Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > ზოგადი საუბრები საქართველოს ისტორიაზე.


Posted by: datunia93 12 Aug 2017, 13:55
იყოს ეს თემა და აქ გავცემ პასუხს მილუტარისტს...

კალაშისტი

Posted by: მილიტარისტი 12 Aug 2017, 15:03
QUOTE
კალაშისტი

თუ ასე გააგრძელებენ კალაშისტები 37 მანეთიანებად გადაკლასიფიცირდებიან ავტომატურად
smile.gif
არ ვამბობ, რომ კალაშნიკოვის ყველა მოყვარული 37 მანეთიანია ავტომატურად
მაგრამ საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე როცა დაიწყო ბაზარი მანდედან უკვე ავტომატის თვისებები არაფერ შუაშია

"დიადი რუსეთი" ყოფილა მაგ დავაში კალაშისტის პოზიციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი yes.gif
* * *
როგორ ხდებოდა "საბჭოთა კავშირში ქართველებს რუსები არ ჩაგრავდნენ" და "დამოუკიდებლობას ისევ იქ ჯობდა"

1. 1921 წელს წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო და ხელყო მისი დამოუკიდებლობა
"წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს შევიდა. იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სამი დღე ქალაქში იყო ძარცვა, მკვლელობა და გაუპატიურება. თვითმხილველის მონათხრობში აღწერილია ის საშინელება, რაც ხდებოდა თბილისსა და კომუნისტური ჯარების მიერ ოკუპირებულ სხვა ქალაქებში. თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა მთავრობამ შეარბილა თავისი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, მათ მრავალი ადამიანი დააკავეს, მაგრამ თავიდანვე სიკვდილით ბევრი არ დაუსჯიათ."

საკვანძო სიტყვა ამ წინადადებაში "თავიდანვე(!!!) სიკვდილით ბევრი (!!!) არ დაუსჯიათ"
ანუ მერე მაინც დასაჯერ, თავიდან ბევრს არა, ცოტას კლავდნენ

2. წითელი არმია შემოდის მეორედ
"მალე გაცხადდა, რომ ქართველები არ მოტყუვდნენ. „საბჭოთა სახელმწიფო“ მათთვის კვლავ „რუსეთის სახელმწიფოსთან“ ასოცირდებოდა და მისდამი ერთგულებაზე ქართველები უარს ამბობდნენ. დამარცხებით და დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული პირველი შოკის გადალახვის შემდეგ, ქართველმა ხალხმა საძულველი დამპყრობლის წინააღმდეგ აქტიური წინააღმდეგობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველი პროტესტი ღიად ქართველმა მუშებმა გამოთქვეს, რომელთა „გასათავისუფლებლადაც“ ვოთომცდა შემოვიდა საქართველოში წითელი არმია."

რას ითხოვდნენ ქართველები ამ შემთხვევაში
"თავისუფალი პრესის და თავისუფალი პროფესიული კავშირების, ანუ ყველა იმ უფლების აღდგენის მოთხოვნით, რომელიც მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ჰქონდათ. მიტინგი, რა თქმა უნდა, კომუნისტურმა პოლიციამ და ჯარმა დაშალა, მისი ორგანიზატორები კი დააპატიმრეს. შემდეგი ღია წინააღმდეგობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოხატეს. მაგრამ მათაც იგივე პასუხი მიიღეს. დემონსტარციის დარბევისას მოკლეს მრავალი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეც კი."

არ გვჩაგრავდნენო

3. სტალინის ჩამოსვლა
"ყველაზე დიდი დემონსტრაცია მაშინ მოეწყო, როდესაც გამარჯვებული სტალინი 1921 წელს ქვეყნის წითელი არმიის მიერ დაპყრობიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ეწვია საქართველოს. ის კომუნისტურ რუსეთში უკვე საკმაოდ გავლენიან პირად ითვლებოდა. მაგრამ, როცა ქართველთა პირისპირ აღმოჩნდა, სტალინი მიახვედრეს, რომ ქვეყნის დაპყრობა უცხოური ხიშტებით ერთია, ხოლო თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეების ჩაკვლა - სულ სხვა. თბილისის სამთავრობო დარბაზში გამოსვლისას მას არაერთხელ გააწყვეტინეს სიტყვა, ათასობით ქართველმა კი იგი შეძახილებით - „გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ“, შეამკო. გაფითრებულმა და შემცბარმა სტალინმა დარბაზი გაძლიერებული დაცვით შემორტყმულმა დატოვა. იმავე დღეს მან კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მოიწვია და მის წევრებს განუცხადა: „საქართველოს ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ“. სტალინის სურვილი ნათელი იყო და ათასობით ქართველს „ცხელი უთოთი“ მართლაც გადაუარეს"

4. სისხლში ჩაახშეს სვანეთის აჯანყება 1921 წლის აგვისტოს

5. საბჭოთა კავშირის ბრძლა ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ. 1922 წელი
"დაპატიმრება, დეპორტაცია და სიკვდილით დასჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ქართული პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლისას რუსეთის ჯარმა მიწასთან გაასწორა სოფლები და ამოხოცა მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა"

დააპატიმრეს პატრიარქი ამბროსი ხელაია

6. 1923 წელს აჯანყებულების ლიდერების ნაწილი დაიჭრეს და დახვრიტეს

გაგრძელება იქნება
* * *

Posted by: eagle.1. 12 Aug 2017, 16:26
და დამისაბუთეთ რატომ არ უნდა დავხურო ეს თემა?
სავარაუდოდ ისევ იგივე მოხდება რაც ცეცხლსასროლი იარაღის თემაში მოხდა, ზოგი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, ზოგი პროვოცირებულად და წავა მერე საჩივრები ისევ.
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ საერთოდ არ ცდილობთ წესრიგის დაცვას.

Posted by: მილიტარისტი 12 Aug 2017, 16:29
eagle.1.
თუ თემას ქვია საუბრები საქართველოს ისტორიაზე, იუსტორიულ და ამჟამინდელ მტრებზე
თემის გაოფება არ იქნება ამ საკითხზე თუ დავპოსტავთ

აი 37 მანეთიანები რომ დაწერენ რუსეთი არ არის მტერი სხვა არისო
შემდეგ შეგიძლია გამოჩნდე ისევ

QUOTE
წავა მერე საჩივრები ისე

ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სავოკური, პრორუსული პროპაგანდის გაჟღერებისთანავე დაგიძახებ ეჭვი არ შეგეპაროს.
როგორც კი დაწერენ თურმე ვინ არის ნამდვილი მტერი და არა რუსეთი smile.gif რომ იმპერიაში კარგია და სულელი ეროვნული მოძრაობა ადგილზე უნდა ჩმაოგვეხრჩო

------------------------------------------------------------
თემის გაგრძელება
გაგრძელება
თუ როგორ ჯობდა თურმე დამოუკიდებლობას ისევ "იქ ყოფნა"

7. რეპრესიები
"1921 - დან 1941 წლამდე (ანუ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე) საქართველოშიდახვრეტილი იქნა დაახლოებით 100 - დან 200 ათას მამულიშვილი. მხოლოდ 1924წლის აჯანყებიდან რამდენიმე დღეში მხოლოდ ერთ დღეს დახვრეტეს 3 ათასიკაცი ერთ დღე - ღამეში."

"1936-1938 წლებში გატარებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. შესაბამისი მიზეზების გამო დამალულია ეს ფაქტები. ცნობილია ის, რომ ამ წლებში 7-8 მილიონი ადამიანი დააკავეს. ე.წ. "ტროიკების" მიერ დახვრეტილია 1 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. აქედან 700 მილიონი უბრალო მუშა, ხოლო 2 მილიონზე მეტი ადამიანი გადასახლებებში გარდაიცვალა.

საქართველოს საპყრობილეებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი (!!!) დახვრიტეს. თუმცა, გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი მონაცემები მაინც დაუდგენელია.

ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც დახვრეტები და დაპატიმრებები 1936 წლიდან დაიწყო. თუმცა რეპრესიები ყველაზე მძაფრი ფორმით 1937 წელს მიმდინარეობდა. პირველად რეპრესიების შესახებ ინფორმაცია "ლიტერატურული საქართველოს" 1936 წლის აგვისტოს ნომერში გვხვდება, სადაც დაბეჭდილია პრავდის სტატია, რომელიც ეხება ტროცკი-ზინოვიევ-კამენევის შეთქმულებას."

ელიტა, რომელიც მოკლეს 1937 წელს:
ევგენი მიქელაძე,
"22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს."
მიხეილ ჯავახიშვილი პაოლო იაშვილის ხსოვნას გამოესარჩლა. ზუსტად 4 დღეში "26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს""

გერონტი ქიქოძე
"მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს."
მწერლის არქივი განადგურდა, მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

ტიციან ტაბიძე გაუშვეს გადასახლებაში, გზაში უკვე ციმბირში მიღწეული დაავადმყოფებული ტრამალში გადმოაგდეს მატარებლიდან თოვლის ქარბუქში
დიმიტრი შევარდნაძე

სანდრო ახმეტელს აწამებდნენ 222 დღის განმავლობაში. რამდენიმე თვე უარყოფდა ბრალდებებს. ბოლოს ხელი მოაწერა ყველაფერს. გაასამართლეს ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და სტალინის და ბერიას მკვლელობის დაგეგმვისთვის

გიორგი ელიავა (მეცნიერი, მიკრობიოლოგი) და მისი მეუღლე , ვალერინ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლოზ შენგელია, პეტრე ოცხელი, გრიგოლ წერეთელი, ბიძინა რამიშვილი, დავით რონდელი.
გრიგოლ რობაქიძე გაიქცა

Posted by: eagle.1. 12 Aug 2017, 16:46
მილიტარისტი
შეგიძლია დამიძახო ნებისმიერ დარღვევაზე, ჩემს მოვალეობებში შედის, მათ შორის რუსული პროპაგანდის აღკვეთაც.
მაგრამ როგორც არაერთხელ დავინახეთ აქამდე, კამათს იწყებთ თუ არა სიტუაცია რთულდება, არ ცდილობთ წესრიგის დაცვას(არც ერთი), რაც გადაიზრდება ხოლმე უკეთეს შემთხვევაში რეპორტებში(ორივე მხრიდან) ან უარეს შემთხვევაში გინებაში.
ჰოდა ახლა მითხარი, ასეთ სენსიტიურ საკითხზე, რაზე საუბრის დროსაც უკვე დაარღვიეთ წესრიგი, იხსნება თემა, რომელიც სავარაუდოდ უარეს კონფლიქტს გამოიწვევს და არ დავხურო? დათუნიასაც ეხება ეს კითხვა და სხვა არსენალელებსაც.

Posted by: მილიტარისტი 12 Aug 2017, 16:50
eagle.1.
QUOTE
კამათს იწყებთ თუ არა სიტუაცია რთულდება, არ ცდილობთ წესრიგის დაცვას(არც ერთი), რაც გადაიზრდება ხოლმე უკეთეს შემთხვევაში რეპორტებში(ორივე მხრიდან) ან უარეს შემთხვევაში გინებაში.
ჰოდა ახლა მითხარი, ასეთ სენსიტიურ საკითხზე, რაზე საუბრის დროსაც უკვე დაარღვიეთ წესრიგი, იხსნება თემა, რომელიც სავარაუდოდ უარეს კონფლიქტს გამოიწვევს და არ დავხურო? დათუნიასაც ეხება ეს კითხვა და სხვა არსენალელებსაც.

ნუ ჩემი მხრიდან მიღებულია. მე შემიძლია წესების დაცვით კამათი
სხვაზე თავს ვერ დავდებ

რაც შეეხება მეზობელ თემაში სავოკურ პროპაგანდას. ის კაცი ვეღარ დაპოსტავს ერთი კვირა და თუ ვინმე შემორჩა ფორუმს ისეთი, მის ნარატივს თუ გაიმეორებს
რა ვიცი რა ვიცი
ცუდად ყოფილა მაშინ საქმე
* * *
თემის გაგრძელება
როგორ "არ გვჩაგრავდნენ ქართველებს რუსები"
კერძოდ გარუსების პოლიტიკა და ქართულ ენასთან ბრძოლა საქართველოში

დეკაბრისტების პოზიცია. პასტერის კონსტიტუციის პროექტი:
"რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრები ყველა ერი და ტომი უნდა გარუსდეს, რუსეთის სახელმწიფოს მთელ სივრცეზე მხოლოდ ერთი – რუსული ენა უნდა ბატონობდეს. ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მტკიცედ შეიკვრება და ერთ ერად ჩამოყალიბდება. ყველა ერისა და ტომის განსხვავებული სახელწოდება უნდა მოისპოს და საერთო რუსულ სახელწოდებას შეერწყას (შდრ. საბჭოური ცნება-ტერმინი “საბჭოთა ხალხი”). რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს ერთი და იგივე კანონები და მმართველობის ერთნაირი ფორმა"

როგორ "ზრუნავდა"ფილიპე მახარაძე ქართველთა თვითგამოხატვაზე: “ჩვენთვის ნაციონალური კულტურა არ არსებობს, ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება ნაციონალურ ზნე-ჩვეულებებს, ესენი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველია

ქართველმა ბოლშევიკებმა რსდმპ კავკასიის სამხარეო (საოლქო) ყრილობაზე 1917 წლის ოქტომბერში მოითხოვეს “სახელმწიფო ენის პრივილეგიის მოსპობა და ენათა თანასწორუფლებიანობა ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში”.

სტეფანე შაუმიანი: “მთავარია ის, რაც უნდა ასწავლონ ბავშვებს და არა ის, თუ რა ენაზე იქნება სწავლა-განათლება”

სერგო ორჯონიკიძე: “ჩვენ სომხებს უნდა ვუთხრათ: თქვენ შეგიძლიათ ახალქალაქში აწარმოოთ საქმეები სომხურ ენაზე. თუ ქართველებს სურთ აწარმოონ თავიანთი საქმეები ქართულ ენაზე, მაშინ სომხებსაც და აფხაზებსაც მიეცით ნება აწარმოონ საქმეები თავიანთ მშობლიურ ენაზე”.

ქართული ენის დღე აღინიშნება 14 აპრილს
მათ საყურადრებოდ ვინც თლის, რომ საბჭოთა კავშირში რუსები ქართველებს არ გვჩაგრავენ და თვითგამოხატვის პრობლემა არ გვქონია. ქართული ენის დღე 14 აპრილს აღინიშნება იმიტომ, რომ 1978 წელს შეიცვალა სსრკ-ს კონსტიტუცია და მასში პირველი კონსტიტუციისგან განსხვავებით ქართულმა სახელმწიფო ენის სტატუსი დაკარგა და ამ დღეს ახალი კონსტიტუციის საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყო. შედეგად ახალ კონსტიტუციაში ჩანაწერი შეიცვალა და ნება დაგვრთეს დაგვეტოვებინა სახელმწიფო ენის სტატუსი

პირვანდელი ჩანაწერი ჟღერდა ასე
„საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება
* * *
ახლა შევეხოთ თემის დასახელების მთავარ ქვეტეკსტს
რისთვისაც არის ჩემი აზრით ეს თემა შექმნილი
კერძოდ ისტორიული და ამჟამინდელი მტრები.
ნუ ამჟამინდელი მტერი ვინ არის თუ ეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმ დროს როცა საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტის ათიათასობით სამხედრო და ასობით ტანკი დგას
მანდ საუბარს აზრი არ აქვს.
ისტორიულ მტრებს რაც შეეხება:

პეტრე პირველის სიტყვები: “კონსტანტინეპოლისა და ინდოეთისაკენ წავიწიოთ. ამ მიზნით შევქმნათ საომარი ვითარება ხან თურქეთთან, ხან სპარსეთთან. ერთმორწმუნე კავკასიელი ძმებისთვის გავისარჯოთ. შევეცადოთ, რომ ამა თუ იმ მხარემ მფარველობის თხოვნით მოგვმართოს, მერე კი მათ სრულ დამორჩილებას მივაღწიოთ. შევიყვანოთ ჯარი დროებით და მანამდე დავტოვოთ, სანამ საბოლოოდ იქ არ დავრჩებით

1768 წელს რუსეთმა დაიწყო ომი ოსმალეთთან ("ამ მიზნით შევქმნათ საომარი ვითარება ხან თურქეთთან, ხან სპარსეთტან" © პეტრე პირველი).
სოლომონ პირველი და ერეკლე მეორე რუსეთის მეკავშირეები იყვნენ ამ ომში. მათ სთხოვეს რუსებს ჯარით დახმარება სპარსეთთან ომში ("შევეცადოთ, რომ ამა თუ იმ მხარემ მფარველობის თხოვნით მოგვმართოს" © პეტრე პირველი)

საქართველოში გამოაგზავნეს გენერალი ტოტლებენი ჯარით ("შევიყვანოთ ჯარი დროებით და მანამდე დავტოვოთ, სანამ საბოლოოდ იქ არ დავრჩებით" © პეტრე პირველი)

1770 წელს ქართულ-რუსული ლაშქარი სამცხე საათაბაგოს გასათავისუფლებლად დაიძრა. აწყური, ხერთვისი, ახალციხე, ახალქალაქი უნდა გაეთავისუფლებინათ ოსმალებისგან
ტოტლებენმა ნახევარი მისი კონტინგენტი სურამში დატოვა, როგორც კი ერეკლემ დაიწყო აწყურის იერიში მან თავისი ჯარის მეორე ნახევარი მოხსნა და სურამში დააბრუნა
სადაც მოღალატე დავით ქსნის ერისთავის და ზაალ ორბელიანის დახმარებით აჯანყების დაწყება სცადა
ერეკლემ გაიმარჯვა, შემობრუნდა, ტოტლებენის გეგმა ჩავარდა და ის რუსეთში გაიწვიეს

* * *
გეირგიევსკის ტრაქტატი
1783 წლის 4 აგვისტოს ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია) დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის
შეთანხმების შედეგად ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში გადადიოდა
ხელშეკრულება შეიცავდა 13 ძირითად და 4 დამატებით საიდუმლო მუხლს

პირველი მუხლი ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.

მეორე მუხლიიმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც, რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.

მესამე მუხლი ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი.

მეოთხე მუხლი ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.

მეხუთე მუხლი ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.

მეექვსე მუხლი რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.

მეშვიდე მუხლი ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.

მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.

მეცხრე მუხლი ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.

შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.

მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც.

მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.

მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.

ეს ხელშეკრულება დაირღვა 1795 წელს, როცა კრწანისის ბრძოლის წინ ხელშეკრულებით განსაზღვრული ორი რუსული ბატალიონი თავისი ზარბაზნებით გაქრა.

შემდეგ 1801 წელს, როცა რუსეთუის იმპერიამ საქართველოში შემოიყვანა ჯარი, გააუქმა მონარქია და ავტოკეფალია.
მოახდნა ოკუპაცია.

1870 წელს აიკრძალა ქართული ენა ყველა სასწავლო დაწესებულებაში გარდა სასულიერი სასწავლებლის მოსამზადებელი სკოლისა.
* * *
ბრესტ-ლიტოვსკის ზავი
1917 წლის 7 ნოემბერს გაგანია პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია. გაბატონდნენ პარაჟენეცი ბოლშევიკები და ეგრევე შეწყვიტეს ბრძოლა.
1918 წლის 3 მარტს ქ. ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან სეპარატულ ზავს მოაწერეს ხელი.
ზავის პირობებით ჩაჯმულმა რუსებმა თურქეთს გადასცეს ყარსი, არდაგანი და ბათუმი. ძირძველი ქართული მიწა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველებისგან დაკომპლექტებული ჯარი ამ ტერიტორიას იცავდა.

თუმცა ამავე ზავის პირობებით რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობაც. გერმანიის იძულებით
საქართველოს მთავრობა არ აცხადებდა დამოუკიდებლობას, არამედ ამიერკავკასიური რესპუბლიკა დააფუძვნეს აზერებთან და სომხებთან ერთად.
გერმანიის შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჟორდანიას სასტავმა საბოლოოდ გადაწყვიტა დამოუკიდებლობის გამოცხადება.
აქ სავოკები იტყვიან ალბათ, რომ გერმანიამ ორი ერთმორწმუნე ერი ერთმანეთს გადაკიდა smile.gif


Posted by: t-90 12 Aug 2017, 19:18
რაზე მიდის საუაბრი?
რუსეთი მტერია? ეგ ვიცოდით.
მილიტარისტი
QUOTE
არ ვამბობ, რომ კალაშნიკოვის ყველა მოყვარული 37 მანეთიანია ავტომატურად
მაგრამ საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე როცა დაიწყო ბაზარი მანდედან უკვე ავტომატის თვისებები არაფერ შუაშია

გაბისონიას ნაბოდვარს ჩვენ ნუ გვტენი.

Posted by: მილიტარისტი 12 Aug 2017, 22:48
ოქტომბრის რევოულუციის და იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველომ დაკარგა ჯიქეთი (სოჭი), ბრესტ-ლიტოვსკის ზავით თურქეთზე გადაცემული მიწები, ლორეს რაიონში ნეიტრალური მიწა შეიქმნა და აზერბაიჯანის რესპუბლიკამაც შეიერთა მიწა წითელ ხიდსა და შამქორს შორის.

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება 1918 წელს დაიწყო მაზნიაშვილმა
ჯერ ადგილზე შეკოწიწებული გურულებით და აქა-იქა მოხვეტილი მილიციით დაამარცხა თურქების შეტევა ჩოლოქზე. შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად
ამავე წელს დაამარცხა აფხაზეთში შემოჭრილი რუსული ჯარი და გადავიდა იერიშზე. დაიკავა სოჭი, ტუაფსე (ნიკოფსია) და გაგრა.
მომდევნო წელს დენიკინის არმიასთან დათმო სოჭი მაგრამ 1920 წლის შეთანხმებით საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუზე დადგინდა.

ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გაჩუქებული ტერიტორიების დაბრუნება 1919 წელს ვცადეთ.
სამცხე ჯავახეთში თურქების და ლენინის მართული აჯანყების ჩასახშობად ქართული ჯარები შევიდა. ტიპიური ლენინური სცენარით იქ უცბად გაჩნდა რაღაც სოციალისტური თუ რაღაც ჯანდაბების კომიტეტი-საბჭო და დაიწყო "თვითგამორკვევა". რესპუბლიკის შექმნაც კი გამოაცხადეს.
ამ დროს ათათურქი და ლენინი დიდ მიმოწერაში და სიყვარულში არიან უკვე. რუსეთი იარაღით ეხმარება ათათურქის ძალებს, რომლებიც ანატოლიიდან აღმოსავლეთით გადმოიხვეწნენ და იქ ცდილობდნენ გადარჩენას.
რეალურად ესეთი საბჭო სამცხეში არ არსებობდა, ისევე როგორც 1921 წელს არ არსებობდა არანაირი სოციალისტური საბჭო საქართველოში, რომლის თითქოსდა დასაცავადაც წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში. იქაური თავადის მართული შეიარაღებული ბანდა იყო

მოკლედ შეიარაღებული რაზმები განიდევნა
ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოვიდა შავშეთი, კლარჯეთი, არტაანი და ართვინი.
ბრესტ ლიტოვსკით გადაცემული მიწების ნაწილი ვერ დავიბრუნეთ

რამდენადაც მახსოვს სამცხე ჯავახეთის პირველი აჯანყების დაწყებისას ახალციხე-ახალქალაქის გენერალ გუბერნატორი ასევე მაზნიაშვილი იყო, მაგრამ ძალების არ ყოლის გამო აჯანყება მან ვერ ჩაახშო და მობილიზაციის შემდეგ ოპერაციას სხვა ხელმძღვანელობდა. ისეთი სისწრაფით იცვლებოდნენ სარდლები და გენერლები არ მახსოვს ვინ მეთაურობდა ძალებს.

ასევე მაზნიაშვილი იყო ერთერთი მთავარი მოქმედი პირი საქართველო-სომხეთის ომში. შულავერის ფრონტზე იყო სარდალი სადაც დამარცდა სომხური შეტევა და მისი მეთაურობით დაიწყო ჩვენი კონტრშეტევა.
ლორეს საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც იქ მდგომმა ოსმალებმა უკან დახევა დაიწყეს და ტერიტორია დატოვეს. სომხებმა უბრძოლველად დაიკავეს ტერიტორია, ისე რომ ჟორდანიას ხელისუფლებას თითი არ გაუნძრევია. შემდეგ უკვე დაესხნენ თავს სასაზღვრო ნაწილს. ორი ჯავშანმატარებელი გაიგზავნა ადგილზე და ერთი ბატალიონი. სომხებმა უკან დაიხიეს.
ჟორდანიამ კი შეუთვალა დაშნაკებს დაეცალათ ლორე, მაგრამ უარი მიიღო რა თქმა უნდა.
ერთი მიზეზი იმისა, რომ ჟორდანიას არ უცდია ლორეს დაბრუნება შეიძლება ის იყო, რომ გასვლისას თურქეთმა ლორეს ნაწილი დაშნაკურ სომხეთს მიაკუთვნა. ამ უკანასკნელმა კი ჟორდანიას მთავრობას შეუთვალა მრავალტანჯულმა ერებმა ერთმანეთს არ დავცხოთ და დაპირდა მოლაპარაკებით გადავჭრით სასაზღვრო საკითხებსო.
ეს მანევრები ხდებოდა 1918 წლის 18 ოქტომბერს.

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ სომხების არმია თავს დაესხა ლორეს ჩრილოეთში საქართველოს კონტროლირებად სოფლებს ხელმეორედ.
დამარცხნდნენ, შეუთვალეს საქართველოს მთავრობას რომ ეს შეტევა გაუგებრობა იყო და დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე.

ნოემბერ-დეკემბერში კავკასიაში ბრიტანული ძალები შემოვიდნენ. დაიკავეს ბაქო და ბათუმი. ბაქოში ნავთობი მაშინ ახალი ამბავი იყო და ინფრასტრუქტურაც უკვე იქმნებოდა.
ბათუმშიც რაღაც იმდროინდელი ტერმინალის მაგვარი იქმნებოდა.

საქართველო გერმანიის მოკავშირე იყო, სომხეთი - ანტანტის.

თურქეთის სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გასვლის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ლორე და ახალქალაქი დაიკავეს. დეკემბერში
სომხებმა შეტევა არ დააყოვნეს და სანაინში 12 დეკემბერს მოხდა საქართველო-სომხეთის ომის პირველი ბრძოლა
სომხური შეტევა ვითარდებოდა 10 დღე, მათი შეჩერება პირველად ბოლნისთან შეძლო გვარდიამ
კონტრშეტევა 28 დეკემბერს დაიწყო მაზნიაშვილმა. 3500 კაცის მობილიზება მოხერხდა, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელებიც იყვნენ, ბორჩალოელები.
გადამწყვეტ ბრძოლაში სომხური ძალები დამარცხდნენ და დაიწყო კონტრშეტევა.
სომხებმა სადახლოში სცადეს გამაგრება. რამდენიმე დღე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ მაზნიაშვილმა თავდაცვა გაარღვია და გაიჭრა სამხრეთით
აქ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მხარეები რა, ნოე ჟორდანია.

დღევანდელი ჩვენი საზღვარი ზუსტად იქ გადის სადაც გააჩერა ნოემ მაზნიაშვილი მაგ დღეს.

ამ დროისთვის საინგილო საქართველოს ნაწილად იყო აღიარებული ერთა ლიგის მიერ.


1921 წლის თებერვალში საქართველო დაეცა. წითელი არმიის შეტევა მაზნიაშვილმა კი მოიგერია სოღანლუღის ფრონტზე, მაგრამ კვინიტაძემ უკან დახევის ბრძანება გასცა და თბილისი დაეცა.
სანამ ეს დედამოდღნულები დაგვიპყრობდნენ, თურქეთთან უკვე ჰქონდათ გარკვეული საქართველოს განაწილების სქემა
ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში შეთანხმდნენ თურქეთთან რომ ართვინს და არტაანს აძლევდნენ. ოკუპაციიდან დამდენიმე კვირაში კი 16 მარტს შეთანხმებით გადასცეს ეს მიწები თურქეთს.
ერთი წლით ადრე საქართველოსთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით კი ართვინი და არტაანი ჩვენ საზღვრებში ჰქონდა რუსეთს აღიარებული.


შემდეგ რუსეთმა ფაქტობრივად მოახდინა მარტის თურქეთთან შეთანხმების რატიფიცირება ყარსში.
ყარსის შეთანხმებით თურქეთს გადაეცა ართვინი და არტაანი, რომელიც ერთა ლიგის მიერ იყო აღიარებული საქართველოს ნაწილად

ამის შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის მიერ საბჭოთა საქართველოს საზღვრების თამაში კარტებივით.

"1921 წლის 26 ივნისის სხდომა საბჭოთა აზერბაიჯანთან სასაზღვრო საკითხთა განსახილველად გაიმართა. დღის წესრიგში უმთავრესად საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ზაქათალის ოლქის (საინგილო) და ყარაიაზის ველის (მტკვრის აღმოსავლეთი სანაპირო) საკითხი დადგა. მართალია, აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი საქართველოს ნაწილად აღიარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართული დელეგაცია დათანხმდა აღნიშნულ მხარეებში მცხოვრები აზერბაიჯანელებისადმი ავტონომიური პრივილეგიების მინიჭებას. ამავე დროს მოხდა შეთანხმება სომხურ მხარესთან, “ლორეს ნეიტრალური ზონის” სადავო დასავლეთ სექტორში სტატუსის განსასაზღვრავად რეფერენდუმი გაემართათ. მაგრამ მომდევნო 27 ივნისის სხდომაზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით ისეთი სკანდალი ატყდა, კიროვის კომისიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. საკითხის გადაწყვეტა ერთპიროვნულად დაავალა კავბიუროს. კავბიუროს გადაწყვეტილება კი, რომლის მუშაობაშიც ძირითადი სიტყვა სერგო ორჯონიკიძეს და იოსებ სტალინს ეკუთვნოდათ, საბოლოო გახლდათ.

და აი, 1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტთა კავკასიის ბიუროს სხდომაც გაიმართა. სხდომას სერგო ორჯონიკიძე და იოსებ სტალინი წარმართავდნენ. საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოწვეული იყვნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრები: ალექსანდრე სვანიძე და ასქანაზ მრავიანი. კავბიურომ გამოიტანა დადგენილება “ლორეს ნეიტრალური ზონის” სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისადმი შეერთების შესახებ. რაც შეეხებოდა სომხური მხარის დამატებით პრეტენზიებს ახალქალაქის მაზრისა (ჯავახეთი) და ე. წ. “ხრამის რაიონების” მიმართ, მისი განხილვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაევალა. 1921 წლის 16 ივლისისა და 3 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის დადგენილებით, აღნიშნული რაიონები საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. კავბიურომაც მისი გადასინჯვა საჭიროდ აღარ ჩათვალა. თუმცა ქვემო ქართლის ლორეს ზონის გაჩუქებაში მთავარი დამნაშავეები მაინც ორჯონიკიძე და სტალინი იყვნენ.

“რკინის სერგო” დაიმუქრა, რომ პროტესტის შემთხვევაში სომხეთის საზღვარს საერთოდ ავლაბარში გადმოიტანდა. ხოლო იოსებ ბესარიონის ძემ 1922 წელს თბილისში ჩამოსვლისას თქვა: საქართველოს გადავხნავო."

ამიტომ უძახეს მოღალატე თბილისში ჩამოსულ სტალინს და ამიტომ გასცა განკარგულება ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ საქართველოსო.


დღეს საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მთელი ძალისხმევა მიმართულია ერის აგრესიის გადასატანად რუსეთიდან თურქეთზე. მაშინ როცა რუსული ჯარები ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დგას, იმართება ქართული (რუსული სინამდვილეში) მარშები, რომლებიც მხოლოდ ანტითურქულია. აგვისტოს ომის ხსოვნის დღეებში არც ერთი პროტესტის აქტი რუსეთის მიმართ. რუსულ ოკუპაციას ამ პროპაგანდაში ტაბუ ადევს. აღნიშნავენ მარტო დიდგორობას, სადაც სელჩუკები დავამარცხეთ.
ქვეყნის მთავარ პრობლემად ცდილობენ დახატონ მეტრაკეები, თურქი ტურისტები აღმაშენებლის გამზირზე, ინდუსი სტუდენტები და ირანელი ბიზნესმენები.
ამ დროს თბილისიდან 40 კილომეტრში ტ72ბ3-ების ბატალიონი დგას, სამაჩაბლოს სიღრმეში უფრო მეტი ტანკი. აფხაზეთში კიდევ ერთი ბრიგადა. და ასე შემდეგ.
რუსული ოკუპაცია ამ ხალხს უბრალოდ აღარ აწუხებს და იქ ისტორიაში იქექებიან "ნამდვილი მტრების" აღმოსაჩენად.

ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაში მთავარი დამნაშავე რუსეთია ბოლო 250 წელია.
1. ეს დაიწყო იქიდან, როცა ტოტლებენმა შექმნაპირობები ერეკლეს დასამარცხებლად. არ გამოვიდა.
2. შემდეგ დაარღვიეს გეორგიევსკის ტრაქტატი და ერეკლე უკვე სპარსებს შეატოვეს მარტო, რომ შემდეგ დამარცხებული საქართველო უბრძოლველად დაეპყროთ. ამჯერად გამოუვიდათ ჩანაფიქრი.
3. შემდეგ როცა პარაჟენეცი ბოლშევიკები გამეფდნენ, მეფის ოჯახი გაწყვიტეს, შეწყვიტეს ბრძოლა მსოფლიო ომში და ქართული მიწები თურქეთს დაუკანონეს.
4. შემდეგ როცა საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს მეორედ,
5. დაუკანონეს სომხეთს ქართული ლორე და შექმნეს 3 ავტონომია საქართველოში.
6. შემდეგ როცა ამ 3-დან ორ ავტონომიაში აჯანყება წამოიწყეს 1992 წელს და წაგვართვეს.
7. შემდეგ როცა მესამე ავტონომიაში, აჭარაში ასლანს დამოუკიდებლობა გამოაცხადებინეს 2003 წელს
8. შემდეგ როცა მესამედ მოახდინეს ქვეყნის ოკუპაცია 2008 წელს და უკვე ოფიციალურად გამოგვიცხადეს ომი ამ ორ პროვინციაში


+ რუსები ოკუპაციის შემდეგ როგორც წესი ცდილობენ წაშალონ ისტორიის კვალი ჩვენს მიწაზე
როგორც ჯერ მეფის რუსეთი ანგრევდა ეკლესიებს, შლიდა ფრესკებს და წარწერებს
იგივეს აკეთებენ ეხლა
ყველაზე ბოროტი დანაშაული რაც ჩაიდინეს - ფიზიკურად გაანადგურეს, დაანგრიეს და გადაწვეს ქართული სოფლები სამაჩაბლოში.
ისტორიას შლიან
* * *
ხო მთავარი რამე გამომრჩა:
სოჭიც რუსებმა წაგვართვეს
და 1921 წელს ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მაზნიაშვილს სთხოვეს ჯარის შეჯრება და თურქეთზე თავისივე გადაცემული ბათუმის წართმევა.
საბჭოთა საქართველოს მთავრობა ახალი ჩამოყალიბებული იყო და საჭიროების შემთხვევაში ხელები რომ დაებანათ თურქეთთან. ათათურქის სეკულარულ მთავრობასთან ურთიერთობები რომ არ გაეფუჭებინათ.
მაზნიაშვილმა თურქები დაამარცხა და სამაგიეროდ ხელშეუხებლობა ითხოვა. იცოდა რა, რომ ბოლშევიკები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპატიებდბენ.
მე ვიბრძოდი იმის დროშის ქვეშ ვინც მართავდა ქვეყანასო. ემიგრაიაში არ წავიდა ამ შეთანხმების იმედად.
მოგვიანებით ის ჯერ დააპატიმრეს და წლობით ციხეში ყავდათ.
შემდეგ დახვრიტეს ის და მისი ვაჟიც
* * *
მაზნიაშვილს წერილებს სწერდა ორჯონიკიძეს ციხიდან და გაკვირვებული ეკითხებოდა ხომ დამპირდით ხელშეუხებლობასო ბათუმის დაბრუნების სანაცვლოდ
რატომ ვარო ციხეში

მაგრამ სულმდაბალმა და უბადრუკმა სავოკებმა ვერ აიტანეს ადამიანის არსებობა, რომელმაც შეძლო რუსული არმიის დამარცხება ორჯერ,
ჯერ აფხაზეთში 1918 წელს (ზემოთ ერთი შეცდომა გამომეპარა, რუსების დამარცხების შემდეგ მაზნიაშვილმა სოჭი, ტუაფსე გაგრა დაიკავა, მაგრამ როცა მომდევნო წელს სოჭი და ტუაფსე დაიკარგა მაზნიაშვილი აღარ იყო იქ სარდალი)
შემდეგ კი სოღანლუღში 1921 წელს, სადაც ძალიან ბევრი ტყვე ჩაიგდო ხელთ.
ვერც ბათუმის გამარჯვება აიტანეს მისი.

კაცი არ წავიდა ემიგრაციაში მიცემული სიტყვის და შეთანხმების იმედად. გადაიხვეწა თავის სოფელში და იქ ეხმარებოდა გლეხობას.
რა თქმა უნდა მოკლეს.

და ამ ისტორიებს გაბისონია ეძახის, რუსები არ გვჩაგრავდნენო ქართველებს
მესმის შენიო დათუნია93 თავს უკრავს და მე მიხსნის კაცი იმას ამბობს, რომ რაც ეხლა გვაქვს დამოუკიდებლობით ამას ისევ ის სჯობდა საბჭოთა კავშირში რაც გვქონდაო
და ამ თემას ხსნის სადაც უნდა მიპასუხოს.

მაგრამ რატომღაც ჯერ არაფერი დაუწერია.


* * *
1956 წლის 9მარტის მოვლენები ანუ როგორ "არ გვქონია სსსრ-ში თვითგამოხატვის პრობლემა" და "როგორ არ გვჩაგრავდნენ მოძმე რუსები ქართველებს"

რამდენიმე დღით ადრე თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმსა და ცხინვალში მიტინგები დაიწყო
ამ მიტინგებზე თანდათან გაჩნდა დამოუკიდებლობის დაბრუნების თემატიკა
მიტინგებზე აღირიცხებოდა მოთხოვნები, შეკითხვები, რჩევები და ა.შ.
მათ შორის იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნაც, იყო ასეთი შეკითხვები "შეიძლება თუ არა საქართველო გამოეყოს საბჭოთა კავშირს"

ბესარიონ გუგუშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ყოველდღიურად ათობით ათასი და ბოლოს ალბათ ასი ათასამდე ადამიანი იყო მუდმივად. საპროტესტო მიტინგეზე დიდად აქტიურობდნენ გოგონები, ქალები. ჩვენს იქ ყოფნისას განსაკუთრები ერთი გოგონა აქტიურობდა, საოცარი ძლიერი და წკრიალა ხმით კითხულობდა ლექსებს. უამრავი ლექსი იცოდა"

ეს მიტინგები დაიწყო სტალინის გარდაცვალების წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
პარადოქსი ის იყო, რომ ეს გოგონა, რომელიც წკრიალა ხმით ლექსებს კითხულობდა, სისხლიანი დიქტატორი სტალინის "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"-თ იწყებდა ხოლმე თურმე.

მაგრამ როგორც უკვე ვთქვი თანდათან თემატიკა სტალინიდან შეიცვალა დამოუკიდებლობის მოთხოვნით
სტალინის საყვარელი სიმღერა "შავო მერცხალო" შეიცვალა "ქართველო ხელი ხმალს იკარ"-ით
8 მარტს ქალაქი ფაქტიურად აჯანყდა. მთელი უშველებელი მიტინგი ერთად იმეორებდა ფრაზას "ჩვენი თავი ჩვენავე გვეყუდნოდეს". თერგდალეულების ლოზუნგი.
მთელ ქალაქში დემონსტრაციები იყო და საბჭოთა ძალოვნები ქუჩაში საერთოდ აღარ ჩანდნენ, არც მილიცია და არც რამე მაგდაგვარი.

მჟავანაძემ მოსკოვს ჯარით დახმარება სთხოვა. 8-ში ღამე ტანკებმა ქალაქის შემოსასვლელები ჩაკეტეს

9-ში მომიტინგეებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლობის გამოცხადება და შეადგინეს წერილი, რომლითაც ეს გადაწყვეტილება უნდა ეცნოთ ერთა ლიგისთვის
როდესაც ეს წერილი მომიტინგეებს კავშირგაბმულობის სახლისკენ მიჰქონდათ, ტყვიამფრქვევმა დაიწყო სროლა და ისინი ჩაცხრილეს.

შემდეგ ტანკებმა ქალაქის ცენტრში შემოიწიეს სანაპიროთი და ესროდნენ ყველას დემონსტრაციას, სადაც კი წაასწრებდნენ.
დაჭრილებს კლავდნენ ხიშტებით.
სანაპიროზე მოკლულებს მტკვარში ყრიდნენ პირდაპირ.

ოციფიალურად (!!!) გამოცხადდა 300 მოკლული. ყველა თვითონ დამარხეს და ოჯახებს მხოლოდ დასწრების უფლება მისცეს

* * *
რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის და რამდენი მათგანი შეასრულა რუსეთმა

რუსეთთან ქართულმა სამეფოებმა დიპლომატია მაშინვე სცადეს, როგორც კი მონღოლების დაარსებულ მოსკოვიეში ივანე 3 მოძლიერდა და ოქროს ურდოს გავლენისგან შედარებით გათავისუფლდა
მეზობელი უწყინარი რუსების დაპყრობა დანგრევა დაიწყო

პირველი დიპლომატიური კავშირის მცდელობა მე-15 საუკუნის ბოლოს შედგა უშედეგოდ და ასე გრძელდებოდა ერეკლე მეორემდე
ქართველი მეფეების ინტერესი სამხრეთში მუსულმანებთან ერთობლივი ბძროლა იყო, ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით, სანაცვლოდ
ზოგ მეფეს რუსეთი ერთგულების ფიცს სთხოვდა, ზოგს რას ზოგს რას, საპასუხოდ მხოლოდ სასულიერო პირებს აგზავნიდა
რეალურად ვერც ერთმა მეფემ ვერ შეძლო რამე სარგებელი მიეღო რუსეთისგან ისეთი, რაც ერთგულების ფიცის დადებად ღირდა.
ამ დროს რუსეთს რეალურად არ ჰქონდა თავი ებრძოლა ასე შორს მოსკოვიიდან, არც ისეთი სტრატეგიული ამბიციები გააჩნდა, როგორც მონღოლური მიწების შემოერთების შემდეგ

1. პირველი რეალური შეთანხმება რუსეთის იმპერიასთან მოხდა მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში
პირველი მსხვერპლი ვახტანგ მეექვსე იყო. მან პეტრე პირველთან შეთანხმების საფუძველზე 40 000-იანი ლაშქარი შეკრიბა და ჩავიდა განჯაში, სადაც რუსულ-ქართულ ლაშქარს ერთად სპარსეთზე უნდა გაელაშქრა.
პეტრე პირველმა ვახტანგ მეექვსეს განჯაში სამში გრძელი დაახვედრა ლაშქრის ნაცვლად. ვახტანგმა რა თქმა უნდა ვერსად ვერ ილაშქრა მარტომ.
შედეგად განრისცებულმა ირანის შახმა გადაწყვა თბილისი 3 წლის შემდეგ. მათი გასვლის თანავე დაიწყო ოსმალების შემოსევა, რომლებმაც დამარცხებულ ქვეყანას იოლად გადაუარეს და ქართლი ეკავათ 12 წელი. ვახტანგი 1200 კაცით რუსეთში გაიქცა


აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პეტრე პირველის სიტყვები:
“კონსტანტინეპოლისა და ინდოეთისაკენ წავიწიოთ. [size=7]ამ მიზნით შევქმნათ საომარი ვითარება ხან თურქეთთან, ხან სპარსეთთან[size]. ერთმორწმუნე კავკასიელი ძმებისთვის გავისარჯოთ. [size=7]შევეცადოთ, რომ ამა თუ იმ მხარემ მფარველობის თხოვნით მოგვმართოს, მერე კი მათ სრულ დამორჩილებას მივაღწიოთ[size]. შევიყვანოთ ჯარი დროებით და მანამდე დავტოვოთ, სანამ საბოლოოდ იქ არ დავრჩებით”

2. 1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. როგორც უკვე ზემოთ დავწერე ქართველი მეფეები რუსეთთან კავშირში შევიდნენ. საქართველოში გამოიგზავნა ტოტლებენი რუსული ჯარით. ტოტლებენმა ჯერ სოლომონ პირველს გაუჩალიჩა, შეაერთეს ლაშქარი დაიწყეს შორაპნის ციხის ალყა, ტოტლებენმა მოხსნა ალყიდან მისი ჰარი და აღმოსავლეთში გადავიდა.
ამ დროს ერეკლე ჩაერთო ოსმალების წინააღმდეგ ომში. ქართულ-რუსულმა ჯარმა გაილაშქრა ოსმალების წინააღმდეგ. რუსებმა ისევ დაადეს ქართველ მეფეს. როგორც კი ლაშქრობა დაიწყო ტოტლებენმა უმალ თავისი ჯარი მოხსნ, სურამი დაიკავა და ქართველი თავადების რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო. ამჯერად საქართველო გადარჩა, ერეკლემ გაიმარჯვა პირველ ბრძოლაში. დაბრუნდა და ტოტლებენი გააქცია.

3. გეორგიევსკის ტრაქტატი
ამ ხელშეკრულების მიხედვით რუსეთი დაუჭერდა ქართლ-კახეთის სამეფოს ბრძოლას მხარს სპარსეთ-ოსმალეთთან, საქართველოში დააყენებდა ორ ბატალიონს არტილერიით. ქართველი მეფე კი ვალდებულებებს იღებდა რუსეთის მეფის მიმართ.
რუსებმა ისევ დაადეს ქართველ მეფეს, სპარსების ლაშქრობის წინ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი ბატალიონი და არტილერია გაიყვანეს, შეატოვეს ერეკლე ეულად სპარსებს. ქართული ჯარი დამარცდა ქვეყანა აოხრდა. სპარსების გასვლის შემდეგ შემოვიდნენ რუსები და დანგრეულ-დამარცხებული ქვეყანა დაიპყრეს. დაარღვიეს გეორგიევსკის ტრაქტატის ყველა პუნქტი

4. 1920 წელს 7 მაისს მოსკოვში საბჭოთა რუსეთმა გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ამ დროს კრემლს უკვე ჰქონდა თავის მეთერთმეტე არმიაზე გაცემული საქართველოზე მორიგი თავდასხმის ბრძანება. ეს იყო დიდი გეგმის ნაწილი. მაისის ბოლოს მეთერთმეტე წითელმა არმიამ დაიკავა აზერბაიჯანი, ხოლო მათმა მოკავშირე ქემალისტმა თურქებმა სომხეთის ნაწილი. სომხეთის დანარჩენი ნაწილი აზერბაიჯანიდან შეჭრილმა მეთერთმეტე არმიამ დაიკავა, თუმცა აქ უკვე არმია გადახალისდა და გაძლიერდა. მოსკოვის სამშვიდობი ხელშეკრულებიდან 1 წელიც არ გასულა და მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში. მთელი კავკასიის გასაბჭოება გადაწყვეტილი და თურქეთთან შეთანხმებული იყო, როცა რუსები მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმებას ხელს აწერდნენ

5. 1992 წლის 14 ივლისს ცხინვალის კონფლიქტი დაგომისის ხელშეკრულებით დასრულდა, რომელსაც ხელს რუსეთი აწერდა
ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ 90-იან და 2000-იან წლებში რუსები ოსურ ფორმირებებს წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ. ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში იცავდა ზავის პირობებს და არ შეყავდა შეთანხმებულ მაქსიმალურ კალიბრზე მსხვილი კალიბრის არანაირი სისტემა. ოსები ამ წლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებდნენ შეთანხმებით აკრძალულ არტილერიას.


6. 1993 წელს 27 ივლისს სოჭში აფხაზებთან გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთის შუამავლობით
პირველი პუნქტი: "კონფლიქტის მონაწილე მხარეები 1993 წლის 28 ივლისის 12.00. საათიდან უბრუნდებიან ამა წლის 20 მაისს დადგენილ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენლობის მკაცრად დაცვის რეჟიმს. იკრძალება ავიაციის, არტილერიის, სანაოსნო საშუალებების, ყოველგვარი სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გამოყენება. კონფლიქტის ზონაში (აფხაზეთის ტერიტორიაზე) არ შევლენ დამატებითი ჯარები და სხვა შეიარაღებული ფორმირებანი, არ განხორციელდება მობილიზაცია, ჯარებისა და სხვა ფორმირებების შეუთანხმებელი გადაად გილებანი, იარაღისა და ტყვია-წამლის შეტანა, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების აგება"

მეექვსე პუნქტი: "იწყება კონფლიქტის ზონის ეტაპობრივი დემილიტარიზაცია. კონფლიქტის ზონაში დაუყონებლივ შედიან საერთაშორისო მეთვალყურენი და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 10-15 დღის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიიდან გავლენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები. ამავე ვადებში უნდა დაიშალოს და აფხაზეთიდან გამოვიდნენ კონფლიქტის ზონაში მყოფი შეიარაღებული ფორმირებები, ჯგუფები და პირები."

ზავის პირობები ქართულმა მხარემ შეასრულა. გამოიყვანა ჩამოთვლილი სახეობის ტექნიკა და ძალები სოხუმიდან. ამაში რუსები "დაგვეხმარნენ" საკუთარი ფლოტით და ჩვენ ფულიც კი გადავუხადეთ სანაცვლოდ.
2 თვეში სოხუმი დაეცა რადგან შეიარაღების გარეშე დარჩენილმა ძალებმა ის ვერ დაიცვეს. რუსებმა და აფხაზებმა კი იერიში მიიტანეს მძიმე შეიარაღებით.

არანაირი დემილიტარიზაცია მოწინააღმდეგის მხრიდან და ჯარების გაყვანა არ მომხდარა.


7. 2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომლის პირობებითაც მას ძალები უნდა გაეყვანა კონფლიქტამდე მდებარეობაზე. ასევე ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლტოლვილების დაბრუნებას.
ხელშეკრულების პუნქტების საპირისპიროდ რუსეთს არათუ ძალები არ გაუყვანია, არამედ ააშენა სამხედრო ბაზები და საცხოვრებელი სოფლები და გადააიარაღა იქ მდგომი ძალა უახლესი ტექნიკით. ხელშეკრულების პუნქტებით გათვალისწინებული ლტოლვილების დაბრუნების ნახვლად მათი საცხოვრებელი სახლები გადაწვეს უკლებლივ ყველა.

Posted by: big_V 13 Aug 2017, 14:27
მილიტარისტი

ამ ყველაფრის წყაროები გააქვს? კაი იქნება ინგლისურ ენაზე თუ იქნება, გამომადგება იუთუბზე, რუსებთან და მათნაურებთან კამათში, ისედაც ქე ვაჩუმებ სხვა საბუთებითა და ბმულებით, მარა რაც მეტია არსენალში მით უკეთესი.

Posted by: მილიტარისტი 13 Aug 2017, 14:46
big_V
QUOTE
ამ ყველაფრის წყაროები გააქვს?

ამ მოვლენების უმეტესობის წყაროები დევს ინტერნეტში
ყურადღებით არის წასაკითხი ოღონდ რამე უზუსტობას რომ არ შეიცავდეს
1918-21 წლებში მაგალითად ისეთი სისწრაფით ვითარდებოდა მოვლენები და ისეთი ვისი-ვისაშია იყო
ძალიან ძნელია ქრონოლოგიის ჩამოყალიბება

არქივში თუ არ ჩაუჯექი მასალებს, ან ვინმე ეგეთისგან თუ არ შეისწავლე ყველა მოვლენას ვერ აღადგენ და დაალაგებ

ინგლისურ ენაზე სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად დევს.
დაგუგლვის ამბავია.

Posted by: big_V 13 Aug 2017, 15:10
მილიტარისტი
QUOTE
დაგუგლვის ამბავია.


მე მოგნა გქონდა შენახული, კაი მაშინ არაუშავს.
სახალისო ამბავი 1918-1921 დამოუკიდებლობაზე, იუთუბის კომენტარებში დისკუსია გაიმართა ჩემსა და რუსს შორის ანუ იძახდა არ იყოო საქართველო დამოუკიდებელიო და ქვა ჰქონდა აგდებული, მე დავუდე ვიკიპედიის ბმული სადაც ეწერა რო საქართველო დამოუკიდებელი იყო რესპუბლიკაზე რა, ასევე დავუდე ერთა ლიგის აღწერა სადაც საქართველო დამოუკიდებლად იყო მოხსენიებული და ადამიანი მაინც არ ნებებდებოდა, ბოლოს დავიღალე და ვუთხარი, მიდი მაშინ შენ დამიდე ფაქტები და ბმულებითქო რომ გააბათილოთქო თორემ ენას ძვალი არ აქვსთქო და ადამიანმა რუსების მიერ შედგენილი რაღაც საშინელება რუქა დამიდო, სხვა არაფერი. თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ ვუთხარი მეკაიფები მეთქი? მე ეგერ ბმულები დაგიდე საიტებზე რომელსაც მსოფლიო ხმარობს და ენდობათქო და შენ რაღაც ერთი სიფრიფანა რუქა, რომელიც არის რუსების შედგენილითქო? ნუ იმის მერე არაფერი არ მოუწერია biggrin.gif

Posted by: მილიტარისტი 13 Aug 2017, 15:13
big_V
QUOTE
მე მოგნა გქონდა შენახული, კაი მაშინ არაუშავს.

ქართულ ენაზე უნდა მქონდეს ბევრი ნაკვლევი შემონახული
მაგრამ ინგლისურად არა

QUOTE
იუთუბის კომენტარებში დისკუსია გაიმართა ჩემსა და რუსს შორის ანუ იძახდა არ იყოო საქართველო დამოუკიდებელიო და ქვა ჰქონდა აგდებული, მე დავუდე ვიკიპედიის ბმული სადაც ეწერა რო საქართველო დამოუკიდებელი იყო რესპუბლიკაზე რა, ასევე დავუდე ერთა ლიგის აღწერა სადაც საქართველო დამოუკიდებლად იყო მოხსენიებული და ადამიანი მაინც არ ნებებდებოდა, ბოლოს დავიღალე და ვუთხარი, მიდი მაშინ შენ დამიდე ფაქტები და ბმულებითქო რომ გააბათილოთქო თორემ ენას ძვალი არ აქვსთქო და ადამიანმა რუსების მიერ შედგენილი რაღაც საშინელება რუქა დამიდო, სხვა არაფერი

ასეთი ადამიანის დათანხმება შეუძლებელია რა ფაქტიც არ უნდა დაუდო
მთავარია გააბათილო მისი ტყუილი და დადო რეალური ინფორმაცია, რომ ყველამ წაიკითხოს
რუსი და სავოკი არაფერზე დაგეთანხმება, თვითონაც იციან რომ ტყუილს ამბობენ და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ
რანაირად დაიტანხმებ ეგეთს ...
* * *
რუსული საინფორმაციო (ფსიქოლოგიური) ოპერაციების მთავარი იარაღი და მეთოდი არის დეზინფორმაცია
* * *
აი რასაც აქ გაბისონია თხზავდა, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში კი სახეს გვახევდნენ მაგრამ დღევანდელ დამოუკიდებლობას მაინც სჯობდაო
ეს იდეოლოგია საიდან მოდის

ვიღაც ძალიან ფარჩაკი რუსი პროპაგანდისტები აყალიბებენ რატომ იყვნენ ავადმყოფი ივან გროზნი და მეორე ავადმყოფი ტირანი სტალინი ერის მამები
მათი ნარატივის მთავარი ხაზია, რომ თავი უნდა გავანებოთ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს და შევხედოთ როგორც ისტორიულ მოვლენას და იმ წინსვლას რაც ქვეყანას თითქოს ჰქონდა მათ დროს
და ობიექტური რუსი ისტორიკოსი ამ პროპაგანდას ფაქტებით აფარჩაკებს



იგივეს აკეთებენ აქაური სავოკებიც. ცდილობენ "გვაჩვენონ" რა კარგი იყო რუსული ჩექმა იბალნიკში
და 200 წლიანი დღვნა და შიმშილი

Posted by: madridiSSta1988 13 Aug 2017, 17:04
მილიტარისტი
up.gif up.gif

Posted by: SabaGEO 13 Aug 2017, 17:28
მილიტარისტი
მადლობა საინტერესო ფაქტების დაწერისთვის, მაგრამ იმათი პრობლემა ვისაც ამას ვერ შეაგნებინებ არის ის, რომ ისინი უბრალოდ არ დაჯდებიან და არ წაიკითხავენ

Posted by: მილიტარისტი 13 Aug 2017, 17:46
SabaGEO
QUOTE
მადლობა საინტერესო ფაქტების დაწერისთვის, მაგრამ იმათი პრობლემა ვისაც ამას ვერ შეაგნებინებ არის ის, რომ ისინი უბრალოდ არ დაჯდებიან და არ წაიკითხავენ

არა შანსი არ არის სავოკები დაჯდნენ და იკითხონ ფაქტები საბჭოთა ბოროტების და დანაშაულების შესახებ
ეს იმდენად ეწინააღმდეგება მაგათ მენტალობას რომ მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც ეს ფიზიკურად არ შეუძლიათ
აი რომ დააბა და ისტორია უკითხო შეიძლება ინტოქსიკაციის ნიშნებიც კი დაეწყოს, გულისრევა ან ტვინში სისხლი ჩაექცეს
არ შეუძლიათ

იმიტომ რომ მათში უნდა ცოცხლობდეს დიადი გადამრჩენელი რუსეთის იდეა.
სხვანაირად ეგ ხალხი ვერ გაამართლებს თავის ქვეშაჯვიობას.

მთავარი რაც ადამიანს აიძულებს უარყოს რუსეთის ბოროტება და დაიჯეროს მისი სიკეთე, არის შიში
მეტი არაფერი.

რუსეთის ბომბების შიში, დამოუკიდებლობის შიში, რომ მერე შეიძლება ვიღაცა თავზე დაგესხას და უკვე შენ მოგიწევს თავის დაცვა და არა რომელიღაც იმპერიის არმიას
დამოუკიდებლობასთან ერთად სახელმწიფოებრივობა ჩნდება, სახელმწიფო ინტერესები და ვალდებულებები.
ამის ეშინიათ

არ ჯობია საბჭოთა კავშირში მოიყვანე ვაშლი, წადი სადღაც ნალჩიკში, გაყიდე,
იყიდე ხუთსიჩქარიანი ნოლსემი და შუშები დაუბურე
დაითრიე ვიღაცა უპატრონო ლოთი რუსი დირკა ხერხე სანამ ფული გექნება
ჩამოდი და გააგრძელე ცხოვრება ცოლ-შვილთან

ან წელები იდგი მთელი წელი ქარხანაში, მერე მოგცემენ ერთ კვირიან პაეზდკას სადღაც სლეობაში რუსეთში
წახვალ "დაისვენებ"

ერთხელ მოიხდი სავალდებულო ჯარს და თუ მაინცდამაინც მაგ დროს დაემთხვა ომი მილიონიანი არმიის რიგებში იომებ და რაღა მაინცდამაინც შენ მოგხვდება
ან ვინ გაუბედავს რუსეთს ომს


აი დამოუკიდებელ საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს ყველა პონტში ომი მოგიწევს
იმიტომ რომ პატარა ქვეყანას ვერასდროს ეყოლება არმია, რომელიც მთელი ქვეყნის მობილიზაციის გარეშე დიდ მტერს დაამარცხებს

რად უნდა ახლა ეს თავსატკივარი. არ კიდია რა დამოუკიდებლობა რა თავისუფლება

მაგრამ ასე ღიად ვერ იტყვის მეშინიაო, რაღაც უნდა მოიფიქროს
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმიტომ რომ რუსეთში დიდი ხანია მოფიქრებული აქვთ ასეთების ნაცვლად და იქიდან გამზადებულს აწვდიან

"რუსეთმა გადაგვარჩინა" - მაშინ როდესაც რუსეთმა ყველაფერი ქნა სპარსებს ჩვენი ქვეყანა რომ აეოხრებინათ და თვითონ მზამზარეული დაეპყროთ უპრობლემოდ
"რუსები ერთმორწმუნეები, კულტურული ძმები. ევროპელები პიდარასტები" - ერთმა ყველაზე დიდმა (ასე ამბობენ) პორნოსაიტმა პორნჰაბმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რაოდენობის ყველაზე მეტი პროცენტი გეიპორნოს უყურებდა რუსეთიდან

აბორტების რაოდენობაში მოწინავეები არიან
დემოგრაფიულ კრიზისშიც და ლოთობა ნარკომანიაშიც


ხო და აქედან წამოვიდა ეს ტემა "დამოუკიდებლობამ კარგი არაფერი მოგვიტანა"-ო
მაგას რომ კაცი იტყვის, იმისთვის ისტორიის კითხვას აზრი არ აქვს

Posted by: big_V 13 Aug 2017, 21:34
მილიტარისტი

QUOTE
მთავარია გააბათილო მისი ტყუილი და დადო რეალური ინფორმაცია, რომ ყველამ წაიკითხოს


ზუსტად მაგიტომ დავუდე ბმულები ვიკიპედიაზე და ერთა ლიგის აღწერაზე, რამეთუ სხვამ ნახოს სწორი და მართალი საბუთები და ინფორმაციები, თორემ მაგათ გეთანხმები ვერაფერს ვერ შეაგნებინებ.

სხვას საერთოდ პირდაპირ ვუთხარი გაჩუმდითქო უკვე თავს იდებილებ მეთქი, ვერ ხედავ გინებასა და შეურაწყოფაზე გადახვედითქო, ანუ ყველა ტყუილი გამოგეცალა და ეგღა დაგრჩათქო, მაგის მერე მისი მონაწერიც არ მინახავს.

Posted by: SabaGEO 13 Aug 2017, 23:11
მილიტარისტი
კარგი სიტყვებია, თქვენის ნებართვით მივახლი ვინმე საღორეზე შეყვარებულს up.gif

Posted by: sheshlili 14 Aug 2017, 12:24
QUOTE
როგორ ხდებოდა "საბჭოთა კავშირში ქართველებს რუსები არ ჩაგრავდნენ" და "დამოუკიდებლობას ისევ იქ ჯობდა"

QUOTE
აი 37 მანეთიანები რომ დაწერენ რუსეთი არ არის მტერი სხვა არისო

QUOTE
ადგილზე უნდა ჩმაოგვეხრჩო


100 %

რუსეთი არის უსაზიზღრესი მტერი, მოკლევადიან პერიოდში ვერაგი და გრძელვადიანში უტვინო. თავსაც იღუპავს და სხვა ბევრსაც ჩაიყოლებს. გაუმაძღარი ღორი, რომელმაც მოახერხა და ვისი დიდი იმედიც იყო თავი შეაძულა და მტრად მოიკიდა ყველა. მარტო ჩვენ არა.

დანარჩენი, რისი წაკითხვაც მოვასწარი:

ეროვნული მოძრაობა.

სახელი ეროვნული მოძრაობა არანაირად არ ნიშნავს რომ მის ქვეშ გაერთიანებული და მისი ლოზუნგებით გამოსული ხალხი მართლაც ეროვნულია ან გამოდგება ეროვნული მოძრაობისთვის. შეიძლება ეროვნული მოძრაობის ქვეშ მოქმედმა ულტრანაციონალისტმა ძალიან კარგად გაყიდოს ქვეყანა ან უაზრო სასაკლაოზე წაიყვანოს ხალხი.

1) კვიპროსის მაგალითი.
კვიპროსს თავის დროზე მართავდა ბერძნული წარმოშობის რელიგიური მოღვაწე (პატრიარქის წოდება ქონდა როგორც მახსოვს). ეს კაცი როგორც შეეძლო აგვარებდა ბერძნებსა და თურქებს შორის ურთიერთობას. ბევრ არაპოპულარულ დათმობაზეც მიდიოდა რითაც ისარგებლა ბერძნული ულტრანაციონალური მხარის წარმომადგენელმა და შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. (ზუსტადაც ძალიან ნაციონალისტური ლოზუნგების, მოწოდებების და ქმედებების საფუძველზე)

შედეგად:
კიპროსელებმა მიიღეს ომი და გაყოფილი კუნძული - ცარიელმა ლოზუნგმა და ეროვნულმა აღტკინებამ ვერ გაამართლეს თურქების ძალასთან.

თურქებმაც წააგეს, ტვირთად დააწვათ კიპროსის თურქული მხარე, იქ ყველანაირი ტურისტული აქტივობა მოკვდა და მიყვა სხვა რაღაცეებიც. ასევე ეს საკითხი იქცა დიდ ხელკეტად, რომელსაც მაშინ ურტყავენ თურქებს თავში, როცა უნდათ.

იხეირა პირდაპირ ინგლისმა, რომელსაც ბაზები აქვს კიპროსზე და როგორც რუსები ჩადგნენ ჩვენთან სამშვიდობოებად, ისე ჩადგა ინგლისის არმიაც და ბაზებიც შეინარჩუნა.

არაპირდაპირ იხეირა ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, ინგლისის ბაზები მათი ბაზებიცაა, ასევე ამით საბერძნეთის და თურქეთის კონტროლის მექანიზმიც მიიღეს და იქაურ კომუნისტებზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტიც. (თურქეთშიც აჩმახებდნენ და საბერძნეთშიც წითლები)

ის ვითომ ულტრანაციონალისტი ინგლისის გავლენის აგენტი აღმოჩნდა. ჩემდა გასაკვირად დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

2) პატივს არ ცემენ იმ გენერლებს, რომლებიც ჯარისკაცთა დიდი მსხვერპლის ფასად აღწევენ გამარჯვებებს. მაგალითად ყოველთვის საკამათო იყო ჟუკოვის მიერ ბერლინის აღების ოპერაცია და სხვა ბრძოლებიც. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მომგების სახელმაც ვერ უშველა ამას.

პ.ს.: რაღაც მასალებს გადავხედე და როგორც მგონია, სამწუხაროდ ახმეტელი, ელიავა, იაშვილი, მიქელაძე და მათი სამეგობრო ჩემი აზრით სულაც არ შეეწირნენ ეროვნულობას. შიდა პარტიულ ბრძოლას გადაყვნენ. იმ ბოლშევიკ პარტიულ მოღვაწეებთან იყვნენ ძალიან კარგად, რომელიც ბერიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ესენი კი ხურდაში მიაყოლეს. საქართველოს თავისუფლება და მსგავსი მაღალი იდეალები მანდ არაფერ შუაში იყო.

ჯავახიშვილი უფრო შეიძლება.

თუმცა მათი დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისი იყო ქართველი ერისთვის.

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 15:12
მილიტარისტი
საღამოს მეცლება და მცირე ისტორიულ გადახვევას შემოგთავაზებ smile.gif მანამდე ფილაურთან ან სოსოსთან ისაუბრე ფიზიკაზე.
* * *
eagle.1.
QUOTE
და დამისაბუთეთ რატომ არ უნდა დავხურო ეს თემა?


რატო უნდა დახურო კაცო, იყოს smile.gif ზოგადი საუბრებია და ვიკამათებ და ვიღLიცინებთ. როგორც კი შეურაწყოფის ნიშნები გამოიკვეთება ეგრევე გამოვალთ კავშირზე

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 15:59
sheshlili
QUOTE
პატივს არ ცემენ იმ გენერლებს, რომლებიც ჯარისკაცთა დიდი მსხვერპლის ფასად აღწევენ გამარჯვებებს. მაგალითად ყოველთვის საკამათო იყო ჟუკოვის მიერ ბერლინის აღების ოპერაცია და სხვა ბრძოლებიც. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მომგების სახელმაც ვერ უშველა ამას.

გენერლებს აფასებენ გამარჯვებებისთვის თუ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი მიუღებელი არ არის
ასევე აფასებენ გამარჯვებებისთვის, თუ მათი მსხვერპლი არაპროპორციული არ არის მიწინააღმდეგის მსხვერპლთან შედარებით
ბრძლაში მსხვერპლის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულის ამოცანა აქვს დასახული ჯარს.

აი მაზნიაშვილი სძულს სავოკებს, იმიტომ რომ მან რამდენჯერაც შეებრძოლა იმდენჯერ დაამარცხა რუსული არმია. იმიტომ რომ მან ყველა გამარჯვებას კლასიკურად,
აღმატებული ტაქტიკური ხელოვნების ხარჯზე მიაღწია ნაკლები მსხვერპლით და პირიქით რუსებს ჰქონდათ მიუღებლად დიდი მსხვერპლი მასთან ბრძოლისას. განსაკუთრებით სოღანლუღის ბრძოლაში.
იგივე ხდებოდა ბათუმისთვის ბრძოლაშიც, როცა ის ბოლშევიიკების დროშით იბრძოდა. მანდ შემთხვევები მოხდა ისეთი მთელი შტაბი მაგალითად ტყვიის გაუსროლელად ჩაიგდეს ხელში. და ოპერაციის ავტორს თურქები შაითან კაპიტანად მოიხსენიებდნენ.



QUOTE
რაღაც მასალებს გადავხედე და როგორც მგონია, სამწუხაროდ ახმეტელი, ელიავა, იაშვილი, მიქელაძე და მათი სამეგობრო ჩემი აზრით სულაც არ შეეწირნენ ეროვნულობას. შიდა პარტიულ ბრძოლას გადაყვნენ.

არავისთან განსაკუთრებულ პოლიტიკურ კავშირში ტიციან ტაბიძე, ახმეტელი, ელიავა და მათნაირები არ ყოფილან.

ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?
ბერია და სტალინი ემტროდნენ ყველა მათ პოლიტიკურ ოპონენტს?
რა ეს გამართლებაა საბჭოთა რეჟიმისთვის, თუ რატომ გაწყვიტა 37 წელში ქართული ელიტა?
ეს ისტორია მოვიყვანე იმის საპირისპიროდ, რომ აქ ერთი სავოკი წერდა რუსები არ გვჩაგრავდნენ ქართველებსო. საერთოდ არ მქონია მიზნად მაშინდელი ელიტის ავკარგიანობის განხილვა. იყვნენ მაშინ კარგი მამულიშვილებიც და კოსმოპოლიტი ფსევდოლიბერალი იდიოტებიც, რომლებიც მართავდნენ პირველ რესპუბლიკას მაგალითად

datunia93
QUOTE
საღამოს მეცლება და მცირე ისტორიულ გადახვევას შემოგთავაზებ

რა ვიცი უკუცემაზე სადავოდ კი გეცალა და
გაიარე კონსულტაციები? biggrin.gif
OK კარგია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
წინასწარ ვიცი რა "ისტორიულ გადახვევასაც" შემომთავაზებ. იმიტომ რომ არანაირი ისტორიული გადახვევა არ არსებობს. ისტორია მოთხრობა არ არის, წარსულია.
ის ერთია და მისი ორი ვერსია არ არსებობს

თუმცა საინტერესოა ისტორიული მტრების ალტერნატიული ვერსიაც
საინტერესოა რას გულისხმობდი სავოკ გაბისონიას რომ წერდი "მესმის შენი"-ო როცა ის ამბობდა, რომ დამოუკიდებლობას ისევ საბჭოთა სსრ-ში რაც გვქონდა ის ჯობდა, რომ თვითგამოხატვის უფლება არ გვეზღუდებოდა მაშინ ქართველებს და რომ თურმე რუსები არ გვჩაგრავდნენ.
popcorn.gif

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 16:33
მილიტარისტი
ცოტა დრო მაქვს და დავიწყებ მაშინ. პირველი რაც აუცილებელია დავაფიქსიროთ და დავაკონკრეტოთ - რუსეთი არის ჩვენი მტერი. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აქტუალური და ჩემის აზრით თურქეთთან ერთად იყოფს 1 და 2 ადგილებს (დღეს რუსეთი უფო აქტიურია, მაგრამ თურქეთს იმდენი აქვს მოსწრებული 16-17-18-19-20 საუკუნეებში რომ მაინც არის #1 მტრის კანდიდატი). გამომდინარე აქედან ვერ ვხვდები რატომ საყვედურობ მტერს - რატომ არ იცავ ჩემს ინტერესსო, სასაცილოც კია ამაზე საუბარი smile.gif ყველა ჩვენი მტერი გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდებით გვებრძოდა, სასტიკადვე ვპასუხობდით და მერე გარემოებათა დამთხვევის, ჩვენი ერთსულოვნების, მმართველის წინდახედულობის ან წინდაუხედავობით რაღაცას ვახერხებდით ან ვერვახერხებდით.

Posted by: gabro777 14 Aug 2017, 16:43
მილიტარისტი

37 წელს 10000000000000000000000 დახვრეტილ ადამიანზე უკვე დაწერე?

QUOTE
მაზნიაშვილი



ეს კაცო ის რუსი გენერალი არ არის მაზნიევი,ცარს ტრაკს რომ ულოკავდა?
თუ მაშIნ ცუდი ტიპი იყო, დებილი იყო
და მერე კაი გახდა


პ.ს. ჩვეულებრივი სავოკური პოსტები გაქვს, უბრალოდ გრიშა ონიანი თU სტალინს იცავს, შენ პირიქით
ანუ იდეურად სავოკი ხარ რა, ოღონდ ცოტა სხვანაირი
Warning:
ეს არის ირიბი პროვოკაცია, რაც დასჯადია, ამჯერად გაგაფრთხილებ, რადგანაც პირველია, შემდგომ დარღვევაზე ვორნი

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 16:49
datunia93

QUOTE
გამომდინარე აქედან ვერ ვხვდები რატომ საყვედურობ მტერს - რატომ არ იცავ ჩემს ინტერესსო

და ვინ საყვედურობს? რატომ მაბრალებ?
ეს რა შუაშია საერთოდ?
ამ წინადადებაში იკითხება რუსეთის გამართლება. "რატომ უნდა იცავდეს ის ჩვენს ინტერესებს. ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვინდა და რატომ ად უნდა მოეკლა და გადაესახლებინა ათეულობით ათასი კაცი ჯერ 37 წელს, შემდეგ რატომა არ უნდა დაეხოცა ასეულობით მშვიდობიანი დემონრტსანტი 56 წელს, შემდეგ 89 წელს, შემდეგ რატომ არ უნდა წაერთმია აფხაზეთი და ოსეთი და ბოლოს რატომ არ უნდა დაებომბა საქარტველო და 5 დღეში არ მოეკლა 300 არაკომბატანტი მშვიდობიანი?"

აი ეს ქვეტეკსტი იკითხება ამ წინადადებაში, რომელიც არაფერ შუაში არ არის არც ერთ ჩემს ნაწერთან.

მე მაინტერესებს, რა გესმის გაბისონიასი? რომ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირი ჯობდა, რომ 21 წელი, 37 წელი, 56 წელი, ენის სტატუსის გაუქმება და 89 წელი არ იყო ქართველების ჩაგვრა?

QUOTE
დღეს რუსეთი უფო აქტიურია, მაგრამ თურქეთს იმდენი აქვს მოსწრებული 16-17-18-19-20 საუკუნეებში რომ მაინც არის #1 მტრის კანდიდატი

მაინც რა აქვს თურქეთს მოსწრებული მე-19 და მე-20 საუკუნეში ისეთი, რომ ის უნდა ვაღიაროთ #1 მტრად
ან თუნდაც რა აქვს მოსწრებული მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში იმდენი რაც დაგვიშავა რუსეთმა ბოლო 250 წლის განმავლობაში

აი კონკრეტულ შეკითხვებს გისვამ:

1. მონარქია გააუქმა?

2. მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრივობა? ანუ ქვეყნის არსებობა შეწყვიტა?

3. მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა 200 წლით?

4. ავტოკეფალია გაგვიუქმა ეკლესიის?

5. ათეულობით ათასი ადამიანი მოკლა და გადაასახლა ოჯახებიანად?

6. ქართული სოფლები წაშალა რუკიდან, დაწვა ან სახელები გადაარქვა?
გაითვალისწინე ოსმალები არასდროს ცვლიდნენ ტოპონიმიკას ანატოლიაშიც კი. სადაც დაფუძვნდებიან ან დაიპყრობენ, ისტორიას არ შლიან, იმიტომ რომ მომთაბარე ტომი არიან და კიდიათ.

ჩამომითვალე აბა?
მე ვიცი რა ბოროტებაც აქვს ოსმალეთს ჩადენილი, მაგრამ თემის რეალური მიზანი მაინტერესებს.

მეორე შეკითხვა, რა აქვს ჩადენილი თურქეთს ისეთი, რასაც გვიშვრებოდნენ არაბები 4 საუკუნის განმავლობაში
რა შედარებაა საერთოდ. თუ ისტორიულ მტრებზე მესაუბრები რატომ არ ახსენებ არაბებს?



პ.ს.
ოჰო, გადმოისხა დესანტი datunia93 ?
რაღაც ანტიმაზნიაშვილური ორაზროვანი პოსტები მომრავლდა თემაში რა ხდება?

biggrin.gif

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 16:55
მილიტარისტი
QUOTE
რა ვიცი უკუცემაზე სადავოდ კი გეცალა და
გაიარე კონსულტაციები?


რა არის საკონსულტაციო, გავისროლე 3,7 კგ აკ-დან 7N6 - წარმოიშვა 1500 ჯოული ენერგია, მერე გავისროლე იგივე ტყვია 5.5 გკ აკადან და ენერგია ფაფუ, გაქრა biggrin.gif


მილიტარისტი
არ მაქვს ამდენი დრო რო უცბად გიპასუხო ყვეაფერზე, მაგრამ
QUOTE
1. მონარქია გააუქმა?

2. მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრივობა? ანუ ქვეყნის არსებობა შეწყვიტა?

3. მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა 200 წლით?

4. ავტოკეფალია გაგვიუქმა ეკლესიის?

5. ათეულობით ათასი ადამიანი მოკლა და გადაასახლა ოჯახებიანად?

6. ქართული სოფლები წაშალა რუკიდან, დაწვა ან სახელები გადაარქვა?
გაითვალისწინე ოსმალები არასდროს ცვლიდნენ ტოპონიმიკას ანატოლიაშიც კი. სადაც დაფუძვნდებიან ან დაიპყრობენ, ისტორიას არ შლიან, იმიტომ რომ მომთაბარე ტომი არიან და კიდიათ.


შემრცხვებოდა მინიმუმ შენს ადგილზე ამკითხვების დასმა. რადგან არ გრცხვენია მე გაგცემ პასუხებს და იმედია მერე მაინც შეგრცხვება.

QUOTE
პ.ს.
ოჰო, გადმოისხა დესანტი datunia93 ?
რაღაც ანტიმაზნიაშვილური ორაზროვანი პოსტები მომრავლდა თემაში რა ხდება?

ჭკუას მოუხმე ჩემი რჩევა იქნება, პროვოცირებისთვის ბანი მოგხვდება. მე შენი ძებნა და ძველბიჭობა არ დავიწყო, არ გეტკინოს მანამდე არფერი smile.gif

Posted by: gabro777 14 Aug 2017, 16:56
მილიტარისტი

არა რატო
საერთოდ არაფერს ვერჩი მაზნიევს

უბრალოდ ცარი ხო ცუდი იყო
ხოდა ეს რატო ემსახურებოდა მას, თან პირობაც აქვს მიცემული რომ შენთვის მოვკდები კიდევაცო

ხოდა ანუ რა გამოდის რომ ცარი კარგი იყო?
ან ეგ ყველა გენერალი, ყოფილი ცარის ჯარისკაცია
არაა ეგრე?
ხოდა რავიცი რავიცი ... \

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 17:02
gabro777
QUOTE
უბრალოდ ცარი ხო ცუდი იყო
ხოდა ეს რატო ემსახურებოდა მას, თან პირობაც აქვს მიცემული რომ შენთვის მოვკდები კიდევაცო

კი ეგ ეგეთი კაცი იყო
ის იბრძოდა ჯერ მეფის რუსეთის არმიაში, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ და შემდეგ ბოლშევიკების დროშის ქვეშ

მისი სიტყვებია "მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არ ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ"

ბევრი მსახურობდა, ძალიან ბევრი, მთელი აზნაურობა მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში.
ზოგ მათგანს ეგონა, რომ საქართველოს ინტერესებს იცავდა იქ, ზოგს რუსი ქალები ევასებოდა
და ა.შ.
გენერალი კვინიტაძეც მეფის არმიაში მსახურობდა, არადა წიტელი არმიის წინააღმდეგ იყო საქართველოს გენშტაბის უფროსი
ყველა მისი სარდალი ყოფილი მეფის რუსეთის გენერალი ან ოფიცერი იყო
უკლებრივ ყველა

QUOTE
ხოდა ანუ რა გამოდის რომ ცარი კარგი იყო?

არაფერ შუაში არ არის საერთოდ
არანაირად არ იყო ცარი კარგი.
მაზნიაშვილი იყო ყველაზე დიდი ქართველი გენერალი, როგორც სამხედრო, სარდალი და როგორც პატრიოტი ადამიანი.

datunia93
QUOTE
შემრცხვებოდა მინიმუმ შენს ადგილზე ამკითხვების დასმა. რადგან არ გრცხვენია მე გაგცემ პასუხებს და იმედია მერე მაინც შეგრცხვება.

მოდი იცი რას გეტყვი
ჯერ კონკრეტული პასუხი გამეცი ამ ბელეტრისტიკის და სენტიმენტალური ლირიული გადახვევების გარეშე
მერე გაჩვენებ ვის შერცხვება აქ
და ვინ არის #1 მტერი

კონკრეტულად ყველა პუნქტის მიხედვით გამეცი პასუხი

QUOTE
პროვოცირებისთვის ბანი მოგხვდება

ამ გაუგებრობებს რომ მოვეშვათ
ამ მიედ მოედეს და ორაზროვან ქვეტეკსტურ მინიშნებებს თავი გაანებე, თემის გახსნიდან უკვე რამდენიმე დღეა ასე მიკიბულ მოკიბულებს წერ
რა გინდა რა პასუხი უნდა გამცე ერთი გელოდები
კონკრეტულად დაწერე რაც გკითხე იმაზე პასუხი

განსაკუთრებით იმაზე, გაბისონიასი რა გესმის კონკრეტულად

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 17:08
მილიტარისტი
გაგცემ როგორც კი დრო მექნება. ჯერ დაგარეპორტებ მაინც

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 17:17
datunia93
QUOTE
გაგცემ როგორც კი დრო მექნება

ორი დღე გავიდა უკვე

ამ ორ დღეში ჩვენ შენგან გვაქვს რა
1. გესმის გაბისონიასი - ეს ხომ ფაქტია ხომ არ ვიგონებ

2. გიკვირს რატომ ვსაყვედურობ რუსეთს ჩვენი ინტერესების არ იცავს
ეს ძალიან გაუგებარი წინადადებაა. არ ვიცი რას ნიშნავს.
ასე გამოდის, რომ ქვეყნის სრული ოკუპაცია ორჯერ, დედისხვნა, ხოცვა ჟლეტა, დაპატიმრება, დამოუკიდებლობის, ავტოკეფალიის მოსპობა
ენის მოსპობის მცდელობა, ისტორიის წაშლა და მესამე ნაწილობრივი ოკუპაცია
ყოფილა უბრალოდ "ჩვენი ინტერესების არ დაცვა"
ასე ვხედავთ ესე იგი.

ან მეორე ვარიანტი. საქართველოსთან დადებული ყველა ხელშეკრულების დარღვევა და ყველა მათგანის გამოყენება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის
ეს ყოფილა უბრალოდ ""ჩვენი ინტერესების არ დაცვა"
და ხელშეკრულების დარღვევა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, დანაშაული, ბუნებით ბოროტება, უნამუსობა, უღირსობა, საკუთარი სახელის და სიტყვის უპატივისმცემლობა თურმე აქ არაფერ შუაშია


თავიდან ვერ მივხვდი, თურმე ეს ყოფილა იმის გამართლება, რომ უბრალოდ ყველა დადებული ხელშეკრულება დაარღვიეს ჩვენთან
რა მოხდა თურმე, რატომ ვსაყვედურობთ
smile.gif

კარგია კარგია popcorn.gif

Posted by: big_V 14 Aug 2017, 17:49
datunia93
და რაა "დასარეპორტებელი"?

ძმურად სუყველამ ქართული სიტყვები რო ვიხმაროთ არ შეიძლება? რომ დაწერთ რამეს და სანამ დააჭერთ "Add reply"-ს (სპეციალურად დავწერე, რამეთუ ეგრე ჰქვია ქვევით) გადახედეთ და ეს უცხო სიტყვები შეცვალეთ ქართული სიტყვებით არ შეიძლება? საქართველოა მაინც და ქართულია დედაენა.

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 18:04
QUOTE
ყველა ჩვენი მტერი გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდებით გვებრძოდა

ესეც მორიგი ორაზროვანი წინადადება. ვისთან შედარებით გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდებით გვებრძოდა ყველა მტერი?
სავარაუდოდ რუსეთზეა საუბარი, ისევე როგორც იმ წინადადებაში, რატომ საყვედურობ რუსეთს ჩვენ ინტერესებს რომ არ იცავდაო (ამაში ყველა დადებული ხელშეკგულების დარღვევა და ხოცვა-ჟლეტა იგულისხმება)
თუ ეს ასეა, ეს არის პირწმინდა ტყუილი

ყველაზე სასტიკი მეთოდებით გვებრძოდნენ არაბები, ჯალალ ედ დინი ან სტალინი

რუსეთის გარდა მხოლოდ არაბებმა და ჯალალ ად დინმა სცადეს ჩვენი რელიგიის მოსპობა.
განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ რუსეთმა ჯერ დაიქვემდებარა ჩვენი ეკლესია მეფის რუსეთის დროს, რადგან თვითონაც მართლმადიდებლური ქვეყანა იყო, დამოუკიდებლობა წაართვა მხოლოდ
ხოლო შემდეგ მეოცე საუკუნეში უკვე მღვდლების ხოცვა და ეკლესიების ნგრევა დაიწყო, ჯვრის მონასტერი და ბევრი სხვა ეკლესია იყო საბჭოთა ჯარის თავლა ან ბოსელი
ატყდა მღვდლების ხოცვა, პატრიარქი მოკლეს საკუთარ ოთახში და ასე შემდეგ

არაბებს დაქვემდებარებაზე არც უფიქრიათ, იმიტომ რომ ისინი მუსულმანები არიან, ჩვენი ეკლესია კი ქრისტიანულია
და პირდაპირ ხალხის გადაბირება-იძულებაზე გადავიდნენ დაეთმოთ რელიგია და მიეღოთ ისლამი.

ჯალალ ედ დინმა კი პირდაპირ მოთხოვა რელიგიის დათმობა და ბინც უარზე წავიდა კლავდა.

არაბები რუსებზე დიდი ხანი დარჩნენ საქართველოში, თუმცა ბოლო საუკუნე მათი ყოფნა სიმბოლური იყო თბილისის საამიროს სახით.

-------------------------------------------------------------------
გადასახლებების მხრივ ძნელი სათქმელია ყველაზე დიდი მსხვერპლი მოგვაყენა რუსეთმა, ოსმალეთმა თუ სპარსეთმა
სამივე დამპყრობლის შემთხვევაში გადასახლება იყო მასიური და ფაქტიურად იყო მიგრაცია საქართველოდან ერთ კონკრეტულ ადგილას
ოსმალების შემთხვევაში მამლუქებად მიყავდათ, რუსების შემთხვევაში ციმბირში და სპარსეთის შემთხვევაში ფერეიდანში
ალბათ ფერეიდანში მიგრაცია იყო მასშტაბებით ყველაზე დიდი.


რეპრესიების მხრივ რუსებს მხოლოდ ჯალალედინი შეიძლება შეედაროს. ჯალალედინის მიერ თბილისის დაპყრობისას რელიგიაზე უარის არ თქმის გამო აათიათასობით ადამიანი მოკლეს
ისტორიას თუ დავუჯერებთ 37 წლის ხოცვა-ჟლეტას მარტო ეს მოვლენა აღემატება თავისი მასშტაბით

მაგრამ მთელი სატირა ამ ამბავში ისაა, რომ დღევანდელი რუსები სწორედ მონღოლების ნაბიჭვრები არიან, მონღოლების დაარსებულ მოსკოვიედან წამოსული მონღოლური კულტურითა და ტრადიციების მატარებელი ურდო
------------------------------------------------------------------------------

მიწის დაკარგვის თვალსრისით ვინ მოგვაყენა ყველაზე მეტი ზარალი უკვე დავწერე
ყველაზე დიდი ქართული მიწა რუსეთს უპყრია

ჯამში დაკარგული გვაქვს:
ტაო-კლარჯეთი, საინგილო, ლორე, სოჭი და ნიკოფსია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
აქედან აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სოჭი-ნიკოფსია უკავია თვითონ რუსეთს
ლორე და ტაო-კლარჯეთის ნაწილი კი თვითონ გადასცა ერთი სომხეთს მეორე თურქეთს.


Posted by: N_e_o_N 14 Aug 2017, 18:41
QUOTE
gabro777
Красная Армия всех сильней

ეუფ boli.gif
მემბერ თაითლიც ასეთი უნდა

Posted by: ildamusa 14 Aug 2017, 19:16
QUOTE (N_e_o_N @ 14 Aug 2017, 18:41 )
QUOTE
gabro777
Красная Армия всех сильней

ეუფ boli.gif
მემბერ თაითლიც ასეთი უნდა

დედა გყავს რუსი?

.............................................

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 20:26
მილიტარისტი

შევეცდები მოვასწრო და განვმარტო რაშია გაბისონია მართალი. დიდი თემაა და ერთიანად ვერ გიპასუხებ. ჯერ შევეცდები გაბისონიასი რა მესმის ის გითხრა

პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანმხდეთ, რომ ჩემს ქვეყანაში მე ქართველი მიხარია და სუ ღლეზე მკიდია საქართველო ასი საუკეთესო ბიზნესით რაიმე სიის სათავეში თუ მოხვდება და ასივე ინდოელი ირანელი ან თურქი იქნება. ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს მე ჩემი ხალხით მიყვარს smile.gif

ამ პირველ წინადადებაში თუ შევთანმხდებით დავიწყებ რა მესმის მაგ კაცის:

1. 1989 წლისათვის ჩემს კორპუსში (98 ოჯახიანი დეესკა) საცხორებელი ფართი უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული მაცხოვრებლების 99 პროცენტს. ერთი ოჯახი იყო მხოლოდ 90-იანების მიწუურულს რომ იყიდა ბინა მოხუცი ქალისგან. დანარჩნები ყველა სახელმწფომ უზრუნველყო საცხოვრებელი ფართით და ამით ძალიან შეუწყო ხელი ქართველი ერის გენოფონდის გარავლებას და გაზრდას. ამ დროისათვის ასევე ყველას ჰქონდა გარკვეული დანაზოგი, (ანუ ქონდათ საშუალება ეცხოვრათ + მოეგროვებინათ რამე) . თუ არ იცი რა მნიშვნელობა აქვს ქართულ გენოფონდს მოვიყვან დამხმარედ ორ პიროვნებას საქართველოს ისტორიიდან. პირველი დავით მეოთხე, მეორე გიორგი მეხუთე. მხოლოდ ამ ორმა მეფემ შეძლო დანგრეული და დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება, იმით რომ უაზროდ არ შეახარჯეს რესურსი მასზე ძლიერ მტერს (დავითი გამეფებიდან ათი წელი უხდიდა ხარკს სელჩუკებს, გიორგი კი სწორედ მონღოლების ხელდასმით აღმჩნდა მეორედ ტახტზე და მონღლებთან სიამტკბილობით მიიღო 30 წლიანი უომარი მდგომარეობა და გამრავლებული გენოფონდა ქვეყანაში).

დღეს რა ხდება? იგივე კორპუსში დაახლოებით 10 პროცენტს ბინა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა წაართვეს და გამოყარეს ქუჩაში (ათი დაქცეული ოჯახი) დაახლოებით 50 პროცენტს იპოთეკური სესხია აქვს (პოტენციური ქუჩაში გამოყრილი ოჯახი) და არა მარტო იმ კორპუსში არამედ მთელს ჩემს სანაცნობოში მხოლოდ 2 ადამიანია ვისაც აქეთ არ აქვს ბანკის სამომხმარებლო სესხი (აღარ ვილაპარაკებ ამ მიკროსაფინანსოებზე და ამერიკანებზე და ###ობებზე, სადაც ბიჭბუჭობა თავისი უჭკუობით ეხვევა). მესმის ადამიანის, რომელიც გამოხატავს გულისწყრომას, წყენას, საყვედურს, რომ თუ კი დამპყრობელი ხვდებოდა იმდენს რო დაეცვა და გაეზარდა ქართული გენი, შენ, ჩმიდამოუკიდებელი მმართველი რას ან რით ფიქრობ რო მიღუპავ და მიქცევ ამ ხალხსა და ერს?

2. ეხლა ვეღარ დავაკოპირებ, მაგრამ მახსოვს საუბარი შეეხებოდა კულტურას..ვერ ვასწრებ...ბევრი პუნქტია და მერე გადავალ ოსმალებზე და სელჩუკებზე

Posted by: N_e_o_N 14 Aug 2017, 20:26
QUOTE (ildamusa @ 14 Aug 2017, 18:16 )
QUOTE (N_e_o_N @ 14 Aug 2017, 18:41 )
QUOTE
gabro777
Красная Армия всех сильней

ეუფ boli.gif
მემბერ თაითლიც ასეთი უნდა

დედა გყავს რუსი?

.............................................

მე მეუბნები ?
---------------------------

Posted by: ildamusa 14 Aug 2017, 20:43
QUOTE (N_e_o_N @ 14 Aug 2017, 20:26 )
QUOTE (ildamusa @ 14 Aug 2017, 18:16 )
QUOTE (N_e_o_N @ 14 Aug 2017, 18:41 )
QUOTE
gabro777
Красная Армия всех сильней

ეუფ boli.gif
მემბერ თაითლიც ასეთი უნდა

დედა გყავს რუსი?

.............................................

მე მეუბნები ?
---------------------------

არა....
სულ ასეთ თემებს ჩითავს და რაღაცაში ხომ უნდა იყოს საქმე...
* * *
datunia93
QUOTE
ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს მე ჩემი ხალხით მიყვარს
+1
რით ვერ მოახერხეს "პატრიოტმა" ერზე გადამკვდარმა ბიზნესმანებმა რომ კაპიკებში რომ იყიდებოდა 500-600 დოლარად წალკაში და ტეთრ წყაროში სახლები ეყიდათ ეთნიკური ქართველებისთვის და გაევსოთ იქაურობა. კანტი კუნტად იყიდა შევარდნაძის დროს სახელმწიფომ. ათას სლეობაში დახარჯეს ფული. ერის გარეშე ვერ და არ იქნება საქართველო


ისეთი ხალხი ტოვებს საქართველოს ვინც არ უნდა დატოვოს....
ეგ მართლა საჯიშე ხალხი რომ მიდის და ნარკომანია რჩება ეგ არის ###ობა და გენოციდი
ჩემი რამდენიმე ნათესავი წავიდა

ასევე რამდენიმე ბავშობის მეგობარი წავიდა უკვე...

რომ დაფიქრდე რა აზრი აქვს დაიღუპება (დაკარგა ქვეყანამ) თუ ცოცხალი წავა და აღარც მოიხედავს? (დაკარგა ქვეყანამ)

ქვეყნისთვის არაფერი დიდი სხვაობა არაა.
თუ არის და დაწერეთ რა სხვაობაა

Posted by: big_V 14 Aug 2017, 21:09
datunia93

QUOTE
1989 წლისათვის ჩემს კორპუსში (98 ოჯახიანი დეესკა) საცხორებელი ფართი უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული მაცხოვრებლების 99 პროცენტს.

QUOTE
ამით ძალიან შეუწყო ხელი ქართველი ერის გენოფონდის გარავლებას და გაზრდას.

და 1989- წლის 9 აპრილს მაგ შენი ხელ შეწყიბილი გენოფონდი დაარბია და დედამოუ***ა, ტანკებით გადაუარა 90-იან წლებში აფსუებისა, ირანელი ოსებისა და შიდა გამყიდველების ხელით გაგჟლიტა, არაფერს არ ვიძახი თვითონ კომუნიზმის დროს, მაგას სავარაუდოდ მილიტარისტი თვითონ დადებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეგ შენი დანაზოგები და ჰაი ჰუი მოიტაცეს გააქრეს და ხალხი დატოვეს პირში ყ*ე ჩადებულები, თუ რამეა და მოხდა მაგის ანაზღაურება მე, შენ და ხალხმა უნდა გადაიხადოთ ჩვენი ჯიბიდან ( ანუ ბიუჯეტიდან), ზედმეტსაც ვიტყვი და შეიძლება არც ვარ მართალი მაგრამ ჩემთვის სიმართლეა და დიდი უსამართლობა, მაგრამ მაგ პიდარასტი საბჭოეთის გამო, ეკლესიას ფულს ვუხდი მე, შენ და ერი ჩვენი ჯიბიდან, მილიონებს რომ აძლევს მთავრობა ბიუჯეტიდან და მიწებსაც რომ ჩუქნის ზევიდან.

დღეს რა ხდება? ხალხის დიდი ნაწილი თავისი ყლ***ა ეგოს თუ ამპარტავნობის გამო შარში ყოფს თავს, "აუფ კაი მანქანა რო არ მქონდეს არ შეიძლება, აუფ კაი ტელეფონი და ჩაცმაჩუცმა რო არ მქონდეს არ შეიძლება, წავალ კრედიტს ავიღებ", "აუფ ეხლა წავალ იმას ამას დავალომბარდებ რომ ერთი გავაფუილო, ან ვენაში გავუშვა ანდა დავდო ტოტალიზატორში ტოოოოო", ზოგი შვილიც ისეთი დედამოტ*****ა რომ მშობელს სახლ კარს აყიდინებს ანდა ადებინებს ბანკში რაღაც სიყლევის გამო, ასე თუ ისე მერე მოდის გადახდის დრო და სადაა ფული? უმრავლესობას არააქვს, ახევენ კარ სახლს ბანკები, მერე ხდება გამოსვლები მთავრობავ ფული გადამიხადეო, შენი დედაცო და ასე შემდეგ, ხალხი მერე ბანკებს აგინებს კიდე, მოდი რა თუ ტრ**ი არ გაქვს არ აიღო ათი ათასები, ეგ არაა მთავრობის ბრალი ეგაა ადამიანის ბრალი და მისი უტვინობის. მე მაპატიეთ და ბებიამაგათისამ ჩემი ჯიბიდან რატო უნდა გადავუხადო ვიღარ რეგვენ ყლ*ს? ნათქვამია რაც მოგივა დავითაო სულ შენი თავითაო. არავის ამ ქვეყანაზე არც ბანკი და არც მთავრობა არ აიძულებს კრედიტის აღებას ან საერთოდ ბანკიდან ფულის აღებას, მაგას ნუ აბრალებთ მთავრობას და ბანკებს (არცერთში არ ვმუშაობ ცნობისთვის, ვიძახი იმას რაც მგონია რომ სიმართლეა), ეხლა სავარაუდოდ ვინმე მეტყვის მაგრამ სამუშაო არ არისო და რა ქნას ხალხმაო? სამუშაო არის მეგობრებო და თანაც ძაააან ბევრი, ეგაა რო არ თაკილობენ მის გაკეთებას, მათზე დაბლა ჰგონიათ ეგ საქმე, რაზე ვიძახი? ქალაქიდან გადით და ნახავთ, ანუ მიწად მოქმედებას, დაამუშავე მიწა და ყველაზე მინიმუმ მაგიდაზე საჭმელს დადებ, რომ ოჯახს აჭამო, მაგრამ არა, უნდათ დედაქალაქში ჩამოსვლა, ვითომც აქ მილიარდები ეყაროს ასახვეტად და უნდათ კრედიტების აღება, რომ უცბად ჰქონდეთ ყველაფერი, ეგეც კაი შემთქვევაში, ცუდ შემთხვევაში კი მიწებს ყიდიან უცხოელებზე და ეგენი საერთოდ ყლ**ე რჩებიან და ხალხის რაღაც ნაწილი კიდო გამორბის აღშფოთებული ფარასავით "არიქა მიწას გვახევენ, ქართველობას გვართმევენ ხაააალხო", რა მთავრობის ბრალია ეხლა ეგა ჰა?

QUOTE
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა წაართვეს და გამოყარეს ქუჩაში

მთავრობამ როგორ უნდა "აგახიოს" ბინა თუ შენ არ ისულელე რაღაც?

28 წლის ვარ პირადად და კრედიტი არ მქონდა აღებული არასდროს, მარტო ერთი ორჯერ 200 ლარიანები ავუღე ჩემ ძმაკაცებს და ეგეც ჩემით გადავიხადე, მარტო ეხლა ამ ბოლო წელს ავიღე ჯერჯერობით სერიოზული განვადება სულ რაღაც 2000 ლარის ფარგლებში და ეგეც იმიტომ ავიღე რო გადახდის ტრ**ი მაქვს თორე არ ავიღებდი საერთოდ და მართლა მჭირდებოდა ეგ ნივთი სამსახურის გამო უმრავლესად, შეიძლებოდა უფრო იაფი, მაგრამ თუ ტრ**ი გაქვს კაი უნდა აიღო და გამძლე.

QUOTE
შენ, ჩმიდამოუკიდებელი მმართველი რას ან რით ფიქრობ რო მიღუპავ და მიქცევ ამ ხალხსა და ერს?

ჯერ ერთი რუსეთს სუ ყოველტის ეკიდა შენი გამრავლება და ეგაა სიმართლე, მაგის ოცნება ყოველთვის იყო ამ მიწაზე რუსების ჩასახლება, იგივე არ მოხდა აბხაზეთში? მუსლიმი აბხაზები რო გაყარეს? ჯერ პოლონელები ჩაასახლეს და მერე კიდე ვინ არა.
მერე მეორე სანამ იქნება ეს არჩევითი მთავრობა, სულ ესეთ დღეში ვიქნებით (დემოკრატიობანა თუ მთავრობის არჩევითობანა არაა ყველასთვის და ეგაა სამწუხარო ფაქტი), კი გამოხტება ვიღაც მიშა (ხალხს არ მოსწონს მარა რაც მართალია მართალია, მიშამ უშველა ქვეყანას და მაგას ვაღიარებ, თუმცა მისთვის ხმა ცხოვრებაში არ მიმიცია და ეგაა პირნათელი სიმართლე), მარა მერე გამოხტებიან ვიღაც დაბოღმილი ხალხი, რომელიც შეეცდება რომ გააფუჭოს მისი ნამოქმედარი, იქნება მტრის გასახარებლად თუ მათი პირადი ამბიციებისთვის თუ სიძულივლის გამო, ასე თუ ისე საით მივდივარ ამ არჩევნებს და ჰაი ჰუის ტურები მოყავს სათავეში, რომლებსაც მუცლის ამოვსება უნდათ, ანუ ჯიბის გასქელება და სულაცა ჰკიდიხარ ერთ ადგილას შენც, მეც და ერიც. თუ რამე კაი კეთდებოდა გინდ კომუნისტების და გინდ მათ წინამორბედების დროს, კეთდებოდა როცა იყო ერთპიროვნული, ერთპარტიული თუ რაც გინდა დაარქვი მმართველობა და ეგაა სიმართლე.

Posted by: datunia93 14 Aug 2017, 22:44
QUOTE
და 1989- წლის 9 აპრილს მაგ შენი ხელ შეწყიბილი გენოფონდი დაარბია და დედამოუ***ა, ტანკებით გადაუარა 90-იან წლებში აფსუებისა, ირანელი ოსებისა და შიდა გამყიდველების ხელით გაგჟლიტა, არაფერს არ ვიძახი თვითონ კომუნიზმის დროს, მაგას სავარაუდოდ მილიტარისტი თვითონ დადებს.

თავიდანვე თუ არ შევჯერდით რომ რუსეთი ოკუპანტი და დედამოხნულია, საუბარს აზრი არ აქვს. ოკუპანტისგან კიდე ეგ საქმე არ უნდა გაგიკვირდეს.

QUOTE
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეგ შენი დანაზოგები და ჰაი ჰუი მოიტაცეს გააქრეს და ხალხი დატოვეს პირში ყ*ე ჩადებულები

ვინ ჰქმნა ეგა? biggrin.gif საუბარი იმას შეეხებოდა რომ.ხალხს მასიურად შეეძლო თანხის დაზოგვა და ისე არსებიბდა, დღეს მასიურად სჭირდება სესხი რომ იარსებოს. იტოკში ეს ნაკლებადაა საკამათო თემა.


შემდეგი ასპექტი სპორტი: მოვიყვანოთ სპორტული მიღწევები საიუზის დროს, მოვიყვანოთ ბოლო 26 წლის მიღწევები. თან ჩამოვთვალოთ ქართველი მამლუქები კახიაშვილის და ზვიადაურის თამადობით - ჩამოვყალიბდეთ ეს ხალხი მოღალატეები არიან თუ სამშობლოსგან მიგდებულები? გაგახსენებთ ხერგიანის ასვლას ( მგონი მონბლანზე) სანამ არ გამოაცძადეს სსრკს-ს წარმომადგენწლი, ქართველი მიხეილ ხერგიანი, სვანეთიდან - სუ წრიაპზე დაიკიდა ყველა და ყველაფერი და დაგანახებ დღევანდელ სპორტსმენებს, ეროვნულ ნაკრებში რო არ თამაშობენ ტრამვის შიშით smile.gif ანუ სპორტში ჭაკად გვაქვს საქმე

Posted by: N_e_o_N 14 Aug 2017, 23:14
http://www.cyxymu.info/2017/08/14-august-1992-war-in-Abkhazia-25-let-nazad-nachalas-voina.html

საინტერესო ფოტოებია. ბევრი მძიმეც.
ისტორია ფაქტიურად

p.s. ამდენი იზოლენტით გადაბმული მჭიდები არცერთი სხვა შიარაღებული კონფლიქტების სურათებში არ მინახავს

p.p.s. Первый гумконвой еще молодого Шойгу. Тогда МСЧ России провезло в нем оружие и боеприпасы для абхазских отрядов в Ткварчели mad.gif

user posted image

Posted by: მილიტარისტი 14 Aug 2017, 23:34
datunia93
სლეზე რომ გკდიათ საქართველო მაგას წინა თემაში მივხვდი
შენც, გაბისონიასაც და ყველა თქვენნაირს

საქართველო თუ სლეზე გკიდია შენ არავინ გეკითხება მაშინ ვინ არის პირველი და ვინ ბოლო მტერი
და არც არავინ გეკითხება საქართველოს დამოუკიდებლობა ჯობდა თუ სსრკ-ში ყოფნა

იმიტომ რომ ვისაც გკიდიათ საქართველო თავისი ბიზნესრეიტინგებით თუ რა რეიტინგებით
ყველას გირჩევნიათ საბჭოთაკავშირისდროინდელი მონობა


გიყვარს შენი ხალხით? გიყვარს არა ცელი კიდევ. რო გიყვარდეს ეგ სიტყვები არ ამოგივიფოფა პირიდან


რა გენოფონდს შეუწყო ხელი და რა დანაზოგი.
რუსეთმა შეუწყო ქართულ გენოფონდს ხელი? შენ სად სწავლობდი საქართველოს ისტორიას?

რა გენოფონდი, ზოგი მსოფლიო ომში დაკარგულ ოჯახისწევრებს ეძებს დღესაც ზოგი იმას არკვევს გადასახლებაში სად მოუკვდა და სად მარხია მამაპაპა.


შენ რა ისტორიული მტრები უნდა ამიხსნა? ბინით უზრუნველყოფაზე საქართველოს დამოუკიდებლობას ცვლი, მაშინ დანაზოგებიც გვქონია თურმე

რუსეთში ზოგგან ეხლაც ჩვენზე მაღალია ხელფასები და პენსია. კონსტიტუცია და დროშა ხო არ დავწვათ ეხლავე მაინც ხო სლეზე გკიდია ეკონომიკური მონაცემებიც ბიზნესებიც და "ხალხია" თურმე მთავარი

დანაზოგები თურმე. მანეთები გვქონდა მაშინ ბევრი


აი რა ჯობდა თურმე დღევანდელ დამოუკიდებლობას და რითი ჯობდა თურმე საბჭოთა კავშირი

დანაზოგები ხალხო !!! ფული !!!

Warning:
მგონი მოვილაპარაკეთ პმ-ში რომ იარლიყების მიწებებას თავს დაანებებდი....
+20%

Posted by: ildamusa 14 Aug 2017, 23:59
რუსეთი არასდროს უწყობდა ჩვენ გენოფონს ხელს. ამის მაგალითია აფხაზეთში ცასახლებული სომხები, რუსები, ბერძნები და კიდევ ათასობით სხვა ეროვნება. ასევე ჯავახეთში ცასახლებული არზრუმელი სომხები. ახლა რომ 96% არიან რეგიონში. ასევე ოსებისთვის დაუმსახურებელი ავტონომიის შექმნა.
საბჭოთა დროს ქართველი მართველების ნაწილმა სეძლოა და ქართველები ჩაასახლებინა ლაგოდეხ ყავრელში, სამცხეში, აფხაზეთში და სულ ბოლოს პატიაშვილის დროს ქვემო ქართლში. რომ არა ეს კიდევ უფრო რთლი ეთნიკური სურათი გვექნებოდა. რახან საბჭოეთი იყო არ ნიშნავს რომ მართველ ქართველებს ქართველობა არ უყვარდათ და ამ შანსზე უარს იტყოდნენ.
ილიას წვლილი დიდია იმერელ რაჭველების ჩასახლებაში კახეთში.


და ვაფშე რატომ ჩბუბობთ?

Posted by: big_V 15 Aug 2017, 00:01
N_ე_ო_N

სამწუხაროდ მაგარი მოჯმული აქვთ მაგათაც და ოსებსაც, მაგათი მტრები მაინც "ქართველები" ვართ მარტო, აი ოსებს კიდე მააააგარი მოჯმული აქვთ, როგორც ქართველებთან ისე ინგუშებთან, აქედან გამომდინარე ჩეჩნებთანაც... ნეტავი ვერ ხვდებიან რომ მაგარი დედამო********თ, რუსეთი რო დაეცემა ან რო გავა მაქედან და მარტონი დარჩებიან ჩვენთან? და მემგონი მაგისკენაც არის ვითარება ნელნელა, ვნახოთ რას მოიტანს 2018-ის ნოემბერი, მემგონი საინტერესო წელი იქნება. ასე თუ ისე რა ხეირი თუ სირი მთავრობა გეყოლება, რომელიც "ძმურად ვოცხოვროოოოთ, არ გვინდა ომიი, Mაკე პეაცე ნოტ წაააარ"-ის ძახილს დაიწყებს იმის მაგივრად რომ გაყროს ეგენი მაქედან და არ აზღვევინებს, მასეთი მოჯმული მემგონი სომხებსაც არ აქვთ, ჩვენთან.

[ბ]დატუნია93[/ბ]

QUOTE
ხალხს მასიურად შეეძლო თანხის დაზოგვა და ისე არსებიბდა, დღეს მასიურად სჭირდება სესხი რომ იარსებოს. იტოკში ეს ნაკლებადაა საკამათო თემა.


საბჭოთა დროს ვინ გაგაჩერებდა უსაქმურად და დანაზოგზე გაცხოვრებდა?

და დაზოგვა ეხლაც შეიძლება ძაან ადვილად, თუ არ მიახარჯავ ფულს გიჟივით და ცოტაოდენ შრომისმოყვარეობას თუ გამოიჩენ, ცხოვრებაში ყველაფერი მონდომებაზეა, ბავშვობიდან მაგას არ ვაკეთებ? ვზოგავდი მოცემულ ფულს და კვირის ბოლოს შოკოლადებში ვხარჯავდი gigi.gif facepalm.gif და ეხლაც ეგრე არ ვარ? ვზოგავ ხელფასიდან ფულს და არ ვახარჯავ ნივთებს გიჟივით.

დამატება: მირჩევნია მშიერი მოვკვდე, მირჩევნია ქუჩაში სანაგვეში ვეძებო საჭმელი, მირჩევნია წვიმა-თოვლში მეძინოს და ასიათას ორპირში, მირჩევნია ღატაკი ვიყო და ვიმათხოვრო ქუჩაში, ვიდრე რუსეთს ან ვინმე სხვას მივცე ჩემი ერის, ჩემი ბავშვების (არ მყავს მარა მაინც) ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ის გავცვალო, ბინაში თუ დანაზოგში ბანკში.

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 00:25
მილიტარისტი
ეხლა მე რო შენსავით წვრილფეხა ვიყო ავდგებოდი და ან გაგინებდი, ან გაგძუყნიდი მარა იყოს, იყბედე smile.gif შენ ხარ პატრიოტი და მე ვარ მოღალატე, შენ იღწვი თურმე ქვეყნისთვის და მე გითხრით ძირს ამდენ პატრიოტს რომ.შედეგს ვერ დებთ smile.gif წადი ბიძია ნერვები დაიწყნარწ და მოეშვი წვერის პუტვას თორე აქ მოხოდილ კაცს შეილება ლაივშიც წამოგცდეს ვინმესთან რამე და გაგიერთიანებს ვიღაცა მერე თავ პირს და ირბინე.მერე საჩივრებით ხელში.
Warning:
თანაფორუმელის შეურაცხყოფისთვის ამ პოსტში ვორნი გეკუთნის, ამჯერად გაფრთხილება, ბოლო

Posted by: ildamusa 15 Aug 2017, 00:32
აქ სულ 6 თუ 7 კაცი ვპოსტავთ და 3 ერთმანეთში ვერ ეწყობა...
არაა ეგ კაი საქმე


ბოლოს რომ დაცხეს აქაურ სიტუაციას გავს

help.gif help.gif

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 00:45
ildamusa
მშვენივრად ვეწყობი ყველასთან მე, მაგრამ კაცს არ შეუძლია შეურაწყოფის გარეშე და ჰა. მილიონ ადამიანთან მქონია ურთიერთობა და ჯერ არ ყოფილა აქამდე რო კაცი ასე იჭაჭებოდეს ვირტუალურ სივრცეში. რა საუბარი აღარ მომისმენია და ჯერ არ ყოფილა რო სადმე ტელეეკრანის.მიღმა გამეგოს ვინმეს ეთქვა ვინმესთვის შე მოღალატეო.

Posted by: ildamusa 15 Aug 2017, 01:01
დარწმუნებული ვარ რომ პირად ურთიერთობაში მაგას არ გეტყოდა. პირადად რიდი ყოველთვის არსებობს...
რა მოღალატე lol.gif lol.gif


ვიცნობ და დამიჯერე კარგი კაცია. უნდა დამშვიდდე, დაითვალო 100-მდე და გადაგივლის. ჩინური ანდაზაა მე კი არ მომიგონია biggrin.gif
მოღალატე მაგარი იყო lol.gif lol.gif

გაატარეთ იუმორში და ნუღა დაიძაბებით
იარლიყების მიკრობა არ იყო სწორი საქციელი

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 01:53
ildamusa
არასდროს არ მითქვამს ცუდია თქო, რაც ვთქვი ნებისმიერ დროს გავიმეორებ ლაივში და ხელებს შევიკრავ თუ გინდა ისე მოვალ და იგივეს ვერ მეტყვის ვერავინ smile.gif

მოვიყვანე ფაქტი, რომლის გამოც მესმის იმ კაცის, ელემენტალური ლოგიკა და ისტორიის ცოდნაა საჭირო მხოლოდ რო დაინახო ჭეშმარიტება. ორმაგი სტანდარტი არ ვარგა არავისთვის, არც რუსეთს არ უდგება ორმაგი სტანდარტი, მტერი როა რატოღა საყვედურობ ჩემზე არ ზრუნავო? რატო იზრუნებს? ვის უზრუნვია ჩვენზე რო რუსმა იზრუნოს.

გავაგრძელებ გაბისონიას თემას, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ, მივყვეთ კულტურას, ჩამოვთვალოთ საბჭოთა წყობილების დროს ჩამოყალიბებული და განვითარებული თეატრები, კინომატოგრაფია, სიმღერები - და მერე ვილაპარაკოთ დამოუკიდებელმა ქართველებმა რა მოვწიეთ ჩვენს თავს - საბჭოთა წყობილების დროსაა გადაღებული გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი, მამლუქი, მაია წყნეთელი, არსენა მარაბდელი, ელგუჯა, მაცი ხვიტია, ხარება და გოგია. დამოუკიდებლობის პერიოდშია - ჭამა და სექსი, ჩემი ცოლის დაქალები... მანდარინების და კაიფში გაღლეებული მესხი მემგონი ვერ შეედრება ხორავას სააკაძეა ხო? smile.gif ანუ რა გამოდის, ოკუპაციის პერიოდში გაზრდილი ჩვენი თაობა გაცილებით პატრიოტულია ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს შვილები.

Posted by: NIN_O 15 Aug 2017, 03:55
datunia93
ისე საბჭოთა პერიოდის ფილმებზე და კულტურის განვითარებაზე თუ მიდგა საქმე ერთს ვიტყვი უბრალოდ
სადაც ეს ფილმები ახსენე
QUOTE
გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი, მამლუქი, მაია წყნეთელი, არსენა მარაბდელი, ელგუჯა, მაცი ხვიტია, ხარება და გოგია

იქაც არ უნდა დაგავიწყდეს აბულაძის მონანიება, ერთ-ერთი უმაგრესი ფილმია რაც კი გაგვაჩნია და ზედმიწევნით კარგად ასახავს მაშინდელ(საბჭოურ) და ალბათ ნებისმიერ დიქტატორულ რეჟიმს up.gif იმას თუ რა "დავკარგეთ" და რა გვაქვს. თუ გაქვს ნანახი მიხვდები იმედია, რაზეცაა საუბარი.
არც დამოუკიდებელ საქართველოში ავშენებულვართ მაგრამ გასაქანი უფრო მეტი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში მაშინდელივით ცენზურისთვის და თაროზე შემოსადებლად აღარ იღებენ ფილმებს, რაიმე ნაწარმოების შექმნის მერე არ აქვს ავტორს იმის შიში რომ ვაითუ გააციმბირონ ან სულაც მიახვრიტონ მისივე შექმნილის,მისივე აზრის გამო. ცალკე თემაა ის, თუ როგორი ნაშრომები იდება დღეს და რა იწვევს ხალხში ინტერესს.
mo.gif

Posted by: eagle.1. 15 Aug 2017, 05:23
datunia93
სიმართლე გითხრა, “რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ“ ეს ფრაზა უკვე ანტისახელმწიფოებრივია და მხოლოდ ერთი წყაროდანაა ჩაწვეთებული ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ უნებლიედ მტრის წისქვილზე ნუ დავასხამთ წყალს. და მაინც, თუ ამ ფრაზას ვერ ავიცილებთ თავიდან,(რაც ერის ტრაგედიაა) უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობამ ერთი უმთავრესი რამ მოგვიტანა - პერსპექტივა. პერსპექტივა, რომ შევინარჩუნოდ ეროვნული თვითმყოფადობა, ენა, კულტურა და ა.შ. პერსპექტივა რომ ოდესმე გავხდეთ წარმატებული სახელმწიფო და რაღაც შევქმნათ ღირებული კაცობრიობისთვის, რასაც ქართული ერქმევა და არა რომელიღაც იმპერიის ან ფედერაციის სახელი.
რას ელოდებით ამ მოკლე დროში, რაც დამოუკიდებლები ვართ, რას უნდა მიგვეღწია?(თანაც დამოუკიდებლობის ნახევარი ომებში გავატარეთ, ჩვენი ავი მეზობლის “წყალობით“) ისიც დიდი მიღწევაა რაც გვაქვს - აწყობილი სახელმწიფო სტრუქტურა, დაბალი კრიმინალის დონე, განვითარებადი ბიზნეს გარემო და ასე შემდგომ, დაწვრილებითაც ჩამოგითვლით თუ მომთხოვთ. გადახედეთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს(ახლა ბალტიისპირეთს ნუ მივარდებით, რაც ეგენი დასავლეთმა აფინანსა, ალბათ მაგათ ადგილას ჩვენ ბევრად მეტს მივაღწევდით) რას გვანან, თავად რუსეთში ნახეთ ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, კრიმინალი, სუიციდის დონე, სიდუხჭირე დიდ ქალაქებსა თუ მათ გარეთ.
ჩვენს ქვეყანას ყველაზე მძიმე ბედი ერგო (გვარგუნეს ჩრდილოეთიდან) თავისუფლების მოპოვების მერე და მაინც ნახეთ რამდენს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა რომ ცუდიც ბევრია, ძალიან ბევრი, უფრო მეტი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მაგ ცუდს მხოლოდ აღნიშვნა კი არა მიხედვა უნდა, შეცდომებს კი გამოსწორება, ან აღარ განმეორება მაინც. ჰოდა ვინ უნდა ქნას ეგ? ჩვენ, ხალხმა. ის კი არ უნდა ვიძახოთ მთავრობის და ელიტის(სად გვყავს რო?) ბრალია მხოლოდო, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ და თუ მთავრობა არ მოგვწონს შევცვალოთ, თუ ელიტა არ მოგვწონს მოვძებნოთ სხვა ჯანსაღი მისაბაძი ხალხი. სამი ვარიანტია როცა თავისუფალი მოქალაქე ხარ, ან იყო ჩუმად, არ ამხილო ცუდი შენ ქვეყანაში და არც გაისარჯო მის გამოსასწორებლად, ან ამხილო კიდეც და იბრძოლო უკეთესობისთვის, მესამე გზა - ამხილო და არაფერი გააკეთო კრიტიკის გარდა. ეს უკანასკნელები როგორც წესი ან უბრალოდ ზარმაცები არიან(ვართ) ან კიდევ არაკეთილმოსურნეები, ნიჰილიზმის დამკვიდრების მცდელობით, რაც პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
უჰ, რამდენი დამიწერია ამ დილაადრიან, თანაც სმარტფონით... მაინც არ დამიფასდება ვიცი თქვენი ამბავი biggrin.gif

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 09:11
NIN_O
რა თქმა უნდა ნანაცი მაქვს, იმედია შენც მოღალატის ძახილს არ დამიწყებ იმის გამო რომ მესმის ადამიანის, რომელსაც გული ტკიჩა ამ ყველაფრის გამო, ყველა ნორმალურს და ჭკუათმყოფელს უნდა ეტკინოს გული, როცა შენს მიერ ნახსენები ცენზურის პირობებში ყალიბდებოდა და ვითარდებიდა ქართული პატრიოტიზმი, დღეს კი დამოუკიდებელ საქართველოში ბოლომდე ჩავკალით და ჩავამიწეთ ყველაფერი რაც ქართულთან, საქართველოსთან, ეროვნულთან და პატრიოტიზმთან ასოცირდება. მოვკალით ქართული წარმოება, მოვკალით ქართული მრეწველობა, გავანადგურეთ ქართველი გლეხი, გავყიდეთ თუ რამ გაგვაჩნდა ნაკრძალი იქნება ეს თუ ტყეების მასივი, შენობა ნაგებობები, მიწა, სტრატეგიული ობიექტები, განათლების რეფორმაში იოტისოდენა ადგილი აღარ უკავია არც სამხედრო განათლებას და არც ფიზიკურ აღზედას, ჯარში წასვლა გრეხია, სახელისუფლებო ორგანოების არცერთი წარმომადგენლის შვილი არ მიდის ჯარში, მხოლოდ ოჯახიდან წამოსული იმპულსების ხარჯზე ვინარჩუნებთ პატრიოტიზმის მცირე გამოვლინებებს - ესაა ჩვენი დამოუკიდებლობა smile.gif არ გწყდება გული? მე მწყდება. გაბისონიასაც წუდება და მე მესმის მისი...

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 09:29
datunia93
QUOTE
ხალხს მასიურად შეეძლო თანხის დაზოგვა და ისე არსებიბდა,

ნუ იმაზე შევთანხმდით, რომ დამოუკიდებლობა ცუდია თურმე იმიტომ რომ მონობის დროს მეტი ფული გვქონდა ოკ

ახლა მეორე

პატიოსნად ვინც მუშაობდა, აბსოლუტურ უმეტესობას არანაირი დანაზოგი არ ჰქონდა
იმიტო მისტირით საბჭოთა კავშირს, რომ ვისაც უნდოდა ყველა იპარავდა და სხვას ჩაგრავდა, ვისაც პატრონი არ ჰყავდა "ზემოთ"

ჩვენ ვართ მედროვე ხალხი, ჩვენ რა ზოგადად ვამბობ, მე არ ვარ მედროვე ძალიან ბევრი სხვა არის
ყველა იმით საზღვრავს როდის ჰქონდა მეტი ფული.
საბჭოთა კავშირის დროს იყო კარგად? - ესე იგი მერაბ კოსტავა ჩამოსახრჩობი იყო
ედუარდის დროს იყო კარგად - სააკაშვილი არის სომეხი მეტრაკე, მაგან დაიწყო ომი, ძუძუ მოაჭამა ვიღაცას და ბავშვებს ჭამდა
სააკაშვილის დროს იყო კარგად - ყველა დანარჩენს აგინებს

ამაშია ჩვენი უბედურება. მუცელი როგორ გრძნობს თავს, იმის მიხედვით უნდათ დამოუკიდებლობა ან არა


QUOTE
დღეს მასიურად სჭირდება სესხი რომ იარსებოს

93 წელში დაბადებული კაცი ზღაპრებს რომ ყვები საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე, რომელიც შენ რომ ამ ცხოვრების აზრზე მოხვედი უკვე 20 წლის დაშლილი იყო
მაგის ბრალია ეს

ბინებს რომ ურიგებდნენ უბრალო ხალხს 10 წელი ვირებივით მუშაობდნენ იმ ბინის ვალი რომ გადაეხადათ
შენ რა მართლა გგონია რომ რამეს ჩუქნიდნენ ვინმეს?


ქართველებისთვის მინდაო საქართველო მეო
ჯერ ერთი საქართველო მარტო ქართველების არ არის და არ იყო არასდროს
ეს იმის ბრალია საკუთარი ქვეყნის ისტორიის გარტყმაში რომ არ ხარ
ამ ქვეყანაში ყოველთვის ბევრი ეთნოსი ცხოვრობდა

თუ ქართველების გინდა, ვინ ჩამოასახლა ცხინვალში ოსები?
აზერები და სომხები სამხრეთში და აღმოსავლეთში?

იცი რამდენი ოსური ოჯახი ცხოვრობდა ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისში


პ.ს.
ფრთხილად იყავი ამ "გაგინებდი" "გაგძუყნიდი" და ეგეთ ფრაზებთან. დამერწმუნე ღლეს ვერავინ მომჭამს პირადად მე. ბევრმა სცადა უკვე, ზოგმა პირადი ხაზით ზოგმა სამსახურეობრივით.
თუ გინდა ცადე რავი. კლავიატურის ლომივით გინება და ეგეთების გარეშე
სოსოჩიკივით შენც 2000 კმ-ში ხომ არ ცხოვრობ აქედან
ამ ერთს გავატარებ, ჩავთვალოთ რომ არ დამინახავს, შემდეგს აღარ გავატარებ.

თუ ჩემი პროვოცირება არ გინდა, და თუ რამე პრეტენზია გექნება აგერ ვარ ფიზიკურად. ვირტუალურ კაჩავს რომ თავი გავანებოთ.


Ildamusa
QUOTE
იარლიყების მიკრობა არ იყო სწორი საქციელი

მე არავისთვის მიმიკრავს იარლიყი
მე არ მითქვამს, რომ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირი ჯობდა
იმიტომ რომ მაშინ მეტი ფული ჰქონდა ვიღაცას

მე არ მქონია, არც მამაჩემს და არც პაპაჩემს არ ვიცი

და საერთოდ არავისთვის პირადად არ მიმიწებებია არაფერი და არ მიმიყენებია შეურაცხყოფა
ახლა თუ არ სიამოვნებთ ჩემი პასუხები მაგათ "რა ქვეყანა დაანგრიეს" ბაზარზე, ცივი წყალი დალიონ
მაგათ მარაზმებზე მე არ გავჩუმდები, რომ ვიღაცამ მერე ირიბად იარლიყმიწებებულად არ იგრძნოს თავი

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 09:50
მილიტარისტი
QUOTE
ნუ იმაზე შევთანხმდით, რომ დამოუკიდებლობა ცუდია თურმე იმიტომ რომ მონობის დროს მეტი ფული გვქონდა ოკ

სად შევთანმხდით აბა? მე გეუბნები რო დაპყრობილ რეჟიმშიც კი ჩვენი გენოფონდი მრავლდებოდა, ჩვენი კულტურა იხვეწებოდა, სპორტი, მედიცინა, მეცნიერება ვითარდებოდა, მეტი ეროვნული თვითშეგნება გვქონდა და მეტი პატრიოტიზმი და ეროვნული თვითშეგნება იყო მოსახლეობაში... დამოუკიდწბლობის მოპოვების შემდეგ ეს ყველაფერი შემოგვადნა ხელში და დაგვრჩა გაყიდული ქვეყანა smile.gif შენ აქედან თუ აზრის გამოტანა გიჭირს, შენშია პრობლემა ანუ და არა ჩვენში.

QUOTE
ფრთხილად იყავი ამ "გაგინებდი" და ეგეთ ფრაზებთან. ამ ერთხელ გავატარებ. შემდეგში აღარ გავატარებ
გაითვალისწინე სოსოჩიკივით შენც 2000 კმ-ში არ ცხოვრობ აქედან

იცი უკვე სადაც ვცხოვრობ? biggrin.gif მე ნებისმიერ სიტუაციაში გავიმეორებ ჩემს დაწერილს სიტყვიერად. შენ ვერა. თუ არ გჯერავს დავტესტოთ smile.gif
QUOTE
93 წელში დაბადებული კაცი ზღაპრებს რომ ყვები საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე, რომელიც შენ რომ ამ ცხოვრების აზრზე მოხვედი უკვე 20 წლის დაშლილი იყო
მაგის ბრალია ეს


რა საყვარელი ხარ smile.gif

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 09:52
datunia93
QUOTE
მე ნებისმიერ სიტუაციაში გავიმეორებ ჩემს დაწერილს სიტყვიერად. შენ ვერა. თუ არ გჯერავს დავტესტოთ

თუ რამე პრეტენზია გაქვს მეთქი აგერ ვარ
არარ უნდა ამას ეხლა მე ვიზავდი შენ ვერა, "დაგარტყამ და ამერიკაში გაგაფრენ" და ეგეთი ბაზარი
მე ღლეზე მკიდია პირადად შენ თუ გინდა დავტესტოთ


QUOTE
სად შევთანმხდით აბა

შევთანხმდით პირობითად დავწერე, მაგაში არასოდეს დაგეთანხმები.
უბრალოდ ხაზი გავუსვი შენს ნარატივს.
ეს შენი სიტყვებია. ჩემ შეკითხვაზე რითი ჯობდა საბჭოთა დრო დამოუკიდებლობას
შენ მიპასუხე რომ დანაზოგები გვქონდაო. ფულიო
ეს მე არ მითქვამს

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 09:56
მილიტარისტი
QUOTE

თუ ჩემი პროვოცირება არ გინდა, და თუ რამე პრეტენზია გექნება აგერ ვარ ფიზიკურად. ვირტუალურ კაჩავს რომ თავი გავანებოთ.

სად აგერ ხარ აბა? smile.gif

ამხელა სპეცნაზელი კაცი უნდა მოცდე ჩემთან ჩხუბზე? biggrin.gif

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 10:09
QUOTE
სად აგერ ხარ აბა? ამხელა სპეცნაზელი კაცი უნდა მოცდე ჩემთან ჩხუბზე?

მოდი თუ რამე პირადული დაგჭირდება მითხრა პირადში მომწერე რა
მუსკულების და ჭუჭუების დატოლება თემაში რა პონტია
ჩხუბი მე არ მიხსენებია, გაგძუყნიდიო მე არ მითქვამს შენთვის. აღარ დავიწყებ თავიდან ახლა


პ.ს.
არ ვარ სპეცრაზმელი თუ ამან დაგაფიქრა biggrin.gif არც არასდროს ვყოფილვარ


* * *
ეს ვითომ ნახიონალირტურ ნაცისტურ, ფაშისტური თუ რაღაცა არ ვიცი ნარატივი რომ არის კიდევ
"საქართველო ქართველებისთის" და ირანელებზე რომ მიდის საუბარი, ბიზნესმენებზე ბინებს და მიწებს რომ ყიდულობენ
შუა ქალაქში და შუა საქართველოში ყველაზე მოსავლიან ადგილას

რატომ ყიდით ბინებს უცხოელებზე ქართველები? ან რატომ აქირავებთ ბიზნეს ფართებს
რა თქვენ ხელში არ არის?
არ მიაქირავო ირანელს და მიაქირავე ქართველს?

მაგრამ მე ვიცი რატომაც გაივსო აღმაშენებელი თურქებით
იმიტომ რომ ისინი მეტს იხდიან smile.gif ქართველების "პატრიოტიზმი" კიდევ აგერ ფულზე გადის
რომელ ეპოქაში გვაქვს დანაზოგი თურმე ის არის ყველაზე ნაღდი ეპოქა.
ბავშვებს ლენინზე რომ აფიცებდნენ, რომ მეტკავდნენ იმ წითელი რაღაც ყელსაბამით
სამაგიეროდ ვიპარავდით, ვტეხავდით, ლევად ვყიდიდით და ა.შ
დანაზოგი გვქონდა


რატომ არის მიწები რომ იყიდება არაბებზე, ინდუსებზე ჩინელებზე და ყველა ჯურზე საერთოდ
იმიტომ რომ თოხის და ბარის გაგონება აღარ უნდა ქართველს. რა მარტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები იყიდება?
გლეხი არანაკლებს ყიდის
თოხი ტრაკში რომ გამიკეთო ხელს არ მოვკიდებ რომ გამოვიძროო, ეს გამოთქმა ქართველის მოგონილია ბოლო წლებში

ვისგან რას ითხოვთ და რა არ მოგწონთ, ვის აბრალებთ ამას
ირანს, თურქეთს?
რატომ აბრალებთ იცით? იმიტომ რომ მუშაობა აღარ უნდა ქართველს, არ უნდა პასუხისმგებლობა არ უნდა დამოუკიდებლობა, ქვეყნის შენება
უნდა რომ ყველაფერი სხვისი ბრალი იყოს, არ მუშაობდეს, ლევად ყიდიდეს საწარმოს საწვავს, ლითონს ჯართად აბარებდეს
და დადიოდეს ვოლგით.

ზოგი იმიზეზებს, გლეხს კაპიკი არ რჩებაო. ზოგ შემთხვევაში ასეა, მაგალითად წელს კახეთში ატმის მოსავალი გადაიყარა დაბალი ფასის გამო
მაგრამ როცა მოდის ჩინელი ვიღაც, იღებს ქირით ქართველისგან მიწას და სთავაზობს ასეთ რამეს. ეს არის რეალური მაგალითები, ძალიან ბევრია ასეთი
ეუბნება, რომ აიღებს მის მიწას, მისცემს მიწის პატრონს ზუსტად იმდენს, რაც მას მოყავდა ამ მიწაზე.
ეს ქართველი გადაიდებს ფეხს ფეხზე მიუგდებს მიწას ამ ჩინელს. ჩინელს მოჰყავს რაც ქართველს მოჰყავდა ორჯერ ან სამჯერ მეტი
თავის წილს უტოვებს მიწის პატრონს დანარჩენს ყიდის და მოგებას ჯიბეში იდებს
აი ეს არის რეალობა.


სომხეთში ჩინური ბიზნესი მოკვდა შესვლისთანავე და დატოვეს ქვეყანა, ერთ ჩინელს ვერ ნახავ იქ
რატომ იცით?
მიუხედავად იმისა რომ ჩინური პროდუქტი ყველაზე იაფი იყო, სომხები არ შედიოდნენ ჩინურ მაღაზიაში
ვინც შედიოდა კიდევ უტრაკებდნენ დანარჩენები

ჩვენ? თურქულ ვაშლს ვჭამთ საქართველოში, გაყინულ ხორცს ბრაზილიურს თუ ინდურს თუ რა ვიცი
თურქულ ბოსტნეულს საერთოდ, ისეთ პროდუქტებს ვჭამთ უცხოურს საქართველოში ყველგან რომ მოდის
საერთოდ რუსულ პროდუქციას მოვიხმართ, ზეთს რა ვიცი რას აღარ კიდევ

იმიტომ რომ 20 თეთრით იაფია !!! მეტი ფული დაგვეზოგება

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 10:38
მილიტარისტი

ოოო, ჯარისკაცი ხო ხარ, ნავარჯიშები იქნები შენ, ამდენი ტყვიები გქონია ნასროლი, თან მ4 იცი თვალდახუჭულმა და რატო მჩაგრავ? მაშინ ცალი ხელი შეიკარი და ისე მოდი sad.gif

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 10:44
datunia93
QUOTE
ოოო, ჯარისკაცი ხო ხარ, ნავარჯიშები იქნები შენ, ამდენი ტყვიები გქონია ნასროლი, თან მ4 იცი თვალდახუჭულმა და რატო მჩაგრავ? მაშინ ცალი ხელი შეიკარი და ისე მოდი

ნუ ეს დემაგოგიაა
არავის არ ვჩაგრავ, შენ მომაყენე შეურაცხყოფა და ვითხოვე აქ კლავიატურის ლომობას შეეშვი და თუ რამე გინდა პირადად მესაუბრე მეთქი
მერე გთხოვე პირადში წერე თემას ნუ აბინძურებ მეთქი
მაგრამ არა, შენ ხო ყველას დასანახად უნდა წერო ეს რაღაც მუსკულების თამაშები

მეორეც თვითონ ძალოვანი ხარ და ჩემზე ბევრად ახალგაზრდა. ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყო საკუთარ მოვალეობას კარგად თუ არსულებ
არ გინდა ეს დემაგოგია მართლა
თემასთან რა კავშირშია საერთოდ. რატომ პროვოკატორობ
არგუმენტები გამოგელია საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე?

პ.ს.
ტყუილად დავივორნე საერთოდ.
ტყუილად დამარეპორტე, არც იარლიყი მომიწებებია შენთვის და არც შეურაცხყოფა დამიწერია
თუ ჩემი ანწერი შეურაცხმყოფელი იყო შენთვის ეს შენ თავსვე უნდა დააბრალო
იმიტომ რომ მე მარტო შენი სიტყვები და ნარატივი გავიმეორე და არაფერი მომიგონია. თუ ეს იარლიყია მაშინ ამ იარლიყს შენ თვითონვე აწებებ შენ თავს მე არაფერ შუაში არ ვარ

და ახლაც პროვოცირებას ცდილობ ჩემსას უკვე რამდენი პოსტია

Posted by: datunia93 15 Aug 2017, 10:45
მილიტარისტი
ეხლა გლეხებს მიადექი კაცო? biggrin.gif იტოკში ყველა დასახვრეტები ვართ, მარტო უნდა იყო საერთოდ ამ ქვეყანაში? biggrin.gif
* * *
მილიტარისტი

არ მცალია სამწუხაროდ შენს სადევნად, ერთი შაბათ კვირას მეცლება და ლობიო მაქვს ასაღები, იქნება ერთი მ4-ის ფული დატოვოს ამ დალოცვილმა.

მომეხმარე თუ გინდა და საღამოს დაგეჭიდები biggrin.gif

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 11:27
facepalm.gif
.....................................................................

პროტესტს ვაცხადებ, ჩამომაჭრან ვორნის ბოლო 20% old.gif
უდანაშაულო ვარ

Posted by: koba1973 15 Aug 2017, 13:00
datunia93
მილიტარისტი
მეგობრებო არ შეიძლება ასე. ჩემი დამოძღვრა არაფერში გჭირდებათ და არც ჭკუაზე დარიგება.
ყველას თავისი აზრი აქვს ცხოვრებაზე და ამის გულისთვის ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას. ძლიერი ადამიანი მიმტევებელი უნდა იყოს. შეიარაღებული მით უფრო.
მაპატიეთ თქვენს საქმეში თუ ჩავერიე. გული მტკივა ასე რომ ექცევით ერთმანეთს.

Posted by: მილიტარისტი 15 Aug 2017, 13:16
koba1973
QUOTE
ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას

მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა.
ჩემგან რა გინდათ არ მესმის

ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მორჩა
ამას ვიტყვი ნებისმიერ დროს
თუ ვინმე ეწევა ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას იმასაც ვეტყვი

თუ ვინმე ამით თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ჯერ განმარტოს და დაამტკიცოს, რომ მისი საჯარო სიტყვები (დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირი ჯობდა იმიტომ რომ ვიღაცას დანაზოგი ჰქონდა მაშინო) არ არის ანტისახელმწიფოებრივი
მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია და ამიტომაც იწყება შეურაცხყოფა

თუ ვინმე თვლის რომ საქარველო დამოუკიდებელი არ უნდა გამხდარიყო, მით უმეტეს იმიტომ რომ ფული ჰქონდა ვიღაცებს
ის შეურაცხყოფას თავის თავს აყენებს, მე არაფერ შუაში ვარ.
მე უბრალოდ ვწერ პოსტ ფაქტუმ, რას ნიშნავს ეს განცხადება.
ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. შეურაცსყოფის გარეშე.


და საერთოდ დროა ეს თემა "რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ" საერთოდ მოკვდეს ამ განყოფილებაში
არსენალში არ უნდა იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა გავმხდარიყავით თუ არა დამოუკიდებლები

და არ უნდა ვისმენდე მე ვიღაცისგან, რომ რუსეთი როცა დედას გვიდღნავდა და მე ამის გამო მას პირველ მტრად ვთვლი
ეს თურმე უბრალოდ "ინტერესების არ დაცვა" იყო და ეს სასაცილოაო !!!
რა დააშავესო


მერე მარეპორტებენ ირიბად იარლიყებს გვკიდებსო.
რაში გამოიხატება ეს ირიბი იარლიყები მაინც ვერ გავიგე.
რამე დამებრალებინოს მაინც ჯანდაბას, მე ხო არ დამიწერია ეს სიტყვები
აშკარად გამოხატულ ანტიპატრიოტ საბჭოეთის მეხოტბეს რომ ტაშს უკრავდა მესმის შენი გეთანხმებიო და მერე მისი სიტყვების დასაბუთება ახსნა დაიწყო
საბჭტა ზღაპრები და ტვინის რეცხვა პროპაგანდა
მე ვიყავი და მე მივაწებე ეგ?

Posted by: eagle.1. 15 Aug 2017, 13:18
მაგიტომ არ მინდოდა ამ თემის დატოვება. ახლა დავხურავ იმდენი ხნით რამდენიც საჭირო იქნება.
სხვა თაში თუ გააგრძელებთ ამ კინკლაობას, ორივე მხარეს დავასვენებ თითო კვირით.
მილიტარისტი
პირად თემებში გახსენი საჩივარი და იქ განსაჯონ გეკუთნოდა თუ არა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)