#50348935 · 12 Apr 2017, 02:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
asphurcela
QUOTE | მაშ სტატისტიკა, ალბათობა და განუზღვრელობა, ჰეიზენბერგის განუზღვრელობა ტყემალზე ზის? |
ადამიანის ბიოლოგიურ პროცესებში ჰეიზენბერგის განუზღვრელობა ვლინდება სადმე? უფრო ტვინზეა აქ საუბარი ელექტრონების მოძრაობისას რა კვანტური კანონები მოქმედებს რის მიხედვითაც ან მივა ელექტრონი და ან არა რის გამოც ან ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი და ან მეორეს?
ხოლო გარე რეალობას რაც შეეხება აქ საუბარია ჰიპოთეტიურ სიმულაციაზე და არა პრაქტიკაში განხორციელებად სიმულაციაზე თუმცა კვანტური სამყაროს გარეშეც თავისუფლად შესაძლებელია მემგონი მაკრო სამყაროს სიმულირება
პოლიმათი
QUOTE | პასუხი არის არა, რადგან ადამიანს ამისათვის ესაჭიროება არა მხოლოდ საკუთარი თავის სიმულაცია 100%-ით სიზუსტით, არამედ იმ რეალობისაც, რომელსაც აღიქვამს.
რეალობის სიმულაცია კი იმდენად შეუძლებელია, რამდენადაც მისი უტყუარი არსი ჩვენთვის უცნობია, ამის მიზეზი მაღლა დავწერე. |
გასაგებია მაგრამ მე დავწერე ჰიპოთეტიური ექსპერიმენტი როდესაც ვაკეთებთ ჰიპოთეტიურ დაშვებას... დავუშვათ თუ შეგვიძლია ადამიანის ყველა ბიოლოგიური ელემენტის ზუსტად გადატანა კომპიუტერში ასევე სამყაროში მოქმედი ფიზიკის კანონების ზუსტად ამუშავება ამ შემთხვევაში რა განსხვავება იქნება კომპიუტერული და რეალური ადამიანის გადაწყვეტილებებს შორის?
QUOTE | შეიძლება არსებობდეს რაღაც რაც ასახვას პოვებს დროსა და სივრცეში, მაგრამ ამ უკანსკნელის მიღმაა. |
კი შესძლებლობა ნამდვილად არსებობს მაგრამ ზოგადად ბევრი და მრავალგვაროვანი შესაძლებლობებია... მე არ გამოვრიცხავ რაღაც შესაძლებლობას უბრალოდ იმას ვამბობ რაზეც მიუთითებს ყველა არსებული ფაქტი თუ მტკიცებულება
შეიძლება დედამიწა ბრტყელი იყოს და უცხოპლანეტელები ქმნიდნენ რამე სივრცის გამრუდებას ან სხვა ფენომენს რის გამოც მრგვალი გვეჩვენება ეს პლანეტა მაგრამ ამ ვარიანტის განხილვა აზრს მოკლებულია თუ მას რაღაც მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
|