ყურადღება, XBox-ის დაჩიპვას არ ვაკეთებთ
განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა Freeboot / RGH დაჩიპულ ბოქსზე თამაშების ჩაწერის მარტივი ინსტრუქცია, ვისაც გჭირდებათ - გამოიყენეთ
იგულისხმება რომ ბოქსზე თამაშების ფოლდერი ჩართვისას ავტომატურ სკანირებაზეა
https://www.docdroid.net/nqmbXR7/write-game...-xbox.docx.htmlhttp://docdro.id/nqmbXR7ძველი თემა იხილეთ აქ -
ნებისმიერი XBOX 360 SLIM -ის დაჩიპვა გარანტიითXBox-ის დაჩიპვის მეთოდები (
რედ. თარიღი: 04.11.2013)
(დაჩიპვა, დაკრეკვა, დაპრაშივკება, დაჰაკვა - ამ თემაში გამოიყენება როგორც ერთიდაიგივე შინაარსის ტერმინი)
მოგბეზრდათ XBox-ის ორიგინალ დისკებში 100-150 ლარის გადახდა ? - მაშინ ეს თემა თქვენთვისაა ( ©TVმარკეტი )
თემაში განხილულია ის მეთოდები - რომლებიც საშუალებას იძლევა ვითამაშოთ XBox-ზე უფასოდ ან თითქმის უფასოდ!დაჩიპვის მეთოდები და მათი შესაძლებლობები ============================================================================================
[სტანდარტული მეთოდი] / იგივე [iXtreme LT+]!!! 2013 წლის თებერვლიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი XBox-ის დაჩიპვა !!!ამ მეთოდით დაჩიპულ XBox-ზე შეგიძლიათ ითამაშოთ პირატული დისკებიდან, რომლებიც 10-15 ლარი ღირს.
(დაუჩიპავი XBox-ის DVD წამკითხავი ცნობს მხოლოდ ორიგინალ დისკებს.)
LT+ დაჩიპვის დროს ხდება XBox-ის მხოლოდ DVD წამკითხველის დაჩიპვა,
რის შედეგადაც XBox-ის DVD წამკიტხავი იწყებს არაორიგინალ დისკების დანახვას და
შესაძლებელი ხდება პირატული DVD-ებიდან თამაშების გაშვება.
თბილისში ძირითადად ამ მეთოდით ჩიპავდნენ XBox-ებს ,
გამოვიდა ახალი LTU2 Unlocked PCB, როგორც ლაიტონის, ასევე ჰიტაჩის DVD-სთვის !!!
ეს არის პლატა რომლის საშუალებითაც შეიძლება ნებისმიერი XBox-ის დაჩიპვა LT+/ Ultimate მეთოდით, ანუ პირატული დისკები რომ წაიკითხოს 2012 წლიდან XBox-ებში ჩადგმულია ახალი DVD წამკითხავები, რომლებიც 2013 წლის 1 თებერვალს გამოსული პლატის საშუალებით უკვე იჩიპება !
დაჩიპვისას ხდება DVD წამკითხავის ელექტრონული პლატის შეცვლა ახალი პლატით , რომელიც ღირს $50-$80
============================================================================================
[FreeBoot] / [RGH]დაჩიპვის ამ მეთოდს ასევე ეძახიან -
ფრიბუთი/გლიჩჰაკი/Freeboot/JTag/Reset Glitch Hack/
მეთოდი გულისხმობს XBox-ის მაზერბორდზე სპეციალური ჩიპის მონტაჟს (დაპაიკებას),
რის შემდეგაც შესაძლებელია XBox-ზე შევაერთოთ ნებისმიერი ზომის შიდა ან გარე ვინჩესტერი, ფლეშკა
და
ვითამაშოთ პირდაპირ ვინჩესტერზე და USB ფლეშკაზე ჩაწერილი თამაშები. DVD წამკითხავი საერთოდ აღარაა საჭირო.
!!! ამ მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი XBox-ის დაჩიპვა !!!!!! ეს მეთოდი არაა საკმარისი პირატული DVD დისკებიდან სათამაშოდ !!!!!! გაითვალისწინეთ, რომ iXtreme LT და RGH ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მეთოდებია და თუ თქვენ გინდათ,
რომ XBox-ზე ითამაშოთ, როგორც პირატული დისკებით, ასევე თამაშები გაუშვათ ვინჩესტერიდან,
მაშინ XBox-ზე უნდა გაკეთდეს ორივე ტიპის დაჩიპვა, მაზერის ანუ RGH და სტანდარტული ანუ iXtreme LT+ !!!დამატებით მათთვის, ვისაც უნდა ინტერნეტში (Microsoft Live) თამაშიც და დაკრეკილი თამაშებიც,
RGH დაჩიპულ კონსოლებზე შესაძლებელია ორმაგი ჩატვირთვის ჩიპის დამონტაჟება (როგორც 2 ვინდოუსის დაინსტალირება 1 კომპიუტერზე)
ერთ ჩიპზე წერია ორიგინალი პროგრამა, რითიც ინტერნეტში თამაში უსაფრთხოა,
ხოლო მეორე ჩიპზე წერია დაკრეკილი სოფტი და დაკრეკილი თამაშები და ვთამაშობთ უფასოდ
მაგალითად ასე გამოიყურება ჩემი XBox-ი RGH + Demon დაჩიპვის შემდეგ ორმაგი ჩატვირთვით
( კორპუსი დროებითაა დაშლილი, სანამ ტესტირდება
)
============================================================================================
[XKey]XKey არის XBox-ის DVD წამკითხავის ემულატორი, ვირტუალური დრაივი. ეს მოწყობილობა
გარე ვინჩესტერიდან ან ფლეშკიდა კითხულობს თამაშის ISO ფაილებს და XBox-ს ატყუებს,
თითქოს ორიგინალი დისკი დევს DVD წამკითხავში
============================================================================================
This post has been edited by SuperVisor on 7 Dec 2015, 23:49