V I V A L D IOrlando - Marilyn HorneAlcina - Kathleen Kuhlmann
Angelica - Susan Patterson
Bradamante - Sandra Walker
Ruggiero - Jeffrey Gall
Medoro - William Matteuzi
Astolfo - Kevin Langan
Orchestra and Chorus of the San Francisco Opera House
Conductor - Randall Behr
Producer - Pier Luigi Pizziგადმოიწერე:
alldrives.geUS: gmertebis
PW: daisi
გთავაზობთ ვივალდის "შმაგი როლანდის" 1989 წლის ვიდეო-ჩანაწერს სან ფრანცისკოს ოპერიდან განუმეორებელი მერილინ ჰორნით მთავარ როლში. დანარჩენებიც საკმაოდ კარგად მღერიან, ყველა კარგად ზის თავის როლში, ერთი შეიძლება ჯადოქარ ალჩინას შემსრულებელი კეტლინ კულმანია ცოტა უღიმღამო, მაგრამ მაი არაფერი. რაც მთავარია, ჰორნი სიგიჟეებს აკეთებს და პიცის დადგმაც ძალიან ლამაზი და საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპერის სიუჟეტს და ლიბრეტოს ერთმანეთთან გამუდმებული შეჯიბრება აქვს, რომელი უფრო იდიოტური იქნება. პიციმ შეძლო ბაროკოსეული ეს ჰიპერ-კიჩი ექცია ჰიპერ-კემპად (
) - განზრახ გადამეტებულად პათეტიკური მოძრაობები და სიფათები, ბაროკოს სტილის სცენოგრაფია, რომელიც ისეა "დადგმული", რომ შეუძლებელია არ გაგეცინოს - აკი სან ფრანცისკოელი მსმენელ-მაყურებლები იცინიან კიდევაც ლიბრეტოში და სიუჟეტში წინ წამოწეულ მაზალო მომენტებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათი სიცილიც ამ სპექტაკლის შემადგენელი ნაწილია, რადგან პიცის კონცეპცია ვივალდის ოპერას მთლიანად პაროდიის პრიზმაში აქცევს და ამგვარად აცოცხლებს ბაროკოს, მთელი თავისი აბსურდულობებითა და ფერადოვნებით.
ეხლა ოპერაში რა ხდება:
რაინდი
ორლანდო,
რუჯეროსთან,
ასტოლფოსთან და
რუჯეროს შეყვარებულ
ბრადამანტესთან ერთად კუნძულზე მიდის, სადაც ბოროტი ჯადოქარი
ალჩინა მბრძანებლობს. ერთი მხრივ,
ორლანდოს პრიკაზი აქვს,
ალჩინა დაამარცხოს და მერლინის ნაცარი გამოღლიტოს, მეორე მხრივ კი,
ორლანდო ანჯელიკასაა დადევნებული, რომელიც უყვარს და რომელიც
მედოროსთან ერთად გამოიქცა
ალჩინას კუნძულზე.
ორლანდო მედოროს და ანჯელიკას ერთმანეთთან კურკურში წააწყდება და არ ვიცი რა მოხდებოდა,
ალჩინა რომ არ ჩარეულიყო და არ ეთქვა,
მედორო ანჯელიკას ძმააო. დამპალი ანჯელიკაც თავის წილს შვრება და
ორლანდოს ვითომ სიყვარულში უტყდება.
ორლანდო მშვიდდება.
ალჩინას რუჯერო მოეწონება, რომელსაც ჯერ
ბრადამანტეს დასავიწყებელ ნექტარს დაალევინებს, შემდეგ კი, მეორენაირი ნექტარით, საკუთარ თავს შეაყვარებს. ამასობაში
ბრადამანტე შემოდის და თავზარდაცემულია, როცა თავის სატრფოს
ალჩინას მკლავებში ხედავს. ერთი კი გაიბრძოლებს, შე დამპალოო, მაგრამ
რუჯერო ვერ ცნობს და
ბრადამანტე მიდის. მერე, როცა ისევ შეხვდებიან
რუჯერო და
ბრადამანტე ერთმანეთს, ეს უკანასკნელი
რუჯეროს მის მიერ ნაჩუქარ ბეჭედს აჩვენებს, რომლის ძალითაც
ალჩინას ჯადო ქრება და
რუჯეროს ახსენდება
ბრადამანტე.
ამასობაში
ასტოლფოს უყვარდება
ალჩინა.
ანჯელიკა კი
მედოროსთან ქორწინებას გეგმავს და
ორლანდოს თავიდან მოსაცილებლად მას რაღაც კლდეებში ჯადოსნური წყლის მოსაძებნად აგზავნის, სადაც
ორლანდო გამოქვაბულში იკეტება. რაინდი თავისი ძალებით ცდილობს გადააგოროს ლოდები და თავს გაინთავისუფლებს, თან ანჯელიკას სიდამპლეზე მოთქვამს, რომელიც ამ დროს უკვე ქეიფსა და დროსტარებაშია თავის
მედოროსთან ერთად. შემოდის
ორლანდო, რომელიც გამოქვაბულიდან მიწისძვრამ იხსნა (
) და როცა ანჯელიკას და
მედოროს ერთად ხედავს, გიჟდება და ამსხვრევს და ლეწავს ყველაფერს.
ამასობაში
რუჯეროს ორლანდო მკვდარი ჰგონია.
ასტოლფო ალჩინასთან საომრად ემზადება.
ბრადამანტეც კაცის სამოსში ჩაცმული შემოდის.
ალჩინა კი
რუჯეროსადმი სიყვარულით იტანჯება და ჯოჯოხეთის ძალებს შესთხოვს, დაიხსნან იგი ამ სიყვარულისგან. უცებ
ბრადამანტეს დაინახავს, რომელიც ვინმე ალდარიკოდ გაასაღებს თავს.
ალჩინას ახალგაზრდა "რაინდი" მოეწონება.
რუჯერო გადარეულია, ამისთანა არაფერი მინახავსო. ამ დროს შემოდის ჭკუიდან შემცდარი
ორლანდო და რაღაცეებს ბოდავს (მათ შორის, ფრანგულ ენაზეც
). მერე მერლინის საძვალეების მცველ ურჩხულს კლავს და
ალჩინასძალაუფლებას ართმევს. ამასობაში
ორლანდოს ძილი მოერევა და იქვე მიწვება. შემოდის ბანკროტირებული
ალჩინა და მძინარე
ორლანდოს რომ დაინახავს, მის მოკვლას მოინდომებს, მაგრამ მას
რუჯერო შეაჩერებს. ამასობაში
ბრადამანტე და
ასტოლფო შემოდიან, რომელიც
ალჩინას იჭერს. ჯადოქარი ხედავს, რომ მისი ალდარიკო
ბრადამანტეა და ეს მისთვის ორმაგი ტრავმაა. ამასობაში
ორლანდო იღვიძებს სრულიად საღ გონებაზე - როგორც ჩანს გამოძინებამ უშველა - და ანჯელიკას და
მედოროს პატიობს არ ვიცი რას, მაგრამ ბოლოს ყველა ერთად დგება სცენაზე და ჭირი იქა, ლხინი აქა-ს მღერის.
არ შემეძლო ეს სიუჟეტი არ მომეყოლა.
ორლანდო - შავი
ანჯელიკა - თეთრი
რუჯერო - ვარდისფერი
ალჩინა - იასამნისფერი
ბრადამანტე - მწვანე
ასტოლფო - ლურჯი
მედორო - ყვითელი