ, ნათლიმამავ, მიტომ არ მოვდივარ თქვენსა!

- არსენას როგორ გიღალატებ, სამი შვილის მომნათვლელსა?
ძირს დედამიწას ჰფიცავდა და მაღლა ზეცაში ღმერთსა.

მაშინა თქვა არსენამა: - მირონს როგორ დამიქცევსა!
მოატყუილეს არსენა, ტკბილის ღვინით დაათვრესა;

დამთვრალსა და გალეშილსა ტკბილად ძილი მოუნდესა.
იარაღი აიყარა, ნათლიდედას აბარებსა:

- ხვალ თუ მშვიდობით გათენდა, ადრიანად დამჭირდესა.
იალუჩი და ბალიში საჩქაროზე მიართვესა,

ზედ ტყავები წააფარეს, - არსენას არ შესცივდესა.
ამ მამაძაღლს ფარსადანსა გუნებაში რა უძევსა?

შუაღამე რომ შეიქნა, თავის ამქარში გასწევსა...
ათი-თორმეტი მეცხვარე თავს მძინარეს დააწვესა.

არსენამ წამოიწია, შეევედრა მეუფესა:
- ე მამაძაღლის ტიელი რა ბუზები მასხედს ესა!

ათსა ეგრეთ წამოუდგა, სულ დაამტვრევს მუშტით ყბებსა,
მეთერთმეტე, მეთორმეტე არსენს გაუკრავდნენ ხელსა,

ისე მაგრა გაუჭირეს, რო ფრჩხილებში სისხლი სწვეთსა.
- ნათლიმამავ, ნუ მღალატობ, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა,

ათასწილად სიკვდილი სჯობს, იმათ ხელში განსაცდელსა!
მე მღალატობ, ნათლიმამავ, იქ რას ეტყვი მაღალ ღმერთსა?

ჩემს მაგიერ სამართალსა ღვთისმშობელი გაგიჩენსა!
ნუ მღალატობ, ფარსადანო, ნუ ჩამაგდებ მტრების ხელსა,

ორას თუმანს აქ გაჩუქებ, სამას თუმანს - გომარეთსა.
ფარსადანს კი ეს ეგონა: - ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა.

ეს არსენა ცხენზე შესვეს, ძირს ფეხები გაუკრესა,
ბიჭი მარდია არსენა, გზაზე არსად გადმოხტესა.

წამოიყვანეს ქალაქში, თვალითგანა ღვრიდა ცრემლსა.
მთელი ქალაქის ბიჭები მტრედის გუნდივით დასდევსა:

იმერლები იძახიან: - კი, კი, კი-სა და ქვე-ქვესა!
სომხები გაიძახიან: - ლავე ბიჭი არის ესა!

ბებრები გაიძახიან: - ახ, ნეტავი დედაშენსა!
პატარძლები იძახიან: - ნეტავი შენს მეუღლესა!

ნეტავი იმის სოფელსა, ვისაც გადაუხვევ ხელსა!
მაგარი ბორკილი მიაქვს, თორემ წვრილებს დაამტვრევსა.

ჯიღის ტოლა თვალები აქვს, მტერი რაღას დააკლებსა.
მოუბრუნდება არსენა, კამეჩივით შეუბღვერსა:

- რას მიპირობ, ნათლიმამავ, თუ წაუველ ამათ ხელსა?
თრიალეთში ცხვარს გაგიწყვეტ, გადაგიწვავ მინდვრად ძნებსა,

მირონსა აღარ დავეძებ, ღორივით გამოგჭრი ყელსა.
იმ უფროსის კარებზედა არსენა მიიყვანესა.

უფროსი გამობრძანდება, აივნიდან გადმოსცქერსა.
ფარსადანს გაუჯავრდება, თავსა და პირს დაამტვრევსა:

- შე წუწკო და მამაძაღლო, რათ იჭერდი ე მაგ ტყვესა?
ერთი გავარდნილი კაცი ტყეში ეფარება ხესა!

არაფერი არ აჩუქეს ფარსადანს, იმის დამჭერსა.
ფარსადანს ასე ეგონა: - ჯამაგირსაც გამიჩენსა.

იმტელი მამა უცხონდა, რამტელიც იმას მისცესა,
ერთი ოთხიოდ პანღური ამოჰკრეს და გააგდესა.

უფროსმა ნახა არსენა, ძალიან შეიბრალაო:
- რა კარგი ვაჟკაცი იყო, ზეზეურ ჩამომხმარაო!

რაც შენი ამბავი მომდის, რათა ჰქმენ, ჩემო არსენა?
- მე არც ერთი არ მიქნია, სულ ტყუილად მოგეხსენა,

მართალია, გავარდნილი დავდიოდი მშიერ ველა,
მაგრამ მდიდარს თუ ვართმევდი მიყვარდა ღარიბის ჭმევა,

დანაშაული ესა მაქვს, ნება თქვენი ასრულდესა.
არსენას ხელები შეუხსნეს,ფეხში ბორკილი მისცესა,

ნარიყალას ციხის კარი გაუღეს და შეაგდესა,
შვიდი კვირა, შვიდი ღამე იმ ციხეში ამყოფესა,

საციმბიროდ გაამწესეს, ცალი წვერი მოპარსესა.
მაშინა თქვა არსენამა: - ვაი, დედიჩემის ღმერთსა!

მე რომ ამ ციხეში მოვკვდე, ბიჭობას ვინ დამიგდებსა?
იმ აფიცრებს შეეხვეწა: - იმ თქვენი დედ-მამის მზესა,

აბანოში ნაჩვევი ვარ, ტანზე ჭუჭყი მაწუხებსა,
წამიყვანეთ აბანოში, მისი დარდი არ გამყვესა.

წაიყვანეს აბანოში, ყარაულები მისდევსა.
ერთი საწყალი მანეთი არსენს ჯიბეში უდევსა,

ამოიღებს, გადაუგდებს მიკიტნებს და სირაჯებსა:
- ამის ოტკა ჩამომისხით, მისვით მშიერ სალდათებსა!

დამიხედეთ, მიკიტნები მეგობრადაც გაუჩნდესა,
სირაჯმა და მიკიტანმა თვალი უყვეს ერთმანეთსა.

აბანოს კარზე მივიდა, შევიდა და შეაღებსა,
უკან მიკიტანი მისდევს, ქლიბს ჯიბეში ჩაუდებსა.

მაშინა თქვა არსენამა: - ჰა, დიდება მოწყალესა!
ჩემი საქმე არის ესა! აუზებთან რომ მივიდა,

აიწევს და გადახტესა. მიდგა ჩვენი არსენა და
ბორკილს ხეხვას დაუწყებსა, ყარაულებსა ჰგონიათ:

აგურითა იხეხს ფეხსა, აქეთ-იქით შემოხეხა,
გადასწევს და დაამტვრევსა, ფეშტამლები დაახვია,

რაჟღარუჟღს არ დაიწყებსა. გატეხა და გადააგდო:
- ფუ, გამჭედი გაგიქრესა! ამხანად მოდის უფროსი,

აბანოში შევიდესა, აიყარა შინელი და
მაღლა აივანზე დებსა. გამოვა ჩვენი არსენა,

შინელს გაუგდებდა მხრებსა: - ვნახო, როგორ მარგებს ესა?
რუსულ ჩექმებს ჩაიცვამს და რუსულ შლაპკას დაიდებსა.

კარებში რომ გამოვიდა, წინ დოინჯსაც გაიგდებსა.
შემოხედა ყარაულებს: - ხაბარდა და სტარანეცა!

სუყველა ყარაულებმა, სუყველამ გზა დაუგდესა.
იმათ ბატონი ეგონათ, ეს არსენა გამოძვრესა.

პატარა გამოიარა, თან სიცილი აუტყდესა.
მეიდანზე გამოვიდა, მოაძახა მედროშკესა:

- ფიცხლავე დროშკა მომგვარე, თორემ ცხენებს დავჭრი ყელსა!
რომელიც კარგი დროშკაა, არსენასა მოართვესა.

დაუჯდა ბიჭი არსენა, გაუდგა დამოჟნის გზებსა.
კუკიის გზაზე გადადგა,ბიჭი მოუძღვის სიდედრსა.

არსენამ რომ დაინახა, თქვა: - დიდება მოწყალესა,
ჩემი საქმე არის ესა! თავდაბლა მოახსენებსა:

- თუ უკაცრავად არა ვიყო, დედი, ჩამობრძანდი ცხენსა!
მე ტყვე ვარ გამოპარული, არც მე მატკენს ეს ფეხებსა.

დახედე, იმისი სიძე ხანჯალზე დაიდებს ხელსა:
- გასწი იქით, გამეცალე, როგორ მოგცემ ამ ჩემს ცხენსა?

ხელმწიფის გზაზე მიხვდები, კაცი უნდა გაგიჟდესა!
მაშინ ჩვენი არსენაი კამეჩივით შეუბღვერსა:

- მოგიბრუნდები, შემოგკრამ, სულ მუშტით დაგამტვრევ ყბებსა!
რაღა ბევრი მოგახსენოთ, ხელითა სცეს ერთმანეთსა.

არსენა ღონიერია, იმ ბიჭს ქვეშ წამოიგდებსა,
ორი მუშტი რომ შემოჰკრა, ყარფუზივით დააბნევსა.

დედაკაცი ეხვეწება: - ნუ მომიკლავ ჩემ სიძესა,
მაგ ჩემ გამომცხვარ ნაზუქებს ღმერთი ტკბილად შეგარგებსა!

ცხენიც იმას დაულოცა, თან ხურჯინსაც გაატნებსა.
- დედავ, დედაშვილობასა, შენ ნუ დამიწყევლი გზებსა.

ის დედაკაცი ლოცავდა: „ღმერთმა მშვიდობა მოგცესა,
სადაც წაბრძანდ-წამობრძანდე, არსენავ, გაგიმარჯვდესა.

მაძღარს ართმევ, მშიერს აძლევ, ღმერთი როგორ წაგახდენსა!“
პატარაზე გაიარა, ხურჯონს ჩხრეკას დაუწყებსა:

ცალ ხურჯინში ტიჭკორაა, ცხრა ნაზუქი თავს აძევსა,
ცალგნით ორი ქათამია, ინდაური თავს აძევსა.

დაჯდა ჩვენი არსენაი, და ლამაზად ქეიფს სწევსა.
ერთი სომხითელი ბიჭი ქალაქისკენ გამოსწევსა,

ორი მანეთი აჩუქა, ორ სიტყვას დააბარებსა:
- ასე უთხარი ქალაქში მიკიტნებს და სირაჯებსა:

„არსენა რომ დაიჭირეს, ქვეით მიდიოდა დღესა!
მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა?

სადაც თათარს დაინახავს, „ბურ და ვალას“ აძახებსა,
სადაც ტიტველასა ნახავს, თავის პერანგს ჩააცმევსა“.

ორ კვირაზე იმ ბებერსა ისევ გაუგზავნის ცხენსა.
ერთი თუმანი აჩუქა, - რაც რომ ნალი გაუცვდესა.

ბებერიც ამას უთვლიდა: ღმერთმა მშვიდობა მოგცესა!
სამადლოს დუქანზე მივა, ფილიპეს ცხენს წაართმევსა:

- თუ უკაცრავად არ ვიყო, მაგ ცხენზე აიღებ ხელსა.
მე ტყვე ვარ გამოპარული, და ფეხებს ქვები მატკენსა!

მეჯინიბეს ეუბნება, - უნაგირი სადა ძევსა?
- უნაგირი და ლაგამი ორივე თავთით უძევსა.

ცხრა მოსართავს თუ მოუჭერ, თორემ ოთხ-ხუთს გაგიგლეჯსა,
ლიტრა აღვირს თუ ამოსდებ, თორემ თავსაც წაგართმევსა.

- ბიჭი არსენა მოგიკვდეს, თუ ცხენი გადმოაგდებსა!
გადაჯდა და გამოსწია, გამოუდგება მინდვრებსა.

ყაზახში რომ გადავიდა, ემსახურა თათრის ბეგსა.
„ამათ რჯულზე ვერ დავდგები, მე ხომ ვერ მოვუშვებ წვერსა“,

იქიდანაც წამოვიდა და სომხითში გამოსწევსა.
ორი თვის გამოსავალი გამოირბინა ორ დღესა.

იქ ჩავიდა ქიზიყშია, ნათლიმამას მიაგნებსა.
ბოდბისხევში რომ შევიდა, სულ კარები ჩაკეტესა.

ეს ფარსადანმა შეიტყო, იმისთანა თქვენსა მტერსა,
მეტისმეტი ჯავრისაგან ადგილზე ვეღარ დადგესა.

ძმებსა კაცი გაუგზავნა: - არსენა არ მამარჩენსა.
მაშინ ფარსადანის ძმები არსენას გადასდებენ ხელსა:

- გვაპატიე ფარსადანი, რაც რომ უნდა გაგვიხდესა.
- ვიდრე ფარსადანს არ მოვკლავ, გული როგორ გამიძლებსა.

მაშინ ფარსადანის ძმებმა ოსტატობა იხმარესა:
ერთ უადგილო ალაგას დიდი ორმო ამოჭრესა,

ის საწყალი ფარსადანი შიგ ორმოში ჩააგდესა,
ზედ ფიცრები წააფარეს და მიწა დააყარესა:

- ვიცი, არსენამ მოგასწრო, ცოცხალს როდი გაგიშვებსა.
ორი დღე უყარაულა, თვალს კი ვერსად მოასწრებსა.

მესამე დილა გათენდა, მაშინ პირჯვარს დაიწერსა:
- თხუთმეტ წელს ყაჩაღადა ვარ, კაცის ცოდვა არ მაძევსა!

ახლა მოვკლა ნათლიმამა, ბოლოს სული წამიწყდესა!
გამობრძანდი, ნათლიდედავ! - ხელში მოჰკიდებდა ხელსა:

გამოუშვი ფარსადანი, არას ვერჩი არაფერსა;
ვაპატიებ ნათლიმამას, ჯერ მირონს და მერე ღმერთსა,

ფარსადანს მაინც არ მოვკლავ, თუ გინდ რომ წინ დამიხვდესა!
ღვთაების მადლი გწყალობდეთ, მარტყოფის თავში სვენია,

იქ იყო მისი დღეობა, თვითონაც გიახელია.
სუმბათოვიც იქ მობრძანდა, ის ჩვენი ქალაქელია.

სუმბათოვსა და მაკაროვს, თან შეეკაზმათ ცხენია;
კნეინებიც იქა ჰყავდათ, ზედ გადეხვიათ ხელია,

როცა წირვა გამოვიდა, - იმისი მადლი შენია, -
რო დაინახა არსენამ, პირჯვარი დაუწერია,

იმ სუმბათოვს ეუბნება: - ა, გამარჯვება შენია,
ქალაქში რო შარს მიგდებდი, ახლა ხო მოგასწვერია!

მაგ შენს აპელატებზედა შენით აიღე ხელია!
კნეინა ეუბნებოდა: - შენი ჭირიმე, შენია!

აიღე და გადაუგდე ეგ ოხრად დასარჩენია,
თორემ ეგ არსენა არის, ვიცი, გამოგვჭრა ყელია;

სუყველა ოხრად დაგრჩება დროშკა და შენი ცხენია,
მე ხომ არსენა წამიყვანს, შენ დარჩი ცარიელია!

შინლიანად გადმოუგდო აპელატები სქელია.
წამოიფინა არსენამ, გამორბის, როგორც შველია,

მაკაროვს თავის ხმალზედა ააღებინა ხელია.
ორი კვირა თონეთშია და ქეიფსაც ბევრსა სწევსა,

გამვლელსა და გამომვლელსა სუყველას ღვინოს ასმევსა.
მეორე კვირა გათავდა, ქალაქისკენ გამოსწევსა,

მთელი ქალაქის ბიჭები მტრედის გუნდივით დასდევსა,
ღმერთს უშველია არსენი, ამიერით განსაცდელსა,

საცა მივა მიკიტნებთან ყველა დაუქნევდა ხელსა,
ამოიღებს იმ ფულებსა, ტოლ-ამხანაგებს აძლევსა:

- შესანდობელი დალიეთ, როცა არსენა მოკვდესა.
რაც იმას საქმე ეამბა, იმისთანა თქვენსა მტერსა:

- ვნახე წუხელი სიზმარი, სისხლში ვიღებამდი წვერსა,
წრეულ მე ხომ არ მოვრჩები, რაც რომ უნდა გადაწყდესა,

ან თათარი მიღალატებს, ქართველი არ მომარჩენსა,
ვერ დავესწრები აღდგომას, ვერ დავიჭერ წითელ კვერცხსა.

თუ ძალით არავინ მომკლა, ნებით გამოვიჭრი ყელსა.
რას ამბობს ბიჭი არსენა! როდი ემეტება ღმერთსა!

თხუთმეტ წელს ყაჩაღად დადის, კაცის ცოდვა არ აძევსა,
სადაც ტიტველასა ნახავს, ჩოხას იხდის და აცმევსა.

მაშინ ი ჩვენი არსენა ზემო ქართლისკენ გასწევსა.
დიღმის სწორად რომ მოვიდა, მიკიტნებმა დაათვრესა,

იქ ბევრი დაალევინეს, ტიკშიც ბევრი ჩაუსხესა.
მცხეთის პირდაპირ მოვიდა, მუხათგვერდში ქეიფს სწევსა.

ის რომ პურის ჭამათ დაჯდა, ცხენს ბალახში გაუშვებსა,
იმ გიორგი კუჭანტელსა, გამჩენელი გაუწყრესა,

წამოსული კახეთიდგან, იმერეთში გამოსწევსა,
ამოუარა არსენას, გამარჯვებას ეტყვის ერთსა:

- „გამარჯობა“, - „გაგიმარჯოს“, სალმად მარტო ეს იყვესა.
- გიორგი, ღვინო მიირთვი, იმ შენი დედ-მამის მზესა!

გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?

მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
თუ ეგრე ღვინო მინდოდეს, ჯიბეში ფული ბევრია.

ეს რომ არსენამ შეიტყო, მუხლზე დაიკრა ხელია:
- კაცად როდიღა ჩამაგდო, რაღა ბიჭობა ჩემია,

ბიჭი არსენა მოგიკვდეს, ვერ შეგიცვალო ფერია! -
გაჯავრებული არსენა პირიდანა ყრიდა ცეცხლსა.

წამოვიდა ის არსენა, იმ გიორგის დაუხვდესა.
- გიორგი, საით მიდიხარ, არსენა ვერ გაგიშვებსა?

ან უნდა მამცე ფულები, ან შენი ცხენი დამრჩესა!
გიორგიც ეუბნებოდა:

- ნუ გგონივარ ზოგ-ზოგები, შენ რომ მოჰკიდებდი ხელსა;
ლეკის პირდაპირ ვიყავი, ოცი ტყვია მომარტყესა,

ორმოცი ტყვია მომარტყეს, ვერაფერი დამაკლესა!
- მაშინ გაჯავრდა არსენა, ხმალზე მოისვამდა ხელსა.

პირით რომ ვერ გაიმეტა, ყუით გადაუკრა ცხენსა,
ხმალი ვადაში გადუტყდა, ის ცარიელი დარჩესა.

მაშინა თქვა არსენამა, - დღეს დღე დაბნელდა ჩემია!
ვაი, რა დროს მიღალატე, გაგიწყრეს გამჭედელია!

შემოუქნია გიორგიმ, მოსჭრა მარჯვენა ხელია.
დაღონებული არსენა ცხენიდან გადმოვარდესა.

ცაცია ხელით ხანჯალსა არსენა მოისვამს ხელსა.
ცოტას კიდევ მიაწვდენდა ბარძაყზედაც ხანჯლის წვერსა,

ცალი ყური ჩამოთალა, ლოყაზედაც მიჰყოფს ხელსა:
- ეგეც გეყოფა, გიორგი, აქიმი ვერ მოგარჩენსა.

ვერ გაგიმეტე, გიორგი, ვაი დედაჩემის ღმერთსა!
ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭანტელსა.

ბეჭებში დამბაჩა დასცა, პირში ბოლი გავარდესა.
დაღონებული არსენა აიწევს და ვერ ადგესა.

- რახან მომკალი, გიორგი, სიტყვა მაინც დამცალდესა:
ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ ქვაში დევსა,

ღარიბსა, არას მქონესა, მიეცეს და მოხმარდესა.
ამ სიტყვას რომ გაათავებს, არსენა ძირს დაეცესა.

მცხეთელებმა რომ გაიგეს, თვალთაგან ცრემლი ჰყარესა,
ზოგი წყალში გამოვიდა, ზოგი ხიდზე მოირბენსა.

ოძელაშვილი არსენა ზედ ბორანზე დაუდვესა,
გაიყვანეს მცხეთაშია და ანდერძი აუგესა.

მარმარილოს ქვა დასწერეს, დასწერეს და დაადვესა:
„აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!“

Posted by: NAVARA 3 Jul 2009, 02:16
QUOTE
ორმოცი ტყვია მომარტყეს, ვერაფერი დამაკლესა!
ბეგუში კაბან ёპტ.

Posted by: mazini 13 Jan 2011, 15:45
არსენა ჩემი კუთხის შვილი იყო, ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი ადამიანი იმისგან რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემი თანდასწრებით აუგი თქვას არსენაზე.

არსენა იყო ქართული და ქართლური ქედუხრელობის სიმბოლო მტრის მიერ დაპყრობილ საქართველოში

Posted by: Human 15 Jan 2011, 23:22
mazini
თუ რამე ლეგენდები/თქმულებები იცი დაწერე...

Posted by: wodore 16 Jan 2011, 00:05
Human

თუ გინდა რომ არსენას "???"-ს პასუხი გასცე სერგეი მესხის და გერონტი ქიქოძის ნაშრომები უნდა წაიკითხო... არ დავკონკრეტდები (რა? და სად?)...

და 700 მანეთი (ოქროში) პოვნა ვისაც უნდა, იმათ განსაკუთრებით უნდა წაიკითხონ smile.gif

Posted by: xachapuridze 16 Jan 2011, 00:11
Human
QUOTE
700 თუმანი კარგია, თან ალბათ ოქროთი შეინახავდა, დასაძებნია კასპის გამოქვაბულები... , ყველანი კასპში... , თუმცა ყველანი არა

კასპელებმა მითხრეს, ფეხშველაშვილებმა იპოვესო. ფეხშველაშვილები ვინ იყვნენ, არ ვიცი. გვარი კი ბევრ რამეზე უნდა მეტყველებდეს. ასე რომ, ტყუილად არ გაისარჯო. biggrin.gif

Posted by: mazini 20 Jan 2011, 17:35
იაკობ ბალახაშვილის და ვასილ ბარნოვის ნაშრომები წაიკითხეთ არსენაზე.

Posted by: LOLZ 20 Jan 2011, 17:55
QUOTE (mazini @ 20 Jan 2011, 18:35 )
იაკობ ბალახაშვილის და ვასილ ბარნოვის ნაშრომები წაიკითხეთ არსენაზე.

მხატვრულ ნაწარმოებებზე ამბობ თუ დოკუმენტური მასალა აქვთ?

Posted by: mazini 21 Jan 2011, 15:05
QUOTE (LOLZ @ 20 Jan 2011, 17:55 )
QUOTE (mazini @ 20 Jan 2011, 18:35 )
იაკობ ბალახაშვილის და ვასილ ბარნოვის ნაშრომები წაიკითხეთ არსენაზე.

მხატვრულ ნაწარმოებებზე ამბობ თუ დოკუმენტური მასალა აქვთ?

დოკუმენტური მასალა აქვთ. საჯაროში იქნება. ვასილ ბარნოვი კოდელი იყო და კოდა და მარაბდა გვერდიგვერდაა და ბევრი გადმოცემა ჰქონდა გაგონილი არსენაზე.
მე წყნეთიდან ვარ წარმოშობით და როგორც გამიგია წყნეთში და კოჯორშიც დააჭენებდა ცხენს. სამადლოზე უყვარდა კიდევ ქეიფი, დღეს რომ რესტორნებია მაგ მიდამოებში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)