forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (238) « პირველი ... 236 237 [238]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სესხის არ დაბრუნება, რა ხდება არ გადახდის შემთხვევაში
Unknown232324
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 261
წევრი No.: 202514
რეგისტრ.: 16-May 15

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 13:56  #52019356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე თუ ვინმე ერკვევით.
1000 ლარიანი სესხი მაქვს ნეთკრედიტში, 50 დღიანი ვადაგადაცილება მაქვს დაახლოებით, დღეს დამირეკეს და თუ არ გადაავადებ, ან სრულიად არ დაფარავ სახლში მოვლენო აღსრულებაზე თქვა მგონი, ერთი სიტყვით ნივთებს დააყადაღებენო.

მე სადაც ჩაწერილი ვარ, ანუ სადაც ეგენი მოვლენ(თუ მართლა აპირებენ), ეგ ბინა ბებიაჩემის სახელზეა, ანუ მე არანაირი წილი არ მაქვს ამ ბინაში, უბრალოდ ჩაწერილი ვარ აქ და ვცხოვრობ კიდეც. მე ვუთხარი, რომ ბინა ჩემზე არ არის თქო და იმან ვინც მელაპარაკა, მაგას არ აქვს მნიშვნელობაო, ნივთები რაც არის სახლშიო, თუ ბებია ვერ წარადგენსო იმის საბუთს, რომ მისი სახელზეაო მაინც დაყადაღდებაო, ნივთები კი მის სახელზე არ არის მართლა, თავის დროზე მამაჩემმა უყიდა.
რას მირჩევთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?
გაფრთხილების წერილი ჩავიბარე ისე დაახლოებით 10 დღის წინ და ხელიც მოვუწერე კურიერს.

ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო, ფული მართლა არ მაქვს. სახლში რომ მოვიდნენ და ნივთების დაყადაღება დაიწყონ ბებიაჩემი გადაირევა და რავიცი პანიკაში და ერთ ამბავში ჩავარდება. ეს ჯანდაბა სესხიც იძულებული ვიყავი და იმიტო ავიღე თორე, არც გავეკარებოდი, იმაზე მეშლება კიდე ნერვები რო 1400 უნდა დავაბრუნო ეხლა სრულად 1000-ის სანაცვლოდ...
სამსახურიც არ მაქვს 3 თვეა..
Nika303
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3953
წევრი No.: 140701
რეგისტრ.: 22-December 11

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 18:10  #52021046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეიძლება სხვისი სახელით ვესაუბრო ? მეგობარს აქვს სესხი და მე რო ველაპარაკო მისი სახელი-გვარით
რა თქმა უნდა თვითონ ეცოდინება ეგ ყველაფერი


--------------------
-გინდა ჩავფუშო? © ლიზი

-30 წელი უსინათლოების სკოლაში ვიმუშავე, შემდეგ გამომიშვეს. წამოსვლისას მივტრიალდი და დავინახე ჩემი მოსწავლეები სხვების თანხლებით ხელს როგორ მიქნევდნენ, მაგრამ სხვა მიმართულებით
David-NY
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 73
წევრი No.: 195974
რეგისტრ.: 3-January 15

გამოგზავნილია: 20 Jan 2018, 13:22  #52029674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Unknown232324

გასაგებია შენი მდგომარეობა, აგიხსნი ახლა და გაითვალისწინე რასაც გეტყვი გამოგადგება. ჩემს მაგალითზე გეტყვი, რომ მეც მაქვს სესხი აღებული ნეთკრედიტში 1000 ლარი. ეს სესხი ავიღე 2016 წლის დეკემბერში. დღემდე არ გადამიხდია, ზარებსაც ვპასუხობ. ახლა ეს სესხი ამომღებ კომპანიას აქვს, ისინიც მირეკავენ და ზარებს ვპასუხობ აუღელვებლად. რომ მეკითხებიან როდის გადავიხდი, ვპასუხობ რომ ჯერ არ მაქვს საშუალება და როცა მექნება აუცილებლად გადავიხდი. ჯერ ვითომ მემუქრებოდნენ, მიუხედევად იმისა რომ ძალოვან უწყებაში ვმუშაობ რაღაც ტრუხა ნომრებიდან მირეკავდნენ შენს უფროსთან მოვალთ და ყველაფერს ვეტყვითო, ხან მეუბნებოდნენ გიჩივლებთ მითვისებაზეო, ხან კიდე სახლში მოვალთ და დავაყადაღებთ ყველაფერსო, მოკლედ ერთ ადგილზე რომ შეიყვეს თითი იმის მერე აღარ გამოუღიათ. წარმოიდგინე წელიწადზე მეტია ყოველდღე თუ არა ყოველ კვირა მაინც რეკავენ და მახსენებენ რას ვაპირებ. ჩემი რეაქცია არის აბსოლიტურად უემოციო და მხოლოდ მარტივი პასუხით შემოვიფარგლები - ჯერ არ მაქვს საშუალება. ნეთკრედიტის და ზოგადად ყველა ონლაინ სესხის კომპანიის სტრატეგია ასეთია, რომ საქმე არ მივიდეს სასამართლომდე და ფსიქოლოგიური ზეწოლით ამოიღონ თანხა. ეხლა გეტყვი რეალურად რისი გაკეთება შეუძლიათ: არაფრის, გარდა იმისა, რომ გამარტივებულ საქმის წარმოებაზე შეიტანონ სარჩელი, ან პირდაპირ სასამართლოში. შენ რა უნდა გააკეთო: დაიკიდე ყველა წერილი და გაფრთხილება რასაც კომპანია გამოგიგზავნის და დაელოდე ვიდრე აღსრულებიდან ან სასამართლოდან არ მოგივა წერილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩაიბარე. თუ წერილი მიიღე სარჩელის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროდან, ამ შემთხვევაში 10 კალენდარული დღის მანძილზე მიდიხარ იუსტიციის სახლში, იქ დაგაწერინებენ პროტესტს რომ ამ ვალს საერთოდ არ აღიარებ და ამით გამარტივებული წარმოება წყდება. ამის შემდეგ კომპანიას შეუძლია სასამართლოში გიჩივლოს მხოლოდ, თუ ასე მოხდა ახლა იქიდან მოგივა სარჩელი და შენ კვლავ 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაუწერო შესაგებელი და ჩააბარო სასამართლოს (ნახე ვინმე აზრზე მოსული ყველა დაგეხმარება შესაგებლის დაწერაში). სასამართლოში იმდენი შენნაირი საქმეებია, რომ 6 თვეზე ადრე პროცესი არ ჩაინიშნება. როცა პროცესი ჩაინიშნება გამოცხადდი სასამართლოზე და მოსამართლეს აუხსენი შენი მდგომარეობა. ყველაზე მეტი რასაც დაგაკისერებენ ძირითადი თანხა პლიუს ცოტა ჯარიმების ნაწილიც და გადაგინაწილებენ კარკვეულ პერიოდზე. სულ ესაა, აქამდე რომ მივიდეს საქმე კიდე შენთვითონ გაიზრე რამდენი დრო გავა. დაიმახსოვრე: ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია რაც გაქვს და ნუ ნერვიულობ არავის არ აქვს უფლება მოსამართლის ან აღმასრულებლის ბრძანების გარეშე რამე დაგიყადაღოს. წარმატებები
Nika303
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3953
წევრი No.: 140701
რეგისტრ.: 22-December 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2018, 15:52  #52030351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სასამართლოს გარეშე რამე უფლება აქვთ რო ფული რომელიც ბარათზე გერიცხება ჩამოგაჭრან?
მიპასუხეთ რა cry.gif
ActionCoin
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 80
წევრი No.: 239301
რეგისტრ.: 30-December 17

გამოგზავნილია: 20 Jan 2018, 15:59  #52030381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Unknown232324 @ 18 Jan 2018, 13:56 )
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე თუ ვინმე ერკვევით.
1000 ლარიანი სესხი მაქვს ნეთკრედიტში, 50 დღიანი ვადაგადაცილება მაქვს დაახლოებით, დღეს დამირეკეს და თუ არ გადაავადებ, ან სრულიად არ დაფარავ სახლში მოვლენო აღსრულებაზე თქვა მგონი, ერთი სიტყვით ნივთებს დააყადაღებენო.

მე სადაც ჩაწერილი ვარ, ანუ სადაც ეგენი მოვლენ(თუ მართლა აპირებენ), ეგ ბინა ბებიაჩემის სახელზეა, ანუ მე არანაირი წილი არ მაქვს ამ ბინაში, უბრალოდ ჩაწერილი ვარ აქ და ვცხოვრობ კიდეც. მე ვუთხარი, რომ ბინა ჩემზე არ არის თქო და იმან ვინც მელაპარაკა, მაგას არ აქვს მნიშვნელობაო, ნივთები რაც არის სახლშიო, თუ ბებია ვერ წარადგენსო იმის საბუთს, რომ მისი სახელზეაო მაინც დაყადაღდებაო, ნივთები კი მის სახელზე არ არის მართლა, თავის დროზე მამაჩემმა უყიდა.
რას მირჩევთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?
გაფრთხილების წერილი ჩავიბარე ისე დაახლოებით 10 დღის წინ და ხელიც მოვუწერე კურიერს.

ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო, ფული მართლა არ მაქვს. სახლში რომ მოვიდნენ და ნივთების დაყადაღება დაიწყონ ბებიაჩემი გადაირევა და რავიცი პანიკაში და ერთ ამბავში ჩავარდება. ეს ჯანდაბა სესხიც იძულებული ვიყავი და იმიტო ავიღე თორე, არც გავეკარებოდი, იმაზე მეშლება კიდე ნერვები რო 1400 უნდა დავაბრუნო ეხლა სრულად 1000-ის სანაცვლოდ...
სამსახურიც არ მაქვს 3 თვეა..

ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიყადაღებს სასამართლოს ნებართვის გარეშე
სასამართლომ კი მაქსიმუმ დაგიწესოს გადასახდელი რასაც გთხოვენ ის კი არა, არამედ ის რაც ისესხე + %, ამას თუ არ გადაიხდი ბარათები დაგებლოკება და თანხა როცა დაგიჯდება (როდესმე) იქიდან ჩამოგეჭრება სესხი

არ დაანახო რო შეშინდი ან რამე თორე გადაი#ვავენ თავზე
იქით მიაწექი
თუ ვინმე მოვა და ჩემი ოჯახის საკუთრებაში უკანონოდ ეცდება შემოჭრას პოლიციას გამოვიძახებ თქო

ამავდროულად მოთხოვე რომ სასამართლოში შეიტანონ სარჩელი და ისიც მიუყოლე რო ან თქვენ შეიტანეთ ან მე შევიტან მუქარის გამო თქო

Unknown232324
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 261
წევრი No.: 202514
რეგისტრ.: 16-May 15

გამოგზავნილია: 20 Jan 2018, 16:52  #52030635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
David-NY
ActionCoin
ძაან დიდი მადლობა ! რაც ეს დღეები ვინერვიულე მოკლედ..) მე თვითონ ჩემ თავზე ბევრს არ განვიცდი, უბრალოდ სახლში არ მინდოდა რომ ენერვიულათ.
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ!
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (238) « პირველი ... 236 237 [238]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0968 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]