"ფორინ პოლისის" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას ავტორიტეტიან ამერიკულ გამოცემა „ფორინ პოლისის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.
სტატიის ავტორებმა ყოფილი და ამჟამინდელი ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან შეიტყვეს, რომ საქართველო, როგორც ჩანს, არ აპირებს ხელი მოაწეროს დიპოლომატიურ შეთანხმებას ბრინკის ელჩობაზე ოფიციალურად დასათანხმებლად. „ფორინ პოლისის“ სტატიაში ბრინკი მოიხსენიებულია დიპლომატად, რომელსაც ევროპაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და საქართველოშიც უმუშავია.
სტატიის ავტორების თანახმად, მათთან საუბარში ორივე ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს სააკაშვილის მიმართ ბრინკის მხარდაჭერა. ბრინკი დაახასიათეს, როგორც პროფესიონალი, რომელსაც არასოდეს გამოუხატავს განსაკუთრებული კეთილგანწყობა სააკაშვილის, ან მისი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ბრინკის კანდიდატურას აქტიურად ემხრობა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიჩელი.
ბრინკის კანდიდატურის მიუღებლობა, სტატიის ავტორების აზრით, აჩვენებს, რა ცვლილებები განიცადა საქართველოს მთავრობამ პროდასავლურობით გამორჩეული სააკაშვილის გადადგომის შემდეგ. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს დასავლურ კურსს, რომელსაც აბალანსებს მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობასთანო, წერენ სტატიაში.
სტატიის ავტორების თანახმად, მათ „მრავალრიცხოვანი“ ამერიკული და ქართული წყაროებიდან შეიტყვეს, რომ ახალი ელჩის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
წელს ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „არასერიოზული“ უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უშლის და აფერხებს შეერთებული შტატების ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/29648610.htmlაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი..
ხელისუფლება ბლოკავს აშშ-ს ელჩის კანდიდატურას... ეს ნორმალური რომ არაა ყველამ იცის, ვისაც არ ეზარება რაღაცეების წაკითხვა..
მითუმეტეს ნორმალური არაა, როდესაც საუბარი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე..
რატომ ძაბავს ქოცხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობას ?
რატომ მოგვახვიეს თავს პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც პუტინის რიტორიკით გველაპარაკება წლებია?
რუსული პროპაგანდისტული მედიის თუ რუსი პოლიტიკოსების დაუფარავი სიხარული სალომეს გამარჯვების გამო კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ეჭვს..
ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილებასთან რუსეთის მიმართულებით ?
საუბრები რკინიგზის პრივატიზებაზე, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე და ა.შ. მხოლოდ ამძაფრებს ამ ეჭვებს...
ასევე ხელისუფლების მიერ არჩევნების ღიად და დაუფარავად გაყალბება, დასავლეთის შესაბამისი ორგანიზაციების დასკვნებისადმი წაყრუება..
და კიდევ მრავალი რამ მიგვანიშნებს რომ ხელისუფლება მიუახლოვდა იმ სახიფათო ზღვარს, როდესაც შესაძლოა ქვეყნის განვითარების ვექტორი შეიცვალოს რუსეთის სასარგებლოდ