Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > უნგრული ვიჟლა


Posted by: kvatunia24 19 Oct 2011, 10:18
FCI -ს სტანდარტი
რეგისტრაციის ნომერი #57 /13.09.2000/
უნგრული მოკლე ბეწვიანი მეძებარი
წარმოშობა (წყარო) უნგრეთი
ჩამოყალიბებული სტანდარტის საჯაროდ გამოქვეყნების თარიღი : 06.04.2000
ვიჟლას გამოყენების სფერო: უნივერსალური თოფით სანდირო ძაღლი, მას მოეთხოვება ნადირობა მინდორში, ტყესა და ჭყალში. ამ ყველაფერს კი ახერხებს თავისი შესანიშნავი ცხვირის, სისწრაფის, მოხდენილი ძებნის უნარით, დაუზარებლად აპორტირებისა და შეუპოვრად ცურვით, რომელსაც იგი ხალისით აკეთებს. ამ ჯიშის ძაღლები დაუბრკოლებლად ეგუებიან ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს... ნადირობის საუკეთესო თვისებებთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ პირობას ადვილად და კარგად ეგუება იგი არის შესანიშნავი კომპანიონი ბინაში. FCI-ს კლასიფიკაცია: მეშვიდე ჯგუფი(მეძებარი ძაღლები) სექცია პირველი"კონტინენტალური მეძებარი ძაღლები"
უნგრული მოკლე ბეწვიანი მეძებარი მომდინარეობს კარპატის მთების აუზში მცხოვრები ნორმანდიელების მონათესავე უნგრული ტომებიდან.ჩანაწერები და გრაფიკული გამოსახულებები ამ ძაღლზე ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში იქნა აღმოჩენილი., ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში კი კვლავ მოხდა ამ ჯიშის პოპულარიზაცია.
ძირითადი მოყვანილობა: საშვალო ზომის, ელეგანტური თოფით სანადირო ძაღლი, დაფარული მოკლე ოქროსფერი ქურქით. იგი არის მშრალი, მჭლე აღნაგობის, რაც მას ხელს უწყობს სილამაზესა და სიძლიერის ჰარმონიულად წარმოჩინებაში.
სახის მოყვანილობა:
ცხვირი: კარგად განვითარებული, ნესტოები დრუნჩთან პროპორციულად განიერი. ფერი ბეწვთან ჰარმონიზირებულად მუქი..
დრუნჩი: მსხვილი, ძლიერი ყბებით და მუსკულატურით, ხიდი ცხვირზე პარალელურად სწორი.
ტუჩები: თხელი, ლაშები არ უნდა ქონდეს ჩამოკიდებული.
ყბა და კბილები: ძლიერი, შესანიშნავად შეკრული ყბები 42 ძლიერი ჯამრთელი კბილით, რომელთა თანყრა მაკრატისებურია.
თვალი: საშვალო ზომის ოვალური. ყავისფერი შეფერილობის ჰარმონიზირებული ბეწვთან.
კისერი: საშვალო ზომის კარგი მუსკულატურით.
ტანი.... მინდაო: მკვეთრად გამოხატული მუსკულატურით.
წელი: მოკლე, განიერი, კუნთოვანი,სწორი.
გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი,მომრგვალებული დაბოლოებით.
მკერდი: ღრმა და განიერი კარგი გამოკვეთილი მუსკულატურით.
კუდი: კუდი ზის ოდნავ უმნიშვნელოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას.
კიდურები: წინხედიდან კიდურები სწორი და ერთმანეთის პარალელური ვერტიკალურად მყოფი ტანიდან. ძლიერი ძვლით და კარგი მუსკულატურით.
მხარი: გრძელი, დახრილი და ბრტყელი. საკმაოდ მშრალი მუსკულატურით.
წინა კიდურები: გრძელი კარგი მუსკულატურით, ძლიერი ძვლით და არავითარ შემთხვევაში უხეში.
თათი: ოდნავ ოვალური, კარგი შესახსრებით, ძლიერი თათის წვერები ძლიერი ყავისფერი ფრჩხილებით.
უკანახედიდან კიდურები სწორი და პარალელურია, გვერდ ხედიდან ვერტიკალურად განლაგებული ტანს ქვემოთ, ძლიერი ძვლით და მშრალი მუსკულატურით.
კანი: მტკიცე, ყოველგვარი ნაკეცების გარეშე, კარგი პიგმენტაციით.
თმა მოკლე და ხშირი, შეხების დროს შესაძლებელია უხეშიც მოგვეჩვენოს. ოდნავ და არა შესამჩნევად გრძელი ბეწვი დასაშვებია კუდზე. შეფერილობა ოქროსფერი მუქი ოქროსფერი.... წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული.
სიმაღლე: ხვადი 58-64სმ
ძუ: 54-60სმ.
საშვალო წონა 22-28 კგ.
* * *
http://www.radikal.ru
* * *
ესეც ჩემი კაცუნა, 5 თვის, სახელი არ აქვს ჯერ და დამეხმაროთ იქნება
http://www.radikal.ru

Posted by: HEPHAESTUS 21 Oct 2011, 18:07
QUOTE
სექცია პირველი"კონტინენტალური მეძებარი ძაღლები"


ისე არ უნდა ეწეროს ვიზლა ამ კონტინტალურ მეძებრებში... უბრალოდ სხვა გზა არ არის
მიუხედავად იმისა რომ კონტინენტალური ევროპაში გამოჯიშდა ეს ძაღლი და ნადირობის სტილითაც კონტინეტალური მეძებრებს უფრო გავს ვიდრე კუნძულისას (ბრიტანული) თავისი წარმოშობით საერთო არ აქვს სხვა ძაღლებთან, ეს ძაღლები მადიარებს შემოყვათ ურალის მთებიდან (როცა უნგერელების წინაპრები მოვიდენ ევროპაში) და პრაქტიკულად სუფთა სისხლებად ინახავდენ.... ამიტომ აქვს უნილაური ფერი.
მოგვიანებით სისწრაფის და ყნოსვის გასაუმჯობესებლად ჩალისფერი პოინტერები შეჯვარას.

მართლა კაი და სიმპატიური ძაღლია. ძაან ცოტა საქრთველოში...

ისე არსებობს ორი ტიპი ამისი, ხისტბეწვა და მოკლე ბეწვა... ორივე ჯვარდება ერთმანეთში და შეიძლება ერთი ბუდობაში ორივე ტიპის ლეკვები გაიჩითოს...

kvatunia24

QUOTE
ესეც ჩემი კაცუნა, 5 თვის, სახელი არ აქვს ჯერ და დამეხმაროთ იქნება


ძაან სიმპატიურია!!! საიდან შემოიყვანე? საქრთველოში იყიდე თუ ევროპაში?

სანადირო ხაზებიდან არის თუ საგამოფენო???

პ.ს. ეს ჯიში უნგრეთის ეროვნულ სიმდიდრედ ითველბა და ევროს შემოსვლამდე უნგრულ ფულზეც კი იყო გამოსახული...

Posted by: kvatunia24 22 Oct 2011, 00:05
HEPHAESTUS
ხო მე მაგდენი არ ვიცი ეს რაც მოვიძიე ის ინფორმაციაა, სახელდახელოდ მოძიებული smile.gif როგორც ჯიშს ისე ვიცნობდი სურათებით, როგორი მონადირეა ისიც ვიცი გადმოცემით, უნიკალური და უნივერსალურიაო ამბობენ, პოინტერთანაც აქვს რაღაც კავშირი როგორც მახსოვს და ეს ისედაც იგრძნობა გარეგნობაში მაგრამ მაინც არ გავს მთლად პოინტეს, თავისებური ექსტერიერი აქვს შეფერილობაზე რომ არაფერი ვქვათ, ძალიან ლამაზია განსაკუთრებით იმ პირველ სურათში რომ დავდე, ჩემი თეოდორი თუ ეგეთი გაიზრდება ნამდვილად გამიხარდება smile.gif
რაც შეეხება მის წარმომავლობას, არ ვიცი საიდანმე შემოიყვანეს თუ აქ იყიდეს, მამას აჩუქეს და მაგდენი არ მიკითხავს, ერთი ვიცი რომ საგვარეულო ნუსხა აქვს და ველოდებით როდის გადმოგვცემენ, სანადირო ხაზიდან არის თუ არ ვცდები, მამა მომანდირეა და სულ გვყავდა ხან პოინტერი ხან სეტერი, დრათჰაარიც და კურცჰაარიც, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულია პირველივე გაყვანაზე ნადირობს დაუგეშავადო გამიგია და დაგეშილი და გაწვრთნილი რა იქნება წამრმომიდგენია biggrin.gif
QUOTE
ეს ჯიში უნგრეთის ეროვნულ სიმდიდრედ ითველბა და ევროს შემოსვლამდე უნგრულ ფულზეც კი იყო გამოსახული...

ხოო? საინტერესოა, ისე რატომაც არა ულამაზესი ძაღლია wink.gif
* * *
QUOTE
ისე არსებობს ორი ტიპი ამისი, ხისტბეწვა და მოკლე ბეწვა... ორივე ჯვარდება ერთმანეთში და შეიძლება ერთი ბუდობაში ორივე ტიპის ლეკვები გაიჩითოს...

http://www.radikal.ru
ესეც უხეშბეწვიანი, რარაცით დრათჰაარს წააგავს და მგონი ურევია მისი სისხლიც ამის გამოყვანააში smile.gif ძალიან საყვარელია ესეც მაგრამ მე დაბალბეწვიანი უფრო მომწონს უფრო ელეგანტურია.

Posted by: HEPHAESTUS 22 Oct 2011, 04:24
kvatunia24

QUOTE
უნიკალური და უნივერსალურიაო


ნუ წარმომავლობით მართლაც აქვს რაღაც ეგზოტიკური. თან იზოლოციაში რომ იყო სხვა ჯიშებისგან ამასაც აქვს მნიშვნელობა.
"უნივერსალური" კიდე ცოტა გადამეტებული წოდებაა... მაგს versatile gun dogs ქვია ყველა კონტინტალურ მეძებარს დაახლობით ერთი ტიპის კლასიფიკაცია და საგამცდო სისტემა აქვს FCI-ის სტანდარტებით...
ისე ამ სახელს პირწმინდად მარტო კურცხაარი და დრთახაარი ამართლებს... და საერთოდ ეს ორი ჯიშია უკვე იმდანდ არის გავრცელებული მსფოლიოში რო ძნელია კონკურენცია გაუწიოს სხვა... (კონტინეტალურებს შორის)

QUOTE
ძალიან ლამაზია განსაკუთრებით იმ პირველ სურათში რომ დავდე,

მართალია... ეს ჯიში ზოგადად ლამაზია გარეგნობით
თუმცა ნადირობაში არ მინახია... ერთს მოვკარი ასე 5 წლის წინ თავლი თბილიში და ეგ იყო სულ. უფრო სანადირო ლიტერატურიდან ვიცნობ.
პოსტ-საბჭოტა ქვეყნებშიც ცოტა იყო ადრე... ეხლა ალბათ ბევრია.

QUOTE
მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულია პირველივე გაყვანაზე ნადირობს დაუგეშავადო

მწყერს ყველა ლეკვი იპოვის რო გაიყვანო... ჩემმა პოინტერმა 4 თვის ასკაში იპოვა პირველად.
ნადირობამდე კიდე ბევრი ვარჯიში უკლია შენ ლეკვს... წავრთნაც და გეშვაც... smile.gif
მერე უკვე მართლა კარგად ინადირებს...

QUOTE
ესეც უხეშბეწვიანი, რარაცით დრათჰაარს წააგავს და მგონი ურევია მისი სისხლიც ამის გამოყვანააში

დრათაარი არ უევია, არც გავს... ბეწვი საფარი აქვთ მსგავსი...


წარმატებებს გისურვებ... კაი ლეკვი გყავს...


Posted by: kvatunia24 22 Oct 2011, 11:20
HEPHAESTUS
ვიდეო მაქვს ნანახი ნადირობის პროცესში და მართლა ძალიან ლამაზი ბაბული აქვს თითქოს პოინტერისას წააგავს მაგრამ მაინც უფრო სხვანაირად ლამაზია smile.gif ცოცხლად უფრო ლამაზი სანახაობა იქნება დარწმუნებული ვარ smile.gif კი ამას ჯერ კარგი გაწვრთნა უნდა სულელი ლეკვია და ცანცარა, მაგრამ დაჯექი დაწექი უკვე ვასწავლე და მოტანაც იცის თუ ხასიათზეა, ერთი "მოდი" და "ჩემთან" ვერ ვასწავლე ჯერ კარგად biggrin.gif დაადებს თავს და გარბის, ამ დროს რომ ხედავს არ მივსდევ ჩერდება და მოდის smile.gif არაუშავს მამა დაგეშავს და გაწვრთნის ჭკვიანია და ადვილად ითვისებს ყველაფერს.
მადლობა დიდი მართლა კარგი ლეკვია.

Posted by: giogeo 14 Nov 2011, 19:45
მეც მინდა ვიჟლა sad.gif



_________________________________

Posted by: MITIATO 14 Nov 2011, 23:08
ძალიან ლამაზია ვიჟლა. bis.gif
არ მეგონა საქართველოშიც თუ ყავდათ.
მაიმარკეტზე წავაწყდი რამდენიმე დღის წინ http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=1832913

Posted by: Kamanch 15 Nov 2011, 00:11
kvatunia24
სახელები: ტონი, ჯაზ, დენი, კაიზერ, ჰაკი, ჯულს(ეს გოგოსია მარა წავა რა biggrin.gif )

Posted by: kvatunia24 15 Nov 2011, 12:56
Kamanch
მადლობა დავარქვი უკვე თედი, ( თეოდორი )
MITIATO
მართლა ძალიან ლამაზია, უბრალოდ უზომოდ მოძრავი მოუსვენარი და ცელქი ძაღლია, სულ თამაში და სირბილი უნდა... აქაც უნდა დავწერო ჩემი გასაჭირი biggrin.gif
იქნებ დამეხმაროთ? ძაღლს კეფაზე აქვს ბეწვი გაცვენილი, ამოპუტულივით არც იქავებს არც წითელია ჩვეულებრივი თეთრი ფერია, ძაღლი მამასია და არ მიყავს ექიმთან არაფერიაო გაუვლისო მე კიდე მეშინია რამე არ იყოს, და რა გავაკეთო რომ ბეწვი ამოუვიდეს? აპიტის მალამო წავუსვი სულ თავიდან რომ დავინახე, ეტყობა მოიფხანა და გაწითლებული ქონდა, იმის მერე არ მოუფხანია უბრლაოდ თავიდან 3 პატარა ადგილი იყო ეგრე და ეხლა გამრავლდა 5 ია დანარჩენები პატარა ღილის ზომებია და ერთი მათ შორიდ ცოტათი დიდია.

Posted by: kvatunia24 10 Mar 2014, 20:00
ესეც ჩვენ, უკვე გაზრდილები, 3 წლის ვართ და საცოლეს ვეძებთ, მერე რა რომ უდიპლომო სასიძო გვყავს biggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: guka_23 26 Jan 2015, 01:24
QUOTE

ესეც ჩვენ, უკვე გაზრდილები, 3 წლის ვართ და საცოლეს ვეძებთ, მერე რა რომ უდიპლომო სასიძო გვყავს 



8 თვის პოსტია, მაგრამ მაინც... ხომ არ გიპოვნიათ საცოლე ? და ლეკვიც ხომ არ გყავთ? ან იქნებ დამაკვალიანოთ სად შევიძინო უნგრული ვიჟლას ლეკვი. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: RVA2505 29 Mar 2015, 00:50
QUOTE (guka_23 @ 26 Jan 2015, 01:24 )
QUOTE

ესეც ჩვენ, უკვე გაზრდილები, 3 წლის ვართ და საცოლეს ვეძებთ, მერე რა რომ უდიპლომო სასიძო გვყავს 



8 თვის პოსტია, მაგრამ მაინც... ხომ არ გიპოვნიათ საცოლე ? და ლეკვიც ხომ არ გყავთ? ან იქნებ დამაკვალიანოთ სად შევიძინო უნგრული ვიჟლას ლეკვი. დიდი მადლობა წინასწარ

ჩვენ, სამეგობროს გვყავს და ეხლა უწევს კიდეც შეჯვარება, 2 საუკეთესო დედალს, საგვარეულო ნუსხით ვაჯვარებთ საუკეთესო მამალთან.

Posted by: mais 17 Apr 2015, 21:44
ლეკვი ხომ არ ჰყავს ვინმეს???
.........................................................................................

Posted by: RVA2505 28 Apr 2015, 13:16
QUOTE (mais @ 17 Apr 2015, 21:44 )
ლეკვი ხომ არ ჰყავს ვინმეს???
.........................................................................................

მაისის ბოლოს გვეყოლება და შემომეხმიანე თუ კიდევ დაგაინტერესებს

Posted by: mais 20 May 2015, 01:03
QUOTE
მაისის ბოლოს გვეყოლება და შემომეხმიანე თუ კიდევ დაგაინტერესებს


მეგობარს აინტერესებს, რა ღირს ლეკვი???

Posted by: No_LiMiT^ 18 Jan 2021, 01:31
ვინმე ხო არ ყიფით ვიჟლას ლეკვებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)