Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > თვითმფრინავის ბილეთები


Posted by: niniaa 30 Jul 2008, 16:16
თურმე შესაძლებელი ყოფილა, თვითმფრინავით უფასო მგაზვრობა. ამისათვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ იმ ავიაკომპანიის საიტზე, რომლის ბილეთიც უკვე ნაყიდი გაქვთ. არეგისტრირებთ რა ამ ბილეთს ,იწყებთ კილომეტრების გამომუშავებას ანუ იმის მიხედვით თუ რამდენ კილომეტრზე ფრენთ, იღებთ გარკვეული რაოდენობის კილომერტზე უფასოდ მგზავრობის უფლებას...
მეც ვცადე ნაყიდი ბილეთის დარეგისტრირება და კილომერტრების გამომუშავება, თუმცა უშედეგოდ. იქნებ ვინმეს გაქვთ ამის გამოცდილება და გამარკვიოთ... შესაძლებელია ,კიდევ რამე პროცედურაა საჭირო და მე არ ვიცი.

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Without Nick 30 Jul 2008, 17:57
მთელი ცხოვრება უნდა იფრინო მგონი რომ უფასო ბილეთი მოგცენ, თან ჩვენთან lol.gif

Posted by: bocmani 30 Jul 2008, 19:00
მოკლედ, სიტუაცია ასეთია! მე Turkish-მა მომცა 1 უფასო მგზავრობა, უნდა დარეგისტრირდე, ოღონდ არა საიტით, არამედ თავად კომპანიაში, მაგალითად აეროპორტში რომ ოფისია იქა, მოგცემენ ბარათს სადაც იწყება ათვლა და ამ ბარათის მიხედვით გაარკვევენ როგორ გეკუთვნის!

Posted by: akkai 31 Jul 2008, 10:53
ავსტრიის ავიახაზებს აქვს ეს სერვისი კიდე..
თან თუ ადრე ხარ ნაფრენი და მაშინ არ გქონდა გახსნილი ეს ბარათი იმასაც მიგითვლიან,ოფისში

Posted by: shota_giorgadze 31 Jul 2008, 11:03
bocmani
აუცილებელი არ არიის ოფისში დარეგისტრირდეე, ონლაინ ვარ დარგსტირერბული, და პირველივეე გაფრენის მერე სახშლი ფოსტით მოგდის პლასტიკური ბარათი, მანამდეე პირველ რეისზეე ბოარდინგის დროს უნდა ანახოო ამობეჭდილი პლასტიკური (ვებ გტვერდზე ნახაავ მაგას)
და მერე აგროვებ მილებს, 20000 მილზეე გააქვს ევროპაში ერთი ბნილეთიი

Posted by: No_KiA 1 Aug 2008, 15:01
აუ რა მაინტერესებს ვინმეს ააქვს ნამგზავრი AN-24 ?/? ძაან საშინელებააა ამით მგზავრობა? სიმფეროპილში ვაპირებთ ამით წასვლას და.....

Posted by: darkmanx89 1 Aug 2008, 15:49
miles smiles თუ რაღაცა როა იმას გულისხმობთ spy.gif

Posted by: akkai 1 Aug 2008, 22:44
No_KiA
QUOTE
აუ რა მაინტერესებს ვინმეს ააქვს ნამგზავრი AN-24 ?/?



რაღაც მაგდაგვარით მაქ ნამგზავრი..არც ისე ცუდია როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.....
ორ-ორი სკამია თითო მხარეს და ცოტა მგზავრი ეტევა
უბრალოდ ფრენის დროს საკვები არ მოაქვთ no.gif

Posted by: No_KiA 2 Aug 2008, 00:13
საკვებს ვინ ჩივის არ ჩამომაგდონ იქედან smile.gif))) ძაან ნელიაო და პროპელერზე როა ეგ ტეხავსსსსსსსსს

Posted by: datiko 2 Aug 2008, 11:03
No_KiA
QUOTE
აუ რა მაინტერესებს ვინმეს ააქვს ნამგზავრი AN-24 ?/? ძაან საშინელებააა ამით მგზავრობა? სიმფეროპილში ვაპირებთ ამით წასვლას და.....

ამ თემასთან რა კავშირშია?

Posted by: მადეირა 2 Aug 2008, 15:13
ვაა მართლა? ნახევარი მსოფლიო მაქვს თურქიშით შემოვლი და მეორე ნახევარს ამ კვირაში ვაპირებ და რაღაც მეკუთვნის ალბათ უკვე smile.gif არა?

Posted by: darkmanx89 2 Aug 2008, 15:31
მადეირა
QUOTE
ვაა მართლა? ნახევარი მსოფლიო მაქვს თურქიშით შემოვლი და მეორე ნახევარს ამ კვირაში ვაპირებ და რაღაც მეკუთვნის ალბათ უკვე  არა?

პეკინისკენ ჰერი ჰერი? smile.gif))

Posted by: მადეირა 2 Aug 2008, 18:50
darkmanx89
QUOTE
პეკინისკენ ჰერი ჰერი?

კი smile.gif

Posted by: akkai 2 Aug 2008, 20:54
მადეირა


აუცილებლად გაარკვიე ავიოკომპანიის ოფისში და ნამდვილად გეკუთვნის........

რაღაც გარკვეული კილომეტრაჟის შემდეგ ავიაკომპანია უფასო ფრენის უფლებას მოგცემს ბონუსის სახით

Posted by: darkmanx89 2 Aug 2008, 21:01
მადეირა
QUOTE
კი 

აბა ბედნიერად და ბევრი ოქრო ჩამოგეტანოთ smile.gif

Posted by: მადეირა 2 Aug 2008, 22:42
QUOTE
აბა ბედნიერად და ბევრი ოქრო ჩამოგეტანოთ

გაიხარე

akkai
QUOTE
აუცილებლად გაარკვიე ავიოკომპანიის ოფისში და ნამდვილად გეკუთვნის........

კაცო, აქ ოფისში ისიც კი მოატყუეს რომ ბილეთები ჰქონდათ, სანამ ჟურნალისტურ პონტში არ მივაჩმორე და მაგას მეტყვიან? sad.gif

Posted by: miqstura 3 Aug 2008, 00:19
ოფისებში ვერაფერს ვერ გაარკვევთ, მაინცდამაინც ინტელექტით აღსავსე ხალხი არ მუშაობს smile.gif
მე ვარ მაგ საქმის აქტიური მიმდევარი და სამჯერ თუ ოთხჯერ მაქვს ნაფრენი პრემია, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც შეგროვებული ბევრი არ მქონდა.

თუ ვინმეს გაქვთ შეკითხვები Miles and More (lufthansa) ან Miles and Smiles (Turkish) შესახებ, დამიკავშირდით და ყველა კითხვაზე გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს smile.gif გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ეს პროგრამები არის ურთიერთ შევსებადი და არსებობს მრავალი კიდე სხვა ნიუანსი და ხრიკი, რომლებიც ოფისში აზზე არ არიან smile.gif
* * *
ხო და კიდე - მთლად "უფასოდ" არ არის. არ იხდი "ფრენის" ფულს, მაგრამ იხდი ტაქსებს, რაც დაახლოებით 200 ევრომდეა

Posted by: niniaa 3 Aug 2008, 12:01
კითხვები ,გთხოვთ,აქვე დასვათ, ხოლო Miqsturas ვთხოვ, პასუხიც ამ თემაშივე გაგვცეს. ამით ბევრ ადამიანს გავუწევთ დახმარებას.

Posted by: miqstura 3 Aug 2008, 12:08
niniaa
კი ბატონო,
ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ, ერტი შეხედვით უმარტივეს პროგრამას იმდენი ნიუანსები აქვს, რომ ყველაფერი უცბად არც მახსენდება.

მოკლედ, იდეა არის ეგეთი - როცა დაფრინავ ამა თუ იმ ავიაკომპანიით, შეგიძლია აიღო ამ ავიაკომპანიის Frequent Flier ბარათი, რომელსაც ყოველთვის აჩვენებ ხოლმე რეგისტრაციის ჟამს და გერიცხება ნაფრენი მილები. ამის კონტროლი შეიძლება online. საერთოდ, ყველას ვურჩევ, ყველაფერი ბარათთან დაკავშირებული აკეთოთ ინტერნეტში, ოფისებს შეეშვით, გაგაწვალებენ smile.gif

საინტერესოა ის, რომ ავიაკომპანიები ქმნიან ალიანსებს. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ალიანსია Star alliance. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია აიღო მაგ ალიანსში შემავალი რომელიმე ავიაკომპანიის ბარათი და მასზე დაგერიცხება ნებისმიერი მათგანით ნაფრენი.

საქართველოში star alliance წევრებს შორის წარმოდგენილი არიან: Lufthansa, Austrian, Turkish da BMI. მათგან ორს აქვს თავისი ბარათი - Lufthansa (miles and more) da Turkish (miles and smiles). შეგიძლიათ აიღოთ ერთ-ერთი მათგანი და ნეისმიერი ალიანსის წევრით ფრენის შემთხვვაში აგროვოთ მილები.

დანარჩენს მერე გეტყვით, თუ დაგაინტერესებთ

Posted by: niniaa 4 Aug 2008, 13:14
როგორ ავიღო Frequent Flier ბარათი, თუ ბილეთი online-ით მაქვს აღებული?

Posted by: akkai 4 Aug 2008, 21:37
miqstura
ძირითადად ავსტრიის და ტურქეტის ავიახაზებით მაქ ნაფრენი...

ანუ ეს ორი ერთად ვერ გაერთიანდება?

Posted by: bocmani 5 Aug 2008, 18:09
miqstura
QUOTE
ხო და კიდე - მთლად "უფასოდ" არ არის. არ იხდი "ფრენის" ფულს, მაგრამ იხდი ტაქსებს, რაც დაახლოებით 200 ევრომდეა

მთლად უფასოდ ვიფრინე!... კაპეიკი არ გადამიხდია ტურკიშში!

Posted by: niniaa 6 Aug 2008, 01:54
QUOTE
მთლად უფასოდ ვიფრინე!... კაპეიკი არ გადამიხდია ტურკიშში!


bocmani , გაგვიზიარეთ გამოცდილება.

მე მაქვს უკვე ბილეთი online-ით აღებული 15 აგვისტოსთვის ? როგორ მოვიქცე. რომ უფასო მგზავრობის უფლება მოვიპოვო შემდგომში.
სად ავიღო Frequent Flier ბარათი?

Posted by: niseti 29 Jan 2009, 22:52
თბილისი-ფრანკფურტი-თბილისი ონლაინ ან რომელიმე სააგენტო მირჩიეთ help.gif

Posted by: _Burzum 30 Jan 2009, 00:13
niseti
აირზენას უშვია და როგორც იქნა დაუმატებია ონლაინ ყიდვების სისტემა, მაგრამ რაღაც ძალიან ოჩოფეხურია, მხოლოდ ინტერნეტ ეხპლორერში მუშაობს და ფასები აქვს სასწაული drug.gif
http://www.airzena.com/

Posted by: bja 30 Jan 2009, 01:05
_Burzum
QUOTE
მხოლოდ ინტერნეტ ეხპლორერში მუშაობს


მე კიდევ რამდენი ვიწვალე მელაკუდათი. სიმართლე გითხრა არასოდეს ვიყიდი ონლაინზე ამათ ბილეთს, არ ვენდობი უბრალოდ. ყველაფერია ამათგან მოსალოდნელი. ფასები იხარე ისეთი აქვთ.. მაგრამ მერე თვიტმფრინავში წყურვილით რომ დაიხრჩობი პრეტენზიული სახით გეტყვიან "ჩვენ წვენი არ გვაქვს" biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 30 Jan 2009, 12:22
darkmanx89

ეგენი საფრანგეთში მოქმედებს მატარებლის ბილეთებზე, ოღონდ არ მახსოვს ზუსტად.. ერთი ევრო უდრის მე მგონი 5 სმაილს და.. რაღაც გარკვეული ქულების დაგროვების შემდეგ ორ გზას ან ერთ გზას გჩუქნიან, ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ საფრანგეთში.



თვითმფრინავზეც იქნება კი - მე სანამ თემაში შემოვიდოდი ვიფიქრე, სულ უფასოა თქო.. არაფრის გარეშე. აქ ერთმა ფორუმელმა დაწერა, ბილეთის ფასი 10 ევროვო და.. სადაც 10 ევრო იქაც არაფერი.. რაღა დარჩა mo.gif

დიდ ავიაკომპანიებსაც აქვთ თუ იცით?

Posted by: BeDelicious 30 Jan 2009, 12:49
miqstura
მაილს ენდ მორზე მინდა გკითხო:
სადღაც 2007-ის ბოლოს ავიღე მაილს ენდ მორ ბარათი (ლონდონში გაფრენისას, ლუფტჰანზათი). მაშინ თურქიში არ იყო, მგონი, სთარ ელიანსის წევრი. მაგრამ ახლა არის. და ახლა მივფრინავ თურქიშით პარიზში. ბარათი ისევ ძალაში იქნება (ვადა ხომ არ გასდის, ერთი წელი ან რამე) რომ წარვადგინო, კილომეტრების "ჩასარიცხად" ?


Posted by: _Burzum 30 Jan 2009, 12:54
რუსთაველი
დიდებს აქვთ თუ აქვთ, აბა, პატარებს ნაკლებად
http://www.miles-and-more.com
bja
ვითომ ბარათის მონაცემებს გასცემენ? spy.gif
არ ვიცი, არ ვიცი... სანდო არაა მაინც, თან სხვა ავიაკომპანიებიც თუ დაფრინავენ და იგივე ფასი ღირს (ან ცოტა მეტი), აირზენაში როგორ უნდა იყიდო.

Posted by: რუსთაველი 30 Jan 2009, 14:14
_Burzum

მხოლოდ ჩაწერა უნდა თუ რაც ბევრს იფრენ, ქულები დაგეწერება და იმის და მიხედვით გჩუქნიან?

Posted by: _Burzum 30 Jan 2009, 16:20
რუსთაველი
http://www.miles-and-more.com/online/portal/mam/fr/homepage?l=fr&cid=1000241
საიტზე წერია დაწვრილებით, მე არ დავფრინავ მაგ კომპანიებით და არ მაქვს

Posted by: kokako7 30 Jan 2009, 23:39
დავრეგისტრირდი მაილს ენდ მორზე. ლუFტჰანზათი წავედი 6000 მილი მაქ. ბარათი უნდა მოეტანათ მარა ჯერ კიდევ ველოდები. არადა ვინც ჩემთან ერთად იყო იმას მოუვიდა. თუ არ ვცდები ერთი წელი მოქმედებს. იტოგში თვეში ერთხელ თუ სადმე დაფრინავ კაი რამეს ააგდებ . ისე კი, კაი რაც იყო მინიმუმ 20000 მილი ღირდა sad.gif

Posted by: Varvara 31 Jan 2009, 02:26
ნებისმიერი კომპანიის საიტზე რეგისტრირდები ფრიქვენთ ფლაიერის პროგრამაში (თუკი აქვს ასეთი) (სახელები ყველა კომპანიას სხვადასხვა აქვს დარქმეული ასეტი ბარათებისთვის), პარალელურად ინტერნეტ ექაუნთსაც აკეთებ. ფოსტით ჩამოგდის ბარათები.

ინტერნეტით შეძენილ ბილეთEბზე როგორც წესი მეტი მილები (ქულები) გერიცხება, არის ბონუს მილები და ავარდ მილები, გააჩნია რა.........

პარალელურად მეილზე მოგდის მეილები და აკონტროლებ რამდენი ქულა გაქვს დაგროვილი.

ქულებს თავისი ექსფაირ დეითები აქვთ (სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა ვადიანი აქვს).

მილები კი მაქვს დაგროვებული, მარა არასდროს არ გამომიყენებია....ლოლ. არადა მინდა და ამას წინათ ვიფიქრე თურქიშში და ლუფტჰანზაში გავარკვევ რამე ოფერები ხომ არ აქვთ თქო.........

Posted by: cooldadie 8 Jul 2009, 12:33
ხალხო თვითმფრინავის რეისები და ბილეთის ფასები რომ გავიგო არის რაიმე საიტი?

Posted by: GraZ BEN 8 Jul 2009, 16:06
თუთქვენ5ჯერშემოუფრენთდედამიწას,მაშინმოგეცემათერთიბილეთი,თბილის-ბათუმისმიმართულებით - უპრეცედენტოაქცია,არგაუშვათხელიდან,იფრინეთრამდენიცგინდა
საქართველოსმახათისმყრელფულიანხალხთაეარვეისი

Posted by: poker 8 Jul 2009, 17:14
QUOTE
ხალხო თვითმფრინავის რეისები და ბილეთის ფასები რომ გავიგო არის რაიმე საიტი?

http://airzena.com/
http://www.skyscanner.net/flights-to/ge/airlines-that-fly-to-georgia.html

Posted by: luarsabiko 17 Jul 2009, 10:55
ხალხო გვითხარით რა ტრაბზონიდან რა ღირს ფრენა ანტალიის მიმართულებით და სად შემიძლია დავბრონო? ტრაბზონამდე რითია მისვლა უფრო მოსახერხებელი?
* * *
ხალხო გვითხარით რა ტრაბზონიდან რა ღირს ფრენა ანტალიის მიმართულებით და სად შემიძლია დავბრონო? ტრაბზონამდე რითია მისვლა უფრო მოსახერხებელი?

Posted by: amadeus 18 Jul 2009, 10:39
cooldadie
spy.gif

*******************************

Posted by: ანამარია 11 Feb 2010, 00:49
რეისების მაგარი საიტია www.opodo.co.uk ფასებს არ დაუჯერო ოღონდ smile.gif ჩვენთან როცა ყიდულობ სხვა ფასებია, რეისები ზუსტია.

Posted by: kokako7 12 Feb 2010, 01:52
luarsabiko
http://www.flypgs.com/
http://www.onurair.com.tr/
http://www.sunexpress.com
ამ საიტებზე ნახე. თუ ადრე დაჯავშნი მაგარი იაფია!

Posted by: MAQSIMALISTKA 15 Feb 2010, 23:51
რას დამხატავდა ეხლა ერთი მილიონი უფასო მაილი
:ოცნებასკაციარმოუკლავსსმაილიკი:



პ.ს. ვერ ვიტან 180 წამიან ფლუდ კონტროლს

Posted by: aranormaluri 16 Feb 2010, 17:31
ლუFთჰანზას მაილს ენდ მორ მაქვს.
ასი წელი არ წავალ ალბათ და არც დამიგროვდება არაფერი. ძვირია.
ისე ვინც ხშირად მიდი-მოდის წელიწადში ერთი ფრენა უფასო კი გამოსდის.

Posted by: lgogokhia 17 Feb 2010, 12:46
frequent flyer პროგრამები ყველა "თავმოყვარე" ავიაკომპანიას აქვს. 2002 წლიდან აქტიურად ვმგზავრობ და ბევრი award ticket ამიღია და გამოცდილებაც საკმაოდ მაქვს. სასურველია რომ გქონდეთ ყველა დიდი ავიაკომპანიების ალიანსების ერთერთი წარმომადგენლის წევრობა. გარკვეული მაილების მერე არა მარტო უფასო ბილეთებით შეგიძლიათ მგზავრობა, არამედ მილები შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკონომიდან ბიზნეს კლასში გადასასვლელად, ბარგის წონაში შერავათებით, სასტუმროების, მანქანის ქირაობის თუ ძალიან ბევრი რამეში გამოყენება. სულ 3 დიდი ალიანსია მსოფლიოში: Star Alliance, SkyTeam და OneWorld. ამ სამშია გაერთიანებული ყველა დიდი ავიაკომპანია. თურქეთის ავიახაზები სანამ Star Alliance-ში გაწევრიანდებოდა ბილეთებს ფაქტიურად უფასოდ იძლეოდა. მე $1 (ერთი) გამომართვეს. მაგრამ ეხლა რაც ამ ალიანსში გაწევრიანდნენ, მაგათი წესები უნდა გაიზიარონ, მაგრამ ტაქსები მაინც საშინლად მაღალი აქვთ. თან საშინლად ცუდი კლიენტების მომსახურეობა აქვთ (customer service), ინგლისურად ვერ ლაპარაკობს ვერავინ და სანამ ვინმეს მოგიძებნიან დაიღლები და დაკიდებ. აი ეხლა რამდენიმე მაილი დამრჩა რომ შევავსო საკმარისამდე, გამოვიყენებ და ვაგდებ სამუდამოდ.. SkyTeam-დან კერძოდ AirFrance/KLMის პროგრამა Flying Blue $5 (ხუთი) გახდევინებს უფასო ბილეთზე უკვე დიდი ხანია და არც შეუცვლია არაფერი. ზუსტად 1 კვირის წინ ავიღე ბილეთი და იგივე იყო როგორც ადრე.. ძალიან მაღალი კლასის მომსახურება აქვთ..

Posted by: hermann1986 9 Mar 2010, 01:30
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს .. საქართველოში მოქმედი ავიასალაროები სად იღებენ იატას ლიცენზიას?? თბილისში არის იატას წარმომაგენლობა?? ადამიანმა რომ გადაწყვიტოს ავიასალაროს გახსნა რა გზა უნდა გაიაროს , სად უნდა აიღოს იატას და ამადეუსის ლიცენზიები>?? და მიახლოებიტ რა ჯდება ეს სიამოვნება ხომ ვერ მეტყვით?? წინასწარ დიდი მადლობა...

Posted by: MaXinJi_k0nkia 16 Sep 2011, 17:14
თბილისი მიუნხენი რეისზე მინდა ბილეთი ...25-26 სექტემბრისათვის..უმჯობესია 26 საღამოს..


ყველაზე დაბალ ფასად სად შეიძლება ვნახო?

გადაჯდომა - გადმოჯდომაც იყოს :|

Posted by: -EVE- 16 Sep 2011, 17:58
ყველაზე იაფი პეგასუსს აქვს, ისე კი ამ საიტზე შეგიძლია შეამოწმო http://www.skyscanner.net/flights/tbs/muc/110926/airfares-from-tbilisi-to-munich-in-september-2011.html

Posted by: MaXinJi_k0nkia 17 Sep 2011, 01:25
QUOTE
ყველაზე იაფი პეგასუსს აქვს, ისე კი ამ საიტზე შეგიძლია შეამოწმო


-EVE-


პეგასუსი მაწყობს..

და სად უნდა მივიდე დასაჯავშნავად? :|



Posted by: subterranean 2 Nov 2011, 16:04
აირბალტიკს აქვს მილების დაგროვების ბარათი, მაგრამ რაც ეგ ავიღე, ბედის ირონიით აირბალტიკით აღარ მიფრენია user.gif user.gif user.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: metalliq 10 Nov 2011, 20:34
მე გავწევრიანდი ტურკიშის პროგრამაში, მაგრამ ბარათი არ გამოუგზავნიათ. ინტერნეტით როცა იყიდი ბილეთს, შენი ეკაუნტით იყიდე და არ დაგეკარგება ჩვენთანო smile.gif
ეირ ბალიტიკმა კი გამომიგზავნა ფოსტით

Posted by: Nasty 11 Nov 2011, 02:34
subterranean
QUOTE
აირბალტიკს აქვს მილების დაგროვების ბარათი, მაგრამ რაც ეგ ავიღე, ბედის ირონიით აირბალტიკით აღარ მიფრენია user.gif user.gif user.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif baby.gif


როცა იფრენ გამოგადგება, ბარგი ეარ ბალტიკს ფასიანი აქვს და მაილს კარდით ფასდაკლებით იყიდი ბარგს wink.gif

Varvara
QUOTE
მილები კი მაქვს დაგროვებული, მარა არასდროს არ გამომიყენებია....ლოლ. არადა მინდა და ამას წინათ ვიფიქრე თურქიშში და ლუფტჰანზაში გავარკვევ რამე ოფერები ხომ არ აქვთ თქო.........


მეც მაქვს საკმაოდ მაილები, გაარკვიე რამე??

aranormaluri
QUOTE
ლუFთჰანზას მაილს ენდ მორ მაქვს. ასი წელი არ წავალ ალბათ და არც დამიგროვდება არაფერი. ძვირია. ისე ვინც ხშირად მიდი-მოდის წელიწადში ერთი ფრენა უფასო კი გამოსდის.


ლუფტანსათი აღარც მე აღარ დავფრინავ , რაც სტუდენტური ფასდაკლებები გააუქმეს.. მაგრამ ეგენი სტარ ალიანსის წევრები არიან და თურქიშით, ჩეხეთით , ლოტიტ და ა.შ ფრენის დროსაც შეგიძლია გამოიყენო wink.gif

Posted by: aranormaluri 11 Nov 2011, 12:12
Nasty
QUOTE
ლუფტანსათი აღარც მე აღარ დავფრინავ , რაც სტუდენტური ფასდაკლებები გააუქმეს.. მაგრამ ეგენი სტარ ალიანსის წევრები არიან და თურქიშით, ჩეხეთით , ლოტიტ და ა.შ ფრენის დროსაც შეგიძლია გამოიყენო 



ჰმ ეგ არ ვიცოდი... თუ ინტრნეტიტ ვჯავშნი ბილეთს მაშინ როგორ ხდება დაგროვება?

ისე სტუდენტური ფასდაკლება რომელიმე ავია ხაზს ააქვს?

Posted by: Nasty 11 Nov 2011, 13:13
aranormaluri
QUOTE
ისე სტუდენტური ფასდაკლება რომელიმე ავია ხაზს ააქვს?

ყველას ქონდა, ძირითადი ასაკის შეზღუდვა იყო, ონლაინ თუ აკეთებ არ ვიცი როგორ პოულობ მაგას, მაგრამ მე მაშინ სააგენტო მიჯავშნიდა და ისინი ახერხებდნენ, საკმაოდ კარგი ფასდაკლება გამომდიოდა, თან ადრე ვყიდულობდი და იმას კიდე აკლდებოდა.. და კლასით უკეტესები იყვნენ გაცილებით.

Posted by: erekleerekle 11 Nov 2011, 18:18
მთელი ცხოვრება უნდა იფრინო მგონი რომ უფასო ბილეთი მოგცენ, თან ჩვენთან

Posted by: aranormaluri 11 Nov 2011, 19:29
Nasty
QUOTE
ყველას ქონდა, ძირითადი ასაკის შეზღუდვა იყო, ონლაინ თუ აკეთებ არ ვიცი როგორ პოულობ მაგას, მაგრამ მე მაშინ სააგენტო მიჯავშნიდა და ისინი ახერხებდნენ, საკმაოდ კარგი ფასდაკლება გამომდიოდა, თან ადრე ვყიდულობდი და იმას კიდე აკლდებოდა.. და კლასით უკეტესები იყვნენ გაცილებით.


რატომღაც ვერასოდეს ვერანაირი ფასდაკლების აქციით ვერ ვსარგებლობ biggrin.gif ჯადო მაქ მგონი.
ერთადერთი სტუდენტური კლუბის წევრი ვიყავი, როცა ბალის აბონენტი მერქვა და დიდი მადლობელი ვიყავი მაგთის იმ უფასო სალაპარაკო წუთებისთვის რასაც მირიცხავდა.



erekleerekle
QUOTE
მთელი ცხოვრება უნდა იფრინო მგონი რომ უფასო ბილეთი მოგცენ, თან ჩვენთან


არც მასეა. ვინც წელიწადში სამ-ოთხჯერ მიფრინავს შორ მანძილზე ის ერთ ფრენას უფასოდ იღებს. მაგალითად ამერიკა, კანადა, ჩინეთი და ინდოეთი.

Posted by: ninicool 11 Nov 2011, 23:01
QUOTE
პეგასუსი მაწყობს..

ხალხ, პეგასუსს როგორც ლანძღავენ მართლა ეგეთი საშინელი კომპანიაა?? საჭმელი არ მინდა, გავძლებ 2 საათი, მაგრამ ბარგსაც მართლა კარგავენ და უთავბოლოდ ექცევიან? არადა 100 ევროთი იაფი ღირს თურქიშ ეარლაინთან შედარებით.

Posted by: Nasty 11 Nov 2011, 23:31
aranormaluri
QUOTE
რატომღაც ვერასოდეს ვერანაირი ფასდაკლების აქციით ვერ ვსარგებლობ biggrin.gif ჯადო მაქ მგონი. ერთადერთი სტუდენტური კლუბის წევრი ვიყავი, როცა ბალის აბონენტი მერქვა და დიდი მადლობელი ვიყავი მაგთის იმ უფასო სალაპარაკო წუთებისთვის რასაც მირიცხავდა.


მე რამდენიმე ფრენა მქონდა თურქიშითაც და ლუფტანსათიც, მერე ორივემ ერთად შეწყვიტა და გადავედი იაფიანებზეP

QUOTE
არც მასეა. ვინც წელიწადში სამ-ოთხჯერ მიფრინავს შორ მანძილზე ის ერთ ფრენას უფასოდ იღებს. მაგალითად ამერიკა, კანადა, ჩინეთი და ინდოეთი


მე ევროპაში მინ 9-10 ჯერ ვიყავი და უფასო ფრენა კი არა უსასო სუვინირი არ უჩუქებიათ =)) ნეტა მეთვითონ ხო არ უნდა გავარკვიო მეკითვნის თუ არა რამე... მაგალიტთად უკრაინის ავიახაზების აქვს ჩემს ნათესავს , პანორამა ქარდ( რომელიც მე არ მაღირსეს) ხოდა იმას 5 კგ გადაეჭარბა ბარგის და უფასოდ გაატანეს, არ გადაახდევინეს ხშირად უკ.ავიახაზების გამოყენების გამო


ninicool
QUOTE
ხალხ, პეგასუსს როგორც ლანძღავენ მართლა ეგეთი საშინელი კომპანიაა?? საჭმელი არ მინდა, გავძლებ 2 საათი, მაგრამ ბარგსაც მართლა კარგავენ და უთავბოლოდ ექცევიან? არადა 100 ევროთი იაფი ღირს თურქიშ ეარლაინთან შედარებით.


მე არასდროს არ მიფრენია, ძალიან დიდი ლოდინია სტამბულში, თან საბიჰაში, მანდედან ქალაქშიც და უკან შეიძლება ვერც მოასწრო, 100 ევროსთვის მგონი არ გიღირს... თან ჩემ მეგობარს დაუკარგეს ბარგი

Posted by: ninicool 12 Nov 2011, 00:41
Nasty
QUOTE
მე არასდროს არ მიფრენია, ძალიან დიდი ლოდინია სტამბულში, თან საბიჰაში, მანდედან ქალაქშიც და უკან შეიძლება ვერც მოასწრო, 100 ევროსთვის მგონი არ გიღირს... თან ჩემ მეგობარს დაუკარგეს ბარგი

კი, მაგრამ მე სტამბულიდან მივფრინავ და არა პირიქით. ისე კი თუ ბარგს დამიკარგავენ და გამამწარებენ, რად მინდა მაგათი გაფრენა smile.gif

Posted by: Nasty 12 Nov 2011, 02:29
ninicool
QUOTE
კი, მაგრამ მე სტამბულიდან მივფრინავ და არა პირიქით. ისე კი თუ ბარგს დამიკარგავენ და გამამწარებენ, რად მინდა მაგათი გაფრენა

აა მაშინ კიდე ჰო, მეგონა საქართველოდან მიფრინავდი და ნამდვილად ცუდი ქონექშენი აქვს. მე მხოლოდ ერთი ფაქტი ვიცი ბარგის დაკარგვის, 2 კვირის მერე ჩააბარეს მეგობარს, სხვა არ მსმენია ცუდი ფაქტები და რავიცი რა გირჩიო

Posted by: aranormaluri 12 Nov 2011, 12:32
ninicool
QUOTE
ხალხ, პეგასუსს როგორც ლანძღავენ მართლა ეგეთი საშინელი კომპანიაა?? საჭმელი არ მინდა, გავძლებ 2 საათი, მაგრამ ბარგსაც მართლა კარგავენ და უთავბოლოდ ექცევიან? არადა 100 ევროთი იაფი ღირს თურქიშ ეარლაინთან შედარებით.


პეგასუს ერთი იმისთვის გავლანძღავდი რომ თუ არის რეისი მაგალითად მიუნხენი-სტამბული-თბილისი, მაშინ სტამბულში გალოდინებენ 8-9 საათს . მოაგროვებენ მთელ ქართველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, დაალოდებენ ერთმანეთს და მერე გიშვებენ თბილისში. ნამეტანია მართლა რა.

საერთოდ კი ბარგის დაკარგვა და პატარ-პატარა შეცდომები ყველას ემართება. ათასში ერთხელ ყველაფერი ხდება

Posted by: Nasty 12 Nov 2011, 13:09
aranormaluri
QUOTE
სტამბულში გალოდინებენ 8-9 საათს

თბილისი სტამბული ბერლინი 12 საათამდეა ლოდინი, საშინელებაა აბა რა! მაგრამ ჩემი მეგობარი თბილისი სტამბული აიღო და სტამბულიდან სხვა ავიახაზებს წაყვა და იაფად და სწრაფადაც ჩავიდა დანიშნულების ადგილას. მოკლედ აქედან მორალი - ყველაფერს შეიძლება მოერგო ადამიანი და უპოვო ისეთი რამ რაც შენ სასიკეთოდ შეგიძლია გამოიყენო.

ninicool
QUOTE
სტამბულიდან მივფრინავ

მაშIნ მანდ სხვა იაფიანი ავიახაზებიც დაფრინავენ და სხვებიც გაარკვიე wink.gif

Posted by: aranormaluri 12 Nov 2011, 17:17
Nasty
QUOTE
თბილისი სტამბული ბერლინი 12 საათამდეა ლოდინი, საშინელებაა აბა რა! მაგრამ ჩემი მეგობარი თბილისი სტამბული აიღო და სტამბულიდან სხვა ავიახაზებს წაყვა და იაფად და სწრაფადაც ჩავიდა დანიშნულების ადგილას. მოკლედ აქედან მორალი - ყველაფერს შეიძლება მოერგო ადამიანი და უპოვო ისეთი რამ რაც შენ სასიკეთოდ შეგიძლია გამოიყენო.

ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ მერე ვიფიქრე უფრო ძვირი დაჯდებათქო. მოკლედ მაგ სისულელეს აღარ გავაკეთებ. რაღაც კაპიკების დაზოგვა საკუთარი ნერვების ხარჯზე.

Posted by: Nasty 12 Nov 2011, 17:29
aranormaluri
QUOTE
ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ მერე ვიფიქრე უფრო ძვირი დაჯდებათქო. მოკლედ მაგ სისულელეს აღარ გავაკეთებ. რაღაც კაპიკების დაზოგვა საკუთარი ნერვების ხარჯზე.

აბსოლუტურად გეთანხმები, მითუმეტეს როცა დრო შეზღუდული გაქვს ცდილობ ფასის, დროის , ნერვების მაქსიმალური კომპრომისი გამონახო. ლოტი და უკრაინული ავიახაზებიც მშვენივრად მყოფნის wink.gif
* * *
Varvara
QUOTE
მილები კი მაქვს დაგროვებული, მარა არასდროს არ გამომიყენებია....ლოლ. არადა მინდა და ამას წინათ ვიფიქრე თურქიშში და ლუფტჰანზაში გავარკვევ რამე ოფერები ხომ არ აქვთ თქო.........


ეხლა მომვივიდა ეარ ბალტიკის ოფერი მილების დახარჯვაზე, ლუფტჰანსას მაილს ენდ მორე-იც შევამოწმე და მარტო ლუფტჰანსას ფრენები მაქვს დატიცხული, სტარ ალიანსის სხვა ფრენები (თურქიში, ჩეხეთი, ლოტი ..) არა sad.gif( აღარ არიცხავენ ერთმანეთის ფრენებს მილებში???????

Posted by: GoSsiP GirL 20 Nov 2011, 20:19
შემთხვევით, ვინმემ ხომ არ იცით თბილისი-კიევი-თბილისის ბილეთის ფასი?

Posted by: david1010 21 Nov 2011, 00:15
GoSsiP GirL

ავიაკომპანიას გააჩნია

მემგონი ეარ ბალტიკი ყველაზე იაფია

Posted by: Evo_PoWeR 21 Nov 2011, 00:40
ხალხნო, თბილისი-ვარშავას ბილეთი რაც ვნახე, მგონი პრაღაში ტრანსფერით გამოდის ყველაზე იაფი.

არის კიდე რამე სხვა შანსი ( ან იქნებ საიტი იცოდეთ სადაც იაფად შეიძლება ნახვა ) რომ იაფად ვიყიდო ეს ბილეთი ?


expedia,travellpapa, hotwire და ისეთი საიტები არ მინდა რაც მე თვითონვე ვიცი givi.gif


მადლობა წინასწარ tongue.gif

Posted by: bja 21 Nov 2011, 00:58
Evo_PoWeR

ეს ნახე http://www.lot.com ?

Posted by: kokako7 21 Nov 2011, 11:36
Evo_PoWeR
პრაღის გავლით ყველაზე იაფია ხოლმე. ისე ლოტს აქვს რაღაცა აქციები ხოლმე. უნდა გამოიჭირო. crazy wednesday არი ერთერთი

Posted by: Evo_PoWeR 21 Nov 2011, 12:00
bja
Lot-ს პირდაპირი რეისი აქვს დ სხვებთან შედარებით ცოტა ძვირია sad.gif თორე ამ შემთხვევაში ყველაზე კაი რეისია ეგ sad.gif



kokako7
QUOTE
პრაღის გავლით ყველაზე იაფია ხოლმე.

კი, ფასებს რომ ვაკვირდები ეგრე გამოდის.
QUOTE
ლოტს აქვს რაღაცა აქციები ხოლმე. უნდა გამოიჭირო. crazy wednesday არი ერთერთი

ვაა ეს არ ვიცოდი smile.gif მადლობა ინფოსთვის.

Posted by: ninicool 21 Nov 2011, 13:35
Nasty
QUOTE
აა მაშინ კიდე ჰო, მეგონა საქართველოდან მიფრინავდი და ნამდვილად ცუდი ქონექშენი აქვს. მე მხოლოდ ერთი ფაქტი ვიცი ბარგის დაკარგვის, 2 კვირის მერე ჩააბარეს მეგობარს, სხვა არ მსმენია ცუდი ფაქტები და რავიცი რა გირჩიო

ანუ სამუდამოდ არ დაუკარგავს მაინც, ისე კი 2 კვირის მერე თუ ჩამაბარებენ, რად მინდა, სულ 2 კვირით მივდივარ.

aranormaluri
QUOTE
პეგასუს ერთი იმისთვის გავლანძღავდი რომ თუ არის რეისი მაგალითად მიუნხენი-სტამბული-თბილისი, მაშინ სტამბულში გალოდინებენ 8-9 საათს . მოაგროვებენ მთელ ქართველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, დაალოდებენ ერთმანეთს და მერე გიშვებენ თბილისში. ნამეტანია მართლა რა.

მე ბულგარეთიდან ავტობუსით მივდივრა თურქეთამდე, რადგან ჩემი ქალაქიდან სოფიამდე მაინც 5 საათია ავტობუსით სავალი და ფასითაც უფრო ძვირი გამოდის. თურქეთში კი დღე არ მეკარგება, საღამოს 6-ზე დავჯდები ავტობუსზე და დილის 6-ზე სტამბულის ოტოგარში ვარ, მაგრამ რა მაინტერესებს, მე რომ დავუშვათ დილის 10 სთ-იანზე ავიღო ბილეთი, რეისი დააგვიანებს თუ რას გულისხმობ?

Nasty
QUOTE
მაშIნ მანდ სხვა იაფიანი ავიახაზებიც დაფრინავენ და სხვებიც გაარკვიე

მაინც რომელი, შეგიძლია ავიაკომპანიების სახელები მომწერო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)