#58203381 · 2 Aug 2021, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ლუკოილის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი კომპანიის მიერ მოტყუებული კომპანიების მიერ (ე.წ. class action). მოგვიანებით დავდებ ინფორმაციას და თუკი ვინმეს სურვილი გექნებათ შემოგვიერთდით ორი მიმართულებით: (1) როგორც მოსარჩელეები - თუკი თქვენ დაზარალდით, ან (2) მოგვაწოდეთ მტკიცებულებები - თუკი ფლობთ საჭირო ინფორმაციას. ასევე, გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს. * * * იურიდიული ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილის“ საგანგებო განცხადება კომპანია „ლუკოილის“ თაობაზე!
დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 21 ივლისს კომპანია „ლუკოილმა“ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი [https://www.facebook.com/lukoil.georgia/photos/a.420517664749724/2266122650189207/], რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან შეწყდება კომპანია „უნიგრუპის“ მიერ მომხმარებლებზე რეალიზებული „ლუკოილის“ საწვავი ტალონების მიღება. აღნიშნულმა ინფორმაციამ, სამართლიანად, გამოიწვია ათასობით მომხმარებლის, მათ შორის, კორპორატიული მომხმარებლის აღშფოთება, რომლებმაც სოლიდური თანხები გადაიხადეს „ლუკოილის“ საწვავის ტალონების შესაძენად და ქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შეძლებდნენ მათ განაღდებას. „ლუკოილის“ განცხადებამ, რომლის მიხედვითაც საწვავის გაცემა დღეის მდგომარეობით უკვე შეწყვეტილია, მომხმარებელთა ეს მოლოდინები ვერ გაამართლა! ვითარებას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ ორივე კომპანიის ოფიციალურმა ვებ-გვერდებმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო მომხმარებლები ვერ ახერხებენ ვითარების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას.
იურიდიული ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილი“ კატეგორიულად გმობს კომპანია „ლუკოილისა“ და „უნიგრუპის“ აღნიშნულ მოქმედებებს და მიიჩნევს, რომ გაყიდული საწვავის ტალონების განაღდებაზე უარი წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების უპრეცენდენტო მასშტაბის დარღვევას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა იურიდიულმა ფირმამაც გადაიხადა სოლიდური ოდენობის თანხა და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ მივიღებდით დაპირებულ საწვავს კომპანია „ლუკოილისგან,“ თუმცა, 2021 წლის 02 აგვისტოს, ჩვენი ფირმის წარმომადგენელს უარი განუცხადეს ტალონების განაღდებაზე, იურიდიული ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილის“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სამოქალაქო სარჩელის მზადება კომპანიების „ლუკოილისა“ და „უნიგრუპის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ კომპანიას და ფიზიკურ პირს, თუკი თქვენც გახდით „ლუკოილისა“ და „უნიგრუპის“ აღნიშნული მოქმედების მსხვერპლი, დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე! ჩვენ გაგიწევთ იურიდიულ მომსახურებას შეღავათიანი პირობებით და დაგეხმარებით აღიდგინოთ თქვენი დარღვეული უფლებები! ამასთან, სასამართლოში მოთხოვნილი იქნება კლიენტის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება დაეკისროთ მოპასუხე კომპანიებს!
გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილი“ თეიმურაზ ბიგვავა - 591 28 06 10, tbigvava@biba.legal ზვიად ბატიაშვილი - 591503008, zbatiashvili@biba.legal
--------------------
Life goes on
|