გამარჯობათ. მაქვს ეზო, დაახლოებით 200 კვადრატული შემიზლია დავუთმო ქათმებს
ვცხოვრობ დიღომში და არის ქარიანი ადგილი, მინდა ქართული ჯიშის ქათმები, ეკოლოგიურად სუფთად რომ გავზარდო რომელსაც ჩემ შვილს ვაჭმევ და მეც შევჭამ სიამოვნებით, ანუ გალიის პრინციპით და პრემიქსით გასიებას არ ვუპირებ და რამდენიმე კითხვას დავსვამ და იქნებ მიპასუხოთ,
უფრო
iko-iko კომპეტენტური ხარ ამ საკითხში. და რაღაცა რჩევები მომეცი.
1. მაინტერესებს ამ 200 კვადრატულზე რამდენი წიწილის ყოლა შემიძლია დაახლოებით? აი 3-4 თვემდე მივიყვან ხოლმე შესაბრაწ ასაკმდე.
2. ამ ტერიტორიას სეტკით შმოვუღობავ და დავუთესავ მწვანილებს, იონჯას, ჯეჯილს და ეგეთ რაღაცეებს. საკვებად მზესუმზირა კარგია თუ იცი? თუ ეგეთი რამე არასდროს არ გაგიგია და რამე სისულელს ვამბობ
კიდე კვებაზე რაც მაინტერესებს არის ის რომ აი მაგალითად ნაკელი რომ დავაყრევინო და იქ ჭიაყელებს შევუქმნა კარგი პირობები საარსებოდ და ამ ჭიაყელებით ვკვებო დანამატის სახით დაავადებების კერას ხო არ ქმნის?
3. ბებიაჩემი ბავშვობაში წიწილებს ჩაის წყალს ასმევდა და მალმალე უცვლიდა ხოლმე, მასხოვს ამბობდა რომ ჭუჭყიანი არ უნდა იყოს თორემ ავად გახდებიანო და ჩაის წყალს რომ სვამენ ჯანმრთელები იქნებიანო და ეს მართლა ამართლებს?
4. აგრეთვე ბებიაჩემი ყვითელ სამშენებლო ქვიშას მოატანინებდა და უყრიდა ეზოში და იმას ქექავდნენ და ჭამდნენ ეს ქათმები, მაგარი კვერცხი ექნებაო.
ჯერ ამაზე რას მეტყვით რაც დავწერე და მერე კიდევ დავსვამ რაღაცა კითხვას რომელიც მაწუხებს ძალიან . მადლობა წინასწარ