#49653187 · 7 Jan 2017, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს მეგობარს არ მისცეს რამოდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული ფული და ცოტა ავნერვიულდი მაგრამ იმის შემთხვევა ცოტა განსხვავდება დევნილთა რეგისტრაცია გამოუტოვებია თავის დროზე და ამიტომ არ ერიცხებოდა
ჩემს შემთხვევაში მე რეგისტრაციაც მაქვს გავლილი და მერე საბუთებსაც მივაკითხე რომელიღაც ბანკში მითხრეს რამოდენიმე დღეში იქნებაო და აი მერე აღარ მივედი ასაღებად ვიფიქრე სულერთია ახლა საბუთს ავიღებ თუ არა მთავარია დამიგროვდეს და როცა დამჭირდება მაშინ ავიღებთქო
ახლა კიდევ ეს ამბავი რო გავიგე ცოტა ავნერვიულდი შესაძლებელი იქნება ამ ფულის აღება? ან რა პროცედურები უნდა გავიარო? დევნილთა სამინისტროშიც მივალ გასარკვევად მაგრამ აქ თუ ვინმე ხართ კომპეტენტური მირჩიეთ რამე
|