Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > წყალს მიდუღებს და ბაჩოკიდან არ გადააქვს


Posted by: iRadonn 22 Mar 2024, 18:54
სალამი კეთილს ხალხს, ერთი-ორი სიტყვა შემაწიეთ თქვენს გახარებას.

რადიატორი წყალს იშრობს და ადუღებს, მაგრამ წყლის ბაჩოკში წყალი ასხია და არ გადააქვს რადიატორში.


უკეთ აგიხსნით: მოკლედ მოვდივარ, ვხედავ 90 გრადუსს ასცდა საკაიფოდ, სადაცაა ავა 100მდე. გავაჩერე მანქანა, მოვხადე რადიატორს(ადუღებული წყალი შემესხა ბაზარი არაა ) და ჩავამატე 2 ლიტრამდე წყალი.
მაგრამ ბაჩოკს რო ჩავხედე, წყალი ბლომად ასხია.
ანუ რადიატორს აკლდა და იქიდან კი არ გადაქონდა.

რა თემა იქნება?

Posted by: AvtandiL 169 22 Mar 2024, 19:33
რადიატორის თავსახურის შეცვლით დაიწყე. რომ არ გადაიტანა მაგის ბრალი იქნება. შემდეგ მოძებნე წყალი რატომ აკლდება და მაგას მიხედე.

Posted by: iRadonn 22 Mar 2024, 20:56
QUOTE (AvtandiL 169 @ 22 Mar 2024, 19:33 )
რადიატორის თავსახურის შეცვლით დაიწყე. რომ არ გადაიტანა მაგის ბრალი იქნება. შემდეგ მოძებნე წყალი რატომ აკლდება და მაგას მიხედე.

რამენაირად შემიძლია გავტესტი ხუფი მუშაობს თუ არა?

ისე, მამაჩემმა დრელით პატარა ხვრელი დაადო მაგ ხუფს. .
რას ერჩოდა რავი.

Posted by: JoePistone 22 Mar 2024, 21:22
QUOTE (iRadonn @ 22 Mar 2024, 20:56 )
QUOTE (AvtandiL 169 @ 22 Mar 2024, 19:33 )
რადიატორის თავსახურის შეცვლით დაიწყე. რომ არ გადაიტანა მაგის ბრალი იქნება. შემდეგ მოძებნე წყალი რატომ აკლდება და მაგას მიხედე.

რამენაირად შემიძლია გავტესტი ხუფი მუშაობს თუ არა?

ისე, მამაჩემმა დრელით პატარა ხვრელი დაადო მაგ ხუფს. .
რას ერჩოდა რავი.

1. მამაშენმა დრელით სავარაუდოდ იმიტო გახვრიტა, რომ მანამდეც რაღაც პრობლემა ქონდა, მაგ გახვრეტილი თავსაფარს სანამ არ შეცვლი ჭკუაზე ვერ მოიყვან.
2. ზოგადად წყლის პრობლემა რამდენიმე პრობლემამ იცის, აქედან ერთერთია თერმოსტატის გაფუჭება, ღია მდგომარეობაში თუ გაიჭედა წყალს გაცხელება უჭირს, გვიან ცხელდება და ტრასაზე როდესაც გადიხარ დაბლა აგდებს ტემპერატურას, თუ დახურულ მდგომარეობაში გაიჭედა წყალს გიდუღებს.
3. თერმოსტატი თუ კარგად მუშაობს შეიძლება კიდევ იყოს რადიატორის პროპელერი ან მისი დაჩიკი გაფუჭებული.
4. როგორც ზემოთ დაგიწერეს თავსაფარის ბრალიც შეიძლება იყოს, ყველა ვარიანტში შესაცვლელი გაქვს, რადგან გახვრეტილია.
5. ყველაზე ცუდი ვარიანტია მატორის პრაგლატკის გაფუჭება, მაგანაც იცის წყლის ადუღება.

Posted by: iRadonn 22 Mar 2024, 21:30
JoePistone
შევცვლი ხუფს.
თერმოსტატი ახალი შეცვლილი მაქვს.

რო შევაჯამოთ: როცა რადიატორს წყალი აკლია, ბაჩოკიდან ხო უეჭველი უნდა გადმოიტანოს?
თუ არ გადმოაქვს ე.ი ხუფის ბრალია ხო?




Posted by: დუჩა 23 Mar 2024, 10:04
QUOTE
3. თერმოსტატი თუ კარგად მუშაობს შეიძლება კიდევ იყოს რადიატორის პროპელერი ან მისი დაჩიკი გაფუჭებული.
4. როგორც ზემოთ დაგიწერეს თავსაფარის ბრალიც შეიძლება იყოს, ყველა ვარიანტში შესაცვლელი გაქვს, რადგან გახვრეტილია.
5. ყველაზე ცუდი ვარიანტია მატორის პრაგლატკის გაფუჭება, მაგანაც იცის წყლის ადუღება.

ამას დამატებული
თხევადი გაზი ხომარ აყენია მანქანაზე?
რედუქტორმა იცის გაზის გადასვლა წყალში და რადიატორს ცლის.

Posted by: AvtandiL 169 23 Mar 2024, 12:35
iRadonn

რადიატორის ხუფის შეცვლით მხოლოდ ერთ პრობლემას აგვარებ, როცა წყალს დაიკლებს მაშინ გადმოიტანს, მაგრამ მაგით მხოლოდ დროს იგებ. თუ იკლებს მაგ რეზერვუარის წყალს რომ გამოცლის მერე მაინც ხომ აადუღებს?

თერმოსტატი თუ შეცვლილი გაქვს და გახსნის პრობლემა არ აქვს, მაშინ პომპა უნდა შემოწმდეს. შეიძლება ფრთები აღარ აქვს და ცირკულაციას ვერ აკეთებს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადანახურებია ძრავი. CO-ზე უნდა შემოწმდეს. თუ პრაკლადკა დამწვარია და გაზები გადმოაქვს გამოჩნდება. 30 ლარის ფარგლებში ღირს ელიავაზე.

თანმიმდევრულად რომ მიყვე. ჯერ ხუფს ყიდულობ და ცვლი. 20 ლარის ფარგლებში ღირს ახლები. შემდეგ ცივ ძრავზე წყლის სისტემას ავსებ ნორმამადე, რადიატროსაც და რეზერვუარსაც.
ქოქავ მანქანას და ელოდები თერმოსტატის გასხნას, ვენტიალიატორის ჩართვას და რადიატორის ქვედა მილის გათბობას. უნდა დააკვირდე წყალი საიდან გასდის, თუმცა არის ალბათობა რომ ვერ შეატყო.

Posted by: iRadonn 23 Mar 2024, 13:26
AvtandiL 169
კარგი პოსტი იყო, ძაან დამეხმარე.

მადლობა wink.gif

Posted by: Z-owner 23 Mar 2024, 13:55
iRadonn
წყალს არაფრით არ გადაიტანს ძრავში, თუ სახურავი არ ვარგა, ან სისტემის ჰერმეტულობა გაქვს დარღვეული. სიარულში შეიძლება ვერ შეამჩნიო, ისე დაიკლოს ორთქლის სახით წყალმა, დარწმუნდი რომ რადიატორის ხუფი კარგი და დააკვირდი. როგორი სისტემა აქვს, ღია, დახურული? მანქანა მოდელი.

გარდა ამის, გარეცხე და გაამშრალე ყველა საეჭვო ადგილი, საიდანაც შეიძლება წყალს აპარებდეს. leak tester არის, აქ თუ იშოვება არ ვიცი რადიატორში ამატებ და მერე ულტრა იისფერ ნათებაზე ჩანს. ასევე ძველი ხუფით შეგიძლია ააწყო ჰერმეტულობის გასასინჯი, ერთი ცალმხრივი კლაპანი დაგჭირდება, ერთი "ტრაინიკი" და მანომეტრი, სისტემას, 1 ბარი წნევა, უპრობლემოდ უნდა ეჭიროს.

Posted by: Internet_Contraband 23 Mar 2024, 18:02
iRadonn
ვინტილიატორებიც შეამოწმე დაქოქილზე ხო ტრიალებს. კი მარტივია მარა მაინც გამორიცხე.
უფრო პომპა მგონია, მარა რაც მარტივი შესამოწმებელია - გამორიცხე ეგენი.

Posted by: DORO 23 Mar 2024, 20:30
QUOTE
მაგრამ ბაჩოკს რო ჩავხედე, წყალი ბლომად ასხია.
ანუ რადიატორს აკლდა და იქიდან კი არ გადაქონდა.

რა თემა იქნება?


ცირკულაცია არის წყლის წრეზე სიარული.
ამას აკეთებს პომპა ..
ბაჩოკში შემავალი პატარა შლანგი მოხსენი დაქოქილზე და ნახე მოაქვს თუ არა.

Posted by: kavlel 23 Mar 2024, 21:52
რადიატორის თავსახურის შეცვლით დაიწყე, თუ პრობლემა არ მოგვარდა, წყლის სისტემა შეამოწმებინე ცეოზე. თუ ცეო აქვს გალოვკის პრაკლადკა დაიწვა თუ არ აქვს მერე უფრო გაგიმარტივდება გამომწვევი მიზეზის მოძებნა

Posted by: iRadonn 23 Mar 2024, 23:08
ოქრი ხალხი ხართ.

დავხურავ თემას.


დიდი მადლობა ყველას.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)