თითქოს დიდად არ მომეწონა როცა მოვრჩი პირველი სეზონი, მეორეს არ ვნახავ თქო დაჟე ვიფიქრე, მაგრამ ნახვიდან დრო რომ გავიდა შეიცვალა ყველაფერი
ყველაფერ ძველზე ეს სერიალი მახსენდება ხოლმე, რაც გამოსვლის თარიღი და სერიალის ნახვის დროც დაძველდა უფრო მოიტანა
სიგარეტს რამდენჯერაც გავაბოლებ სულ ის ტიპი მახსენდება ოფისში რომ ზის და გამწარებული ექაჩება და რომ ამბობდა მთხრობელი ვინც იყო იმ დროს ყველგან ეწეოდნენო თუ რაღაც
საკაიფო აურა აქვს მოკლედ, უცებ ვერ დავაფასე ნახვისთანავე
მეორე სეზონში მაინტერესებს რა მოხდება, მაგრამ შიგ ხომ არ აქვთ 2017 წელს გამოდის
ხარისხი მოითხოვს ალბათ 2 წლიან პაუზას 6 სერიის გამოსაშვებად?
საკაიფო რაღაც არის, მეორე წრეზეც წავალ და ამოვწევ ხოლმე თან ამ თემას.
ობის სუნით არის გაჟღენთილი ეს სერიალი და ნაფტალინის, კაროჩე მაგრად მევასება
უცებ ვერ დავაფასე უბრალოდ. სხვათაშორის ჩემს ყველაზე საყვარელ ფილმზეც ასე დამემართა "ტაქსის მძღოლზე" სკორსეზეს ფილმზე, პირველად რომ ვნახე რა ###ობაა მეთქი და მერე უცებ ცხოვრების მსვლელობის დროს რაღაც მომენტები მახსენდებოდა რომელიც ფილმთან იყო რაღაცნაირად კავშირში და ვნახე კიდევ ერთხელ და იმის შემდეგ 20 ჯერ მაინც ვნახე ისე მომეწონა მეორედ ნანახი.
დიდი ხნის წინ რომ გაქვს ნანახი ზოგი ფილმი მაშინ უფრო ასწორებს
ზოგი ახალნანახი როცა გაქვს მაშინ ასწორებს და დრო რომ გადის ###ობად გეჩვენება
რაც დავპოსტე ზემოთ რომ აღარ მომეწონა ჩაკვდა თემა საერთოდ, ხოდა მაგის გამოსასწორებლად გამოვაცხვე ამხელა პოსტი, ანუ იმის თქმა მინდა რომ მაგარი ვესია ეს სერიალი და თავიდანვე თუ დაამუღამებთ მაგარია მაგრამ ზოგს დრო დაჭირდეს შეიძლება, იმდენად სერიოზული რამეა ყველა ვერ ამუღამებს უცებ, ისევე როგორც მე ვერ დავამუღამე
დრო დამჭირდა რა რომ დამემუღამებინა მთელი სერიალი
იმდენად ბევრი ღადაობები არ ეძრობა , რამდენადაც ისეთი მომენტები რომლებიც უბრალოდ უნდა შეიყვარო <3 ხოდა მაგ სიყვარულს უნდა ნიჭი მეგობრებო <3
This post has been edited by თოვლი_ on 19 Jul 2016, 18:21