11 კლასში რომ გადავედი, დადგა ის მომენტი, როცა ჩემი მომავალი პროფეისია უნდა ამერჩია, ბევრი ფიქრის და მშობლებისგან რჩევის მიღების შემდეგ ავირჩიე ეკონომიკის ფაკულტეტი, მათემატიკა ბავშვობიდან მეხერხებოდა და არც უნდა გამჭირვებოდა ამ ფაკულტეტზე ჩარიცხვა. მართლაც ასე მოხდა 2011 წლის ეროვნულ გამოცდებში საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე და ჩავირიცხე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაგრამ, აი აქ დაიწყო გაორება ჩემში... ელემენტარული, კვერცხის შეწვის შემდეგაც ყყველა იმას მეუბნებოდა, რა კარგი ხელი გაქვსო, მეც გავთამამდი და ნელნელა სულ უფრო და უფრო ხშირად ვტრიალებდი გაზქურასთან... ძირითადად იტალიური სამზარეულო მიტაცებს, პასტა ჩემი რაციონის განუყოფელი ნაწილია, ტირამისუ კი- რჩეული დესერტი... გავიდა 2 წელი და თითქმის ყოველ დღე ინტერნეტ-საიტებზე დავძვრები და ახალ-ახალ რეცეპტებს ვეძებ... ხანდახან ისე ვერთობი სამზარეულოში ტრიალით, უნივერსიტეტიც და ჩემი მომავალი პროფესიაც მავიწყდება და მეორეხარისხოვანი ხდება... ბოლო დროს სერიოზულად დავინტერესდი კულინარიით... ამ განყოფილების ხშირი სტუმარიც ვარ, გაკვირდებით შორიდან.
) ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა. ვეძებე და მსგავსი ვერაფერი ვნახე თქვენს განყოფილებაში...
საქართველოში არის სადმე კულინარიის კურსები? სერიოზული, რამდენიმე თვიანი კურსები. ბენდუქიძის აკადემიაში ვიცი, კონკურენტი თუ ყავს ამ აკადემიას? ან ამ აკადემიაში რა ხდება? როგორი პირობებია, ფასები?
ძირითადად უფრო საზღვარგარეთ არსებული კურსები მაინტერესებს. არის ამ განყოფილებაში ვინმე, ვისაც ასეთი კურსი გავლილი აქვს? ვისაუბროთ ამ თემაზე, გავუზიაროთ ერთმანეთს სურვილები და რაც მთავარია- გამოცდილება...
დიდი მადლობა, ვინც ამხელა პოსტი წაიკითხა, და უფრო დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურება