Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა


Posted by: NAPSTER 4 May 2017, 10:02
მამუკას წასვლა ცალკე თემას იმსახურებს
მე ერთს დავწერ მარტო: პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა სასტიკად არ ვეთანხმები.



დიდი მადლობა კაპიტანო


ბორჯღალოსანთა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.


მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:


“ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.



“უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.



“ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.



“ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს“ - თქვა მამუკა გორგოძემ.



4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე

გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.



მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.



“ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი, ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცეები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.



“მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი ‘მილენიუმი’ და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.



“ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ ‘დინამოზე’ ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ‘ნოუ კამპზე’ 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან დინამოზე“



ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში ‘ლელოში’ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და ‘ჰაინეკენის თასის’ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.



2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.



ბორჯღალოსნების კვართით 69 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.


მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:


“არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“


ერთად გავიზარდეთ

ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ბორჯღალოსნების კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:


“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ყავთ აყვანილი.


“პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა“.


ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს

იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, ბორჯღალოსნებმა არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.



გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც ბორჯღალოსნების რიგები უნდა შეავსოს:


“იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.


“მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდა და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოყვება. სადაც ვართ იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.


მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი

Posted by: samxara91 4 May 2017, 10:07
საოცარი ადამიანი და საოცარი მორაგბე.
წარმატებები მას ყველანაირ საქმეში.

Posted by: emre 4 May 2017, 10:18
:/


Posted by: Get_Off_of_My_Cloud 4 May 2017, 10:20
ანუ ნოემბრის ტესტებზე იქნება? რაღა გვეშველება მეორე ხაზში....

Posted by: NAPSTER 4 May 2017, 10:21
ნოემბერში არამგონია.
ალბათ ისევ ერთა თასზე, რუმინეთთან ითამაშებს ბოლო მატჩს

Posted by: qobula 4 May 2017, 10:22
ამ ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნოემბრის ტესეტებზე არ იქნება. მადლობა მამუკას, ყველაფერსთვის, მაგრამ მეც ნაადრევი მეჩვენება მისი წასვლა.

Posted by: სურამელი 4 May 2017, 10:23
წარმატებები მამუკას სადაც იქნება და რასაც გააკეთებს. დიდი წვლილი აქვს იმაში რასაც ჩვენმა გუნდა მიაღწია.

ბედნიერი ვარ რომ ამ კაცის თამაშები ნაკრებში ნანახი მაქვს <3

Posted by: java83 4 May 2017, 10:24
მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ საჭირო იყო ჯერ კიდევ ნაკრებისთვის. განსაკუთრებით მეორე ხაზში არსებული პრობლემების ფონზე sad.gif
პ.ს. ოთია გიორგაძე იქნება ალბათ შვიდზე სასტარტო შემდეგ მსოფლიოზე...........

Posted by: Levan ch 4 May 2017, 10:52
ნაკრებში (შიდა სამზარეულო თუ როგორც ეძახიან) რომ ვერაა კარგათ საქმე ეს იმაზე მიუთითებს.. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა..

Posted by: Zestafans 4 May 2017, 10:53
უდიდესი მოთამაშეა გორგიძილა, მსოფლიოშ ერთ-ერთ საუკეთესო თავის პოზიციაზე, თუ საუკეთესო არა. !

უდიდესი წვლილია მისი ჩვენი ნაკრების წარმატებებში, ეს ასაკი მაინც ყველაფერს შვება !

ამიტომ , მადლობა და წარმატებები ყველაფერში <3

Posted by: FinEx 4 May 2017, 10:55
მადლობის მეტი რა გვეთქმის, არადა როგორი იმედი მქონდა რომ მეორე ხაზში დაგვეხმარებოდა sad.gif
ცოტა ადრე წავიდა ისევე როგორც ზირაქა მაგრამ საყვედურის თქმის უფლება ნაღდად არ გვაქვს

Posted by: სურამელი 4 May 2017, 10:58
გაცილება უნდა იყოს აუცილებლად, სადაც იქნება ზირაქაც, ჩაქუჩაც და ამ თაობის ნაკრებიდან უკვე წასული ბიჭები

Posted by: Dr NULL 4 May 2017, 11:13
მადლობა და წარმატებები ყველაფერში.
თავად ფაქტზე კი, თუ გრძნობდა რომ 2020-მდე ვერ გაძლებდა ნაკრებში და გუნდში ერთად, მაშინ ძალიან დროულად და სწორად მოიქცა, რაც არ ეშლება.

Posted by: qobula 4 May 2017, 11:20
იმედია გაცილებას მოუწყობენ, მამუკასაც და საერთოდ მაგ თაობას. ეკუთვნით ნამდვილად.

Posted by: Ronnie James Dio 4 May 2017, 11:32
მგონია, რომ მსოფლიოსთვის თუ ჯანმრთელად და ფორმაში იქნება მისი რესურსი უნდა გამოვიყენოთ ნუ თუ თვითონ თანახმა იყო. აი ბოლო ამოსუნთქვა რომ იყოს მსოფლიო .

Posted by: archilcheghe 4 May 2017, 11:33
Levan ch
QUOTE
ნაკრებში (შიდა სამზარეულო თუ როგორც ეძახიან) რომ ვერაა კარგათ საქმე ეს იმაზე მიუთითებს.. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა..


აი აქ ძააალიან ცდები smile.gif

კაპიტანს მადლობა თითოეული წუთისტვის რაც მან ნაკრებს და ჩვენ გვაჩუქა! წარმტებები ყველა საქმეში!

Posted by: სურამელი 4 May 2017, 11:35
QUOTE
მგონია, რომ მსოფლიოსთვის თუ ჯანმრთელად და ფორმაში იქნება მისი რესურსი უნდა გამოვიყენოთ ნუ თუ თვითონ თანახმა იყო. აი ბოლო ამოსუნთქვა რომ იყოს მსოფლიო .



ეგრე გვგონია ყველას, მაგრამ კაცმა თქვა წავედიო და მეეჭვება რომ ისევ დაბრუნდეს სათამაშოდ.

Posted by: otia-83 4 May 2017, 11:43
დიდი მადლობა მამუკას ყველა წუთისთვის, რაც კი ნაკრებში გაუტარებია!

ნელ-ნელა სრულდება ერთი დიდი თაობის ეპოქა ქართულ რაგბში და იწყება ახალი.

იმედია ეს ახალი თაობის ეპოქა არანაკლებ წარმატებული იქნება თუ მეტი არა.

პირველ ხაზშიც და მესამე ხაზშიც ახალგაზრდებმა ქართული რაგბის ლეგენდებისგან გადაიბარეს "ლელო" და ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა!

დარწმუნებული ვარ თავს წარმატებით გაართმევენ ამას.

Posted by: borjgali1964 4 May 2017, 11:44
ოუ, ნოუ ..!!!!
==
))

დიდი მადლობის , ქუდის მოხდისა და სიყვარულის მეტი არაფერი ეკუთვნის ამ კაცს ჩვენგან.

ცოტა კურცხალი კი მომადგა, მაგრამ გაგებით ვეკიდები მის გადაწყვეტილებას ! ))


Posted by: solo-solo 4 May 2017, 11:47
მამუკას წასვლა ძალიან მეწყინა, დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ გავახარებდა, მაგრამ რას ვიზავთ
უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის გაუკეთებია, წარმატებებს ვუსურვებ.
პ.ს მაინც მგონია, რომ მამუკას მსოფლიოზე ვიხილავთ.

Posted by: Gio_G83 4 May 2017, 12:01
Xooooo...
Mda...

P.s
Eg AR dabrundeba, Didi albatobit arc gacileba ikmeba

Posted by: QOMAGI 4 May 2017, 12:12
იჩქარა ! sad.gif

მადლობა ყველაფრისთვის !

Posted by: dishosdzisdze 4 May 2017, 12:14
ჭორები როგორც კი დაირხა ამ თემაზე, მაშინვე ვაპირებდი დაწერას, აუცილებლად წავა მეთქი....

უდიდესი კაცია მამუკა...

ლომი თავაწეული მიდის...

მადლობა...მადლობა.... მადლობა...

გავა დრო და სიამაყით გავიხსენებ(თ), რომ ამ კაცის თამაში ცოცხლად გვაქვს ნანახი!!!!!!!!!!!!! chest.gif chest.gif chest.gif

Posted by: ELguja90 4 May 2017, 12:19
მადლობა მამუკას

პ.ს. მეორე ხაზში სასტიკად გვერხევის
და რატომღაც მგონია რო მაგ ფაქტორის გამო მსოფლიოზე გორგოძილას ხილვის შანსები არის smile.gif

Posted by: ფორცხოლი 4 May 2017, 12:33
user.gif

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. smile.gif


Posted by: duza1 4 May 2017, 12:40
მადლობა კაპიტანს!!!

ველოდებით სხვა ამპლუაში ხილვას ქართული რაგბის საკეთილდღეოდ ...

Posted by: Levan ch 4 May 2017, 12:48
ინამუსა პლანეტამ
http://www.planetrugby.com/news/georgia-captain-gorgodze-to-retire-from-tests/

Posted by: compus 4 May 2017, 12:52
მადლობა მამუკას, ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო მისი წასვლა, მაგრამ მე მსოფლიოს მერე ველოდებოდი ამ განცხადებას

Posted by: wolfmax 4 May 2017, 13:05
ცრემლი მომადგა....
მადლობა ყველაფრისთვის მამუკა გორგოძე!!!!
შენნაირი გამეზარდოს შვილი.

Posted by: Gio_G83 4 May 2017, 13:12
მეორე ხაზი, მეორე ხაზი...
ხოდა აგერ ჰა შეეშვა

ეს ისე და...

დღეს ყველაპატარა (და არამარტო) მორაგბე რომ ფოქოქს კი არა და მამუკას რომ ბაძავს და მისი მიმბაძველობის გამო რომ ირჩევს ბავშვები რაგბს ეგ არის მამუკას გზის დალოცვა

დაიმსახურა...

ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, ეს ეპოქაც - რასაც ერქვა ქართული რაგბის ეპიცენტრი - მამუკა გორგოძე - დასრულდა

უკეთესი მომავლის იმედით


http://rugger.info/news/13824 -აც

Posted by: FinEx 4 May 2017, 13:18
worldsport-ზე ხომ ჯანმრთელად არიან, გორგოძე ნაკრებიდან წავიდა და პირველ გვერდზე რა ნიუსები დევს drug.gif
სულ ლებრონ ჯეიმსის უნდა ურტყა
ამბები.გე-ზეც კი მთავარ ნიუსად დევს

Posted by: AnRI992 4 May 2017, 13:36
ვაახ....

ძალიან დიდი მადლობა გულივერას!!!

sad.gif

Posted by: GioWEED 4 May 2017, 13:37
მამუკა გორგოძეა და არამარტო სერიოზული მორაგბე. მან საკუთარი სახელით მთელი თაობები მოიყვანა რაგბში და ბავშვებს მისაბაძი მაგალითი დაუტოვა.

ეხლა რო გორგოძე გვყავდეს როგორც 25 წლის ასაკში იყო რაღა გვიჭირდა. მაგ ასაკში უკვე ძალიან მაგარი იყო და ყოველწლიურად უმატებდა.

მადლობა მამუკას. უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში.


ერთი კი არ მიყვარს მისი რო ზოგჯერ ზედმეტად თავმდაბალია როცა სხვა დიდ მორაგბეებს უხსენებენ. არავის არ ჩამოუვარდებოდა არაფრით.

Posted by: Gio_G83 4 May 2017, 13:47
QUOTE
ერთი კი არ მიყვარს მისი რო ზოგჯერ ზედმეტად თავმდაბალია


და ამ დროს მოედანზე?
smile.gifsmile.gifsmile.gif

მამუკა იყო (და არის) ხასიათი, რომელსაც ხელს უწყობდა არანორმალური ფიზიკური ძალა და კალათბურთიდან გადმოყოლილი ხელის ტექნიკა - სულით-ხორცამდე სპორცმენი, პროფესიონალი

ეს ხასიათი დააკლდება ნაკრებს
როგორ მეგონა, რომ 19 მსოფლიომდე იქნებოდა
facepalm.gif boli.gif

პ.ს.
ერთი ხანობა უფიქრია 2015 ის მსოფლიოს შემდეგ - ოლბლექსთან აუკეთესოდ დასახელების შემდეგ დაენებებინა თავი, მარგამ ვერ უქნია - ვერ იყო მზად - თურმე...

ბოლო თამაში თუ მომავალ წელს რუმინეთთან იქნა...
საწყალი რუმინეთი...

რა ქენი გუდუნა ეს?
biggrin.gif

Posted by: amro 4 May 2017, 13:48
სანამ მამუკასნაირი, ზირაქასნაირი ადამიანები იზრდებიან საქართველოში, არის იმედი რომ ოდესმე გვეშველება....
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

Posted by: Gio_G83 4 May 2017, 13:59
http://coub.com/view/i3t64

Holly boat of Rugby

smile.gif
ამ დროსაც ამ ნაბიჯზე ფიქრობდა, ალბათ

პ.ს.
Jacques COUSTEAU
უსათაუროდან

Posted by: borjgali1964 4 May 2017, 14:11
ვახ.
=

ის მახსენდება, ზელანდიასთან რომ გამოაცხადეს საუკეთესოდ, მერე დაიწერა სადღაც მის ღიმილზე, აისბერგს დაადნობსო..))
====


პ.ს.
მერჩივნა მსოფლიოს მერე წასულიყო=მე ვინ მეკითხება?

დაკლებულზე არ უნდოდა წასვლა, ცოტა ნაკლებიც მიუღებელი იყო და გრძობს კაცი თავის შესაძლებლობებს...(((

საწყენია გულშემატკივრისთვის , ერთი კარგი მორაგბის გასაკეთებელ საქმეს მამუკა ალბათ კიდევ 10 წელი გააკეთებს, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ არის.

მტკივა, მაგრამ ვაფასებ მის ასეთ მაქსიმალისტურ მიდგომას..


=
კაპტეინ,
სენქ იუ ვერი მაჩ-ინდიიდ ))))



Posted by: Gio_G83 4 May 2017, 14:22
ისე ს(უ)რ(უ)კ(უ)
კაი რა...
დილის 10 საათზე ეგეთ ინფოს რომ დადებ - მორალური ზიანის ანაზღაურებას რით / როგორ აპირებენ?

vik.gif

:::
27 წამში ერთი ნახვა აქვს თემას
:::

ვინმეს მიგიწვდებათ ხელი (სად, როგორ იძებნება)
ვინ არის 4 ჯერ ან მეტჯერ მსოფლიო თასების ისტორაში მატჩის საუკეთესო მორაგბე?

რესპუბლიკური მასშტაბის თუ არა რაიონული მასტაბით მაინც ხომ რეკორდთან გვაქვს საქმე?

Posted by: BigG 4 May 2017, 14:41
მამუკა გორგოძე - ეს სახელი და გვარი საკმარისი იყო, რომ დინამო-არენა გავსებულიყო.

ქართული რაგბის ყველაზე ახალგაზრდა ლეგენდა.

ძნელად წარმომიდგენია ჩვენი ნაკრები მამუკას გარეშე, მაგრამ მან უკეთ იცის, როდის დაასრულოს სანაკრებო კარიერა.

მე, ერთ უბრალო გულშემტაკივარს რა შემიძლია - უზარმაზარი მადლობა გადავუხადო.

მისი კარიერის და კაცობის შემხედვარე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

Posted by: ANTIRUS 4 May 2017, 14:56
ადამიანმა ეპოქა შექმნა, უდიდესი როლი ითამაშა რაგბის განვითარებაში. წლების მანძილზე მთელი ერის ყურადღების ეპიცენტრში იყო და ერთხელაც კი არ შეშლია არაფერი.

ალბათ სიტყვა ღირსეულს ყველაზე მეტად შეეფერება.

მადლობა რომ ამდენის გაკეთება შეძლო თავისი ქვეყნისთვის

Posted by: qobula 4 May 2017, 14:57
QUOTE (Gio_G83 @ 4 May 2017, 14:22 )
ისე ს(უ)რ(უ)კ(უ)
კაი რა...
დილის 10 საათზე ეგეთ ინფოს რომ დადებ - მორალური ზიანის ანაზღაურებას რით / როგორ აპირებენ?

vik.gif

:::
27 წამში ერთი ნახვა აქვს თემას
:::

ვინმეს მიგიწვდებათ ხელი (სად, როგორ იძებნება)
ვინ არის 4 ჯერ ან მეტჯერ მსოფლიო თასების ისტორაში მატჩის საუკეთესო მორაგბე?

რესპუბლიკური მასშტაბის თუ არა რაიონული მასტაბით მაინც ხომ რეკორდთან გვაქვს საქმე?

ისე მართლა, დილითვე რო გვაჯახეს რა იყო, ცოტა შემოეპარებინათ.

Posted by: pankeli 4 May 2017, 15:03
დიდი მადლობა დიდ კაპიტანს!!! გული მტკივა, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას....

მისი წასვლით არა მარტო საქართველოს ნაკრები, არამედ მსოფლიო სანაკრებო რაგბი გაღარიბდაsad.gif(


Posted by: dc120mm 4 May 2017, 15:14
ვეთანხმები 100% ით,თვითონ უკეთ იცის და დროც მშვენიერი შეარჩია წასასვლელად,ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეცემათ მსოფლიომდე უფრო დაოსტატდებიან!

ნუ გამოგვაკლდება ისეთი მოთამაშე და ლიდერი როგორიც გორგოძეა,მაგრამ ადრე თუ გვიან ეგ მაინც მოხდებოდა smile.gif სულ ხო ვერ ითამაშებს?

Posted by: DeLuca1 4 May 2017, 15:57
მადლობა გოგოძილას.
ისე რას ფიქრობთ მესამე ხაზში ვინ გამოდგება შემცვლელად? გამოცდილებით, ჯანით, ბრძოლისუნარიანობით ვიტომ უნდა აიღოს საჭე და შემდგომში გიორგაძე უდავოდ.

Posted by: tengocie 4 May 2017, 15:58
ცოცხალი ლეგენდა. მეამაყება რომ იმ ერის შვილი ვარ რომელსაც წარმოადგენს ჩვენი მამუკა.
გული სევდით ამევსო, თვალი ცრემლით.


Posted by: York 4 May 2017, 16:41
მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო.

Posted by: K O R A D O 4 May 2017, 17:15
QUOTE
Levan ch
QUOTE
ნაკრებში (შიდა სამზარეულო თუ როგორც ეძახიან) რომ ვერაა კარგათ საქმე ეს იმაზე მიუთითებს.. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა..


აი აქ ძააალიან ცდები

კაპიტანს მადლობა თითოეული წუთისტვის რაც მან ნაკრებს და ჩვენ გვაჩუქა! წარმტებები ყველა საქმეში!

ჩემი პირადი დაკვირვებით (მათ შორის პრესკონფერენციებზეც) მრჩებოდა განცდა რომ მამუკა და მელიტონას ერთიანი ხედვა/აზრი არ ჰქონდათ რაღაც საკითხებზე...შეიძლება ვცდები...

უდაოა, რომ კაცი-ლეგენდა, თილისმა დაკარგა ნაკრებმა, თუმცა მესმის მისი პოზიციის/არგუმენტების და ალბათ გუნდის საერთო მიზნებისათვის ასე სჯობდა...რაც ყველაზე მთავარია- მამუკა სუპერ-ადამიანია!

Posted by: FinEx 4 May 2017, 17:26
QUOTE (DeLuca1 @ 4 May 2017, 15:57 )
მადლობა გოგოძილას.
ისე რას ფიქრობთ მესამე ხაზში ვინ გამოდგება შემცვლელად? გამოცდილებით, ჯანით, ბრძოლისუნარიანობით ვიტომ უნდა აიღოს საჭე და შემდგომში გიორგაძე უდავოდ.

ვიტოს ჯანი კი აქვს მაგრამ მაგ როლს ვერ მოირგებს რომ შეძლებოდა აქამდე გაქაჩავდა, ვიტოს ბექა და ოთია აჯობებს მალე

Posted by: reali97 4 May 2017, 17:29
კარგადაა საქმე ეგ თუ წავიდა ..........

Posted by: Lotkinski 4 May 2017, 17:35
მადლობა იმ წლებისთვის, რა სიხარულის მონიჭებაც მან შეძლო ამ პერიოდში, ჩვენთვის.

წინადადება შემომაქვს, ავჭალის სტადიონს სახელი შეეცვალოს და დაერქვას "მამუკა გორგოძის" სახელობის. იქვე ერთი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ძეგლიც დაამშვენებდა ამ ყველაფერს. იმედია ეს ოდესმე მოხდება.

Posted by: _R@uL_ 4 May 2017, 17:47
ძალიან გული დამწყდა!
რატომღაც ველოდებოდი რომ მსოფლიოს კიდე ითამაშებდა და მერე წავიდოდა... ტეხავს sad.gif

Posted by: ramazi-rugby 4 May 2017, 18:10
Lotkinski
QUOTE
წინადადება შემომაქვს, ავჭალის სტადიონს სახელი შეეცვალოს და დაერქვას "მამუკა გორგოძის" სახელობის. იქვე ერთი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ძეგლიც დაამშვენებდა ამ ყველაფერს. იმედია ეს ოდესმე მოხდება

ლელოელია,თან დიდი დიღმელი
ლელო არენას ხომ არ აჯობებს გადაერქვას სახელი?

Posted by: BigG 4 May 2017, 18:41
QUOTE
ლელოელია,თან დიდი დიღმელი


მამუკა არის ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათიდან (მშვენიერი ადგილია).

Posted by: LJprank 4 May 2017, 18:53
არც ზირაქა იყო წასასვლელი და მამუკა ხომ საერთოდ ...
არ მომწონს რაგბის კავშირში ატმოსფერო ...

Posted by: MeBeforeYou 4 May 2017, 19:51
მეგონა ეს ორი წელიც გაუძლებდა sad.gif
ძალიან დამწყდა გული, უსაშინლესად.
sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: WP-Rex 4 May 2017, 20:41
ესე არ შეიძლება რა, ესეთი ფიგურა რო ხარ, გულშემატკივარი ცოდოა, ცოტა უნდა შეამზადო.
მთელი დღეა მოწამლულ ხასიათზე დავდივარ ((((

მადლობა კი არა, ძეგლის ეკუთვნის, მაგრამ ეთქვა, ნოემბრის ტესტების მერე წავალო, არ შეიძლებოდა?sad.gif
მეცოდინებოდა და შევეგუებოდი ნელ-ნელა. ეხლა ისე ვარ თითქოს ვიღაც დავკარგე (((

Posted by: otia-83 4 May 2017, 20:57
დემეს ვეთანხმები,მართლა სწორ დროს მიიღო გადაწყვეტილება.

მესმის ძალიან ძნელია,ძალიან გაგვიჭირდება უმისოდ, მის პოზიციაზე ყველა ლაფსუსის დროს მოთამაშეს მამუკას შევადარებთ და დანანებით ვიტყვით ნეტა არ დაესრულებინა ნაკრებში თამაშიო. ამას უნდა მოვერიდოთ, მისი შეცვლა ადვილი, რომ არაა ისედაც იციან შემცვლელებმა, ისედაც ერთგვარი სტრესია ეს მათთვის, ჰოდა ჩვენც ვეცადოთ ზედმეტად არ დავუმატოთ შედარებებით.


ყველაფერი დროულია და კიდე რამდენიმე ადამიანი თუ გადადგავს მსგავს ნაბიჯს მივესალმები smile.gif იმიტომ კი არა, რომ მათი თამაში აღარ მინდა, არა! აქცენტი თუ მსოფლიოზეა მაშინ ძველი თაობაც დროულად უნდა ჩავანაცვლოთ ახლებმა მსოფლიომდე მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება რომ შეძლონ.

Posted by: DeLuca1 4 May 2017, 21:51
ვინმეს თუ შეგიძლიათ გახსენით თემა თუ ვინ უნდა იყოს კაპიტანი და პოლიც დადეთ. არ მაქ საკმარისი პოსტები... გთხოვთ არ დაიზაროთ

Posted by: Darker Side 4 May 2017, 22:15
https://www.reddit.com/r/rugbyunion/comments/6965m5/the_magnificent_mamuka_gorgodze_captain_of/

Posted by: ELguja90 4 May 2017, 22:38
ვახ
ხალხი ამერიკაში ელოდა ამ ზაფხულს user.gif



პ.ს. იაპონელები მოისვენებენ აწიო lol.gif
პ.პ.ს. არამგონია დიდი ხეირი დაადგეთ მაგ მხრივ იაპონელებს givi.gif

Posted by: dc120mm 4 May 2017, 22:42
ELguja90
QUOTE
პ.ს. იაპონელები მოისვენებენ აწიო 
პ.პ.ს. არამგონია დიდი ხეირი დაადგეთ მაგ მხრივ იაპონელებს

რა შუაშია იაპონელები?

Posted by: ELguja90 4 May 2017, 22:58
dc120mm
ინგლისელმა დაწერა ვიღაცამ
Finally the Japanese can rest easy......

Posted by: jjj 4 May 2017, 23:25
ჩემთვის გაუგებარია რატომ წავიდა? მისი მოყვანილი არგუმენტიც არადამაჯერებელია... როგორც მოთამაშე ყველა იძახის ძალიან გვჭირდებაო, ნებისმიერ შემთხვევაშიო და გორგოძე იძახის კაპიტნობას ვერ შევძლებო, მაშინ კაპიტნობაზე ეთქვა უარი, ნაკრებიდან რატომ წავიდა? დაძალებით ვერავის ვერაფერს დააძალებ და არც არის საჭირო, მაგრამ მაშინ ყველაფერი პირდაპირ ითქვას....

Posted by: dc120mm 4 May 2017, 23:29
ELguja90
QUOTE
ინგლისელმა დაწერა ვიღაცამ
Finally the Japanese can rest easy......

ხოდა რა პონტში ვერ მივხვდი!

QUOTE
მაგრამ მაშინ ყველაფერი პირდაპირ ითქვას....

პირდაპირ თქვა კაცმა,დავიღალე და აღარ შემიძლიაო smile.gif თუ აღარ უნდა მეტი რა ქნას? smile.gif

Posted by: ELguja90 4 May 2017, 23:32
dc120mm
გოძილა იაპონური "ფოლკლორია" მგონი
შემდეგი მსოფლიო კიდე მანდაა

Posted by: Homo Erotikus 5 May 2017, 00:01
QUOTE
დიდი მადლობა კაპიტანო

up.gif true legend

Posted by: dato141 5 May 2017, 00:51
ვინმემ თუ იცით ტულონში აგრძელებს თამაშს ? თუ საერთოდ ამთავრებს სარაგბო კარიერას ?

Posted by: Perpendikulari 5 May 2017, 01:17
მსოფლიოზე მეორე ხაზში პრობლემები გვექნება და დაუძახებენ
სავარაუდოდ მამუკა ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს მაგ მომენტისთვის და მსოფლიოსთვის დაბრუნდება

ახლა კიდევ აშკარად ეტყობოდა რომ გუნდ მოწყვეტილი იყო ცოტა
გრძნობდა ამას და უეჭველი მიუთითეს კიდევაც და მაგიტომ წავიდა
მსოფლიოზე დაბრუნდება მოკლედ, ასე მგონია მე

Posted by: faq four 5 May 2017, 03:15
QUOTE
ვინმემ თუ იცით ტულონში აგრძელებს თამაშს ? თუ საერთოდ ამთავრებს სარაგბო კარიერას ?


ტულონში ითამაშებს ჩვეულებრივ, ნაკრებიდან წავიდა და საკლუბოს გააგრძელებს თავისთავად yes.gif


ძალიან მეწყინა მაინც, სულ ცალი ფეხით რომ ყოფილიყო, შეხედავდი და ყოველთვის იმედი გქონდა
ისეთი ტიპი იყო.. თავისებური შარმი ქონდა მაგ კაცს.. ისე ჩვენ გაგვიმართლა იმ მხრივ რომ
გვქონდა შესაძლებლობა მისი კარიერისთვის თვალყური გვედევნებინა; ლეგენდაა, არამატო ქართული რაგბის..

Posted by: Get_Off_of_My_Cloud 5 May 2017, 03:50
http://www.americasrugbynews.com/2017/05/04/gorgodze-calls-time-international-career/

Gorgodze will step away from the international arena although he may return for one more test on home soil in November.
ნეტა მართლა ასე იყოს

Posted by: sandrikia 5 May 2017, 04:54
რავი ძაან ცუდია რომ დატოვა. ნაკრებს აშკარად დააკლდება!!

Posted by: beka331 5 May 2017, 13:05
QUOTE
Gorgodze will step away from the international arena although he may return for one more test on home soil in November.

ეგრეა, თვითონ თქვა

Posted by: RUDIARIUS 5 May 2017, 13:09
ეჰ, ძაან სამწუხაროა. ზაფხულის ტესტების მერე მაინც წასულიყო.
როგორი ძალაც ფაჩულია გვყავს კალათბურთში ისევეა გორგოძე.

Posted by: ratomac aRa 5 May 2017, 15:18
QUOTE
აქცენტი თუ მსოფლიოზეა მაშინ ძველი თაობაც დროულად უნდა ჩავანაცვლოთ ახლებმა მსოფლიომდე მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება რომ შეძლონ.


უნდა ჩავანაცვლოთ, მაგრამ მასე ადვილი რომ იყოს მეკო აქამდე კაი ხანის ჩასანაცვლებელი იყო


QUOTE
მსოფლიოზე მეორე ხაზში პრობლემები გვექნება და დაუძახებენ
სავარაუდოდ მამუკა ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს მაგ მომენტისთვის და მსოფლიოსთვის დაბრუნდება


ნეტა მართლა მასე მოხდეს
სურვილს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას

Posted by: GioWEED 5 May 2017, 21:33
Levan ch
xDavid_S
BigG

იმედია გორგოძემ არ დაკარგა ზამთრის ომში ტერიტორიები და არც კოდორი გაუყიდია მაგ ადამიანს.
offtopic.gif

Posted by: xDavid_S 5 May 2017, 21:36
QUOTE
ფინეთი რა შუაშია ამ ნაბიჭვრებთან?

იმ შუაშია, რომ არანაკლები ფართობის ტერიტორია დაკარგა, მაგრამ დღეს ქვეყანაა

და არავიზე ნაკლები ბიჭები არ იყვნენ

ახლა გასაგებია ვის ექნებოდა სახელმწიფო?

Posted by: NAPSTER 5 May 2017, 21:38
წავშალე ოფტოპიკები

პოლიტიკაზე აქ ნუ გააგრელებთ

Posted by: BigG 5 May 2017, 21:38
რუსულმა საიტმა რაგერ.ინფო-მ პატარა პუბლიკაცია მიუძღვნა მამუკას სათაურით: Мамука Горгодзе: Скромность и уважение
იხილეთ: http://rugger.info/news/13858

Posted by: harton1 6 May 2017, 13:17
dc120mm

სავარაუდიდ იმ შუაშია,იაპონელები, რომ შემდეგი თასი იაპონიაშია და მამუკას გორგოძილას ეძახიან

Posted by: gerere2222 6 May 2017, 13:38
ამ ჩემ ფეხებს თუ წავიდა
რა ზელანდიასთან იბრძოლა და დაასახელეს მატჩის მოთამაშედ და მერე ვსო თავში აუვარდა
ერთი ქაჯი როჟა იყო სულ კუნთებზე იყურებოდა, ბოლოს კი დაიწყო რაღაცა პოლიტიკური რეჩები ბურჯანაძესთან და ჯონდი ბაღათურიასთან თუ არ წავა ძალიან კარგს იზამს
ბოლომდე იბრძოდა ხოლმე, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო ძალიან არასახარბიელო

Warning:
ბანი 1 თვე

Posted by: ELguja90 6 May 2017, 13:40
vis.gif
პიზდეც facepalm.gif

Posted by: rezi_ss 6 May 2017, 14:20
მამუ დაგვიბრუნდი !! ძალიან გვჭირდები მსოფლიოზე მეორე ხაზში !!!

Posted by: NAPSTER 6 May 2017, 14:36
შეეშვით

მიიღო 1 თვიანი ბანი

ეს პოსტები წაიშლება

Posted by: ratomac aRa 6 May 2017, 16:42
QUOTE
რუსულმა საიტმა რაგერ.ინფო-მ პატარა პუბლიკაცია მიუძღვნა მამუკას სათაურით: Мамука Горгодзе: Скромность и уважение


За последние три сезона он получил 4 жёлтых карточки. В начале выступлений во Франции он зарабатывал столько за один сезон biggrin.gif

ეს სერიოზული გარდასახვა იყო

«Мамука выполняет огромный объём работы на поле. Он одинаково хорошо как в защите, так и в атаке. Это удивительный регбист, способности которого всем очень хорошо знакомы» (с) Дэн Картер.

Posted by: NAPSTER 7 May 2017, 01:15
gerebe

სამუდამო ბანი ალტერნიკზე

ისე ნუ იზამ, ამ ფორუმზე საერთოდ ვერასოდეს დაპოსტო.
წადი, სხვა განყოფილებებში გააგრძელე ტროლაობა, თორემ არც შენ ხარ პირველი, ვინც ფორუმზე ვეღარ პოსტავს ტროლინგის გამო და არც უკანასკნელი იქნები
ეს ახლა გინდა გაფრთხილებად მიიღე, გინდა რჩევად და გინდა მუქარად.

პ.ს. თემას ვხურავ ხვალამდე. ცოტა განიავდეს აქაურობა, თორემ ნამეტანი მყრალი ჰაერია.
* * *
გავასუფთავე და ვხსნი. ნუ აყვებით თქვენ კიდე ამ ტროლებს, რა გჭირთ? ესაუბროს თავის თავს, სანამ არ მოვალ და ბანს არ დავადებ. მერე წავიდეს და ახალი ნიკის გაკეთებაზე იწვალოს. ჩემთვის სამუდამო ბანის დადება 10 წამის საქმეა და ეგ იდგეს მერე და არეგისტრიროს ახალი მეილები/ფორუმის აქაუნთები.

Posted by: amro 8 May 2017, 21:27
დათო ტურაშვილი მამუკაზე:

http://www.myvideo.ge/v/3256842

Posted by: vaxushtii 8 May 2017, 21:42
QUOTE
მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა

ჯერ კიდევ ვერ ვინელებ

Posted by: FEDEX2017 9 May 2017, 11:44
Warning:
ბანების გაცემა კი არ მეზარება



yawn.gif

Posted by: GioWEED 9 May 2017, 12:47
QUOTE (FEDEX2017 @ 9 May 2017, 11:44 )

მიხედეთ რა საქემეები არ გაქვთ?

lol.gif lol.gif lol.gif
პიზდეეც

სწორად დასმული კითხვა. biggrin.gif

Posted by: giushki 9 May 2017, 13:17
ნძრევაჲ საკვირველი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Raven 9 May 2017, 13:25
ID ბანი არ არსებობს?........................................................................

Posted by: Homo Erotikus 9 May 2017, 16:52
როგორი მიზანსწრაფული იუზერია, მამუკას შეშურდებოდა

Posted by: dc120mm 9 May 2017, 16:57
NAPSTER
სიტყვები აკონტროლე ბიჭო!!!







biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: -Kartveli- 9 May 2017, 19:37

-------------------------------------------

Posted by: Homo Erotikus 9 May 2017, 19:41
QUOTE
მამუკა გორგოძე

2 ცალ 12 ლარიან შაურმას შეჭამს? წიწაკებით.

Posted by: BEERTRANCE 10 May 2017, 23:04
მადლობა ყველაფრისთვის, იმედია ახდება მისი იმედი და იხილავს საქართველოს 6 ერში.

Posted by: წაშავდა 11 May 2017, 16:25
რაგბის მცოდნეებმა იქნებ მიპასუხონ...
გორგოძე რაგბის სამყაროში რა დონეზეა ? .....აი ფეხბურთელებიდან შევადაროთ ვინმეს ....

პ.ს
ჩვენთვის რომ განუმეორებელია მე ეს ვიცი smile.gif

Posted by: ArxeoptericS 11 May 2017, 16:46
წაშავდა
რაგბი სხვა სპეციფიკის თამაშია, ძალიან ძნელია შედარება და ასოცირება მაგრამ ჩემთვის რატომღაც რიბერისთან ასოცირდება

Posted by: GioWEED 11 May 2017, 16:55
წაშავდა
როგორც ჯენარო გატუზო, ან ნედვედი, ან ჯერარდი. biggrin.gif

Posted by: Levan ch 11 May 2017, 17:01
წაშავდა
QUOTE
ჯენარო გატუზო

QUOTE
ნედვედი

QUOTE
ჯერარდი

QUOTE
რიბერი


ეფე ამბროუზი, სოლომონ ოლემბე, ვოლსონ ორუმა, შერიფ ტურე მამამი..

Posted by: giushki 11 May 2017, 17:10
Levan ch
ჯეი ჯეი ოკოჩა გამოგრჩა. ია ია ტურე და 1-2 პაპუასი კიდე)))

Posted by: Levan ch 11 May 2017, 17:24
giushki
QUOTE
ჯეი ჯეი ოკოჩა გამოგრჩა. ია ია ტურე

ეგენი მაგრები იყვნენ biggrin.gif გორგოძე ამათ ექვივალენტში ვერ გაუქაჩავდა gigi.gif

ისე ამ გვერდზეც რომ წაიშალოს პოსტები ურიგო არ იქნება up.gif

Posted by: AVIATORI01 11 May 2017, 17:27
წაშავდა
გდეტა რიბერი რობენი 2-3 წლის წინანდელები

Posted by: otia-83 11 May 2017, 17:31
დათარსულია ეს თემა რაა givi.gif

შემოვა ნაპსტერა, 5-6 გვერდს ამოშლის, 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი lol.gif

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიწვია მამუკას წასვლამ smile.gif

Posted by: dishosdzisdze 11 May 2017, 17:40
QUOTE
დათარსულია ეს თემა რაა 

შემოვა ნაპსტერა 5-6 გვერდს ამოშლის 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი 

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიძვია მამუკას წასვლამ 

lol.gif lol.gif lol.gif ............................................................................................................ sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: jora84 11 May 2017, 18:33
otia-83

ყველა თემა დათარსულია წელს რასაც ვატყობ, ცელკე ჩვენ ვყალთაბანდობთ აქ და ცალკე ბიჭები მოედანზე lol.gif

Posted by: NAPSTER 11 May 2017, 18:35
otia-83
QUOTE
დათარსულია ეს თემა რაა 

შემოვა ნაპსტერა 5-6 გვერდს ამოშლის 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი 

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიძვია მამუკას წასვლამ


ერთხელაც იქნება დავხურავ საერთოდ და ეგ იქნება biggrin.gif

Posted by: otia-83 11 May 2017, 18:38
QUOTE (NAPSTER @ 11 May 2017, 18:35 )
otia-83
QUOTE
დათარსულია ეს თემა რაა 

შემოვა ნაპსტერა 5-6 გვერდს ამოშლის 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი 

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიძვია მამუკას წასვლამ


ერთხელაც იქნება დავხურავ საერთოდ და ეგ იქნება biggrin.gif

მემგონი კია უკვე დრო smile.gif

რაღაა დასაწერი ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუ რამე მამუკა გოგროძის თემა ხომაა ცალკე და იქ დაიწერება.

Posted by: NAPSTER 11 May 2017, 18:57
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

მამუკა გორგოძე (2012 წელს ჩაწერილი ინტერვიუ)
ლოკომოტივის ტრიბუნები ნელა ივსება. ხალხი უწყვეტ, წვრილ რიგებად მოედინება, სექტორებს შორის დატანებული სქელი თეთრი გისოსებიანი კარის სიღრმიდან. ყველა ცდილობს სხვას დაასწროს, კარგი ადგილი დაიკავოს. ჩვენ დასავლეთის ტრიბუნაზე ვსხედვართ, სპეციალურად წამოვედით ორი საათით ადრე საცობებიც არ იყო ჯერ ახალი გზიდან რომ ავუყევით ვაკე-საბურთალოს აღმართს. როგორც ყოველთვის მაღლა ვსხდებით, მაღლიდან ხომ ყველაფერი ბევრად უკეთ ჩანს, მაგრამ ამჯერად ოც ადგილს თავიდანვე ვიკავებთ, ვიცით ბილეთები მთლიანად გაყიდულია, სტადიონის შემოსასვლელში საქმიანად ფუსუფუსებენ ხალხით ალყაშემრტყმული გადამყიდველები.
_ მოდი, იცი რა ვქანთ, _ ამბობს ვახუნა, _ ორი რიგზე დავჯდეთ, ორი კაცი ჩვენი ადგლიების დასაწყისში, ორი კი ბოლოში და თავისუფალი სკამები შუაში მოვიქციოთ, უფრო იოლად გავაკონტროლებით.
ეგრეც ვიქცევით, ვსხდებით და მაღლიდან დავყურებთ ჩვენს ქვეშ ოდნავ გვერდულად გაწოლილ მომწვანო-მოყვითალო მოედანს. მოედნის ირგვლივ პლასტმასის ლაპლაპა ფარებით შემორტყმულ სპეცნაზელთა ჯაჭვს და ყველაზე სასიამოვნო ლაპარაკი გვაქვს _ წინასამატჩო, იმედიანი, დაძაბული, მოუსვენარი. სტადიონი კი ნელა, იაფარბა, იპოხება ხალხით.
გიფიქრიათ რას გავს ყველაზე მეტად გადაჭედილი სტადიონი? ალბათ, გულს, რითმულად, შეუჩეერბლად რომ პულსირებს და ქაჩავს სისხლს.
_ არა, დინამო უნდა აეღოთ, _ ხელით იჩეჩავს თმას ჩემს ქვემოთ მოკალათებული ბიჭი.
მაგრად მიხარია რომ სტადიონი ივსება, ივსება რაგბის გამო და რაღაცნაირად მწყინს კიდეც, რადგან ვხვდები ეს შევსება უფრო რუსეთია, პოლიტიკაა, ვიდრე სპორტი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია სტადიონი იჭედება, ხალხი უკვე ქვის კიბეებზე ზის, მოედნის თავზე კი სვავებივით კრავენ კამარას ცელოფნის პარკები.
_ ისე რა მაგარია არა? კარგი გუნდი რო გყავს ჰანიკენის (რეგბის ჩემპიონთა ლიგაა) თასს თამაშობ და ყოველ კვირა ესეთი ამბავი გაქვს ქალაქში! _ ამბობს თავბერა.
ძაან მაგარია, ვფიქრობ ჩემთვის და გუნდებიც გამოდიან. ხალხის გუგუნს იწყებს, მაყურებელი იმდენია _ ტრიბუნები არ ჩანს, უყურებ და გგონია ადამიანები ერთანეთზე აკოკოლავებულან, კედელი აუშენებიათ და გეჩვენება სადაცაა უკან გადაიზნიქებიან და გადაიყრებიან როგორც ქარაფიდან.
რუსეთის ჰიმნს სტვენა ფარავს, ქართულს მთელი სტადიონი ერთად მღერის და მსაჯის სასტვენიც ისმის.
მძიმედ ვიწყებთ, ჯარიმას ვაცილებთ და ეგრევე ვჯარიმდებით ჩვენს მოედანზე, რუსები ურტყამენ და ისინიც აცილებენ, ქარია. მერე ჯარიმა გაგვაქ, რუსები ისევ აცილებენ და აქ მამუკა გორგოძეს გააქვს პირველი ლელო, რაქიდან იღებს ბურთს, დაცვის ხაზს არღვევს ლელოში შედის და მერე ლელოები სეტყვასავით იწყებს ცვენას: ბინგო, მაჩხანელი, დათუნაშვილი, მაჩხანელი, მაჩხანელი, ნემსაძე, მაგრამ მთავარი ლელოთა სიმრავლე კი არა მათი ხარისხი, სილამაზეა, რომელთაგანაც ორი გამორჩეულად კარგია _ აბუსერიძის რეიდი და პასი ნემსაძეს და მალაღურაძის გარღვევა და პასი მაჩხანელს და რეკორდული ანგარიშით ვიგებთ: 46 – 0!
ძალიან კარგია აბუსსერიძე, მალაღურაძე, კაჭარავა, ყიასაშვილი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მამუკა გორგოძე ხდება და სწორედ აქ იწყება ჩვენი ამბავი.
მამუკასთან დალაპარეკებაც არ არის საჭირო, თუ გინდა თამაშსაც ნუ ნახავ, უბრალოდ მიდი და ვარჯიშზე შეხედე როგორ იხარჯება ბოლომდე, როგორ დიდი ბავშვივით უხარია საკუთარი გუნდის კარგად შესრულებული ილეთი, კარგად აგდებული აუტი, კიდიდან კიდეზე ლამაზად ჩატანილი ბურთი და როგორ სწყინს შეცდომა, არგამოსული კომბინაცია ან ძირს დავარდნილი პასი, რომ მიხვდე ეს ადამიანი მოწამლულია გიჟურად, უკანმოუხედავად, უკურნებელად.
ვისაც არასოდეს უთამაშია რაგბი, ის ძნელად თუ მიხვდება რა არის ეს და, მართალია ქვეყანაზე არასოდეს დაილევა შეშინებული თუ უბრალოდ სულელურად წამოსროლილი ფრაზები: `ღმერთო ჩემო, როგორი ვირული სპორტია”, "მე შვილს აქ ვერ ვატარებ”, "რო ვუყურებ გული მისკდება", მაგრამ ასეთი ადამიანები, ვერასოდეს, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გაიგებენ ბოლო წუთზე გატანილი ლელოს გემოს, ვერ შეიგრძნობენ იმ უცნაურ და ძალინ მაგარ გრძნობას, როდესაც მინდროზე სრულიად მარტო, პირისპირ დარჩენილი საკუთარ შიშებთან, დაძლევ, მოერევი, ბოლომდე გაწირავ თავს, შენზე ბევრად უფრო დიდ, ჯანიან მოწინააღმდეგეს შეუვარდები ფეხებში, ააყირავებ, წამოდგები და იმ თუნდაც თითო-ოროლა შენი გულშემატკივრის შეძახილი ყველაზე ხმამაღალ რამედ მოგეჩვენება დედამიწის ზურგზე და არც ერთი ასეთი ადამიანის სხეულს ელექტოდივით არ დაივლის გადაჭედილი ტრიბუნებიდან ქარიშხალივით ამოვარდნილი შეძახილები.
რაგბის თავისი სპეციფიური, განუმეორებელი გემო აქვს და საკმარისია ერთხელ შეიგრძნო, რომ მორჩა, სამუდამოდ ჩარჩები ამ ოფლით, ტალახით, სიხარულით და იმედგაცრუებით სავსე სამყაროში.
მამუკა ამ სამყაროში უცნაური გზით არის მოსული, კალათბურთს თამაშობდა და არც თუ ისე ცუდად. ანუ ის არ ყოფილა, აქ არ ვვარგივარ და აბა სხვაგან ვცდი ბედსო.
_ არა უბრალოდ, მაშინ რეგბი პოპულარული გახდა, ეროვნული ნაკრები თამაშებს იგებდა და რაღაცნაირად უფრო ჩამიჯდა ეს თამაში, ჩემ ხასიათთან ბევრად უფრ ახლოს იყო, _ მეუბნება ყვითელ კედელს თავმიყრდნობილი, ორი დღით ადრე რუსეთის მატჩამდე. შევარდენის სარაგბო ბაზის სასტუმროში ვართ, მეორე სართულზე, ტყავის შავ სავარძლებში ვსხედვართ. _ გია ლაბაძემ (ცნობილი ქართველი მორაგბე და ეროვნული ნაკრების კაპიტანი) მიმიყვანა ლელოში, ლევან მაისაშვილთან და მაქედან დაიწყო, ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებებში მოვხვდი. მერე ეროვნულშიც დამიძახეს, და ბოლოს მამუკა მაგრაქველიძემ, კირვანამ, მონპელიეში გამიკეთა მოწვევა სადაც ორი წელი ვითამაშე ესპუარებში, ჩვენებურად დუბლებში და შემდეგ ორ წლიან პროფესიულ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც მერე კიდევ სამი წლით გავაგრძელე.
პროფესიული სპორტი მურტალი რამეა, ნიჭთან ერთად აუცილებელია შრომისმოყვარეობა, რომელსაც ზოგერთი მწვრთნელი უმთავრს ნიჭად თვლის, არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცა ძალიან მაგარმა თქვა: ნიჭი შრომისმოყვარეობის გარეშე ფეერვერკს გავს გაანათებს და ჩაქრებაო.
მამუკამ პირველ წელს სულ შვიდი თამაში ითამაშა, მწვრთნელი არ მენდობოდაო, მერე ტრავმა მიიღო.
_ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, წმვრთნელი ან მაღლა აგიყვანს ან დაგახრჩობს.
_ და შენთან რომელმა მწვრთნელმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი? _ ვეკითხები მე.
_ გალწიემ! _ მპასუხობს მაშინვე, _ მაგან მომცა მწვანე შუქი და დღემდე ეგრე აგრძელებს.
და მამუკაც ათამაშდა, მეტსახელი გორგოძილაც დაირტყა, მსოფლიო ვარკსვლავადაც იქცა და წინა წელის საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე რაგბისტებში ჩატარებულ გამოკითხვაში: ყველაზე აგრესიული მოთამაშე, მეორე ადგილი დაიკავა კანადელი კუდმორის შემდეგ.
_ ბინძური კი არა აგრესიული, _ მიხსნის მამუკა და მართალია, რადგან გაბრაზებული და სხვაზე გაწეული ხშირად მინახავს, აი, რაქში რომ ვინმესთვის ჩუმად ჩაერტყას კი არასდროს, _ მე თვითონ არ ვიწყებ პირველი, მაგრამ თუ ის მეუხეშა არ გავუტარებ, ეგეც ხასიათის ბრალია.
ხშირად აგდებდნენ ჩხუბისთვის, ყვითელ ბარათებს იღებდა, დისკვალიფიკაციები ჰქონდა. ეხლა აშკარად ჩანს რომ საკუთარ თავს, თოკავს.
_ ალბათ, ადრე გუნდისთვის ნაკლებად საჭირო მოთამაშე ვიყავი და იმიტომ, ეხლა კი ვხვდები, ჩემი გაგდებით კაცნაკლულს დავტოვებ, თანაც საფრანგეთში უკვე იციან რომ არ დავუთმობ და აღარ მეუხეშებიან, წამოკიდებასაც აღარ ცდილობენ.
ვის თამაშს შეიძლება შეადარო მამუკას თამაში? აგრესიული, ძალისმიერი, ხისტი. ტუილაგები! მახსენდება ეგრევე სამი სამოელი ძმა. უფროსი ჰენრი, ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი რაგბისტია დედამიწის ზურგზე და საფრანგეთის ჩემპინატში თამაშობს, ბასკურ "პერპინანში", უმცოროსი ძმები _ ალესია და მანუ კი ინგლისში. არ მიყვარს ინგლისელი ტუილაგები, გასნაკუთრებით ალესია, საკუთარი არაადამიანური ფიზიკური ძალით რომ ტკბება ხოლმე, დაეჯახება ვინმეს, დააგდებს და სახეზე ნასიამოვნები ღიმილი გადაურბენს, ხანდახან მივა
და ირონიულად გადაუსმამს თავზე ხელს თითქოს ეკითხებია: როგორა ხარ პატარა ბიჭოო?
მამუკაზე იგივე არ შემიმჩნევია.
_ არა, ჰენრიმ ეგეთი რამეები არ იცის, მაგარი დასტოინი კაცია, სხვათაშორის ეგ არც ქართველებს არ გვაქვს, ეხლა ისე არ გამომივიდეს ,არიქა, ჩვენ ვართ რაც
ვართო, არა, ყველგან არის ცუდი და კარგი, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დაცინვა არ იციან და ეგ კარგია, სწორედ უნდა მიუდგე, შენც რეგბისტი ხარ და ხვალ შეიძლება შენ დაგაგდონ.
_ თვითონ თუ გყავს ან გყავდა საყვარელი რეგბისტი? ვინმე ისეთი ვისაც ბაძავდი ან ბაძავ?
ცოტა ხანი ფიქრობს.
_ არა, მგონი არასოდეს, ყოველთვის ისე ვთამაშობდი როგორც გულიდან მომდიოდა და ეგეთი არავინ მყოლია და რომც მყოლოდა ისეთ ბოღმა ვარ მაგ ამბავში, მაინც არ ვიტყოდი.
ორივეს გვეცინება.
_ მაშინ ვისთან გაინტერსებს თამაში, ძლიერ მოწინააღმდეგეს ვგულისხობ, არის ეგეთი მოთამაშე?
ერთი სულელური ფილმია, სახელიც არ მახსოვს, მთელი ჰოლივუდია ჩაყრილი შიგნით: ლეონარდო დიკაპრიო, რასელ ქროუ, ჯიმ ჰეკმანი, შერონ სტოუნი, დუელების ჩემპიონატი ტარდება, სუ დუელები მიდის და ამ უცნაური ჩემპიონატის ფინალში რასელ ქროუ, ყოფილი ყაჩაღი და ახლა კი მღვდელი, მისი ბანდს ძველი მეთაურს ჯიმ ჰეკმანს ხვდება, დგანან ველური დასავლეთის ხის ერთქუჩიანი ქალაქის მტვრიან ცენტრში ერთმანეთის პირისპირ და ჰეკმანი ეუბნება: არასოდეს არავისი შემშინებია, აი შენი კი ცოტა მეშინია და ვგიჟდები ისე მომწონს ეს გრძნობაო.
_ არა არც ეგეთი ვინმეა ამოჩემებული რომ მყავდეს, _ იძახის მამუკა, _ უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ ჩემს წინ მდგომს ვაჯობო, იმაზე კარგად ვითამაშო.
მამუკას ვარჯიშები არ მქონდა ნანახი.
_ სულ ეგრე ხარ?
_ დედას ვფიცავარ, სხვანაირად არ შემიძლია, ყველაფერი გულთან მიმაქვს. სადაც ვარ იქ ვარ და ვარ ბოლომდე, არა აქვს ამას მნიშვნელობა საქართველოა თუ მონპელიე. ამის გამო ხშირად ვფქირობ ზედმეტი არ მომივიდეს, მგონია რო არ მომდის, მაგრამ ბიჭებს მაინც ვუბოდიშებ ხოლმე.
საქართველოში მამუკა გორგოძე ყველამ იცის და ეს მისი თამაშიდან გამომდინარეა, რომელიც ძალიან იოლი გასაგებია რიგითი გულშემატკივრისთვის _ აიღე და წადი წინ, ჯერ მარტო ის მომენტი რად ღირს ესპანელს ბურთთან ერთად შემთხვევით მაისური რომ გადააძრო, ბურთი იმ მაისურში გაეხვია და თამაშიც ამ უცნაური თეთრი დროშით გაგრძელდა ცოტა ხანი. მაგრამ რაგბის მცოდნეები მამუკას თამაშში უამრავ ცვილელბას ხედავენ და ეს ცვლილებები სულ უფრო და უფრო თვალსაჩინოა, პასი, ფიქრი, შებიჭილიდან ბურთის თანაგუნდელისთვის გადაწოდება.
_ კი, ეგრა თუმცა ძაან არასოდეს გავტეხნარდები, ზოგი მოთამაშე ფიქრობს ზევით ავედიო და ზედმეტი მოსდის. მე რითაც მოვიპოვე ჩემი სახელი, აგრესიული თამაშით, იმას ვითამაშებ სულ, რეგბი აგრესიაა! ჯახს თუ დაკარგავ დაგერხევა. დავინახავ რო პასი უნდა მივცე, მივცემ, მაგრამ თუ დასაჯახებელია აუცილებლად დავეჯახები!
თუმცა თამაშის სტილის ცვლა ბუნებრივი პროცესია პროფესიულ სპორტში და ამას მარტივი მიზეზი აქვს, სანამ ახალი ხარ და არავინ გიცნობს არც შენი მინუსების და პლიუსების შესახებ აქვთ წარმოდგენა და ცოტა ზერელედ გეკიდებიან, როგორც ახლადმოსულს, გამოუცდელს, მაგრამ როგორც კი ხვდებიან რომ მაგარი ხარ, თამაში რთულდება და ზუსტად მანდ, როდესაც ორ ან სამ გამოცდილ, შებოჭვებში და რაქებში სახედაჭყლეტილ, ტკივილის გრძნობა გამქრალ დაგვაჯულ ბულდოგს მოგიჩენენ, გამოჩნდება შენი ნამდვილი ფასი.
_ ეგრეა, _ მეთანხმება მამუკა.
ჩვენთან პროფესიული სპორტი უფრო დიდ ხელფასთან, ლამაზ ქალებთან, კარგ მანქანებთან, ძვირადღირებულ წვეულებებთან ასოცირდება, ვირული შრომა კი რომელიც მუდმივად თან ახლავს ამ პროცესს ყველას გვავიწყდება.
არა და ძალიან რთულია _ ორჯერადი და სამჯერადი ვარჯიშები, სპორტული დიეტა და სპორტული დამატებები, რეჟმი, გრძელი და მომქანცველი სეზონი, იშვიათ კადრებად ნანახი ოჯახი. ბევრი ვერ უძლებს ამას. შეიძლება ამიტომაც სვამენ პროფესიონალი სპორცმენები ასე ხშირად.
_ მოსდის ბევრს, _ ამბობს მამუკა, _ აქ რაც არ არის, იქ არის, მაგრამ უნდა იცოდე და გახსოვდეს რომ სპორტში ხარ, ეხლა რობოტი კი არ უნდა იყო, არა ცოტ-ცოტა განმუხტვაც აუცილებელია, მაგრამ გაჩერება უნდა იცოდე. თამაშის წინ ხანდახან მაღაზიაში არ გავდივარ, არასოდეს არ უნდა მოეშვა, სახელის მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი.
თუმცა მარადიული არაფერია.
_ ხო, ეგ არი. იცი, მაგრად ვნერვიულობ მაგაზე სუ, რო, აი, როგორც შემეძლო ისე ვეღარ ვვარჯიშობ, 45 თამაშია სეზონში, ტანი სულ დალურჯებული გაქვს, ხვდები რო სხეულს აღარ შეუძლია, შენ კიდე ზიხარ და საკუთარ თავს აჯერებ, არა შენ არ ხარ დაღლილი, მიდი! მიდი! გინდა რომ იმ დიდ წონებს ეჭიდავო როგორც ადრე, ძნელია, მაგრამ მაგის გარეშე არ გამოდის სანამ თამაშობ უნდა იყო მაგრად!
_ რასი გაუმჯობესება გინდა თამაშში, ანუ რაზე გაქვს სამუშაო?
_ რავი, რაღაც საფეხური გავიარე, თუმცა წინ კიდევ ბევრი დარჩა ადრე უფრო ისე იყო რო ლელოზე ვთამაშობდი, ეხლა ჩემთვის მთავარი გუნდია, ისე კი არა რო თუ ლელოს გატანის შანსი მომეცა პასს მივცემ, არა, მაგრამ პირველი გუნდია!
_ ქართველი ბიჭები ძალიან ხშირად მიგყავს საფრანგეთში. _ ვეუბნები მე.
_ მაგაზე კარგს რას გავაკეთებ, _ ეღიმება მამუკას, _ ხო უნდა გახსოვდეს აქ რო იყავი როგორ გინდოდა წასვლა და თან მაგრად ასწორებს რო მოიხედავ და რაღაც გაქ გაკეთებული.
_ მონპელიე როგორია? ალბათ ძააან სარაგბო ქალაქია, არა?
_ არ არი მაინცდამაინც, მაგრამ ჩვენმა თაობამ: ტრენდუკი, ოვერდრაგო, ტომა, მე, უფრო წამოვიღეთ რეგბი, ბალეშიკებიც გვყავს, ვუყვარვართ, სტადიონი ივსება.
ვუსმენ და ვხვდები რომ ამ სიტყვა "ჩვენში" უამრავი რამეა: ის რომ მამუკა იქ უცხო აღარ არის და მონპელიეს ვარსკვლავები, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები "ეს თაობა" კი არა, უკვე მისი თაობაა, რომ მონპელიე მისი გუნდია, რომელშიც მამუკა დიდი მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ისიც ვიცი რომ ძალიან უყვართ გულშემატკივრებს, რადგან მამუკა იმედია, კაცია რომელიც გუნდს დაიცავს, არ გაჩერდება და არაფერზე დაიხევს უკან.
უცებ მახსენდება რომ მამუკას სახლი, საფრანგეთში მონპელიეს სტადიონის გვერდითაა და პირდაპირ ტრიბუნებს გადაყურებს, ამიტომ ვეკითხები.
_ საფრანგეთში აპირებ დარჩენას?
_ არა, _ მპასუხებს ეგრევე, მაგრამ მერე აყოლებს _ თუ არ მომიწია.
_ მოგიწია ანუ მწვრთნელობის პონტში თუ... _ ვიწყებ მე.
_ არა, ბავშვები, _ მაწყვეტინებს მამუკა.
_ ქართული იციან?
_ კი, მეუღლე ქართველია, სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ, მულტფილმები, ეგეთი რამეები ქართული მიმაქვს, მაგრამ დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე სულ ფრანგებში არიან, მე კიდევ ერთი შვიდი-რვა წელი კიდევ ვაპირებ თამაშს და ნაღდად არ ვიცი როგორ და რა იქნება, _ ამბობს მამუკა და გვერდზე იუყრება.
_ სახლში როგორ ხვდებიან ამ ამბავს?
_ მამაჩემი ემოციური კაცია, _ სხვა თემაზე გადააქვს ლაპარაკი მამუკას, _ რო შევდივარ ყველგან ჩემი სურთები უკიდია, გაზეთებიდან ჭრის სტატიებს და წიგნად აწყობს, მე ჯუჯღუნა ვარ, ვეუბნები რას აგროვებ, ბოლოს ეხლა რო ვიყავი იმდენი იყო, ვეღარ მოვითმინე და მეთქი რაღად გინდა შპალიერი, ჩამოხიე და გაუშვი სურათები-თქო. მარა რა უნდა ვუთხრა, ისედაც წელიწადში სულ რამდენიმეჯრე მხედავს და უხარია რასაც აკეთებს.
_ საქართველოს ნარკებზე რას იტყვი? _ ისევ რაგბის ვუბრუნდები მე.
_ ყველფერი ნორმალურადაა, ახალი მწვრთნელები გვყავს და მუშაობენ, ნაკრებს პროგრესი ეტყობა, მთავარი კიდევ მეგობრობა და ერთად ყოფნა გუნდში არის და ვნახოთ.
_ რეგბის მერე რას აპირებ?
_ არა, _ მეუბნება მამუკა და თავა აქენვს, _ რეგბი პირველ ადგილზეა და იქნება სანამ ვითამაშებ, დანარჩენს კი მოვასწრებ!
აი, ეგეთია მამუკა გორგოძე _ პირდაპირი, ფიცხი, გულიანი, რაგბით მოწამლული, ზოგმა შეიძლება ჩათვალოს რომ რთული, მაგრამ რომელი ნიჭიერი კაცია იოლი!
2012
და ამ კაცმა სანაკრებო კარიერა დაასრულა _ მადლობა კაპიტანო!
2017

Posted by: dc120mm 11 May 2017, 19:51
NAPSTER
wink.gif
ავტორი ქვევითაც მიგეწერა smile.gif

Posted by: BEERTRANCE 11 May 2017, 21:50
რო იფიქრებ ღრუზლანდიამ მეტი რითი უნდა გაგაკვირვოს და მაინც არ გაუჭირდება.

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 14:24
ტრავმის გამო ბოლო საშინაო მატჩი (რუმინეთთან) მოგებულად რომ წასულიყო - გადაიდო და...
ბოლო მატჩი რო რამე ფიჯისთან არა? boli.gif

Posted by: giushki 1 Feb 2018, 15:30
Gio_G83
გამოვიდეს იტალიასთან, მაგ თამაშის წამოღება უფრო რეალურია ვიდრე ფიჯის. თან კუდამოძუებულ პარისეს გვანახებდა)) არაა ხშირი ეგეთი სანახაობა))

Posted by: Q10 1 Feb 2018, 18:36
იტალიასთან დაასრულებს IMHO !!!
ასეა ეს ამბავი !

Posted by: barcabarcabarca 1 Feb 2018, 19:27
Q10
იდეაში თბილისური მატჩი არ უნდა იყოს გაცილებისთვის?

Posted by: dendo 23 Mar 2018, 14:59
madloba kapitans imedia misi shemcvleli male gamichndeba

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)