#61187356 · 21 Apr 2024, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიბ
QUOTE | თუ არ დააზუსტებ რა არ გაწყობს ხო გესმის მაგაზე აბა რა უნდა გიპასუხო? შენ თუ ჩემი თვალსაზრისი მიამიტურად გეჩვენება და რა ეგ კონტრარგუმენტის მოყვანაში ხელს გიშლის თუ რას გულისხმობ? |
ზედაპირულად მსჯელობ და არგუმენტების ნაცვლად ემოციებზე გაქვს აქცენტი QUOTE | ან რა კალთებს ახევდნენ ან სად წავიდნენ? კაცი იფიქრებს თავისით წავიდნენ. კი არ წავიდნენ გაიწიხლენ კაკრაზ მაგ გერმანელების მიერ |
წავიდნენ იმიტომ რომ რომი ქონდათ დასაცავი, როდესაც ბრიტებს ირლანდიელები და პიქტები შემოესიენ ბრიტებმა რომაელებს თხოვეს დაბრუნება და დახმარება, რომაელებმა იუარეს და ურჩიეს ქვეყნის დასაცავად ანგლო საქსები დაექირავებინათ, დანარჩენი ქე იცი რაც მოხდა, ევროპის კონტინენტი რენესანსამდე ბნელ საუკუნეებში ჩაამხეს, იგივე მოხდა გალიაშიც. QUOTE | მე პირადად ვირჩევ სამართლიანობას და შენი არ ვიცი |
სოციალიზმი ჩემი აზრით ადამიანის შემოქმედებით პოტენციალს ზღუდავს პრიმიტიული გათანაბრების სანაცვლოდ, ამიტომ ლიბერალური დემოკრატიის გარდა ყველა წყობა საშუალო კლასის წინააღმდეგ შეთქმუკება მგონია QUOTE | აფსუს ინკები მაია აცტეკები ცოცხლები აღარ არიან ეგენი ეტყოდნენ მხურვალე მადლობებს თუ ეტყოდნენ კარტოფილისა და წიწაკისთვის, თან შენგან განსხვავებით არც პამიდორი და სიმინდი დაავიწყდებოდათ |
როგორ დაიპყრეს ასმა კონკისტადორმა მილიონებიანი აცტეკების და ინკების იმპერიები? კორტესი მალე მიხვდა რომ აცტეკების იმპერია დამონებული არააცტეკი ხალხისგან შედგებოდა, რომელთაც აცტეკები სძულდა, ასე რომ უბრალოდ არააცტეკების კონსოლიდაცია მოახდინა და მათი ძალით დაიპყრო ტენოჩტიტლანი, საკითხში ჩახედული არ ვარ და ვერ გეტყვი ინდიელებისთვის საბოლოოდ აცტეკების უღელი ჯობდა თუ ესპანელების, ინკები იგივე, მაიას რაც შეეხება მათ სახელმწიფო ესპანელებამდე დაკარგეს QUOTE | ევედრებოდნენ საწყლები მოგვაშორეთ ეს ნორმანდია რა ტრაკში სათხრელად გვინდაო მარა ვინ დაინდო შეტენეს ძალით |
ჭარში ხომ ჩვენ დავასახლეთ ლეკები? იმ პირობით რომ გარე ლეკებისგან დაგვიცავდენ და ეგ სისტემა ხარვეზებით მაგრამ მუშაობდა იქამდე სანამ იმის ტრაკი გვქონდა ჭარელებისთვის პასუხი მოგვეთხოვა. მანდაც იგივე მოხდა და მანდაც გაამართლა, 10ს ში ვიკინგების ტალღამ იკლო, 11ს ში ახალი ტალღა წამოვიდა, მაგრამ მისი გამკლავება უკვე იოლი იყო, რადგან უკვე კონუნგები მოდიოდენ დიდი ლაშქრებით, შენ ვერასდროს ვერ ივარაუდებ სად დაგესხმება თავს 50 კაცი, ხოლო სად დაგესხმება თავს 2000 კაცი ყოველთვის იცი და მომზადებული ხვდები, რადგან ამხელა მასის შეკრებას დრო უნდა, ამასობაში კი ვინმე აუცილებკად გაგაგებიებს ვინ, სად და როდის გესხმის თავს, შენც მომზადებული ხვდები QUOTE | ჩემზე უკეთ მოგეხსენება ისტორიაში საბოლოო ჯამში იმას ერხევა ვისაც უფრო ადრე ერხევა |
ერხეოდა იმას ვინც ვერ ახდენდა მოდერნიზირებას, კერძოდ მონღოლების შემთხვევაში ეგრე იყო, მონღოლური ურდოს კონსოლიდაციის ერთადერთი საშუალება ომი იყო, ომის რესურსი კი ამოუწურავი არ ქონდათ, რადგან რესურსი=იმპერიის ადმინისტრირებას ეს კი=მონღოლების ფეოდალიზაციას და მათ ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილაციას ეს მოკლედ QUOTE | კაი რა საცა შეჯლიგინებულები იყვნენ იმის რაღაც პაწა ნაგლეჯი ვიყავით ნუ ვფაფხურობდით სხვები ჩვენზე მეტად ფაფხურობდნენ მათი ტოლძალი მოწინააღმდეგე სულ სხვა იყო და იმ სხვაზე დარდობდნენ პირველ რიგში |
ოქროს ურდოს ვერ შევედრებით, მაგრამ სწორად შენიშნე რომ იმ სხვაზე უფრო დარდობდენ და ჩვენი მოშთობის გარეშე იმ სხვას ვერ მოერეოდენ იმიტომ გვიტევდენ გააფთრებით. ჩვენ ისტორიოგრაფიას რაც შეეხება მას ახასიათებს საკითხის გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე განხილვა ხოლმე, აქედან გამომდინარე ზოგი საკითხი, მაგ. რას გადაგვეკიდა თემური, გაუგებარი რჩება ხოლმე QUOTE | შაჰ აბასი რო ახვარი იყო ეგ ჯერ არ ნიშნავს რომ მისთვის არავის უღალატნია და მით უმეტეს რომ მას ღალატისთვის არავინ დაესაჯა |
შაჰ აბასს ქართლ კახეთის ტერიტორების სრული ინკორპორაცია და მათ ადგილას სახანოების შექმნა ქონდა სურვილად, ამიტომ ცდილობდა ქეთევანის გათათრებას და მის ცოლად მოყვანას, ამიტომ მოკლა ლუარსაბი, კონსტანტინე, თეიმურაზის შვილები, ეს კი არღვევ პატრონ ყმობის პირობებს QUOTE | რავი ეგ მართლა საინტერესო რამეს ამბობ, აბა სად წავიკითხო? ისე ეგრე დღეს რო რუსებს კითხო ბათუმიც მაგათ გვაჩუქეს მარა... |
მაგ.სვანიძის საქართველო ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიაში 15-17ს რათქმაუნდა ოსმალო შენს მაგივრად არ იომებდა, მაგრამ რადგან ომს რესურსები იგებს და საბოლოოდ ირანს რათქმაუნდა ქართლ კახეთზე მეტი რესურსი ქონდა, ამიტომ ოსმალოს მიერ დიპლომატიურ მაგიდაზე დარტყმული მუშტი ძაან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხში, რათქმაუნდა ოსმალო ამ შემთხვევაში თავის თავზე ზრუნავდა. QUOTE | ხმალკბილა ვეფხვებს ქართველები რა პონტში შევადარო მაგათი მიმჩმორებელი არავინ იყო დედამიწის ზურგზე ჩვენ კი ყველა გვაჩმორებდა ვისაც არ ეზარებოდა |
რავი რა გითხრა? სომხებმა, სრბებმა ან ირლანდიელებმა რაღა უნდა თქვან? QUOTE | ორბელიანი ჭავჭავაძეს უწუნებდა საქართველოს თვითმყოფადი სახელმწიფოებრიობის სურვილს, იმიტომ რომ თავის დროზე თვითონ მაგ მიმართულებით მაგრა ჩაიჯვა და ხო არ გამოაცხადებდა ეჰ მე ჩავიჯვი აგერ და იქნებ ამან მაინც არ ჩაიჯვასო |
ეს იმიტომ რომ ორბელიანის და არა ჭავჭავაძის თვალწინ გადაიმტვრიეს მუხლზე ჩერქეზები, უნგრეთი, პოლონეთი, ვინ გაიმარჯვა ბოლოს? ჭავჭავაძემ თუ ჟორდანიამ? მადლობა ღმერთს ჟორდანიამ, რა დღეში ჩააგდეს ბურჟუაზიულმა ნაციონალისტებმა საკუთარი ქვეყნები იხილე სომხეთი და საბერძნეთი QUOTE | შევხედე მარა ვერ დავადგინე ანუ დღეს ამ ხნის ხარ? |
მოკლე პიონერი ვიყავი და კამსამოლს ვერ მოვესწარი (თორემ საზნაჩოკედ კიტელი გახვრეტილი მქონდა )
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
|