ნამდვილად არ არის ეგრე/ან უბრალოდ მე არ გეთანხმები მაგრამ ვეცდები ავხსნა პირველი ვარიანტი
მაგალითად ჰიუგოს შემთხვევაში ჟავერი ავიღოთ, წესიერი პოლიციელია, პრინციპული და იმდენად პრინციპული რომ მთელი თავისი მორალიც კი ამ პრინციპებზე აქვს დამყარებული. რაღაცნაირად სულით პოლიციელია
და რა არის მისი როგორც პოლიციელის მთავარი პრინციპი? რომ თუ კაცმა ერთხელ რამე საციხო ჩაიდინა, მორჩა მისი გამოსწორება არ არსებობს და ის უბრალოდ საკატორღე მასალაა. (აქ ცალკე ისაა განსახილველი რამდენად იყო იმ დროისთვის დანაშაულის და სასჯელის პროპორციები დაცული, და ყველა პურის ქურდის თუ ვაშლის ქურდის ბრეივიკად ქცევა რამდენად სწორია)
და როდესაც ჟავერი შეხვდა კაცს რომელმაც მისი ეს პრინციპები და ზოგადად მისი სამყარო დაანგრია, დაინახა რომ ცდებოდა ე.ი მთელი მისი შეგნებული ცხოვრება არასწორ ღირებულებებზე ააგო და რა უნდა ქნას?
რაღაც უნდა შეიცვალოს ესე ვერ გაგრძელდება, ფიზიკურად რომ გადარჩეს საჭიროა კომპრომისი მორალთან, მორალურად რომ გადარჩეს რა უნდა ქნას არც კი ვიცი მაგრამ უკიდურესად მორალურად იქცევა, 10/10 შეფასება. მეტი მორალური ქმედება აღარ არსებობს
პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ 50 60 კაცისთვის მიჩვენებია რომ არასწორ ღირებულებებზეა, დამთანხმებულა ისიც და მაინც არაფერს ცვლის, ანუ ადამიანს ყველაზე მეტად ის არ უყვარს/შეუძლია რომ აღიაროს, შეცვალოს და დაანგრიოს მისი განვლილი გზა როცა ის არ იყო სწორი, მას ისევ ის ურჩევნია რომ იფარისევლოს იძახოს მე მართალი ვარ და აპრავოს ათასნაირად საკუტარი თავის.
ამას უნდა ჯერ ვაჟკაცობა და შემდეგ გულწრფელობა ან პირიქით :დ
ჟავერი ერთერთი იდეალია, საკუტარ თავში რომ იპოვნა პრობლემა გაანადგურა ეგრევე(ან პირიქით ამ ცრუ ღირებულებებმა გაანადგურეს ის) და რეალურად საჭიროც იყო რადგან სისტემა თუ ინგრევა მისი შემოქმედიც უნდა დაინგრეს
ხოდა ამას თუ 13 და 14 წლის ასაკში აანალიზებთ ე.ი მე ვყოფილვარ დებილი
ოღონდ არ ვიცი სად გადის ზღვარი 15 17-ის ზემოთ , 20-ის თუ 25-ის ალბათ ინდივიდუალურია
ერთი ფაქტია რომ მთავარია წაკითხულიდან რა გრჩება და როცა ვიღაც ამბობს რომ რაღაც რასაც სიღრმე აქვს წაიკითხა 12 წლის ასაკში ეგ ჩემთვის უბრალო მარიაჟობაა და მეტი არაფერი.
და ვინც ამ კატეგორიებს ადგენს და ჰიუგო საბავშვოში შეყავს მგონია რომ საერთოდ არ აქვს წაკითხული, ან მანაც 14 წლისამ წაიკიტხა
ეს თემატურად ჰიუგოს რაც შეეხება და მის ერთერთ პერსონაჟს და კიდევ ხომ ყავს სხვამაგრებიც :დ
სხვა მწერლებზე განსაკუთრებით სტენდალზე როგორ უნდა თქვა ეგ არ მესმის, კაცობრიობის ორი მთავარი ფერი აქვს ტიპს
This post has been edited by Levan ch on 10 Jul 2023, 17:47