#51007358 · 21 Jul 2017, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება. ფეისბუქზე დაყენებული მაქვს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მთხოვს კოდის შეყვანას ყოველი ახალი მოწყობილობიდან ან ბრაუზერიდან შესვლისას. ეს კოდი მომდის მესიჯით. ორი დღის წინ გავასუფთავე გუგლ ქრომის ისტორია და როცა ფეისბუქზე ახლიდან შესვლა ვცადე, ტელეფონზე კოდი აღარ მომივიდა და მიწერს, რომ მისი მიღების რამდენიმე გზა არსებობს: 1 - უნდა შევიდე ფბ აპლიკაციაში, სადაც Code Generator-ის მეშვეობით მივიღებ კოდს, მაგრამ აპლიკაციიდან გამოსული ვარ და ამ გზით კოდს ვერ მივიღებ. 2 - მეორე გზა არის სხვა მოწყობილობიდან შესვლის ნებართვის მოცემა, მაგრამ ვერც ამ გზას გამოვიყენებ იმიტომ რომ სხვაგან არსად არ ვარ შესული ჩემი ფბ-თი. 3 - მესამე გზა არის კვლავ კოდის მოთხოვნა, რომელიც მესიჯით უნდა მომივიდეს წესით, მაგრამ ხუთჯერ მოვითხოვე და არ მომსვლია, შემდეგ მოთხოვნებზე კი მიწერს: ,,თქვენ ახლახან მოითხოვეთ ძალიან ბევრი ტექსტური შეტყობინების კოდები. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით." არადა ბოლოს გუშინ მოვითხოვე.
ვინმემ თუ იცით როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა გთხოვთ შემეხმიანეთ.
|