მოდით დავდოთ და განვიხილოთ ეთნოგრაფიული მასალები. ძალიან საინტერესო თემაა ეთნოგრაფია. ეს სფერო შეისწავლის სხვადასხვა ხალხების მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას.
საქართველოში ქართველმა მეცნიერებმა, ეთნოგრაფებმა დიდი სამუშაო გასწიეს თავის დროზე, მაგრამ ახლა კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი. იმდენი საინტერესო რამე იკარგება და ნადგურდება, საშური საქმეა ყველაფრის აღწერა-დაფიქსირება, ალბომების, წიგნების გამოცემა, უამრავი ძველისძველი და ფასეული ნივთის მუზეუმში გადატანა, შესაძლოა საჭირო იყოს ახალი ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსებაც სხვადასხვა რეგიონებში.
ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი იყო აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მისი ღვაწლით დაარსდა ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
სხვა ქართველი ეთნოგრაფები:
სერგი მაკალათია
ვერა ბარდაველიძე
გიორგი თედორაძე
ილია ადამია
დიმიტრი ბაქრაძე (ეს საკმაოდ დიდი პიროვნებაა, არა მარტო ეთნოგრაფი)
პეტრე ჭარაია
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი (ეს უფრო ფოლკლორის მიმართულებით მუშაობდა)
ვახტანგ დოლიძე (ნუ ეს უფრო ხელოვნებათმცოდნე იყო, მაგრამ ეთნოგრაფიის თვალსაზრისითაც საინტერესო რამეები უწერია)
აკაკი სოხაძე
განავრცეთ თუ შეგიძლიათ.
თანამედროვე ქართველი ეთნოგრაფებიდან (თუმცა ისინი თავს უფრო ეთნოლოგებს უწოდებენ) ყველაზე ძლიერი ალბათ როლანდ თოფჩიშვილია, კარგი მეცნიერია როზეტა გუჯეჯიანიც. დაწერეთ სხვებიც თუ იცით.
ტრისტან მახაურსაც აქვს ეთნოგრაფიული შინაარსის ნაშრომები. ეს პიროვნება სამწუხაროდ ახლახან (ამ წლის 4 იანვარს) გარდაიცვალა.
მე მაგალითად მაკალათიას ნაშრომები ძალიან მომწონს. ვისაც გაინტერესებთ, აგერაა მისი ნაშრომების ელ-ვერსიები:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2003...%83%92%E1%83%981957 ატენის ხეობა მაკალათია, სერგი
1957 ბორჯომის ხეობა მაკალათია, სერგი; კაკაბაძე, ს.
1944 გიორგი ბრწყინვალე მაკალათია, სერგი; ჩხეტია, შ. ყ.
1945 დავით აღმაშენებელი მაკალათია, სერგი
1942 დიმიტრი თავდადებული მაკალათია, სერგი
1942 ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება მაკალათია, სერგი
1942 ვახტანგ გორგასლანი მაკალათია, სერგი; კაკაბაძე, სარგის
1990 თამარ მეფე მაკალათია, სერგი
1959 თეძმის ხეობა მაკალათია, სერგი
1983 თუშეთი მაკალათია, სერგი; უთურგაიძე, თედო
1960 კავთურას ხეობა მაკალათია, სერგი
1964 ლეხურის ხეობა მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1971 ლიახვის ხეობა მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1938 მესხეთ-ჯავახეთი მაკალათია, სერგი
1987 მთის რაჭა მაკალათია, სერგი; ფრუიძე, ლევან
1930 მთიულეთი მაკალათია, სერგი
1941 სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია მაკალათია, სერგი
2006 სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია მაკალათია, სერგი; გაბაშვილი, მანანა
1963 ფრონის ხეობა მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1985 ფშავი მაკალათია, სერგი; ჭინჭარაული, ალექსი; წოწკოლაური, დავითი
აგერ, dzeglebi.ge_ს მშვენიერი სამუშაო გაუწევია:
http://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia.htmlახუაშვილი ნინო – ხეთური დაკრძალვის რიტუალი და პარალელები ქართულ სამყაროსთან;
ბაკურიძე მარიამი – თუშური საქორწილო ტრადიციის ზოგი თვისებურების შესახებ;
ბერიძე ეთერი – ნიგალას ხეობა, ეთნოგრაფიული ჩანაწერები
ბურდული მედეა – სამედიცინო ცნობები ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში
ბურდული მედეა – სამკურნალო რიტუალები სვანეთში;
ბურდული მედეა – ნევროფსიქიკური დაავადებების მკურნალობის რელიგიური ცენტრები სვანეთში
ბურდული მედეა – ძველი ქართული მედიცინა არქეოლოგიური მასალის მიხედვით;
ბურდული მედეა – ღვინით მკურნალობის ხალხური ტრადიციები საქართველოში (ენოთერაპია);
გრიშაშვილი იოსები – ყეენობა;
გრიშაშვილი იოსები – ქალაქის ენა;
გრიშაშვილი იოსები – კინტო და ყარაჩოღელი;
გრიშაშვილი იოსები – კრივი;
გრიშაშვილი იოსები – ძველი თბილისის ბიბლიოთეკა;
თოფჩიშვილი რონალდი – XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მასალები საქართველოს ეთნოისტორიისა და სოციალური ყოფის შესახებ;
თოფჩიშვილი რონალდი – ზოგიერთი ქართული ეთნოგრაფიული რეალია შავშეთში, კლარჯეთში და ტაოში;
თოფჩიშვილი რონალდი – საქართველოს საკუთარ სახელთა რქმევის ზოგიერთი ტრადიციის შესახებ;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული მემკვიდრეობითი სახელებისათვის;
თოფჩიშვილი რონალდი – ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიისათვის;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული გვარ-სახელები;
თოფჩიშვილი რონალდი – წოვა–თუშები;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართველთა ეთნონიმები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა აღმნიშვნელი ტერმინები;
თუითი ქევინი – წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისათვის;
მოსია ბელა – მეგრული ზღაპრის თავისებურებები;
რუხაძე ჯულიეტა – ქართული ხალხური დღესასწაული;
სოზაშვილი ნინო – საბრძოლო საშუალებათა სახისმეტყველება "ამირანში";
ფუტკარიძე ნანა – ტოპონიმ "მარეთის" ეტიმოლოგიისთვის;
ქვრივიშვილი მაია – ქართული ნაციონალური სამოსი;
ქვრივიშვილი მაია – დროისა და სივრცის კატეგორიების აღმნიშვნელი ზოგიერთი ქართული ტერმინისათვის;
ყავრიშვილი ბესარიონი – სვანეთის მოსახლეობა;
შავხელიშვილი აბრამი – თუშეთის ისტორიული წარსულიდან;
შალაშვილი მაია – ოჯახური ტრადიციები კახეთსა და აფხაზეთში;
ჩელებაძე ნაილა, შინი ჰეირათინი – ერთი საქორწინო ტრადიციის შესახებ თერმეს (თურქეთი) ქართველებში;
ჩიქოვანი თეიმურაზი – სამეურნეო ცხოვრება ჯავახეთში;
ჩიქოვანი თეიმურაზი – ჯავახების დასახლება და საცხოვრებელი;
ცოცანიძე გიორგი – ნიშნობა-ქორწილობები თუშეთში;
ჭაბუკიანი დარეჯანი – მიცვალებულის კულტი ლეჩხუმში;
ჭაბუკიანი დარეჯანი – წყლის კულტი ლეჩხუმში;
ხუციშვილი ქეთევანი – წინარექრისტიანული რწმენა–წარმოდგენები საქართველოში;
ჯალაბაძე დავითი – შურისძიების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი ფშავის (ხალხურ) ჩვეულებით სამართალში;
ვისაც გაინტერესებთ შედით მაგ ლინკზე, დააკლიკეთ აქ ჩამოთვლილთაგანს, რომელიც გაინტერესებთ და შეძლებთ იქვე გაეცნოთ მაგ ნაშრომებს.
ასევე არაჩვეულებრივი საიტი "საუნჯე" (ტრადიციები (ეთნოგრაფია) და სიმბოლიკა):
http://saunje.ge/index.php?id=17&lang=enსაზოგადოებრივ მაუწყებელზე ადრე გადიოდა გადაცემა ეთნოგრაფიული ნარკვევები, ვგიჟდებოდი ამ გადაცემაზე:
ასევე ძალიან გულსატკენია ძველი, ულამაზესი ოდა სახლები რომ ინგრევა დასავლეთ საქართველოში. ხელოვნების ნიმუშებია და სირცხვილია ასე უპატრონოდ რომაა მიყრილი. ხალხს მილიონები აქვს და აღარ იცის რაში ყაროს, მე რომ ვიყო გავიღებდი ფულს, ამ სახლებს ერთ სივრცეში მოვათავსებდი, რესტავრაციას ჩავუტარებდი და კიდევ ერთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს დავაარსებდი.
* * *
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...b307f0f.16>=2ქართული და იაპონური საცხოვრისების შედარებითი ანალიზი:
http://www.doctrina.ge/%E1%83%A5%E1%83%90%...83%AA%E1%83%AE/
არა არს დაფარულ...