#57255959 · 5 Dec 2020, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
KobSak ის რელიგია აირჩიე, რომელიც ყველაზე დადებითად წარმოაჩენს სამყაროს და ღმერთს. რომელიც გაგიადვილებს სამოთხეში მოხვედრას (თუ მაინცდამაინც გჯერა ამისი) ჭეშმარიტება არ არსებობს. რასაც შენ მიიჩნევ ჭეშმარიტებად, ისეთი გახდება შენი რეალობა და ისეთი წესებით დაიწყებს შენთან თამაშს, როგორ წესებსაც შენთვითონ დაუდგენ შენს თავს. ამიტომ, ეცადე უკეთესი წესები შეარჩიო. "რა საწყაოთიც მიუწყავ, იგივეთი მოგეწყვება" "როგორც განიკითხავ, ისე განიკითხები" " რასაც დასთეს, იმას მოიმკი"
თუ მაინდამაინც ქრისტიანობა გინდა, ჩემი კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ყველაზე პოზიტიური და ადამიანისთვის მოწადილებული მორმონები არიან. თუ არ გაქვს "ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ " ის კომპლექსი, წაიკითხე ოშო, ან თანამედროვე სადჰგურუ. არაა აუცილებელი რაიმე რიტუალები ატარო, რაიმე ატრიბუტები ჩამოიკიდო ზედ. ტონიანი ოქროს ჯვარიც კი რომ დაიკიდო ზედ, სულ ბრილიანტებით გაწყობილი, ეს არ მოგაახლოვებს სამოთხესთან. მთავარია სწორი მსოფმხედველობა ჩამოიყალიბო, ისეთი აზროვნება, რომელსაც შენი შინაგანი სიხარულით დაეთანხმება .
თუმცა კი, შიში ძალიან ცუდი მოტივატორია რელიგიის არჩევის საქმეში. შენ კი როგორც ჩანს, შიში გამოძრავებს
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|