გამარჯობა მოტოს და მოგზაურობის მოყვარულ კაი ხალხს : )
მოკლედ, გუშინწინ შევკაზმე ჩემი სკუტერი და გავუდექი პირიქითა ხევსურეთის გზას, შატილი-მუცოსკენ.
თუშეთში მოგზაურობის შემდეგ ჰაერივით მჭირდებოდა მაღალმთიან რეგიონში ჩემი აპრილიათი გასვლა. (aprilia-ს უკვე აღარ დავუძახებ, სხვა სახელი უნდა მოვუფიქრო, ალბათ ktm სუპერ ედვენჩერს უფრო იმსახურებს : D)
თუშეთის ენერგიის გამომწოველი აღმართების და გზების შემდეგ, ხევსურეთი შეიძლება არ იყოს მსგავსი სირთულის, მაგრამ არც ეს არის იოლი მარშრუტი, განსაკუთრებით სკუტერისთვის.
რამდენიმე სურათს დავდებ და თან ერთი-ორი სიტყვით შეძლებისდაგვარად გეტყვით 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით როგორი გზაა, ვინმე თუ რამეს დაგეგმავთ.
ე.ი ჟინვალის გადასახვევიდან დაახლოებით 19-20 კილომეტრი არის შვეიცარიის დონის გზა, ზედმეტი პათოსის გარეშე, სრულიად უხარვეზო მიხვეულ-მოხვეული, ბაიკერებისთვის სამოთხე თვისთი როუდები, თან მარცხნივ დატბორების ხედები საოცარი. მოკლედ, სულ ვაუუუუ- აააჰჰჰჰ-ს ძახილით განვლიე ეს მონაკვეთი. მაქსიმალურად ვაწვენდი მოტოს მოსახვევებში.
არმისული ფშავის მაღაროსკარამდე მთავრდება კაი გზა და იწყება სოფლის ოღროჩოღრო ცუდი შუკები. შემდეგ ხევსურეთის სოფელ კორშამდე არის ჰიბრიდული გზა, ანუ ზოგან ცუდი და ზოგანაც მაგარი გასისინებული. აი კორშადან მთელი დათვისჯრის უღელტეხილიან პირიქითა ხევსურეთამდე სულ გრუნტის გზებია, ფართო და ორი მანქანა რომ გაეტევა ეგეთი. უბრალოდ არმისული შატილამდე ბოლო 10 კმ არის ძალიან ცუდი ხარისხის გზა, ნაშალი ფილაქნების დანისებური ქვებით სავსე. მაგრამ საგზაო საამშენებლო პროცესები მიმდინარეობს მთელ მონაკვეთზე, ანუ სავარაუდოდ გაისად რადიკალურად სხვა სურათი იქნება.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავიდეთ სურათებზე. ხშირად გაჩერება, ხელთათმანის მოხსნა, ტელეფონის ამოღება და გადაღებები ვერ მიხერხდებოდა, თუმცა რაღაც მცირე კოლაჟს მაინც შემოგთავაზებთ.
მივიწევ დათვისჯვრის უხელტეხილისკენ, უკან ჭაუხების და პირაქეთა ხევსურეთის ხედები.
ეს უკვე პირიქითაა
ამაში შევტოპე, მეთქი რაზგონით გავივლი, მაგრამ ძალიან ღრმა აღმოჩნდა და შუაში ჩავრჩი, ფეხები ერთი 30 სანტიმერამდე ტალახში ჩავდგი და
ვექაჩები სკუტერს რომ ამოვიყვანო, მაგრამ წყალი უკვე საჰაერო ვინტილიატორამდეა და მესმის უკვე ძრავის მიხრჩობის ხმა, აი წყალში რომ მოსდის ტექნიკას.
ვფიქრობ ახლა თუ ჩავრჩი აქ და ათასი უჟასები, გადმოვედი სანამ ბოლომდე ამოიხრიალებდა სკუტერი და ჩაქრებოდა, მანამდე თან გაზით და თან ჩემი მიწოლით ამოვედით როგორც იქნა
და ვითომც არაფერიო ისე განაგრძო აპრილიამ სვლა.
ლებაისკარის კოშკი
ზემოთ რომ ვახსენე, შატილამდე მისასვლელი ბოლო 10 კილომეტრი ცუდი გზებიათქო. აი ასეთია, მაგრამ ატყობთ რომ 2 მანქანა ჩვეულებრივ აუქცევს ერთმანეთს გვერდს.
ასე რომ ვინც მანქანით გეგმავთ იქ გამგზავრებას, NP.
თუმცა სკუტერისთვის ზოგიერთი მონაკვეთები მართლა პრობლემური გამოდგა, თუმცა მაინც არ დაუხევია უკან ჩემს ედვენჩერს
საბურავის გაჭრაზე ვღელავდი მხოლოდ.
მოვედი
ეს სურათი მიყვარს ძალიან, თვითონ ფოტოშიც ლამაზად გამოჩნდა ეს ყველაფერი, და თან იმიტომ რომ ხევსურეთში პირველი კულტურული შოკი აქ განვიცადე
ეს არის საოჯახო სასტუმრო "სულფონი" სადაც გავჩერდი იმ ღამით. სასწაულად კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ნამდვილად, აი მხოლოდ ამათი გაცნობა ღირდა იქ წასვლად.
თან რა ხედი, შატილის ქვითკირების კომპლექსის პირდაპირ. თან ფასიც მხოლოდ 20 ლარი.
ეს სასტუმრო შენობა მასპინძელის ქვის სახლის გვერდით დგას.
და სახლიდან პირდაპირ ეს ხედი, საუკეთესო ლოკაციაა ჩემი აზრით შატილში სამყოფ-დასასვენებელ-საფიქრალად.
დავბინავდი და ეგრევე გავწიე მუცოსკენ. 12 კილომეტრია შატილიდან, ძალიან რომანტიკულ ვიწრო ხეობას მიუყვება გზა.
აი ხევსურეთში მუცომ დამცა მეორეჯერ
ამ ლამაზ სახლებში ცხოვრობენ ბოლო წლებში ხევსურეთს მიბრუნებული 2-3 ოჯახი. დაიაურები.
ხოლო კლდის წვერზეა ის სასწაული ციხე-სოფელი. რომელიც თითქმის ჩამოშლილი იყო და ავთენტურად აღადგინეს ამ ბოლო წლების განმავლობაში.
საოცარია კიარადა, იქ რომ ავედი, უბრალოდ ჩემდაუნებურად და სრულიად ინსტინქტურად ვიმეორებდი, უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი, ღმერთო დიდებულოს. ეს სად ვართქო.
ფოტოები ვერ გადმოსცემენ იმასთან მიახლოებულს რასაც იქ გრძნობ, მაგრამ მაინც.
ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. მოკლედ მაგარი მამულიშვილური საქმე გაკეთდა.
მეორე დილით ავედი შატილის ქვითკირებში და ესეც რა საოცრებაა. სასწაული უბრალოდ.
რა დონის ორგანიზებული საზოგადოება ყოფილა ეს შატილიონები და რა თავდაცვით კომპლექსებს აშენებდნენ, თავისი ვიწრო ქუჩაბანდებით და საომარი ინფრასტრუქტურით.
ჩვენი სპარტელები რა თითქმის
აი აქ მინდა თქვენი ყურადღება ისეთ დეტალზე შევაჩერო რომელმაც დიზაინერული, თუნდაც მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მომხიბლა და სრულიად ჩაჯდა ჩარჩოებში რომელიც
არ აუშნოებს კომპლექსს.
ანუ დაუკვირდით მარცხენა ქვითკირს, რომელიც საოჯახო სასტუმროა და შატილის კომპლექსის წინა ციხეა.
ხოდა, ნახეთ ახლა იდეა, ჯერ ერთი სახელი თუნდაც პრომო-მარკეტინგულად რა სწორი შერჩეულია, "წინა ციხე" - front castle
შემდეგ, ასოები წ - ც ანუ წინა წიხე. როგორ ოსტატურად შეუხამებია დაუმსგავსებიათ რეალურ საცხოვრებელ კომპელქსთან, თავისი (წერტილებით - სარკმელებით) და შუაში აივნებით.
დაბოლოს რა ლამაზად აქვთ ხის აბრაში ეს ყველაფერი განხორციელებული. მოკლედ ვიღაც ძალიან ტვორჩესკი ტიპი ცხოვრობს ალბათ მანდ
სასტუმროს უბრალოდ შატილი ან რაიმე შაბლონური რომ არ დაარქვა.
ნახეთ რა ქუჩა ლაბირინთებია
შემდეგ ნელ-ნელა შევკიდე ბარგი ჩემს ცხენს და ასე შთაბეჭდილებებით დამძიმებული ავუყევი დათვისჯვარს, გადმოვლახე უხელტეხილი და დავეშვი პირაქეთაში, ხახმატი, ბისო, გუდანი და ა.შ.
პირველი დღის დაღლილობა, მეორე დღის გასავლელ გზაზე უფრო იჩენს თავს ხოლმე. ხოდა აი მეც აქეთობისას უფრო დაძაბული მქონდა მკლავ-ფეხი
პრინციპში სკუტერით მთაში ასვლა რამდენიმე საათიანი ტრენაჟორზე ვარჯიშივით არის
თავისი "ტაბურეტკა" სკამზე ჯდომა რომ არ ვახსენოთ.
შემდეგ გადავუხვიე ფშავის ჩარგალში. რა საოცარი სიმშვიდე და უკაცრიელობა იყო. თან საგზაო საფარი სუპერ. აი მანდ დაისვენებდა კაცი თუნდაც ერთი კვირით.
თავად ვაჟას სახლ-მუზეუმში ვერ შევედი, იმიტომ რომ მუცოში მარცხი მომივიდა, შარვალი front castle-ის არ იყოს, აი პირდაპირ წინ გამერღვა იმ კლდეებზე ერთი უცნაური მანევრის შემდეგ.
ხოდა ვერ ვიკადრე დიდი ვაჟას სამყოფელში ასე შესვლა )))
სამაგიეროდ, იქვე ჩარგლის გადასახვევთან ფშავური ხინკალი თავისი დიდებულებით მივეცი. რომელიც სხვათაშორის ხევსურეთოლოგებმა მირჩიეს. ან აქ დააგემოვნეო ან კიდევ მაღაროსკარშიო.
მართლაც კაი რჩევისთვის ოლოლო მათ. განსაკუთრებით ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს
აი ასე გასრულდა აგვისტო სექტემბრის 2 მშვენიერი დღე რომელიც რათქმაუნდა არასდროს დამავიწყდება.
გავიარე 357 კმ. მთაწმინდა - შატილი - მუცო -ჩარგალი - მთაწმინდა. დავწვი დაახლოებით 11 ლიტრი ბენზინი. მშვენიერია არა?!
მადლობა ღმერთს.
მადლობა პიაჯოს ჰოლდინგს, რომ აწარმოებს საოცარ აპრილიებს, ვესპებს და მათ ძმებს.
და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, ამდენი რომ წაიკითხეთ, მხოლოდ კი არ დაათვალიერეთ ))
P.S. ესეც ჩემი თუშური მოგზაურობის ბმული
თუშეთში სკუტერით აბა დროებით