საფეხბურთო კლუბი ვალენსიაკლუბის სრული სახელწოდება: Valencia Club de Fútbol
ზედმეტსახელები: Los Murciélagos (ღამურები), Naranjas (ნარინჯისფერები), Los Ches (მეგობრები, ადამიანები ვალენსიას რეგიონიდან).
დაარსების თარიღი: 1919
მოედანი: Mestalla (მესტალია)
ტევადობა: 55000
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი
პრეზიდენტი: ანილ მურტი
კლუბის დაარსება2011 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 93 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც.
…და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე
დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia Club De Futbol.
გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა.
გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი.
მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი).
ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის - დიდი ისტორია.
წინა თემების ლინკები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გუნდის მფლობელია ლიმის ოჯახი (მალე გაწყდებიან იმედია)
მიმდინარე შემადგნელობა
დღეს ვიწყებთ სეზონს ხეტაფესთან
ინფორმაცია:
https://www.valenciacf.com/en/https://www.facebook.com/valenciacf.enhttps://www.instagram.com/valenciacf/აბა ჩვენ ვიცით
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი