Hi,
დღეს არის მე-80 დღე, ანუ ათ დღეში სამი თვე შესრულდება რაც როაკუტანი დავიწყე.
დოზა დღეში 40 მილიგრამი ნარჩუნდება ისევ.
პროცესი მიდის ძალიან კარგად.
გვერდითა ეფექტები იგივე რჩება, რაც წინა პოსტებში მქონდა დაწერილი.
ტუჩების ექსტრემალური გამოშრობა.
ტუჩის კუთხების ჩახლეჩვა (დროგამოშვებით)
მძიმეების აწევისას ზოგიერთ სახსარში დისკომფორტის შეგრძნება (ტკივილი არა)
მოთენთილობა და ძილისკენ მიდრეკილება.
სხვა მეტი არაფერი შეიმჩნევა ამ დროისთვის.
გამონაყარი აღარ მაქვს რათქმაუნდა, მხოლოდ ცხვირის ფრთების დაბოლოვებებში, სულ მცირე წიტებივით გამომდის ხოლმე, აი სიცხისგან რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გამოუვიდეს.
რადგან ასეთი რამე მაინც გამომდის დროგამოშვებით, დღეის მონაცემებით, სტატუსი "გამონაყარის გარეშე" არ მაქვს. თუმცაღა ამას გამონაყარიც არ ჰქვია მაგრამ მაინც მაწუხებს.
იხილეთ სურათების კოლაჟი, თავად მიხვდებით რომ პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს.
აკლია მხოლოდ მე-60 და 70-ე დღის ამსახველი სურათები, რადგან ამ დროისთვის არ მქონდა ფოტოაპარატი, მობილურით გადაღებული სურათი რეალობას არ შეესაბამებოდა (მეტი ბუნდოვანების გამო)
ასე რომ 50-ე დღიდან პირდაპირ მე-80 დღეზე გადავალთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი დღე
მე-10 დღე
მე-20 დღე
30-ე დღე
მე-40 დღე
50-ე დღე
მე-80 დღე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანუ პოსტაკნეს ლაქები მაქვს და ხედავთ როგორ ფერმკრთალდება ნელნელა.
ნუ დრო უნდა და მოთმინება, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი მექანიკური ჩარევების გარეშე გადადის ლაქები.
ჯერ ისევ 40 მილიგრამს ვსვამ დღეში. მეოთხე თვე არ ვიცი რამდენს დამიტოვებს დოზას. არც ისაა გამორიცხული რომ 4 თვეტზე მეტი ვსვა ეს წამალი, ოღონდ მცირე დოზებით. ვნახოთ.
აი დღეისათვის ჩემი ინფო ეს არის.
This post has been edited by beqaG on 30 Aug 2013, 15:25