Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ბიზნესი ყაზახეთში !

Posted by: OIL EXPERT 10 Feb 2015, 12:28
მოგესალმებით

თუ ვინმეს გაქვთ ყაზახეთში ბიზნესის წარმოების სურვილი, შემიძლია გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია:
იურიდიული საკითხები;
ბაზრის კვლევა;
მარკეტინგული კვლევა;
რეკლამირება;
სანდო შემსრულებლების მოძიება

მოკლედ მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული საჭირო და სანდო ინფორმაციას, მასალებს.

Posted by: neon 11 Feb 2015, 01:01
მანქანების რეექსპორტი ყაზახეთში თუ არის შესაძლებელი? ადრე დაინტერესება დიდი იყო, ბევრი მანქანა მიყავდათ ეხლა საერთოდ შეწყდა. მაინტერესებს რა რეგულაციები მოქმედებს ამჟამად ავტომობილების საქართველოდან იმპორტზე ყაზახეთში და რამდენად პერსპექტიული თემაა ზოგადად.

Posted by: OIL EXPERT 11 Feb 2015, 08:56
QUOTE (neon @ 11 Feb 2015, 01:01 )
მანქანების რეექსპორტი ყაზახეთში თუ არის შესაძლებელი? ...

გამარჯობა, ავტობიზნესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გირჩევთ აქტივობას, რადგან რუსეთში, რომელსაც ყაზახეთთან აქვს საბაჟო კავშირი, რუბლის ინფლაციის გამო ფასები ავტომობილებზე ძალიან დაეცა . რუსეთიდან ჩამოყვანილი მანქნა ყაზახეთში განბაჟებას არ ექვემდებარება. 60.000 ავტომობილია დღეის მდგომარეობით ყაზახეთში რუსეთიდან შემოყვანილი და მათი უმეტესობა ახალი მანქანებია.
მეორე ფაქტორი:
განბაჟება ძალიან ძვირი ჯდება ყაზახეთში, ამასთან რეექსპორტის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უფლება განუბაჟებელი მანქანა ჩამოიყვანოს ყაზახეთში, მხოლოდ ყაზახეთის მოქალაქეს აქვს რეექსპორტის უფლება. დაამატეთ ავტომობილის ტრანსორტირების ხარჯები, საბოლოო ჯამში ავტომობილის ღირებულება იმხელაზე იზრდება, რომ აზრს კარგავს მანქანის ყაზახეთში ჩამოყვანა.

როგორც ამბობენ რუსეთიდან უნდა აიკრძალოს მანქაის შემოყვანა. ვფიქრობ შემდეგ უფრო მიეცემა აზრი თქვენ საქმიანობას.

Posted by: MR_OZIKA 11 Feb 2015, 23:48
OIL EXPERT
ყაზახეთში კასპის ზღვის პირეთში მინდა მოვძებნო მშრალი დამარილებული თევზის მწარმოებლები და შეგიძლია დახმარება?

Posted by: OIL EXPERT 12 Feb 2015, 08:53
QUOTE (MR_OZIKA @ 11 Feb 2015, 23:48 )
OIL EXPERT
ყაზახეთში კასპის ზღვის პირეთში მინდა მოვძებნო მშრალი დამარილებული თევზის მწარმოებლები და შეგიძლია დახმარება?

მომწერეთ პმ-ში კონკრეტულად რა გსურთ.

Posted by: FCB-87 12 Feb 2015, 09:49
OIL EXPERT
კორუფცია დაგხვდება იცოდე wink.gif გააჩნია ბიზნესს.
კრიშა გჭირდება აუცილებლად.

Posted by: OIL EXPERT 12 Feb 2015, 09:53
QUOTE (FCB-87 @ 12 Feb 2015, 09:49 )
OIL EXPERT
კორუფცია დაგხვდება იცოდე wink.gif გააჩნია ბიზნესს.
კრიშა გჭირდება აუცილებლად.

რა გითხრათ ჯერ ჩემ ბიზნესს არ შეხებია კორუფცია smile.gif პრინციპში გააჩნია ბიზნესს, ბიზნესის მაშტაბს, მაგრამ საბოლოო ჯამში ფულით გავრდება ყველაფერი smile.gif

Posted by: FCB-87 12 Feb 2015, 10:46
QUOTE
მაგრამ საბოლოო ჯამში ფულით გავრდება ყველაფერი
მერე ეგ კორუფცია რააა ფულით რო გვარდება smile.gif

Posted by: OIL EXPERT 12 Feb 2015, 10:51
QUOTE (FCB-87 @ 12 Feb 2015, 10:46 )
QUOTE
მაგრამ საბოლოო ჯამში ფულით გავრდება ყველაფერი
მერე ეგ კორუფცია რააა ფულით რო გვარდება smile.gif

მეგობარო მთავარია ბიზნესი მუშაობს და კორუფციის საშუალებით იმუშავებს თუ ლეგალური გადასახადების საშუალებით ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია საბოლოო ჯამში ფულის მსუყე მასა თქვენ ჯიბეში smile.gif

Posted by: თურქჯეომედი 12 Feb 2015, 23:14
OIL EXPERT
გამარჯობა. სამედიცინო ტურიზმთან თუ გაქვთ რაიმე შეხება?

Posted by: OIL EXPERT 13 Feb 2015, 05:54
QUOTE (თურქჯეომედი @ 12 Feb 2015, 23:14 )
OIL EXPERT
გამარჯობა. სამედიცინო ტურიზმთან თუ გაქვთ რაიმე შეხება?

პირდაპირ გეტყვით ძალიან საინტერესო თემაა! საქართველო ბოლო პერიოდია ყაზახეთში საკმაოდ პოპულარულია ტურიზმის კუთხით. მეგობრის (ტუროპერატორი) თხოვნით აქტიური ტურიზმის თემას ვამუშავებდი, რა დროსაც მივედით დასკვნამდე, რომ სამედიცინო ტურიზმი გაცილებით საინტერესოა ვიდრე ტურიზმის სხვა სახეობები, რადგან ტურიზმის სხვა სახეობებს ალტერნტივა ადგილზეც ბევრი აქვს, (ყაზახეთში პოპულარულია და საკმაოდ განვითარებულია, როგორც შიდა ტურები ასევე ზაფხულის და ზამთრის ტურები უცხოეთში ) ხოლო სამედიცინო ტურიზმს, ყაზახების ცხოვრების სტილიდან გამომდინარე (არასწორი კვება, არაჯანსაღი და დაბინძურებული გარემო....), საქართველოს პოტენციალის (საირმე, აბაზთუმანი...) და შედარებით დაბალი ფასების გათვალისწინებით, განვიტარების უდიდესი პოტენციალი აქვს. შესაბამისად დავამუშავე ეს თემა.
ამ სფეროს განვითარება ერთდროულად 2 მიმართულებით არის ეფექტური, 1. პირდაპირი კომუნიკაცია ტურისტთან (მიზნობრივ აუდიტორიასთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის მიტანა - პირდაპირი რეკლამის საშუალებით) და 2. ტურისტის მოზიდვა მკურნალი ექიმის საშუალებით.
ორივე საშუალება მოითხოვს გარკვეული ინვესტიციებს (თუმცა სფერო კარგად მაქვს შესწავლილი და შესაბამისად რეკლამის კუთხით მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგინს მიღწევა შეიძლება)
რაც შეეხება მეორე მიმართულებას: მქონდა რამდენიმე სასინჯი შეხვედრა ექიმებთან და მინდა გითხრათ რომ წინადადება საკმაოდ საინტერესოდ მიიღეს.
შესაბამისად ვთვლი, რომ სამედიცინო ტურიზმს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ამავე დროს განხორციელებადიცაა. ერთადერთი საჭიროა მაშტაბის გაზრდა და კონკრეტული მოქმედებების განხორციელება.

Posted by: ბიძინა_ივანიშვილი 16 Feb 2015, 15:20
88-ში მქონდა ყაზახეთთან შეხება მაგრამ არაფერი გამოვიდა ახლა არ ვიცი როგორი სიტუაციაა

Posted by: OIL EXPERT 16 Feb 2015, 19:37
QUOTE (ბიძინა_ივანიშვილი @ 16 Feb 2015, 15:20 )
88-ში მქონდა ყაზახეთთან შეხება მაგრამ არაფერი გამოვიდა ახლა არ ვიცი როგორი სიტუაციაა

რადიკალურად სხვა. უმდიდრესი ქვეყანაა.

Posted by: Parssifal 17 Feb 2015, 00:28
QUOTE (OIL EXPERT @ 13 Feb 2015, 05:54 )
QUOTE (თურქჯეომედი @ 12 Feb 2015, 23:14 )
OIL EXPERT
გამარჯობა. სამედიცინო ტურიზმთან თუ გაქვთ რაიმე შეხება?

პირდაპირ გეტყვით ძალიან საინტერესო თემაა! საქართველო ბოლო პერიოდია ყაზახეთში საკმაოდ პოპულარულია ტურიზმის კუთხით. მეგობრის (ტუროპერატორი) თხოვნით აქტიური ტურიზმის თემას ვამუშავებდი, რა დროსაც მივედით დასკვნამდე, რომ სამედიცინო ტურიზმი გაცილებით საინტერესოა ვიდრე ტურიზმის სხვა სახეობები, რადგან ტურიზმის სხვა სახეობებს ალტერნტივა ადგილზეც ბევრი აქვს, (ყაზახეთში პოპულარულია და საკმაოდ განვითარებულია, როგორც შიდა ტურები ასევე ზაფხულის და ზამთრის ტურები უცხოეთში ) ხოლო სამედიცინო ტურიზმს, ყაზახების ცხოვრების სტილიდან გამომდინარე (არასწორი კვება, არაჯანსაღი და დაბინძურებული გარემო....), საქართველოს პოტენციალის (საირმე, აბაზთუმანი...) და შედარებით დაბალი ფასების გათვალისწინებით, განვიტარების უდიდესი პოტენციალი აქვს. შესაბამისად დავამუშავე ეს თემა.
ამ სფეროს განვითარება ერთდროულად 2 მიმართულებით არის ეფექტური, 1. პირდაპირი კომუნიკაცია ტურისტთან (მიზნობრივ აუდიტორიასთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის მიტანა - პირდაპირი რეკლამის საშუალებით) და 2. ტურისტის მოზიდვა მკურნალი ექიმის საშუალებით.
ორივე საშუალება მოითხოვს გარკვეული ინვესტიციებს (თუმცა სფერო კარგად მაქვს შესწავლილი და შესაბამისად რეკლამის კუთხით მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგინს მიღწევა შეიძლება)
რაც შეეხება მეორე მიმართულებას: მქონდა რამდენიმე სასინჯი შეხვედრა ექიმებთან და მინდა გითხრათ რომ წინადადება საკმაოდ საინტერესოდ მიიღეს.
შესაბამისად ვთვლი, რომ სამედიცინო ტურიზმს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ამავე დროს განხორციელებადიცაა. ერთადერთი საჭიროა მაშტაბის გაზრდა და კონკრეტული მოქმედებების განხორციელება.

საინტერესო იდეაა ისე აბასთუმნის ვარიანტი. სამედიცინო ტურიზმს მაგას ალბათ ვერ დაარქმევ, ეგ უფრო მკურნალობაა, ბონუსად დასვენება. ისე ყაზახეთსი შენი პროფილის არ იყოს ნავთობის ბიზნესითაც შეიძლება დაკავდეს კაცი. ჩემი ნაცნობი სწორედ მაგ კუთხით ჩალიჩობდა, კარგადაც იშოვა ფული. მერე იმათაც აქვთ აქ ჩამოსვლის და ფულის ჩადების სურვილი. სულ შემთხვევით, უცხოეთში, ეიფელის კოშკზე გავიცანით ერთი ყაზახი და მეგობრები მყავს საქართველოში ბიზნესს აკეთებენო, სხვებსაც ჩამოსვლის სურვილი აქვთო, მეც მომწონს თქვენი ქვეყანაო. ჯერ კიდევ გაგანია სააკაშვილის პერიოდი იყო ოღონდ.
საინტერესო ქვეყანაა ბიზნესის კეთების კუთხით.

Posted by: OIL EXPERT 17 Feb 2015, 08:32
Parssifal
გეთანხმებით, საინტერესო ქვეყანაა დიდი შესაძლებლობებით. ნავთობის სფერო ჩემთვის ჯერ შორსაა თუმდა არაფერს არ გამოვრიცხავ.

Posted by: keke-keke 18 Feb 2015, 23:10
OIL EXPERT გამარჯობათ! სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ და იქნებ პირადი ნომერი მომწეროთ..

Posted by: OIL EXPERT 18 Feb 2015, 23:55
keke-keke

პმ ში მოგწერთ ყაზახურ ნომერს.

Posted by: OIL EXPERT 12 Mar 2015, 09:01
....................................

Posted by: OIL EXPERT 29 Mar 2015, 10:24
................................

Posted by: DoubleN 30 Mar 2015, 10:57
OIL EXPERT
თხილზე შეგიზლია რამე გაიგო?

Posted by: VaK 30 Mar 2015, 18:07
გაუმარჯოს Yიდვა გაყიდვასთAნ დაკავშIრებით იცით რამე საბითუმო ბაზრობები თU არის ტანსაცმელს ვგულისხმობ მაგალითAდ ზაფხულის ინდური შAქომელი ან ბავშVის საქონელი ინდოეთIდან ...

Posted by: OIL EXPERT 30 Mar 2015, 18:29
დიახ აქ ბევრი ინდური მაღაზიააა. საბითუმო და საცალო ვაჭრობებით დაკავებული.

Posted by: ushuaia 30 Mar 2015, 19:45
OIL EXPERT
ტურისტების Mოზიდვა მაინტერესებს მაქვს 2 აპარტამენტი და1 პატარა საოჯახო სასტუმრო თბილისის ძველ უბანში ლესელიძEზე და დადიანზე . არის Pერსპექტივა ყაზახეთIდან.

Posted by: OIL EXPERT 31 Mar 2015, 16:16
თქვენი თემა საინტერესოა და ძალიან პერსპექტიული. თუმცა მე სარეკლამო აგენტი არ ვარ, რომ სხვადასხვა კომპანიებიდან კლიენტურა მოგიზიდოთ. მე შემიძლია დაგეხმაროთ ბაზარზე გასვლაში, სწორი და ეფექტური კამპანიის წარმოებაში თუ თქვენ ამის შესაძლებლობები გაგაჩნიათ. თუ არა და ჩავინიშნავ და თუ რამეა გაგაგებინებთ.

მე მგონი დიდ კომპანიასთან შეერთდეთ ან რამდენიმე გაერთიანდეთ უკეთესი იქნება სიმძლავრეებსაც უფრო აითვისებთ და კლიენტურასაც ყველა მიმარტულებით დააკმაყოფილებთ.

Posted by: ushuaia 31 Mar 2015, 20:08
კარგი აზრია დიდი Kომპანიები არ მუსშAობენ პატარებთAნ სამწუხაროდ

Posted by: OIL EXPERT 1 Apr 2015, 07:53
პატარები გაერთიანდით მერე რა პრობლემაა

Posted by: ushuaia 1 Apr 2015, 09:51
ყაზახეთში რამე ტურიზმზე ფორუმები ან ბლოგები ხომ არ იცი რომ მომაწოდო ლინკები.

Posted by: OIL EXPERT 1 Apr 2015, 15:43
ყაზახური დომენი kz თავად იპოვით ყველა საჭირო ლინკს smile.gif წარმატებები

Posted by: OIL EXPERT 13 May 2015, 07:52
მოგესალმებით მეგობრებო,

უახლოეს მომავალში ყაზახეთში ქართული ტურისტული კომპანია გაიხსნება. თუ რამე სახის წინადადებები გექნებათ შემეხმიანეთ.

Posted by: OIL EXPERT 11 Jun 2015, 17:14
--------------------------------------------------------------------------------

Posted by: syus 11 Jun 2015, 17:51
OIL EXPERT

ყაზახეთიდან საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება არავის უნდაა, ვაგონებით) იქნებ მოიკითხო

ან სხვა ქვეყანაში გადაზიდვა

მართალია ვინ მიგასუნინებს მარა მაინც დდ

თუ რამეს გაჩითავ დიდი პატივისცემა არ აგაცდება))

Posted by: sham 11 Jun 2015, 18:10
OIL EXPERT
QUOTE
უახლოეს მომავალში ყაზახეთში ქართული ტურისტული კომპანია გაიხსნება. თუ რამე სახის წინადადებები გექნებათ შემეხმიანეთ.

ახალი იხსნება რამე , თუ საქართველოს ბაზარზე არსებულის შვილობილი ?

Posted by: quca02 16 Jun 2015, 00:01
OIL EXPERT

თაფლზე რას იტყვი,შესაძლებელია თაფლის გატანა და გაყიდვა?

Posted by: ჭყონდიდი 16 Jun 2015, 07:33
OIL EXPERT
ტენდერებში მონაწილეობის მოგვარება თუ შეგიძლიათ?

Posted by: OIL EXPERT 17 Jun 2015, 08:37
QUOTE (syus @ 11 Jun 2015, 17:51 )
OIL EXPERT

ყაზახეთიდან საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება არავის უნდაა, ვაგონებით) იქნებ მოიკითხო

ან სხვა ქვეყანაში გადაზიდვა

მართალია ვინ მიგასუნინებს მარა მაინც დდ

თუ რამეს გაჩითავ დიდი პატივისცემა არ აგაცდება))

)))))))))))))))))))))))))))) ჩაგეთვალა
* * *
QUOTE (sham @ 11 Jun 2015, 18:10 )
OIL EXPERT
QUOTE
უახლოეს მომავალში ყაზახეთში ქართული ტურისტული კომპანია გაიხსნება. თუ რამე სახის წინადადებები გექნებათ შემეხმიანეთ.

ახალი იხსნება რამე , თუ საქართველოს ბაზარზე არსებულის შვილობილი ?

ახალი იხსნება, ყაზახური კომპანია
* * *
QUOTE (ჭყონდიდი @ 16 Jun 2015, 07:33 )
OIL EXPERT
ტენდერებში მონაწილეობის მოგვარება თუ შეგიძლიათ?

შემიძლია გიპოვოთ კომპანია რომელიც დაგეხმარებათტენდერებში მონაწილეოაში და დოკუმენტაციის წარმოებაში/
* * *
QUOTE (quca02 @ 16 Jun 2015, 00:01 )
OIL EXPERT

თაფლზე რას იტყვი,შესაძლებელია თაფლის გატანა და გაყიდვა?

გააჩნია რა ფორმით. თუ რამე ბრენდულს გააკეთებთ საცალო გაყიდვებს უზრუნველყოფთ და პარალელურად საბითუმო ქსელს მიაწვდით შესაძლებელია, მაგრამ თუ მარტო ე.წ. ოპტომ გინდათ ჩააბაროთ მაშინ მყიდველის პოვნაა საჭირო რა თემაზეც სიმართლე გითხრა არ მიმუშავია და ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ვერაფერს

Posted by: sham 17 Jun 2015, 10:48
OIL EXPERT
QUOTE
ახალი იხსნება, ყაზახური კომპანია

ვისთან აპირებთ საქართველოში თანამშრომლობას ?

ჯერ თუ არავისთან, შემიძლია შემოგთავაზოთ მაგ სფეროში კარაგად ჩახედილი ხალხის თანამშრომლობა.

ანუ გამოუშვებთ სტუმრებს საქართველოში და აქ ჩვენ მივხედავთ მაქსიმალურად მაღალ დონეზე, მაქსიმალურად კონკურენტუნარიან ფასად .

Posted by: OIL EXPERT 17 Jun 2015, 11:09
QUOTE (sham @ 17 Jun 2015, 10:48 )
OIL EXPERT
QUOTE
ახალი იხსნება, ყაზახური კომპანია

ვისთან აპირებთ საქართველოში თანამშრომლობას ?

ჯერ თუ არავისთან, შემიძლია შემოგთავაზოთ მაგ სფეროში კარაგად ჩახედილი ხალხის თანამშრომლობა.

ანუ გამოუშვებთ სტუმრებს საქართველოში და აქ ჩვენ მივხედავთ მაქსიმალურად მაღალ დონეზე, მაქსიმალურად კონკურენტუნარიან ფასად .

ამ კუთხით რამდენიმე ტურ ოპერატორს გამვიხილავთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვისთან ვიმუშავებთ. მოხარული ვიქნები თუ მომაწვდით ინფორმაციას.

Posted by: ჯუღაშვილი 17 Jun 2015, 11:33
OIL EXPERT
გამარჯობა, ანუ რაც sham-მა აგიხსნა გვაქვს ტურისტული კლუბი www.camp.ge
გვყავს საქართველოს გიდების ასოციაციიდან სერტიფიცირებული უცხოენოვანი გიდები
ასევე ტრანსპორტი და 3 წლიანი გამოცდილება. ნუ camp.ge ზე ძირითადად იდება
არაკომერციული ტურები, მაგრამ ვიღებთ კომერციულ შეკვეთებსაც.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში თუ ასეთ ტურისტულს შექმნით და ხახლს გამოუშვებთ
საქართველოში ბოლომდე მივხედავდით აქ ისე რომ მინიმუმ კიდე ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ...
თუ დაგაინტერესებთ შეგვეხმიანე 555508008, contact@camp.ge

Posted by: ჭყონდიდი 17 Jun 2015, 11:35
OIL EXPERT[quote]

შემიძლია გიპოვოთ კომპანია რომელიც დაგეხმარებათტენდერებში მონაწილეოაში და დოკუმენტაციის წარმოებაში[/quote
---------------------------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობელი ვიქნებით. საინტერესოა რა პირობები აქვთ. "ბიკოტენდერთან" გვქონდა ურთიერთობა ხანმოკლე.

პ.ს. ვალიუტა რამდენად სტაბილურია? ტენგეს ვგულისხმობ.

Posted by: OIL EXPERT 17 Jun 2015, 16:18
[QUOTE=ჭყონდიდი,17 Jun 2015, 11:35 ] OIL EXPERT[quote]

შემიძლია გიპოვოთ კომპანია რომელიც დაგეხმარებათტენდერებში მონაწილეოაში და დოკუმენტაციის წარმოებაში[/quote
---------------------------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობელი ვიქნებით. საინტერესოა რა პირობები აქვთ. "ბიკოტენდერთან" გვქონდა ურთიერთობა ხანმოკლე.

პ.ს. ვალიუტა რამდენად სტაბილურია? ტენგეს ვგულისხმობ. [/QUOTE]
ვალურა ჯერ ჯერობით სტაბილურია თუ გავითვალისწინებთ სტაგნაციებს. მაგრამ ღმერთმა იცის რა იქნება ხვალ ირგვლივ ინფლაციაა, რუსეთის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ერთიანი ეკონომიკური ზონაა ბოლო ბოლო და რუსეთს ყაზახეთზე დიდი გავლენა აქვს მითუმეტეს ეკონომიკურ საკითხებში.

აქ ნახავთ ბევრ კომპანიას ვინც ტენდერებზე მუშაობს.

https://market.kz/biznes/tendery/

Posted by: ჭყონდიდი 18 Jun 2015, 10:21

OIL EXPERT
მადლობელი ვარ თქვენი. თუ მოვაგვარეთ,თქვენი წვლილი იქნება და დაგიკავშირდებით...

გისურვებთ წარმატებებს!

Posted by: OIL EXPERT 19 Jun 2015, 22:37
ჭყონდიდი

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გამიხარდება თქვენი წარმატებები

Posted by: ჭყონდიდი 21 Jun 2015, 09:22
OIL EXPERT
სამ კომპანიას მივწერე,არც ერთი არ პასუხობს.
როგორია დამოკიდებულება ქართველების მიმართ?

Posted by: OIL EXPERT 21 Jun 2015, 11:12
ჭყონდიდი

დიახ, ესენი საერთოდ ნიჰილისტურად არიან განწყობილი წერილებზე. ჯობია პირდაპირ დაურეკოთ ტელეფონზე.
ქართველების მიმართ დამოკიდებულება დადებითია.

მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ფულთან დაკავშირებით 1 თეთრი არ ენდოთ არავის სანამ შეპირებულ სამუშაობს არ შეასრულებენ ბოლომდე. ამ საკითში სიფრთხილე გამოიჩინეთ უმჯობესია. თუ თქვენი ძალებით ვერ მოაგვარეთ საჭირო შედეგების მიღწევა დამიკავშირდით შემდეგ, შევეცდები დაგეხმაროთ უფრო კონკრეტულად.

Posted by: Ser_Waymar_Royce 21 Jun 2015, 12:30
OIL EXPERT
QUOTE
ნავთობის სფერო ჩემთვის ჯერ შორსაა თუმდა არაფერს არ გამოვრიცხავ.

აბა ექსპერტი რატომ დაიქრვი თავი? smile.gif

ეხლა კითხვა: სატრანსპორტო დარგში თუ შეგიძლია რამის გაკეთება? კლიენტების ნახვა, ვისაც გადაზიდვა სჭირდება ყაზახეთში საქართველოს გავლით?

Posted by: OIL EXPERT 21 Jun 2015, 15:16
Ser_Waymar_Royce

თუ ჩემი ნიკის ისტორით ინტერესტებით მაშინ გადახედეთ ჩემ პოსტებს და მიხვდებით, რატომაც მქვია ოილ ექსპერტი. კსტატი smile.gif ოილ არა მარტო ნავთობს არამედ ზეთსაც ნიშნავს.
გადაზიდვეის სფეროსგან შორს ვარ! ისე როგრო ნავთობისგან ჯერ ჯერობით.

Posted by: ჭყონდიდი 24 Jun 2015, 15:24
OIL EXPERT
მადლობელი ვარ ყურადღებისთვის.

Posted by: Manager- 24 Jun 2015, 15:50
OIL EXPERT

თუ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია რამდენად ათვისებულია თხილის,კაკლის და თაფლის ბიზნესი?.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: OIL EXPERT 26 Jun 2015, 10:40
QUOTE (Manager- @ 24 Jun 2015, 15:50 )
OIL EXPERT

თუ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია რამდენად ათვისებულია თხილის,კაკლის და თაფლის ბიზნესი?.

დიდი მადლობა წინასწარ.

ათვისებულია საკმაოზე მეტად. კაკალი საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე აქ. თაფლზე დავწერე უკვე თუმცა აქ ალტაისკი თაფლია ძალიან მაღალი ხასიხის და ბაზარი გაჯერებულია. რაც შეეხება თხილს თურქეთში შარშანდელი მოსავლის არქონის გამო მოთხოვნა იმხელაა ქართულ თხილზე რომ მოსავალს არც ელოდებიან თურქები პირდაპირ ფულს იხდიან. ასე რომ თხილს მანდ უფრო სარფიანად გაყიდით.

Posted by: OIL EXPERT 22 Jul 2015, 11:01
მოგესალმები საქართველო

ორი პროექტი დავამუშავე ბოლო პერიოდში, ქვემოთ მოვიყვან ორივე პროექტის მოკლე მონახაზს. სრული და დეტალური ანალიზს მოგაწვდით დაინტერესებულ პირვებს.

ორივე პროექტის რეალიზება ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექს - "შახრისტან" - ქალაქი ალმაატა. კომპლექსში ბინების რაოდენობა 1.500 ბინა. ამჟამად შესახლებულია 35%.

საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://shahristan.kz/
http://www.odome.kz/zhilye-kompleksy/shahristan.html

1. პირველი პროექტი: სუპერმარკეტი+სწრაფი კვების საწარმო+საკონდიტრო საცხობი - მზა პროდუქციის ადგილზე რეალიზებით.

პირველი პროექტი თავის თავში გულისხმობს სამი ერთმანეთთან დაკავშირებული მიმართულების გაერთიანებას:

- პროექტი დათვლილია 100-120 მ2 ფართზე.
- პროექტის ღირებულება შეადგეს 65.000$ (ყოველთვიური ხარჯების გარეშე)
1.ყველა საჭირო ნებართვის ღირებულებას აქციზურ საქონელზე
2. კვების ობიექტების ცეხებისთვის საჭირო ტექნიკის ღირებულებას
3. თანხებს სუპერმარკეტის საქონლისთვის - 30.000$
4. უსაფრთხოების ხარჯებს
5. სარეკლამო გაფორმების ხარჯებს
6. მომარაგებისთვის საჭირო ავტოტრანსპორტის შეძენის თანხას.

- ყოველთვიური ხარჯები 9.000$ მოიცავს: ფართის იჯარას, ხელფასებს, კომუნალურ გადასახადებს.

2. მეორე პროექტრი: სწრაფი კვების ცეხი+საკონდიტრო საცხობი+ბისტრო - მზა პროდუქციის ადგილზე რეალიზებით.
პროექტი დათვლილია 100 მ2 ფართზე.
- პროექტის ღირებულება შეადგეს 32.000$ (ყოველთვიური ხარჯების გარეშე)
1. კვების ობიექტების ცეხებისთვის საჭირო ტექნიკის ღირებულებას
2. უსაფრთხოების ხარჯებს
3. სარეკლამო გაფორმების ხარჯებს

- ყოველთვიური ხარჯები 6.500$ მოიცავს: ფართის იჯარას, ხელფასებს, კომუნალურ გადასახადებს.

ყველაზე პესიმისტური და მიმიმალური გათვლების შემთხვევაშიც კი ყოველთვიური ხანრჯების გასტუმრება პირველივე თვიდან, ხოლო ჩადებული თანხის ამოღება მაქსიმუმ 12 -14 თვეშია შესაძლებელი.

Posted by: Dreli 22 Jul 2015, 20:51
QUOTE (OIL EXPERT @ 10 Feb 2015, 12:28 )
მოგესალმებით

თუ ვინმეს გაქვთ ყაზახეთში ბიზნესის წარმოების სურვილი, შემიძლია გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია:
იურიდიული საკითხები;
ბაზრის კვლევა;
მარკეტინგული კვლევა;
რეკლამირება;
სანდო შემსრულებლების მოძიება

მოკლედ მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული საჭირო და სანდო ინფორმაციას, მასალებს.

გამარჯობა,

კარგი იქნება თუ დაწერ რა გამოცდილებები გაქვს, მესმის რომ ფორუმია, მაგრამ მოკლედ მაინც თუ დაწერ სანდოობის ფაქტორი მოიმატებს.

Posted by: OIL EXPERT 22 Jul 2015, 21:23
Dreli
სვ დავდო ? ) საჭიროა ფიქრობ?

Posted by: Dreli 23 Jul 2015, 23:16
სივის დადება არ არის საჭირო ფორუმზე თავისთავად, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი თემა რადგან გახსენი კარგი იქნება ორი სიტყვით თუ დაწერ რატომ აქვს შენს სიტყვას ამ თემასთან დაკავშირებით წონა.

მე მთლიანად წავიკითხე თემა და შენი პოსტებიდან გამომდინარე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა შენზე, მაგრამ თუ მეცოდინება რომ ამ სიტყვების უკან რაღაც კონკრეტული გამოცდილება დგას შენი პოსტებისადმი ნდობის ფაქტორი ჩემში გაიზრდებოდა.

ეს მხოლოდ ჩემი რჩევაა რათქმაუნდა და აუცილებელი ამის გაკეთება სულაც არ არის.

Posted by: OIL EXPERT 24 Jul 2015, 11:44
კი ბატონო მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ჩემი სვ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: logotip 24 Jul 2015, 20:17
OIL EXPERT
უძრავი ქონების გაქირავება რამდენად მომგებიანია მანდ?
ანუ დავუშვათ 2 ოთახიანი რომ იყიდო და გააქირავო ადამიანმა.
რა ღირს საშუალოდ 2 ოთახიანი და რა ფასად გაქირავდება ?
ანუნთბილისის ფასებთან მაინტერესებს შედარება.
ასევე ფართს ნებისმიერი ყიდულობს თუ მოქალაქე უნდა იყო მაქაური

Posted by: OIL EXPERT 30 Jul 2015, 17:52
logotip
Bevr faqtqorzea damokidebuli.
1 otaxisni qalaqis gareubanshi 350-400$
Centshi ra Tqma unda ufro dzviri. Magram binebi almatashi bevrad dzviria vidre tbilisshi.
Chemi azrit ufro momgebiani dgiurad gaqiravebaa. Binis adgilmebareobas da mdgomarebis mixedviT 1 dRe sashualod 40-45$ girs. Arseboben realtorebi romlebsac miabarebt qven binas da isini garkveuli sazgauris angarishze tavad migixedaven.
Tu datvlit shemdegi gamova: 1 otaxiani sahualod 60.000$ -65.000$ sashualo aracentralur ubanshi da sashualo mdgomareobashi.
Gaqiraveba tvheshi 400$, yoveltviuri shemosacavali geqnebaT 4,800$ erti binidan 1 wlis ganmavlobashi.
linki sadac shegidzliat tavad monaxot nebismieri udzravi qoneba.
http://krisha.kz/
Rac sheexeba udzravi qonebis iuridiul sakitxebs, mxlod moqalaqes aqvs ufleba gaiformos sakutrebashi udzravi qoneba. Ararezidents agnishnuli ufleba ar aqvs

Posted by: logotip 2 Aug 2015, 12:00
OIL EXPERT
ანუ ვინმე მაქაურ მოქალაქეს რომ აყიდინოს ადამიანმა ბინდა და შემდეგ გააქირავო უფრო მომგებიანია ვიდრე თბილოსში გააკეთო იგივე.
როგორც ჩანს მანდ ფართის დეფიციტია და მოთხოვნა მეტი .

Posted by: OIL EXPERT 2 Aug 2015, 12:53
ყველაფერი შედარებითია, რამდენად მომგებიანია ეს უნდა დაუთვალოს.
თუ თბილისში 1 ოთახიან ბინას გარეუბანში იყიდით 30.000, რომელიც გაქირავდება 200$, ასეთ შემთხვევაში 60.000$ შეიძენთ 2 ბინას და გააქირავებთ 400$,
ალმაატაში 60.000 გადაიხდით 1 ოთახიან ბინაში და დაგააქირავებთ 400-450$.

დადებითი მხარე თბილისისთვის - ქონება თქვენ სახელზე შეგიძლიათ იყიდოთ, უძრავი ქონების ფასი დაბალია. უარყოფითი მხარე - მოთხოვნა დაბალია, გაქირავება რთულია.

დადებითი მხარე ალმაატასთვის - მოთხოვნა მაღალია, გაქირავება ადვილია (გააქირავებთ 1 დღეში), უარყოფითი მხარე - ქონება სხვის სახელზე იქნება რეგისტრირებული, არსებობს ქონების დაკარგვის რისკი. უძრავი ქონება ძვირია,

ამ ამ ჩამოთვლილ ფაქტორების აწონ დაწონვის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება.

P.S ამ წუთას 2 ოთახიან ახალაშენებულ ბინაში, საშუალო რემონტით, ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით, ქალაქის გარეუბანში (არა ცენტრალურ უბანში) ჩემი მეგობარი 550$ იხდის და ეს სრულიად ნორმალური ფასია.

Posted by: OIL EXPERT 20 Aug 2015, 21:01
20 აგვისტოს ყაზახური ტენგე დოლართან მიმართებაში 190 ნიშნულიდან 1 დღეში 257 ავარდა. სამწუხაროდ ტენგეს კურსის ვარდნაზე რუსეთის და ჩინეთის ეროვნული ვალუტების ინფლციის ფაქტორებმა თავისი გავლენა იქონია, ამასთან ყაზახეთის ეროვნული ვალუტის, ტენგეს სიმყარის მთავარი გარანტის, ნავთობის ფასის დაცემამაც იმოქმდა და შედეგად დღეს სახეზეა ტენგეს ინფლაცია. როგორც ექსპერტები ვარაუდ (ამათ თუ საერთოდ დაეჯერებათ) ტენგეს დღევანდელი სამართლიანი ფასი დოლართან მიმართებაში 200-235 ფარგლებშია, დანარჩენი ემოციების და შიშის ბრალია. გასათვლისწინებელია ისიც, რომ შაბათ კვირას ეროვნული ბანკი არ მუშაობს და შესაბამისად არსებული კურსი კიდევ მინიმუმ 4-5 დღე შენარჩუნდება.

* * *
ამ პოსტს იმედია წაიკითხავენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მომავალს რუსეთთან ინტეგრაციაში ხედავენ. ქვეყანა (რუსეთი) რომელმაც ევროპის მილიარდები ვერ გამოიყენა სტაბილური ეკონომიკის შესაქმენლად და თავს მოახვია თავის ფინანური კრახი ნახევარ მსოფლიოს და რაც ყველაზე ცუდია უფსკრულისკენ მიათრევს თავის პარტნიოერებს, მეეჭვება ღირსებული და სტაბილური პარტნიორად მოევლინოს საქართველოსვის. "ძაღლი შინ არ ვარგოდა, მეზობელთან გარბოდაო".

Posted by: OIL EXPERT 4 Jan 2016, 09:49
Up.........................................up
......

Posted by: vaknari 5 Jan 2016, 23:23
Siwynarea saintereso shemotavazebebi ar hans

Posted by: OIL EXPERT 20 Apr 2016, 06:23
Salami forumelebs. Sauntereso idea gnebavdat? Aris Aseti. Qartuli Saxlis idea. Yveli, churchxela, gvino, xili da bostneuli da kide 1000 qartuli sakvebi produckti saqartvelodan sacalo gayidvebistvis. Aseve adgilze momzaddes qartuli kerdzebii, xachapuri, gamocxves lavashi, xinkali. Am saqmes didi fuli ar dachirdeba, tan yvela cinairobaa am saqmis camosackebad, Fartis ijara gaiafebulia, qartuli produqcia da qartuli samzareulo Dzalian popularulia. Iuridiuli piri sheqmnilia, rogor da sad unda Gaketdes gaazrebulia, shemsruleblebi adgilZe Arian, povrebi, mcxobelebi, tu sachiro gaxdeba investireba aqauri mxridanac shesadzlebelia. Ase rom dainteresebuli pierebi droulad shemexmianet.
* * *
Kიდევ ერტი სიახლე შემიდზლია შევტავაზო სამშენებლო ბიზნესიტ Dაინტერესებულ პირებს. Uკვე 6 ტვეა ერტ-ერტი ყაზახური მშEნებლობასტან დაკავშIრებული კომპანიის კომერციული დირექტორი Vარ, კომპანია პირველ 3 ეულშIა თAვის სფეროში. AლმაატაშI Uდიდეს პროექტებს ვახორციელებტ. Dავასახელებ ერტ ერტ Aმ ჯამინდელ პროექტს. Yაზახეტის მასშთAბიტ ერტ ერტ Yველაზე მსხვოლ სამშEნებლო კომპანია Gლობალტან ერტად ვახორციელებტ "ледовая арена" - ს პროექტს ალმაატაშI. ჩVენ ვაკეტეBტ ამ ობიექტის ფასადს სრულად. შEდის როგორც ალუმინის ვიტრაჯები ასევე შEნობის შIდა მეტალოპლასმასის კარ Fანჯრები და ტიხრები. დიდი და რტული პროEქტია.

Aსე რომ ტუ Vინმეს გაქვტ მშEნებლობასტან რამე ინტერესი Yაზახეტსი შEმეხმიანეთ.

Mაქვს ასეტი შEმოტავაზება ვინაიდან უდზრავი ქონება Gაიაფებულია ეხლა კერდზოტ მიწის ყიდვა Dა მშEნებლიბა საინტერესო ტემაა. ჩEმ კომპანიას შEუდზლია მიიგოს ტანამონაწილეობა ასეტ BIზნესშI.

Posted by: ExclusiveTours 20 Apr 2016, 10:16
OIL EXPERT

ტურიზმთან დაკავშირებით შეტყობინება გამოგიგზავნე.. ნახე იქნება დაგაინტერესოს

Posted by: Pac. 20 Apr 2016, 10:37
OIL EXPERT
სამშენებლო მასალებთან რა შეხება გაქვს ?
მანდ ადგილზე წარმოებულ პროდუქციას იყენებთ მშენებლობისთვის თუ ძირითადად შემოგაქვთ ?

Posted by: OIL EXPERT 20 Apr 2016, 10:45
ჩვენ მშენებლები არ ვართ/

ალუმინი შემოგვაქვს გერმარია, ბელგია, ბელორუსია და ადგილობრივ ყაზახეთის წარმოებისსაც ვიყენებთ. მეტალო პლასმასი ძირითადად შემოგვაქვს,
* * *
Kიდევ ერტი სიახლე შემიდზლია შევტავაზო სამშენებლო ბიზნესიტ Dაინტერესებულ პირებს. Uკვე 6 ტვეა ერტ-ერტი ყაზახური მშEნებლობასტან დაკავშIრებული კომპანიის კომერციული დირექტორი Vარ, კომპანია პირველ 3 ეულშIა თAვის სფეროში. AლმაატაშI Uდიდეს პროექტებს ვახორციელებტ. Dავასახელებ ერტ ერტ Aმ ჯამინდელ პროექტს. Yაზახეტის მასშთAბიტ ერტ ერტ Yველაზე მსხვოლ სამშEნებლო კომპანია Gლობალტან ერტად ვახორციელებტ "ледовая арена" - ს პროექტს ალმაატაშI. ჩVენ ვაკეტეBტ ამ ობიექტის ფასადს სრულად. შEდის როგორც ალუმინის ვიტრაჯები ასევე შEნობის შIდა მეტალოპლასმასის კარ Fანჯრები და ტიხრები. დიდი და რტული პროEქტია.

Aსე რომ ტუ Vინმეს გაქვტ მშEნებლობასტან რამე ინტერესი Yაზახეტსი შEმეხმიანეთ.

Mაქვს ასეტი შEმოტავაზება ვინაიდან უდზრავი ქონება Gაიაფებულია ეხლა კერდზოტ მიწის ყიდვა Dა მშEნებლიბა საინტერესო ტემაა. ჩEმ კომპანიას შEუდზლია მიიგოს ტანამონაწილეობა ასეტ BIზნესშI.

Posted by: OIL EXPERT 21 Apr 2016, 13:26
ტურიზმთან დაკავშირებით შეტყობინება გამოგიგზავნე.. ნახე იქნება დაგაინტერესოს [/QUOTE]

გიპასუხეთ პირადი შეტყობინებები ნახეთ

Posted by: ExclusiveTours 21 Apr 2016, 16:03
QUOTE (OIL EXPERT @ 21 Apr 2016, 13:26 )
ტურიზმთან დაკავშირებით შეტყობინება გამოგიგზავნე.. ნახე იქნება დაგაინტერესოს [/QUOTE]

გიპასუხეთ პირადი შეტყობინებები ნახეთ

სამსახურიდან ვწერ ხოლმე და ხშირად მრჩება უპასუხო პმ
ბოდიში
ვნახე და გიპასუხე

Posted by: teoteoteo123 22 Apr 2016, 01:02
საინტერესოა. მოგწერთ ჩვენ რა ბიზნესი გვაინტერესებს და იქნებ ვითანამშრომლოთ

Posted by: OIL EXPERT 22 Apr 2016, 06:51
teoteoteo123

სიამოვნებიტ განვიხილავ ტქვენს წინადადებას.

Posted by: GeoDevil 24 Apr 2016, 15:31
OIL EXPERT
რისი შემოტანა შეიძლება იყოს მომგებიანი ყაზახეთიდან საქართველოში?
რამდენად მოთხოვნადია ისეთი პროდუქტები როგორიცაა ჩურჩხელა, ჩირი და ა.შ.
კომპ. ტექნიკის ფასები როგორია? კონკურენციის გაწევა შესაძლებელია ტენდერში რომ მივიღო მონაწილეობა?

Posted by: OIL EXPERT 25 Apr 2016, 10:44
GeoDevil
საქართვრლოში შემოდის ბოსტნეული

ჩირზე გააჩნია რომელზე, ჩურჩხელაზე მოთხოვნა არის

ტექნიკა რამდენადაც მე ვიცი აქ უფრო იაფია ვიდრე საქართველოში.

Posted by: ExclusiveTours 25 Apr 2016, 10:53
OIL EXPERT
ბარამბო, თოლია ან რომელიმე ქართული ნაყინი ხომ არ შეგხვედირია?

პივა და ბორჯობი ვიცი რომ შემოდის smile.gif და ნაყინი და შოკოლადი რუსეთს და უკრანას რომ აქვს ათვიოსებული მაგასაც ვხდებისავით, მარა მაინც...

Posted by: GeoDevil 25 Apr 2016, 11:12
OIL EXPERT
ოკ მადლობა

Posted by: OIL EXPERT 25 Apr 2016, 12:12
ExclusiveTours
ქართული არც ნაყინი არ შემხვდრია არც ლუდი.

Posted by: ExclusiveTours 25 Apr 2016, 16:05
QUOTE (OIL EXPERT @ 25 Apr 2016, 12:12 )
ExclusiveTours
ქართული არც ნაყინი არ შემხვდრია არც ლუდი.

spy.gif
საინტერესოა
რავი ბარამბო ერაყში და ახლო აღმოსავლეთში აგზავნიდა პროდუქციას... ზედაზენის ლიმონათი უკრაინა, რუსეთში რომ შედიოდა ეგეც ვიცოდი..
ნეტა მანდ რატო არ შეაქვთ?
sad.gif

Posted by: OIL EXPERT 27 Jun 2016, 10:51
------------------------------------------------ გავაქტიურდით აბა )))

Posted by: OIL EXPERT 9 Aug 2017, 12:00
აბა ქართველნო როგორ ხართ, ვის გაინტერესებთ ალმაატაში ბიზნესის კეთება.

არის 1 კაი პროექტი სასკვების სფეროდან - მსურველები დამიკავშირდით.

Posted by: gigaboku 9 Aug 2017, 21:31
დავფიქსირდეთ და დაველოდოთ სრულწლოვნებას რომელიც 3 თვეში მეწვევაsmile.gif))

Posted by: OIL EXPERT 20 Oct 2017, 11:54
QUOTE (gigaboku @ 9 Aug 2017, 21:31 )
დავფიქსირდეთ და დაველოდოთ სრულწლოვნებას რომელიც 3 თვეში მეწვევაsmile.gif))

დავფიქსირდეთ და დაველოდოთ სრულწლოვნებას რომელიც 3 თვეში მეწვევაsmile.gif))

ტო ესტ?

Posted by: toyota12345 20 Oct 2017, 12:00
ყაზახი ქალები მაგრები არიან სექსში!!!

Posted by: Immortal123 26 Oct 2017, 00:37
OIL EXPERT
პირადში მოგწერეთ და თუარ მოგივიდათ მოგწერთ ხელმეორედ smile.gif

Posted by: kurdadze 26 Oct 2017, 01:41
შეგიძლია დამეხმარო ყაზახეთში ნაშოვნი ფული როგორ გადმოვრიცხო საქართველოში?($-ს ვგულისხმობ)
შავ ბაზარზე 10მაგი კურსით დოლარის ყიდვა არ მინდა.

Posted by: sandre545 30 Oct 2017, 16:41
OIL EXPERT
თაფლს არ ჭამს ეგ კაი ხალხი?

Posted by: OIL EXPERT 7 Nov 2017, 23:57
ქართული და ევროპული კუხნის შეფ პოვარს ვეძებ. შემეხმიანეთ. ხელფასი, ბინა...

Posted by: amigo84 8 Nov 2017, 13:58
OIL EXPERT
გამარჯობათ.სატრანსპორტო კომპამია მაქვს( ტრაილერები მყავს),ამჟამათ ჩემი ძირითადი მიმართულება ყაზახეთია,ტვირთებს საშუამავლო კომპანიებიდან ვიღებ რომელებიც ფასებს ძალიან ამცირებენ.თქვენ თუ გაქვთ შეხება ისეთ კომპანიასთან ან ორგანიზაციასთან,ვისაც საქარათველოდან რაიმე სახის პროდუქცია გააქვს ყაზახეთში,ჩემი კომპანია გადაუზიდავდა ტვირთებს.რათქმაუნდა თქვენი ინტერესი იქნებოდა გათვალისწინებული.

Posted by: GukaGuka1 15 Nov 2017, 11:32
QUOTE (kurdadze @ 26 Oct 2017, 01:41 )
შეგიძლია დამეხმარო ყაზახეთში ნაშოვნი ფული როგორ გადმოვრიცხო საქართველოში?($-ს ვგულისხმობ)
შავ ბაზარზე 10მაგი კურსით დოლარის ყიდვა არ მინდა.

ბიტკოინი იყიდე მაგ ფულით ყაზახეთსი და გადმოირიცხე საქართველოში ლიბერთის საფულეში gigi.gif ამაზე კაი ვარიანტი რა უნდა ნახო ))))

Posted by: OIL EXPERT 4 Aug 2018, 17:20
ვისაც აინტერესებს ყაზახეთში ბიზნესის კეთება შემეხმიანეთ. განსაკუთრეჰით მათ ვინც სარესტორნო ბიზნესი აინტერესებს,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)