ქართველი გეი ახალგაზრდა მამაკაცი - ბექა გადაბაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"სიამაყის განცდა უბრალოდ იმის გამო კი არ გაქვს რომ გეი ხარ, არამედ იმის გამო გაქვს, რომ ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში, სადაც გირტყამდნენ, გაფურთხებენ და ფეხქვეშ გთელავდნენ მაგას გაუძელი, თავი არ დახარე, მჩაგვრელის თამაშის წესებით არ ითამაშე და ღირსეულად იცხოვრე. ჩემს გარშემო ასეთი საამაყო ხალხია, მე სულ უკანასკნელი ვარ, მაგრამ გეი სიამაყე თუ არსებობს ეგაა," - წერს ბექა.
თემის ინსპირაციაა თემა თათია სამხარაძის მიერ შალვა რამიშვილისთვის სასამართლოს მოგების შესახებ...
მაგ მამაცმა გოგონამ შეძლო ის რომ გაუმკლავდა სასტიკ ბულინგს, დამცირებას, არ დაუწვა უფროსს კარიერის სანაცვლოდ და სააშკარაოზე გამოიტანა ის ამბავი, რაც მას თავს გადახდა. თათიამ იცოდა რომ ქართული ვითომ მორწმუნე და "ზნეობრივი" საზოგადოება, მისი სპეციფიკური ფარისევლობიდან გამომდინარე, მას ჩაწიხლავდა, დასცინებდა და რამიშვილს გაამართლებდა და მაინც არ შეშინდა, იბრძოლა და შედეგს მიაღწია...
იგივე ქნა ბექამაც - არ დაუმალავს მას თავისი სექსუალური ორიენტაცია, მანაც ბევრი იბრძოლა და უამრავი დამცირება გადაიტანა, ხშირად მათაგანაც, ვინც თავის სექსუალურ ორიენტაციას აგრესიით მალავს შენიღბვის მიზნით... თუმცა, მეგობარები და თანამდგომებიც შეიძინა ამ ბრძოლაში და დღეს მას აღარ უწევს სამალავში ცხოვრება... ბექა უნიჭიერესი ბიჭია და დიდი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის...
როგორ ფიქრობთ, არ არიან ეს ადამიანები ვაჟკაცები?... თუ ვაჟკაცობა მაინცდამაინც მუშტების ქნევა და კეთილების გინებაა?...
ამ ადამიანებს იმაზე მეტი სიმამაცე გააჩნიათ, ვიდრე იმათ, ვინც საუდის არაბეთის ან ირანის პოლიტიკურ რეჟიმებს საპროტესტო აქციებზე ებრძვიან... ეს ხალხი ჩაკეტილ, დაშტამპულ მასას ებრძვის, რომელიც მათ ღირსებას ლახავს და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს... ებრძვის და დიდი ბრძოლის ფასად იღებს შედეგს - პიროვნულ თავისუფლებას და საკუთარი ღირსების დაცვას...
პირადად ჩემი პატივისცემა მათ!...
წარმატებები თათია და ბექა! თქვენ ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და ნამდვილი, ვაჟკაცი და მამაცი ქართველები... თქვენ სჭირდებით საქართველოს!...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)