Mostra 2018 ბიენალე დი ვენეცია
ვინაიდან - კინოს ამბავში „აკადემიის ჯილდოების“ მერე ქრონოლოგიურადაც და გავლენითაც რიგით მეორეა
ვინაიდან - ამავე დროს არის რიგით უძველესი ფესტივალებს შორის
ვინაიდან - კანი მხოლოდ 1939 წლის მისი კალკირების სურვილია (ეგეც ვერ ჩატარდა მე-2 მსოფლიო ომის დაწყების გამო 1946 წლამდე)
და ბოლოს ყველაზე გავლენიანი "ვინაიდან"!ვინაიდან - 1932 წლის 6-ი აგვისტოს საღამოს 22:15 -ზე ფესტივალზე ნაჩვენები იყო ვერი ფერსთ ფესტივალ მუვი კინოს ისტორიაში, რომელიც გადაიღო თბილისელმა კაცმა.
ამიტომ იმჰო ყველა ანუალ „მოსტრას“ უნდა ქონდეს ცალკე თემა.
[მესმის რო ფორუმის წესია, თითო თემა ეკუთვნის თითო ტინო-ტანა-ტუნო-ობას. მაშინ მოდი ასე ვქნათ! უფრო ადექვატურიც იქნება. იყოს ეს თემა ცალკე. ფესტივალის დასრულებამდე. და მერე შევუერთოთ ვენეციის ფესტივალის იმ საერთო თემას.]
რიგით 75-ე წლევანდელი ფესტივალი გაიხსნება აგვისტოს 29-ში, იხურება 8 სექტემბერს
ჟიურის თავჯდომარეა მექსიკელი გილერმო დელ ტორო, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორიას განსაკურებით თავი დაგვამახსოვრა საკუთარი, 2006 წლის პროდუქციით - „ფავნის ლაბირინთი“, სადაც არ შეიძლება არ აღინიშნოს ესპანელი სერჟი ლოპესის სამსახიობო პრეზენტაცია.
33 წლის ამერიკელი დემიენ შაზელის
"პირველი კაცი" იქნება გახსნის ფილმი.
ახალგაზრდა რეჯისორმა კინოინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა 2017 წელს აკადემიის 7 ჯილდოს აღებით.
საპატიო "ოქროს ლომი" კინოში დამსახურებებისთვის გადაეცემა აღიარებულ კანადელ კინორეჟისორს
დეივიდ კრონენბერგს, ვისი ფილმებიც: "ბუზი", "ვიდეოდრომი", "მ. ბათერფლაი" და ა.შ. დღესაც საყოველთაო აღიარებით სარგებლობს.
ნატო ვაჩნაძე 1947 წლის მოსტრაზე
ქართული ფილმები მოსტრაზე საკონკურსო პროგრამაში :
1946 - მიხეილ ჭიაურელის
"ფიცი" ჯილდო: ფესტივალის ოქროს მედალი
1958 - იგივე ჭიაურელის
"ოთარაანთ ქვრივი"1984, 1989, 1992, 1996 წლებში ოთარ იოსელიანის ფრანგულ ფილმებს აღებული აქვთ სხვადასხვა მთავარი პრემიები
ფესტივალის ოფიცალური გვერდივიკიფაცეთვითიიმდბ