გენერალური რეპეტიციაზელანდიამ შარშანდელი ხინჯი გამოასწორა –
"III ბლედისლოუც" მოუგო ავსტრალიას საგაისო მსოფლიო თასის ფინალის არენაზედამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი >> ქვემოთაა
ვერცხლის, დიდრონი "ბლედისლოუს თასი" 1931 წელსაა დაწესებული. კივებმა "ოთხ ერზე" ორჯერვე რომ ძლიეს ოზები, გარდამავალი რელიკვია ზედიზედ მე-16 წლითაც დაიბევეს, მაგრამ ყოველი სამეზობლო რკენა გამორჩეულად ეშხიანია, "ოლ ბლექს"ისგან რაგბეთი ყოველთვის გამარჯვებას ელის და შარშან ამავე ვითარებაში "ვოლაბიზ"მა იმარჯვა – ოღონდაც ბრისბენში
ჰოდა, თამაში რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის გენერალურ რეპეტიციად ჩაეფიქრებინათ ორგანიზატორებს, ბილეთების ნაწილი იაფად ან სულაც მუქთად დაარიგეს და იაპონიაში ტესტ’რაგბზე დასწრების რეკორდიც დამყარდა – დღის სამ საათზე, ჩინებულ დარში,46 143 ქომაგი მივიდა იოკოჰამის "ნისან სთედიუმზე"
შოუც რიგიანი გამოვიდა. 50-ე კეპი მიითვალა სონი-ბილ ვილიამსმა, მეასე – ოზთა ბურჯმა სეკოპე კეპუმ. იზი ფოლაუ 13 ნომერზე იდგა; კივებმა ცხრად თი’ჯეი პერენარას დააწყებინეს, ზურგში კი დამიენ მაკ’ქენზი გაამწესეს და ამან ბოდენ ბარეთს კარგად შეაშველა ხელი შეტევის ორგანიზებაში
გარემარბებმა გაილაღესდაიდო 7 ლელო * 5/2 და ფალავანმა * 37:20 იმარჯვა
მოეწყო 20 შერკინება და ნაკლები – 17 დერეფანი. ფრანგმა რეფმა 20 ჯარიმა | თავისუფალიც დანიშნა (ზელანდიის სასარგებლოდ 13-7)
კივებმა მეტოქეზე ბარემ ორჯერ მეტი ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს 21-11, სხვა მაჩვენებლები კი – ფლობისა 54-46% და ტერიტორიის 56-44%გარდა – თითქმის თანაბარი გამოვიდა. ერთი ეგაა, ვოლაბებს თერნოვერი ბევრად მეტი შეემთხვათ 18-7, რაზეც მათმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ ბრძანა, "ოლ ბლექსს" მაგდენ შანსს რომ უბოძებ, მოგიგებსო
გაილაღეს შავების გარემარბებმა – ბენ სმითმა: 106 მეტრი 12 სოლოზე და რიკო იოანემ: 105 მეტრი 11-ზე, 5 გარღვევა და 6 გაბითურება. ოზთაგან ფოლაუმ გაირბინა 100 მეტრი 10 სოლოზე, მაგრამ ლელოც აჩუქა ბენს. ისე, ამ ეპიზოდში არონ სმითმა დაბლოკა ქერთლი ბილი, მაგრამ თემიდა მუდამ ძლიერს რომ სწყალობს, ლელო ჩაითვალა
ზანტ მორკინალებზეთავიდან ავსტრალიამ შეუტია და სქოთ ბარეთმა ალამთან გადადენა კიდეზე დეინ ჰეილეთ-პეთი
ზელანდიის პირველ ლელოზე ლიამ სქვაიერმა დაიფრინა ბილი * 7:0 @ 13’, მეორეზე კი – 5-მეტრა შერკინებიდან, ქიარან რიდს ვერაფერი დააკლეს ნედ ჰენიგანმა და ვილ გენიამ * 17:3 @ 37’
ოზებმა შესვენებამდე მაინც გამოიღეს ხელი – ფიჯელმა გარე’მარბებმა: მარიკა კოროი’მბეტემ და სეფა’ნაია ნაივალუმ კუთხეში ივარგეს * 17:10
მეორე ტაიმის დასაწყისში რობ სიმონსს ლელოში ჩაუწვა ბოდენი, ხეირზე რგებული ჯარიმა კარში დაირტყა, ვოლაბთა შემდეგი 13 ფაზა კი თერნოვერით დასრულდა
მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა: რიდმა და პერენარამ გრძელ ფრთაზე რომ შეუტიეს, ბოდენმა უცებ რიკო მოკლეზე მიუშვა ზანტ მორკინალებზე და თავადვე მიჰყვა * 27:13 @ 60’
ეგეთი გაგვიუქმესოოზებს არგოთ მოკეთებული სამუ კერევის შემატებამ – ამისი გარღევევა კინაღამ ლელოთი დასრულდა, მაგრამ მალე ტოლუ ლატუ და ქოდი თეილორი წაკინკლავდნენ – არიფმა ოზმა სახეში მოუთათუნა ხელი ოღრაშ მეტოქეს და სინბინში წაბრძანდა
უმალ ფოლაუს ჩაუჭრა პასი ბენმა * 32:13 @ 70’, რაზეც ოზურმა მედიამ დაიჩივლა, ზუსტად ეგეთი ლელო გაგვიუქმეს ორი წლის წინო
http://ovaluri.comxa.com/2016/QA/26_BLEDISLOE.htmბოლოს კერევიმ მაინც გაუხერხა ოფლოუდი ფოლაუს * 32:20 @ 76’, მაგრამ აიზექ როდას რომ დაუვარდა ქიქ’ოფი, რიჩი მოჰუნგამ შეუტია, ბენმა ლამის კარს უწია, ბოდენმა კი – კარლოს სპენსერის’ეულ, 2003 წლის ყაიდაზე – ფეხებ’შუა უპასა რიკოს, ვინაც წელს მე-11, ხოლო 21 ტესტში – 22-ე ლელო გაიტანა * 37:20 @ 78’
ამით, ეტყობა, 3-ტესტა ბლედისლუს ხანაც დასრულდა, რაკი გაისად მსოფლიოა და "ოთხი ერიც" კი მოიკვეცება, ხოლო 2020 წლიდან თუ
12-გუნდა "მსოფლიო ლიგა" მართლაც გაეშვა, ტესტები თანაბრად გადანაწილდება, რათა ელიტაში ყველა ყველას ერაგბოს მინიმუმ თითოჯერ და ტელე’უფლებები უსარფიანესად გაიყიდოს
ბლედისლოუს თასი * 2018ბოლო, მესამე რკენა
ზელანდია 37:20 ავსტრალია სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/298686.htmlზელ: მაკ’ქენზი (მოჰუნგა 68) ბ.სმით ქროთი (ლენართ-ბრაუნ 61) ვილიამს იოანე
<10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 61) /
მუდი (ტუჰი’ ნუკუაფე 52) თეილორ (ჰარის 71) ფრენქს (ლაულალა 52)
ს.ვაითლოქ (რეთალიქ 52) სქ.ბარეთ; სქვაიერ (თოდ 68) ა.სავეა რიდ^კაპ –
5ლ: სქვაიერ რიდ ბ.ბარეთ ბ.სმით იოანე; 3გ 2ჯ: ბ.ბარეთ
ავს: ჰეილეთ-პეთი (ბენქს 72) ნაივალუ (კერევი 58) ფოლაუ ბილ კოროი’მბეტე (ფაინგა 72-76)
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) /
სიო (კეპუ 54) ფაინგა (ლატუ 54 სბ 67-76) ალა’ალატოა (ტუპოუ 54)
როდა სიმონს (არნოლდ 66) ჰენიგან (დემპსი 52) ჰუპერ^კაპ პოქოქ –
2ლ: ნაივალუ ფოლაუ; 2გ: ფოლი; 2ჯ: ბილ ფოლი
რეფ პუატ (სფრ) 27/10 @ იოკოჰამა (იაპ), ნისან (46 143)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=1540644265რჩეული >>
https://youtu.be/aMkO-B7l69k7:0(13) 7:3(21) 10:3(25) 17:3(37) 17:10(40+) /
17:13(48) 20:13(53) 27:13(60) სბ(67ა) 32:13(70) 32:20(76) 37:20(78) დას(80+1)
სერია 3-0 (115:45 | ლ 17/5)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/10_2018)
1 ზელანდია 9296, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
4 ინგლისი 8568, 5 აფრიკა 8352, 6 შოტლანდია 8302,
7 ავსტრალია 8286, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7801,
10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
13 საქართველო 7313, 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166
16 სამოა 6828, 17 რუმინეთი 6825, 18 ურუგვაი 6537,
19 რუსეთი 6489, 20 ესპანეთი 6309, 21 ჰონკონგი 6046,
22 ნამიბია 5997, 23 კანადა 5993, 24 პორტუგალია 5830,
25 ბელგია 5809, 26 ბრაზილია 5681, 27 ჰოლანდია 5652,
28 კენია 5571, 29 გერმანია 5559, 30 ჩილე 5436
+/-: ზელ 0 ავს
საუკეთესო სთრიმებიhttps://www.vipbox.live/live-rugby :::