კიდევ ერთი ნაბიჯით წინ...
ესეიგი ვიცით რამდენი (დეფაქტო/დეიურე) ნუმიციპალური ერთეული გვაქვს
იმერეთი
ქუთაისი
სამტრედია
ზესტაფონი
საჩხერე
ჭიათურა
თერჯოლა
წყალტუბო
ვანი
ხონი
ბაღდათი
ტყიბული
ხარაგაული
სამეგრელო
ფოთი
სენაკი
ზუგდიდი
წალენჯიხა
აბაშა
ხობი
ჩხოროწყუ
მარტვილი
აჭარა
ბათუმი
ქობულეთი
ქედა
შუახევი
ხელვაჩაური
ხულო
გურია
ოზურგეთი
ლანჩხუთი
ჩოხატაური
ქართლი
შიდა ქართლი
გორი
ხაშური
ქარელი
კასპი
ქვემო ქართლი
რუსთავი
მარნეული
დმანისი
გარდაბანი
ბოლნისი
წალკა
თეთრი წყარო
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
თიანეთი
დუშეთი
ყაზბეგი
კახეთი
თელავი
გურჯაანი
ახმეტა
სიღნაღი
ლაგოდეხი
ხვარელი
საგარეჯო
დედოფლისწყარო
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი
ამბროლაური
ონი
ცაგერი
მესტია
ლენტეხი
სამცხე-ჯავახეთი
ასპინძა
ადიგენი
ახალციხე
ახალქალაქი
ბორჯომი
ნინოწმინდა
თბილისი
აქედან სარაგბო კერები(ა)
დიდი 10 * ; 1-ლი ლიგა ** ; რეგიონალ.ლიგა *** ; ჭაბუკთა "ა"/"ბ" ლიგა **** ; საბავშო (საფესტივალო) რაგბი *****
ქუთაისი 3 ბინადარი (აია *, ბაგრატი **, უნივერსიტეტი ***) აია და ბაგრატს ჭაბუთა და საფესტივალო გუნდები ჰყავთ
საჩხერე - ჯრუჭი *** (+ ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ჭიათურა - მათე *** (+ ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
წყალტუბო - დინოზავრი ***
ვანი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
ხონი, ბაღდათი, ტყიბული, ზესტაფონი, თერჯოლა - საფესტივალო გუნდები
ფოთი - კოლხი რაინდები ** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
სენაკი - ჯიხა *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ზუგდიდი, აბაშა, ხობი, მარტვილი - საფესტივალო გუნდები
ბათუმი - ბათუმი * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ქედა - ფირალები ***
ქობულეთი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
შუახევი - საფესტივალო
ოზუგეთი - არწივები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ლანჩხუთი, ჩოხატაური - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
რუსთავი - ხარები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
გორი - ჯიქი * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ბოლნისი - ყოჩები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
პატაძეული (გურჯაანის მუნიც) - ვეფხვები * (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
თელავი - კახელები *** (ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები)
ყვარელი, დედოფლისწყარო - საფესტივალო გუნდები
ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი - საფესტივალო გუნდები
ბორჯომი - ჭაბუკთა და საფესტივალო გუნდები
თბილისი - აქ სიმრავლე და სიჭრელეა
და ცალკე პოსტი მიეძღვნება
*** ეს უკვე ვიცით ***
ახლა მეორე ნაბიჯის შესახებ
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოსაძიებელია სტადიონები ან/და სტადიონად ვარგისი ადგილები
დასაზუსტებელია მოძიებული ინფრასტრუქტურა ვის ბალანსზეა: რამდენიმე პასუხი იქნება -
1. მუნიციპალიტეტის ბალანსზე
2. კერძო მესაკუთრის ბალანსზე
3. ბალანსს გარეშე - აუზომავ-დაურეგისტრირებელი
შემდგომი ღონისძიება - ამავე მუნიციპალიტეტებში სპორტის სხვა სახეობის წარმაომადგენელბთან ერთად განაცხადის დაფიქსირება მოძიებული ქონების 'აღნაგობით' დატვირთვის და მიზნობრიობით განკარგვის უფლების მოპოვებაზე
რასაც უნდა მოჰყვეს - იმ ხარჯის დათვლა, რაც ამ ქონებას "დანიშნულებით განსაკარგავად აზრზე მოიყვანს"
ამის შემდეგ უკვე საჭირო თანხების ძებნა:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
2. ცენტრალურ მტავრობაში
3. კონკრეტულ ფედერაციებში ვინც 'აღნაგობით' ისარგებლებს
4. კერძო სექტორში (პირობითად ბორჯომში სტადიონს თუ შეაკეთებს სასტუმრო ჯაპანა 39 წლით მისი სახელი დაერქმევა)
საიმისოდ რომ მიიღო დაფინანსება სასურველია ამ ეტაპის გასამარტივებლად ან/და იურიდიულად 'მიბმისთვის' ყველა ეს სარაგბო კერა მოექცეს იურიდიულ რეგულაციაში ანუ დარეგისტრირდეს
ა.ა.ი.პ -ად ან სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებად
მაგრამ მთელი ეს პროცესი ვერ გაიშლება უკვე არსებული განვითარების პროგრამის ზოგიერთი მუხლების დაკონკრეტების და შესაბამისი ნების გარეშე
სტადიონი მინიმუმ სამედიცინო უსაფრთხოების ზომებს უნდა დაექვემტებაროს და სანიტარულ ნორმებსაც უპასუხოს - საშხაპე, გასახდელი, საპირფარეშო + შემოღობილი (მინდორზე ცხოველთა ფეკალური მასის არსებობდა ჯანმრთელობისთვის შეიძLება ფატალურად დასრულდეს თუ ჭრილობაში ამ მიზეზით შეიჭრება ინფექცია)
პრიორიტეტის განსაზღვრის პრინციპი:
ყელა მუნიციპალიტეტს ჰყავს რესურსცენტრი (განათლების სამინისტრო), რომელიც იძლევა ინფორმაციას თუ რამდენი სკოლის ან სკოლამდელი აღსაზრდელი ჰყავს - 2/3-17 წლამდე - შესაბამისად უფრო მარტივი იქნება პროექტის წამოწყება ის სადაც:
1. არის სარაგბო კერა
2. სტადიონი
3. მეტი რესურსი (ბავშვები)
აქ დამატებითი მოთხოვნების ჩადეაც შეიძლება - სარაგბო კერა მინიმუმ ბოლო 2-3 წლის მანძIლზე მონაწილეობას იღებდეს სრკ-ს ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, სტადიონის საკითხი იყოს მოგვარებადი, 5-12 წლის ბავშვების რაოდენობა იყოს საკმარისი*
დამატებითი რეგულაციები შემდგომი ეტაპის გონია
1. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება
2. მუნიციპალურ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება
მარგამ...
მთელ ამ პროექტს სჭირდება შესაბამისი პიარი - მუნიციპალიტეტეში გარკვეული ასაკორივ ჯგუფთან შეხვედრა, რაგბიზე და ბორჯღალოსნებზე საუბარი, ვიდეო რგოლები და 2-3 მორაგბე მაინც ავტოგრაფების, ინვენტარის და ა.შ. "დასარიგებლად" ან/და(ც) წინასწარ მუნიციპალიტეტი+სრკ+ადგილობრივი კლუბი ორგანიზებით ბავშვთა გასართობი შეჯიბრი რაგბიში - პრიზებით
გაგრძელება იქნება...